შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Me,He and his cigarette….


16-11-2014, 21:49
ავტორი amrochka
ნანახია 1 903

Me,He and his cigarette….

[center],, ადამიანები რომელთაც ერთმანეთი უყვართ ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთს,,-აკუტაგავა რიუნოსკოე
უკვე მეასეჯერ დავხედე ამ წარწერას რომელიც ჩემს კედელზე არის ამოტვიფრული.მახსოვს როდის ამოვტვიფრე 7 სექტემბერს ჩემს დაბადების დღეზე მაშინ როდესაც მე გავიგე სიყვარულის და ტკივილის გემო ერთდროულად

***
-ნიცი, თუ ღმერთი გწამს ადექი სკოლაში გაგვიანდება:წუწუნებდა დედაჩემი:
-ვდგეები:ვთქვი მკვდარივით:
მაგრამ გვერდით გადავტრიალდი და ძილი გავაგრძელე.
5 წუთიც არ გასულა თავზე რო ვიღაც დამახტა
-ნიიიიიციიი გაიღვიძე სკოლაში გაგვიანდება:წუწუნებდა ანდრო:
-აეეეეე რა გინდა გამანებე თავი წადი სპანჯბობს უყურე:ბალიში დავიდე თავზე:
ალბათ გაახსენდა რო სპანჯბობი დაიწყო და ეგრევე წამოხტა,ქვემოთ გაქანდა.
ხელი გადავყე და თაროდან ტელეფონი ავიღე,პაროლი ავკრიფე და ცოტა რომ გამოვფხიზლებულიყავი Arctic Monkeys ჩავრთე და თან ავყევი
გავიზმორე და ზოზინით შევუდექი ჩაცმას: ჯინსები,თეთრი მაისური Marlon Brando-ს გამოსახულებით და კედები.
ცხრილს გადავხედე წიგნები და რვეულები ჩავალაგე.ჩანთა მოვიკიდე და პირველ სართულზე ჩავედი.შევეცადე ჩუმად წავსულიყავი მაგრამ შემამჩნიეს)
-საით გაგიწევია? ეხლავე დალიე ჩაი!!!
-არ მინდა, მერამდენეჯერ უნდა გითხრა რო დილას ვერაფერს ვერ შევჭამ:ვთქვი წუწუნით:
-კარგი მიდი ანორექსია მე კი არ დამემართება
-აუ გამანებე თავი რა!!
მამაჩემი გამოვიდა თავზე მაკოცა და მიმიხუტა
-რაზე კამათობთ ამ დილას?:თქვა მთქნარებით:
-როგორც ყოველთვის იმაზე რომ სკოლაში ცარიელი კუჭით მიდის:თქვა გაბრაზებულმა დედამ:
მამაჩემს რაღაც უნდა ეთქვა დედას მხარდასაჭერად როცა მივუხვდი და დავასწარი.
-მხარს დაუჭერ და გაიგებს გუშინ ღამის ოთხამდე ბარსელონას თამაშს რო უყურებდი:ვთქვი მომგებიანად:
ჯერ დაიბნა მერე გაეცინა და უფრო მაგრად მიმიხუტა
-ჩემი შვილი,ჩემი პატარა შანტაჟისტი.მამას გოგოა:უთხრა დედას და ხელით მანიშნა წადი სანამ ისევ არ დაიწყოო:
გავედი სახლიდან და ეგრევე ანუკას დავურეკე როგორც ყოველთვის
,, Angelato”სთან შევხვდით და სკოლაში წავედით , გზაში რათქმაუნდა მოვუყევით ერთმანეთს შაბათ-კვირას დაგროვილი ამბები და ამ დროს მივედით სკოლაშიც 10 წუთი დავაგვიანეთ და კლასში შესულებს როგორც ყოველთვის ისე შემოგვხედეს თითქოს კაცი მოვკალით
-როდის დადგება ისეთი დღე რომ თქვენ არ დააგვიანებთ
-ბოდიშით შეიძლება შემოვიდეთ?:თქვა ანუკამ მუდარით:
-ბოლო პატიებაა და იცოდეთ. დაჯექით , წიგნი ამოიღეთ და 24-ე გვერდზე გადაშალეთ კითხვებზე პასუხს ვწერთ და დაგვეწიეთ.
თავისუფალ მერხზე დავჯექი და მასწავლებლის დავალებას შევუდექი
უცებ კლასში მაღალი,სიმპატიური,მწვანეთვალება ბიჭი შემოვიდა
მასწავლებელს რაღაცაზე დაელაპარაკა და მერე მე შემომხედა
არვიცი რატომ მაგრამ ჩაეცინა და მასწავლებელს უთხრა
-არვიცოდი მეათე კლასში ასეთ ლამაზ გოგოებს რო ასწავლიდით თორე კლასიდან ვერ მომიშორებდით:)(გაიღიმა და ლოყებთან ნაკეცები ოთხად ჩაეკეცა)
გავწითლდი,მიშო წერეთელი:)
მერე გავიდა და მეც წერა გავაგრძელე
მეხუთე კითხვაზე ვიყავი როცა ვიგრძენი როგორ მომქაჩა ვიღაცამ თმაზე , გაბრაზებული უკან შევტრიალდი და დავინახე როგორ მეკრიჭება ლუკა ნიკოლაძე
-მეტკინა!! რა გინდა?
-აუ გადამაწერინე რა გთხოვ:მთხოვა საწყალი სახით:
-რომელი კითხვა?
-ყველა:გაეცინა:
-ღმერთო ჩემო, ერთსაც ვერ გაეცი პასუხი?
-ყველა შენნაერი ჭკვიანი ხო არ იქნება ტო!!
თვალები გადავატრიალე და ფურცელი მივეცი რო გადაეწერა
მე რა ბედი მაქვს? ეგრევე დაინახა მასწავლებელმა და ორივე გაგვსვა კლასიდან
-აუუუ მაპატიე რა!!:დაიწყო ბოდიშების მოხდა ლუკამ:
-კაი არაუშავს ნუ მიხდი ბოდიშებს!!
-არასოდეს არ ბრაზდები? გამიბრაზდი რა:მიიღო სულელის სახე:
-ვაიმე არ გირჩევ:გამეცინა მეც:
-ჰაჰა რაღაც ვერ წარმომიდგენიხარ შენ გაბრაზებული.
გავუღიმე და გვერდით რო გავიხედე დერეფანში 4 ბიჭი დავინახე, რათქმაუნდა ეგრევე ვიცანი წერეთელი, გამრეკელი, ფუტკარაძე და ჭილაძე.განუყრელი ოთხეული .
წერეთელი, გამრეკელი, ფუტკარაძე და ჭილაზე. ეს ოთხეული მთელმა სკოლამ კიარა მთელმა თბილისმა იცოდა.ბავშვობის ძმაკაცები რომლებზეც სკოლის გოგოების 99% გიჟდებოდა ჰეი მე 1% ში შევდივარ წერეთელი მიშო ყველაზე სიმპატიური იყო შავგრემანი , მაღალი , სუსტი , მწვანეთვალება ,ღიმილის დროს ლოყებზე ნაკეცები უჩნდებოდა დასტოინნი და თბილი მაგრამ ამავდროულად ფიცხი და თავხედი იყო..გამრეკლი დიტო ხუმარა და შარიანი ტიპი იყო მახსოვს ერთი პერიოდი ანუკა მოსწონდა მაგრამ არ გამომტყდარა და გაანება თავი.ფუტკარაძე ნიკუშა ყველაზე ჭკვიანი და მშვიდია ამ ოთხიდან არ უყვარს ზედმეტი პრობლემები და არც აქვს.ჭილაძე სანდრო 12 ჯერ გარიცხეს და დააბრუნეს რამდენს წყვეტს მდიდარი მშობლები არცერთს უჭირდა აქედან ფინანსურად და ეს ყველამ იცოდა , ეს უფრო ზრდიდა ჩვენი სკოლის უტვინო გოგოების სიმპატიებს მათდამი.
წელს მისაღები გამოცდებია მეთორმეტე კლასელებისთვის რათქმაუნდა როგორც ყოველთვის მაგრამ წელს ბევრს ემუქრება ატესტატის გარეშე დარჩენა . მე ჯერ მეათეში ვარ მაგრამ მასწავლებლის თხონით მეათე კლასის პროგრამის გამეორებაში უნდა დავეხმარო რომელიმე აბიტურიენტს
***
დღეს საკონტროლოს ნიშნები დაარიგეს და როგორც ყოველთვის მაღალი ნიშანი მე
-როგორც მოველოდი:თქვა ისტორიის მასწავლებელმა და კმაყოფილი სახით მომცა წერის ფურცელი:
-შკოლნიკო:ყურში ჩამჩურჩულა ლუკა ნიკოლაძემ:
-კაი რა!!ისტორია ჩემი საყვარელი საგანია
-ყველა საგანზე ეგრე ამბობ:აუტყდა სიცილი:
***
კვირა დღეა , მე და ანუკა არხეინად ვათვალიერებთ კატალოგებს
-აუუ ნეტა ვის უნდა გაამეორებიო შენ ჩვენი პროგრამა?
-აუ რავი ანუკა სულერთი არაა?
-ეე, რატოა სულერთი? მეათე კლასში ვართ და არ გვყავს შეყვარებულები!! წარმოიდგინე როგორც იმ ფილმში!!ვინმე სიმპატიურ ბიჭს მოგიჩენენ და სწავლის პერიოდში ერთმანეთი შეგიყვარდებათ!!:გაბადრულმა თვალების ხამხამი დაიწყო:
-შემომხეე კარგად! ვგავვარ მე ფილმის გმირს?
რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ დედამ დაგვიძახა , ბლინები გამოგვიცხო.
-რასშვები ანუკა, სკოლაში როგორ მიდის საქმეები:როგორც ყოველთვის დაიწყო დედამ:
-რავქნა ნინო დეიდა ძველებურად
-ეს ქალბატონი რასშვება, შენ მაინც მითხარი თორე თვითონ არ მეუბნება:) ესე ცუდადაა საქმე?
-ეგ შვება რასაც შვება:თქვა ამაყად ანუკამ:10-ებზე სწავლობს
-მართლა?:შეიცხადია დედაჩემმა:
-არა ვითომ:ვთქვი უკმაყოფილოდ:
-ჩემი შვილი ცუდად ვერ ისწავლის:თქვა ამაყად მამამ:
ამდროს ანდრო შემოფრინდა ,,სპაიდერმენის,, ფორმით და დაიწყო ცანცარი.ანუკას ეპრანჭებოდა და მოვკვდით სიცილით.
,, ლუკა ნიკოლაძე,,
ლუკას 3 წელია ვიცნობ, ჩვენთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა და ყველას ძაან დაგვიმეგობრდა განსაკუთრებით ჩემდამი იჩენდა სულ ყურადღებას ამას ბრმაც შეამჩნევდა,ხშირად მჩუქნიდა მაიკებს ჩემი საყვარელი როკ-ჯგუფების გამოსახულებით მაგრამ ეს მეგობრულ ჟესტად ითვლებოდა. რომ ვუყვარდი არც იმას მალავდა მაგრამ პირადად ჩემთვის არასოდეს უთქვამს და მეც არ ვიმჩნევდი))
“რას ვერ ხედავ ნუ გამაგიჟე ეს იგივეა რაც იცი რო შანელის კაბა გაცვია და ამბობ გუჩიაო,, ამბობდა ლიკა გელაძე ჩვენი კლასის პრინცესა დიანა.მოკლედ მეც მაწყობდა ის რომ ლუკა სიყვარულში არ მიტყდებოდა რადგან მარტო მეგობარივით ვუყურებდი და ამ ეტაპზე არ მჭირდებოდა ურთიერთობები. ჩემი უარი მის გრძნობაზე ჩვენს მეგობრობასაც გაანადგურებდა.ხშირად მაცილებდა სახლამდე, ჩემზე ზრუნავდა და მხარს მიჭერდა.ერთხელ მეცხრე კლასში კინაღამ გამქურდეს მაგრამ საჭირო მომენტში გამოჩნდა
და გადამარჩინა არვიცი როგორ მიხვდა სად ვიყავი, ისიც გავიფიქრე ხო არ მითვალთვალებდა თქო ანუკამ მითხრა ,, ეგ აბსუდული აზრი 3 დღე დააბი და აშიმშილეო,, მეც გადამავიწყდა ეს ინციდენტი.
,, ჩემი ოჯახი,,
ჩემი ოჯახი იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება სადაც ყველაფერი რიგზეა.დედაჩემი იურისტია.მზრუნველი,მკაცრი და მოწესრიგებული დედაა.მამაჩემი არქიტექტორი ხუმარა,თბილი და გამგები.ჩემს მშობლებს ძალიან უყვართ ერთმანეთი.სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი და როგორც ამბობენ ერთი ნახვით შეუყვარდათ.მამაჩემი მაშინ გიტარაზე ერთ-ერთ ჯგუფში უკრავდა ამიტომ ბევრი გოგო ეხვეოდა გარშემო.დედაჩემი კიდე შკოლნიკი,ყველაზე მოწესრიგებული მოსწავლე იყო და როგორც მამა ამბობდა სწორედ ეს მოსწონდა მასში.
-შატალოზე ვერაფრით ვერ წავიყვანე არას ჩამიწერენო თავს იკლავდა)და მეც რა მექნა ყველა გაკვეთილს ვესწრებოდი ოღონდ მასთან ვყოფილიყავი:იხსენებდა მამა:
-მადლობელი უნდა იყო ჩემთვის რო თავი მოგეწონებია სწავლაც დაიწყე და სკოლასაც არ აცდენდი:ამატებდა დედა:
-დიდი მადლობა ჩემო გადამრჩენელო:იცინოდა მამა და თვალს მიკრავდა:
მეორე კურსზე დაქორწინდნენ მამასუნდოდა რო მოეტაცებინა მაგრამ მერე იფიქრა ინფარქტს მიიღებსო და გადაიფიქრა.
მერე მე გავჩნდი.დაგეგმილი არ ვიყავი მაგრამ ძაან გაუხარდათ.
12 წლის მერე ანდრო გაჩნდა ჟღალთმიანი მაიმუნი.
ყველა ჩვენი საქმით ვართ დაკავებული როცა სახლში ვართ
დედა სამზარეულოში ფუსფუსებს,მამა სახლშიც სამსახურის საქმეებზე მუშაობს,ანდრო მულთფილმებს უყურებს ან ნერვებს მიშლის:)მე ან ვმეცადინეობ,ან Supernatural-ს ვუყურებ ან მუსიკებს ვუსმენ
მთელი კვირა ყველა დაკავებული ვართ.
მშობლები სამსახურში
მე სკოლაში,მათემატიკაზე,ინგლისურზე,მუსიკაზე,ხატვაზე
ანდრო კიდე ბაღში და სპორტზე.
შაბათ-კვირას ბებოსთან დავდივართ
ვგიჟდები ბებიაჩემზე(დედაჩემის დედა) ანა ქვია და ანიჩკას ვეძახი,რუსია
,60 წლის ასაკში ისე გამოიყურება ბევრ ახალგაზრდას შეშურდება.ყველაზე მეტად მიგებს და ძაან მაგარი რჩევებით მარიგებს.თან უგემრიელეს ვაშლის პეროგს აცხობს:

,, ანუკა ამირეჯიბი,,
ანუკას ბავშვობიდან ვიცნობ ჩემთვის დასავეთაა!!
5 წლის ვიყავი რო გავიცანი,ბაღში.
მახსოვს სათამაშოს გამო ვიჩხუბეთ და ერთმანეთს თმები დავაწიწკნეთ მაგრამ მერე შევრიგდით და იმის მერე აღარც გვიჩხუბია
ყოველთვის მაქვს მისი იმედი და ყველაფერში ვენდობი.მართლა ვერ ავღწერ რამდენს ნიშნავს ჩემთვის და რამდენი რამ გადაგვიტანია ერთად
ეს არის ადამიანი რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერს დავთმობ.სულ იმაზე ზრუნავს რომ შეყვარებული მიპოვოს, რაზეც ხშირად ვეჩხუბები.ისე კეთილი გული აქვს, ბევრ ბიჭს მოწონდა . მახსოვს მთელს სკოლაში გავარდა ხმა გამრეკელს ამირეჯიბი უყვარს სიგიჟემდეო საიდან მოიტანეს არვიცი მაგრამ დიტოს არაფერი უთქვამს ანუკასთვის და ვამჩნევდი რომ ანუკას ამაზე გული ტკიოდა აშკარა იყო მოსწონდა მაგრამ ცოცხალი თავით არ აღიარებდა, ბოლოს გამომიტყდა მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო.ანუკას მარტო ბებია ჰყავს მშობლები პატარა რო იყო მაშინ დაეღუპა , ბებიამ გაზარდა და დედასავეთ უყვარს.მეც ძალიან მიყვარს მაია ბებო თბილი ქალია.ზოგჯერ დაგვისვამს მე და ანუკას და თავის ახალგაზრდობის ამბებს ყვება, რამდენი პაკლონიკი ყავდა და როგორ გაიცნო ანუკას ბაბუა ეს ისტორია ძალიან სევდიანი იყო რადგან ის ომში დაიღუპა.
,,ნიცი ლიფონავა,,
ყველაზე მეტად ჩემს თავზე ვერ ვიტან ლაპარაკს.ვარ გამხდარი, საშუალო სიმაღლის, მაქვს ღია ყავისფერი თმა , მწვანე თვალები, დიდი ტუჩები , პატარა ცხვირი.ვარ მორცხვიც და თამამიც,
მიყვარს წვიმა , წვიმაში სეირნობა,
წიგნების კითხვა , მუსიკის მოსმენა.
ყველაზე მეტად მსოფლიოში მიყვარს ჩემი ოჯახი და პიცა!(ჩემი სუსტი წერტილი)
ვსწავლობ კარგად!მინდა გამოვიდე ჟურნალისტი და სხვადასხვა ქვეყნებში ვიმოგზაურო სიუჟეტების გასაკეთებლად!
მოგზაურობა მართლაც ჩემი ერთ-ერთი სანუკვარი ოცნებაა!
განსაკუთრებით აზიაში მინდა მოგზაურობა.
ბავშვობის ოცნება რათქმაუნდა – ვყოფილიყავი ჯადოქარი და მესწავლა Hogwart-ში
რომ მივხვდი ეს შეუძლებელი იყო ახალი მიზანი დავისახე-მესწავლა კარგად,მეშოვა კარგი სამსახური,დამეგროვებინა ფული,მეყიდა ჩემი სახლი
სადაც მინიმუმ 3 კატა,2 ძაღლი და კუ მეყოლებოდა რომელსაც ვილის დავარქმევდი(ვილი ვონკას საპატივცემულოდ)
დავდივარ მუსიკაზე-თავს არ ვიკლავ მაგრამ მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია
არ მიყვარს თანამედროვე მომღერლები უფრო ძველი დროის მუსიკაზე ვარ შეყვარებული, 80-90 იან წლებში უნდა მეცხოვრა ღმერთს თარიღი შეეშალა..ვუკრავ გიტარაზე.
ხატვაზეც დავდივარ და საკმაოდ კარგად გამომდის(ვგიჟდები ისეთი თავმდაბალივარ)
არვარ ბოროტი და გულში ბოღმა არავისზე არ მაქვს ჩადებული.არ მიყვარს ტყუილი, უსამართლობა და აფერისტობა.ვერ ვიტან ქარაფშუტა , ცარიელ ხალხს.ვაღიარებ რომ ვარ ფიცხი და ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირი ოღონდ ძაან თუ გამაბრაზეს.ყველაზე მეტად მიჭირს ადამიანზე ისეთი რაღაცის თქმა რაც გულს ატკენს და გაანადგურებს.მიყვარს როდესაც ადამიანებს ვეხმარები.
თავისუფალ დროს ვკითხულობ წიგნებს ჩემი საყვარელუ ავტორი გი დე მოპასანია..შეყვარებული არასოდეს მყოლია მაგრამ თაყვანისმცემელი უამრავი მყავდა და მყავს კიდეც მაგრამ ურთიერთობისთვის არ ვარ მზად.ჩაცმის სტილი მაქვს თავისუფალი რასაც მინდა იმას ვიცმევ.ერთი რამ რაც ზუსტდ ვიცი
ჩემს თავზე
ვცხოვრობ ჩემთვის ისე რომ არავის არაფერს ვუშავებ, ვუზიანებ, არ ვაწუხებ.რაც ვარ მე ვარ ერთი უბრალო თბილისელი გოგო ნიცი ლიფონავა რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებს არანაირი თავგადასავლების და სასიყვარულო ისტორიების გარეშე
***
სამშაბათს ფიზკულტურა გაგვიცდა და სკოლის ეზოში ჩავედით მე ანუკა და ლუკა.ჩვენი სკოლის ეზოში ყველა ჯგუფ-ჯგუფად ზის.პირველად დაინახავთ ,, განუყრელ ოთხეულს,, მათი არშემჩნევა შეუძლებელია, როგორც ყოველთვის ზიან მარტო და რაღაცაზე ლაპარაკობენ.შემდეგ ლიკა გელაძეს ჩვენს ,, პრინცესა დიანას,, და მის დაქალებს როგორ ეპრანჭებიან ოთხეულს.შემდეგ ჩვენი პარალელური კლასის ,, ველურებს,, რომ ვერ გაზრდილან და დამალობანას თამაშის ხასიათზე არიან, დამერწმუნეთ რომ შესთავაზოთ უარს არ გეტყვიან.შემდეგ 8-9 კლასელებს როგორ წერენ მათემატიკას ან ქიმიას რომლის დაწერაც სახლში შეეზარათ და ჩვენ.
****
პარასკევს დიდი ამბავი ატყდა სკოლაში . როგორც გავიგე მიშო წერეთელს უცემია ვიღაც სკოლის ეზოში როცა გავიგე ვინ უცემია შოკში ჩავვარდი და ვერ მიხვდი რა იყო ამის მიზეზი.ისეთი აურზაური ატყდა რო ვერაფრის გაგება ვერ მოვახერხე ვერც ლუკა ვნახე და საღამოს ანუკას დავურეკე წავიდეთ ვნახოთ თქო.ხო სწორად გაიგეთ წერეთელს ლუკა ნიკოლაძე უცემია და მიზეზი არავინ იცოდა.რათქმაუნდა წავედით მე და ანუკა ლუკას სანახავად.საშინლად ჰქონდა ჩალურჯებული თვალი.
-რა უნამუსოა? ამხელა ბიჭი მეათე კლასელს რო სცემს უხარია?:ბრაზდებოდა ანუკა:
-მასაც კარგად მოხვდა:თქვა ლუკამ:
-კიმაგრამ რატომ იჩხუბეთ?:ვთქვი გაკვირვებულმა:
-არაფერი ისეთი წავიკამათეთ რაღაცაზე, მიხარია რო მოხვედით:მრავლობითში თქვა მაგრამ მე მიგულისხმა:
***

დღეს კოკისპირულად წვიმდა.მე და ანუკა გიჟებივით გავვარდით გარეთ და მთლიანად დავსველდით.სირბილით გავიარეთ თბილისის ქუჩები ბოლოს გადავყწვიტეთ შევფარებულიყავით ერთ-ერთ
სადარბაზოს და ესეც მოვიქეცით მაგრამ
გადაღებას არ აპირებდა ისევ გავედით კოკისპირულ.წვიმაში უცებ ჩვენს წინ bmw -ს მარკის ავტომობილი გაჩერდა , ძალიან გამიკვირდა როდესაც ფანჯარა ჩამოსწია და საჭესთან გამრეკელი დავინახე
-ამ კოკისპირულ წვიმაში ფეხით რა გინდათ? ჩაჯექით მიგიყვანთ:გვითხრა ღიმილით დიტომ:
გაკვირვებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ მე და ანუკამ.დიტოს გაეცინა
-ხოვიცი რო ოფიციალურად არ ვიცნობთ ერთმანეთს მაგრამ იმას ვერ ვუარყობთ რომ თქვენც იცით ვინ ვარ და მეც ვიცი თქვენ ვინ ხართ, ერთ სკოლაში ვსწავლობთ:თვალი ჩაგვიკრა:მანიაკი არ ვარ ჩაჯექით გაცივდებით
ანუკამ თვალებით მანიშნა ჩავჯდეთო და მეც ვერ ვთქვი უარი ძაან გოიმურდ გამოვიდოდა ქაჯივით რო დამეწყო არა თქო.
ჩავუჯექით მანქანაში.დიტო იღიმოდა და ცდილობდა საუბარი დაეწყო
-ესეთი გოგოები მარტო ვინ გამოგიშვათ რომ მოგიტაცონ?:თქვა თავაზიანი ხმით
-არ მოგვიტაცებენ:გამეცინა მე:
ასე და ამგვარად ამ დღიდან მე პრაქტიკულად დაქალი დავკარგე, რას ვიფიქრებდი არ ჩავჯდებოდი ამ წყეულ მანქანაში! კაი დამშვიდდით არ მომკვდარა მაგრამ სიყვარულმა გააგიჟა))დიტო კარგი ბიჭი აღმოჩნდა და როგოც იქნა უთხრა ანუკას თავის გრძნობებზე აი ესე და ამგვარად))ანუკას ხშირად კი ვნახულობდი მაგრამ მაინც სულით გამრეკელთან იყო და რააზრი ჰქონდა!
,,გამრეკელი და ამირეჯიბი,,
მალევე ყველამ გაიგო მათი ამბავი, ზოგს ეწყინა, ზოგს გაუხარდა, ზოგს არცერთი.დიტო ცოტა შარიანი და ჩხუბისთავი კი იყო მაგრამ ანუკაზე გიჟდებოდა.ხშირად ჩხუბობდნენ და მე ვარიგებდი, მაგრამ მარტო ჩემი დამსახურება არ იყო დიტო აქტიურობდა ასჯერ ურეკავდა საჩუქრებს ჩუქნიდა და ა.შ ერთადაც დავდიოდით ხშირად კინოში ან კაფეში.
-აუ ნიც, რა წესია რა მარტო რო ხარ? ვინმე უნდა გაგაცნოთ მე და დიტომ.
გამრეკელს საეჭვოდ გაეცინა და სიგარეტს მოუკიდა
-რა გაცინებს?:გაუკვირდა ანუკას:
-არ ღირს, ვინმე სხვა რომც მოეწონოს ერთი ვიღაც ეგრევე გააქრობს იმას:თქვა ამაყად დიტომ:
-ვერ გავიგე?:ვთქვი დაბნეულმა:
-დაივიწყე, თავის დროზე გაიგებ ეხლა საჭირო არაა:თვალი ჩამიკრა:
-რას ბოდიალობ არვიცი მაგრამ ნიცის იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავს ამდენი მგონი ჯერ არავის ჰყოლია მარტო არ დამირჩება:თქვა ღიმილით ანუკამ:
***

უკვე მომაბეზრებელი ხდებოდა ანუკას აქტიურობა ჩემს პირად ცხოვრების მოწყობაზე!!
-კარგი რა ნიცი, მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდა ხოიცი? დავიჯერო არავინ მოგწონს? შეუძლებელია
-კი ძალიან მომწონს ჩემი ბიოლოგიის წიგნი იმიტო რო სასწავლი მაქვს გაკვეთილი და დიდი სიამოვნებით განვმარტოვდებოდი მასთან ერთად, შენაც იგივეს გირჩევ :ვთქვი წუწუნით:
-გაიხსენე გიორგი ირემაძე:არ ცხრებოდა ანუკა:ხო მოგწონდა?
-ბაღში კი))
-მერე ეხლა? მასაც მოსწონდი და მეტიც ეხლაც მოსწონხარ დღემდე გწერს
-არ დაიღალე?
-ჯაბა კილაძე? გახსოვს 13ის რო გახდი ვარდები გაჩუქა, წინა წელს კი სამაჯური თქვენი ინიციალებით!! ან თუნდაც ვანო რურუა სკოლაში თვალებით გჭამს და ვიღაცისთვის უთქვამს ეს გოგო ცოლად მინდა მოვიყვანოო
-ხუმრობ? არც ვესალმები:დავამთქნარე:
-აი ეგაა შენი პრობლემა სულ სწავლაზე ფიქრობ, შინაბერა დარჩები
***
ბიოლოგია რო დამთავრდა ეზოში გავედი ანუკას ვეძებდი და თვალებს ვერ დავუჯერე როცა ოთხეულთან დავინახე.ისე არ მინდოდა მისვლა ისე რო რავი მაგრამ ანუკამ დამინახა და დამიძახა მოდიო.თითქოს სიკვდილის განაჩენზე მივდიოდი ისეთი ნაბიჯებით წავედი.
-ნიცი რასშვები:ლოყაზე მაკოცა ანუკამ:
-რავი, ვდგავარ შენ?
შევამჩნიე როგორ ჩაეცინა მიშო წერეთელს
-კაი რაგჭირს
-ბიოლოგია გააცდინე?:ვთქვი გაბრაზებულმა:
-ხო
-ყოჩაღ ანუკა ტაში დაგიკრა?:არ ვცხრებოდი მე:
-ჩემი ბრალია, ნიც გაიცანი ეს მიშოა,სანდრო და ნიკუშა:თქვა დიტომ:
-სასიამოვნოა:გავუღიმე სამივეს:
-ვაა ეს ის ცნობილი ნიცა ლიფონავაა?მთელი თბილისის ბიჭები რო ჰყავს გადარეული?:თქვა მიშომ და სიგარეტს მოუკიდა:
თვალები გადავატრიალე და ნაგლურად გავუღიმე
-ვაა ეს ცნობილი მიშო წერეთელია? ჩემი მეგობარი რო სცემა უმიზეზოდ:ცალი წარბი ავუწიე:
ჩაეცინა და შემომხედა
-უმიზეზოდ არ მიცემია
-კარგით მორჩით:ჩაერია ნიკუშა ფუტკარაძე:
***
როცა მასწავლებელმა გამომიცხადა მიშო წერეთლის რეპეტიტორი უნდა იყოო ჭკუიდან შევიშალე! საშინლად მიშლიდა ნერვებს თან სპეციალურად!არც მისი ქცევები მომწონდა არც ის რომ ბევრს ეშინოდა მისი, პირადად მე საერთოდ არ მეშინოდა))პირველი მეცადინეობა როგორც მოველოდი ისეთი იყო
-მეორე მსოფლიო ომი…..მიშო მისმენ?
-არა:მოუკიდა სიგარეტს:
-სიგარეტს ნუ ეწევი! აქ მაინც
-მე როცა მინდა რასაც მინდა იმას ვაკეთებ, რამე პრობლემაა?
-კი და ძალიან დიდი! ატესტატს ვერ აიღებ რადგან მეცადინეობა არ გინდა!
-მოდი სიტუაციას ,, გავაიასნებ,, მე არც ბიოლოგია მაინტერესებს:ბიოლოგიის წიგნი ძირში დააგდო: არც ისტორია:ისტორიის წიგნიც ძირში დააგდო:და არც მათემატიკა:იგივე გაიმეორა ყველა წიგნზე:
-აბა რა გაინტერესებს?
სიგარეტს მოუკიდა და თვალები მოჭუტა
-ვინ არის ლუკა ნიკოლაძე შენთვის.
ამ პასუხს საერთოდ არ ველოდი
-მემგონი ეს შენი საქმე არაა ხო?:ვუთხარი უხეშად:
-ძაან ცდები, რადგან გკითხე მაინტერესებს და რადგან მაინტერესებს მეტყვი თორემ..
-თორემ რა?:გამეცინა:გგონია რადგან ნახევარ თბილისს შენი ეშინია მეც მათ რიცხვში შევდივარ?
-მე არც მინდა რომ ჩემი გეშინოდეს! უბრალოდ ჩემს კითხვას პასუხი უნდა გასცე:ტონს აუწია:
აგდებულად გავხედე და იქაურობას მოვცილდი
***
-არა თავისი თავი ვინ გონია? მადლობა მითხრას რა რო ვამეცადინებ! თავხედი, დეგენერატი!!
-კაი რა ნიცი არაა ეგეთი ცუდი ბიჭი:ამართლებდა ანუკა:
-ნუ ამართლებ ჭკუიდან არ შემშალო:ვუღრიალე ანუკას:
გაეცინა და ჩამეხუტა
1, 2, 3 კვირა გავიდა რაც მიშო წერეთელს ვამეცადინებ და თამამად შემიძლია ვთქვა მალე ფსიქიატრიულში დამაწვენენ! ეს ბიჭი ყველანაირად ცდილობს რომ ჭკუიდან გადამიყვანოს.
-აუ გთხოვ დაწერე რა რაც დაგავალე:ვუთხარი მუდარით:
-კაი ნიცი მას:ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა, ჩანთა აიღო და გავიდა:
დრო გადიოდა და როგორც იქნა რაღაცა შევიდა ამ ბიჭის ტვინში, თითქმის ყოველდღე ვნახულობდი და შევეჩვიე როგორც იქნა იმას რო ტვინს მიბურღავს
-საატესტატო გამოცდები თუ ჩავაბარე რა გაჩუქო?:გამიღიმა და სიგარეტს მოუკიდა:
-ახალი ნერვული სისტემა:ვუთხარი სრული სერიოზულობით:

***
-ანდრო ჩაუწიე ტელევიზორს .ვერ ხედავ რო ვმეცადინეობ?
-წადი და შენს ოთახში იმეცადინე:გამომიყო ენა:
-დედაააააააააააააააააააააააა(ვიღრიალე)
სამზარეულოდან დედაჩემი გამოვარდა შეშინებული
-რაიყო რახდება,გამისკდა გული
-შენს უზრდელ შვილს უთხარი ტელევიზორს ჩაუწიოს
რაღაც უნდა ეთქვა კარზე ზარი რო იყო
-წავალ გავაღებ და იქამდე შეეცადეთ არ დახოცოთ ერთმანეთი,გაიგეთ?
უკმაყოფილოდ გავხედე და ისევ ანდროს დავუწყე ჩხუბი,ტელევიზორს დავამვტრევდი რო არ დაეძახა დედაჩემს
-ნიცი დე შენთან არიან
წამოვდექი და წიგნები მაგიდაზე დავყარე
-არ დაგვიმთავრებია,მოვალ და არხებიდან Disney-ს წავშლი
სუსტად მომესმა ანდროს წუწუნი რადგან კარებისკენ წავედი და მოულოდნელობისგან კინაღამ გავითიშე
-მიშო?
ჯინსებში,თეთრ მაიკაში და შავ კედებში.
გამიკვირდა ხელში სიგარეტი რო არ ეჭირა.მიცინოდა და ლოყებზე ნაკეცები უჩნდებოდა(ო, როგორ უხდებოდა!)
-ბოდიში რა ნიცი,მასწავლებელმა გეოგრაფიაში ევროპის რუკა საერთოდ არიცი და ნიცი წაგამეცადინებს დამატებითო.ხო არ ხარ წინააღმდეგი?
-არ გელოდი უბრალოდ,არა შემოდი.
მისაღებში გავედით და ყველა გამოგვყვა)
მამაჩემმა ეჭვის თვალით შემომხედა
-დე,მა ეს მიშოა.მე ვამეცადინებ საატესტატო პროგრამაზე.
-სასიამოვნოა:თქვა სამივემ ერთდროულად:
-ძაან კაი,რამეს ხოარ დალევ მიშო:თქვა მამაჩემმა:
-არა მადლობთ ბატონო გიორგი.
-სახელიც ცოდნია:გაეცინა მამაჩემს:რას საქმიანობ მიშო?
ყველა ჩამოვჯექით და მამაჩემმაც დაიწყო თავისი დაკითხვა
-ადრე ფეხბურთზე დავდიოდი,მაგრამ ტრავმა მივიღე და ვეღარ გავაგრძელე თამაში:დაიწყო მოყოლა მიშომ:
აჰაა ეხლა გასაგებია,მოწევაც მერე დაიწყო ანუ
-სწავლაზე გადამკვდარი არ ვყოფილვარ და ეხლა შემექმნა პრობლემები და როგორც ხედავთ თქვენი ქალიშვილი მეხმარება.ატესტატი აუცილებლად მჭირდება რო მერე უნივერსიტეტი დავამთავრო დიპლომი ავიღო და მამაჩემის კომპანიას ჩავუდგე სათავეში.
მერე ფეხბურთზე დაიწყეს ორსაათიანი ლაპარაკი და როგორც მივხვდი მამაჩემს მოეწონა მიშო.მერე დედაჩემმა თავისი გამომცხვარი პიროგი გვაჭამა.
ანდრო ყველას გადაავიწყდა სანამ წუწუნი არ დაიწყო
-მამა ხო გითხარი ნამდვილი მამაკაცები არ წუწუნებენ თქო:გაეცინა მამაჩემს:
-ნიცი დამემუქრა არხებიდან Disney-ს წავშლიო
მიშო ჩაის სვამდა ამდროს და გადასცდა,სიცილი აუტყდა
-რა ბოროტი ყოფილხარ ნიცი რატომ ემუქრები პატარა ბავშვს: თქვა სიცილით:
-შენღა მაკლდი რა
-ესენი სულ ესე არიან.ტომი და ჯერი მიმიქარავს:თქვა დაღლილმა დედაჩემმა:
კიდე ბევრი ვილაპარაკეთ,ვიცინეთ და მერე ჩემს ოთახში ავედით მეცადინეობისთვის
მიშომ კარგად შეათვალიერა ჩემი ოთახი
ცდილობდა არაფერი გამოჰპარვოდა
Al Pacino-ს უდიდეს პლაკატს რომელიც კედელზე მქონდა გაკრული ხელი გაავლო და გაეღიმა
-ეჭვიც არ მეპარებოდა შენს გემოვნებაში:თქვა კმაყოფილმა:
-ეხლა ცუდ ხასიათზე დადგები იმიტო რო ევროპის რუკა გაქვს სასწავლი:ვთქვი გესლიანად:
-მაინც ვერ გამიფუჭებ ხასიათს,ნიცი ლიფონავა
ჩემი სახელი და გვარი ისე წარმოთქვა ტანში ჟრუანტელმა დამიარა
-შენს ადგილზე ეგეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი
-შენს მშობლებს მოვეწონე დაგერხა:თქვა სიცილით:
ვერმივხვდი ეს რატომ თქვა,მაგრამ გავუტარე და უჯრიდან რუკა გამოვიღე

****
ძაან კარგად მიდიოდა მიშოს საქმეები კარგად სწავლობდა.ერთ დღესაც კარზე ზარი იყო
-მიდი რა ნიცი გააღე:თქვა დედაჩემმა:
-ნიცი გააღე, ნიცი ეს ნიცი ის დავიღალე:წუწუნით გავაღე კარი:
თვალებს არ ვუჯერებდი უდიდესი ვარდების ბუკეტი იდო, ვინც მაჩუქა ის წასულიყო.ეგრევე ავიღე ბუკეტი და ჩემს ოთახში ავიტანე, ანუკას რო მოვუყევი 2 წამში ჩემთან იყო
-ბედი გაგეხსნა:მითხრა აღტაცებით როცა ბუკეტი დაინახა:
-ჩემთავსგაფიცებ არ დაიწყო!:ვთქვი შეწუხებულმა:
-ვის უნდა გამოეგზავნა?
-გეტყვი ვისზეც ვფიქრობ ოღონდ მერე გარიგება არ დამიწყო!
-კაი მიდი
-ესე მგონია ლუკა ნიკოლაძემ გამოაგზავნა, ვეღარ ვნახულობთ ერთმანეთს ხშირად და რავი მწერდა წინა დღეს მომენატრეო და რაღაცეები მაგრამ ამ ბოლო დროს შევამჩნიე რო თავს მარიდებს , გამირბის არვიცი რატო
-აუუ რავიცი გოგო იმდენი პაკლონიკი გყავს ვისგან იქნება ვერ მიხვდები:გამიცინა და ყვავილებს დასუნა:
უკვე საბოლოოდ დავასკვენი რო ყვავილები ლუკასგან იყო და ქიმიის მერე ეზოში მადლობა გადავუხადე და გადავეხვიე.
-ჰიპერბოლა ეს არის…მიშო? ვიძახებ პლანეტა მიშოს ჰეი:გამეცინა:
-ძააან გთხოვ ამიხსენი ვინაა შენი ლუკა ნიკოლაძე?მეტყვი თუ კიდევ ერთხელ ვცემო?:სიგარეტს მოუკიდა:
-მეგობარია
-ყველა მეგობარს ეკიდები კისერზე?
-ვერგავიგე?
-კაი რა, მე ვეხვეოდი ხო ეზოში
-ვარდები მაჩუქა და მადლობა გადავუხადე
არ ვიცი რა მოუვიდა, არაფერი უთქვამს ისე გავიდა კლასიდან
***
-ნიიცაააა ნიცაააააააააააა!!!! ყველაფერი ვიცი ეხა ყველაფერი გასაგებია!! ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი :გაჰყვიროდა ანუკა:
-რა ხდება?
-გავიგე ვინ გაჩუქა ვარდები:თქვა ამაყად:
-კაი ერთი რამე ახალი გეთქვა! ლუკამ მაჩუქა ვიცი
-არა არაა რა ლუკამ!!
-აბა ვინ?:სახტად დავრჩი:
-იმან ვინც შენზე იეჭვიანა და ლუკა ნიკოლაძე ცემა გამრეკელს წამოცდა რო მიშო წერეთელს გიჟივით უყვარხარ და ვარდებიც მან გამოგიგზავნა!! გახსოვს დიტომ რომ გითხრა ვინმე თუ მოგეწონება ერთი ბიჭი ეგრევე გააქრობსო ხოდა გილოცავ ყველაზე მაგარ ბიჭს უყვარხარ!!
პირი ღია დამრჩა შოკში ვიყავი ცდილობდი არ შემემჩნია რო ვიცოდი მინდოდა თავისით ეთქვა მაგრამ ამას არ ჩქარობდა, აქამდე არ მიფიქრია რას ვგრძნობდი მიშო წერეთელის მიმართ მაგრამ ვერ ვიტყვი რო არ მომწონდა ან ის ფაქტი არ მომწონდა რო ვუყვარდი
***
ღამის 12 იყო დასაწოლად რო დავწექი უკვე ღრმა ძილში ვიყავი როცა გამომაღვიძა ხმაურმა.რო ავდექი თვალებს არ დავუჯერე ყველაზე დიდი შოკი წარმოიდგინეთ გაამრავლეთ მილიონზე და მიიღებთ იმას რაც მე ვიგრძენი მაშინ!
-ა ქ რ ა გ ი ნ დ ა?:შევეცადე მშვიდად მეთქვა:
ჩემს წინ მიშო წერეთელი იდგა ფანჯრიდან გადმომძვრალიყო
-მომისმინე კარგად! არ დაიწყო ეხლა პანიკიორშობა:დაიწყო ჩემი დამშვიდება:
მხოლოდ ეხლა გავიაზრე რატომ ეღიმებოდა მიშოს მაშინ როცა ნახევარი საათი ვლანძღავდი სახლში რო შემომეპარა
-რატო იღიმი სულელივით:ვუთხარი გაბრაზებულმა:
-ლიფით და შორტით ხარ :გაიღიმა და სიგარეტს მოუკიდა:
დავიკივლე და ეგრევე ჩავიცვი ხალათი
-ეხლა რატომ მოვედი:საროჩკა გაიძრო:
ხელები თვალებზე ავიფარე ინსტიქტურად, სიცილში მოკვდა და მომაშორებინა, მაჩვენა ჭრილობა რომელიც მხარზე ჰქონდა
-ღმერთო ჩემო! ეს რააარის:ვთქვი შეწუხებულმა:
-ჩხუბი გვქონდა და ცოტათი დავშავდი, სახლში რო მივიდე ერთი ამბავი ატყდება ამ ჭრილობაზე
-და ჩემთან მოდი? რომელი ექიმი მე მნახე
-გთხოვ უბრალოდ სპირტით დამიმუშავე და შემიხვიე
-აუ არვიცი რა, უარესად არ გაგიღიზიანო
-ნუ გეშინია არამგონია ამაზე უარესად გამიხდეს:მითხრა ღიმილით:
მეც დავთანხმდი და მისაღებში შევიპარე ყუთში სპირტი და ბინტი ვიპოვე და ოთახში შევედი.
მოკლედ უკვე კარგად აქვს ხელი წერეთელს.სწავლაც დაიწყო და დიდად აღარ ვჩხუბობთ მაგრამ ეხლა სხვა რამეზე ვეჩხუბები
-გადაყარე სიგარეტი:ამოვიოხრე:
-რა ტყუილად წუწუნებ რო იცოდე)):თვალი ჩამიკრა და სიგარეტს მიუკიდა:
***
ხატვაზე მივდიოდი სამშაბათს და დავინახე გზაში მიშო თავის ძმაკაცებთან ერთად როგორ ლოთობდა
-გაოცებული ვარ ისეთი მონდომებულია სწავლაში:ვთქვი ჩემთვის:
სპეციალურად გადავედი სხვა ქუჩაზე მაგრამ დამინახა და იმხელაზე იღრიალა გავჩერდი
-ვააააა ნიცი გაიჩითა:გადამეხვია:
-ვაა მიშო, რა დამთხვევაა რას შვები? რო არ მეცადინეობ ვხედავ:ძალით გავუღიმე:
-ჰაჰა ჩემი პრეტენზიული მასწი! რა ლამაზი ხარ ე!
-რა მთვრალი ხარ ე! წავედი ხატვაზე მივდივარ მეჩქარება:ვითო საათს დავხედე იმის ნიშნად რო მაგვიანდებოდა:
-კაი მიდი, ჭკვიანად იყავი:თვალი ჩამიკრა და სიგარეტს მოუკიდა:
***
ყველაზე მეტად გამიხარდა რო ამ მეცადინეობებმა ნაყოფი გამოიღო და მიშომ ატესტატი აიღო))დღემდე არ უთქვამს რომ ვარდები მან მაჩუქა და ძააან მწყინს.ისიც მწყინს რომ წელს დაამთავრა და სკოლაში ვეღარ ვნახავ.
-ნიცი არ გინდა ბანკეტზე გამომყვე? მიდი რა ბიჭები გასკდებიან გულზე
:დაიწყო ხუმრობით:
-რა რომანტიულია იმედია შეწყვეტ ჩემთან ღამით შემოპარვას უკვე მეასეჯერ იპარები ფანჯრიდან:ვითომ მწყინდა:
-ვაა გაწუხებ?:სიგარეტს მოუკიდა:
-ჰმ, კი:ვთქვი ამაყად:
ისეთი სახით გამომხედა დაიჯერა
-მადლობა ვარდებისთვის:გავბედე და ვუთხარი:
ისეთი თვალებით ამომხედა ვერ აგიღწერთ, ჩაეღიმა.
-ვინ გითხრა?
-რა აზრი აქვს? შენ არ უნდა გეთქვა?
-ისე ჩაეხუტე ნიკოლაძეს)) მეგონა მიხვდებოდი რო მე გაჩუქე
-მაპატიე კაი? მართლა ვერ წარმოვიდგენდი, იმედია გვიანი არაა
-რისთვის? აააა არა ნუ გეშინია აღარ მომწონხარ:სიგარეტს მოუკიდა:
არვიცი როგორ აგიღწეროთ რა მომივიდა!!ძალიან მეწყინა მისი ეს სიტყვები გული მეტკინა
-ჰეე ბანკეტზე რას იტყვი?
-ის დაპტიჟე ვინც მოგწონს! წადი რა მეძინება:გავაგდე და დავიძინე:
***
-გოგო შენ და მიშო რას შვებით? დიტომ მითხრა ბანკეტზე წასვლაზე უარი უთხრაო))
-აუუუ არ მიხსენო ეგ არაადამიანი)))არ მომწონხარო და შევეტენო?
-აუუ გამაგიჟებ რა
***
ბიბლიოთეკაში წავედი სტენდალის ,,წითელი და შავი,, გამოვიტანე და ფეხით გავუყევი თბილისის ქუჩებს.უცებ უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა
-ეე ბიჭო ეს ნიცი ლიფონავა არაა ? შენი გოგო:ამბობდა ვიღაც:
როცა შევტრიალდი მიშო და ვიღაც ბიჭი დავინახე
-ვაა ნიცი გავიჩითე :ვთქვი მის მაგივრად:
ჩაეცინა , წამოვიდა და ჩამეხუტა მერე შუბლზე მაკოცა.
-რას შვები ,,მისს გამანებე თავი,, ? :სიგარეტს მოუკიდა:
-რას შვები ,, მისტერ სიგარეტის მონა,,?:ვუთხარი ნაგლურად:
-ჰაჰა ენა რო არ შემომიტრიალო არა?
-არა ვერ ვუძლებ!
ხელი გადამკიდა და სახლამდე მიმაცილა
-აუუ ისე რამდენს მოსწონხარ ტო? ბიჭს თუ არ მოსწონხარ გეია:ამბობდა და ეწეოდა:
-ეს კომპლიმენტი იყო ხო?
-უდიდესი კომპლიმენტი:გამიცინა და საფეთქელთან მაკოცა:
-ისე მომწონს როცა შენზე ვფიქრობ
-ეე რატო?:მკითხა დიდი ინერესით:
-იმიტო რო ჩემი ფიქრებიდან მოსაწევად არ გადიხარ:დავეჭყანე:
-არა შენი ხათრით უნდა გავაგდო მოწევა მართლა:მოუკიდა სიგარეტს:
***
ერთ დღეს მთვრალი დამადგა თავზე მაისური გასაწური ჰქონდა, და ყველაზე სასაცილო ის იყო რო ვერ მცნობდა და მაისურის გამოცვლა რო დავაპირე
-ეეე შეჩერდი მე ერთი გოგო მომწონს და არ მინდა სხვა:თან ცდილობდა სიგარეტზე მოეკიდა და ვერ უმიზნებდა:
სიცილი ამიტყდა
-ვინ მოგწონს ეგეთი?
-გეცოდინება! ნიცი ლიფონავა ყველაზე მაგარი გოგო მსოფლიოში
-ვააა მსოფლიოში?:სიცილი ამიტყდა:
***
-აუუ მიშო რა წესია აქ რო ვართ ორი საათია? დავიღალე
-აუ შეგცივდა ტო?:სიგარეტს მოუკიდა:
-არა :მოვიტყუე:
რათქმაუნდა მიხვდა და ჩაეცინა
-არ მაინტერესებს მე მაინც მოგცემ ჩემს პიჯაკს
უცებ გაწვიმდა და თან ისე მაგრად აზრზე ვერ მოვედით,1 წუთში უკვე თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავით.
მე დებილივით გამიხარდა და წვიმაში ტრიალი დავიწყე
მიშოს ისტერიული სიცილი აუტყდა და შემრცხვა,გავწითლდი და გავჩერდი
-რატო დამცინი:ისე სერიოზულად ვთქვი ეხლა რო ვიხსენებ ჩემს თავზე მეცინება და ნერვები მეშლება:
-გამიცივდები:თქვა მზრუნველად:
-არა შენ დამცინი
-უბრალოდ წვიმა არ მიყვარს:თქვა ღიმილით:
-რატო,წვიმა სიგარეტს გიქრობს და მაგიტო ხო
ისევ ისტერიული სიცილი აუტყდა , მოულოდნელად მომიახლოვდა,სველ მაისურზე უკნიდან მომხვია ხელი და ნელი ცეკვა დაიწყო
გამეცინა.
-რას შვები
-შენ თუ გიყვარს წვიმა და წვიმაში ცეკვა მაშინ მეც მიყვარს.
-ოჰ,მიხეილ როგორ მიშლით ხოლმე ნერვებს
-მაპატიე სახელი ნიცის სრული ფორმა არვიცი,ან თუ აქვს საეთოდ:აუტყდა სიცილი:
-უბრალოდ მეცეკვეთ :გავუღიმე:
ნელი ცეკვა გავაგრძელეთ და უცებ თავი დავადე . მეგონა გაყინული იქნებოდა მაგრამ ძალიან ცხელი იყო,ხურდა.
-რა ცხელი ხარ,სიცხე გაქვს?
-არა,უბრალოდ შენ მათბობ:გამიცინა და ისევ ოთხად ჩაეკეცა ლოყაზე:
-ნუ იღიმი ხოლმე ეგრე რა:ხელები სახეზე ავიფარე:
-რატო?:მკითხა ჩახლეჩილი ხმით:
-იმიტო რო მომეწონები(წამომცდა
არ ელოდა ამ პასუხს და მეც ძაან შემრცხვა სიჩუმე რო ჩამოვარდა
მარტო წვიმის ხმა ისმოდა
გავტრიალდი და წასვლა დავაპირე რო შემომატრიალა და მიჩურჩულა
-ნიცი ლიფონავა,დარჩი.
რა მეტაკა არვიცი მაგრამ ცრემლები წამომივიდა.
-მეტჯერ კიდევ იტირებ ჩემს გამო და მოგკლავ,მერე თავს მოვიკლავ:მითხრა მკაცრი ხმით:
-რაგინდა მიშო რა)ჯერ ვარდებს მჩუქნი,მერე მეუბნები აღარ მომწონხარ ნუ ნერვიულობო მერე კიდე მთვრალი მოდიხარ და მეუბნები ნიცი ლიფონავა მომწონსო.
-სიმართლე გინდა?
-კი
-მერე არ ინანო:მითხრა სიცილით:
ცოტათი დაიხარა და ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემს გაყინულ ტუჩებს მისი ცხელი ტუჩები.
-მიყვარხარ:მიჩურჩულა მხურვალედ:
-მეც

***

-ანუ ერთად ხართ? :გვკითხა ანუკამ:
კაფეში ვიჯექით მე და ანუკა “განუყრელ ოთხეულთან” ერთად
-მე შენი დაქალი სიგარეტზე მეტადაც მიყვარს და რო რამე ხო მომატაცინებ:გაიცინა და თვალებ მოჭუტულმა მე გამომხედა:
-არაა პრობლემათქვა კმაყოფილმა ანუკამ:

***
ყურებამდე ვიყავი შეყვარებული!!უკვე მიჩვეული ვიყავი რომ უბანში მხვდებოდა ძმაკაცებთან ერთად!! ან მირეკავდა ჩამოდიო და მოუწესრიგებელი ჩავდიოდი და მაინც მეუბნებოდა ყველაზე ლამაზი ხარო.რო ვტიროდი მეუბნებოდა უშნო ხარო

ყველაფერი ისეთი იდეალური იყო რო ვერც წარმოვიდგენდი.
მიშო ჩემთან სახლში ხშირად დადიოდა ოღონდ უკვე ფანჯრიდან აღარ იპარებოდა ნორმალური ადამიანივით კარებიდან შემოდიოდა
ჩემს მშობლებს ძაან მოსწონდათ და ამით სარგებლობდა და სულ მეუბნებოდა ვეღარ დამიძვრებიო , ამაზე ბევრს ვიცინოდი.
ხშირად ანდროს უჭერდა მხარს და ორივე ერთად მიშლიდა ნერვებს მაგრამ მეორე წუთს ჩამეხუტებოდა და ისიც მავიწყდებოდა რამერქვა.

***
2 წელი,ლონდონი.
ხო წავედი ლონდონში და მიშოს ისტერიკების გახსენება არ მინდა.
ყველაფერი დამთავრდებაო მიმეორებდა ასჯერ.
-მანძილი დაგვაშორებს ნიცი,ამის დედაც,დაგვაშორებს და გაგვაციებს.
ყველაფერზე ვერ ვიტყოდი უარს,ჩემს ოცნებაზე ვერ ვიტყოდი უარს და ვერ მიგებდა.
-მე თუ არ შევდივარ შენს გეგმებში და შენს ოცნებებში შეგიძლია წახვიდე.
კარი მიიხურა და გავიდა.
ანუკასგან გაიგო რო მივდიოდი.
იმ დღეს როცა მივდიოდი ტელეფონზე მომივიდა მიშოს მესიჯი
,,ჩემი ყველაფერი ხარ!!დარჩი და ცოლად გამომყევი, შენს გარეშე ცხოვრების დედაშევეცი,,
მე ვერ დავრჩებოდი..
ლონდონიდან ყოველ დღე ვწერდი ესემესს მიშოს, აღარ ვაგზავნიდი ოღონდ, როგორც ის.

იმდენად გადავერთე სწავლაზე რო აღარაფერი მახსოვდა
თან ახალი ხალხი,ახალი მეგობრები,ახალი გარემო
ანუკა სულ მსაყვედურობდა სულ დაგვივიწყეო.
მიშოზე შეგნებულად არ ვეკითხებოდი.
მაგრამ გავიგე რომ ჩემი წასვლიდან ერთი წლის მერე ვიღაც გოგოს ხვდებოდა ნიაკოს.
რათქმაუნდა მეწყინა მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილების შედეგი იყო.
დრო მალე გარბის(არვიცი სად ეჩქარება)
ალბათ მატარებელზე რომელიც ბედნიერებისაკენ მიდის,ან ადამიანთან რომელთან ყოფნაც ეჩქარება.
ჩემი დრო ბედნიერების მაგივრად უბედურებისაკენ მიდიოდა.
ჰო ვისწავლე,მერე?ძაან გვიან მივხვდი რომ ჩემი ოცნება სწავლა კიარა ადამიანი იყო რომელიც სავარაუდოდ სამუდამოდ დავკარგე.
ოცნება-სახელად მიშო.
ოცნება რომელსაც ფრთები მოვატეხე 2 წლის წინ.

***
გავიდა ორი წელიც და ჩამოვედი თბილისში
ჩემი ოჯახი ისევ ისეთი ლაღი და ლამაზი იყო.
-ბრიტანული აქცენტით რამეს იტყვი და სახლიდან გაგაგდებ:მემუქრებოდა მამაჩემი:
-კაირა მააააა:ვწუწუნებდი:
-ქართველი ხარ ქალო,უკვე დიდი გოგოხარ,აბა მიდი ხაჭაპურები დამიცხე იმედია ეს მაინც არ დაგვიწყებია და არ დამიწყებ კრუასანები მინდაო:თან ეცინებოდა:
დედაჩემი სევდიანად მიყურებდა,მერე ოთახში გამიყვანა და წერილი მომცა
-1 წლის წინ დაგიტოვა უბრალოდ ვერ ვბედავდი შენთვის ამის თქმას.
მივხვდი წერილი ვისგანაც იყო და ვერ გავბედე წაკითხვა.
მერე ოთახში შევედი კარები დავკეტე და მივეყრდენი.
ხელი პირზე ავიფარე რო არ მეკივლა.
მერე წერილი გავხსენი და დავიწყე კითხვა.
“ვიცი ძაან გიკვირს რომ წერილი დავტოვე, იმ დღეს როცა მიდიოდი მოვედი რო მენახე მივხვდი რომ ჩემი შეცდომა იმაში იყო რო უფრო მალე არ გამოვტყდი რო მიყვარდი, და შენ არც კი იცი რამდენი ხანი მიყვარდი ნიცი, 13 წლის რო იყავი რო დაგინახე მაშინ შემიყვარდი იმ შენმა ბაღის ჟმოტმა რო ვარდები გაჩუქა ისე გავბრაზდი ეს ეჭვიანობა იყო, ლუკაც შენს გამო ვცემე გავიგე უყვარდი.ეხლა ვნანობ რომ შენ დაგკარგე ერთადერთი გოგო რომელიც ჩემს იდიოტურ საქციელებს ითმენდა , შენ ვინც ჩემზე ნერვიულობდა, ჩხუბში რო გავეხვეოდი და ნაიარევს მიმუშავებდი, ჩემს სიგარეტის ღერებს რო ნაგავში ყრიდი.ნერვებს რომ გიშლიდი და მაინც მამეცადინებდი, ახალი ნერვული სისტემა რო ვერ გიყიდე ბოდიში.შენ გაბუტვა ყველაზე მეტად გიხდებოდა გატყუებდი რო ტირიხარ უშნო ხარ თქო.ყოველთვის მინდოდა ჩემი ცოლი ყოფილიყავი, ქალიშვილი გაგეჩინა შენსავეთ ლამაზი, სათუთი და წესიერი.შენ არავის შეგადარებ რადგან შეუდარებელი ხარ.ვიცი ვიღაც წესიერი ჭკვიანი ბიჭი გიპოვის და გაგაბედნიერებს. შენზე ლექსებს დაწერს, პოემებს
და ნაწარმოებებს.დაგხატავს სრულყოფილს.მე ვიქნები შენი ცუდი ბიჭი რომელიც დამიჯერე უშენოდ ყოველ დღე მოკვდება.სიგარეტს თავი გავანებე როგორც დაგპირდი მაგრამ გვიან და ფილტვებზე მაქვს პრობლემები.არავინ არ მყავს ვერავის ვუყურებ შენს მერე.” გვერდით იდო ლექსი
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვერ გხედავ,როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმითსველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ….
გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე…სულში…
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც…
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!………..
გული 100-ად გამეყო.ცხოვრებაში ამდენი ჯერ არ მიტირია.და ამ მომენტში გამახსენდა რომ დღეს 7 სექტემბერი იყო ჩემი დაბადების დღე დღეს 20 წლის გავხდი გამეცინა,ჩემი მშობლები საღამოს წვეულებას მომიწყობენ მე კი ყველაზე უბედური ადამიანი ვარ მსოფლიოში
,, ადამიანები რომელთაც ერთმანეთი უყვართ ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთს,,-აკუტაგავა რიუნოსკოე
უკვე მეასეჯერ დავხედე ამ წარწერას რომელიც ჩემს კედელზე არის ამოტვიფრული.მახსოვს როდის ამოვტვიფრე 7 სექტემბერს ჩემს დაბადების დღეზე მაშინ როდესაც მე გავიგე სიყვარულის და ტკივილის გემო ერთდროულად.

***
მომენატრა თბილისის ქუჩები,არავისთვის მითქვამს ისე გავედი სახლიდან.ნაცნობ ქუჩებს ვათვალიერებდი და ვტკბებოდი.
არ მეგონა თუ არ მოვკვდებოდი ნაცნობი ჩახლეჩილი ხმა რო გავიგონე
-ნუთუ ნიცი ლიფონავა გაიჩითა?
-მიშოскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent