შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოშა I ნაწილი, მესამე თავი.


17-12-2014, 23:41
ავტორი Mariami_MariamOo
ნანახია 1 382

ბოშა I ნაწილი, მესამე თავი.

დინას დავენახვე და მანქანა მოშორებით გავაჩერე. მოვაჭრეები უკვე კანტიკუნტად ირეოდნენ. შუშები მაინც ავწიე. გარედან დაბურულ მინებში ვერც ნაცნობი შემამჩნევდა და ვერც უცნობი.

ცოტა ხანში მოირბინა და ისე ქურდულად ჩაჯდა მანქანაში, თითქოს ვიღაცას გამოექცაო.

_ გეშინია, ვინმემ არ დაგინახოს? _ მივუბრუნდი აქოშინებულს.

_ ნეტ.

_ აბა, რას შემოიპარე?

_ და ტაკ.

უხასიათოდ მეჩვენა.

_ რა იყო, რა გჭირს? რამე ხომ არ შეგემთხვა?

_ ნიჩევო.

_ რა «ნიჩევო»,
მამის მკვლელივით იყურები და…
_ ვერ იმუშავა დინამ სევოდნია, _ თქვა და თავი დახარა.

_ მერე? მაგას ტირი? ახლავე ვიყიდი შენს ყველა სიგარეტს. მაიტა!

_ გაგიჟდი?! გდე სიგარეტი! ნეტუ! _ გაასავსავა ხელები.

_ მაშინ ხვალ, _ არ დავიხიე უკან.

_ ხვალ უვიდიმ.

შევხედე. შევათვალიერე. უკვე მშვიდად იჯდა, აუღელვებლად, ყელი მოეღერებინა და თვალებგაფაციცებული ცნობისმოყვარედ იყურებოდა აქეთ-იქით. შავი თმა, როგორც ყოველთვის, მაღლა ჰქონდა აწეული და კეფაზე სარჭით დამაგრებული. უჰ, რა სიამოვნებით ვაკოცებდი ახლა ამ შიშველ ყელზე.

_ დინა, შეიძლება ერთი რამე გთხოვო? _ რაღაც მომაფიქრდა.

_ მოჟნა, _ თავი დამიქნია.

_ თმა ჩამოიშალე.

_ რა?

_ მოიძრე ის სარჭია თუ რაღაც შპილკა, _ მივახვედრე.

_ ეტა ზაჩემ?

_ მაინტერესებს, როგორი სანახავი ხარ გაშლილი თმით.

_ პრიამა უჟას.

_ მიდი, მიდი.

_ ბევრი არაფერი, _ ხელი ჩაიქნია და გაიღიმა, მაგრამ მაინც შეასრულა ჩემი თხოვნა.

სქელი, ოდნავ უხეში თმა მძიმედ დაეფინა მხრებზე და გამომხედა.

_ ნუ ჩტო? კარგია?

_ გადასარევი.

_ ვსიო?

_ რა «ვსიო», გქონდეს ეგრე, მაგრად გიხდება.

_ ნეუდობნა ტაკ.

_ მოიცა რა, შეკრული თმით ბებერს გავხარ, _ გავეხუმრე.

_ შენ ამბობ, რომ ტაკ ლუჩშე?

_ მე ასე უფრო მომწონხარ.

_ კაკ ხოჩეშ. დინასთვის სულერთია.

_ პომადას არ ისვამ ხოლმე?

_ ნეტ.

_ არც თვალებს იხატავ?

_ ტოჟე ნეტ.

_ რატომ?

_ ა ზაჩემ?

_ უფრო ლამაზი იქნები.

_ ნი გავარი სკაზკი.

_ შენ ასე გგონია?

_ აჰა.

უცებ კიდევ ერთი აზრი დამებადა.

_ დინა, გინდა, სილამაზის სალონში წაგიყვანო?

_ ტი სუმა საშიოლ? _ შეშფოთდა, შორს დაიჭირა და ისე გაიწია, თითქოს მისკენ მივიწევდი.

_ არ გაინტერესებს, როგორი იქნები უფრო გალამაზებული?

_ ნიჩევო ნე ვიიდეტ.

_ მოდი, ვცადოთ.

_ დინა არ იქნება ლამაზი.

_ იქნება. დავაი პასპორიმ, კარგი? ისეთი ლამაზი იქნები, შენ თვითონ მოგეწონება შენი თავი. ჯერ დაგვარცხნიან, მერე მაკიაჟს გაგიკეთებენ, მერე ისა, მერე ესა და კინოვარსკვლავს დაემსგავსები.

ისე უნდობლად შემომხედა, ეგონა, ვცდიდი, დამთანხმებოდა თუ არა.

_ რა გინდა, თუ მე მოვიგებ, მარტო ერთს გაკოცებ, თუ შენ მო…

_ ე!ე!ე! დაიწყე, არა?

_ შენ სადაც მეტყვი, იქ გაკოცებ, რატომ მეჩხუბები, ადამიანო? _ ღიმილი ვერ შევიკავე.

_ ეგ მოჟნა. მე თუ მოვიგე?

_ შენ თუ მოიგებ, რაც გინდა მთხოვე.

დაფიქრდა.

_ დესიტ ლარი დაშ?

სიცილი ამიტყდა. ამას ისე უნდა ახლა ფული, მთლად ჯინა ლოლობრიჯიდას რომ დაემსგავსოს, მაინც უშნო ვარო, იტყვის.

_ ბოლშე დამ, ოღონდ არ მომატყუო, თუ გაგალამაზებენ, კარგი?

_ კარგი.

_ მე ახლა სალონთან გავაჩერებ, შენ კი წესიერად მოიქეცი, არ გადამიხტე მანქანიდან და არ გამექცე, გესმის?

_ სლიშუ.

_ სლიშუ კი არა, «მესმის» უნდა მითხრა, _ შევუსწორე.

_ მესმის, _ ღიმილით გაიმეორა და როგორც სჩვეოდა ხოლმე, პატარა ბავშვივით დამეჯღანა.

_ იცოდე, თუ მოგეწონა შენი თავი, არ მომატყუო. ფულს ნუ დახარბდები, თორემ…

_ ჩტო ტორემ? _ ეშმაკურად გამომხედა.

_ «კრასავჩიკი» გაბრაზდება. არა, არ გაბრაზდება, ეწყინება, _ ნამუსზე შევაგდე.

_ საგლასნა.

ნელა დავუყევი სანაპიროს და წერეთელზე ავუხვიე, თან მარჯვნივ ვიყურებოდი, რომ წარწერა «სილამაზის სალონი» არ გამომრჩენოდა.

პირველივე შემხვედრ სალონს მივაყენე მანქანა. დინას გადავხედე. ისეთი დაძაბული იჯდა, თითქოს გილიოტინაზე მიმყავდა.

_ რას იბუზები, დინაჩკა, იქ კი არ შეგჭამენ!

_ ა მოჟეტ ბიტ ნი ნადა? _ საცოდავად მოიკუნტა, _ ი დენგი ნი ნადა.

_ ნადა, ნადა, დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ. მეც აქ არა ვარ?

სალონში ჯერ მე შევედი, ვინმე ლელას მოველაპარაკე, დავარცხნეთ და მაკიაჟი გაუკეთეთ, დამწყები მსახიობია რუსეთიდან ჩამოსული, ბოშის როლი უნდა ითამაშოს ერთ საათში-მეთქი. შევთანხმდით.

მალევე მოვბრუნდი და მანქანის კარი გამოვაღე. რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ დინა შეშინებული გადმოვიდა.

_ შენც წამო, ხომ? _ მთხოვა დამფრთხალმა.

_ რა იყო, გოგო, პოლიციაში კი არ მიმყავხარ, _ გადავიხარხარე და თითქმის ძალით შევიყვანე საპარიკმახეროში.

მტრულად მიმოიხედა ირგვლივ, თითქოს უმწეოთა თავშესაფარში უნდა ჩამებარებინა. ლელა ღიმილით შეხვდა, აქეთ მობრძანდითო, თავაზიანად უთხრა და სალონის სიღრმისკენ გაუძღვა უცნაურ კლიენტს.

დინას ჯერ თავი დაბანეს, მერე სარკის წინ დასვეს და ფენმომარჯვებულმა სტილისტმა ლელამ მისი სქელი თმის დავარცხნა დაიწყო. მე იქვე, დივანზე მოვკალათდი და ჟურნალების თვალიერება დავიწყე. ხანდახან მზერას გავაპარებდი მისკენ. მთელი ძალით დაეხუჭა თვალები და წარბები შეეჭმუხნა. ისეთი გაწვალებული სახე ჰქონდა, თითქოს ღერა-ღერა აპუტავდნენ თმას. ხელებით სავარძლის კიდეებს ჩაფრენოდა. ვინ იცის, იმ მომენტში რაზე ფიქრობდა. შეიძლება გულში მაგინებდა კიდეც… თუმცა ათი ლარის გულისთვის ალბათ უღირდა მსხვერპლის გაღება. მისთვის ხომ ყველა კაპიკს მნიშვნელობა ჰქონდა. მით უმეტეს, რომ დღეს ვეღარ ივაჭრა თურმე. ჩამეღიმა.

თმის დავარცხნის შემდეგ სტილისტი მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა. ახლა კი გაახილა დინამ თვალები და საკუთარ ორეულს დაუწყო სარკეში თვალიერება. მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანება ვერ შევამჩნიე. კვლავ ჩავღუნე თავი და ჟურნალს ჩავაშტერდი…

ორმოც წუთში დინა მზად იყო.

* * *

_ აბა, ჩაიხედეთ სარკეში, _ უთხრა ლელამ.

დინამ თვალი ჯერ გაახილა, მერე დააჭყიტა, თავის ორეულს სარკეში რომ შეხედა. შეშფოთებულმა მოიხედა. ალბათ იფიქრა, ჩემ უკან სხვა ქალი ხომ არ დგასო. ზღაპრულად ლამაზი იყო. კატასავით აბრიალებდა მწვანე თვალებს. წითელმა პომადამ უფრო გამოკვეთა მისი ტუჩები. დახატული თვალები უფრო დიდრონი გამოუჩნდა.

წამოვდექი. მივუახლოვდი. შემთხვევით ვისარგებლე და მხარზე ხელი მოვხვიე.

_ როგორია? _ ვკითხე.

პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა.

_ ჰა, წააგე თუ არა? _ ხელი მჭიდროდ მოვხვიე.

_ არა.

_ არა? _ ასეც ვიცოდი. ახლა მისთვის ათი ლარი ათი ათას დოლარს უდრიდა.

_ კაკ კუკლა ნესჩასტნაია, _ უკმაყოფილო დარჩა.

_ ნუ სულელობ, ძალიან გიხდება.

_ შეიძლება მომაშორო? _ მიუბრუნდა ლელას.

გაოცებულმა პარიკმახერმა მე გადმომხედა.

_ ჩამობანეთ, თუ არ შეწუხდებით, _ ახლა მეც ვთხოვე სახტად დარჩენილ ქალს.

_ მაშინ სხვანაირად გავუკეთებ. რა ვიცი, ჩვენგან უკმაყოფილო არავინ წასულა, _ მხრები აიჩეჩა ლელამ.

_ გამომყევით, _ ახალგაზრდა გოგონამ დინა მეორე ოთახში გაიყვანა.

ცოტა ხანში პირდაბანილი დაბრუნდა. სახე ისე გაბრწყინებოდა, თითქოს ეს-ესაა, სახე გრიმის ტყვეობიდან გამოიხსნაო.

უხმოდ ჩავსხედით მანქანაში.

_ დამოი ხაჩუ, _ სევდიანად მითხრა.

_ როგორც მეტყვი. მითხარი, სად მიგიყვანო?

_ ბაზრობაზე.

_ ასეთ დროს იქ რა გინდა, გოგო? _ შევიცხადე.

არ მიპასუხა.

_ გესმის?

_ ნადა.

გასაგებია. ესეც ალბათ, როგორც ყველა ბოშა, მაწანწალა ცხოვრებას ეწევა. ნუთუ იმ სიბინძურეში ათევს ღამეს? რაღაც უნდა მოვიფიქრო.

_ დინა, გინდა კარგ ადგილას წაგიყვანო?

_ ეტა გდე?

_ შენს ახალ «სამსახურში», _ «მოვიფიქრე».

_ შორია?

_ ოც წუთში მივალთ.

_ ი აბრატნა, და?

_ ჰო.

_ ხარაშო, ოღონდ ჯერ მაიტა წაგებული.

რა ეშმაკია. გამეცინა. საფულიდან ოცლარიანი ამოვიღე და მივაწოდე.

_ დინას ხურდა არა აქვს, _ თქვა.

_ შენი იყოს, არ მინდა.

_ გააჩერე მანქანა! _ წამოიძახა უცებ.

ისევ თუ მოინდომა მანქანიდან გადმოხტომა, ისა თქვი.

_ რა იყო, გოგო, რამ წამოგიარა? რა ვთქვი ამისთანა?

_ ნიჩევო. პროსტა გააჩერე, _ შეარბილა ტონი.

გავაჩერე. ცოტა ხანს ჩუმად იჯდა. მერე ნელა მოატრიალა თავი და ძალიან ხმადაბლა მითხრა.

_ პაცელუი, კრასავჩიკ.

_ ეს რაღას ნიშნავს? _ ჩემდა უნებურად წამომცდა. იმდენად მოულოდნელი იყო დინას შემოთავაზებული წინადადება, საოცრად დავიბენი.

_ მოგებული ჩაიბარე, ლამაზო, _ თავი არ მოუბრუნებია, მხოლოდ თვალებით გამომხედა ირიბად.

_ მე მეგონა, შენ იყავი მოგებული, _ გაოცება აშკარად დამეტყო ხმაში.

_ ნეტ. ტყუილი თქვა დინამ, ფული იყო საჭირო. იზვინი.

_ ფულს ისე ვერ მოგცემდი, შე ქალო, თუ გინდოდა? ეს რა დღეში მაგდებ ამხელა კაცს! _ მსუბუქად ვუსაყვედურე.

_ ტი პაცელუეშ ილი ნეტ? _ თავი მოატრიალა და ამაყად გადმოხედა.

_ აბა რას ვიზამ! _ ჩემი ჭკუით დავფაცურდი, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ ჯერ საკოცნელი «ტერიტორია» უნდა შეერჩია დინას, ამიტომ გადახრილი ისევ გავსწორდი და დანებების ნიშნად ორივე ხელი მაღლა ავწიე.

_ პარდონ, პარდონ, ლედი ძინა, _ გავუღიმე, _ ნება მიბოძეთ გკითხოთ, სად გაკოცოთ?

_ ვიბირაი სამ, _ მშვიდად თქვა.

უყურე შენ! მგონი, რაღაც აქვს ჩაფიქრებული, თორემ ასე «გამანებივრებდა»? საინტერესოა, რას მიწყობს! ფრთხილად, მერაბ! «თავ კონტროლი» გაუწიე, _ გულში შევუძახე საკუთარ თავს და მარჯვენა ხელით დინას ჩამოშლილ თმას შევეხე, უკან გადავუწიე, ყელი გამოვუჩინე. ვიგრძენი, როგორ შესამჩნევად კანკალებდა. თან ისე იჯდა, ზამბარასავით დაჭიმული, მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში თავდასხმაზე გადმოსულიყო. მე კი შეგნებულად არ ვჩქარობდი. ოდნავ გადავიხარე მისკენ. ყელზე დავაშტერდი. არ განძრეულა, არც შემოუხედავს. მერე სული შევუბერე. მხრები აიწურა. ოდნავ შევეხე ტუჩებით მხარზე. ისე შეკრთა, თითქოს კოღომ უკბინაო. მე კი, ტუჩებმოუშორებლად სამი-ოთხჯერ ნაზად (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სხვა რა გზაა) ვაკოცე. რატომღაც ჩაის სუნი ასდიოდა. წარმოგიდგენიათ, ამ სიცხეში რა შეშინებული უნდა ყოფილიყო, ნერვიულობისაგან შესციებოდა? შემეცოდა. ხელი შევუშვი და კვლავ საჭეს მივუბრუნდი. სამაგიეროდ, მე მიხურდა მთელი სხეული.

დინა შეირხა. სავარძელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ალბათ, მოეშვა. იგი, რა თქმა უნდა, «უარესს» ელოდა და კმაყოფილი იყო, ასე ადვილად რომ «გადარჩა».

_ დიდი პასიბა, _ დავარღვიე დუმილი.

_ ზა ჩტო? _ ისე ხმადაბლა მკითხა, ძლივს გავიგონე.

_ თავანის ჩაბარებისთვის. ძალიან მეგემრიელა.

_ პავტორი ხომ არ უნდა კრასავჩიკს? _ ისე გაიცინა, მივხვდი, მაშაყირებდა.

_ რომ მინდოდეს, ვერავინ დამიშლის, მაგრამ აღარ მინდა, _ ნიშნისმოგებით ვუპასუხე, _ მორჩა, ფა-ფუ!

_ ჩტო მორჩა? _ ვერ მიხვდა.

_ ჩტო და ის, რომ სურვილი აღარ მაქვს შენი კოცნის, გაიგე?

უცებ სახე გაუმკაცრდა, თვალები დააკვესა.

_ ეტა პაჩემუ? _ მთელი ტანით ჩემკენ მოტრიალდა.

_ ჩაის სუნი რატომ გიდის? _ მოულოდნელად შევეკითხე.

_ დავიბანე და პატამუ, _ გაოცებულმა ცალი მხარი აიჩეჩა.

შემრცხვა. როგორ ვერ მივხვდი! ეტყობა, ჩაის ფერით იბანს თმას, ალბათ, ამიტომაც ბზინავს ასე. მე კი იდიოტივით მომივიდა.

_ იცი, ძალიან მესიამოვნა, როცა გაკოცე. კარგი სურნელი გქონდა, _ ვეცადე გამომესწორებინა ჩემი შეცდომა.

პასუხი არ გამცა. დანაღვლიანდა. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.

_ დინა, ერთხელ კიდევ რომ გაკოცო, შეიძლება? _ ვიპოვე გამოსავალი.

_ ნეტ.

_ რატომ? ძალიან გთხოვ, კარგი?

_ ნე ნადა.

_ რა მოხდება, რო?

_ მოიგებ _ მაკოცებ. ბეზ პრიჩინი ნელზია.

_ კარგი, ბატონო. მაშინ გზა გავაგრძელოთ. ეს ხომ შეიძლება?

_ ეტა მოჟნა. ოღონდ დამოი ხაჩუ.

_ შენს «სამსახურში» არ წავიდეთ? _ გავიკვირვე.

თვალები მოწკურა და გამიღიმა. აჰა, აი კვლავ ვიღაცას მაგონებს. ვერაფრით ვიხსენებ. ვის შეიძლება ჰგავდეს? მანქანა დავქოქე და დავიძარით.

_ ზავტრა, კრასავჩიკ, _ თქვა.

_ მატყუებ?

_ კლიანუს.

_ ვის მეფიცები, ის მაინც მითხარი, _ ახლა მე შევხედე ეშმაკური ღიმილით.

ჩაიცინა. თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ გულში ჩემს თავს იფიცებდა.

_ გასაგებია და დიდი მადლობა, _ მარჯვენა ხელი გულზე მივიდე და თავი დავუკარი.

_ ზა ჩტო?

_ ზა პრეკრასნი ვეჩერ, _ ვუთხარი, მის ხელს დავწვდი და ვაკოცე.

სახე გაებადრა.

_ დინა პერვი რაზ ნახა შენნაირი კაცი ცხოვრებაში, _ ისე თქვა, ღიმილი სახიდან არ მოშორებია.

_ კი მაგრამ, რა ნახე ჩემში ასეთი განსაკუთრებული? ცუდი ბიჭი ვარ? _ მიამიტად ვკითხე. ვითომ ასე გავიგე მისი სიტყვები.

_ ოჩენ, _ დამიდასტურა.

_ აუჰ! რით დავიმსახურე ასეთი «შექება», გოგო?

_ ოჩენ კარგი ხარ, მერაბ, ოჩენ! _ მთელი გრძნობა ჩააქსოვა ნათქვამში.

იმდენად გულწრფელად და აღფრთოვანებით იყო ნათქვამი, სიამოვნებამ ტალღასავით დამიარა სხეულში.

ამასობაში ბაზრობასაც მივუახლოვდით. თითქოს დავმუნჯდი. ხმას ვეღარ ვიღებდი. მისით უკვე მონუსხული ვიყავი. მერე როგორი ტონით მითხრა ეს სიტყვები? მაგარი ვიღაცაა! რა იქნება, ბოშა რომ არ იყოს! თუმცა, მაშინ ასეთი არც იქნებოდა.

_ ზდეს ასტანავი, _ მკლავზე შემახო ხელი.

დავამუხრუჭე.

_ ამ შუაღამისას სად უნდა წახვიდე, იცი მაინც? _ შევწუხდი, _ იქნებ უფრო ახლოს მიგიყვანო, სადაც მიდიხარ?

_ არა, უკვე იქ ვარ, გდე ნადა, _ ცივი ხმით თქვა.

_ გინდა, მიგაცილო? კაციშვილი არ ჭაჭანებს ქუჩაში, ხომ ხედავ!

_ ნე ხაჩუ. ია სამა.

კარი გააღო, მაგრამ არ განძრეულა. თითქოს რაღაცას ფიქრობდა. ვაცალე. უცებ ღრმად ამოიოხრა, მერე მოულოდნელად მოტრიალდა, სავარძელზე მუხლებით შეხტა, მკლავები მომხვია და ისეთი გზნებით მაკოცა, სული შემეხუთა. სანამ გონზე მოსვლას მოვასწრებდი, მანქანიდან გადახტა და სწრაფად გაიქცა ქვის კედლის გასწვრივ.

ეს რა გამიკეთა… გადამრია კაცი! ვეღარ ვინძრეოდი, არაფრის თავი არ მქონდა. დებილი ბავშვივით გაღიმებული ვიჯექი საჭესთან და კმაყოფილი ვისვამდი ცერა თითს ტუჩებზე, რომელსაც ჩაის სურნელი ჯერ კიდევ ასდიოდა…

777

ფრთხილად გადავატრიალე გასაღები. ვიფიქრე, ლიზიკოს არ გავაღვიძებ-მეთქი. შენც არ მომიკვდე! მოკალათებულა სავარძელში, ერთმანეთში გადაჯვარედინებული ფეხები სკამზე შემოულაგებია და იხეხავს და იხეხავს ფრჩხილებს გამწარებული. აი, სად დამერხა, _ წარბები ავწიე და პირი მოვკუმე. ვიცოდი, არ ამცდებოდა «აურზაური ყველაფრის გამო».

_ ვა, ლიზა!? მეგონა, უკვე გეძინა, _ რაღაც ვთქვი.

_ როდის იყო, ამ დროს ვიძინებდი! _ აშკარად გაღიზიანებული ჩანდა.

_ რა გაბრაზებული ხარ, ვინმეს ხომ არ ეჩხუბე? _ ამას ჰქვია «თავხედური» მიამიტობა.

_ სიგარეტი მომაწევინე, _ თავაუღებლად მითხრა.

_ არა მაქვს.

_ არა გაქვს?

_ აღარ ვეწევი.

_ რა-ა? როდიდან, ძვირ-ფა-სო? _ უჰ, რა გესლი გაურია ბოლო სიტყვებში?!

_ ორ კვირაზე მეტი იქნება. რა, არ იცოდი?

_ პირველად მესმის, _ ფეხები სკამიდან ჩამოიღო, შარვლიდან «ფრჩხილის ფქვილი» (რა ჰქვია, არ ვიცი) ჩამოიყარა და წამოდგა. მერე? მერე რა ქნა, არ გაინტერესებთ? დოინჯი შემოიყარა და ნარნარი რხევით ჩემკენ წამოვიდა.

იმწუთში ვიფიქრე, ალბათ ვიღაცამ შემამჩნია დინასთან ერთად და იმას ბაძავს-მეთქი, მაგრამ საუბარი რომ გააგრძელა, მივხვდი, რომ ასე არ იყო.

_ სად იყავი, ამხანაგო ქმარო? _ ფრჩხილის ქლიბი მაისურზე მომიკაკუნა.

_ ნაშებში, _ პასუხი უკვე მომზადებული მქონდა.

სახე უცებ ახლოს მომიტანა. ხედავთ? დამსუნა. რატომღაც, სუნთქვა შევიკარი. ვითომ ეს რამეს უშველიდა, თუ «სუნს იკრავდა»? მეეჭვება.

თავი ასწია და თვალი თვალში გამიყარა.

_ რას მიყურებ? _ მხრები ავიჩეჩე უმანკო კრავივით. წამწამიც არ დამიხამხამებია.

_ მერაბ, მართლა და მართლა, სად დადიხარ? _ როგორც ჩანს, კვალი ვერანაირი აღმოაჩინა. საღოლ, დინა. კარგი გოგო ხარ, ჩაის ფერით რომ იბან თავს, თორემ «პალმოლივისა» და «პანტინის» შემთხვევაში შავი დღე დამადგებოდა.

_ საქმეზე ვიყავი, _ მართლა საქმიანად გამომივიდა ნათქვამი.

_ რა საქმეზე?

_ აუცილებელია, შენ ყველაფერი იცოდე?

_ ისეთი რა არის, რომ არ ითქმება.

_ ერთი კლიენტი გვყავდა სანახავი. ფული იყო ამოსაღები.

_ მერე?

_ მერე და მერე, ამოვიღეთ.

_ რა სიტყვაძუნწი ხარ, არ შეიძლება ნორმალურად მომიყვე, რა იყო და როგორ?

_ ეგ არ არის ქალის საქმე. მე შენ გეკითხები, შენს კლიენტებს როგორ ვარცხნი? _ დიდ გულზე მოვედი და ხმას ავუწიე.

_ მე კიდევ სხვა რამე მგონია, _ მოგუდული ხმით თქვა.

_ რა სხვა რამე?

_ ბავშვის «შეკვეთა» ხომ არ მიეცი? _ თქვა და გატრიალდა, სამზარეულოსკენ აიღო გეზი.

_ ქალო, შენ ალაოდ ხომ არ ხარ! _ იმდენად არ ველოდი ასეთ «საბრალდებო დასკვნას», აღშფოთებისაგან თავი ვერ შევიკავე.

_ რა იყო, რა გაცოფებს, _ ძალიან მშვიდი ტონით გამცა პასუხი, უნდოდა, უარესად გამოვეყვანე წყობიდან, _ ჩვენ ხომ მოვრიგდით ამაზე.

წავაგე. სულ დამავიწყდა, ამ თემის გარშემო საუბარი ახლახან რომ გვქონდა, მაგრამ არ დავბნეულვარ.

_ მაგარი შტერი ქალი ხარ, რომ გადამეწყვიტა, ხომ გეტყოდი! ასე უცებ საიდან მოვიყვანო ბავშვის გაჩენის მსურველი, დავხატო? ჯერ ვიღაც ხომ უნდა მოვძებნო!

_ არ არის გამორიცხული, უკვე მოძებნე კიდეც და შეგნებულად არ მეუბნები, რომ ეჭვიანობა არ დავიწყო, _ ნიშნის მოგებით მითხრა.

_ აუ, შენ რა უნდა გელაპარაკოს კაცმა, შეუგნებელი ხარ, _ ცხოვრებაში პირველად «შევამკე» ამგვარი სიტყვებით, თუმცა, მას შემდეგ, რაც დინამ ზეპირად «წამიმკითხავა», უფრო ვფრთხილობ _ იქნებ ლიზიკოს მხოლოდ ჩემი ფულები უყვარს და მართლა უკან-უკან მწევს?

_ შეუგნებელი შენიანებში მოიკითხე, _ მკვახედ მესროლა და კარი გაიჯახუნა.

სისხლმა, რომ იტყვიან, ტვინში ამასხა, მაგრამ ლიზასთან რა მინდა, ჩემი ბრალია ყველაფერი.

რაღაცას მაინც მიხვდა. ალბათ, კაზინოში დარეკა და მიკითხა, თორემ როდის იყო, ჩემი გვიან მოსვლა ანაღვლებდა. არადა, როცა დინას სანახავად მივიჩქარი, მობილურს გამოვრთავ ხოლმე. არავინ იცის, ლიზიკო რაწამს დარეკავს. მაინც ვფრთხილობ, ხომ შეიძლება, სწორედ იმწუთში დინამაც დაილაპარაკოს და ჩემი ცოლი ეჭვებში ჩავარდეს? მიუხედავად ამისა, ალბათ მაინც ვერ შევნიღბე კარგად ჩემი თავი. ხედავთ, რა შორს გათვალა? ნუთუ მართლა სხვანაირად ვიქცევი? ალბათ. როგორც ჩანს, მეტი სიფრთხილეა საჭირო.

* * *

მეორე დილით ლიზიკო გაბუტული გავიდა შინიდან. მაინცდამაინც არც მე დამიხევია კაბის კალთები, გინდა თუ არა, ხმა გამეცი-მეთქი. ვისაუზმე და კაზინოში გავვარდი. ნიკუშა უკვე მოსული დამხვდა. იგი ჩემი მარჯვენა ხელია. ყველაფერს ჩინებულად აგვარებს. თვალდახუჭულს შემიძლია ვენდო, ბაღიდან ერთად მოვდივართ. კაბინეტში ჩავიკეტეთ, რათა მისგან «ანგარიში» ჩამებარებინა. რას ვერჩი, მშვენივრად მიდის ყველაფერი. ამ საგადასახადომ შემჭამა, თორემ სხვა მხრივ ყველა პრობლემა მოხსნილია. არა უშავს, მაგასაც მოვუვლით.

_ კარგი, ნიკუშ, წავალ ახლა მე, ძალიან სერიოზულ საქმეზე მივდივარ.

_ ხომ არ წამოგყვე? _ მაშინვე ფეხზე წამოდგა.

_ არა, ბიჭო, რა უნდა წამომყვე. ნამეტანი «ინტიმნი» რამეა.

_ ნუ გაახურე, _ თვალები გაუბრწყინდა.

_ შენ რა გიხარია, შე ოხერო, მთელი საქმეები შეიძლება დროებით შენს კისერზე გადავიდეს, იცი? _ «დავაშინე».

_ მერაბ, ოჯახის დანგრევას ხომ არ აპირებ? _ უცებ დასერიოზულდა.

_ პირიქით. კაი საქმეს ვაკეთებ.

_ აბა, კაი საქმე?

_ პატომ სკაჟუ, _ დინას ლექსიკონით ავმეტყველდი.

_ შენი საქმისა შენ იცი, ძმაო. უბრალოდ, არ მინდა ერთი საქმის კეთებით მეორე გააფუჭო.

_ ლიზიკოს გულისხმობ?

_ აბა, კაზინოს მე არაფერს გავუფუჭებ, შენ მაგის დარდი ნუ გექნება.

_ ჰოდა, შენ აქაურობას მიმიხედე, მე კი «იქაურობას» მივხედავ. მეც მოგებული დავრჩები და ლიზიკოც, _ პატარა ბიჭივით წამოვხტი, ნიკუშას თვალი ჩავუკარი და მოუთმენლად დავტოვე იქაურობა.

7 7 7

_ ტაკ რანა? _ ჭინკები აცეკვდნენ დინას თვალებში.

_ თუ გეწყინა, წავალ, _ მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე ხუმრობით.

აკისკისდა.

_ სიდი, სიდი. დინა მაინც არ გაგიშვებს.

_ წამო, ის რაღაც ბალუბალი ვიყიდოთ. რა არისო, რა მითხარი?

_ არ იცი, თუ არ გახსოვს.

_ არც მახსოვს და არც ვიცი.

_ პრავდა?

_ არა, მართლა არ ვიცი.

_ გითხრას დინამ?

_ აბა, არ უნდა მითხრას? რაც არ ვიცი, უნდა მასწავლო. მე ხომ გასწავლი?

_ ტი? რა ასწავლე?

_ რა და… მაგალითად, გრძნეული, ანუ კალდუნია.

თავი უკან გადახარა და დოინჯშემოყრილმა მადიანად გადაიკისკისა.

_ ხარაშო, სკაჟუ. ბალუბალი ეტა ვიშნია.

_ მერე, შე ქალო, რა ენას იმტვრევ, მაგას ბალუბალი კი არა, ალუბალი ჰქვია, _ ვერც მე შევიკავე სიცილი.

_ ტაკ კრასივა.

_ კარგი, ასე იყოს. მაშინ ვიყიდოთ ბალუბალი.

_ ნე ნადა.

_ რატომ?

_ ახლა არ შია დინას.

_ ეგ ხომ ხილია, რა «შია» უნდა მაგას.

_ ხილი ტოჟე ნე ხაჩუ.

_ მაშინ რა «ხოჩეშ», ის მაინც მითხარი.

_ სამსახური.

_ რა სამსახური? _ უცებ ვერ მივუხვდი.

_ ტი ჟე აბეშჩალ?

_ ა-ა-ა! გამახსენდა… სამსახური ბუდეტ.

_ კაგდა?

_ მალე.

_ დინა ეჩქარება.

_ სად?

_ ნე «სად», ა ზაჩემ.

_ კარგი, ბატონო. ზაჩემ?

_ დენგი ხაჩუ, თანაც მნოგა.

_ რად გინდა, დინა, ბევრი ფული?

_ აქედან წა-დი-ი-ი, _ ხელები გვერდზე ისე გაიქნია, თითქოს «სამაიას» ცეკვავსო.

_ თბილისიდან წასვლას აპირებ?

_ მა-აშ.

_ შორს მიდიხარ?

_ დალეკო, დალეკო.

_ მაინც, მაინც?

_ მოლდოვა!

_ იქიდან ხარ? იქ დაიბადე?

_ და.

_ მერე? აქ როგორ მოხვდი?

_ თუ საჭირო გახდა, ძინა სკაჟეტ.

_ აუ, მითხარი რა, გეხვეწები. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?

_ კტო ტებე სკაზალ? _ ისე იუკადრისა, თითქოს მე ვყოფილიყავი ბაზრის ბოშა, თვითონ კი კაზინოს მესაკუთრე.

სიცილი ამიტყდა.

_ რა, ასე არ არის?

_ პაკა ნეტ.

_ აბა, მე ვინ ვარ შენთვის? _ ეს უკვე საინტერესო მომენტი იყო. მეგონა, დაიბნეოდა.

_ ტი პროსტა მერაბ, ოჩენ ხაროში მერაბ.

_ ი ტო ხლებ, _ სიცილით წამოვიძახე, კიდევ კარგი, კვლავ კლიენტობა არ «დამწამა».

მოულოდნელად თითქოს ნაცნობი სახე დავინახე. იქით-აქეთ მოარულ ხალხში ვიღაცის ცნობისმოყვარე მზერას წავაწყდი. სიცილი პირზე შემაშრა. მეორედ აღარ გავიხედე. გონება დავძაბე, რათა აღმედგინა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი შეხვედრის არასასურველი მოწმე. და… ესეც შენ, მერაბ! ლიზიკოა. კი, ნამდვილად ის არის. როგორც ჩანს, ჩუმად გამომყვა უკან. მითვალთვალებს, ხედავ შენ?

ჩემი ხასიათის შეცვლა დინას არ გამოჰპარვია, დოინჯშემოყრილმა ქვემოდან დაკვირვებით ამომხედა და გაოცებულმა მკითხა.

_ ტებე პლოხა?

_ არა, არაფერი.

_ აბა, რა მუხა უკუსილა? _ გადაიკისკისა.

_ «მუხა» რომ იყოს, რა მიჭირს, უარესია.

რაღაც უნდა მოვიფიქრო, თანაც სასწრაფოდ.

_ დინა, სიგარეტი მინდა.

_ ნეტუ.

_ არა უშავს, წადი და მიშოვე.

_ ე!

_ რა ე! წადი და ერთი ბლოკი «ვინსტონი» მომიტანე, «ლაითი».

_ ტი ჟე ბროსილ?

_ ძალიან გთხოვ, დროზე მომიტანე, თორემ დამერხა, მეც და შენც.

_ მე რატომ ვარ შუაში? _ ადგილიდან არ დაიძრა დინა.

_ გოგო, მე ვარ თუ არა შენი კლიენტი? წადი და რასაც გეუბნები, ის გააკეთე.

გაბუტული ბავშვივით გატრიალდა და ტაატით გაუყვა გზას.

აქეთ-იქით გახედვის მეშინოდა. ზურგი მიხურდა, ასე მეგონა, ლიზიკო ჩემ ზურგს უკან იდგა და დამცინავი ღიმილით ელოდა, როდის შევტრიალდებოდი. მსგავსი არაფერი მომხდარა. დამღალა ლოდინმა. ჯანდაბას-მეთქი, გავიფიქრე და ისე, სხვათა შორის, მივიხედ-მოვიხე. ლიზა არსად ჩანდა. ცოტა მომეშვა. იქნებ მომეჩვენა? მოდი, სამსახურში დავრეკავ და გავიგებ, სად არის.

მობილური ჩავრთე. როგორც ყოველთვის, დინასთან შეხვედრის დროს გამორთული მქონდა. პირველსავე ზარზე აიღეს ყურმილი.

_ რომელი ხარ? _ ჩავძახე, თან ისევ მიმოვიხედე.

_ ლალი ვარ, ვინ გნებავთ?

_ ლალი, მერაბი ვარ. ლიზა მინდა, ერთი დაუძახე, თუ არ შეწუხდები.

_ ა, მერაბ, გამარჯობა. შენი ცოლი გასულია, ჩემო კარგო, მობილურზე გადაურეკე.

_ ხომ არ იცი, სად წავიდა?

_ მგონი, ბაზრობაზე, საღებავები ჰქონდა საყიდელი.

_ გმადლობ, შენ შემოგევლე, მერე დავრეკავ…

გამოდის, არ შევმცდარვარ. ესე იგი, სადღაც აქ არის და მითვალთვალებს. ამასობაში დინაც მოვიდა.

_ ნა, ტებე, _ გაბრაზებულმა მითხრა.

_ ახლა ნუ დამიწყებ ბუტიობას, _ თვალებით დავტუქსე, _ ვიღაცა მაკონტროლებს მგონი და ასე იმიტომ ვიქცევი, გესმის? არ მინდა, შენ შეგხვდეს უსიამოვნება, თორემ მე კი არ მეშინია. გამიგე? ახლა მომკიდე ხელზე ხელი და მიმკითხავე, ხელისგულის ხაზებზე, თან ფული მთხოვე, როგორც სხვებს, ისე, ვითომ უცხოები ვართ. გასაგებია?

გულისყურით მომისმინა და მორჩილად დამიქნია თავი. მერე ჩემს ხელისგულს დახედა და მითხრა.

_ შენი ბედი თუ გინდა, მაიტა ხუთი ლარი.

_ რა ნაგლი ხარ! ორი არ გეყოფა?

_ ნეტ! _ კატეგორიული უარი მტკიცა.

_ სხვა რა ჩარაა, ჩემი სული შენს ხელშია, _ უკანა ჯიბიდან ფული ამოვიღე და ხუთლარიანი მივაწოდე.

_ სიგარეტის?

_ მაცალე, გოგო და იმასაც მოგცემ, ჯერ მიმკითხავე.

_ ნეტ. დენგი ვპერიოდ.

რა მექნა. სიგარეტის ფულიც გადავუხადე. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მკითხაობა.

_ დიდი სიყვარული გელის, ოჩენ დიდი, _ თქვა და მზერა ჩემკენ გამოაპარა.

_ მართლა? _ გამეცინა, _ მერედა, ვინ არის ის «ბედნიერი»? _ ხაზგასმით ვიკითხე.

_ ტი უვერენ, ჩტო ბედნიერი ბუდეტ?

_ აუცილებლად! _ დავიტრაბახე.

_ ჩტო ტი ეი დაშ?

_ კაცო, შენ მკითხაობ თუ მე მალაპარაკებ? მე თუ გითხარი, რაღა გამოვიდა, ფულს ტყუილად ვიხდი?

_ პროსტა, ინტერესნა.

_ ყველაფერს გავუკეთებ, რასაც მოისურვებს, _ ეს კი მართალი ვთქვი, გულწრფელად.

_ ვსიო, ვსიო?

_ აბა, სხვანაირად როგორ იქნება?

_ ცოლად მოიყვან? _ დააყოლა.

_ ცოლად როგორ მოვიყვან, უკვე მყავს. შენ ხომ იცი, _ ვიმართლე თავი.

_ ხო. პრატივნა ვსიო ეტა, _ ცოტა ხანს ჩაფიქრდა, დააცქერდა ხელისგულის ხაზებს, მერე თავი ასწია და თქვა.

_ დოლგა ბუდეშ ჟიტ. და ბედნიერი ბუდეშ. რებიონკა გეყოლება, ვ ჟარე, ზაფხულში. მაიტა ეშჩიო ხუთი ლარი.

_ რისთვის, ადამიანო! _ შევიცხადე.

_ არ გინდა, ვთქვა, ბიჭია თუ გოგო?

_ ეგეც იცი?

_ ია ჟე ვსიო ზნაიუ.

_ აჰა, გამომართვი, მითხარი და დროზე დაამთავრე, უნდა წავიდე.

მოიღუშა. ფული ძუძუებში გააუჩინარა და კვლავ ჩემს ხაზებს ჩააშტერდა კოპებშეკრული.

_ «სამსახურში» არ მიდის დინა? _ შემაპარა.

_ წავიდეთ?

_ და, _ წამოიძახა და უცებ გამოცოცხლდა.

_ ჯერ მითხარი, ბიჭი იქნება თუ გოგო? _ ვაჭრობა დავიწყე.

_ ბიჭი, აბეზატელნა ბიჭი, პრი ეტომ შავი, ჩორნი.

_ რა მაგარია. ხომ არ მატყუებ, გოგო!

_ ნეტ.

_ კარგი, მაშინ ასე გავაკეთოთ. მე ახლა წავალ და საღამოს გამოგივლი, როგორც გუშინ. ოღონდ ცოტა სხვა ადგილას შევხვდეთ ერთმანეთს. თანახმა ხარ?

უსიტყვოდ დამიქნია თავი.

_ ახლა უნდა წავიდე, _ ჩურჩულით ვუთხარი, _ სულ არ მინდა აქედან წასვლა, მაგრამ «ნადა», _ ავითვისე მისი ლექსიკონი.

_ ვიჟუ. უ ტებია ჩტო, სერიოზნიე პრაბლემი?

_ პაკა ნეტ, მაგრამ თუ დროზე არ წავედი, ბუდეტ, _ გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.

ნელა დავუყევი სანაპიროს. თან სარკეში ვიყურებოდი, იქნებ ლიზიკოს მოვკრა თვალი-მეთქი. არავინ ჩანდა. ცოტა ავუჩქარე. უცებ მობილურმა დარეკა. დავხედე ნომერს. ის იყო…

_ ჰო ლიზა, სადა ხარ?

_ აკი მოწევა მივატოვეო?

_ მერე ვინ გითხრა, რომ არ მივატოვე?

_ ეგ ბლოკი ვისთვის იყიდე?

_ შენთვის.

_ ჰო-ო?

_ რა, არ გჯერა?

_ აბა რა გითხრა.

_ შენ რა, ეჭვიანობ?

_ ჯერჯერობით მაგის საბაბს ვერ ვხედავ, მაგრამ რაღაც მაინც არ მომწონს.

_ მაინც რა?

_ ძალიან დიდხან საუბრობდი იმ ბოშასთან.

_ მერე რა, ვამკითხავებინე. ახლა არ მითხრა, იმ ბოშას დასდევო.

_ მაგ დონემდე თუ დახვალ, არ ვიცი, მაგრამ იქნებ რაიმე გარიგებას აწარმოებ მასთან?

_ რა გარიგებას? _ ცეცხლი წამეკიდა სახეზე.

_ რა და… ფულს თუ გადაუხდი, ბავშვის გაჩენის მსურველს უცებ გაგიჩალიჩებს. ასეა?

_ არა, ლიზიკო, საიდან მოგაქვს ასეთი სისულელე. შენ თავს გეფიცები, მაგრად ცდები მაგ ამბავში.

_ ვნახოთ… «აღდგომა და ხვალეო».

_ შენ რა, ჩემი თვალთვალი დაიწყე?

_ ეგღა მაკლია. ბაზრობაზე ვიყავი და შემთხვევით დაგინახე.

_ კიდევ კარგი, ბოშასთან დამინახე, თორემ სხვა ქალი რომ ყოფილიყო, შენს ისტერიკებს რა გაუძლებდა.

_ შენ ეგა თქვი, მაგრამ გული მიგრძნობს, არ აგცდება. კარგი, წავედი, თორემ დამიჯდა მობილური. საღამოს კაზინოში შემოგივლი.

აი, ახლა კი მართლაც რაღაც უნდა მოვიფიქრო. ლიზიკო რომ ძველებურად ყოველ საღამოს კაზინოში დამიჯდეს, ჩემს გეგმებს განხორციელება არ უწერია. თანაც შევპირდი დინას, აუცილებლად გამოგივლი-მეთქი _ არ მინდა მისი მოტყუება. მით უმეტეს, უკვე ისე შემეჩვია, ნელ-ნელა მოიწევს ჩემკენ. ისევ ნიკუშა თუ მიშველის. ექსტრემალურ სიტუაციებში ის პოულობს ხოლმე გამოსავალს, ეშმაკურ რამეს მოიფიქრებს.

კაზინოში შესული კინაღამ დამლაგებელს დავეჯახე.

_ უკაცრავად, ქალბატონო კლარა, _ მოვუბოდიშე ხანშიშესულ ჭაღარა ქალს, _ ვერ შეგამჩნიეთ.

_ არა უშავს, შვილო, ჩემი ბრალია, დახრილი ვიყავი და ეს მაგიდა მეფარებოდა.

ნიკუშას ოთახში შევაჭერი.

_ ნიკუშ, უნდა მიშველო.

_ ჩემი თავი გენაცვალოს, რაშია საქმე?

_ საღამოს უნდა გავძვრე. მოიფიქრე რამე, ლიზიკო რომ მოვატყუო.

_ ჩათვალე, რომ უკვე მოფიქრებულია.

_ ჯიგარი ხარ. ესე იგი, მქონდეს შენი იმედი, არა?

_ უპრობლემოდ.

_ ძმა ხარ!

* * *

საღამოს ამინდი შეიცვალა. ჯერ იყო და, ქარი ამოვარდა, მერე კი ისე მოიღრუბლა და დათბა, აშკარა იყო, იწვიმებდა. ეს არ მომეწონა. ქარი ნამდვილად არ მაწყობდა, წვიმა _ მით უმეტეს. დინასთვის მინდოდა ლამაზი საღამო მეჩუქებინა. ნაწვიმარზე კი აგარაკზე ისე ატალახდება ხოლმე ეზო, იქ გავლა სიამოვნებას სწორედ ვერ მიანიჭებს ადამიანს. სამაგიეროდ, ერთ რამეში გამიმართლა. ლიზიკომ დამირეკა, მგონი წვიმას აპირებს, ამიტომ მეზარება კაზინოში გამოსვლა და პირდაპირ შინ წავალო. რომ იტყვიან, ტუზი დამეცა.

«დეზერტირებში» შევიარე, ხილი და თონის პური ვიყიდე. მერე მარკეტში შევედი და რაღაცები დავამატე სავახშმოდ. აბა, დინას იქიდან მშიერს ხომ არ გამოვუშვებ? ან ხომ შეიძლება, ისე მოეწონოს იქაურობა, რომ საერთოდ დარჩენის სურვილი გამოთქვას? ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მისი «სამსახურია»? როგორ შევპირდი, რამდენს მოგცემო? დამავიწყდა. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. დინას არ დაავიწყდებოდა და თუ ვერ გავიხსენებ მისაცემი თანხის რაოდენობას, თვითონ «დამეხმარება» მეხსიერების აღდგენაში. ასეთი რამეები ხუთიანზე იცის, არაფერი შეეშლება.

სანაპიროს რომ დავუყევი, წვიმა გვარიანად ასხამდა. აი, ეს პროცესი კი ძალიან მიყვარს. თავსხმა წვიმაში ზიხარ შენთვის მანქანაში, გრძნობ წვიმის წკაპუნს და მისრიალებ სველ ასფალტზე, თანაც სასურველ ქალთან მიგეჩქარება. კი მიმეჩქარება, მაგრამ მე ერთი რამ ვერ გავითვალისწინე _ სად უნდა მენახა დინა? ნორმალური ადამიანი ახლა გარეთ არ დადგება. მას კი მუდმივი «სადგომი», უხეშად რომ ვთქვათ, არ გააჩნია. სად აფარებს ხოლმე თავს ასეთ ამინდში? ამაზე კი არ მიფიქრია. რა ვიცოდი, ასე თუ შეტრიალდებოდა ყველაფერი!

ბაზრობას მივუახლოვდი თუ არა, სვლა შევანელე. მაგნიტოფონიც კი გამოვრთე, თითქოს მისი ხმა დინას შემჩნევაში შემიშლიდა ხელს. კაციშვილი ახლომახლო არ ჭაჭანებდა. ის იყო, ვიფიქრე, შიგნით შევალ-მეთქი, რომ დავინახე _ ცოტა მოშორებით, სადაც მხვდებოდა ხოლმე, იდგა იმ კოკისპირულ წვიმაში ნახევრადშიშველი და ჩემს გამოჩენას ელოდა. მისმა საქციელმა გამაოცა. წარმოიდგინე, რად უნდა უღირდე ადამიანს, ასეთ ამინდში თავით ფეხამდის გაილუმპოს? იფიქრა, აქ რომ ვერ მნახავს, ძებნას დამიწყებსო და გამიადვილა საქმე. ის კი არ იცის, ამით როგორ დამიმძიმა გული. ზედ ტროტუართან ისე მივაყენე მანქანა, პირდაპირ შეძლებოდა ჩაჯდომა, ზედმეტი ნაბიჯის გადადგმის გარეშე და კარი სწრაფად გამოვაღე.

_ დროზე, დროზე, _ შევძახე.

_ სავსემ მოკრაია, ვსიო გავაფუჭებ, _ თავი დახარა და სალონში შემოიხედა.

_ დაჯექი, გოგო, რა დროს ეგეებია, _ ახლა უკვე დავუცაცხანე.

უსიტყვოდ ჩაჯდა, კარი ნელა მოხურა და თითები მკლავებზე შემოიჭდო.

_ გცივა? _ ვკითხე და მანქანა დავძარი.

_ ნეტ.

_ აბა რატომ იბუზები?

_ იბუზები ეტა ჩტო? _ შემომიბრუნა კითხვა.

_ ჩტო და აი, ასე რომ აკეთებ, იმას ჰქვია იბუზები, _ მობუზვის იმიტაცია გავაკეთე.

_ პროსტა, ნეუდობნა, ვაბშე სველი ვარ, _ კაბის კალთაზე დაიხედა ნირწამხდარმა.

_ არა უშავს, ახლავე გაგაშრობ, _ გათბობა ჩავრთე.

_ ნე ნადა, კრასავჩიკ, ეტა არ მიშველის, _ თავი გადააქნია.

_ გიშველის, გიშველის, შენ მე ნუ მასწავლი.

_ და ნე პამოჟეტ, ზნაიუ ია, _ თავისას არ იშლიდა დინა.

_ გოგო, შენ პირველი კი არა ხარ, სხვებიც გამშრალან ამ მანქანაში, _ გავბრაზდი ბოლოს და… მივხვდი, რომ ვთქვი ის, რაც არ უნდა მეთქვა, მაგრამ გაქცეულ სიტყვას უკან ვეღარ დავაბრუნებდი.

შეცბუნებულმა ფრთხილად გავაპარე თვალი მისკენ. ჩემდა გასაოცრად, რეაგირება არ მოუხდენია ამ «ბრწყინვალე» ფრაზაზე. როგორც ჩანს, ვერ მიხვდა ან აზრს არ ჩაუკვირდა. ეს გამიხარდა.

7 7 7

ერთ საათში უკვე ადგილზე ვიყავით. წვიმამ გადაიღო, მაგრამ ეზო ისე იყო დატბორილი, იძულებული გავხდი, ზედ კიბესთან მიმეჩერებინა მანქანა. გადმოვედი და ჩემს «ვოლვოს» მეორე მხრიდან მოვუარე.

_ ხელში უნდა აგიყვანო, სხვა გზა არ არის, _ ვუთხარი დინას.

_ კაკ სკაჟეშ, _ მხრები აიჩეჩა მან და მკლავები გამომიშვირა.

ხელში მსუბუქად ავიტაცე და კარი ფეხით მივხურე. მთლად სველი იყო. სირბილით ავუყევი საფეხურებს. ქალით «დატვირთულმა», თანაც იმ სიბნელეში, ძლივს მოვარგე გასაღები საკეტს. როგორც იქნა, გავაღე. დინას ჩემი მკლავებიდან ჩამოხტომა არც უცდია, სანამ ოთახში არ შევედით. ახლა კი «იკადრა» ჩემი «გათავისუფლება».

_ ხოლოდნა ზდეს, ცივა, _ თქვა აკანკალებულმა.

_ ახლავე გავათბობ აქაურობას, _ ფანარი მოვიძიე ფანჯარის რაფაზე და კომოდის თავზე შემომდგარ შანდალს დავწვდი. მაგიდაზე გადმოვდგი. სანთლები ავანთე. საკმარისად განათდა ოთახი.

_ ვა! _ გაოცებით მიმოიხედა დინამ.

_ რა იყო, მოგწონს? _ კმაყოფილი ტონით ვკითხე.

_ კრასივა, _ მოწონებით დააქნია თავი.

_ ახლა ბუხარსაც ავანთებ და მერე ნახე, როგორ გალამაზდება აქაურობა, _ «შევპირდი» და დავფაცურდი.

წინასწარ გამზადებული შეშა ბუხარში საჭიროებისამებრ შევალაგე, ნავთი მოვასხი, ასანთს გავკარი და ცეცხლიც აბრიალდა. ბუხარი მალე აბუბუნდა. ოთახი კიდევ უფრო განათდა. ისეთი სიამოვნება დამეუფლა, საოცრად რომანტიკულ ხასიათზე დავდექი.

_ დინა, ახლოს მოიწი, ცოტა გათბი, მე იქამდე ტანსაცმელს მოგიტან, _ ვუთხარი და საძინებელში გავედი, სადაც ლიზიკოს ნივთები მეგულებოდა.

კარადა გამოვაღე, ფანარი მივანათე და ტანსაცმლის არჩევას საგულდაგულოდ შევუდექი. მეეჭვება, ლიზიკოს სამოსი წელწვრილ დინას ზუსტად მოერგოს, მაგრამ ახლა ამას ვინ ჩივის. მთავარია, გამოიცვალოს და მშრალი ჩაიცვას, თორემ თუ გაცივდა, «დამერხევა».

ოთახში შემობრუნებული წამით ადგილზე გავხევდი. დინა ზურგით ბუხართან დამდგარიყო, ხელები წელზე შემოეჭდო და თავჩაქინდრული იატაკს ჩასჩერებოდა. ისეთი ლამაზი სანახავი იყო, თვალი ვერ მოვაშორე. ბოლოს ნელა ასწია თავი და გამიღიმა.

_ ბოლი რომ აგივიდა, თუ იცი? _ სიცილით ვუთხარი.

მის ტანსაცმელს მართლა ასდიოდა ორთქლი, არ მომიტყუებია.

_ პრავდა? _ კაბაზე დაიხედა.

_ ოჩენ პრავდა, _ გამოვაჯავრე და ლიზიკოს ტანისამოსი მივაწოდე, _ აჰა, ესენი ჩაიცვი. ცოტა დიდი გექნება, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ აღარ შეგცივდება.

_ ეს ვისია? _ ცნობისმოყვარედ შემომხედა.

_ სხვა ქალის, _ ბოლომდე არ გავუშიფრე.

_ ნუ ი შტო, სულერთია, _ უდარდელად თქვა და დაკეცილი ტანსაცმელი გამომტაცა ხელიდან.

_ მე ჩავალ, მანქანას დავკეტავ და საჭმელსაც ამოვიტან, _ რატომღაც უხერხულობა ვიგრძენი. არადა, დინას გახდა-ჩაცმის პროცესზე სასიამოვნო საყურებელი რა უნდა ყოფილიყო!

_ ტი ნე პამოჟეშ? _ ზედ კართან დამეწია მისი შეკითხვა.

თითქოს ადგილს მივეყინე. ისე დავიბენი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა. თითქოს პირველად ვყოფილიყავი ქალთან მარტო. რამდენი წელია, მსგავსი არაფერი განმიცდია.

_ ი ნე ნადა, ბეზ ტებია აბაიდუს, _ ჯიბრიანად მითხრა.

_ რა ვიცი, თუ აუცილებელია, აგერ ვარ, ბატონო, _ ვთქვი და მოვტრიალდი.

_ ნეტ, კრასავჩიკ, პროსტა პაშუტილა, _ გამიღიმა და თავი ეშმაკურად გვერდზე გადახარა.

ნირწამხდარი ჩავედი ეზოში. ისევ წვიმდა. ცოტა ხანს შევყოვნდი, დინასთვის ჩაცმა რომ მეცლია. როცა ავბრუნდი, კარზე დაკაკუნება არც მიფიქრია, ისე შევედი ოთახში. ახლა სახით ბუხრისკენ დამდგარიყო წელზევით შიშველი და ლიზიკოს კოფთას ათვალიერებდა. გავშეშდი. ამის მოთმენა ნამდვილად ძნელი იყო. ძნელი იყო კი არა, არ შემეძლო. არ მახსოვს, ცელოფანის პარკები იატაკზე დავყარე, თუ მაგიდაზე შემოვდე, ის კი მახსოვს, როგორ მივაჭერი ზურგიდან, როგორ მოვხვიე მკლავები და ჩავბღუჯე მისი მკვრივი, გათქვირული, ჯერ კიდევ «გაუკვალავი» მკერდი. უცებ ისეთი კივილი მორთო, შეძრწუნებული უკან გადავხტი.

_ სვოლოჩ! უბირი რუკი! _ ბოლო ხმაზე ყვიროდა.

_ ვსიო, ვსიო, იზვინი, რა. მეტს აღარ ვიზამ. მაპატიე, მაპატიე. აჰა, აჰა, გავდივარ ოთახიდან და რომ დაწყნარდები, მერე შემოვალ, _ დამფრთხალი ვეხვეწებოდი და ხელებაწეული უკან-უკან ვიხევდი კარისკენ.

სწრაფად გადაიცვა ზედატანი და სანამ გარეთ გავიდოდი, ცივად მომაძახა.

_ასტანსია, უჟე ვსიო!

ამოვისუნთქე. შუბლზე ხელი გადავისვი. მგონი ოფლმა დამასხა.

_ მიხდება? _ უცებ ღიმილმა გაუნათა სახე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, დოინჯი შემოიყარა და თეძოების გამომწვევი რხევით წინ დამიდგა.

მისი ასეთი საქციელით გაოგნებული ჯერ ვერ მივხვდი, რას ითხოვდა ჩემგან. როცა გავიაზრე, მერეღა შევათვალიერე. ლიზიკოს შორტებსა და თხელ კოფტაში იყო «ჩამძვრალი». კერტები «ურცხვად» იკვეთებოდა ნაქსოვ ზედატანში. სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა. ჩვეულებრივ გოგოს დაემსგავსა. ისეთს, თბილისის ნებისმიერ ქუჩაში რომ შეხვდები. ის პეწი აღარ ჰქონდა, როგორიც ბოშის ტანსაცმელში გამოწყობილს.

_ ნუ შტო, არ მიხდება? _ გამიმეორა.

_ არა, არ მომწონს, _ სიმართლე ვუთხარი.

_ არც მე, თანაც ბალშოი რაზმერ. ის ქალი რა, ნასტაიაშჩაია კაროვა? _ ჯავრი იყარა ლიზიკოზე.

_ არ გინდა, ასე ნუ ლაპარაკობ. ყველა შენნაირი პატარა ხომ არ იქნება. ის მაღალია და ცოტა მოსული.

_ «მოსული» ეტა ჩტო?

_ როგორ გითხრა, შენზე ცოტათი მსუქანია.

_ ზდაროვაია, და?

_ აჰა.

_ ჩემზე ლამაზია? _ ხმას დაუწია და თვალი ამარიდა.

_ …

_ სკაჟი, არ მეწყინება.

_ შენ სხვანაირად ხარ ლამაზი, ის _ სხვანაირად.

_ ვერ გავიგე.

_ ის ჩემი ცოლია, გესმის? ამიტომ ლამაზიც არის და კარგი ხასიათის ადამიანიც, _ დავიწყე ახსნა.

_ პრა მენია ზნაეტ?

_ არა.

_ პაჩემუ?

_ რა უნდა იცოდეს, რო? _ შევუტრიალე კითხვა.

მსწრაფლ ასწია თავი და მზერა გამისწორა.

_ რა-ა? რა და ვსიო.

_ რა ვსიო, აბა, მითხარი, _ არ მოვეშვი.

_ ჩტო ტი… ჩტო ტი… _ ვერ გაბედა თქმა.

_ გისმენ, დინა.

_ ჩტო ტი… სამსახური მიშოვე, _ იპოვა საჭირო სიტყვები, როგორც იქნა.

_ სულ ესაა? _ გამეცინა.

_ დინამ მეტი არ იცის.

ეშმაკი ქალი. უნდა, რომ მე მათქმევინოს. ხმაც არ ამომიღია. აღარ გავაგრძელე ამ თემაზე საუბარი და სულ სხვა რამით «დავინტერესდი».

_ მე მომშივდა. შენ?

_ ?

_ არა?

_ რა ვიცი.

_ მოდი, რა, ვჭამოთ. ცოტა დავლიოთ კიდეც. მერე შენი სამსახურებრივი მოვალეობაც შეასრულე და მერე…

_ ჩტო მერე?

_ დანარჩენი მერე ვნახოთ. ახლა კი შენ დაჯექი და მე სუფრას გავშლი.

უსიტყვოდ დაჯდა. ახლაღა შევამჩნიე იატაკზე დაგდებული ჩემი სანოვაგით სავსე პარკები. აი, სანამდე მივყავართ ქალებს. გამეცინა.

რამდენიმე წუთში ყველაფერი მზად იყო. დინა თვალს არ მაშორებდა. რატომღაც მოიწყინა. როცა ყველაფერი დავამთავრე, მოხერხებულად მივუჯექი მაგიდას და შამპანური ხმაურით გავხსენი.

_ ხომ დალევ? _ გავუღიმე.

_ კანეშნა.

_ რატომ მოიწყინე, ჩემი ხომ არ გეშინია?

არ მიპასუხა, მხოლოდ სევდიანად შემომხედა.

_ რა იყო, დინა? მართლა გეშინია?

_ მერაბ, ზნაეშ, ჩტო? _ ხმამაღლა დაიწყო უცებ.

_ ჩტო?

_ ტაგდა ია სპეციალნა არ ჩავიცვი.

_ როდის? _ ვერ მივხვდი, რას ამბობდა.

_ კაგდა ტი ვაშიოლ.

გაოცება ალბათ აშკარად შემეტყო სახეზე.

_ მართალს მეუბნები? _ საკუთარ ყურებს არ დავუჯერე.

თავი მორცხვად დამიქნია.

_ აბა, რა გაკივლებდა, შე ქალო? _ კინაღამ გავბრაზდი.

_ და ტაკ, პრივიჩკა.

_ გაგაპრივიჩკებ მე შენ, მაცალე ცოტა ხანი, დავლიო ერთი-ორი ჭიქა, _ «დავემუქრე» და სასმელი ჭიქებში ჩამოვასხი.

_ შენ გაგიმარჯოს, პატარა ეშმაკო ბოშა ქალო, _ ავწიე სასმისი.

_ ზა ტებია, _ თქვა.

_ მე რა შუაში ვარ, შენი სადღეგრძელოა.

_ ტაგდა ზა ნას, _ მაინც არ დამითმო და მომიჭახუნა.

მოვსვი. მოსვა. მერე ბოლომდე დავლიე, დინამაც.

_ დააყოლე რამე. რა მოგაწოდო? _ გამოვიჩინე ყურადღება.

_ არა მშია.

_ შოკოლადი მაინც აიღე.

_ ნე ლუბიტ დინა შოკოლადი.

_ შენ მე მართლა გამაგიჟებ. ერთი რამეზე გეთქვა, მიყვარსო, ყველაფერზე «ნე ლუბიტს» რომ გაიძახი. მითხარი, რა გიყვარს და გაუჩენელს გავაჩენ.

თავი დახარა და თეფშს დაუწყო წვალება.

_ ჰე ახლა, თქვი რამე. მართლა არაფერი გიყვარს?

_ ლუბლუ, _ თქვა და ოხვრაც ამოაყოლა.

_ ახლა არ მითხრა, მანდარინი მიყვარსო და არ გადამრიო. ამ გაგანია სექტემბერში მაგას ნამდვილად ვერ გიშოვი, _ გავასავსავე ხელები.

_ ნეტ, ნეტ, _ ისე სევდიანად თქვა, გული მომიკვდა.

_ აბა, რა გიყვარს, ჩემო ლამაზო, მითხარი?

_ ტებია ლუბლუ, კრასავჩიკ, ზნაეშ, ტებია.

ამას ჰქვია, პირკატა მეცაო. არა, რომ ვუყვარდი მეც ვატყობდი, მაგრამ ასე «უსირცხვილოდ» თუ «მომახლიდა» პირში, რას ვიფიქრებდი? მეტიც არ მინდოდა, მაშინვე წამოვდექი და მისკენ გავიწიე.

_ არა! სიდი! ნე ნადა! _ შეჰყვირა უცებ, _ პრაშუ ტებია, ცოტა მაცალე. ტოლკა ნე სევოდნია. მნე პლოხა, ლამაზო, ოჩენ პლოხა.

_ დინა…

_ ნიჩევო ნე გავარი. ვითომ არაფერი გითხარი. მოჟეშ? _ ისეთი მუდარით სავსე გამომეტყველებით მიყურებდა, მთლად რომ დაქცეულიყო ქვეყანა, ხელს როგორ დავაკარებდი.

_ მაშინ ჭამე რამე, _ ვიპოვე გამოსავალი.

_ ნე მაგუ. როცა ვნერვიულობ, ჭამა არ ვიცი, _ ამიხსნა თავისებური ქართულით.

_ ჩემი ხათრით?

_ ხარაშო. აი, მსხალი პაპრობუიუ.

დავასწარი, სანამ აიღებდა და დავუჭერი. უგემურად ჩაკბიჩა. მეც «წამიხდა» მადა. ისეთი რაღაც მითხრა ამ გოგომ, ახლა ლუკმა გადამივა ყელში? არადა, როგორ მშიოდა! «საღამოს გეგმები» ისედაც გაურკვეველი იყო, ახლა მთლად «ბურუსით მოცულს» დაემსგავსა. როგორ უნდა მოვიქცე? რა მოხდება ცოტა ხანში? აქ დარჩენა შევთავაზო და მეც დავრჩე? მერე?… ასე უცებ… ამას როგორ ვიფიქრებდი… მაგრამ ამაღამ შინ რომ არ მივალ, ლიზიკოს რა ვუთხრა? მობილური კი მაქვს გამორთული, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ჩავრთო? ლიზიკოს შიშით გვიან ნიკუშაც გამორთავს თავისას, რეკვით არ შემაწუხოსო. მესიჯი ხომ არ გავუგზავნო, სანამ გვიან არ არის? ალბათ, ასე აჯობებს.

კვლავ მომიწია დაბლა ჩასვლამ, რადგან მობილური მანქანაში მქონდა დატოვებული. ნიკუშასთან სასწრაფოდ «ვაფრინე» ცნობა: «ღამე შეიძლება შინ არ მივიდე. თუ ძმა ხარ, მოიფიქრე რამე. ზუსტად ერთ საათში მეცოდინება და დაგირეკავ. ტელეფონი არ გამორთო». პასუხს დაველოდე. დიდხანს არ დაუყოვნებია. «ღირს მაინც იმ მახეში გაბმა, ჯიგარო? ახლა მე და შენ მცხეთაში ვართ ვითომ. ასე რომ, თუ მობრუნდები, ჩემთან მოგიწევს ღამის გათევა. გაღვიძების არ მოგერიდოს. აბა ჰე, აბა ჰო. ტკბილ დაწოლასა და უძილო ღამეს გისურვებ, მეგობარო». აი, როგორ მოუგვარებია ყველაფერი. ასეთი ნიკუშა ერთი ათი მაინც უნდა გყავდეს ადამიანს. ახლა მთავარია, დინა რას მოიმოქმედებს.

* * *

გახარებულმა პატარა ბიჭივით ავირბინე კიბეზე. დინა ისევ ისე იჯდა, გაუნძრევლად და მელოდა.

_ ვ ჩომ დელა? _ ჩუმად მკითხა.

_ დელა ვ შამპანსკოე, _ მხიარულად შევძახე, ჭიქები კიდევ ერთხელ შევავსე და ერთი დინას გავუწოდე.

_ გინდა, ერთი რამე გითხრა? _ ფეხზე დამდგარმა ვკითხე.

_ სკაჟი.

_ ია პლახოი ჩელავეკ, _ დავიწყე.

_ ნი გავარი ტაკ. საჭირო არაა.

_ არა, სწორედ რომ საჭიროა. შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, მე კი გიყენებ. იცი შენ? ამას მხოლოდ არაკაცი თუ გააკეთებს, _ არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ რატომღაც, დინასთვის გულის გადაშლა მომინდა.

_ დინა ნე ზნაეტ, შენ რა ჩაიფიქრე, ნო ზნაიუ, ჩტო ია ნუჟნა ტებე. ამიტომ ია ვსიო სდელაიუ, რაც გინდა.

_ შენ არ იცი, მე რა მინდა.

_ ეტა ნე იმეეტ ზნაჩენიე. გაჩუმდი, პრაშუ.

გავჩუმდი. ისე, ჯობდა, ყველაფერი ცოდნოდა. თორემ მერე მეტი პრობლემა შემექმნება.

_ დავაი, დავლიოთ.

_ მაშინ შენ თქვი.

_ ია ნე უმეიუ.

_ სულერთია, რაღაც თქვი.

_ ჩემი სამსახური გაუმარჯოს. უდაჩი შენც და მეც.

მწარედ ჩამეცინა. არავინ იცის, ამ ქალს ცხოვრებას ვუფუჭებ თუ ვუუმჯობესებ. კარგი, დავუშვათ, მიმიცია ბევრი ფული, დამიკმაყოფილებია მისი სურვილები, შემისრულებია მისი ყველა თხოვნა. რა მერე? ბავშვს რომ გააჩენს და წავართმევ, მაპატიებს? არ ვიცი, არ ვიცი, რა მოხდება ან რა იქნება. ხომ შეიძლება, მართლა ისე ვუყვარდე, რომ ჩემი გულისთვის ყველაფერი გააკეთოს? შეძლებით ყველაფერი შეიძლება. ახლა კი მეყოფა წინასწარ თავის მტვრევა, ჯობს, სადღეგრძელო დავლიო.

_ აბა, შენს ნათქვამს გაუმარჯოს. ჩვენი საქმისა იყოს, _ ვთქვი და დავლიე.

_ რა უნდა გავაკეთოთ? _ იკითხა უცებ.

_ ამას დრო გვიჩვენებს, _ ყოყმანით ვთქვი.

_ ნეტ. სეიჩას ჩტო ბუდიმ დელატ?

_ რასაც შენ იტყვი, _ აშკარად დავიბენი.

_ პაედემ ილი ასტანემსია?

_ შენ როგორ გინდა, დინა? როგორც ინებებ, ისე იქნება. კლიანუს.

_ დინა ეშინია.

_ რისი?

_ ნე ზნაიუ. პროსტა, ბაიუს ი ვსიო.

_ ტაგდა რეშაი სამა, მაგრამ ჯერ დალიე ბოლომდე.

დალია. სახე დაეჭყანა, ეტყობა, ემჟავა სასმელი.

_ ახლა ეს მსხალიც მიაყოლე, თორემ დათვრები და მე მეტი კი არ მინდა. აქვე მიგაწვენ და მიყარე მერე კაკალი, _ ყასიდად გავექაჩე.

_ ა-ნუ-კა, პაპრობუი, _ გამომიწვია.

_ ახლავე, დიკარკა, შენ გგონია, აწი შენი კივილით შემაშინებ? _ ჭიქას ხელი ვუშვი და მაგიდას შემოვუარე.

ადგილიდან არ დაძრულა, თვალები დააკვესა მხოლოდ. მხრებში ჩავავლე ხელი. მოვუჭირე. წინააღმდეგობა არ გაუწევია. თვალები მილულა. ჩემკენ მოვიზიდე, ვგრძნობდი, როგორ ვკანკალებდი ერთიანად. დამყვა. მკერდზე მივიკარი და მკლავები მოვხვიე. კატასავით დაიკრუტუნა და მთელი სხეულით მოეშვა.

დავიჯერო, ასე ადვილად, პირველსავე შეხვედრაზე დამნებდება? ისე, გამიგია, ბოშა ქალებმა ისეთი საოცარი სიყვარული იციან, ყველაფერზე უყოყმანოდ წავლენო…

და… ასეც მოხდა. ჩემდა გასაოცრად, ისეთი «განსწავლული» აღმოჩნდა მოფერების «დარგში», ნებისმიერ ქალს შეშურდებოდა. კიდევ უფრო გაოცებული დავრჩი, როცა ლოგინში გადავინაცვლეთ… ჯერ ერთი, რომ ზღაპრული სექსი «გამოგვივიდა». ასეთი არასდროს არაფერი მახსოვს, მაგრამ… ალბათ, თქვენ ჩემზე მეტად გაგიკვირდებათ, რასაც ახლა გაიგებთ: დინა ქალიშვილი არ აღმოჩნდა… ვერ გეტყვით, რა განცდა დამეუფლა. გაოგნებული უფრო დავრჩი, ვიდრე განხიბლული. არ მეგონა, ასე თუ იქნებოდა. ისეთი უკარებას შთაბეჭდილებას ტოვებდა გაცნობის დღიდანვე, რას ვიფიქრებდი… თუმცა, ეს მდგომარეობა უფრო მიადვილებდა ჩემი გეგმების განხორციელებას. ასე ვთქვათ, მის «ცოდვაში ფეხის ჩადგმა» არ მიწევდა. ახლა ცნობისმოყვარეობა უფრო მკლავდა. როდის, როგორ, რატომ? რა იმალებოდა ამ იდუმალი ქალის უკან? იყო კი ბოშა სინამდვილეში? არა, გარეგნობით ძალიან ჰგავდა ბოშას, მაგრამ… იქნებ ვცდები რამეში?

არც ერთი ხმას არ ვიღებდით, დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა.

_ კრასავჩიკ, სკაჟი რამე, _ მითხრა ბოლოს.

_ რა ვთქვა?

_ რამე.

_ აბა, რა გითხრა… ცოტა არ იყოს, რაღაცები გამიკვირდა, _ დავიწყე შეფარვით.

_ ნაპრიმერ?

_ მეგონა…

_ ჩტო გეგონა? _ რა გაიძვერაა, ვითომ ვერ ხვდება, რას ვეკითხები.

_ ჩტო და _ ქალიშვილი მეგონე, შე ოხერო და ამის გამო გული მეთანაღრებოდა.

_ მეთანაღ… კაკ სკაზალ? ეს რას ნიშნავს?

_ აი, თავს ვიკავებდი, მეცოდებოდი.

_ ზა ჩტო?

_ ზა ტო.

_ ლადნა, ლადნა. ხომ ხედავ, მე უჟე ჟენშჩინა, თანაც კლასნაია ჟენშჩინა ვარ.

_ ჰოდა, სწორედ ეგ მაინტერესებს. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, იქნებ ამიხსნა?

_ ნე ბოისია. ჩისტაია ია. არაფერი დაგემართება.

_ მაგას არ ვგულისხმობ.

_ ტაგდა ვოტ, ჩტო სკაჟუ. დინას ადრე ქმარი ჰყავდა.

_ როდის ადრე!

_ როცა თხუთმეტი წლის ბილა.

_ და სად ხდებოდა ეგ ამბავი?

_ ტამ, დალეკო, დალეკო.

_ მოლდოვაში?

_ პრავილნა.

_ მერე? მერე რა მოხდა?

_ ასტავილა ევო.

_ რატომ?

_ დინას ცემდნენ.

_ გცემდნენ? კი მაგრამ, რატომ, რას გერჩოდა?

_ ნემნოჟკა გიჟი იყო.

_ ვერ გავიგე.

_ ოჩენ რევნივი ბილ.

_ აჰა. ვერ გაამტყუნებ. დალშე?

_ დალშე მივატოვე.

_ რა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიყვები. თქვი რა, ბოლომდე.

_ პატომ უბილი. მოი ატეც უბილ. ახლაც ციხეშია.

_ მამაშენი?

_ და. მე კი სუდა ატპრავილი.

_ აქ გყავს ვინმე ნათესავი ან ახლობელი?

_ დედაჩემს ჰყავს პადრუგა.

_ ისიც ბოშაა?

_ რაზუმეეტსია.

_ მერე? ამაღამ არ მოგიკითხავს?

_ ანა ვსიო ზნაეტ.

_ რა ზნაეტ?

_ შენი ყველაფერი იცის.

_ ჩემ გარდა სხვა კაცი გყოლია?

_ ტი ჩტო, გაგიჟდი?

_ რა, არ შეიძლებოდა გყოლოდა?

_ ნეტ.

_ რატომ?

_ ნენავიჟუ იხ.

_ აბა, ჩემში რა ნახე ასეთი?

_ ტი დრუგოი. კაცები ტოლკა სექს ხატელი, როცა მხედავდნენ.

_ მე არა? _ გულიანად გამეცინა.

_ შენ სხვანაირად გააკეთე.

_ როგორ სხვანაირად?

_ როგორც ნასტაიაშჩი მუჟჩინა. სრაზუ არ გინდოდა დინა.

_ კაი ბიჭი ვყოფილვარ.

_ ოჩენ. ტი ზასლუჟილ.

_ რა ზასლუჟილ? _ გამეღიმა.

_ მე, _ მხიარულად თქვა და შიშველ მკერდზე ხელი დაიტყაპუნა.

_ კი მაგრამ, გათხოვილი თუ იყავი, ასე ქალიშვილივით მკერდი როგორ გაქვს?

_ ეტა დავნო ბილა. თანაც ტრი მესიაცა მყავდა ქმარი.

_ მეტი არა?

_ ნეტ.

_ ქართული ვინ გასწავლა?

_ სამა.

_ დიდი ხანია, თბილისში ცხოვრობ?

_ ჩეტირე გოდა.

_ იქამდე სად იყავი?

_ ვ ბატუმი.

_ აქ როგორ მოხვდი?

_ ვანდამ მომიყვანა.

_ ვანდა ვიღაა?

_ დედაჩემის პადრუგა.

_ ესე იგი, ჯერ ბათუმში ჩახვედი და მერე წამოხვედი თბილისში?

_ ტოჩნა.

_ რატომ, ბათუმში არ მოგეწონა?

_ ვანდას არ მოეწონა.

_ და აქედანაც აპირებ წასვლას, არა?

_ და.

_ რატომ, აქაც არ მოსწონს ვანდას?

_ ნეტ. ია ხაჩუ დამოი.

_ თქვენ ხომ მომთაბარე ცხოვრებას ეწევით. შენი მშობლები ამდენი წელი როგორ ცხოვრობენ მოლდოვაში?

_ ანი ტამ რადილის. სახლი გვაქვს ტამ.

_ შვილი არ გყავს?

_ ნეტ.

_ არც გინდა?

_ ნე ზნაიუ. ა ზაჩემ?

_ რა ვიცი. გამოაკრავდი ბოხჩაში და ზურგზე მოიკიდებდი, _ ამის წარმოდგენაზე უსიამოვნოდ დამიარა ტანში. ჩემი შვილი წარმოვიდგინე დინას ზურგზე მოკიდებული.

_ ნე ლუბლუ დეტეი.

_ მოკლედ, შენ არავინ და არაფერი გიყვარს, როგორც ვხედავ, არა? თუმცა, მე ხომ გიყვარვარ. ჰა? ხომ არ მომატყუე წეღან?

_ ეტა პრავდა.

_ მერე? შენი ტომის ქალს არ ეკრძალება ჩემი «ტომის» მამაკაცის შეყვარება?

_ ეტა ნიკტო ნე ზნაეტ.

_ ვანდამ ხომ იცის? _ ისევ გამეცინა.

_ ვანდა ნე ვსჩოტე. ჩვენიანია.

_ კიდევ რას მომიყვები შენზე?

_ ბოლშე ნიჩივო. მორჩა. ისედაც მნოგა სკაზალა.

_ ესე იგი, ბავშვები არ გიყვარს, მაგრამ სამაგიეროდ მერაბი გიყვარს. ასეა?

_ ასეა.

_ მაშინ მე რომ გთხოვო, შვილს გამიჩენ?

_ ეტა ზაჩემ?

_ იცი შენ, ზაჩემაც.

_ …

_ ვერ გავიგე? ცოტა ხმამაღლა თქვი.

_ ნე ზნაიუ. შენ ცოლი გყავს.

_ ეს რა შუაშია.

_ იმან გააჩინოს.

_ იმას არ შეუძლია.

_ ტაგდა რად გინდა ტაკაია ცოლი?

_ რა ვიცი. კარგი ქალია. თანაც, რადგან ბავშვი არ უჩნდება, ამიტომ ხომ არ გავაგდებ? ყველას აქვს რაღაც ნაკლი.

_ ატკუდა ზნაეშ, ჩტო არ უჩნდება?

_ ექიმმა თქვა.

_ და ვრუტ ანი! _ იყვირა უცებ.

_ შენ რა იცი?

_ ზნაიუ.

_ კარტმა გითხრა?

_ ნეტ. ყველა ქალს შეუძლია ბავშვი. ესლი ხოჩეტ.

_ აბა, რა გითხრა … მე ქალი არასდროს ვყოფილვარ.

_ ა დალშე ჩტო?

_ როდის დალშე?

_ კაგდა რებიონოკ ბუდეტ.

_ შენ რომ გააჩენ, იმ «რებიონოკზე» მეკითხები? _ ღიმილი ვერ შევიკავე.

_ და.

_ მე უნდა მაჩუქო.

_ ეტა კაკ? _ გაოცებულმა წამოიწია, იდაყვს დაეყრდნო და სიბნელეში ვიგრძენი, როგორ დამაშტერდა.

_ და ტაკ, ჩვეულებრივად.

_ ა კაკ ჟე ია? _ ისე საწყალობლად გამოუვიდა, გული ამიჩუყდა.

_ შენ ფულს მოგცემ და წახვალ შენს მოლდოვაში.

თავი კვლავ ბალიშზე დადო. სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ მისი სუნთქვა მესმოდა.

_ დინა! _ წყნარად დავუძახე.

_ ჩტო?

_ რატომ გაჩუმდი, არ მოგეწონა ჩემი წინადადება?

_ ნეტ.

_ მაშინ შენც დარჩი და გაზარდე შენ თვითონ, _ ჩემდა უნებურად წამომცდა. ასე სულაც არ ვფიქრობდი.

_ შენ ყველა ქალს ტაკ ეუბნები?

_ რომელ ყველა ქალს?

_ ვ ტვაეი მაშინე რო შრებიან, _ მომახალა.

ესეც შენ! სად დამიხვდა ჩემი დაუდევრად ნათქვამი სიტყვა. მე კი მეგონა, მაშინ ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია-მეთქი.

_ მე ის ქალები არ მყვარებია. უბრალოდ, ვერთობოდი. თანაც, იმ დროს უცოლო ვიყავი.

_ სამნოი ტოჟე?

_ შენ როგორ ფიქრობ? _ შევუბრუნე კითხვა.

_ ხოჩეშ პრავდუ?

_ ხაჩუ, თანაც ძალიან.

_ ტი პალიუბიშ მენია. პატომ ტრუდნა ბუდეტ.

_ დარჩი თბილისში და არ იქნება «ტრუდნა».

_ ნე მაგუ.

_ რატომ?

_ ვა პერვიხ, რადიტელი ჟდუტ მენია, მეორეც… აქ სად ვიცხოვრო?

_ ბინას გიქირავებ, _ კვლავ გამექცა ენა.

_ ნე ვიიდეტ.

_ აბა, მე ცოდო არა ვარ? თავს რომ შემაყვარებ და მერე გამექცევი, არ შეგეცოდები?

_ ზატო შენ ონ ასტანეტსია.

_ ვი-ინ?

_ რებიონოკ.

სითბომ დამიარა სხეულში. მისკენ შევტრიალდი, თავქვეშ მკლავი ამოვდე და ჩავიხუტე.

_ რა საყვარელი ხარ, რომ იცოდე, _ ჩურჩულით ვუთხარი და ვაკოცე.

გაიტრუნა, მაგრამ კოცნაზე კოცნით არ მიპასუხა.

_ მემდური?

_ ნეტ.

_ აბა, რატომ არ მეფერები?

_ დუმაიუ.

_ მეც მითხარი, აბა, რაზე ფიქრობ.

_ ვ მესტე პაედემ.

_ სად, გოგო, მოლდოვაში?

_ და.

_ გაგიჟდი! აქ ამხელა ქონების პატრონი ვარ, იქ რა უნდა გავაკეთო! _ შევიცხადე.

_ პრადაი ვსიო და პაედემ.

_ არ გამოვა მაგ საქმე, ჩემო დინაჩკა, ნე ვიიდეტ.

_ ესლი ზახოჩეშ, ვსიო ვიიდეტ.

_ მოდი, ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე, კარგი? აჯობებს, სხვა რამით დავკავდეთ. არა გაქვს სურვილი, მაკოცო?

მაკოცა. მხურვალე ტუჩები ჰქონდა. მისი ცხელი სუნთქვა ყელზე მელამუნებოდა. ენით აუწერელ სიამოვნებას განვიცდიდი. როგორ მინდოდა, ეს წუთები არასდროს დასრულებულიყო. წუთები კი არა, ეს ღამე მინდოდა უსასრულო ყოფილიყო. მოვფერებოდი დინას, ამ ულამაზეს ქმნილებას, მეკოცნა გაუთავებლად და მასაც ენებივრა ჩემს მკლავებში. ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი და «მადაზე მოსული» ისევ წავეტანე, კვლავ ვნების მორევში გადავეშვი. რა კარგი სიტყვები გვაქვს ქართველებს. სხვანაირად როგორ შეიძლება ახსნა ადამიანმა, რას განიცდის მამაკაცი სასურველი ქალის გვერდით ლოგინში? თანაც პირველად? თანაც შენზე უსაზღვროდ შეყვარებულ ქალთან? მისი სიახლოვე ყველა პრობლემას მავიწყებდა. რაც მეტს მეფერებოდა, მით უფრო ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ მოწონება ან ჟინი, დაგეკმაყოფილებინა ვნება. ეს უფრო მეტი იყო, ეს უკვე სიყვარული იყო. მივხვდი, რომ ჩემშიც იწყებოდა რაღაც შეუცნობელი, მაცდუნებელი, აზარტული, უფრო მეტიც, შეუძლებელიც. ამ ცდუნებას ვერა კაცი ვერ გაუძლებდა. დინას გვერდით ყოფნა კაზინოზე უფრო აზარტული იყო, ფულზე მეტად მაცდუნებელი, ცოლზე უფრო საშიში და ბერმუდის სამკუთხედზე მეტად იდუმალი. სახიფათო პარტია წამოვიწყე ორ უძლიერეს «პარტნიორთან» ერთად. ამას ჰქვია ორ ცეცხლს შუა ყოფნა. ორი ცეცხლი ორი განსხვავებული ქალის სახით. რომ იტყვიან, ჩიტივით მახეში გავები.

ავტორი: სვეტა კვარაცხელია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent