შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე(Part1)


24-11-2014, 20:05
ავტორი Tamo Khudzhadze
ნანახია 1 890

მე არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე(Part1)

ოცი წუთია რაც თეთრ რკინის კარებთან ვდგავარ და უშედეგოდ ვაკაკუნებ..როგორც იქნა ჩემი "ჩაყინული" ტვინი მიხვდა რომ ტელეფონზე დამერეკა.რამდენიმე გამაყრუებელი ზარის შემდეგ როგორც იქნა გაისმა სასურველის ხმა.
_გისმენთ..
_მზია(რუსულის მასწავლებელი) მას თაკო ვარ...
_ხო თაკო..
_არ ხართ სახლში?
_შენთვის თორნიკეს(სკოლელი) არ მოუწერია რომ დღეს საავადმყოფოში მივდივარ?
_არა არ უთქვამს.
_არადა მითხრა მივწერო..
_ხო კარგით არაუშავს..აბა როდის მოვიდე?
_ჩემი ძმა ჩამოვიყვანე ქუთაისიდან და დღეს ოპერაცია უნდა დაუნიშნონ,ამიტომ ერთი კვირა ვერ მოვალ...მარტოს ვერ დავტოვებ.
_კარგი...ჯამრთელობას ვუსურვებ.
_მადლობა და დიდი ბოდიში.
_არაუშავს.
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და თორნიკეზე გაბრაზებული გავუდექი სახლისკენ გზას.ეხლა ნოემბრის მიწურულია და ამის მიუხედავად მაინც სიცივე ძვალ_რბილში ატანს..როგორ არ მიყვარს ეს სიცივე...
სიცივის მიუხედავად მაინც თხლად მეცვა თხელი გრძელ მკლავიანი ზედა,შავი კაპიშონიანი ჟაკეტი,ლურჯი შარვალი და ასევე ლურჯი დაბალყელიანი კეტები..როგორც მარო(დედაჩემის დედა) ბებო იტყოდა "გაფართხალებული" მაიკით და "გაფლაშული" კედებით ვიყავი.
ხო რაც შეეხება ვინ ვარ მეე???მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ არა ჩვეულებრივი ქცევებით და ხასიათებით.მე ვარ თაკო ხუჯაძე 19წლის..
გარეგნობაც ჩვეულებრივი მაქვს..მაღალი,კარგი ტანის,წელამდე შავი სწორი თმით და ჭაობისფერი თვალებით.მოკლედ ერთი უბრალო გარეგნობის გოგო ვარ ბრალიანი თვალებით
ხასიათები?ხასიათებით მართLა კი გამოვირჩევი...ვარ რვა მაისს დაბადებული,ზოდიაქოთი ვარ თხა რაც შეიმჩნევა ჩემს ხასიათებში,ვარ აშინლად ჯიუტუი და ყველაფერი გამაქვს "რქებით".ჩემი ძმის გადამკიდე ყოველთვის ბიჭებთან მკონდა ურთიერთობა და ეხლაც ესეა...

ოჯახი?მყავს "სუპერ-გუპერ" მშობლები...დედა ხათუნა ვაშაკიძე,რომელიც მართლა ჩემი დაქალი და მესაიდუმლეა და მამა ზურა ხუჯაძე,ჩემთვის სამაგალითო ადამიანი,მისგან ყოველთვის საჭირო და კარგ რჩევებს ვისმენ!!რაც შეეხება დედმამიშვილებს მყავდა ტყუპისცალი ძმა ტატო...ის ჩემი მოურჩენელი ტკივილი და ჯერ კიდევ მოუშუშებებლი იარაა... უკვე ერთი წლია რაც ის ჩემს გვერდით არ არის,მაგრამ დღემდე არ მჯერა ის რომ ის არასოდეს არ დაბრუნდება!!! ასე მგონია ის ისევ მოვა ჩემთან და გამიბრაზდება იმაზე თუ რატომ მოვაკელი ჩემს თმებს სიგრძე..ის ზუსტად ჩემნაირი იყო.უფროსწორად მე ვიყავი მისნაირი!!!ჩვენ ცალ-ცალკე ადამიანი კი არა ერთი მთლიანობა ვიყავით... მაგრამ მყავს უმცროსი ძმა ალექსანდრე..რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყავრს!!რა შემიძლია მასზე ვთქვა???რავიცი ყველაფერი კარგი!!!აი სუ სუ სუ ყველას მირჩევნია ჩემი ყალთაბანდი ბიჭი...ჯერ მხოლოდ ოთხი წლის არის,მაგრამ აქედანვე ეტყობა რა "გოგონების მუსუსი" იქნება ეს მაიმუნი ბავშვი! თან გარეგნობაც რომ უწყობს ხელს:თავის ასაკთან შედარებით მართლა ძალიან მაღალია,სუსტი,ოქროსფერი შუბლზე "პრუჟუნებად" ჩამოყრილი კულულებით და "ქამელეონის"(აი ისეთი თვალებით ამინდის და ჩაცმულობის მიხედვით რომ იცვლის ფერს) თვალები,პატარა "კურნოსა" ცხვირი და საოცარი ღიმილი.
სამეგობრო წრე??აი ეს უკვე სხვა თემა და სხვა განზომილებაა...
ჩვენ მართლაც ბევრი ვართ...სულ რაღაც შვიდი ადამიანი...
მე(ისტერიჩკა ფსიქოპატი)თაკო ვაშაკიძე(დადუ),ნინიკო ნუცუბიძე(ნუცუ),ჯეკო ტიგინაშვილი(ტიგინა)ტატო კახაძე(ჯერ ვერაფერი მოვუფიქრეთ )გიო შუბლაძე(სიმპატიჩნიი მალჩიკ) და ჯუბა ჯაჭვლიანი(ამას ვერ ვუბედავთ ზედმეტსახელსი დაძახებას)...აი ეს ის ჩემი დიდი ოჯახია სადაც მართლა ყველაფერი ვარდისფერია!!!სწორედ მათ გადამატანინეს ის ტკივილი რაც ერთი წლის უკან განვიცადე.ესენი ის ადამიანები არიან რა დროც არ უნდა იყოს,სადაც არ უნდა ვიყო,როგორც არ უნდა მიჭირდეს,რაც არ უნდა მჭირდეს ყოველთვის ჩემს გვერდით არიან!!!სწორედ ეს ადამიანები მეამაყებიან...

მე კი ეხლა ამ ქარში და წვიმაში,ასე თხლად მივაბიჯებ მანქანების ტრასაზედა თრნიკეზე გაბრაზებული მისი მოკვლის და გვამის გადამავლის გეგმას ვსახავდი გონებაში როდესაც გვერდით,საოცრად ახლოს და სწრაფად ჩამიარა შავმა მერსედესმა და თან სულ დამასველა!!!"უხ დღეს ყველა როგორ ნერვებს მიშლის!!!იდიოტი!!!კრეტინი!!! არ შეეძლო ისე აევლო გვერდი წყლის გუბესთვიის, რომ მე არ შემომსხმოდა???ანდა საერთოდ ნელა გასულიყო და არ შემომასხამდა!!!იდიოტი!!!უტაქტო!!"
ამ ლანძღვაში ისე მივედი ბინამდე აზრზეც ვერ მოვედი,შვიდი სართული ავირბინე და სახლის კარები შევაღე..როგორც მჩვევია ეხლაც კედები კარებთან მივყარე და მთელი ხმით დავიყვირე..
_დეე მოვედი!!!
_ჩუმათ იყავი თაკო ალექს ძინავს!
_ასე გვიანობამდე?
_ასე გვიანობამდე კი აარა შენ რა გინდა ასე ადრე სახლში ინგლისურიდან რუსულზე ხომ უნდა მისულიყავი..
მეც სამზარეულოში შევედი და დედაჩემის ზურგს მოვეხვიე.
_რა სველი ხარ გოგო!!!
ეს დამიყვირა და ჩემსკენ შემომიტრიალდა..ასეთ დღეში რომ დამიანხა სიცილი აუტყდა..
_რა დაგემართა?
მითხრა სვენებ_სვენებით და თან მისი ტელეფონი აიღო ხელში..
_ვიღაც იდიოტმა მანქანით წყალი შემომასხა.
_მოდი დედი ჩემთან..
გამიკვირდა ესე რატომ მითხრა,რადგან როცა მსგავსი რამ მემართება სულ მცირე ერთი კვირა მაინც იცინებს ამ ამბავზე...მეც მხრები ავიჩეჩე და გგვერდით დავუდექი..
_სელფი..
დაიყვირა დედაჩემმა და ტელეფონით სურათი გადაიღო..მერე კი სიცილი დაიწყო...
_FB_ზე დავპოსტავ და დაგთაგავ..
მითხრა და გაზქურას მიუბრუნდა..ალბათ ხვდებით რა გადარეული და საოცრად მაგარი დედიკო მყავს მე!ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო სიცილით გადავყირავდებოდი,მაგრამ ეხლა "მსხვერპლი" ხომ მე ვიყავი?ამიტომ გაბრაზებული სახით ვიდექი და დედაჩემს ვუყურებდი..
_კაი ეხლა მაგაზე არ გამიბრაზდე.
_მე ოთახში ვარ!
ვუთხარი და ოთახისკენ ავიიღე გეზი..როცა გარდერობზე ჩამოკიდებულ სარკეში ჩავიხედე ჩემი სილუეტის შემეშინდა..თმები ქარისგან საშინლად გამჩეჩვოდა,დასვრილი შარვალი და სველი ზედა..ჩემს თავზე გამეცინა და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი,რადგან ერთი სული მქონდა როდის მოვიცილებდი სხეულიდან სველ ტანსაცმელს.ნახევარ საათში უკვე ტატოს შავი მაიკით და სველი თმით ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და ეზოში ვიყურებოდი.ოთახის კარები დედამ შემოაღო და ჩემკენ წამოვიდა.
_დეე ესე ძაან გეწყინა?
მკითხა და გვერდით ჩამომიჯდა.
_არაა დეე უბრალოდ თავს შეუძლოდ ვგრძნობ?
როცა ჩემი ხრიალი გავიგე წამით ვიფიქრე ეს ჩემი ხმა არ იყოთქო..ეხლა მივხვდი თუ როგორ ძალიან მტკიოდა ყელი.
_დედი ყელი გტკივა?
_ძალიან დეე.
შუბლზე ცივი ხელი მომადო..
_მემეგონი სიცხეც უნდა გქონდეს მიდი ლოგინში შეწექი და მე თერმომეტრს მოგიტან..
მითხრა მზრუნველი ხმით და ოთახი დატოვა,უკან წამლებით ხელშ დაბრუნდა.


P.S.აბა რას ფიქრობთ????კარგია?ღირს კი გაგრძელება?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი nia^_^

Auu gagrdzele dzaan magaria...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent