შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება ანგელოზი (IV)


22-11-2014, 19:04
ავტორი susik-fusik
ნანახია 3 158

მწვანეთვალება ანგელოზი (IV)

... გოგიჩა, როგორც ყოველთვის, აგვიანებდა. გაჩერებაზე ატუზულ საშას მოსწყინდა, გვარიანადაც შესცივდადა იქვე, პატარა კაფეს შეაფარა თავი. პირდაპირ ბარისკენ გაემართა და ის იყო, ყავა უნდა შეეკვეთა, რომ ვიღაცის გულიანმა კისკისმა უკან მოახედა. კუთხეში მიმდგარ მაგიდასთან, ერთი ბიჭისა და სამი გოგონას გარემოცვაში, მწვანეთვალება ანგელოზი იჯდა და იცინოდა. საშას სიხარულისაგან სუნთქვა შეეკრა. ყავაც დაავიწყდა, გოგიჩაც და მთელი ქვეყანაც. გოგონამაც იგრძნო ბიჭის დაჟინებული მზერა, მოიხედა, უყურა, უყურა და გაბრწყინებული სახით მისკენ გამოემართა.
-გამარჯობა!
-გამარჯობა! - ძლივს ამოილუღლუღა საშამ.
-თქვენი დახატული სურათი ყველას მოეწონა. პარკში რატომ აღარ დადიხართ?
-პარკში?! - დაიბნა ბიჭი. -აჰ, პარკში... - უცებ გაიაზრა გოგონას სიტყვები და სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებთ? - გაუკვირდა გოგოს.
-ღმერთო ჩემო, როგორ ერთხელ მაინც არ მომივიდა თავში აზრად, პარკში მომეძებნეთ...
-მაშ, მეძებდით?! - გოგონა გაჩუმდა და თავისი მწვანე თვალებით გულუბრყვილოდ მიაჩერდა საშას. იმ წუთში ისეთი საყვარელი იყო, ბიჭმა ძლივს გაუძლო ცდუნებას, რომ გულში არ ჩაეკრა. წვალებიტ გადააგორა გამშრალ ყელში გაჩხერილი ბურთი და ხმის კანკალით ჰკითხა:
-რა გქვია?
-თიკო, უფრო სწორად - თინიკო, მაგრამ თიკო მიღცევნია. შენ რა გქვია?
-საშა.
-რუსი ხარ? - უკმაყოფილოდ აბზიკა პაწაწინა ცხვირი თიკომ.
საშას გაეცინა:
-არა, რუსი არა ვარ, რატომ მკითხე?
-საშამ მქვიაო, რომ მითხარი?
-ააა, აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე. მეც ალექსანდრე მქვია, მაგრამ საშა მირჩევნია, - გამოაჯავრა გოგოს.
-ალექსანდრე ჰქვია მამაჩემსაც, მაგრამ ახლობლები სანდროს ეძახიან, - "დაეჭვდა" თიკო.
-კარგი, ბატონი, რადგან საშა არ მოგწონს, თანახმა ვარ, დღეიდან სანდროდ ვიწოდებოდე.
-არა, რატომ, იყოს საშა... - "დიდსულოვანი" გადაწყვეტილება მიირო თიკომ. - საშა, ყავაზე არ დამპატიჟებ?
-როგორ არა... -დაფაცურდა საშა და ახლაღა მიხვდა, მთელი საუბრის განმავლობაში ფეხზე რომ იდგნენ. - მიდი, დაჯექი, ახლავე ავიღებ ყავას...
თიკომ კიდევ ერთხელ გაუცინა ბიჭს და მაგიდასთან მოიკალათა. საშა ორი ოხშივარავარდნილი ფინჯნით დაბრუნდა. ერთი თიკოს მიუჩოჩა და გვერდით მიუჯდა.
-თიკო, მე შენი ვალი მაქვს...
-ვალი? - გაუკვირდა გოგონას.
-ის ფული, მაშინ პარკში რომ მომეცი... - საშამ ჯიბიდან ათლარიანი ამოიღო და თიკოს მაგიდაზე ჩამოდებულ მუჭში შეუცურა... გოგონამ ყურადღებით შეხედა ბიჭს და დიდხანს არ მოუცილებია თავისი მწვანე თვალები...
-სად ხარ, ბიჭო... გავითოშე! - გარინდებულ წყვილს მეხივით დაატყდა თავს ცხვირაწითლებული გოგიჩა. მიპატიჟებას არ დალოდებია, ხმაურით გამოსწია სკამი, უცერემონიოდ წამოსკუპდა და საშას ყავით სავსე ფინჯანი თავისკენ მიიჩოჩა.
-თიკო, ჩვენ მივდივართ! - გამოსძახა მეზობელი მაგიდიდან მეგობარს წითურთმიანმა გოგონამ.
-ახლავე, ახლავე, მარი, - თიკო უხალისოდ წამოდგა, ჩანთაში კალამი მოიძია, პატარა ფურცელზე ტელეფონის ნომერი დაწერა და საშას მიაწოდა. - დამირეკე!..
ჩანთა მხარზე მოიგდო, სკამის საზურგეზე გადაკიდებულ ძვირფას "დუბლიონკას" დასწვდა და ქუსლების ბაკუნით გასასვლელისაკენ გაემართა. საშკამ თვალი გააყოლა, ამოიოხრა... გოგიჩას ყავა სასულეში გადასცდა და ისეთი ხველა ატეხა, მთელმა კაფემ მათ დაუწყო ყურება.
-დახრჩობა! - "მიეხმატკბილა" საშა.
-დიდი მადლობა.
-არაფრის...ყოველთვის უდროოდ რომ არ გამოეჩხირო, არ შეგიძლია?
გოგიჩას გაოცებისაგან თვალები დუმრგვალდა.
-გიჟი ხომ არ ხარ, რას მეჩხუბები, შენ არ დამიბარე?!
-დაგიბარე, თორემ მოფრინდი დროზე...
-რა ვქნა, ძმაო, დაგვიანება ჩემი სტილია, - ხელები გაშალა გოგიჩამ.
-ჰოდა, ერთხელ მაგ "სტილისთვის" ცხვირ-პირს რომ დაგინგრევ, მერე გაიგებ... - შუბლი შეიკრა საშამ.
-შენ რაღაცაზე აღრენილი ხარ, მე რა შუაში ვარ? თუ მოდიხარ ნიკასთან, წავიდეთ. გველოდებიან.
-მარტო წადი... აღარა ვარ ქეიფის გუნებაზე...
გოგიჩა თითქოს რაღაცას მიხვდა. თავი გადააქნია და მეგობარს ის ჰკითხა, რასაც საშა თვითონაც ეკითხებოდა საკუთარ თავს:
-მდაა, შეყვარებული ხარ?!
-რაო? რა სისულელეს ამბობ..
-სისულელე კი არა, ასპროცენტიანია... ყველა სიმპტომი აშკარაა. ამიტომ გაგიტკბა ამ ბოლო დროს უნივერსიტეტის ბაღში სეირნობა?!
-უნივერსიტეტის ბაღში სახატავად დავდივარ...
-ეგ ზღაპარი ინას და ბებიაშენს მოუყევი... მე ვერ მომატყუებ. რაღა მაინცდამაინც იქ გაწუხებს მუზა?.. მერე მაგ ქალბატონის პროკურორი მამისა არ გეშინია?
-ვინ პროკურორიო,რას ამბობ?!- ვერ მიხვდა საშა.
-ვინ და, შენს "მუზაზე" მოგახსენებ. არ იცი, ვისი შვილია?!
-არა!
-ეე, ძმაო, აბა შენა ხარ, რა! თიკო ნინუას იმისთანა კავალრები ჰყავს დაწუნებული...
-თიკო ნინუას?!
-გაიღვიძე, რა! - უკმაყოფილოდ დაიღრიჯა გოგიჩა. - ახლა, ამ მაგიდასთან გოგო რომ იჯდა, არის თიკო ნინუა, ლევან ნინუას დაიკო და პროკურორ ალექსანდრე ნინუას ქალიშვილი. ახლა გაიგე?!
-წარმოუდგენელია! - საშა ყურებს არ უჯერებდა. - ლევანის და... იმ ლევანის და, ჩვენთან რომ სწავლობდა?
-დიახ. მართალი ბრძანდებით. ლევანი ერთადერთი ინტელექტუალია მაგათ ფულითა და ამბიციებით სავსე ოჯახში. ვეღარ გაუძლო და იმიტომაც გადაიხვეწა დიდ რუსეთში.
საშა ენაჩავარდნილივით იჯდა და გოგიჩას გაოგნებული შესცქეროდა...
-ჰოდა, სანამ დროა, შეეშვი... საშენო გოგო არ არის.
-რატომ, რადგან ფული არა მაქვს? - იფეთქა საშამ.
-მარტო ფულში არ არის საქმე. თიკო შენ ვერასოდეს გაგიგებს. სხვადასხვა მასალისგან ხართ ჩამოსხმულები, გესმის? დაივიწყე, ამოიგდე თავიდან, ასე ჯობს!..
-არ შემიძლია, უკვე მიყვარს... - ჩაილაპარაკა საშამ.



P.S მადლობა ბავშვებო რომ კითხულობთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი fancy

საწყალი ბიჭი .... დებილი თიკო რა >_< განებივრებული მამიკოს ფულებით როა

 


№2  offline წევრი qetu

და ახალს როდის დადებ

 


№3  offline წევრი qetu

სად დაიკარგე რატო აღარ დებ რამეს.ასეთი ლამაზი ისტორია იმედია არ შეწყდება ასე ცუდად და გაურლვევლად.

 


№4  offline წევრი susik-fusik

qetu
და ახალს როდის დადებ

დღეს:)

qetu
სად დაიკარგე რატო აღარ დებ რამეს.ასეთი ლამაზი ისტორია იმედია არ შეწყდება ასე ცუდად და გაურლვევლად.

არ ვაპირებდი დადებას მაგრამ აზრი შემაცვლევინა თქვენმა კომენტარებმა :))
--------------------
A.M

 


№5 სტუმარი Guest baia

Es wigni saxlshi maqvs chemi usayvarlesi Romania. Tu vinmes gainteresebt dasasruli shemidzlia wigni gatxovot.... ps..ogond ukan unda damibrunod:d

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent