შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი მისა !(თქვენი რჩევაძალიან მჭირდება )


30-11-2014, 13:00
ავტორი fantasma
ნანახია 1 351

ცისფერი მისა !(თქვენი რჩევაძალიან მჭირდება )

გამარჯობათ! ცოტა ხნის წინ დავასრულე წერა ჩემი ნაწარმოების ''არც ისე მშვენიერია ცხოვრება''. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ერთ-ერთი სქელტანიანი ნაშრომი რომელსაც ამჯერადაც ვწერ . მიუხედავად იმისა ,რომ უკვე დიდი დრო შევალიე არც ისე ბევრი მაქვს დაწერილი გამომდინარე მისი სპეციფიკური ხასიათისა.
ამ ნაწარმოებში ერთდროულად გავაერთიანე: ისტორია,ფანტასტიკა და დრამა . სიმართლე ,რომ ვთქვა თავიდან თავს ვარიდებდი ამაზე მუაობას იმიტომ ,რომ მერთულებოდა და მიმაჩნდა ,რომ სათანადო გამოცდილება არ მქონდა . მიუხედავად ამისა გავრისკე და წერა დავიწყე .
ეს არის ნაწარმოები სადაც მკითხველი ძალიან ბევრ ისტორიულ პერსონაჟს სრულიად განსხვავებული ხედით დაინახავს და წარმოიდგენს. ეს არის ნაწარმოები სადაც ბევრი პერსონაჟი ,რომელიც უკვე იცანით სულ სხვა სპეციფიკურ დატვირთვას შეიძენს. მოგვითხრობს საკუთარ თავზე და განცდებზე . მის წარსულზე და სამომავლო გეგმებზე


მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი იქედან რაც ჯერ მაქვს დაწერილი და გთხოვოთ მირჩიოთ ღირს თუ არა რომ წერა განვაგრძო .


‘’ცისფერი მისა’’ ისტორიული ფანტასტიკაა რომელსაც ამჯერადაც ვწერ . მის დასაწერად მართალია ძალიან ბევრი რამ გამოვიგონე ,მაგრამ ბევრი ნიუანსი ავიღე საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდიდან და ვეცადე ჩამედო მასში განსაკუთრებულობა და ეროვნული ხასიათიც . მართალია ეს მცირე ეპიზოდი სრულად ვერ ასახავს ნაწარმოების შინაარსს მაგრამ იმედია მცირე შთაბეჭდილებას მაინც შეგიქმნით .
მოგვიანებით როცა ნაწარმოების გარკვეულ ნაწილს დავასრულებ ფეისბუქ გვერდს შევქმნი და თუ სურვილი გექნებათ იქ შეგეძლებათ წაიკითხოთ ეს ნაწარმოები

ქვემოთ წარმოგიდგენთ მცირე წინარეისტორიას და ასევე მცირე მონაკვეთს მიმდინარე მოვლენებიდან .
გთხოვთ არ დაიზაროთ კომენტარები . ძალიან მჭირდება რჩევა
გმადლობთ!!!





‘’ცისფერი მისა’’

ისტორია მოგვითხრობს პატარა სამეფოს ‘’იბირის’’ ისტორიას ,რომელსაც მრავალი საუკუნის წინ განადგურებას უპირებდა მტარვალი მტერი . იბირის სამეფო უზარმაზარ ნახევარკუნძულზე მდებარეობს . მის გარშემო რამდენიმე ქვეყანაა : მათს შორის მაღალმთიანი სოვინი ,ზღვით შემოსაზღრვრული სავთა და ‘’შავ მიწად’’ წოდებული კორითი. მტერთან საბრძოლველად იბირის მაშინდელი მეფე აბარკარდ ჯეოფსი ოთხივე სამეფოს აერთიანებს და რამდენიმეწლიანი ომის შემდეგ ქვეყანაში სიმშვიდე მყარდება . საპასუხოდ გაერთიანებული იბირის ტერიტორია სამთავროებად იყოფა ზუსტად ისე როგორც ადრე იყო . მმართველები კი უპირობოდ ემორჩილებიან აბარკარდს. მართალია გარეგნულად ყველაფერი კარგად მიდის ,მაგრამ სხვისი ბატონობის ქვეშ ყოფნის იდეა დღითი დღე მძიმე ლოდად აწვებათ გულზე მთავრებ და შესაფერის დროს ელიან წარსულის დასაბრუნებლად.
ახლა ქვეყანას აბარკარდის შვილიშვილი რაგან ჯეოფსი მართავს, რომელსაც ცოლად უთვისტომო ქალი ჰყავს . ერთ დროს მეფემ იგი ნადირობისას იპოვა და უგონოდ შეუყვარდა . ცოლად შეირთო და უკვე ცხრამეტი წელია ‘’ცისფერ მისაში ‘’ ცხოვრობენ . სასახლეში საიდანაც იმპერია იმართება.
შესაფერისი დრო რომელსაც მთავრები ელოდნენ საბოლოოდ რაგანის მმართველობის ხანაში დაუდგათ. მეფეს ვაჟიშვილი არ გაუჩნდა და ყველამ აიტაცა ის აზრი ,რომ სამეფოს მემკვიდრე არ ჰყავს . ამ იდეას წარმატებით ავრცელებენ და სთესავენ ხალხში მათი ჯაშუშები. მეფის ორივე ქალიშვილი ელისანდრა და ემინა ტახტის მემკვიდრეთა სიიდან სამუდამოდ ამოირიცხა. მეფე ამ ყველაფერს ხვდება და გადაწყვეტს უფროსი გოგონა სოვინის ვაჟზე დააქორწინოს ,რათა იბირის მერე ყველაზე დიდი რეგიონი დაიმორჩილოს და ამით ყველას აჩვენოს ,რომ ტახტზე მისი ქალიშვილი ელისანდრა ავა .
ელისანდრა მეტად ჭკვიანი,მამაცი და ძლიერი გოგოა. მისი ერთადერთი პრობლემა ის არის ,რომ ხალხს არ უყვარს და არავინ აღიარებს. იგი ხშირად დადის ბიჭურად გადაცმული ხალხში და დღითიდღე რწმუნდება ,რომ მისდამი პატივისცემა არავის არ აქვს. პრინცესა სასოწარკვეტილებაში ვარდება და გადაწყვეტს ყველა დაარწმუნოს მის ძალაუფლებაში . სოვინში გამგზავრების წინა დღით მეფე ცხენების დოღს ნიშნავს. ყველას და გასაკვირად პრინცესა ელისანდრა დოღში მონაწილეობას გადაწყვეტს. ყველა განცვიფრებულია ,მაგრამ რადგან პრინცესა არ იშლიც ვეღარავინ გაბედავს შეპასუხებას. გარშემო შეკრებილი ხალხი ჩუმად დასცინის ,მაგრამ ამ დროს ბრბოდან ახალგაზრდა ბიჭი გამოდის და ამბობს ,რომ ერთ ქისა ოქროს ჩამოდის პრინცესას გამარჯვებაზე . ამას ყველა აიტაცებს და აღმოჩნდება ,რომ ის ერთადერთია ვინც პრინცესას მოგებაზე ჩავიდა ფსონი . ელისანდრა დოღს მოიგებს და იქედან გაუჩინარდება . ამ ამბავმა აჟიოტაჟი კი გამოიწვია ,მაგრამ მითქმა-მოთქმამ დიდხანს ვერ გასტანა . მეორე დღით სოვინისენ მიმავალი მეფის არმიას თავს ესხმიან, მეფეს და დედოფალს კლავენ და ქვეყანაში სამთავროების აჯანყება იწყება . პრინცესა ელისანდრა სრულიად შემთხვევით გადარჩება ,რადგან გადაწყვეტს სოვინის ვაჟს არ გაჰყვეს და ბანაკიდან მტრის მოსვლამდე იპარება . ელისანდრა დედაქალაქში უნდა დაბრუნდეს , მაგრამ სოვინებმა მისი მოკვლის ბრძანება უკვე გასცეს. მისი ერთადერთი დამაკავშირებელი ხაზი დედაქალაქ იბირთან ცისფერი ფენიქსია . ახლა იგი უცნობი გზით მიიწევს დედაქალაქისკენ და მოუწევს დაამტკიცოს ,რომ ნამდვილი დედოფალია
________________________________
ცას წყლის წვეთივით მოსწყდა და შურდულივით დაეშვა მიწისკენ მოლურჯო ფერის ფრინველი . ჰაერი ისეთი კამკამა და უმანკო იყო კაცს შეგრძნება დაეუფლებოდა მის მიღმა მდებარე სამყაროს ხელით შევეხებიო. ზეცის და ფრინველის ფერები ისე ჰარმონიულად ერწყმოდნენ ერთმანეთს თუ არ დააკვირდებოდი ან მის მოსვლას საგანგებოდ არ ელოდი ვერ კი შეამჩნევდი ,რომ იქ სადღაც მაღლა რაღაც მოძრაობდა. ამ სურათის ქვემოთ ზაფხულის მცხუნვარე მზისგან გადახრუკული ველი მოჩანდა . ბუნების სიმშვიდეს სიოს მობერვაც კი არ არღვევდა . მინდვრის ბოლოებიდან სრულიად მოულოდნელად ენით აუღწერელი თქარა-თქური გაისმა . თითქოს ერთიანად შეირყა და დაიმსხვა ის სიმშვიდის კოშკი რომელიც ამ ადგილას წამის წინ თავმომწონედ იდგა. ბევრიც არ დაუგვიანია და გამხმარ ბალახს მთელი ძალით შეერწყა ყორანივით შავი ცხენის ფლოქვები . ისე გახელებით გარბოდა აშკარა იყო მხედარი მთელს თავის სიბრაზეს მასზე ანთხევდა. ბოლოს როგორც იქნა სადავე მოქაჩა . ცხენი უფსკრულის პირას უკანა ფეხებზე შედგა, დაიჭიხვინა და გაჩერდა .
მხედარს ნაცრისფერი ჭილის წამოსასხამი ეცვა ,რომელიც სახის და ხელის მტევნების გარდა მთელს სხეულს უფარავდა. ფრინველი რომელიც წამის წინ მიწისკენ დაეშვა ახლა სწორედ აქეთ მოიწევდა. ცხენოსანმა ხელი ჰაერში გაიწვდინა და ახლაღა გამოუჩნდა ტყავის სამკლაურები . ლურჯი ფერის არსებამ კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად შემოჰკრა ფრთები ერთმანეთს და მაჯას მთელი ძალით ჩააფრინდა. წერილი რომელიც ცოტა ხნის წინ ფეხზე ჰქონდა შებმული ახლა პატრონის ხელში იყო . მანაც კმაყოფილების ნიშნად ბუმბულზე მიეფერა და ხელი ჰაერში აიქნია. ფრინველი კვლავ უსასრულო სივრცეს შეერწყა. ათრთოლებული ხელებით ააგლიჯა გაყვითლებულ ფურცელს ბეჭედი და ორიოდე სტრიქონი ,რომელიც გაკრული ხელით წაეჯღაბნათ თვალით გადაიკითხა. მერე ფურცელი დაჭმუჭნა და ხრამში მოისროლა. მზერა კვლავ მის წინ მდებარე სივრცეს გაუსწორა. კარგა ხანს იდგა ასე გაშტერებული სანამ ცხენმა ადგილზე სიარულს არ მოჰყვა. ხელები კვლავ უკანკალებდა ,მაგრამ მაინც შეძლო ყელთან შებნეული წამოსასხამის შეხსნა ,რომელიც იმ წამსვე მიწაზე დაეცა. იმის შიგნიდან გიშრისფერი კულულები ჩამოიშალა და ამავე ფერის ცხენის ფაფაარს შეერია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ეს მოხდენილად მოჯირითე ცხენოსანი ახალგაზრდა გოგონა იყო . კოხტა სხეულით, უძირო თვალებითა და შავი თმებით. მის სახეზე ორაზროვანი გამომეტყველება სევდა და მრისხანება ერთმანეთს ერეოდა.
ღრმა ფიქრებიდან მელოდიურმა ხმამ გამოიყვანა . ისიც სწრაფად მიხვდა ვინც იყო და სრულიად მშვიდად მობრუნდა ზურგისკენ . იმ გზაზე საიდანაც წამის წინ თვითონ მოვიდა კიდევ ორი მხედარი ნელი ჯირითით მოაჭენებდა ცხენს . იმ განსხვავებით ,რომ ეს ცხოველები გაცილებით უბადრუკი შესახედავები იყვნენ ვიდრე გიშრისფერთმიანის. ეს ორნი ისევე იყვნენ ჭილის ძონძებში გამოხვეულნი ,როგორც თავად . ერთი ცოტა ხანში შესული კაცი იყო ,მეორე ახალგაზრდა გოგონა ,რომელსაც თმებში ფოთლები და ხის ტოტები ჰქონდა გარჭობილი . ერთმანეთის მიყოლებით ჩამოქვეითდნენ , გოგონას მოკრძალებით დაუკრეს თავი . აშკარა იყო გოგონა წარმომავლობით მათზე გაცილებით მაღალ საფეხურზე იდგა. ბოლოს როგორც იქნა ცერემონიებს მორჩნენ და კაცმაც შეკითხვა შეჰბედა:
_ჩემო დედოფალო დარწმუნებული ვარ თქვენმა ფენიქსმა მეტად სასარგებლო ინფორმაცია მოგიტანათ ,მაგრამ სარისკოა. ყველამ იცის ,რომ ცისფერი ფენიქსი თქვენი საკუთრებაა .
_მამაჩემის მრჩეველი მწერს ,რომ სოვინის ვაჟმა რადიკალურ ზომებს მიმართა. არმიას უფლება მისცა ,რომ თუ დედაქალაქში გამოვჩნდები მესროლონ
_ამას ვერავინ გაბედავს . ვინც არ უნდა გასცეს ბრძანება
_ამაში დარწმუნებული ხარ? _მოხუცმა უკან დაიხია და მიხვდა აზრი არ ჰქონდა თავის მოტყუებას.
გოგონამ კიდევ ერთხელ გაიხედა იმ მხარეს სადაც დედაქალაქი იყო და ისევ მგზავრებისკენ შებრუნდა.
_დედაქალაქში მივდივართ ,მაგრამ ამ გზით არა .
_ვერ წახვალთ იქ სადაც თქვენი მოკვლის ბრძანება ძალაშია _აღშფოთებით წამოიყვირა მოხუცმა .
_ამბობენ ,რომ თქვენს სასახლეში ყველაფერი თავდაყირაა. ყოველ ღამე სოვინის ვაჟისთვის წვეულებებს აწყობენ . რათქმაუნდა ქალები ამ ყველაფერში მთავარ როლს ასრულებენ ._პირველად ამოიღო ხმა ქალმა და თავი უფრო მდაბლად დახარა
_გარყვნილი! მამა გავაფრთხილე მაგრამ არ მომისმინა. საკუთარი ხელით დაუთმო ტახტი ვიღაც უთვისტომოებს და მთელი ოჯახი გაგვწირა.
_ჯერ ისევ არსებობს იმედი ,რომ თქვენი და ცოცხალია .
_ მის ძებნას მაშინვე დავიწყებთ ,როგორც კი დედაქალაქში ჩავალთ . თუ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება ,როგორც მე ვფიქრობ ხვალ ღამით სოვინის ვაჟს რომელიც თავის თავს სასაცილოა ,მაგრამ პრინცს უწოდებს საჩუქრად ჩემს თავს მიართმევენ . ზეგ დილით კი მის თავს მამამისს გავუგზავნი .
კაცს შეეტყო ,რომ შიშისგან გააჟრჟოლა . გოგონა ცხენიანად მოსწყდა ადგილს და ფერდობისენ გაიქცა. მხლებლებიც უკან მიჰყვენ . მზის ჩასვლამდე აჭენეს ცხენი და ბოლოს როგორც იქნა პატარა შენობასთან გაჩერდნენ . უფრო ახლოს მივიდნენ და ცხადი გახდა , რომ ეკლესია იყო .პატარა სამლოცველო სადაც სულ რამდენიმე კაცი დაეტეოდა . სანამ შიგნით შევიდოდნენ ერთხელ კიდევ მოიხედეს უკან . მზე უკვე ჰორიზონტს ეფარებოდა . ცხენები იქვე მიაბეს და შიგნით შევიდნენ . საკურთხეველთან მუხლმოყრით იდგა სუსტი აღნაგობის კაცი და რაღაცას კითხულობდა. როგორც კი მოსულები დაინახა მაშინვე წამოდგა და კართან მიეგება . ეტყობოდა ,რომ გაოცებული იყო . ძლივს წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა და ყურებგაფაციცებული დაელოდა პასუხს :
_ამ ზამთრის პირს აქ რამ მოგიყვანათ ? რამდენი ხანია აქ სულიერი არავინ გამოჩენილა_გოგონამ არაფერი თქვა ,მაგრამ ხანშისესულმა დაეხმარა სათქმელის თქმაში .
_ეს პრინცესა... _კაცმა წამით შეყოვნდა და მერე შეასწორა _უფრო სწორად უკვე დედოფალი ელისანდრაა _ მასპინძელმა სწრაფად მოიყარა მუხლი მის წინაშე ,მაგრამ გოგონამ ხელი შეაშველა და ანიშნა საჭირო არ არისო .
_დიდი პატივია თქვენო ბრწყინვალებავ. მქონდა ბედნიერება მამათქვენი პირადად გამეცნო .
_მამაჩემი მოკლეს . სავარაუდოდ დედაცემიც და ჩემი დაც . დედაქალაქი აჯანყებულებმა ჩაიგდეს ხელში . ვიცი შეგიძლიათ დამეხმაროთ. დედაქალაქისკენ ვერ წავალ.ჩემი მოკვლის ბრძანება გასცეს . სასახლეში უნდა მოვხვდე და ვიცი შეგიძლიათ დამეხმაროთ . გთხოვთ ... სანამ დროა უნდა შევაჩეროთ მთიანეთი. სოვინი ..._გოგონა კიდევ აპირებდა საუბრის გაგრძელებას ,მაგრამ მასპინძელმა ჩირაღდანს ხელი დაავლო და სტუმრებს ანიშნა მომყევითო . მათაც უკან გაედევნენ . კაცმა სამივეს მოახსენა ,რომ შეეძლოთ ცხენებიც თან წაეყვანათ .
_დარწმუნებული ხართ ,რომ სახიფათო არაა? _დაეჭვებით იკითხა ხანშიშესულმა.
_ეს გზა მხოლოდ სამმა ადამიანმა იცის . მეფემ ,მეფის მრჩეველმა და იმ ღვთის მსახურმა რომელიც ამ კედლებში ჰპოვებს სიმშვიდეს .ამ შემთხვევაში მე. სამივეს სილუეტი და ჩირაღდნის შუქი სამლოცველოს ნანგრევებში გაუჩინარდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი mbella

განსხვავებული და საინტერესოა, ვფიქრობ კარგი იქნება თუ წერას გააგრძელებ და არა მარტო ფეისბუქ გვერდზე, არამედ აქაც დადებ, ჩემთვის საინტერესოა და მგონია რომ სხვა ბევრი მკითხველიც გამოუჩნდება :***

 


ბოლომდე არ წამიკითხავს და წინასწარ ბოდიში თუ რაიმეს არასწორად და უსამართლოდ დავწერ...
გამიკვირდა კომენტარები რომ არ დამხვდა მაგრამ ახალი ატვირთული გაქვს და ალბათ ეს არის მიზეზი :)
პირველ რიგში ძალიან მომეწონა შენი წინა ისტორია "არც ისე მშვენიერია ცხოვრება"
კომენტარს ყველგან არ ვწერ და თუ დავწერ ორ-სამ წინადადებას აღემატება (:დ)
ასე რომ აქ მაქვს შესაძლებლობა გითხრა რომ ძალიან ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ფანტაზიის მქონდე პიროვნება ხარ...
წარმატებები! ბევრ ნაწარმოებზე გემუშავოს და არ შეუშინდე არაფერს, ხშირად გარისკე და ყველაფერს გაუგე გემო...
რაც შეხება "ცისფერი მისა"-ს ეს სასიყვარული საიტია... ის ბანალური, თინეიჯერული, სიცოცხით სავსე და თინეიჯერების "ნაჩხაპნები" უფრო მხიბლავს მე პირადად... (იმედი მაქვს ბევრი იქნება ჩემსავით, თუ არა არც ეგ არის ტრაგედია)
თუ "ცისფერი მისა" აიტვირთება მას ეყოლება გარანტირებული მკითხველი და ეს მე ვიქნები!
მაგრამ თუ ამ ყველაფერს ის კომენტარები არ მოყვება რასაც ელი მაშინ მინდა გითხრა რომ ეს არ იქნება არაფრის დასასრული...
მიუხედავად იმისა რომ ისტორია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საგანია,ზოგადად არ მხიბლავს ისტორიული ჟანრის ფილმები, წიგნები და სხვადასხვა თუნდაც ამ სახის ნაწერები...
ვერ გეტყვი რამდენად კარგი იდეაა ამ სახის ისტორიის აქ ატვირთვა... იგივე პრინციპით შეგიძლია რაიმე თანამედროვე შექმნა... ან... არ ვიცი, არ ვიცი....
შენი გაცნობა მომინდა რატომღაც :)
დაველოდები კომენტარებს... და რაღათქმაუნდა ისტორიას :) (თუ ის დაიდება)

 


№3  offline წევრი fantasma

mbella
განსხვავებული და საინტერესოა, ვფიქრობ კარგი იქნება თუ წერას გააგრძელებ და არა მარტო ფეისბუქ გვერდზე, არამედ აქაც დადებ, ჩემთვის საინტერესოა და მგონია რომ სხვა ბევრი მკითხველიც გამოუჩნდება :***

აქ დადება არ მინდა იმიტომ რომ ვიცი მკიტხველი არ ეყოლება აქ მარტო სასიყვარულო ნაწარმოებებს კითხულობენ
შოკოლადიანი კრუასანი
ბოლომდე არ წამიკითხავს და წინასწარ ბოდიში თუ რაიმეს არასწორად და უსამართლოდ დავწერ...
გამიკვირდა კომენტარები რომ არ დამხვდა მაგრამ ახალი ატვირთული გაქვს და ალბათ ეს არის მიზეზი :)
პირველ რიგში ძალიან მომეწონა შენი წინა ისტორია "არც ისე მშვენიერია ცხოვრება"
კომენტარს ყველგან არ ვწერ და თუ დავწერ ორ-სამ წინადადებას აღემატება (:დ)
ასე რომ აქ მაქვს შესაძლებლობა გითხრა რომ ძალიან ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ფანტაზიის მქონდე პიროვნება ხარ...
წარმატებები! ბევრ ნაწარმოებზე გემუშავოს და არ შეუშინდე არაფერს, ხშირად გარისკე და ყველაფერს გაუგე გემო...
რაც შეხება "ცისფერი მისა"-ს ეს სასიყვარული საიტია... ის ბანალური, თინეიჯერული, სიცოცხით სავსე და თინეიჯერების "ნაჩხაპნები" უფრო მხიბლავს მე პირადად... (იმედი მაქვს ბევრი იქნება ჩემსავით, თუ არა არც ეგ არის ტრაგედია)
თუ "ცისფერი მისა" აიტვირთება მას ეყოლება გარანტირებული მკითხველი და ეს მე ვიქნები!
მაგრამ თუ ამ ყველაფერს ის კომენტარები არ მოყვება რასაც ელი მაშინ მინდა გითხრა რომ ეს არ იქნება არაფრის დასასრული...
მიუხედავად იმისა რომ ისტორია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საგანია,ზოგადად არ მხიბლავს ისტორიული ჟანრის ფილმები, წიგნები და სხვადასხვა თუნდაც ამ სახის ნაწერები...
ვერ გეტყვი რამდენად კარგი იდეაა ამ სახის ისტორიის აქ ატვირთვა... იგივე პრინციპით შეგიძლია რაიმე თანამედროვე შექმნა... ან... არ ვიცი, არ ვიცი....
შენი გაცნობა მომინდა რატომღაც :)
დაველოდები კომენტარებს... და რაღათქმაუნდა ისტორიას :) (თუ ის დაიდება)

ჰო ამიტომაც ვამბობ რომ აქ არ ავტვირთავ ვიცი არ ეყოლება მკითხველი
ფენტეზი საერთოდ ყველაზე რთული დასაწერია ,მაგრამ ერთი უკვე მაქვს დაწერილი და მინდა ახლაც ვცადო ამჯერად განსხვავებული სტილით
როცა ''ნიჭიერს '' მეუბნებიან ყოველტვის ვწითლდები რადგან ვთვლი ,რომ ჯერ სათანადო გამოცდილება არ მაქვს აიმისოდ რომა სე მიწოდონ თუმცა ჩემტვის დიდი სიამოვნებაა ამის მოსმენა რათქმაუნდა

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის მეც სიამოვნებით გაგიცნობდი დამიმატე ფესიბუქზე

თათია ტაბატაძე(ინგლისურად მიწერია)

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

მე სულ ვერიდები ხოლმე შენი ისტორიების კითხვას, მიზეზი არ მაქვს კონკრეტული, უფრო სწორედ მაქვს, მაგრამ გასაგებად ვერ დავწერ smile . მაგრამ, შენ მგონი ამ საიტზე გყავს უკვე შენი ერთგული მკითხველი და ალბათ, ამასაც წაიკითხავენ.
ფანტასტიკას და მსგავს რამეებს ისედაც არ ვკითხულობ, ისტორიულებს სულ თავს ვარიდებ, მერე მედარდებინება და ამ საიტზე დრამა და ფილოსოფია, ხომ მითუმეტეს არ მინდა.
მგონი,მხოლოდ შენ უნდა გადაწყვიტო რა უნდა ქნა.

 


№5  offline წევრი fantasma

grafo
მე სულ ვერიდები ხოლმე შენი ისტორიების კითხვას, მიზეზი არ მაქვს კონკრეტული, უფრო სწორედ მაქვს, მაგრამ გასაგებად ვერ დავწერ smile . მაგრამ, შენ მგონი ამ საიტზე გყავს უკვე შენი ერთგული მკითხველი და ალბათ, ამასაც წაიკითხავენ.
ფანტასტიკას და მსგავს რამეებს ისედაც არ ვკითხულობ, ისტორიულებს სულ თავს ვარიდებ, მერე მედარდებინება და ამ საიტზე დრამა და ფილოსოფია, ხომ მითუმეტეს არ მინდა.
მგონი,მხოლოდ შენ უნდა გადაწყვიტო რა უნდა ქნა.

ჰო შენ აასდროს დაგიწერია სენი აზრი
რატქმაუნდა ყველას აქვს საყვარელი მიმდინარეობა და ეს ჩვეულებრივი ამბავია.
თუმცა მიზეზს სიამოვებით მოვისმენდი . გავიტვალისწინებდი კიდეც .
მგონი მე კი მაქვს სენი რაღაც წაკითხული ზუსტად არ ამხსოვს .

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

fantasma
grafo
მე სულ ვერიდები ხოლმე შენი ისტორიების კითხვას, მიზეზი არ მაქვს კონკრეტული, უფრო სწორედ მაქვს, მაგრამ გასაგებად ვერ დავწერ smile . მაგრამ, შენ მგონი ამ საიტზე გყავს უკვე შენი ერთგული მკითხველი და ალბათ, ამასაც წაიკითხავენ.
ფანტასტიკას და მსგავს რამეებს ისედაც არ ვკითხულობ, ისტორიულებს სულ თავს ვარიდებ, მერე მედარდებინება და ამ საიტზე დრამა და ფილოსოფია, ხომ მითუმეტეს არ მინდა.
მგონი,მხოლოდ შენ უნდა გადაწყვიტო რა უნდა ქნა.

ჰო შენ აასდროს დაგიწერია სენი აზრი
რატქმაუნდა ყველას აქვს საყვარელი მიმდინარეობა და ეს ჩვეულებრივი ამბავია.
თუმცა მიზეზს სიამოვებით მოვისმენდი . გავიტვალისწინებდი კიდეც .
მგონი მე კი მაქვს სენი რაღაც წაკითხული ზუსტად არ ამხსოვს .



რომელიმე ისტორიის კითხვისას ჩემი კომენტარი გექნება წაკითხული და კიდევ ერთხელ პირადში მოგწერე,რომელიღაცა ისტორიაზე და შენი მაშინდელი პასუხი ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა. განა რამე ცუდად მითხარი,უბრალოდ შენი შეხედულება ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა და "შეგეშვი" :)).

 


№7  offline წევრი fantasma

ვააა რატომ არ მახმოვს?

 


№8  offline წევრი მოლურჯო

დიდი ფანტაზიის უნარი ძალიან ცოტას აქვს ამას გეტყვი პირველ რიგში
შენი წინა ისტორია ძალიან მიყვარდა იმიტო რომ რაღაც განსხვავებული იყო
ამ ისტორიამ დამაინტერესა და ავტორს რომ შევხედე დავინტრიგდი
სიმართლე რომ გითხრა ასეთი ისტორიები ნაკლებად მომწონს მაგრამ ეს ისტორია ძალიან კარგი იყო რაღაც განსხვავებული სხვებისგან და არა ყველასნაირი
მე მომწონს ისტორიები რომელიც განსხვავებულია სხვებისგან და სხვას არ გავს ზუსტად შენ ხარ ის ადამიანი რომელიც სხვას არ ბაძავს
მაგრამ იმაშია საქმე რომ არ მომეწონა! სასტიკად არ მომეწონა! შეიძლება იყოს ყველასგან განსხვავებული მაგრამ ნამდვილად არვიცი რატომ არ მომწონს უბრალოდ არ ვანიჭებ ასეთ ისტორიებს დიდ ყურადღებას და ა.შ.
უბრალოდ ამ ადამიანებს მოწონთ ეს ისტორია ჩემგან განსხვავებით!
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent