შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე(Part 3)


6-12-2014, 22:02
ავტორი Tamo Khudzhadze
ნანახია 1 226

მე არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე(Part 3)

იმის წარმოდგენაც არ მინდოდა რომ ნემს გამიკეთებდნენ..
_აუუ იქნებ არ გვინდა რაა!
_ეხლა შენი ხმა არ გავიგო!!ჩაგეცვა თბილად და არ მოგიწევდა ნემსის გაკეთება.
"ჩაგეცვა თბილად და არ მოგიწევდა ნემსის გაკეთება" გიორგი გავაჯავრე და უკმაყოფილოდ გადავატრიალე თვალები.აი კარებიც გააღო გიორგიმ და შესვლისთანავე ცრემლებმა ჩემდა უკითხავად დაიწყეს დენა!ოთახს მოვავლე თვალი სადაც უკვე იყვნენ დაახლოებით 3 დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები და მათ გვერძე მჯდარი დედები და მამები.ჩემგან განსხვავები არცერთს არ ეტყობოდათ შიში.
_გიოო არ მინდა რაა!
კატის თვალებით ავხედე და კიდევ ერთხელ ვცადე გადამეფიქრებინა მისთვის,მაგრამ ისეთი სახით გამომხედა ხმა რომ ამომეღო იქვე "მიმასხმარტალებდა".გიომ ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
_სად ხარ ჯუბა?
_...
_აუ მიდი რა ძმურად კლინიკაში მოდი..
_...
_არა არაფერი ისეთი უბრალოდ ეს ჩვენიი ისტერიჩკა გაგვიხდა ავად...ამის ისტტერიკები კიდე ხომ იცი არაა???ნემსის დანახვაზე ეს ორმეტრიანი გოგო ნახევარ სანტიმეტრამდე პატარავდება.
ეს თქვა და გავიგე როგორ გაეცინა ჩემს წინ მჯდარ დაახლოებით ასე 23_24 წლის ბიჭს,რომელიც პატარა კულულებიან გოგოს აჭმევდა.ერთი შევუბღვირე და ვაგრძნობინე გავიგე როგორ გაგეცინათქო..ამაზე კი ხმით დაიწყო სიცილი.უხ როგორ მინდოდა ეხლა მისთვის "სიფათი" გამეერთიიანებინა!იდიოტი!
ფიქრებიდან გიორგის ხმამ გამმომიყვანა
_თაკუშ ეხლა ჯუბა მოვა,მე საქმეზე მივდივარ და არ მცალია.
_ხოო შენი გადაუდებელი საქმეები..სად გცალია ჩემთვის გოგოები გყავს დასაკერი!
_თაკო რატო გაქ ესეთი მწარე ენა?
_რას ვიზამთ სიმართლე მწარეა.
ვუთხარი და ენა გამოვუყავი.
_ნემსიც მწარეა რომელსაც ნახევარ საათში გაგიკეთებენ!
ნემსის გაგონებაზე შევწყვიტე სიცილი და "სწერვა როჟით" გავხედე.
_ნუ რა იყო ეხლა ეს? იხუმრე ვითომ?
_ეხლა ჯუბა მოვა და ნახე მაგის ხუმრობები.
მითხრა და ენა გამომიყო.
_შენ საქმეზე მიდიოდი!
_მე ისიც ვთქვი ჯუბა რომ მოვა მერე წავალთქო.
_ზედმეტებს ნუ ლაპარაკობ!!!იისედაც ცუდად ვარ!
რამდენიმე წუთში კარები გაიღო და ჯუბა გამოჩნდა.
_ოჰ ქალბატონო ეს რა დღე გაგთენებია?
მითხრა სიცილით და ჩემკენ წამოვიდა.
_შენ მაცადე ჯაჭვლიანო!!ჯერ აქედან გამოვიდე და მერე მოგხედავ!
_აჰჰ მემუქრები კიდეც ქალბატონო თამარ?
_ეხლა ყველანაირი თამარების და თამარაჩკების გარეშე თორემ მოგკლავ!
_მე წავალ და მერე დაგიხოციათ ერთმანეთი.
თქვა გიორგიმ და ოთახიდან გავიდა.გიორგის გასვლა და ექთნის შემოსვლა ერთი იყო.ნემსის დანახვისას სახეზე ფერებმა გადამიარა..
_აუუ ჯუბა არ მინდა რა!
_ეხლა შენი ხმა არ გავიგო!
_გეხვეწები რაა!
_არ ჩაიცვა ესე თხლად და არ გაცივდები.
_ალექსის თავს ვფიცავარ თუ რამე იყო ჩემი ბრალი!ვიღაც იდიოტმა შემასხა მანქანით წყალი და იმიტომ გავცივდი!
_მე არ მიკითხავს შენთვის როგორ და რანააირად გაცივდი მეთქი.
აი ეხლა გაურია სვანური..მივხვდი ვერაფრით ვერ ავცდებოდი ნემს...სასწრაფოდ რამე უნდა მომეფიქრებინა.ხოდა სწორედ ამ წამს ავხტი სკამიდან და პალატაში დავიწყე "საწოლებს" შორის სირბილი.
_რა მნიშვნელობა აქვს გადასხმის გაკეთება მომკლავს თუ გაუკეთებლობა!
_თაკო ნუ ბავშვობ და დროზე მოდი აქ..
გავიგე ჯაჭვლიანის გაბრაზებული ხმა.უცებ გააზრებაც ვერ მოვასწარიი ისე შემომეკრო წელზე ძლიერი ხელები,მაგრამ ეს არ იყო ჯუბას ხელები.თავი მივაბრუნე და "ხვეულთმიანის "მამა" " იყო.ისე გავმწარდი სრულიად უცნობი რომ ჩაერია ჩემს საქმეში სახეზე წითელი წიწაკის ფერი მედო! აი ასე ხელ-ფეხ "შეკრული" მივყავდი "იმ იდიოტს" და თან სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.ჯერ არ ვიცნობ მაგრამ უკვე მეორედ გამიჩნდა სურვილი მისი "სიფათი შემელამაზებინა".მანაც ჩემი თავი ჯუბას "გადაულოცა" და ეხლა ჯუბას მკლავებში მოვექციე.
არა აშკარად იმის მკლავებში უკეთესად ვგრძნობდი თავს. "მის მკლავებზე ფიქრს გირჩევნია იმაზე იფიქრო როგორ დააღწიო თავი ნემსებს" გამომეპასუხა ჩემი "მეორე მე".
აი უკვე მომიახლოვდა ექთანი თავისი "წამლებითურთ" და "მიბრძანა" საწოლზე დავწოლილიყავი.ჯუბამ სულ ძალით დამაწვინა და თვითონ ხელი დამიკავა.აი ეხლა მივხვდი სად "დამერხა".
_არ გამი.....
სიტყვაც ვერ დავასრულე ისე ვიგრძენი ტკივილი და გონებაც დავკარგე..
გონს მძაფრმა სუნმა მომიყვანა.თვალები ისე დამძიმებოდა მძლივს გავახილე .თავზე ჯაჭვლიანი მედგა და სიცილისგან "იკლაკნებოდა".
_ვაიმეე შენ მართლა რა ისტერიჩკა ყოფილხარ!!
თქვა ფხუკუნით და სულ არ მიუქცევია ყურადღება ჩემი "სწერვულ_გაბრაზებული" როჟისთვის.
_აიი მაცადე ჯაჭვლიანი მე აქედან ცოცოხალი გავიდე და მერე სათითაოდ განანებ იმას რაც გააკეთე და იმასაც ეხლა ასე რომ დამცინი!!!მე მაცადე!!
_აუუ ისე რა დღეში იყავი!
_ჯაჭვლიანი გეყოს ეხლა და ჩემი კურტკა მომაწოდე.
ხელი ავწიე და ეხლახანს შევამჩნიე ჩემს ხელზე მოთავსებული მილები..ეს რომ დავინახე ლამის ხელთავიდან მოსაბრუნებელი გავხდი.ისევ გავიგე სიცილის ხმები,მაგრამ ეს ერთს არ ეკუთვნოდა.ჯუბა მუცელზეე იხეოდა და ბანს ჩემს პირდაპირ მოთავსებული "ხუჭუჭა გოგო" და მისი "მამა" აძლევდნენ...ეხლა კი იმ "იდიოტისკენ" გადავედი.
_შენ რა გაცინებს?
_აი გაცნობაც ასეთი უნდა!
სიცილით თქვა ჯუბამ!
_თაკო ეს ბექა შენგელიაა შენი აქ მოხვედრის მთავარი მიზეზი.
ეხლა სულ დავიბენი.არა კი მართალია მან დამიჭირა,მაგრამ აქ ჩემი მოხვედრა მასთან რა კავშირში იყო?
_ნუ მოკლედ რაა წყალი რომ შეგასხა ის იდიოტი როგორც შენ უწოდებ მე ვარ.
აი სიურპრიზიც ასეთი უნდა.ეხლა ორმაგად მომინდა მისი "სიფათი" შემელამაზებინა.ის ხუჭუჭა გოგო კი საყვარლად მიცინოდა.ძალიან გავდა ალექს და დანახვისთანავე მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება.რასაც ბექაზე ვერ ვიტყოდი არა მანაც მოახერხა შატბეჭდილების მოხდენა,მაგრამ კარგის და "მისთვის" სასარგებლო არაფერი არ გამიელვავს გულში(ნუუ იმ მკლავებს თუ არ ჩავთვლით )
ჯუბასთვის და მითუმეტეს არც ბექასთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია,რადგან პატარა ლიზი გავიცანი..ძალიან საყვარელი,ლამაზი და მხიარული გოგო იყო!!უკვე თავი შემაყვარა!
_ჯუბა იქნებ ამჯერად მაინც მომაწოდო ჩემი კურტკა.
ეხლა მართლა მომაწოდა და მეც Marlboro-ს დავუწყე ძებნა.ჯუბამ თვალწინ შავი კოლოფი ამიფრიალა და გაღიზიანებულმა დაიწყო.
_ამას ხომ არ ეძებ?!
_ჯუბა ვინ მოგცა უფლება ჩემი კურტკიდან ამოგეღო რაიმე და მითUმეტეს სიგარეტი!
_თაკო ეხლა ამაზე ჩხუბს ნამდვილად არ ვაპირებ,მითUმეტეს აქ და ასეთ მდგომარეობაში,მაგრამ ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ!მართალია არაერთხელ მილაპარაკია,მაგრამ კიდევ ვცდი!
_ჯუბა ეხლავე დამიბრუნე!
_ამას არ გიბრუნებ ორი მარტივი მიზეზის გგამო:შენთვის საზიანოა და აქ მოწევა არ შეიძლება.
_სულ არ მაინტერესებს რა შეიძლება და რა არა!! მე მიდნა და ვსიო!
_სულ არ მაინტერესებს შენ რა გინდა და მორჩი აამაზე ლაპარკს!
უხ როგორ მიშლის ეს ნერვებს!!!

ბევრი რომ არ ვილაპარაკო საღამოსკენ დედაჩემმა დამირეკა.დაიწყო რჩევა_დარიგებები,ჩემი "საქციელისთვის" მონოლოგები მიკითხა.მერე "სასტავის დანარჩენმა წევრებმა" დამირეკეს და დაიწყეს ჩემმი დაცინვა! ჯუბაც გაუშვეს როგორც კი დაღამდა..ჯუბამ კი ჩემი თავი ბექას "ჩააბარა", იმანაც როგორც ყოველთვის ირონიულად გამიცინა.
საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება მისთვის ისე ვაქციე ზურგი და დავიძინე...





პირველ რიგში ბოდიში დაგვიანებისთვის და დანაშაულის გამოსასყიდად მემგონი არც ისე პატარა თავია...შემიფასეთ აბა როგორია..
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი lilu7

ძალიან კარგი იყო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent