შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ანგელოზი (სრულად)


3-12-2014, 21:05
ავტორი cinderella12
ნანახია 5 326

ჩემი ანგელოზი (სრულად)

ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ...ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ჩვეულებრივი ცხოვრებით....ყველა დღე ჩემთვის ერთნაირია.სკოლა - სახლი, სკოლა- სახლი...რამოდენიმე წლის წინ სპორტულ კლუბში დავდიოდი,კერძოდ ფრენბურთის მოთამაშე ვიყავი..თუმცა აქაც ჩვეულებრივად ვთამაშობდი და მიღებული ტრამვის შემდეგ თავი დავანებე...ახლა მეთერთმეტე კლასში ვარ.ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა..მანამ,სანამ ..
ისევ ერთი ჩვეულებრივი დღე..სკოლის შენობას მივუახლოვდი თუ არა, მძიმედ ამოვიხვნეშე მოსალოდნელი შვიდი გაკვეთილის უაზროდ გაწელვის მოლოდინში.საერთოდ ,დიდად არ მხიბლავს ადამიანებთან ურთიერთობა,არც ზედმეტად მხიარული ვარ,მართალია მყავს მეგობარი კლასში,თუმცა ეს ხელს არ უშლით სხვა დანარჩენ ბავშვებს, „უგრძნობი“ მიწოდონ..ჩემი სკოლის შენობა სამ სართულიანია,ჩემი კლასი კი პირველ სართულზეა..მეორე წელია ფანჯარასთან ვზივარ..სუუუულ ბოლოში...არც ჩემს წინ მჯდომს ვიცნობ ნორმალურად და არც იმას ,ვინც ჩემს გვერდით ზის...ამიტომ, გაკვეთილები ჩემთვის უაზროდ გადის და ხშირად მეძინება ხოლმე...
ჰო და დღესაც, ასე ჩვეულებრივად,მივუახლოვდი ჩემს მერხს და მძიმედ ჩამოვჯექი..მალე კლასიც შეივსო და შემოაბიჯა ქიმიის მასწავლებელმაც..ყველაზე მეტად ამ საგანს ვერ ვიტან...ამიტომ არც ვუსმენ , შესაბამისად უმეტეს შემთხვევაში მძინავს.,,
უკვე ნახევარი გაკვეთილი გავიდა.რვეული გადავშალე და უინტერესოდ დავიწყე რაღაცის ჯღაბვნა..ცოტა ხანი ღია ფანჯარაში ვიყურებოდი ,არავინ იყო ეზოში..მერე ისევ დაფას მივაჩერდი..უცებ ნაბიჯების ხმა გავიგე,რა თქმა უნდა გარედან.მოულოდნელად კი..
-სალომე....-მომესმა უცებ ძალიან ახლოდან..მეც შემეშინდა და უცებ გავატრიალე თავი ფანჯრისკენ . მოულოდნელად ჩემი თვალები უცნობი ბიჭის თვალებს შეხვდნენ...სიმართლე გითხრათ, არაფერი განსაკუთრებული არ დამმართნია მის დანახვაზე..ან რა უნდა დამმართნოდა, პირველად ვხედავდი ,მაგრამ ის კი გამიკვირდა ,საიდან მიცნობდა...ბიჭი მიღიმოდა,ქერა თმა ქონდა და თბილი თაფლისფერი თვალები..
-მაპატიე რომ შეგაშინე-განაგრძობდა უცნობი ისევ ღიმილით..საკმაოდ მხიარული ჩანდა .მომენტში ანგელოზსაც კი მივამსგავსე-საეჭვო ადამიანი არ გეგონო...მე ბაჩო ვარ,ბაჩო ლომიძე.შენზე ერთი კლასით უმცროსი.ამავე სკოლაში ვსწავლობ..როგორ ხარ? -საუბარი დაბნეულად დაასრულა და ლოყები ოდნავ შეუწითლდა..რა ბავშვურიაა,გავიფიქრე ისევ,..
-კარგად ვარ..-ასევე დაბნეულად ვუპასუხე და მივაჩერდი რომ მისი მომდევნო კითხვა დაკვირვებით გამეგო
-აუ რა მაგარია ... სალომე გვარამიას ველაპარაკები-მართალია ,აქ უკვე ბურტყუნებდა ,მაგრამ მისი ნათქვამი მაინც გარკვევით გავიგე და გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა
-მოკლედ-განაგრძო როგორც მახსოვს ,ბაჩომ - ვიცი, რომ ეს უცნაურია.უცნაური კი არა, საერთოდ არ იქნება ნორმალური რასაც მე გეტყვი ახლა,მაგრამ....სალომე გვარამია!გთხოვ იყავი ჩემი შეყვარებული-აი ახლა კი მართლა ყბა ჩამომივარდა გაოცებისგან..ჩემდაუნებურად წამოვიყვირე „რაააააა?“ და ამ დროს თან ჩემს წინ მჯდომმა, როგორც აღმოჩნდა ბიჭმა, ხმამაღლა დააცემინა, ბოლოს კი ბოდიში მოიხადა და დაჯდა.ღმერთს მადლობა შევწირე.რომ არა ჩემს წინ მჯდომი ,ახლა ალბათ დირექტორის კაბინეტში ვინქებოდი ჩაბრძანებული..მაგრამ ახლა ამის დრო არ არის...რაო ბაჩოოოომ?..
-გთხოვ შეწყვიტე ხუმრობა და შენს კლასში დაბრუნდი ..ასე ჯობიაა-სწრაფად მივაყარე და დაფას გავხედე. ჩემი ქიმიის მასწავლებელი რაღაცას მონდომებით წერდა
-მე არ ვხუმრობ!-სერიოზულად მიპასუხა ფანჯარასთან მდგომმა და მეც ისევ მას გავხედე.
-ყოველ შემთხვევაში,მე არ ვაპირებ მყავდეს შეყვარებული,წადი ვინმე სხვა მოძებნე-მივხვდი ,რომ უხეშად ვთქვი, ამიტომ...-მაპატიე, ძალიან გთხოვ,ცუდად გამომივიდა
-ნუ, კარგი,ლოგიკურია, რომ არ მიცნობ და...მოდი მაშინ ასე მოვიქცეთ-ჩაფიქრებული გამომეტყველება მოულოდნელად ღიმილმა გაუნათა და მეც იმდენად მომეწონა მისი ღიმილი, რომ იდიოტივით მივაშტერდი-მოდი, შენ ეს მითხარი,თქვენს კლასში ადგილებს ცვლიან მასწავლებლები?-ამ კითხვით გაკვირვებული დავრჩი
-ამდენი ხანი არ შეუცვლიათ ,მაგრამ რაღაც დარღვევის გამო ერთ თვეში გადაგვაჯენენ სხვადასხვა ადგილებზე,ნუ ,დაახლოებით..-ყოყმანით ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე
-ჰო და სანამ აქ ,ფანჯარასთან იქნება შენი ადგილი,მოგაკითხავ ხოლმე,ბოლო გაკვეთილებზე. გელაპარაკები და იმედია ნელ-ნელა გამიცნობ..გამოდის, რომ დრო ერთი თვე მაქვს,ამიტომ მთელი ძალით ვეცდები, რომ შეგიყვარდე,ნუ მოგეწონო მაინც-გადააკეთა ნათქვამი და ისევ მხიარულად გამიცინა-და თუ არაფერი გამომივა,მაშინ დავნებდები და წავალ..-ისევ გამაოცა,არ ვიცოდი რა მეთქვა ,ამიტომ გამოშტერებულივით მივჩერებოდი
-არ ხარ თანახმა?-მოულოდნელად მოიწყინა და ლეკვის თვალებით გამომხედა...ისეთი კი არა ,ადამიანი რომ თავს გაჩვენებს,წუთით მართლა ლეკვს მივამსგავსე ისე საცოდავად მიყურებდა
-კ..კ.....კარგი-ლუღლუღით დავთანხმდი და როგორც ჩანს ჩემმა თანხმობამ ძალიან გაახარა, რადგან ისევ ის ანგელოზური ღიმილი გამოესახა სახეზე
-ვეცდები გაკვეთილებს არ მოგაცდინო-დამპირდა საზეიმოდ და კვლავ გამიცინა-ჰო..ნუ..კარგი...წავალ მაშინ მე...და ხვალ ისევ მოვალ....და..მოდი, ეს ჩვენი საიდუმლო იყოს..
-თანახმა ვარ-დავთანხმდი და მიმავალს თვალი გავაყოლე.გამომშვიდობების ნიშნად ხელი დამიქნია და ეზოს გასასვლელისკენ მხიარულად გააბოტა...
ანუ..რა გამოდის...მე მყავს ვიღაც შეყვარებულის პონტში?ნუ შეყვარებული არ არის,არ ვხვდები და არც ვწერ...არც კი ვიცნობ...მაგრამ საყვარელი კია...
-ჰეეიიი სალომეეეე-მიყვიროდა როგორც ზემოთ ავღნიშნე, ჩემი ერთადერთი მეგობარი,კლასელი ნინი და ბუფეტისკენ მიხმობდა..
-მოვდივარრ-გავძახე და დერეფანში გავვარდი

მთელი გზა სახლამდე..მერე მეცადინეობისას..ბოლოს დაწოლისას...სულ,სულ,სულ,სულ ვფიქრობდი ბაჩოზე და ჯერ მიჩნდებოდა ის კითხვა ,თუ საიდან მიცნობდა...მაგრამ ხომ ვთქვა, რომ ჩემს სკოლაში სწავლობს,თან ჩემზე ერთი კლასით პატარაა...ალბათ თვითონ დამინახა,და სკოლიდან მიცნობს ...რა კარგი ღიმილი აქვს.....

მეორე დღიდან დაიწყო ჩვენი მოლაპარაკება ერთი თვის შესახებ.
ჩაფიქრებული შევაბიჯე კლასში და შემთხვევით ვიღაცას დავეჯახე.რომ ავხედე, ვიცანი.ის ბიჭი იყო,სულ წინ რომ მეჯდა..გიორგი ერქვა თუ არ ვცდები.ნინი კი მეუბნებოდა მასზე უცნაური ტიპია არ ლაპარაკობს ხოლმეო,მაგრამ დიდად ამით არც დავინტერესებულვარ.
-.....ჰეი,სალომეეეეეეე არ მისმენ რას გელაპარაკები?-მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ თავზე ნინი დამჩხაოდა
-უი მაპატიე ნი-უემოციოდ ვუპასუხე და ავტომატურად გავიხედე ფანჯრიდან,არ მინდოდა მეღიარებინა ,მაგრამ რაგაცნაირად ველოდი ბაჩოს გამოჩენას
-არა შენ სულ ღრუბლებში დაფრინავ დილიდან,ვინმე მოგწონს და მე არ ვიცი? ბიჭის ამბავია ხომ?-დენდარტყმულივით გავხედე, რადგან ათიანში მოარტყა..მომენტში კი დავაპირე ვეტყვი ბაჩოზეთქო ,მაგრამ გამახსენდა, რომ მან საიდუმლოდ შენახვა მთხოვა ამ ამბის,ასე რომ დიდად არაფერი დაშავდება, თუ მეგობარს არაფერს გავაგებინებ.
მალე ზარიც დაირეკა,ქართულის მასწავლებელმა დაიკავა თავისი ადგილი და წავიდა მომაბეზრებელი გაკვეთილები..ეჰ....
გარეთ გავიხედე და სტადიონზე მორბენალი ბიჭების შემშურდა..რა კარგი ამინდია..და ამ დროს მე გაკვეთილზე უნდა ვიხრჩობოდე? ცოტა ხნით მაინც გამიყვანა გარეთ..
-გამარჯობა ,მე ლუკა ვარ-ფიქრები გამაწყვეტინა ფანჯარაში გამოჩენილმა საჩვენებელმა თითმა, რომელზეც ვიღაცას სასაცილოდ მიეხატა თვალები და გაკრეჭილი პირი.ცოტა ხნით გამოშტერებულივით მივაჩერდი,მაგრამ მერე ხმა მეცნო და მოვტვინე ,რომ...
-არც ისეთი კარგი ხუმრობა იყო, ჰო? -თავი ბაჩომ ამოყო და ხელი კეფაზე უხერხულად მოისვა..
-არაუშავდა-რატომღაც გულწრფელად გამეღიმა მის ბავშვურობაზე-ისე ,არ მეგონა ,რომ მართლა მოხვიდოდი-დავამატე ბოლოს
-რა?რატომ?-გაკვირვებულმა მკითხა და თავი რაფაზე ჩამოდო-მე ხომ ვთქვი ,რომ ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღე მოვიდოდი?ამიერიდან ვეცდები ყველაფერში დაგეხმარო -საზეიმოდ გამომიცხადა და გამიღიმა
-შენ ჩემზე არაფერი იცი-რატომღაც გაღიზიანებულმა ვუპასუხე და მერხს ჯიუტად ჩავაშტერდი
-ცდები-მოკლედ მომიჭრა მან-მე ყოველდღე გაკვირდებოდი,ფრენბურთის თამაშისას.როგორ ვარჯიშობდი,როგორ გიჭირდა ,მაგრამ არასოდეს ნებდებოდი,როგორ ამხნევებდი სხვებს მიუხედავად იმისა,რომ თვითონ არ იყავი სახარბიელო მდგომარეობაში.შენ ცდილობდი,მთელი ძალით ცდილობდი.ადრე 22-ე სკოლაში ვსწავლობდი.სწორედ მაშინ გნახე პირველად.შეჯიბრი იყო,ფრენბურთში.ჩვენი სკოლა ,თქვენი სკოლის წინააღმდეგ.სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი.პირველად ინტერესის გამო მოვედი თამაშის საყურებლად.მეორე დღეს კი უკვე იმიტომ ,რომ ძალიან მომეწონე.მართალია ლამაზი იყავი,მაგრამ შენი რეზულტატი შესაშური ნამდვილად არ იყო.-გააიღიმა და გამომხედა-მაგრამ მიუხედავად ამისა,თანაგუნდელებს ამხნევებდი მაინც და სხვებზე ფიქრობდი..ამ დროს კი მთლიანად შენით ვიყავი მოცული სალო..ვიფიქრე,რომ ძალიან გიყვარდა ფრენბურთის თამაში,მის მერე სულ მოვდიოდი იმ ადგილას ,სადაც ვარჯიშობდი და შორიდან გიყურებდი.სულ მინდოდა გამოლაპარაკება ,მაგრამ..... ახლა აღარ ხარ ხომ კლუბში?-საშინლად გავღიზიანდი,ვიფიქრე, რომ ვეცოდებოდი..ამიტომაც შუა გაკვეთილზე წამოვხტი მმერხიდან და ფანჯარა თითქმის ნახევრამდე დავკეტე
-რამე ხდება გვარამია?-ეჭვის თვალით გამომხედა ქართულის მასწავლებელმა
-ხოჭო იყო მას,ახლა ყველაფერი კარგადაა,შეგიძლიათ განაგრძოთ გაკვეთილი,მაპატიეთ-მივაყარე უცებ და ჩემს ადგილას დავებერტყე.გარედან თვალებდაჭყეტილი და ჩემი სწრაფი რეაქციიდან გამომდინარე, ოდნავ შეცბუნებული ბაჩო მომჩერებოდა
-მაპატიე, რა თქმა უნდა ეს საცოდაობაა,მაგრამ მე ისეთი ვარ ,როგორსაც მხედავ.ალბათ თავს მოტყუებულად გრძნობ.მე ხომ ტრამვის მიღების შემდეგ არც მიცდია თამაშის გაგრძელება,მარტივად დავნებდი..იმედგაცრუებული ხარ ხომ?ჭკუის დასარიგებლად მოხვედი?ჩემი გამხნევება გინდა ამ სიტყვებით??-ცრემლები მომადგა..ყელში ბურთი გამეჩხირა.მეტი ვერაფერი ვთქვი.არასოდეს მიტირია და არც ახლა ვაპირებდი თითქმის უცნობი და გამაღიზზიანებელი ტიპის წინ ცრემლები გადმომეყარა
-არა !-ისე მკაცრად და უცებ გაიჟღერა ბაჩოს ხმამ ,რომ შევკრთი-კლუბის დატოვება ალბათ ის გადაწყვეტილება იყო,რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში იღებდი და ეს დრო ძალიან მტანჯველი იქნებოდა შენთვის
-შენ არაფერი გესმის -მაინც ვერ შევიკავე თავი და ერთადერთი ცრემლი გამომეპარა..
-მაპატიე სალო-ნაღველშეპარული ხმით მითხრა ბაჩომ.ოდნავ წამოიწია და თავისივე ხელით ამოომიშრო თვალიდან თბილი სითხე.-ახლა უნდა წავიდე,აუცილებლად დავბრუნდები-მინდოდა კიდევ რაღაც მეთქვა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე.გული დამწყდა, რომ გასასვლელისკენ შეტრიალდა და წავიდა.გამეღიმა და სწორედ ამ დროს შემობრუნდა ჩემსკენ,.თავისი ანგელოზური ღიმილი მაჩუქა ,ხელი დამიქნია და გზა გააგრძელა...ბაჩო..შენს ღიმილს გულში შევინახავ,...
მასთან საუბრის შემდეგ საგრძნობლად გამომიკეთდა ხასიათი და მთელი დღე უაზროდ გაღიმებული დავდიოდი, რის გამოც კლასლეები ისე მაშტერდებოდნენ ,თითქოს უცხოპლანეტელი დაენახათ..მათ წინ ხომ მუდამ სერიოზული მუდოს ნიღაბი მქონდა აკრული.
ესეც მომდევნო დღე..
-სალომეეე ნახე რა მოგიტანე-ნინი მოცუნცულდა და ორცხობილები გადმომილაგა წინ
-შენ გააკეთე?-გაოცებულმა ვკითხე და ერთი ცალი გემრიელად ჩავკბიჩე
-აჰაა,გასინჯე აბა ,როგორი გოგო ვარ -წაიჭიმა წინ და ჩემს სავარაუდოდ კარგ შეფასებას დაელოდა
-ოქრო გოგო ხარ-გადავუჩურჩულე ,რადგან უკვე მასწავლებელი შემოვიდა კაბინეტში...
-დაიტოვე დანარჩენები-ასევე ჩურჩულით მიპასუხა და თავისი ადგილი დაიკავა.
მერხზე ადგილი არ მქონდა, ჩანთის გახსნა მეზარებოდა, ამიტომ დაუფიქრებლად დავდე ორცხობილების პარკი ფანჯრის რაფაზე და დაფას უინტერესოდ გავხედე..
-ჰეიი სალოო-მომესმა უკვე ნაცნობი ხმა და გული უჩვეულოდ ამიფრთხიალდა...ამასთანავე სუნთქვაც გამიხშირდა და ხელისგულები გამიოფლიანდა.პირველად ხდებოდა ასეთი რამ და რომ დავფიქრდი ეს ბაჩოს გამოჩენით იყო გამოწვეული,დავფრთხი კიდეც..ნუთუ ასე მოუთმენლად ველოდი ? ნუთუ მომენატრა ასე ძალიან ერთ დღეში? კი მაგრამ, მე ხომ მას არც კი ვიცნობ?...ეს კითხვები მიტრიალებდა თავში და სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა.თავი გავაქნიე უაზრო ფიქრების მოსაშორებლად და მომღიმარ ბაჩოს გავხედე,რომელსაც თავისი თბილი თაფლისფერი თვალები უჩვეულოდ უბრწყინავდა.წამით მომეჩვენა ,რომ სახეზე ფერი არ ქონდა ,მაგრამ ეს კიდევ მორიგ უაზრო ფიქრად ჩავთვალე და მთლიანად ჩემს წინ ასვეტილ ფიგურაზე გადავერთე.
-ეჰ...სიმართლე გითხრა, ყოველდღე ვნერვიულობ, რომ ერთხელაც ფანჯარა დაკეტილი დამხვდება და ვეღარ დაგელაპარაკები-მორცხვი ღიმილით დაიწყო ლაპარაკი და ქვემოდან ამომხედა
-ნუ ღელავ ,არ დავკეტავ-სწრაფად ვუპასუხე და მორიგი ორცხობილა მოვიმწყვდიე თითებში
-ეეეე…ორცხობილებიიიი-თვალები აუციმციმდა და მომენტში პატარა ბავშვად ჩავთვალე, რომელიც მსგავს სახეს ტკბილეულის დანახვისას იღებს
-გინდა?-იმწუთასვე გავუწოდე ხელი-ოღონდ მხოლოდ ორი ცალი დამრჩა-დანანებით ჩავილაპარაკე
გავუწოდე და ჩაკბიჩა თუ არა, გაოცებულმა გამომხედა
-ეს შენ გააკეთე?
-არა,ჩემმა მეგობარმა
-გემრიელია-ნეტარი ღიმილი გამოესახა სახეზე
-ორცხობილები ასე ძალიან გიყვარს?-თვალები მოვჭუტე და ისე გავხედე
-აჰამ-პირგამოტენილმა დამიქნია თავი და ჭამა განაგრძო.უცებ საშინლად მომინდა, რომ ეს ორცხობილები ჩემი გაკეთებული ყოფილიყო ,ამიტომ ეგრევე გადავწყვიტე ,ხვალისთვის თვითონ გამოვაცხობდი სპეციალურად მისთვის...საინტერესოა თუ მოეწონებოდა
-ნუ , წავედი მე ეხლა.მადლობა ორცხობილებისთვის-საყვარლად გამიღიმა და წასასვლელად შეტრიალდა.მოულოდნელად თავი სიცარიელეში ვიგრძენი,არ მინდოდა წასულიყო,მაგრამ დარჩენას ვერ ვთხოვდი..უცებ სიტყვები ენიდან ისე მომწყდა ,რომ ვერც გავაანალიზე
-მოიცადე, ბაჩო...ხვალაც ხომ მოხვალ?-ამის გაგონებაზე ადგილზე შეტოკდა და გაოგნებული ჩემსკენ შემოტრიალდა.მოგვიანებით მისი გაოცება ჩვეულმა ღიმილმა შეცვალა და მომეჩვენა, რომ ეს ღიმილი სხვა დანარჩენებისგან უფრო მეტი სინაზით გამოირჩეოდა,თითქოს იგი პერსონალურად მე მეკუთვნოდა,აი ამ წუთას,ამ მომენტში.
-აუციელბლად მოვალ-ოდნავ ლოყებგაწითლებულმა პაუზის შემდეგ მიპასუხა-შტორმიც რომ დაიწყოს, მაინც-დააბოლოვა და გზა გააგრძელა.

მთელი გზა სახლიდან სკოლამდე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ,როგორ მომემზადებინა განსაკუთრებით გემრიელი ორცხობილები.რომ ვაღიარო ,არასოდეს გამიკეთებია, ამიტომ საგრძნობლად ვნერვიულობდი.ოთხი ცდის შემდეგ მთლიანად დასვრილ და განადგურებულ სამზარეულოს ხვნეშით გადავხედე.კუთხეში დადებული დიდი წვალებიტ მომზადებული „გემრიელობები“ სპეციალურ კოლოფში ჩავალაგე და სუნთქვა შეკრულმა დავიწყე ლოდინი..ლოდინი იმისა,თუ როდის გათენდებოდა...

აი მეორე დილა...სკოლა..კლასი...ჩემი ადგილი..პირველი გაკვეთილი..მეორეც ...მესამეც....
-სალომეეეე-ხმადაბალი ძახილი გავიგონე თუ არა ,ფანჯარაში გავიხედე და ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი
-აბა,როგორ ხარ?-შემომცინა ბაჩომ და თვალებში ჩამხედა
-კარგად, მადლობ-უხერხულად შევიშმუშნე და დიდი ყოყმანის შემდეგ, მაინც გავუწოდე წინა დღის ნაშრომ-ნაწვალები-გუშინ გავაკეთე,ვიფიქრე უყვარს და გაუხარდებათქო-ხელის კანკალით გავუწოდე ორცხობილებიანი კოლოფი
-ეს მე? ანუ..სპეციალურად ჩემთვის გააკეთე?..-თვალებგაფართოებული მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდა
-ჰო-მოკლედ მოვუჭერი და ვიგრძენი როგორ ავწითლდი სახეზე
-მართლა?-იმხელაზე წამოიყვირა , რომ მეგონა აქ დამთავრდებოდა ჩემი სიცოცხლე.თუმცა, ბედად ჩემს წინ მჯდომმა,როგორც ზემოთ ვახსენე გიორგიმ,ხელი აწია და ისტორიის მასწავლებელს რაღაც ჩემთვის უცნობ შეცდომაზე მიუთითა.ასე რომ მასწავლებლის რისხვას და კლასელების გაჭორვას ნაღდად გადავრჩი,რადგან ამ დროს ყველა გიორგის კითხვით იყო დაკავებული და ჩემსკენ არავის გამოუხედია,პარალელურად კი ბაჩოს საწყალ თვალებს, ჩემი მნრისხანე მზერა შევაგებე და დავუბღვირე
-ბოდიში,ხმამაღლა მომივიდა-დამნაშავეს ხმით ჩაილაპარაკა და მეგონა, რომ იქვე დავდნებოდი
-აუ... როგორ მინდა გავსინჯოოოო-აღტაცებული განაგრძობდა, მაგრამ წუთით შეყოვნდა-აუჰ,ხელები მაქქვს ჭუჭყიანი , დაკეტილ კარზე გადაძრომა ძალისხმევას მოითხოვს-მომენტალურად გამახსენდა,რომ ამ დროს ჩემი სკოლის მთავარი კარი სულ დაკეტილი იყო.-წავალ ონკანს ვიპოვი სადმე და მოვალ-სწრაფად მომაყარა და ის იყო უნდა შეტრიალებულიყო ,რომ მეც არ ვიცი საიდან ,თუმცა ერთმა არც თუ ისე გენიალურმა აზრმა გამიელვა თავში
-მოიცა,თუ გინდა მე გაჭმევ-ეს ვთქვი თუ არა, თავი დავიწყევლე, რომ ენა ყოველთვის წინ მისწრებდა.ბაჩომ ახლა უფრო გამოშტერებულმა ,ვიდრე გაოცებულმა,გამომხედა და სიტყვაც კი ვერ დაძრა პირიდან.
-მაპატიე,ისე ვთქვი ,უბრალოდ-ბლუკუნით გადავასწორე ჩემი ნათქვამი და დაფისკენ ჯიუტად გავიხედე
-იქნებ დამეხმარო ,გთხოვ-ხმაშეცვლილმა მითხრა ბაჩომ და კოლოფი ჩემსკენ გამოაჩოჩა.თან გამამხნევებლად გამიღიმა.ორცხობილა მაგრად ჩავბღუჯე ხელში და მისი თავისკენ გადავიწიე.ხელი რომ პირთან მივუტანე ახლოს,მისი სუნთქვა გადამეშალა თითებზე და დამბურძგლა.გული საგულედან ამომიხტა ცხვირში კი მისმა უცხო და თან სასიამოვნო სურნელმა შემიღიტინა.ვიგრძენი როგორ გავწითლდი სახეზე ,რამაც ბაჩოს ღიმილი გამოიწვია,.პირი ოდნავ გააღო და ჩემი ორცხობილაც ჩაკბიჩა. „ტუ-დუმ“ მომენტში ისე მაგრად დამარტყა გულმა, რომ შემეშინდა არ გამოვთიშულიყავი,ამიტომ სწრაფად გადავიწიე ისევ უკან.თავში გამიელვა ,რომ ამ წუთას კლასში ვიმყოფებოდი და იმის შიშით,რომ ახლა ვიღაც უეჭველი მიყურებდა ,ოთახს თვალი მოვავლე.ყველა თავის საქმეში იყო გათული ,გარდა ერთისა.გიორგი რაღაცნაირი უემოციო სახით მომჩერებოდა და კარგად დაინახა ბაჩოც ,თუმცა ჩემდა გასაოცრად, „ჰმ“-მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა და ისევ ძველ პოზას დაუბრუნდა.
-როგორი გემრიელი იყოოო-თბილად დაიჩურჩულა ბაჩომ და თვალი ჩამიკრა,რამაც ისევ არითმია გამოიწვია-იცი..ამ ბოლო დროს საშინლად არეული და დაბნეული ვარ.თავბრუს მახვევ....მართლაც განსაკუთრებული ხარ სალო-შემომცინა ბაჩომ და ახლა არამარტო გავწითლდი,საშინლად მომინდა ჩავხუტებოდი და წასვლის საშუალება არ მიმეცა.ის აზრი,რომ მალე უნდა გაუჩინარებულიყო,სასტიკად მიწვავდა შიგნეულს და სიმარტოვის შიშს მიჩენდა გულში.გამეღიმა...ამ ღიმილში სითბოც ,სევდაც, მონატრებაც, ტკივილიც და ბედნიერებაც ერთნაირად ჩავდე.
-მცხელა-ბლუკუნით წარმოთქვა ჩემზე მოშტერებულმა ბაჩომ და როცა გაკვირვების ნიშნად წარბები ავწიე ,ცადა მისი ნათქვამი შემდეგნაირად ააეხსნა-მომეჩვენა, რომ შენმა ღიმილმა დამწვა -დაბნეულად ჩაილაპარაკა და თვალი ამარიდა.ამაზე ხმამაღლა გამეცინა
-ვისი ხმა ისმის? ვინ იცინის?-დაიგრგვინა მასწავლებელმა
-მაპატიეთ,მე ვიყავი-მორცხვად ვუპასუხე და შვებით ამოვისუნთქე, როცა ისევ დაფისკენ შეტრიალდა
-მომეჩვენა, რომ შენმა ღიმილმა მომკლა,გული გამიჩერა-ახლა უკვე დამაჯერებლად წარმოთქვა ბაჩომ ,უკან რამოდენიმე ნაბიჯით დაიხია და ისე გამიცინა, როგორც არასდროს.ეს ღიმილი ყველასგან გამორჩეული იყო.მასში ჩემთვის ამოუცნობი ნაღველი დავინახე და ამან შემაშინა.ჩემთვის ნაცნობი სინაზე ამოვიკითხე და ამან გამათბო..ჩემთვის განკუთვნილი სიყვარული ვიგრძენი და ამან გული ამიჩქარა.და ბოლოს...მომეჩვენა,რომ ეს საბოლოო იყო...ღიმილი,რომელსაც დამშვიდობებისას ჩუქნიან ხოლმე საყვარელ ადამიანს...და მე არ შევმცდარვარ.....
ჯერ არ იყო გასული ერთი თვე,ასე რომ ჩემი და ბაჩოს შეთანხმება უნდა გაგრძელებულიყო,თუმცა ამის და მიუხედავად,ის გაქრა..დამიტოვა თავისი ანგელოზური,არაამქვეყნიურად ლამაზი ღიმილი და წავიდა.მე ის აღარ მინახავს.რამოდენიმე თვე ველოდე,ნინი სულ თავს დამტრიალებდა და მეკითხებოდა , რა იყო ჩემი მოწყენის მიზეზი..მოულოდნლად თავში ბაჩოს ადრინდელი ნათქვამი გამახსენდა,რომ ის ამავე სკოლაში სსწავლობდა ,ოღონდ ერთი კლასით პატარა იყო..მთელი მეათე კლასის ოოთახები ჩამოვიარე,ყველგან ვიკითხე, მაგრამ არავინ იცოდა ვინ იყო ბაჩო ლომიძე და საბოლოოდ მეც შემეპარა ეჭვი სინამდვილეში არსებობდა იგი,თუ მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო...
ბაჩო...ალბათ ვეღარასოდეს გნახავ..როგორ მენატრები..რამდენი რამ მქონდა შენთვის სათქმელი...მინდა იცოდე, რომ შემიყვარდი..შენმა ბავშვურობამ და ანგელოზურმა ღიმილმა მაინც გაიტანეს თავისი და მოკლე დროში გულში ჩამებეჭდნენ..როგორ მინდა გნახო.წამით მაინც მოგკრა თვალი.ვიცოდე ,რომ ნამდვილად იყავი ჩემს ცხოვრებაში და ახლა კარგად ხაარ.
მეორე სართულზე ვიყავი,ბიბლიოთეკის ოთახში.ფანჯარასთან ვიდექი და ზუსტად იმ ადგილს გადავყურებდი ,სადაც ის მოდიოდა ხოლმე..“შენთან მინდა“ვერც კი გავაცნობიერე,რომ ხმამაღლა წარმოვთქვი
-მოცემულ მომენტში მას არ შეუძლია მოგინახულოს-ზარივით გაისმა ვიღაცის სიტყვები და ადგილზე შევხტი.ფრთხილად მივტრიალდი უკან და გიორგი რომ დავინახე ,გაოცებისგან ენა ჩამივარდა.აი ის გიორგი,ჩემს წინ რომ იჯდა ხოლმე ,სულ..
-შენ...საიდან იცი?..-როგორღაც თავი მოვაბი ამ სიტყვებს და პასუხის მოლოდინში ჩემს წინ მდგომს მოუთმენლად მივაშტერდი
-ადრე ერთ სკოლაში დავდიოდით.მას გულის დაავადება აქვს,დაბადებიდან.სიმართლე გითხრა,იგი კარგა ხანია საავადმყოფოში წევს და იქ გადის მკურნალობას.ამზადებენ,რადგან მალე მძიმე ოპერაცია უნდა გაუკეთონ.კლასში ჩატოვეს იმიტომ, რომ ავადმყოფობის გამო სკოლაში ვერ დადიოდა.თუმცა წლოვანებით ჩვენი ტოლია..წესით მეთერთმეტეში უნდა იყოს.წინა სკოლაში,როცა ერთად ვიყავით,სულ შენზე მელაპარაკებოდა.ამბობდა, თუ როგორი საყვარელი და ლამაზი ხარ.თქვა ,რომ უეჭველი გამოგელაპარაკებოდა.მერე შენ ტრამვის გამო კლუბი დატოვე და მეც ერთხელ წამომცდა,რომ ამის გამო სულ მოწყენილი დადიოდი.ამ დროს იგი საავადმყოფოში იყო უკვე.აიჩემა ,რომ აუცილებლად დაგელაპარაკებოდა ოპერაციამდე,ამიტომ ექიმს მოელაპარაკა და დაითანხმა, რომ ყოველ დღე ერთი საათით გამოეშვათ ხოლმე .შემდეგ კი შეგხვდა,გაგიცნო და თავს ჩვენი სკოლის მოსწავლედ გაჩვენებდა..ოღონდ ძალიან გთხოვ,არ შეგებრალოს...ისე,ცოტა ვიეშმაკე ,რომ შენს წინ დავმჯდარიყავი,რომ მასწავლებელს შენ და ბაჩო არ შეემჩნიეთ-მის ბოლო სიტყვებზე მოვტვინე ,რომ სულ მეხმარებოდა გიორგი,როდესაც რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდებოდა ხოოლმე ბაჩოსთან საუბრისას.სულ მეფარებოდა წინ ,რომ კლასელებსაც კი არ შევემჩნიეთ.მმაგრამ...ამ ყველაფერის რომ თავი დავანებოთ..სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შოკში ვიყავი.ვერც კიი წარმოვიდგენდი რომ ბაჩოს შეიძლებოდა მსგავსი რამ დამართნოდა.არ მიტირია,საერთოდ მსგავსი არაფერი მიგრძვნია და გამიკეთებია,მხოლოდ უსაზღვრო ბრაზით და უკმაყოფილებით ავივსე
-ეი...შენ-ბრაზით დავიღრინე და პიჯაკში გიორგის ხელი ჩავავლე-სად არის ახლა ბაჩო ლომიძე?
-მეორე საავადმყოფოში,საოპერაციო განყოფილებაში იქნება ახლა.წესით უკვე ოპერაციაზე უნდა შეყავდეთ-ადგილიდან მოვწყდი და კარისკენ გავვარდი გიორგის სიტყვები რომ წამომეწივნენ
-ამას შეცოდების გამო არ აკეთებ, ხომ ასეა ?
-შენ ხომ ყოველთვის მიცავდი უსიამოვნებებისგან, როცა ჩემს წინ იჯექი..მადლობა-გავუღიმე და დერეფანში გავვარდი.მიუხედავად სისწრაფისა მისი სიტყვები მაინც გავიგე და ისევ გამეღიმა:“ბაჩო არ შემცდარა, როცა შენ განსაკუთრებული გიწოდა“..
მივრბოდი..არავინ გამიფრთხილებია სკოლაში რომ მივდიოდი,მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკკლებად მაინტერესებდა.მთავარაია,რომ ბაჩოს ოპერაციამდე ვნახავდი,ასე რომ არც შუქნიშანს ვაკვირდებოდი და არც მყვირალა გამვლელებს, რომლებსაც ბევრი მცდელობის და მიუხედავად მაინც ვეჯახებოდი.გული ამოვარდნაზე მქონდა როცა საავადმყოფოს წინ გავჩერდი.დიდი წვალების შემდეგ მოვძებნე საოპერაციო განყოფილება და ის იყო რეგისტრატურას მივადექი,როცა პაციენტის ტანსაცმელში მედდასთან მოლაპარაკე ბაჩო დავინახე.ის იმდენად მაღალი იყო....“ტუ-დუმ“-ისე ძლიერად დამარტყა გულმა ,მგონი ბაჩოზე მალე მე შემიყვანდნენ საოპერაციოდ.დინჯი ნაბიჯებით დავიძარი მისკენ და მივუახლოვდი თუ არა, ვიგრძენი, რომ წამოვწითლდი..ფერი დაკარგვოდა.ნელი ნაბიჯებით წავიდა პალატისკენ..ისე მომინდა ჩავხუტებოდი,რომ თავის შეკავების მიზნით ხელები მაგრად გადავაჭდე ერთმანეთს
-ბაჩო..-დავუძახე და ადგილზე გავშეშდი.შევამჩნიე როგორ დაბარბაცდა მომენტალურად.შემდეგ ნელა შემოტრიალდა და თვალი გამისწორა თუ არა, სახეზე გაკვირვება გამოესახა
-სალომე..აქ...შტერი გიორგი..-ჩაიდუდღუნა ბოლო სიტყვები..მის დაბნეულობაზე გამეღიმა.ჩემი ბაჩო რომ ამოვიცანი წინ მდგარ ადამიანში, მაშინ ერთიანად იფეთქა ჩემში მონატრებამ,სიყვარულმა....ამდენი ხნის განმავლოობაში ნაგროვებმა ემოციებმა ერთიანად იფეთქეს და შეუკავებელი კანკალი ამივარდა.ცრემლები წამომივიდა და ხმას ვერ ვიმორჩილებდი..მინდოდა რაღაც მაინც მეთქვა, რადგან მის გაკვირვებულ და ნაღვლიან მზერას ვეღარ ვუძლებდი..ბოლოს ბლუკუნით ორ სიტყვას ძლივს მოვაბი თავი
-რა უცნაურია..ახლა ჩვენს შორის კედელი აღარ არის-ნელ-ნელა ხმას ჩვეულ ტემბრს ვუბრუნებდი და ხელებს მხრებზე ძლიერად ვიჭერდი ცახცახის შესაკავებლად-პირველად ვდგავარ ასე შენთან ერთად,ეს ისე უცნაურია..-ახლა უკვე თან ვტიროდი და თან ვიღიმოდი.ბაჩო ჩემსკენ დაიძრა ნელი ნაბიჯებით და წინ დამიდგა.
-ჰო,უცნაურია-დამიდასტურა და რომ ჩვევია,ისე გამიღიმა
-შენზე ნაწყენი ვარ-მხოლოდ ახლა მოვნახე გულში დაგროვილი ბრაზი-იმის გამო, რომ კლუბი დავტოვე და ფრენბურთს აღარ ვთამაშობდი ,შენ სულ გვერდით მედექი და მამხნევებდი.მე ეს არ მჭირდებოდა.ეს უსამართლობაა,თვითონ გჭირდებოდა ჩემი გვერდით დგომა და იმის მაგივრად, რომ ჩემთვის რამე გეთქვა, უკვალოდ გაქრი-რაც ენაზე მადგებოდა ყველაფერს ვისროდი და ამ მომენტში არ მაინტერესებდა მას ეს ეწყინებოდა ,თუ არა.თავიდან ბაჩომ დამნაშავეს ღიმილი აიკრა სახეზე,შემდეგ კი შუბლი შეკრა და ისე დამაჩერდა
-ეს ასე არ არის.შენ იყავი უკვე ჩემს გვერდით.მხოლოდ შენ...გესმის სალო? შენი წყალობით, ოპერაციის შიში დავძლიე.ის მაძლევდა ძალას,რომ ამ მძიმე დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ისევ მოვიდოდი შენ ფანჯარასთან,შენ გამიღიმებდი ,ორცხობილებს მაჭმევდი შენი ხელით ან დამტუქსავდი.მხოლოდ იმის იმედი მქონდა,რომ ოპერაციის შემდეგ შენ მელოდებოდი,და სწორედ ამის წყალობითაა ,რომ მე აქამდე მოვაღწიე.მე ახლა აქ ვდგავარ და მიუხედვაად იმისა,რომ არის შანსი ჩემი ვერ გადარჩენისა,მე ბედნიერი ვარ ,რომ შეგხვდი,,გაგიცანი და მჯერა,რომ ღმერთი მომცემს კიდევ დროს.დროს,რომელიც მხოლოდ ჩემთვის და შენთვის იქნება განკუთვნილი..მომცემს მომავალს,რომელშიც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით,ერთად და ცხოვრების ბოლომდე...დიდხანს..კიდევ ,დიდხანს...-პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი მის სიტყვებზე.ბაჩომ ჩემი მარჯვენა მის დიდ მტევანში მოიქცია,ნელა,ნაზად აკოცა და სევდიანი ღიმილით გამომხედა
-შენ რომ იცი ისე გამიღიმე,მომაჯადოვე,არ მომცე საშუალება ,რომ ასე უცებ დაგტოვო.ნება მომეცი,რომ აქედან გამოსვლის შემდეგ ისევ მოვიდე ხოლმე შენს ფანჯარასთან..მომეცი ამის უფლება..
-ჰო,მოდი..მე დაგელოდები ბაჩო..სულ..რამდენიც საჭირო იქნება დაგელოდები...-ეს ვთქვი თუ არა მის მკლავებში მომიქცია და ამდენი ხნის ოცნება ამისრულა...მე მას მთელი ძალით ვეხუტებოდი...


ამ ამბის შემდეგ რამოდენიმე თვე გავიდა..იმ დღეს საავადმყოფოში აღაარ გავჩერებულვარ.არც ოპერაციის პასუხები გამიგია და არც ბაჩო მომინახულებია.რატომღაც ვგრძნობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.მთელი არდადეგები ეკლესიაში დავდიოდი და ვლოცულობდი....
სექმტემბერიც მოვიდა..ესეც ჩემი ნანატრი ბოლო წელი სკოლაში...მეთორმეტე კლასი..
-ჰელოუუუ სალომეეე-ღრიალით მორბოდა ჩემსკენ გახარებული ნინი და ხელს მიქნევდა-როგორ მომენატრეეეეე
-მეც ნიინ, მეცც- გავუცინე და მაგრად ჩავიკარი გულში...
დერეფანში გიორგი შევნიშნე და მისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი..მივესალმე, მაგრრამ თვითონ ჩემს საკლასო ოთახში იჭყიტებოდა..მეც დამაინტერესა რას უყურებსთქო, როცა ზანტად წარმოტქვა
-ეეეეჰ,ეს მომაბეზრებელი...შეხედე ,ბაჩო მოვიდა...ალბათ მთელი წელი მაგისგან ვერ დავისვენებთ-ჩემმა ტვინმა მხოლოდ „ბაჩო მოვიდა“-გაიგო.აანალიზა,აანალიზა და ბოლოს გადაიწვა.რობოტივით შევედი კლასში და ჩემი მერხის გვერდით მჯდარ მომღიმარ ბაჩოს რომ შევხედე, ადგილზე შევქანდი
-მე ახალი მოსწავლე ვარ-უცინოდა გარს შემოხვეულ ბიჭებს და სათითაოდ ეცნობოდა ყველას.ბოლოს მიახლოვებულ გიორგის კითხა:“სალომე სად არის?“ და მანაც ჩემზე თავით ანიშნა.ბაჩომ ერტი გამომხედა და ლამის გადმოახტა ბიჭების გროვას
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება-ცრემლნარევი ღიმილით შემოვხვიე ხელები და მისი უცხო,სასიამოვნო სურნელი მთელი ძალით შევისრუტე.
-როგორ მომენატრეე-ჩამჩურჩულა ყურში ბაჩომ და თავი ჩემს თმებში ჩარგო...ჩემი გული ბუდიდან ამოხტა და უგზოუკვლოდ გადაიკარგა.სამაგიეროდ ცხადად ვგრძნობდი ბაჩოს აჩქარებულ გულისცემას და ვბედნიერდებოდი,რომ მისი გულიც ,ანგელოზური ღიმილიც და საერთოდ ყველაფერი, რაც მას ეკუთვნოდა, უკვე ჩემიც იყო..ცოტათი მომშორდა და თვალებში ჩამხედა
-მიყვარხარ სალო-ჩვეული ღიმილი მაჩუქა და გაბრწყინებული თვალებით შემომხედა
-მეც მიყვარხარ ბაჩო -გავუცინე და ისევ მის სითბოში ჩავიძირე...







დასასრული...





წამოვლები მჭირს ხოლმე...ჰო და ერთერთი წამოვლის შედეგია ეს პატარა ისტორიაც :დდ აბა შემიფასეთ და გამაკრიტიკეთ..ველოდები თქვენს აზრრს....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Svvaaaniii

აუუ >_< არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო მართლა დედას გეფიცები ^^ ისე მომეწონა რო რავიცი, აიი ძაალიან მაგრად ^^
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№2  offline წევრი dreamer8

მაგარია <3

 


№3  offline წევრი talaxadze133

Sityvebi ar myofnis dzan magaria

 


№4  offline წევრი tatusebi

ძალიან მაგარი იყო ამეტირა კიდეც love

 


№5  offline წევრი ninee

Auu dzaan magarii iyoo <3 yochaag

 


№6  offline წევრი nukiiiiii

xoo icii roo su vkitxukibb da ai martlaa dzaaan momewonaa tochagg raa ra gitxraa arvici unichieresii xar daa vamayobb shenitt xo icii bednoerii var eseti kargi ro xarr guli gamitbee<3:*

 


№7  offline წევრი niniia

ძალიან მაგარია <3 ძალიან მომეწონა მართლა ყოჩაღ :*

 


№8  offline წევრი მეგიანა

მგონი ამ საიტზე ნერ არავის მოთხრობა არ წამიკითხია რომელიც შენსას ემჯობინებოდა...ისე საინტერესო და ემოცციური იყო რომ თვალიდან ცრემლს ვერ ვიშორებდი და მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო თხრობა ❤❤ ძალიან მომწონს და ეცადე რაც შეიძლება მეტი წერო ❤

 


№9 სტუმარი lana

ძაან კარგი არა მაგრამ ნორმალური იყო

 


№10  offline წევრი mariam m.k

Ukve shemiyvardi shenc da sheni istoriebic ?!?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent