შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პირადი გამაგიჟებელი" (თავი 18)


16-11-2014, 21:47
ავტორი Frigg
ნანახია 2 018

***

-კი მაგრამ, კონტრაცეფცია.. საერთოდ არაფერი?
-გითხარი არათქო. ისედაც განერვიულებული ვარ და ნუ მაწვები_დანანებით ჩავილაპარაკე და პატარა კაფეს თვალი მოვავლე.
-ვიცი ლილ, მაგრამ არ მინდა ისეთივე ბედი გეწვიოს როგორიც მე. მერვე თვე დამეწყო უკვე…_მეგობრის ნაღვლიან ხმას ვუსმენდი და გული თანდათან იწყებდა ტკივილიან შეკუმშვას. თავი იდაყვზე დაყრდნობილ ხელებზე დაიდო, სევდით დაბრმავებული თვალები კი, მაგიდაზე დადებულ ყავის ფინჯანს და შოკოლადის ნამცხვარს ზიზღით გაუსწორა. ტოქსიკოზის კვალს მის ორგანიზმზე ისევ დაეტოვა გავლენა. ფინჯნები აქეთ გამოვწიე და მეგობრის შედარებით დაწყნარებულ სახეს გავხედე.

-ჯერ სულ არ დაბადებულა ჩემი გოგონა და უკვე მამის გარეშე უწევს ყოფნა. მე ჯანდაბას, მაგრამ რომ გაიზრდება ხომ იდარდებს? ხომ გაუკვირდება, რომ სხვებს ორი მშობელი ყავთ, მას კი ერთი? არ მინდა აცრემლებული სახით მოვიდეს სახლში და მითხრას რომ სკოლაში ისევ მამამისზე დაიწყეს ჭორაობა... ვიცი ახლა შენთვისაც ნამდვილად მტკივნეულია ამის მოსმენა მაგრამ... დარმწუნებული ვარ, ალექსანდრე შესანიშნავი ადამიანია...
-ვიცი მარ. და ისიც ვიცი რისი თქმაც გინდა. იქნებ შვილი ჯერ სულაც არ უნდა? ჯერ ნორმალურად ჩვენ გრძნობებშიც არ გავრკვეულვართ. მხოლოდ ორჯერ მოხდა... ის ყველაფერი… მაგრამ ცხოვრება ხომ იცი როგორია? სადღაც სულ პატარა უბედურებას ეჭიდება და მერე თავზე საყრელად გაქვს ტკივილი. იქნებ უკვე დაიწყო უჯრედების განვითარება? იქნებ ახლა ჩემი...ჩვენი შვილის ბედი წყდება ჩემში? რომ მითხრას აბორტზე წადიო? მერე რა ვქნა? იქეთ არც კი გავიხედავ, მაგრამ მაინც ხომ მტკივნეულია ამის მოსმენა საყვარელი ადამიანისგან?_აცრემლებული თვალებით დავზვერე ხალხის უემოციო მზერა. დიდი ხნის წინათ გაყინული ყავა, უგემურად მოვსვი და მეგობრის სახეს ანერვიულებულმა ავხედე.
-არამგონია ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდეს. ძალიან კარგად ვიცი როგორია როდესაც საყვარელი მამაკაცი აბორტის გაკეთებას გთხოვს. თორნიკე განა ასე არ მომექცა? სულელი ქალივით ავყევი დაძველებულ ვნებას და ახლა ხედავ კიდეც ამ საქციელმა რა ნაყოფი გამოისხა. განა ვნანობ? ჰო ვნანობ... ვნანობ იმას რომ ჩემ შვილი რამისაა სასიკვდილოდ გავწირე.. ვნანობ იმას რომ ტვინი ამირია შიშმა... მაგრამ ამჯერად ჩემზე ბედნიერი ადამიანი ქვეყანაზე არ დაიარება. ყოველ ჯერზე როდესაც ჩემი შვილის პაწაწუნა ბიძგებს ვგრძნობ, ვხვდები რამდენად სულელი ვარ. ახლა წარსულში ვიხედები და ვხედავ რომ იმ ერთმა უბედურმა დღემ, ამხელა სიხაული მომანიჭა...
-ვიცი მარიამ. შენ ძლიერი ხარ... მე? მე კი დაცემული და გზააბნეული ადამიანივით დავდივარ აქეთ იქით. ჩემი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ ძალიან კარგად გეცნობა. ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც მათზე ჭკუას კარგავენ. მაგრამ ცხოვრებამ დედობის შანსი რომ მომცეს, ბედნიერებით ალბათ იქვე გავსკდები. ჩემი შვილი ჩემი სისხლი და ხორცია.ალექსანდრეს სისხლი და ხორცია,მაგრამ...
-ლილე გადამრევ ახლა. ნუთუ ისევ გგონია რომ დაგტოვებს?_მეგობრის გაბრაზებულ ხმაზე სწრაფი რეაგირება მოვახდინე, დახრილი თავი უმალვე ავწიე და სიბრაზით ავსებულ, მარიამის სახეს მივაჩერდი
-ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში რით ვერ გასწავლა ცხოვრებამ, რომ ყველა ადამიანი მოღალატე არაა?
-რით ვერ ვისწავლე? რით და იმით რომ ლევანის მიერ მონიჭებული ტანჯვა ისევ გულს მიფლეთავს მარიამ. დედაჩემის გაფითრებული და თვალებ ჩაცვენილი სახე რომ მახსენდება გული მიხდება ცუდათ...
-ისევ ლევანს ეძახი არა? ლილ ამდენი წელი გავიდა მის მერე. მამაშენია ბოლოსდაბოლოს. მამა ლილე მამა! ყველაფერს გავცემდი ოღონდ ჩემი ვაჟა ყოფილიყო აქ..
დღევანდელი დღე თითქოს ნორმალურად დაიწყო. ამდენი წლის მანძილზე პირველად მყავდა მარიამი გვერდით. დილით მისმა ჩამოსვლამ გამილამაზა დღე. შუადღე ალექსანდრეს კოცნით გამიფერადდა. ახლა კი, ისევ სევდა შემოერია ჩაბნელებულ საღამოს.

"იქნებ ნამდვილად უნდა მოგვეცადა? იქნებ ნამდვილად არ უნდა ავყოლოდით ვნებას იმ დღეს სასტუმროში…”

ყველაფერი რაც კი დილით მოხდა ახლა გავიაზრე ნორმალურად. ფეხმძიმობის ყველანაირ შანსს ვიგდებდი თავიდან. თუმცა, ის ფაქტი რომ არანაირი კონტრაცეფცია არ გვიხმარია იმ " უძილო ღამისას", თავზარს მცემდა. მაგრამ მაინც, ალბათ მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი ვინც სიმართლე უკვე ძალიან დიდი ხანი იცოდა..

-მოკლედ.. არ ვიცი რა ვქნა რა. მითახრი რამე...
-ბოლოსდაბოლოს, შენ ნერვიულობას რომ მვუღოთ ბოლო, რამდენიმე დღეში მივიდეთ ექიმთან. დრო გვაჩვენებს ყველაფერს. მთავარია შენ არინერვიულო არაფერზე ლილ...

ხის მასიურ მაგიდაზე ყავის თეთრი ფინჯანი მძიმედ დავდე და დარეტიანებულმა, არემარეს მოვავლე თვალი. არეული ფიქრების გაფანტვას უშედეგოდ ვცდილობდი. ყველა გზა რომში მიდისო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ყველა ეს გზა, აზრი თუ ფიქრი ალექსანდრესკენ იწევდა.

-კაი ლილ ნუ ნერვიულობ რა. ოთხშაბათს წავიდეთ ჰოსპიტალში, ოღონდ შენ დაწყნარდე. შემთვითონ ხარ ექიმი და ძალიან კარგად იცი რომ ასე მალე ვერაფერი ვერ მოხდებოდა. მაგრამ ამ სიჯიუტეს თავი ვერ დაანებე..
-ჰოდა მედიკალური გამოცდილებიდან გამომდინარე ვმსჯელობ. ყოველი შემთხვევისთვის მიზეზებიც ნამდვილად მაქვს ნერვიულობისთვის...
-რას გულისხმობ?_გაკვირვებულმა თვალებმა არეული მზერა მტყორცნეს სახეზე. მეგობრის დაბნეულმა გამომეტყველებამ გულში გამაცინა კიდეც, მაგრამ ფიზიკურად ეს ნამდვილად არ დამეტყო. ვერ... ვერ დამეტყო. გაცინების თავიც კი არ მქონდა, დაძაბულობისგან გადაღლილს.
-ოთხი დღით შეკავდა პერიოდი.._ იმედგაცრუებული გხმა ამომვარდა დამძიმებული სხეულიდან. აცრემლებული თვალები ვატაკე მარიამის სახეს და მისი რეაქციის შემყურეს, კიდევ უფრო ამტკივდა თავი. ნერვიულად აიფარა ხელი პირზე და აკანკალებული სხეულის გაჩერება ცადა.

-ადამიანო სულ გადაირიე შენ! გამაგიჟებ ერისთავო! აქამდე რას იჯექი ერთუჯრედიანივით? არანაირი ოთხშაბათი. ხვალვე წავალთ გამოკვლევაზე. დის შვილი მეყოლება მეც... შენი შვილი ლილ! შენი და ალექსანდრესი!_ანერვიულებული ტონი უეცრად მხიარულში გადაიზარდა. შეშფოტებულად დაბნეული სახე გავაპარე მისი გაღიმებული ტუჩებისკენ..
-ესეიგი... არამგონია სქესი ვიცოდეთ, მაგრამ სახელები მაინც მოსაფიქრებელი გაქვს. უფროსწორედ, გაქვთ.._შეპარული სიტყვების კვალს აშინვე მივაგენი.

"გაგიჟდა ეს ქალი!"

-რას მეუბნები ადამიანო?! ჯერ ალექსანდრესთვის არც კი მითქვამს. მეთვითონაც არ ვიცი ნორმალურად არაფერი... მარ წავიდეთ გთხოვ. ხვალეც გამოვისეირნოთ სადმე ოღონდ ახლა სახლში მიმიყვანე რა...


***


მანქანა სიჩუმით დაყრუებულ გზატკეცილზე ავახმაურე. მარტოობით მოწყურებულმა გადავწყვიტე ხის ქოხში მისვლა. ის ადგილი ჩემთვის უცხო, მაგრამ ამავე დროს ისეთი ნაცნობი და ისეთი ერთგული იყო. მხოლოდ იქ ვიპოვიდი ჩემივე კითხვების პასუხს. ჰოდა მეც არ დავიზარე. მეგობარი მივიყვანე სახლში და დევიდს უვნებლი ჩავაბარე. კი მეხვეწა დარჩი ცოტახნითო, მაგრამ ახლა ერთადერთი რაც წყალივით მწყუროდა, სიმარტოვე იყო. ამიტომ მეც მაშინვე ხის ქოხს მივაშურე. იმ დღის შემდეგ, რაც ჭერზე მიხატული ვარკვვლავების არსებობა შევიტყვე, მე და ალექსანდრე კიდევ მივედით იქ. გასაღებიც მომცა, მითხრა როცა მოგინდება მხოლოდ ერთხელ მითახრი და ელვისებური სისწრაფით შენთან გავჩნდებიო.მაგრამ ახლა მხოლოდ სიმარტოვე მინდოდა. ყოველთვის ასეთი ვიყავი.მარტოობაში ვატარებდი საათებს, დღეებს, კვირებს. მხოლოდ მაშინ ვპოულობდი სწორ პასუხებს ჩემი უაზრო კითხვებისთვის. ახლაც ზუსტად ეს მომენტია. მხოლოდ სიმარტოვე თუ მიშველის...

***

მასიური ჩაის ჭიქა მაგიდაზე დავდგი. თბილი პლედი გადავიფარე ფეხებზე და ფიქრებით დამძიმებული თავის გართობა ვცარდე.

"მაინც ვერაფერ სხვაზე ვერ ვფრიქრობ... იქნებ სულ არ უნდა შვილი? ან სულაც წასვლას აპირებდა?ეხლა რომ წავიდეს? დამტოვებს..."
"მართალია მარიამი.. ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში ჭკუა ერთი ბწკარითაც არ მოგემატა! პესიმისტი ხარ და მეტი არაფერი ერისთავო! წავა და წავიდეს. შენთვითონაც არ ამბობდი, როდესაც მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნი რა მოსაწყენია ცხოვრებაო? ახლა რა დაგემართა? რომც წავიდეს შენ მაგაზე არ უნდა იდარდო..."
"როგორ თუ არ ვიდარდო? საშინლად მივეჩვიე... ახლაც კი მიჭირს მის გარეშე ყოფნა. მინდა რომ ახლა აქ იყოს და მაგრად ჩამეხუტოს. მინდა ომ თავზე მზრუნველად მაკოცოს და მერე პატარა ბავშვივით დამეძინოს მის ძლიერ მკლავებში..."
"მაშინ თუ ასე ძალიან გინდა მის გვერდით ყოფნა, რას ზიხარ აქ და რას იკლავს თავს მარტოობით? აწიე ეგ იდიოტი თავი და მხრებგაშლილი მიდი მასთან! რაც დაწერილია ის მოხდება.. დრო გვაჩვენებს ყველაფერს..."

ჩემ საკუთარ თავთან გაბმული დიალოგი მაინც უშედეგოდ დამთავრდა. არსადაც არ წავსულვარ, პირიქით, ფიქრებიდან გამოფხიზლებულმა ძლივს გავაანალიზე რომ ეზოში ვიჯექი და ფართე ჰამაკში გაუჩერებლად ვაფართხუნებდი ფეხებს. მიწაზე დადგმუი ჩაის ფინჯანიც დაცარიელებული დამხვდა. საათით დაინტერესებულმა მობიურის ძებნა დავიწყე. ჯიბიდან ზანტად ამოვაზვრინე და მხოლოდ მაშინ გავიაზე რომ გამორთული ყოფილიყო.

"დაჯდა ალბათ.."

ჩემი გაუსაძლისი სიზარმაცის კვალი ისევ დამეტყო. სიცივისგან აკანკალებული მაინც არ შევდიოდი სახლში. ძლიერად გავქანდი ჰამაკში და ადრენალინის პატარა დოზა თვალებდახუჭულმა შევიგრძენი. სულ რამდენიმე წამში ძლიერმა შუქმა და მკვეთრმა ხმამ მოიცვა არემარე. თავი შეშინებულმა წამოვყავი და ნახევრად დამალული სახე, ეზოს ჭიშკრისკენ გავაპარე. შავი ავტომობილი უნებართვოდ შემოვარდა ეზოში. მუხრუჭით ათხრილი მიწა აქეთ-იქით გაიფანტა. უზომოდ შეშინებული გულის დაწყნარება მინდოდა, თუმცა რანაირად? შეშინებულ ბატკანს მშიერი მგლის მზერა როგორ დააწყნარებს?

-გოგო შენ სულ შეიშალე ჭკუიდან? დაგერეკა მაინც, რომელი საათია ნახე!_უსაშველოდ გაღიზიანებული ღრიალი ყურებში არასასიამოვნოდ მეცა და კანი მაშინვე ტაომ დაფარა. ძლიერი მკლავები მხრებში ჩამაფრინდნენ თუ არა ძლიერი შეჯანჭყარება ვიგრძენი.
-ლილე! რა გინდა აქ?!_შედარებით დაწყნარებული მაგრამ მაინც გაღიზიანებული ხმა გამოსცა მამაკაცმა.
-შენთვითონ არ მითხარი როცა გინდა მიდიო ხის ქოხშიო? ხოდა ეხლა მომინდა..._უემოციო ტონით ვთქვი და მაშინვე გამოვეთავისუფლე მისი ტორებისგან.
-როცა გინდა მაგრამ არა ღამის ორ საათზე ადამიანო!_ისევ ეს ღრიალი, შეჯანჭყარება და ჩემი უემოციო მზერა. ოდნავ წავკარი მკერდზე ხელი, მის გაკვირვებულ სახეს კი თავალი ავარიდე. ფეხემბოკეცილი ჩავსკუპდი ჰამაკში. თავი უკან გადავხარე და თვალები ცაში აციმციმებულ ვარსკვლავებს მივაჭყიტე. ის ისევ იქ იდგა, გაუნძრევლად, გაყინულად... ბოლოს დარეტიანებული მდგომარეობიდან მაინც გამოერკვა.
-ლი, რაღაც მოხდა არა?_ნაღვლიანი ხმით მითხრა. ყოველთვის მიკვირდა მისი იდუმალი ხასიათის. მხოლოდ ორიოდე სიტყვიდან გამომდინარეც კი, შეეძლო გაეგო რა მჭირდა, რა მტკიოდა. თუმცა ახლა ალბათ ვერ მიხვდა. უაზრო მაგრამ მაინც შეწუხებული სახით გავხედე.
-მარიამთან გაქვს რამე პრობლემა?

"სულ მთლად მარიამთან არა მაგრამ..."

-არა მარიამთან ყველაფერი კარგადაა_ჯიუტად მივაწექი ჩემსას. მაინაც არ დათმო პოზიციები. ისეთივე ჯიუტი და არავისგამგონე იყო.
მარტოობაში მოპოვებული ძალა მოვიკრიბე და აფორიაქებულმა შევხედე მის სახეს, რომელსაც ოდნავ მოშვებული წვერი კიდევ უფრო მამაკაცურ იერს სძენდა.
-ლილე! გამაგიჟებ ახლა!_მთელი ძალით მიყვირა. ბოლოს მოთმინება დაკარგული ფეხზე წამოვხტი და აცრემლებული თვალებით მთელი ძალით დავუღრიალე.
-გადამიცდა! ოთხი დღით გადამიცდა ციკლი! ხვდები რას ნიშნავს ეს? ხვდები ადამიანო?! _ უნებურად წამოვაყრანტალე ყველაფერი რაც კი თავში მიტრიალებდა. აი ამ მომენტს კი ვერანაირი დრო ვერ დამავიწყებს. მისი გაშეშებული და დამრგვალებული თვალების ხილვამ, ნერვიული კანკალი მომანიჭა სხეულზე. მიწაზე მყარად მდგარი ალექსანდრესგან არაფერი არ დარჩენოდა. გათოშილ ბალახს მოწყვეტით დაეხეთქა და უშველებელი თვალებით მესროლა გაოცებული მზერა. გული თითქოს იმ წამსვე მომიკვდა. მფეთქავი კუნთი ერთიანად შეიკუმშა, დაპატარავდა, მეორე წამს კი სისხლი მთელი ძალით მიანარცხა არტერიებს.

-ტესტი გაიკეთე?_შეშფთებული ხმით მითხრა და ჩემი პასუხის მომლოდინე სიჩუმეში კიდევ უფრო გაისუსა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე და თვალებზე მომდგარი ცრელმების შეკავება მთელი ძალით ვცადე. თავი ხელებში ჩარგო.

"ჰო ვიძახდი... ახლა აბორტზე ჩამოაგდებს სიტყვას... არანაირად! სულ მარტო დავრჩები მაგრამ ჩემ შვილს ხელს არ დავაკარებ!"

-მამა... მამა გავხდები ტო...შვილი მეყოლება ტო.. ჩემი და შენი შვილი. ჩემი შვილი…_ფეხზე ბუტბუთით წამოდგა და ნელი სვლით წამიწია ჩემსკენ. შეშინებულმა ორიოდე ნაბიჯი გადავდგი უკან, მაგრამ მისმა მკლავებმა მაინც მოახერხეს ჩემი დაჭერა. მამაკაცის სხეულიდან წამოსულმა სითბომ მთელ ტანზე უხვად დამირბინა. ალექსანდრეს რეაქციით გაკვირვებულს, ხელები მაშინვე გამეყინა. სუნთქვა შემეკრა. ფეხები მომეკვეთა.. მისი მკლავებით აკაწკაწებულ ძვლებზე, სასიამოვნოდ დამიარა ტკივილმა... ალბათ ბედნიერების ტკივილმა.

-შვილი გვეყოლება ლი? ჩემი შვილი, შენგან.. ჩვენი შვილი ტო!_ აღტაცებული ტონის გაგებამ ერთიანად გამითბო გული. დაძაბულობაც თითქოს სადღაც გაქრა, მისი ადგილი კი, ამ ადამიანისადმი უსაშველო რწმენამ დაიკავა.
-მაპატიე გეხვეწები რა! მართლა არ მინდოდა..ოღონდ არ დამტოვო რა, ოღონდ არ წახვიდე რა.._ცრემლებმა მაინც თავისი გაიტანეს და მაშინვე იპოვეს გზა სახეზე. აქვითინებულმა მაგრად მოვხვიე ხელები ზურგზე და ძალაგამოცლილი სხეული მის მკლავებს მივანდე. უეცრად, უხეშად მომიშორა. გული საშინლად აფანცქალდა, მაგრამ როდესაც თვალებმა მისი მზრუნველი მზერა და გაღიმებული სახე აირეკლეს, ისევ დავწყნარდი.

-ვერ გაპატიებ... ვერანაირად ვერ გაპატიებ იმას, რომ აქამდე არაფერი არ მითხარი. ერთი თვე მაინც ხომ იქნება რაც შვლი გვყავს ტო... მე კიდე ეხლა გავიგე.. ლილე! ჩვენი შვილი ტო!_თითქოს აზრზე ახლა მოვიდა. უშველებელი თვალები კიდევ ერთხელ შემომანათა და სასწრაფოდ ჩამავლო წელში ხელი. მთელი ძალით მიხუტებული მკერდიდან, მისი გულის ფეთქვა საოცარ სიმშვიდეს მძენდა და მეც ძალაგამოცლილი მაგრამ დაწყნარებული და გახარებული გავინბე მის უშველებელ ტორებში..

ძილისკენ მიმავალს ჩუმი ბუტბუტი მაფხიზლებდა. ჩვენ მომავალ პაწაწუნაზე განუწყვეტლივ ჩურჩულებდა, თან დროდადრო გავარვარებული ტუჩებით საფეთქელს მიფუფქავდა.
-ლი...ხვალევე წავიდეთ ჰოსპიტალში და ყველაფერი გავიგოთ.._ნახევრად ჩაძინებულმა, მაინც მივხვდი რომ ეღიმებოდა. მისი მაღალი ბარიტონი ყოველ წამს იცვლიდა ტონს, ხან ღიმილიანს, ხანაც მომავალ შვილზე ფიქრით გახარებულს.

***

-ალექსანდრე ჯერ რვა საათია... ცოტა ხანიც რა..._ახალგამოფხიზლებულმა მზის სხივების დასაფარად ბალიში დავიმხე თავზე.ზანტად წამოვიზმორე და თბილი საბანი კიდევ უფრო დავიხვიე სხეულზე. მაგრამ უეცრად, სიცივემ გამირბინა მთელ სხეულზე. გაბრაზებული წამოვფრინდი ფეხზე. მის მკლავებში მჭიდროდ დაჭერილ საბანს ვეცი და რაც კი ძალა მქონდა იმის გამოქაჩვაზე დავხარჯე.
-ერთი საათიც და ავდგები გპირდები._ბოლოს პოზიციების დათმობა მაინც მომიწია. წარბაწეულმა გამომხედა და ცელქი ღიმილი გადაიკრა სახეზე. მე კი გაბრაზებული გადავეხეთქე ლოგინზე და ორი დიდი ბალიში "დავიფარე" გაყინულ ტანზე. მაგამ არა.. მაინც ვერ გავთბი. ისევ და ისევ მე დავნებდი. ხალათს ჩავაფრინდი და ბურდღუნით გავემართე აბაზანისკენ...


***


-ლილე დავაგვიანებთ! და მერე ჩემი რისხვა არ აგცდება!
-გააჩნია რა რისხვაზე ლაპარაკობ..._თვალებ აჟუჟუნებულმა გავხედე. უმალვე მიხდა. ხელი უაზროდ ჩაიქნია და თვალებ მოჭუტული ღიმილით გამეკრიჭა.
-შევიაროთ ბიჭებთან?
-ამ წუთას გითხარი დავაგვიანებთთქო გოგო!
-ჯერ მარტო ცხრა საათია. მიღება კი თერთმეტზე გვაქ. ერთი ნახევარი საათით მაინც გავუაროთ რა. თან რამდენი ხანია არ მინახავს არცერთი.
-მოკლედ შენ კაცი ვერ გადაგათქმევინებს სიტყვას..._გაბრაზებულად დაქოქა მანქანა და გრძელ გზას გაუყვა, მე კი გამარჯვებული სახით მოვკალათდი სავარძელში და უსასრულ ფიქრებს მივანდე თავი…

***

ალი და ბიჭები მის სახლში დაგვხვდნენ. როგორც მივხვდი ცოლთან დაკავშირებული საქმეები მოუგვარებიათ. მხოლოდ ოფიციალურად გაყრა დარჩენოდათ. ალის შვილიც ვნახე. პატარა მეგი საოცარი ბავშვი აღმოჩნდა. ალექსანდრეს თქმის არ იყოს, მართლაც რომ ანგელოზია. მამამისი საოცრად უყვარს, მის მეგობრებზე ხომ საერთოდ გიჟდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბავშვი კიარა საოცრებაა...
სახლიდან თითქმის ერთი საათის განმავლობაში მილოცვებისა და სიხარულით სავსე ხმების მეტი ,არაფერი არ გამოსულა. ჩვენი ახალი ამბავით გახარებული ბიჭები კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მმატებდნენ და მეც ალექსანდრეს აღფრთოვანებული და ამაყი სახის შემყურეს, სიხარულის უდიდესო დოზა მეღვებოდა გულში.
აბა რა მეგონა თუ ეს სიხარული, მალე უსაზღვრო ტკივილში და გლოვაში გადაიზრდებოდა…

***

გრძელი გზის შემდეგ, ჰოსპიტალსაც მალე მივუახლოვდით. ის თავდაჯერებულობა თითქოს სადღაც უკვალოდ გამქრალიყო. წინანდელი ლილეს კვალი არსად არ ჩანდა. მხოლოდ ერთი დამფრთხალი და შეშინებული ქალის სახეს თუ წააყწდებოდით. ერთადერთი რაც ოდნავ მახარებდა, ჩემი პატარასა და ალექსანდრეს მხარდაჭერა იყო. წამითაც არ მომშორებია გვერდიდან. სადაც კი საჭირო იყო ყველგან წამომყვა, ყველაფერში მომეხმარა. გინეკოლოგიურ განყოფილებას მივუახლოვდით თუარა, გულმა საოცარი სისწრაფით დაიწყო ფართხალი. მეთვითონ ვიყავი მკურნალი ექიმი, მაგრამ ახლა რატომღაც საშინლად შემაშინა თეთრ ხალათში გამოწყობილი, საშუალო ხნის ქალის დანახვამ. შენელებულიებული ნაბიჯები გადავდგი და ალექსანდრე თეთრი კარების უკან მოვიტოვე. პატარა კაბინეტი მზის უხვს სხივებს გაენათებინა. მიუხედავად მოღრუბლული ცისა, სინათლის ნაკადი მაინც ატანდა ღრუბლებში და არემარეს შეუჩერებლად ანათებდა. ქალმა ხელით მანიშნა, დაჯექიო. ყოყმანით და ზანტი ნაბიჯებით შემოვუჯექი მაგიდას და შეშინებულმა გავხედე ექიმს.

-მთავარია დაძაბულობა მოიხსნა საყვარელო_სათვალიდან მზრუნველად ამომხედა და ისევ ანკეტის შევსებას მოუბრუნდა. თითქოს მისმა სიტყვებმა რაღაც სიწყნარე მართლაც მომანიჭეს, მაგრამ ათორიაქება მაინც ვერ მოვიშორე თავიდან.
-ესეიგი ჩემო ლილე... ოთხი დღით დააგვიანა მენსტრუაციულმა ციკლმა. უძლურად ხომ არ გრძნობდი თავ ამ თვის განმავლობაში?
-ა..არა..ნორმალურად ვარ. თუმცა ბოლო დროა თავბრუს ხვევები შემომეჩვია. -გასაგებია.. _დაფიქრებულმა მომმართა და რაღაცის თქმა დააპირა თუმცა მე გავაწყვეტინე
-და კიდევ იცით.. რამდენიმე ხნის წინ მაჯებზე ჩალურჯებები და ვენები დამეტყო... ვიფიქრე არაფერია თქო და სულ არ მიმიქცევია ყურადღება
-ვენები? გულის პრობლემები ხომ არ გაქვს?
-არა. მე თვითონ კარდიოლოგი ვარ, ამიტომ ამ საკითხში ვცდილობ მოვუარო ჩემს თავს..._დამორცხვებულად ვთქვი და თავი ლოყებაწითლებულმა დავხარე. -გასაგებია, გასაგებია.. მოდი ჯერ სისხლის ანალიზი გავიკეთოთ. მინდა გავიგო სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა რამდენი გაქვს. ვფიქრობ ექოსკოპიისთვის ჯერ ძალიან ადრეა. მოდი იცი რა ვქნათ? უჯრედის განვითარების პროცესი განვიხილოთ. რამდენიმე კვირისთვის დაგინიშნავ მიღებას და მერე ექოსაც მივხედოთ._ყველაფერზე პატარა ბავშვივით ვეთანხმებოდი. მედიკალური გამოცდილების მოუხედავათ ჩემი თავი ამ შემთხვევაში სრულიად უცოდინარი და უვიცი მეგონა. როგორც იქნა ყველანაირი ანალიზი თუ გამოკვლევა მოვითავე. მითხრეს ხვალ თორმეტ საათზე იქნება პასუხებიო. ჰოდა მეც რაღა დამრჩენოდა, გადავწყვიტე ხვალ მოსვლა. ალექსანდერს გაბრაზებული ჯუჯღუნის მოსმენა რატომღაც ძალიან მახალისებდა. ვიფიქრე კიდეც, ფეხმძიმე ქალებს სადისტური გამოხტომები ხომ არ ახასიათებთ თქო. ლოდინით დაღლილი მამაკაცი, მთელი დღე აფორიაქებული დადიოდა ოთახებში. მეგონა ჩემზე მეტად უნდოდა გამოკვლევის პასუხების გაგება. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა, რადგან ახლა სრულიად დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ადამიანი ჩემი თანამგზავრი იქნებოდა სიცოცხლის ბოლო წუთამდეც კი. უდიდესი ხვეწნის და ჩხუბის მიუხედავათ მაინც ჩემი გავიტანე და მარტო წავედი ჰოსპიტალში. გაბრაზებული ალექსანდრე კოცნით შემოვირიგე და მაინც გავუშვი ოფისში. არ მინდოდა ჩემს გამო კონტრაქტები დაერღვია სხვადასხვა ფირმებთან, როგორც ვიცოდი წინ ძალიან დიდი შეხვედრა და შემდეგ კორპორატივი ეგულებოდა. ამიტომ ქალურ მანიპულირებას მივმართე და მაინც გავაგდე ოფისში. ბოლოსდაბოლოს ორიოდე ფუსცელს მეთვითონაც მოვერეოდი.

როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს და ამჯერად სრუალიად თავდაჯერებული შევედი შენობაში. რა მეგონა, თუ იმ წუთას, ჩემი და ჩემი "შვილის" ამბავი უკვე დიდი ხანი გადაწყვეტილი ყოფილიყო. თითქმის ერთი საათი ურეაქციოთ ვედევნე ექიმებს და მათი უაზრო ლაპარაკით გაბრუებულმა უმალვე გადავწყიტე წამოსვლა. იმედგაცრუებული და ტკივილით სავსე სხეული ეზოში წვალებით გამოვათრიე. ხელში ჩაკუჭულ დოკუმენტებს საბოლოოდ მოვავლე აცრემლებული თვალი და ტკივილიან რეალობაში დავკარგე ჩემი საკუთარი მე...

1. ჰემოგლობინისა და რკინის შემცველობა სისხლში_დაბალი, ანემია.
2.ნეგატიური პასუხი_უნაყოფო ...>>

________

რაც მე ამ თავს ვეწვალეეეე...უჰჰ.. ჯერ მეგონა კომპიუტერში არ შენახულა. მერე როგორც იქნა გავიაზრე და მივხვდი რომ ფლეშკაზე გადამიტანია. კინაღამ გულმა დამარტყა. ჩემი გაფუჭებული ნერვების ასანაზღაურებლად კომენტარის დაწერა მოგიწევთ :დდ

ჰოდა კიდევ ერთი რამე.. არ ვიცი რამდენად კარგი გამოვიდა ეს თავი მაგრამ ნამდვილად ბევრი ვეწვალე ასე რომ,დამიფასეთ და შემიფასეთ ნამუშევარი!

პ.ს და როგორც ყოველთვის, რაიმე მექანიკური შეცდომებისთვის ბოდიშს
გიხდითскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Navroza:))

cota unda gechxubo! shvili mindodadzaaan ro kolodat da rato ar achuke?((

 


№2  offline წევრი nestanuka13

კაი რა იყო ეს ბოლოს რააა არ დაამთავრო ასე ცუდად რა

 


№3  offline წევრი Sweetiko

Gამისკდა გული მე;(((((

 


№4  offline წევრი optimusi

ყველაზე მეტად უშვილობის მეშინია,ისე ვითრგუნები ასეთ ამბებს რომ ვკითხულობ კიდევ ხომ არ იცით:( მაგრამ სამწუხაროდ ეს რეალობაა :( ძალიან კარგი იყო,კარგად იყო გამოცემული ყველა ის განცდა და ფიქრი ,რომელიც ასეთ დროს თავში გიტრიალებს,ოქრო ხარ :*

 


№5  offline წევრი tawka_tamunia_tako

აუუ ამ ისტორიებში რამეე ესეთი რომ არ გაგერია არა?? :D მომწნს თუმცა ვფიქრობ რომ ამ გოგოს ეს პრობლემა ნამდვილად არ აკლდა.. მეცოდება რაა. ეს ხომმ ქალის ყველაზე დიდი ტკივილია.. კაცისაც მაგარმ ქალიი მაინცც რაღაც სხვანაირად აღიქვამს და განიცდის რადგან მასში იზრდება ეს საოცარიი არსებაა :( წარმატებებიი.. :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent