შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკარება ტუტუცი... (5)


16-11-2014, 22:34
ავტორი niwa
ნანახია 3 343

უკარება ტუტუცი... (5)

ბავშვებოო დიდი ბოდიში ამდენ ხანს რომ ვერ დავდეე,მზად მქონდა უბრალოდ კომპიუტერი არ მქონდა ეს დღეებია და ვერ დავდეე,იმედია მოგეწონათ,ველი შეფასებააასს


საშინლად არ ელოდა ირაკლი ამას,გაცოფებული მივვარდა ნიკასთან და დაარტყა მაგარი,ნიკა ჩემ ლოგინზე დავარდა,ნიკა წამოდგა დასარტყმელად მაგრამ შეჩერდა..მიხვდა რომ ის იყო დამნაშავე..ირაკლი გამწარებული გვიყურებდა ორივეს...
-ირაკლლი აგიხსნი ყველაფერს გთხოვ გაჩერდი..ვუთხარი ირაკლის და მუდარის თვალებით შევხედე
-მე და შენ მერე ვილაპარაკებთ,ჯერ ამ ნაბიჭვართან მაქ სალაპარაკო..და შეხედა ნიკას,ნიკა უხმოდ გაყვა,მეკიდე ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა, აარა დებილია ეს ბიჭი რაა,როგორც ჩანს ვერ აცნობიერებდა რა მოელოდა ირაკლისგან და ბიჭი ჰაეროვან კოცნებს მიგზავნიდა არა რა გეუბნებით ვერაა,ჩემზე მეტად დარტყმულია ეს ბიჭი,მაგრამ მაინც ვნერვიულობდი ირაკლი ძაან არ გაგიჟებულიყო...
(ირაკლი,ნიკა)
-ეხლა მომისმინე შე ,როგორ გაბედე ნუცასთვის გეკოცნა??!მე შენ სახლში დაგპატიჟე იმისთვის რომ მადლობა გადამეხადა რაც ნუცასთვის გააკეთე,მინდოდა ძმაკაცები გავმხდარიყავით და შენ ასე მიხდი??
-ირაკლი ეხლა მომისმინე მოდი კარგი?შენ მემგონი არანაირი უფლება გაქ ნუცასთან რამე ურთიერთობა ამიკრძალო,მე მომწონს ნუცა და ეს უკვე ჩემი საქმეა,ამ დარტყმას გაპატიებ იმიტომ რომ ეს შენ სახლში არ უნდა გემეკეთებინა მართალი ხარ მაგრამ ნუცასთან ვერ ამიკრძალავ ურთიერთობაას გაიგე? უთხრა ნიკამ და გაბრუნდა,წავიდა...
მივხვდი რომ რაღაც მომენტში ნიკა მართალი იყო და ვერ დავუშლიდი იმას რომ ნუცა მოწონდა,თან ისე არცაა ცუდი ბიჭი,ნუცას მოათვინიერებს და იქნებ შეცვალოს,ვაცდი ცოტახანს....
(ნუცა)
ნეტა რამოხდა?? მარა ,მთავარია ჩემთვის ირაკლის ავუხსნა ყველაფერი,ის ხომ ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანია მაგრამ არა ნიკა..იმას თავ-პირიც უტეხია,ისე კაია ერთი კარგად რომ მოხვდა ირაკლისგან ცოტას ისწავლის ჭკუას..ცოტახანში ირაკლი შემოვვარდა კი არ შემოვიდა
-გოგო შენ სულ გამოშტერდი??
-აუუ ირაკლი ძაან გთხოოვ რაა ერთი კოცნა არაფერია,ნუ ნერვიულობ
-რა არაფერია გოგო გაუბერე?? საკუთარ სახლში რამის ლოგინში შეძვერით და ეგღაა
-ეეე ირაკლი ძაან გაუბერე შენ მე კიარა კოცნაა დამეტი არაფერი თქო გითხარი ხოო,მითუმეეტეს იმ იდიოტმა მაკოცა
-და შენ არა ხო??
-ნუ არა
-აუუ რეებს მატყუებ პროსტა რაა ჩემი თვალით მაინც არ დამენახა ნუცა! მეორედ ესეთი რამ აღარ დავინახო ჩვენ სახლში გაიგე??
-გასაგებია,ეხლა გადი ოთახიდან
-და ქაჯი ნუხარ ხოლმე...ბოლო სიტყვებზე გაიცინა და გავიდა,არა ეს ჩემი ძმა რაღამ გადარია პროსტა რაას იცინოდა,არანორმალურია ეგეც...
იმ დღეებში გადავწყვიტე,მოტოციკლეტის პრავა ამეღო,მერე ვიყიდიდდი კიდეც და მერე კარგათ მეყოლონ სუ ყველა ვაბშე...დავიწყე მეცადინეობა,ასევე გადავწყვიტე სპორტდარბაზშიც მევლო,დროს მაინც გავიყვანდი,ამიტომაც ერთ საღამოს ჩემს არისტოკრატიულ მშობლებთან მივედი და ვეუბნები
-ლელა,ზურა პრავა უნდა ავიღო ..მოტოციკლეტის..ამაზე ქალბატონმა დედამ გადმოხედა
-ნუცა შვილო შენ მოტოციკლეტი არ შეგეფერება,ჯობია რამე ჯიპი გიყიდოთ,საზოგადოებაში უფრო კარგად გამოჩნდები
-მართალია ნუცა დედაშენი,სჯობს კარგად ისწავლო ტარება და მერე მანქანას მე გიყიდი,ხალხი რას იტყვის მოტოციკლეტით რომ დაგინახავს შვილო,ეს ხომ სირცხვილია..
-რაარი სირცხვილი ხალხო ნუ გადამრიეთ,არმინდა მანქანა მინდა მოტოციკლეტი და ვიყიდდი ისედაც,თქვენ მაინც არასდროს გაინტერესებთ ჩემი ცხოვრება..და მეორე სპორტდარბაზში მინდა სიარული,ისე რომ იცოდეთ სად დადის თქვენი შვილი,სხვა შემთხვევაში არ გეტყოდით... და გამოვბრუნდი წასასვლელად
-ნუცა,ხვალ საღამოს მივდივართ ჩვენი მეგობრის შვილის ქორწილში,შენც და ირაკლიც ხართ დაპატიჟებულები,ასე რომ მოემზადეთ და უარი არ იქნება იმიტომ რომ აუცილებელია ერთხელ მაინც გამოვჩნდეთ ერთად და ნუცა ჩემი თხოვნა იქნება შენ ელასტიკებით და სპორტულებით ნუ წამოხვალ,რამე ლამაზი კაბა იყიდე,წადი დღეს მაინც არაფერს აკეთებ..ფული გაქვს ბარათზე..
-კარგი "დედიკო"...გამოვბრუნდი და კარი გამოვიჯახუნე,ძაან მაღიზიანებდა ეს ვითომ და მზრუნველი მშობლები რომლებიც მარტო საზოგადოებაში არიან მაგარი მშობლები...ირაკლის ჩავუარე ბუზღუნით
-ეე სწერვა,რა გჭირს რას ბუტბუტებ შენთვის?
-სწერვა ბებიაშენია..
-ოო გეყო ეხლა რაა,რა გჭირს თქო
-რა მჭირს და ის მჭირს რომ ხვალ მივდივართ ქორწილში სამაგალითო ოჯახი მთლიანად და კაბის საყიდლად უნდა წავიდე..ვითომ ბედნიერმა ვუთხარი მაგრამ ირაკლი რისი ირაკლია რომ არ მიხვდეს..
-წამოგყვები გინდა?
-დიდად დამავალებ.. უცებ გავემზადე და ირაკლის დავუძახე წამო თქო
-აუ ქეთიც წამოგვყვება რაა..
-კაი ხოო,რაიყო ერთმანეთის გარეშე ვეღარ ძლებთ თუ რაიიყო
-აუუ ეხლა არ დაიწყოო ხოიცი როგორც მიყვარს და..
-და რაა?
-შეიძლება ცოლობაც ვთხოვო მალე
-რაააა?გაგიჟდიი??ესე მალეე?? საშინლად ვიეჭვიანე..ვაღიარებ,არ მემეტებოდა ირაკლი და რა ვქნა
-ხო რაღა მალე გოგო 2 წელი გახდება მალეე
-ხომარა მაინც დაიცადე რა გეჩქარება ნუუ
-და შენ ხოარ მოგყავს ცოლი რაიყო რა ბებიასავით მელაპარაკები
-მერე უნდა გადახვიდეთ სადმე? (ეს იმიტომ ვკითხე რომ ირაკლი ყოველთვის ამბობდა რომ მოვიყვან ცოლს ცალკე გადავალთო)
-ხოიცი არა მაგაზე ჩემი აზრი,რომ მშობლებთან არ ვაცხოვრებ ჩემ ცოლს ვინც არ უნდა იყოს..
-და მე მარტო მტოვებ?? მოვბუსხე ტუჩები..
-დარჩი ხოლმე ჩემთან
-მადლობთ,დაპატიჟებისთვის მაგრამ რძალს არ შევაწუხებ,არ თქვას მერე გაუთხოვარი მულია სწერვაო უკარებაო ისა ესაო და ჩამისახლდაო,არა იყოს მადლობთ არმინდა...
-კაი ხო გეყო მოდის ქეთა... გამაჩუმა უცებ...მოვიდა ჩემი სარძლო,გადამკოცნა მომიკითხა.თბილი გოგოა ძაან მარა არ იცის საკუთარი თავის ფასი...
თითქმის მთელი მაღაზიები შემოვიარეთ მაგრამ მაინც არაფერი მომწონდა,ესენი კიდე ისე დაიღალნენ რომ დავჯდებით ცოტახანი და მერე გვითხარი რომელ მაღაზიაში იქნები და ამოვალთო,ტუჩები ავბრუცე როგორც გინდათ თქო და განვაგრძე გგზა მარტომ...ეს დახამებული ქართველი ბიჭები კიდე ისე მიყურებდნენ თვალებით მჭამდნენ...მაგრამ მეკიდა..და ააი ისიიც,ძლივს მოვირგე ნუ მოვირგე რა მორგებული მომეწონა ძლიიივს,გრძელი დაშვებული სტილის და უკაან იყო ძააან დიდზე ამოღებულიი,წინ დახურული მართლა ძაან ლამაზი იყო,დიდზე ჩახსნილი წინაც,ფეხზე უკვე ვიცოდი რაც უნდა მეყიდა ამიტომაც მივედი იქაც ვიყიდე,ბოლოს გვრიტებთან მივედი,ზედ იყვნენ გადახვეულები
-მერეც მოასწრებთ რაიყოთ,ამდენ ხალხში რომ არ ეალერსოთ ერთმანეთს,მე ვიყიდე და წავედი ეხლა,მარტო წავალ
-მარტო სად წახვალ გოგო წამოდი მიგიყვან სახლში
-არმინდა ირაკლი მეთვითონაც წავალ და წამოვედი,ორივე გაკვირვებული მიყურებდა მეც გამიკვირდა რატო ვეუხეშე ესე,მარა რაც უნდათ ის უფიქრიათ,ტაქსი გავაჩერე და წწავედი სახლში,რომმივედი ლელამ დამიძახა მანახე რა იყიდეო,ხომ უნდა შეემოწმებინა ყველა დეტალი,სინთეტიკა და ა.შ ვაჩვენე და დიდად კმაყოფილი არ დარჩა,ძალიან ვულგარულიაო მარა ახლიდანვერ ვიყიდდი მე მომწონდა რაც მთავარი იყო..დავეგდე ლოგინზე.
მეორე დღეეს როგორც იქნა ავწიე თავი ბალიშიდან და სასწრაფოს შევვარდი აბაზანაში რომვინმეს არ შეესწრო..აუ რაკაი იყოო ცხელი წყაალი,იქიდან გამომაგდო ირაკლიმ დროზე გამოდი მეც მინდაო,მაგრამ არ გამოვედი ჯინაზე,მინდოდა გამებრაზებინა და ნერვები მომეშალა მისთვის... ზუსტად 2 საათის მერე გამოვედი და საშინელი სახით იდგა ირაკლი და მელოდა როდის გამოვიდოდი,არც შემიხედავს ისე გამოვედი..დავიწყე მზადება,ნადვილად მიყვარდა გამოპრანჭვა და მზადების პროცესი,თმა ოდნავ ავიწიე ოღონდ კუდი არ გამიკეთებია,კაროჩე ერთი სიტყვით მაგარ ვიდზე ვიყავი,როგორც ყოველთვის და როგორც ყოველთვის მე მელოდებიდნენ,რომ გამოვედი ირაკლი გაოცებული მიყურებდა და თან გაბრაზებული
-ნუცა რაარის მეტი ჩაჭრილი და ამოღებული კაბა ვერ ნახე?
-ვერა ირაკლი და მე მომწონსს...და გავედი გარეთ,როგორც ერთიანი ოჯახი ისე მივედით რესტორანში,ირაკლი დამეხმარა გადმოსვლაში და ხელკავი გამაყრევინა ძალით,ერთად შევედით დარბაზში როგორც ყოველთვის მივულოცეთ სიძე პატარძალს და ასე შემდეგ...ძაან მომაბეზრეებელი ქორწილი იყო..ცოტახანში მომივიდა მესიჯი "გამო გარეთ ცოტახანს" არვიცოდი ვინიყო და არც ვაპირებდი გასვლას,ნახევარი საათი ვიჯექი მოუსვენრად მაგრამ ინტერესმა მძლია და გავედი..და ვის ვხედავ..ჰოი საოცრებავ.. ნიკა დამხვდა თავისი მოტოთი,რა ბედნიერებაა ამის გულისთვის გამოვედი? მიხვდა რომ დიდად არ გამიხარდა მისი ნახვა მაგრამ,რააკაი იყო სუფთა ჰაერზე გამოსვლა
-კარგი გოგო ხარ,მარა დიდი ხანი მალოდინე
-მადლობა თქვი საერთოდ რომ გამოვედი,მაგრამ ჯობდა არ გამოვსულიყავი
-ჰაჰა გირჩევნია იმ მომაბეზრებელ ხალხში იყო??
-ნუ შეიძლება
-არაა არანაირად არ გინდა ეხლა იქ შესვლა.ამიტომაც მმოგაკითხე,წამო და ჩაფხუტი გამომიწოდა
-სად წამოვიდე ვერ ხარ?
-სად და გეუბნები აქედან წავიდეთ თქო,წამოდი ჩემთან ერთად
-სად?
-ეგ მე ვიცი უკვე სადაც...ვფიქრობდი გავყოლოდი თუარა,მობილურიც შიგნით მქონდა დატოვებული..როგორც მე მეკადრება დავიკიდე ყველაფერი,გამოვართვი ჩაფხუტი და კმაყოფილების ელვამ გადაჰკრა ნიკას სახეზე...მარა დიდხანს არ გექნება ნიკოლოზ ეგ კმაყოფილება...კაბა ისე ამიფრიალდა რამის ყველაფერი გამომიჩნდა,ვერ მივხვდი საით მივყავდი ნიკას,მაგრამ მერე კიი...მთაწმინდაზე მივდიოდით ამ შუაღამისას მოტოციკლეტიით....
აბა როგორი იყოოო???მოგეწონაათ??скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი bichinashvili ))

ki dzaan magaria :)) da shen magrad wer arc agvianeb mokled kargi xar !!
--------------------
mariam 13

 


№2  offline წევრი happiness

ki kaia mara an cota didebi dade xolme an ufro xshirad(

 


№3  offline წევრი tata...

Malee gaagrdzele da ar daagviano raa

 


№4  offline წევრი dea100

Auu magari gogo xar yochag maleeeeee

 


№5  offline წევრი niakonia6

dges wavikitxe yvela tavi da dzalian damainteresa <3 veli shemdeg tavs <3

 


№6  offline წევრი khatia khatia

კაია ტან დზაანნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent