შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩუმად.. ჩემთვის.. გულში.. (სრულად)


16-11-2014, 22:16
ავტორი მარიამი123
ნანახია 4 326

ჩუმად.. ჩემთვის.. გულში.. (სრულად)

პირველად რომ შევამჩნიე მეათე კლასში ვიყავი, ის მეთერთმეტეში იყო. მე საწავლის გარდა არაფერი მადარდებდა, ის კი უკვე "ტიპობდა". ვერასდროს ნახავდით მარტოს ყოველთვის ძმაკაცებთან ერთად დადიოდა -მხრებ გაშლილი და თავაწეული. ყველა მის ქებაში იყო, მეთორმეტეებიც კი ეპრანჭებოდნენ, ჩემი დისგან ვიცი...მას და მის დაქალებს დემნას მეტი არაფერი ეკერათ პირზე : "დემნა ისე, დემნა ასე " მე კი სულელი აზრზე არ ვიყავი ვინ იყო დემნა (დემეტრე) არაბული, ბიჭი, რომელიც ცხოვრებას სამუდამოდ შემიცვლიდა.
# # # პირველად
მახსოვს ზაფხული იყო, მეცხრე კლასს ვხურავდით მე და ჩემი დაქალი, გვანცა ჭკუაზე არ ვიყავით ჩვენ ხომ მეათე კლასში გადავდიოდით.მაშინ რა ვიცოდი რომ გაზრდაში კარგი არაფერი ყოფილა! 10 ივნისი იყო თბილისსში უკვე ძალიან ცხელოდა , გაკვეთილებზე დასწრება თითქმის შეუძლებელი იყო. დერეფანში ისე ვერ გაივლიდი ვინმეს რომ არ გაეწუწე. ყველა თავის პონტში იყო და მაგრად ეკიდათ მანდატურები და დირექცია ლიჟბი გაგრილებულიყვნენ. სწორედ მაშინ გავიცანი დემნა ...
ჩემი კლასი მესამე სართულზე იყო, ჩემი დის პირველზე. ჩემ დასთან ჩავდიოდი სველ კიბეზე ფეხი რომ ამისრიალდა და დემნა რომ არა ალბათ ტრანვატოლოგიურში ვიწვებოდი.. საშინლად დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა და დემნას მკლავებში მოქცეულმა ტირილის მეტი ვერაფერი მოვიმოქმედე, ორი წლის ბავსშვივით ავტირდი.. დღემდე არ ვიცი რა მატირებდა. კარგად მახსოვს დემნას შავი, ლამაზი თვალები და პირველი ჩახუტება.. ის ჩახუტება დღემდე რომ სიგიჟემდე მენატრება, ის ჩახუტება რომლის გახსენების თანავე ჟრუანტელი მივლის , ჩახუტება რომელიც ასე მიყვარდა !
ის დღე იყო და მერე ყველაფერი აირია .. გონების დაკარგვამდე მთვრალი მამა, დედას ცრემლიანი თვალები და ყოველ საღამოს ჩხუბი ჩვენს ოჯახში უკვე ტრადიციად იყო ქცეული. მერე გაირკვა, თურმე მამას ძველი სიყვარული გამოჩენილა თან ისეთი სიყვარული თავის დროზე სიყვარული რომ გეგონა და თურმე გატაცება ყოფილა .. ხო მართალია, ძველი "გატაცების" გამოჩენა არც ერთი ოჯახისთვის ტრაგედია არ არის, მაგრამ როდესაც ეს "გატაცება" 18 წლის გოგოსთან ერთად მოულოდნელად გამოჩნდება და გიმტკიცებს რომ ის ჩემი გერი დაა მაშინ საქმე უკვე საშინლადაა.. მაშინ ჯერ კიდევ საკმარისად დიდი არ ვიყავი და არ მესმოდა მე ვაპატიე, დედამ ვერა.. ტყუილი ვერ აპატია და გამყრელიძეების სამაგალითო ოჯახიდან აღარაფერი დარჩა ..
მერე იყო ახალი უბანი,
ახალი სახლი,
ახალი სკოლა და
ძველი არაბული!
# # # მეორედ
მეორედ მაშინ იყო ყველა ინტერესით რომ ელოდა ახალ მეზობელს და გამოჩენის დღიდან დიდი სიმპათია დაიმსახურა ყველა თაობის ადამიანში, განსაკუთრებით თინა ბებოს მოსწონდა. თინა ქალი იყო?? უბნის მაჭანკალი, მაგრამ მაინც ყველაზე ჯიგარი. ჰოდა თინასაც ახალი თემა გაუჩნდა. მე კი ისევ ჭურში ვიჯექი, გამოცდების მეტი არაფერი მადარდებდა და ალბათ ყველაფერი ჩვეულ რიტმში გაგრძელდებოდა რომ არა ის დღე
ძველი სადარბაზო,
სიგარეტი
და დემეტრე არაბული.
უნარებზე მეჩქარებოდა, ლიფტი როგორც ყოველთვის გაფუჭებული იყო ამიტომ სირბილით ჩავუყევი ძველ კიბეებს, თან აბლანდული ყურსასმენების გახსნას ვცდილობდი რაღაცას ან ვიღაცას რომ შევეჯახე, წავბარბაცდი და მისი ძლიერი მკლავი რომ არა...
-კიბეზე სიარული კიდე ვერ დაამუღამე? - გავიგე ბოხი, სიცილნარევი ხმა, დაფეთებულმა ავხედე ჩემს "გადამრჩენელს" რომელიც სულ რაღაც ორი თავით მაღალი იყო ჩემზე .. შავი, ლამაზი თვალები და გრძელი წამწამები ჰქონდა, ამასთან საშინლად ლამაზი ღიმილი.. მომეწონა მაგარამ ვერ ვიცანი...
ჩემმა მზერამ დააბნია, წამით შეშინებული მომშტერებოდა შემდეგ კი ისევ თავდაჯერებული ღიმილით გამომიწოდა ხელი
-დემეტრე, დემნა არაბული - გავშრი, ერთ ადგილს მივეჯაჭვე , გაშტერებული ვუყურებდი და არ მჯეროდა რომ ეს ის დემნა იყო, სულ რაღაც ორი წლის წინ ყველაზე სასურველ ბიჭად რო მიიჩნეოდა ჩემს გარშემომყოფთათვის . ახლა კი, ახლა სხვანაირი იყო უფრო გაზრდილი, გამაღლებული და საშინლად სიმპატიური!
-ქეთა -ვუთხარი დამფრთხალმა და საშინლად დაბნეულმა.
- ვიცი - ისევ ისეთი ღიმილით მომჩერებოდა არაბული. გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილზე.. დაბნეულმა არვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.. საბედნიეროდ გონს მალევე მოვეგე..
- მაპატიე, მეჩქარება - ვუთხარი და ჩქარი ნაბიჯით გავედი სადარბაზოდან .. მხოლოდ ერთხელ შევხედე ..იდგა, ეწეოდა და აუღელვებლად , ისევ ისე მიღიმოდა.
"უკვე მეორედ" გამახსენდა და სულელივით გაღიმებულმა გავუყევი ქუჩას...
###
მერე იყო შემთხვევითი შეხვედრები , თან ისეთი მაშინ რომ შემთხვევითი მეგონა. დღე არ გავიდოდა სკოლასთან რომ არ მენახა ეგ და მისი ძმაკაცი, ანდრეა მესხი. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, უბრალოდ მიღიმოდა ან შორიდან მომესალმებოდა ხოლმე.
სკოლიდან სახლში მივდიოდი საშინელი წვიმა რომ დაიწყო. სახლიდან ჯერ კიდევ მოშორებით ვიყავი ჩემს გვერდით შავი ბრაბუსი რომ გაჩერდა . გამიკვირდა, არ ვიცოდი ვინ იყო ამიტომ ყურადღებას არ ვაქცევდი და ისევ ნელი ნაბიჯებით მივყვებოდი ქუჩას. მანქანა კი გვერძე მომყვებოდა
- კიდევ დიდხანს აპირებ ასე სიარულს ? ჩაჯექი სახლამდე მიგიყვან - დემნა იყო არაბული. წამით სიხარული ვიგრძენი, მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ.. ახლა ვხვდები.
- არ მინდა , მადლობა.
- კარგი არ გვინდა ეს თავის დაფასებები და უბრალოდ ჩაჯექი მანქანაში, გაცივდები იცოდე - იმ ღიმილით მიღიმოდა მე რომ ასე მიყვარდა..მანქანაში ჩავჯექი.. სულ სველი ვიყავი, სიცივისგან ვკანკალებდი.
- გცივა - თავისთვის ჩაილაპარაკა, უკანა სავარძლიდან ჟაკეტი აიღო და არაფრის თქმა არ დამაცადა ისე მომახურა მრებზე.. მისი სუნი ასდიოდა.. აი ის სუნი მე რომ ჭკუიდან გადავყავდი..
-მადლობა - ჩურჩულით ვითხარი, თითქოს მეშინოდა ვინმეს არ გაეგო. მთელი გზა ჩუმათ ვიჯექით. არც მე არ ვარღვევდი ამ საშინელ სიჩუმეს და არც არაბული.. მხოლოდ რამოდენიმეჯერ გამომხედა ღიმილით. მანქანა ჩემს კორპუსთან გამიჩერა, არ ვიცი რა დამემართა მაგრამ ლოყაზე ვაკოცე .. დამცხა, ავწითლდი , შემრცხვა და უკან მოუხედავად გადმოვედი მანქანიდან ისე რომ არაფერი არ მითქვამს მისთვის.. კიბეზე სწრაფად ავირბინე .. სახლში შესვლის თანავე ესემესი მომივიდა :" თბილად ჩაიცვი და ჩაი დალიე.. დამიჯერე და არ გამაბრაზო.. ჟაკეტს გჩუქნი, შენ უფრო გიხდება.. დემეტრე " .. ახლა შევამჩნიე, ისევ მისი ჟაკეტი მეცვა .. გამეღიმა.. არ ცივი რატომ, მაგრამ დავუჯერე..
###
19 მაისი იყო , გვანცას დაბადების დღე . მე და მისი რამოდენიმე დაქალი მისაღებში ვისხედით.. ვერ ვხვდებოდი რა საერთო ჰქონდა გვანცას ლიზისთან და ნინასთან.. ერთი სული მქონდა აქედან მალე გამეღწია არადა ჯერ მხოლოდ ნახევარი საათის მოსული ვიყავი.. თხუთმეტი წუთიც არიყო გასული ოთახში გვანცას ძმა სანდრო, დემნა , ანდრია და ვიღაც ორი რომ შემოვიდნენ.. სანდროსთან ყოველთვის თბილი ურთოერთობა მქონდა მაგრამ რატომღაც არ ვიცოდი მისი და დემნას ძმაკაცობის შესახებ.. დანახვისთანავე სანდრო ხელებ გაშლილი წამოვიდა ჩემსკენ .. ლამის გამჭყლიტა ..
მოვშორდი თუარა სანდროს დემნა დავინახე ღიმილით მოდიოდა ჩემსკენ.. დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.. არმოველოდი..
-კარგად ხარ ? ხომ არ გაცივდი გუშინ ? - გავწითლდი , ის კოცნა გამახსენდა .. შემრცხვა
- კარგად ვარ , არ გავციებულვარ .. - ვუთხარი თავდახრილმა და საშინლად წითელმა ...
- დეემეე როგორხაარ ? გავიგე ლიზის მომაბეზრებელი ხმა.. ვერ შევამჩნიე როდის მოგვიახლოვდა.. დემნას ავხედე, ლიზის უბღვერდა..
- უკაცრავად, მე წავალ - ვთქვი, გამოვეცალე მათ და სანდროს და ანდრეას შუაში ჩავჯექი.. ცოტახანში მხარებზე რაღაც სიმძიმე ვიგრძენი.. ანდრიას ავხედე , სიმძიმე კი მისი ხელი აღმოჩნდა
- ქეთა ,არაა ? - მკითხა ღიმილით
-კი ქეთა , შენ ანდრეა ხო ? - ეჭვნარევად ვკითხე
- კი ანდრია..
მთელი საღამო ანდრეა მართობდა .. დავვახლოვდით.. არაბული კი კვლავ ლიზის მოშორებას ცდილობდა..
თორმეტი იყო სახლში წასვლა რომ გადავწყვიტე.. მესხმა დაიჩემა გაგიყვანო მაგრამ გადავაფიქრებინე.. გვანცას დავემშვიდობე და სახლიდან გამოვედი . გავიგე უკან ვიღაც რომ გამომყვა..
- ქეთა მოიცადე გაგიყვან - მითხრა ვიღაცამ უკნიდან. მივტრიალდი, არაბული იყო.
- არმინდა ფეხით გავივლი - ვუთხარი და გზა განვაგრძე. ნაბიჯების ხმა გავიგე და გვერძე გავიხედე დემნა მომყვებოდა.. გამიკვირდა ..
- რას შვები?
- მოგყვები - მითხრა უდარდელად
- რატომ? - ვკითხე გულუბრყვილოდ ..
- ღამის თორმეტ საათზე მარტო, ფეხით ქუჩაში ვერ გაგიშვებ..
- რატომ? - არ ვეშვებოდი არაბულს.. დავინახე როგორ გადაატრიალა თვალები და კითხვა უპასიხოდ დამიტოვა.. მთელი გზა ჩუმად ვიარეტ .. სახლთან მისულმა ახლა უკვე მან მაკოცა ლოყაზე.. დავიბენი.. ნახვამდის თქო ძლივს ვუთხარი და სახლში ავედი..
დაძინებას ვაპირებდი ესემესი რომ მომივიდა... ვიცოდი დემეტრე იყო , ტკბილი ძილი მისურვა..
მეორე დღეს, დილით სახლთან დამხვდა . მანქანას მიყრდნობოდა, ეწეოდა და სადარბაზოზსკენ იყურებოდა. დამინახა თუარა ჩემსკენ წამოვიდა , გამიღიმა და ხმის ამოუღებლად ჩამეხუტა . არასოდეს დამავიწყდება ის ჟრუანტელი და აჩქარებული გულისცემა . არ მეგონა ერთ ჩახუტებას ამხელა ბედნიერების მოტანა რომ შეეძლო . თურმე ვცდებოდი..
- მაგვიანდება - ამოვივურჩულე 5 წუთის შემდეგ დემნას მკლავებში გახვეულმა .. არმინდოდა რომ გაეგო, მაგრამ გაიგო. მომშორდა გამიღიმა და მანქანისკენ წავიდა . არვიცოდი რა უნდა მექნა . გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილზე
- ქეთა გაგვიანდება, დროზე დაჯექი.- მანქანაში ჩავჯექი.. ხმის ამოუღებლად მივედით სკოლამდე..
-ნახვამდის - ვუთხარი ჩურჩულით და მანქანიდან გადმივედი .. ოთხი ნაბიჯიც კი არ მქონდა გავლილი დემნას ხმა რომ გავიგე . მივტრიალდი, მომიახლოვდა შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.. ისევ ჟრუანტელი, ისევ აჩქარებული გულისცემა და ისევ ზოოპარკი მუცელში..
- შუბლზე დებილებს კოცნიან - ამოვიოხრე დემნას მკლავებში .. გაეცინა , მომშირდა და კიდევ ერთხელ მაკოცა.
- შუბლზე ანგელოზებს კოცნიან , ახლა შედი დაგაგვიანდა, ჭკვიანად იციდე , არ გამაბრაზო - გამიღიმა .. დაბნეულმა გავგრძელე სკოლისკენ გზა.. მაგიჟებდა .. ვერ ვხვდებოდი რატომ არ ვუწევდი წინააღმდეგობას როცა ჩამეხუტა ან მაკოცა.. ვერ ვხვდებოდი რატომ მიჩქარდებოდა გული.. მაშინ ვერ ვხვდებოდი .. ახლა ვხვდები
###
მერე დავვახლოვდით... ყოველ დღე მას დავყავდი სკოლაში, სკოლიდან კი სახლში ან რეპეტიტორთან მივყავდი. შუბლზე კოცნა კი უკვე ტრადიციად გვქონდა ქცეული.. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ არაბული სიგიჟემდე მიყვარდა..
დილით, როგორც ყოველთვის არაბულმა მიმიყვანა სკოლაში, შუბლზე მაკოცა და ძალიან , ძალიან მაგრად ჩამეხუტა. შემეშინდა.. ასე არასდროს ჩამხუტებია
-რამე ხდება? - ვკითხე შეშინებულმა
- არაფერი ტო რა უნდა ხდებოდეს , პროსტა გეხუტები რაა - მითხრა ბოხი , მაგრამ აღელვებული ხმით.. უფრო შევშინდი, თუმცა არაფერი მიკითხავს ,ვიცოდი რომ ჯიუტი იყო, ხევსური იყო და სხვანაირად ვერც წარმომედგინა.. ჩემი ხევსური.. ზარის ხმა რომ გავიგე მოვშორდი, მივდივართქო ვუთხარი. კიდევ ერთხელ მაკოცა შუბლზე
- ბოდიში რაა, ხოიცი რო ვგიჟდები შენზე.. არ დაუჯერო არავის.. კარგად იცი როგორები არიან.. არ აყვე რააა - ვგრძნობდი რომ რაღაც ისე ვერ იყო.. კიარ ვგრძნობდი უკვე ნამდვილად ვიცოდი რომ არაბული რაღაცას მალავდა..
- დემნა რა ხდება ? ვის არ დავუჯერო ? ან საეთოდ რაზე მიხდი ბოდიშს ამიხსნი ? - ვხვდებოდი რომ ხმას უნდა დამეწია, მაგრამ იმდენად ვიყავი შეშინებული რომ ვერ მოვზომე...
- გაგვიანდება , მიდი შედი სკოლაში და ჭკვიანადთქო გითხარი .. არ გამაბრაზო - მითხრა ისე ისეთი ხმით , მაკოცა და მანქანისკენ წავიდა.. მთელი დღე დემეტრეს გარდა საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობდი და სკოლიდან გამოსულმა ანდრეა რომ დავინახე უარესად გავხდი ..
- ანდრეა დემეტრე სად არის?
- გაგიმარჯოს, მე კარგად ვარ შენ ? - მითხრა სიცილით
- სად არისთქო დემეტრე არგესმის ?
- კაი ტო რა გჭირს საქმეზე რა და რამოდენიმე დღე არ იქნება მე ჩამაბარა შენი თავი.
- ძიძა არ მჭირდება ბავშვი აღარ ვარ უკვე დიდი ხანია - ვუთხარი გაბრაზებულმა .. ჯერ დილას იბოდიალა რაღაც . ახლა კიდე ისე წავიდა ,,საქმეზე" რომ არცკი გამაფრთხილს .. მოეწერა მაინც.. ან საერთოდ ანდრეა რატო გამოგზავნა .. გზაში არ ავიბლანდებოდი..
-არ მაინტერესებს რა გჭირდება, და რა არა.. დემნამ თქვა და ვსო ესეიგი მე გაგიყვან.
- გვანცასთან მიმიყვანე - ვუთხარი და ისე რომ არ შემიხედავს მისთვის.. მანქანაში ჩავჯექი.
###
15 წუთია გვანცასთან ვარ.. მარტო იყო სახლში ამიტომ მისვლისთანავე მოყოლა დავიწყე.. ვგიჟდებოდი.. არ ვიცოდი რა უფრო მაცოფებდა გაურკვეველი ბოდიში, გაუფრთხილებლად წასვლა "საქმეზე" თუ ის რომ რამოდენიმე დღე ვერ ვნახავდი. მხოლოდ ზარის ხმამ შეძლო ჩემი გაჩერება.. გვანცა კარის გასაღებად წავიდა .. ლიზი იყო ხმაზე ვიცანი..
- ვაიმე გვააანც, სასწაულია რა ეს არაბული .. გუშინ იყო ჩემთან მოსული .. მაკოცა გვააანც .. ვგიჟდები დემნაზეე - მხოლოდ გვანცას თვალები მახსოვს , პატიებას რომ მთხოვდა და დემეტრეს "საქმის" გამარჯვებული ღიმილი.. იცოდა, იცოდა დემნამ რომ ლიზი გვანცას , გვნცა კი მე მეტყოდა ამ ამბავს .. იცოდა და იმიტომ მომიბოდიშა .. არ მჭირდებოდა მისი ბოდიში... ვაცნობიერებდი რომ არ ღირდა დემეტრე ამად , არ ღირდა ჩემი ერთი ცრემლის ფასადაც კი მაგრამ გული სულ სხვა რამეს მკარნახობდა .. მძულდა დემეტრე.. მძულდა მისი ღიმილი, ჩახუტება , კოცნა , სიცილი , ხუმრობა, გაბრაზება.. ყველაფერი მძულდა ის რაც დემეტრეს ეხებოდა.. მძულდა რომ გაგიჟებით მიყვრდა.. იმაზე მეტად მძულდა და იმაზე მეტად მიყვარდა ვიდრე ეს ჩვეულებრივ შესაძლებელია..
მეორე დღეს სკოლაში არ წავსულვარ და არც ანდრეას გაუთავებელი ზარებისთვის მიპასუხია. არ მინდოდა მისი ნახვა .
ღამის სამი საათი იქნებოდა დემეტრემ რომ დამირეკა.. არ ვუპასუხე და საბოლოოდ იმდენი მოახერხა რომ ტელეფონი საერთოდ გამოვრთე.. მინდოდა, მთელი გულით მინდოდა მისი ნახვა, მინდოდა ეთქვა რომ ტყუილია და ყველაფერი ლიზის შეთხზული იყო, მაგრამ არ შემეძლო.. ვიცოდი რომ უარესად მატკენდა.. იმაზე მეტად ვიდრე ახლა მტკივა.
დილით ადრე მივედი სკოლაში მეგონა დემეტრეს ნახვას ავიცილებდი თავიდან, მაგრამ სკოლასთან დამხვდა. ვგიჟდები, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის. "არ" შევიმჩნიე ისე ავუარე გვერდი. ხელში მწვდა და შემომატრიალა.. მერჩივნა გავმქრალიყავი ვიდრე დემეტრეს ჩაწითლებული და ცრემლიანი თვალები მენახა .
- სერიოზულად ქეთა?? შენ ხომ სხვანაირი ხარ ხოიცი არა როგორია ლიზი .. ხოიცი არაა ??
-აღარაფერი აღარ ვიცი დემეტრე , საერთოდ აღარაფერი.. -ჩემდა გასაკვირად ორივე მშვიდად ვლაპარაკობდით.. ვერც კი წარმოიდგენთ რის ფასად მიჯდებოდა ეს სიმშვიდე..
- არ ვუარყობ , მართლა ვაკოცე . მთვრალი ვიყავი შენ თავს ვფიცავარ არ მინდოდა.. მასთანაც არ მივსულვარ.. შენთან მოვდიოდი.. სინამდვილის აღქმა რომ შევძელი უკვე გვიანი იყო გეფიცები ქეთა არმინდოდა რაა .. შენ სიცოცხლეს ვფიცავარ იმას არასდროს არ გავაკეთებ რაც გულსგატკენს.. - დაბნეული ლაპარაკობდა.წინადადებას ძლივს აბავდა ერთმანეთზე.. არაბული, რომელსაც ყველაფრის კონტროლი უყვარს , ეტყობოდა რომ პირველად უხსნიდა "ვიღაცას" საკუთარ შეცდომას..
-გასაგებია , მაგვიანდება უნდა წავიდე .. - არ ვიცი იმ მომენტში რა ჯანდაბა დამემართა ვიცოდი რომ არასწორედ ვიქცეოდი.. ცივი გონებით ვმოქმედებდი.. წასვლას ვაპირებდი ისევ დენმას ხმა რომ გავიგე ..
- რაგინდა ქეთა, რაგინდა რომ გითხრა ? ის რომ მიყვარხარ ?? არმიყვარხარ .. არ შემიძლია ამის თქმა .. ის რასაც ვგრძნობ სიყვარული არ არის და არც შეიძლება რომ იყოს .. რაღაც სხვა არის .. სიყვარულზე მეტია.. გრძნობებზე მეტი.. სიგიჟეა გესმის ? სიგიჟე ქეთა .. სიყვარული ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის არის .. შენ ხოიცი რო ჩვენ ჩვეულებრივები არ ვართ .. და არც შენ არ ხარ მოკვდავი ჩემთვის.. ყველაზე ლამაზი და რეალური ოცნება ხარ..- ვუსმენდი.. ვუსმენდი დემნას და არ მჯეროდა .. ვტიროდი და ვხვდებოდი რომ რაც თქვა სიმართლე იყო.. ეს არ იყო სიყვარული, არც მოწონება .. ყველაფერზე მეტი იყო .. გრძნობებზე მეტი.. ყველანაირ ზღვარს და ჩარჩოს სცდებოდა .. ყველანაირ გრძნობაზე ძლიერი იყო, არის და მჯერა რომ ყოველთვის იქნება.. სიყვარული ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არის.. დემნა კი ჩემთვის "არა"ჩვეულებრივი იყო და მეც მასთან ერთად... ის იყო ჩვეულებრივი მოკვდავი, მაგრამ არა ჩემთვის...
- აღარ შემიძლია უშენოდ- ვუთხარი და ჩავეხუტე.. ძალიან, ძალიან მაგრად..
- მაპატიე რა, ქეთა, მაპატიე - ჩურჩულებდა და უფრო მჭიდროდ მიკრავდა მკერდზე .. ვტიროდი , უკვე მეორედ ვტიროდი დემეტრეს მკლავებში გახვეული.. პირველად მაშინ იყო მეათე კლასში..
###
გამოცდები ახლოვდებოდა და მეც უფრო გადატვირთული ვიყავი , მაგრამ დემნას ნახვის დრო ყოველთვის მქონდა .. მაშინ როცა უნარებიდან ქართულზე გავრბოდი ან საღამოს გადაღლილი სახლში ვბრუნდებოდი..
ერთ ჩვეულებრივ დღეს როგორც ყოველთვის სახლში მკვდარი მივედი , დედას ვუამბე ჩემი დღის შესახებ და მხოლოდ მაშინ გამახსენდა რომ დემნა დღეს საერთოდ არ გამოჩენილა .. "ალბათ არ ეცალა" დავიმშვიდე თავი და დედასთან ერთად დივანზე ჩამოვჯექი.. მიუხედავად ჩემი გრაფიკისა შეუმჩნეველი არ მრჩებოდა დედას ხასიათის ცვლილება მამასგან წამოსვლის შემდეგ.. ვხვდებოდი რომ მხოლოდ ჩემთვის და ანასთვის იღიმოდა, ისიც იმიტომ რომ არ გვენერვიულა. ახლა კი საუკეთესო დრო იყო დედასთან სალაპარაკოდ ..
- დედა მამა არ მოგენატრა? - ვკითხე პირდაპირ ყველანაირი შეპარვის გარეშე.. გაოცებულმა გამომხედა.. ორი წელი გავიდა და პირველად გავბედე ამ თემაზე ლაპარაკი.. დაიბნადა..მის თვალებში სიყვარული, მონატრება და სიბრაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.. - დედა მისმინე, ორი წელი გავიდა მას შემდეგ და შენც კარგად ხედავ რომ მამას შენს მიმართ გრძნობები არ შეცვლია.. რომ არ უყვარდე იმ ქალთან წავიდოდა..შეეშალა რა .. შეცდომები ხომ ყველას მოსდის .. არ გახსოვს ბავშვობაში ყოველთვის ყველაფრის პატიებას რომ გვასწავლიდი მე და ანას? არ მოგენატრა ძველი დრო?? მე შენ ანა და მამა ყოველთვის ბედნიერები ვიყავით.. და ახლა რა შეიცვლა?? არაფერი გარდა იმისა რომ ცალ- ცალკე ვცხოვრობთ ანა-მამასთან მე შენთან .. შეურიგდი რა .. ისევ ისე ვიყოთ, ისევ ისე გვიყვარდეს ერთმანეთი .. უფრო მეტადაც კი..
- ქეთა, შვილო ყველაფერი ისე მარტივად არ არის როგორც შენ ფიქრობ. ყოველთვის მეგონა და შენც იცი რომ ჩვენს , მე და მამაშენს, შორის საიდუმლო არ არსებობდა მაგრამ როგორც ხედავ თურმე მისი საიდუმლო თვრამეტი წელი მამაშენის შვილს ზრდიდა - ატირდა.. ჩავეხუტე..
- ეს ადრე იყო დედა.. შენამდე.. ჩვენზე იფიქრე რა.. დაელაპარაკე .. ჩვენთვის სცადე.. თქვენთვის .. - დაველაპარაკებიო შემპირდა და მერე დაძინება გადავწყვიტე.. მკვდარივით ჩამეძინა ..
ღამე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა .. თავიდან სიზმარი მეგონა და ყურადღება არ მივაქციე,მაგრამ საბოლოოდ ერთიდა იგივეს მოსმენა შეუძლებელი რომ გახდა ტელეფონს დავხედე .. 5 გამოტოვებული ზარი იყო დემნასგან.. გადავურეკე ..
-მეძინა დემნა
- რადროს ძილია .. ჩამოდი დაბლა გელოდები
- გაგიჟდი? ღამის 4 საათია სად ჩამოვიდე . გაგიჟდება დედაჩემი..
- იცის დედაშენმა.. ჩამოდი გელოდები -მითხრა და გამითიშა.. რამე უაზრობაზე რომ ჩამიყვანოს მოვკლავ .. ვფიქრობდი და თან ჟაკეტს ვეძებდი .. დროზეო დემნას ესემესი მომივიდა .. რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი და კიბეზე დავეშვი.. არ მოველოდი.. დემნა იდგა დიდი დათუნიით ხელში და ეწეოდა... დამინახა თუარა სიგარეტი გადააგდო .. ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ ჩამეხუტა და სიმღერა დაიწყო ...
- ..მე მოგიტან სითბოს ..არ გაჩუქებ მინორს თუ შენი თვალები სიყვარულზე ფიქრობს..დაგიკრიფავ იებს, თვალზე მუქს და ღიებ..დაგაძინებ ჩემზე,მოგიყვები ჩვენზე.ახლა ვხვდები, ვხვდები როგორ მიყვარხარო ,ჩვენს სიყვარულს ყოველთვის შემოვინახავო. და როდესაც გაგახსენდეს ჩემი ერთი ღიმილი ჩუმად გულში გაიხსენე რომ მიყვარდი გიჟივით.. დაბადების დღეს გილოცავ ქეთა..
- არასდოროს გაბედო და არ მომანატრო შენი ღიმილი
- როგორ მოგანატრებ ჩემს ღიმილს , როცა მე თვითონ შევიშლები შენი ჩახუტების გარეშე..- გამეღიმა, ვიცოდი რომ მეც ვერ გავძლებდი მის გარეშე - რაღაც უნდა გთხოვო.. - მითხრა და ჩვენს შორის მანძილი გაზარდა .. დაბნეულმა შევხედე - არ გამიბრაზდე რა.. - გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მაკოცა.. ფეიერვერკს ,სასიამოვნო ჟრუანტელს , ზოოპარკს და არაბულის ტუჩებს ერთდროულად ვგრძნობდი.. მომშორდა და გამიღიმა .. შემრცხვა დაა აწითლებულმა თავი ჩავხარე რამაც არაბულის სიცილი გამოიწვია ..
- ადი ახლა გვიანია .. დამიჯერე და არ გამაბრაზო.. იმედია დედაშენსაც გადაურჩები , თვალი არ მოუშორებია ჩვენთვის ფანჯრიდან.. - გაეღიმა - ხო და კიდევ გეუბები რომ ჩემი ჟაკკეტი ახლა უფრო გიხდება .. - ტანზე დავიხედე მისი ჯაკეტი მეცვა, გამეღიმა. ასვლის წინ არაბულმა ტრადიციულად შუბლზე მაკოცა და აწ უკვე ჩემი დათუნიისთვის ძლივ შემომახვევინა ხელები, ისე რომ არ დამვარდნოდა .. სახლის კარები დედამ გამიღო.. სახეზე ეტყობოდა ბედნიერი რომ იყო ..
- კარგი ბიჭია დე , დემეტრე - მითხრა ღიმილით , კარი დახურა და დათუნია ოთახში შემატანინა ..
- არა დე, არ არის კარგი.. საუკეთესოა დედი.. ერთადერთია..
- დაბადების დღეს გილოცავ დე - ლოყაზე მაკოცა და სულელივით გაღიმებული დამტოვა ოთახში.
###
დაბადების დღიდან ორი კვირა იყო გასული დედა და მამა რომ შერიგდნენ..ისევ მამასთან გადავედით.. საბედნიეროდ დედამაც ჩემი გერი და ნინა შვილივით მიიღო და ჩვენც კარგი ურთიერთობა დავამყარეთ მასთან.. რა მისი ბრალი იყო .. იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ ვხვდებოდი რაღაც ცუდი მოხდებოდა.. მაგრამ არმეგონა რომ ყველაფერი ასე მარტივად დამთავრდებოდა..
როგორც იქნა გამოცდები ჩავაბარე და ახლა უკვე ოფიციალურად სკოლადამთავრებული ვიყავი.. დემნაც გვერდიდან არ მშორდებოდა და გამოცდის წინ ყოველთვის მამხნევებდა.. გამოცდიდან გამოსულს კი როგორც ყოველთვის შუბლზე მკოცნიდა და ჩემი ჭკვიანი გოგო ხარო გაიძახოდა .. ბანკეტი ერთ თვეში მქონდა და ამიტომ მომზადებას არ ვჩქარობდი .. არასდროს მიყვარდა მაკიაჟი და მსგავსი სუსულელეები ამიტომ ზედმეტი საფიქრალიც არ მქონდა..
კვირა დღე იყო ამიტომ მე ანამ და ნინამ კაფეში გასვლა გადავწყვიტეთ.. ნინას მისი შეყვარებული ,ლუკა, უნდა გაეცნო ჩვენთვის ამიტომ დემეტრეც "დავპატიჟე".. საქმე მაქვს და ვერ მოვალო.. მეწყინა მაგრამ არფერი ვუთხარი.. ალბათ რამე მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა.. კაფეში მისულს ლუკასთან ერთად რამოდენიმე ბიჭიც იჯდა : იო , ნიკუშა და თოკა.. არ ჩანდნენ ცუდი ბიჭები და არც გაცნობის შემდეგ შემცვლია წარმოდგენა.. ნიკუშას იმდღესვე დავუახლოვდი.. კარგი ბიჭი ჩანდა .. მხაირული.. ბევრი მაცინა .. ანა გაბრაზებული მომჩერებოდა და გაუთავებლად თვალებს მიბრიალებდა..
- ქეთა - გავიგე ანას შეშინებული ხმა .. მზერა ერთ ადგილზე ჰქონდა გაშეშებული.. მეც მის მზერას გავაყოლე თვალი და კაფეში შემოსული დემნა დავინახე.. ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ.. ჩავეხუტე.. შუბლზე მაკოცა , ტრადიციულად.. ნიკუშას და დემნას შუაში ვიჯექი.. რატომღაც სიტუაცია ძალიან დაიძაბა .. ნიკუშა გაბრაზებული ჩანდა , არაბული უფრო.. მალე წამოვედით კაფედან მე და დემნა..
-არ გითქვამს ბიჭებიც რომ იქნებოდნენ - არმიყურებდა და გაბრაზებული მელაპარაკებოდა..
- ხო არც მე ვიცოდი.. რომ მივედი მერე გავიგე, ლუკას წამოუყვანია ცოდო ვიყავი ამდენ გოგოშიო- ნერვიულად გავიცინე
- მეორედ არ დაგინახო იმ ნიკას სიახლოვეს .. - საშინლად გაბრაზებული ჩანდა
- რატომ? - ვკითხე გაკვირვებულმა.. არჩანდა ცუდი ბიჭი..
- რა რატო ქეთა სულელი ხარ?? ვერ ამჩნებდი როგორ გიყურებდა?? ჩემმა დანახვამაც კი არ შეუშალა ხელი იგივეს აგრძელებდა.. აღარასდროს აღარ გაეკარო თორე გეფიცები მოვკლავ - ბოლო ხმაზე ყვიროდა არაბული.. საშინლად გავბრაზი..
- გეხვეწები ეჭვიანი შეყვარებულივით ნუ იქცევი რა.. არაფერი ისეთი არ ყოფილა.. მგონი მაქვს უფლება ჩემით ავარჩიო მეგობრები -არც მე დავაკელი ყვირილი..
- რა შუაშია ეჭვიანი შეყვარებული ?? ნუ მასულელებ ქეთა.. არ ვაპირებ შენთან ჩხუბს ვიღაც ნიკას გამო.. ადი ახლა სახლში და რომ დაწყნარდები მერე ვილაპარაკოთ.. - არცკი შემოუხედავს ისე მითხრა.. კოცნაზე ხო ზედმეტი იყო ლაპარაკი.. გაბრაზებული ავედი სახლში.. მთელი ღამე ტირილში გავატარე ..
გამთენიისას, ალბათ 5 იქნებოდა დაწყებული დემნას რომ დავურეკე .. ხმა საშინლად ჩახლეჩილი ,თვალები კი დასიებული მქონდა ბევრი ტირილისგან.. მალევე აიღო ყურმილი..
- დემეტრე მოდი რა ჩემთან - ვუთხარი ტირილით
- ქეთა .. კარაგად ხარ?? არ იტირო რა .. არ ვარ ღირსი.. დაწყნარდი რა.. არ უნდა მეყვირა.. ზედმეტი მომივიდა - ვერ წყნარდებოდა არაბული.. შემიძლია დავიფიცო რომ მის აჩქარებულ პულსს ვგრძნობდი .. უფრო ავტირდი... - ამის დედაც, ქეთა მისმინე.. თითქმის მოვედი.. დაწყნარდი.. მალე მოვალ.. ჩემთავს გაფიცებ ნუ ტირიხარ რა .. მოვედი უკვე.. ჩამოდი , გელოდები - მითხრა და გამითიშა . ჩქარა ჩავირბინე კიბეები.. სადარბაზოს კარებთან იდგა თავდახრილი და ნერვიულად ეწეოდა.. ამომხედა.. გავიქეცი და ჩევეხუტე..
- ვინ არის ნიკუშა შენი თავი რომ ჩამინაცვლოს - ვეუბნებოდი და უფრო მაგრად ვეკროდი არაბულის მკერდს..
- ვინ არის ნიკუშა შენი თავი რომ წამართვას ..- უფრო მიმიკრო მკერდზე და თავზე მაკოცა..
მაშინ დავუჯერე.. არამარტო მაშინ.. ყოველთვის მჯეროდა დემეტრესი.. რაც არ უნდა მომხდარიყო.. ვიცოდი რომ არასდროს მატკენდა.. მჯეროდა რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ კარგად ვყოფილიყავი.. მჯეროდა რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდა..შევცდი..
მთელი დღის განმავლობაში დემეტრე არ გამოჩენილა.. უჩვეულოდ ვნერვიულობდი, მაგრამ არ ვურეკავდი.. არ მინდოდა ჩემი ეჭვებით თავი მომებეზრებინა.. ნინამ დამირეკა .. დემეტრე იკითხა .. უფრო ავნერვიულდი .. მერე ანდრეამ მომაკითხა სახლში.. არასდროს მოსულა ჩემთან .. უკვე ჭკუიდან ვიშლებოდი.. ჩაწითლებული თვალები ჰქონდა.. ჩამეხუტა.. ვერ ვუშველეო მხოლოდ ეს მითხრა და ატირდა.. გავგიჟდი.. ვერ ვხვდებოდი.. ვერ ვიაზრებდი მომხდარს..
- იმ ვიღაც ს**** ნიკუშამ მომიკლა.. ძმა მომიკლა გესმი?? გამანადგურა..ვერ გადავარჩინე .. გვიანი იყო .. ხელებში ჩამაკვდა - მესხი ღრიალებდა .. მე ვბღაოდი..
მერე იყო პანაშიდები..
მგლოვიარე დემეტრეს დედა...
შავები..
დაკრძალვა..
###
მეუბნებოდა.. ყოველთვის მეუბნებოდა რომ ვერავინ ვერ შეძლებდა წავერთმიე მისთვის.. მპირდებოდა რომ მის ღიმილს არ მომანატრებდა.. მჯეროდა რომ ვერ გაძლებდა ჩემი ჩახუტების გარეშე.. მჯეროდა.. მჯეროდა დემნასი ყოველთვის მჯეროდა.. მან შეძლო, ვერავინ წაართვა ჩემი თავი.. მე ვერ შევძელი ,მაგრამ მჯერა, ახლაც მჯერა რომ ჩემთან არის.. ჩვენი გრძნობისაც მჯერა.. იმ სიგიჟის მჯერა.. იმ გრძნობის მჯერა ჩარჩოებს რომ ანგრევს.. დენმაც მოკვდავი იყო.. მაგრამ არა ჩემთვის.. დემნაც ჩვეულებრივი იყო სხვისთვის ჩემთვის კი....
ისევ იმას ვგრძნობ .. ერთი განსხვავებით.. ახლა უკვე
ჩუმად ..
ჩემთვის..
გულში..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Wku

ნუ ეხა ეს რა მყავხარ რა <3 :*

 


№2  offline წევრი მარიამი123

<3
Wku
ნუ ეხა ეს რა მყავხარ რა <3 :*

 


№3  offline წევრი Elle025

ჩემი თავი გამახსენდა :( ეს რა იყო ამეტირა sad

 


№4  offline წევრი nukiiiiii

vaimee rogori sevdianii da sayvareli iyoo ar vici rogor axerxebt pirdapirr agfrovanebuli var rogor axerxebtt daa personajebs erti istoriit gvayvarebt umagresiaaaa<3

 


№5  offline წევრი Svvaaaniii

ამეტირა :(((( რასაყვარელები იყვნენ ერთად და ისეთივე დასასრული მინდოდა მე.. მაგრამ, ესეც კარგი იყო...
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№6  offline წევრი knuti

auu ra kargi xar<3 :'(

 


№7  offline წევრი მარიამი123

ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც წაიკითხა და მოეწონა.. <3<3 თქვენც ძალიან,ძალიან კარგები ხართ! ჩემი პირველი ისტორიაა და არც მეგონა ამდენს თუ მოეწონებოდა.. თქენი კომენტარები კი სტიმულსს მმატებს <3 მადლობა ამისთვის <3

 


№8  offline წევრი grifini

ვაიმე ეს რა იყო :O ასე გამიმეტე :'(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent