შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორია უშენოდ(1)


24-11-2014, 20:52
ავტორი Blonde Girl
ნანახია 1 313

ისტორია უშენოდ(1)

პირველი რეაქცია?
არ იკითხოთ!
თბილისში თოვდა,თანაც როგორ!ბარდნიდა და საღამოს ზეარაჩვეულებრივს ხდიდა.ზოგი ბრაზდებოდა,ყველას ჩემსავით არ უყვარს თოვლი.ზოგი ბედნიერობდა , როგორ აბა?? თბილისში თოვდა და თანაც ასე გიჟურად,ასე უჩვეულოდ,ისე აი მე და შენ რომ მოგვეწონებოდა და მეც გახარებული ვადევნებდი ამ ულამაზეს პროცესს თვალს.რა მიხაროდა?რატომ მიხაროდა?სად ვიყავი,ან თუნდაც რა მესაქმებოდა აქ..თბილისში?
გეტყვით,მხოლოდ მადროვეთ.
მოდი,ჯერ რეაქციებს აღვწერ.იყო ზარები ტელეფონზე.
თოვლი მოდისო..
რომანტიკააო..
ჩემს გოგოს/ბიჭს ძალიან უყვარს თოვლიო!
ზოგიც-ეს რა ამინდიაო!
ამ ამინდის დედაცო!
ჩამიშალა ამინდმა გეგმებიო!
სხვა რაში მაინტერესებს და მე კი ბედნიერების ზენიტში ვიყავი.როგორ ეხლა , ჩემი ნატუკას დაბადების დღე იყო და თანაც თოვდა.გაიგეთ?! თ ო ვ დ ა !
-წამო გეხვეწები ვირბინოთ თოვლში-არ მეშვებოდა ნატუკა და მეც მხოლოდ იმიტომ,რომ მისი დაბადების დღე იყო ,და კიდევ ბევრი იმიტომ,რომ გამომივა..მოკლედ ჩვენ ! თოვლი! თბილისი! ღამე!


მეორე დილით?!ცალკე მე ვიწექი სიცხიანი,ცალკე ნატუკა და ცალკე ალბათ ისინი,ვინც ნატუკას სიგიჟეს აჰყვა-ნებით თუ უნებლიედ!
-ლელა,ვკვდები ხო?-გავძახე დედას.
-მოსაკლავი კი ხარ!
მოკლედ,წამლების ყლაპვაში გავიდა დრო საღამომდე.ბოლოს ჩაიზე რომ ავდექი ასე თუ ისე გაუმჯობესებას ვგრძნობდი.ელენეს ველოდებოდი და ავდგებოდი ,აბა რა?!

-გოგო!!შენ რო წახვედი,ისეთი ტიპი მოვიდა,აი ნუ !
-რა ვქნაა?!
-აუ,ნუ რა უჟმური ხარ.თოვლია გოგო გამხიარულდი!
-მხიარული ვარ სიცხიანის კვალობაზე,რა გინდა.-შევუტიე დაქალს.
ელენე?ელენე ხო ჩემი გული იყო,ჩემი კრასოტკა,მაგრამ აი ნატუკა?არ შევადაროთ არც დაქალს,არც დას!ეს იყო ჩემი სულის ის ნაწილი,რომელსაც ვერ დავკარგავდი,ძალიანაც რომ მომენდომებინა.

სიყვარული?
სიყვარული,ვფიქრობ,ის ერთადერთია,რომელიც სრულყოფილს ხდის სამყაროს.სიყვარული ყველაზე სასიამოვნო სენია!
არა,არა!შეყვარებული არ ვარ!ვყოფილვარ,თუმცა თინეიჯერობის ასაკში.ახლა,როცა 20წლის ვარ ცოტა სხვაგვარად აღვიქვამ სიყვარულს და სიყვარულის ობიექტსაც.
მეგობრები?
ხომ გითხარით!
ელენე და ნატუკა-ეს ორი გული და სული!კიდევ ის,ორი მთავარი ფიგურა,რომელიც ჩვენს სამეგობრო წრეს სრულყოფილს ხდის.გეგა და ვაჩე.აი ისე,კი მყავს მეც საყვარელი ადამიანები და ახლობლები.გეგა ნატუკა?კი,კი!არგეშლებათ.ნამდვილად . ისინი- ყველაზე ოქრო წყვილი.
ასე და ამგვარად ჩვენ ხუთნი ვართ იდეალურები ერთმანეთში.და იმ შემთხვევაში თუ,ამ ხუთეულს ერთი მაინც აკლია(ამა თუ იმ მიზეზის გამო)იდეალურები ვეღარ ვართ.

ნატუკას დაბადებისდღიდან ერთი თვის შემდეგ,გეგა და ნატუკა დავიდნენ აზრამდე,რომ მათი ურთიერთობა თანაცხოვრებაში უნდა გადაზრდილიყო.თუმცა!ნატუკა ამას უფრთხოდა და თავსაც იკავებდა.ბევრჯერ იკამათეს გეგამ და ნატუკამ ამაზე.გეგა ამტკიცებდა-მზად ვართო!
ეს გოგო კიდე თავს იგიჟებდა და ჩვენც გვაგიჟებდა.გეგა შემომჩივლებდა ხოლმე,გეხვეწები რამე უთხარიო.მე რად მინდოდა მაგის შეხსენება,ისეც სულ მაგას ჩავკირკიტებდი,მაგრამ ვერ მოვარჯულე!თურმე სად ხარ!!
ასე მუდამ უკმაყოფილო,მუდამ უარე მყოფი ნატალია,ადგა და ერთ მშვენიერ დღეს გაიპარა გეგასთან ერთდ.არა ჩემო კარგებო,არც შეცდომით წაგიკითხავთ და არც თქვენს კომპიუტერს არ "გაუჭედავს.სწორად წაიკითხეთ. ისინი გ ა ი პ ა რ ნ ე ნ !ამ ნაბიჯს მართლაც არ ველოდი.არც არავინ უშლიდათ ურთიერთობას და არც რამე დაბრკოლება არ ყოფილა.მოუნდათ რაღაც უჩვეულო და .. ჰოპ!მეხის გავარდნას გავდა თუ მზის ამოსვლას ეს ამბავი ვერ მივხვდი.მზის ამოსვლა იყო ნატუკას თანხმობა,მაგრამ გაპარვა?მეხს მართლაც უტოლდებოდა!
ორ დღეში დაბრუნდნენ გეგა და ნატა.ნეტა გენახათ,რა ოვაციებით შევხვდით.არამარტო ჩვენ.მთელი თბილისი გიჟად იყო.გოგონები ამბობდნენ გეგა წაგვართვესო(არადა გეგა ნატუკას გარდა არასდროს არავისი ყოფილა)
ბიჭები კი ნატუკა მორჩა,გეგასიაო!მოგვიგოო!მორჩაო!გაიმარჯვაო!

მაინც არ დავშლილვართ.პირიქით ,ახლა წყვილის საცხოვრებელში ვიკრიბებოდით და ერთიანი ძალებით ვუმკავდებოდით ჭორიკანა ხალხს,რომელიც რატომღაც სულ ცდილობდა რაღაცაზე რაღაც დაემატებინა.

ის დღე თუ მახსოვს?
რა თქმა უნდა !
მაშინ პირველად მივხვდი,რა არის შიში!
დედას მანქანა ვეთხოვე და ჩემს ბავშვებთან მივდიოდი,ვაჩესთან იყვნენ.თოვლიან თბილისში მოძრაობა ჭირდა,მითუმეტეს მანქანით.კარგად მახსოვს ის მძაფრი შეგრძნება,როცა სუნთქვა შემეკვრაროცა თვალებზე სიმძიმე ვიგრძენი და მივხვდი,რომ დანებება ერთადერთი გამოსავალი იყო.რა მოხდა?დავეჯახე!

მოსაბეზრებელი კითხვებით უფრო ამატკიეს თავი,ვიდრე ნამდვილი მიზეზით.
მიზეზი?
ტვინის შერყევა!

ისე რა დაგიმალოთ და გვერდით პალატაში მყოფი ლუკა ძალიან მაფორიაქებდა.სულ რამდენჯერმე მოხდა..

შემთხვევა N1
ტვინის შერყევით და მოტეხილი ხელით,კიდევ იმ დაჟეჟილობებითთ ასე რომ მაწუხებდა-ვიწექი პალატაში და წიგნს ვკითხულობდი,რომ ამით მაინც გამეყვანა დრო ვიდრე ნატუკა მოვიდოდა ჩემთან.კარები გაიღო და მანამ შემოვიდოდა მივახალე:
-აქამდე სად იყავი?!
-აქამდე,არ ვიცოდი ასეთი გოგო თუ იმალებოდა გვერდით პალატაში,თორემ დამიჯერე არ დავაგვიანებდი.
პირველი რეაქცია?ჟრუანტელმა დამიარა.მოულოდნელობით თუ სიბრაძით,თუ...სიამოვნებით?!არაა!
თავი ნელა ავწიე და უცნობს მივაშტერდი,რომელიც მოტეხილი ფეხით და სახვევებითაც მშვენივრად გამოიყურებოდა.
-პალატა შეგეშალა!-ხმა გავიმკაცრე.
-არ შემშლია..ისე შემოგიარე,მაინტერესებდა ვინ იყო ის გოგო ექიმები რომ გადარია
გამიკვირდა,რა დროს მოვასწარი ექიმების გადარევა?თუმცა ისე მძულს თითოეული ექიმი-მოუხდებათ!
ეს შემოვლა შემოვლად დარჩა,ორი წუთით გამაკვირვა და წავიდა.მეორე შეხვედრა?უფრო დამამახსოვრდა.განა რა უნდა გაეკეთებინა ფეხმოტეხილ,ერთობ სიმპატიურ ახალგაზრდას ისეთი?როგორღაც,ჩემი სუსტი წერტილი იპოვა და
საავადმყოფოდან გაწერიდან წინა დღეს ძლივს "შემობლადუნდა" თავისი ყავარჯენით და შოკოლადის ფილები დამაყარა.რეაქცია?
იმხელა ვიკივლე ბიჭი კინაღამ გავაქციე!
დასკვნა:ცოტა გიჟივით გამომივიდა!



__
პ.ს.ესეიგი ქერა გოგო,თეკლე დაბრუნდა!ძალიან მინდა თქვენი აზრი რომ დააფიქსიოთ,საერთოდ ღირს თუ არა გაგრძელება.
მოთხრობა არც პირველია ჩემთვის ამ საიტზე და არც უკანასკნელი,უბრალოდ ძველი "ექაუნთი" რატომღაც გაუქმდა და ვეღარ ევდივარ იქ.მე კი ერთწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი.მიყვარხართ თბილებო! <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent