შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ორმაგი ტყვე ვარ-4 თავი


21-12-2014, 21:27
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 187

ორი დღეა სამინისტროს კართან აღამებს ათობით ადამიანი,მათ შორისაა რათქმაუნდა ლილიანასა და დათას ოჯახიც.მარინა და რეზო და არამარტო ისინი ამაოდ ითხოვდნენ პასუხს თუ სად იყო ან როგორ იყო მათი ქალიშვილი მაგრამ ამაოდ,სახელმწიფო საქმეებში უბრალო მოკვდავთ ვინ ჩაახედებდა.
--------
-გია დათას ,რომ რამე დაემართოს თავს მოვიკლავ,ერთი დღეც ვერ ვიცოცხლებ-სამინისტროს კართან კიბეზე ჩამომჯდარი ხელებში თავჩარგული ტიროდა გამწარებული დედა.
-დამშვიდდი ქეთო ხომ იცი ჩვენი ბიჭი რა ყოჩაღია,ძლიერი,მშიშარა არ გაგვიზრდია,ცუდზე არ იფიქრო-გულში იკრავდა მეუღლეს,თავადაც შეშინებული იყო მაგრამ არ უნდოდა ქეთოს დაენახა მისი სისუსტე.
ამ კიბეზე რამდენი გაუბედურებული,პასუხგაუცემელი ოჯახი ისხდა და ელოდნენ ახლობლების სიკვდილს ან სიცოცხლეს.
-თქვენი ვინ არის ქალბატონო იქ?-ქეთო მის გვერდით მომტირალ ქალს მიუბრუნდა
-ქალიშვილი-თავაუღებლად უპასუხა მარინამ.
-ჩემი ბიჭი-თქვა და ისევ აქვითინდა.
------------------
ორი დღე გავიდა ამ ქვესკნელში.საშინელი სუნი იდგა,სიბნელე,ერთი ნათურა ენთო მხოლოდ უფრო სწორად ბჟუტავდა.არა წყალი რომ დავიბანოთ პირი მაინც,არა სარკე,არა სავარცხელი,არა ქალები მაინც რა ვართ,ასეთ დრეში ვარ და სარკე რამ გამახსენა.
პატარა ლიზის გამო გული მეწვოდა საბრალო სულ ტიროდა.ლამაზი ბავშვი იყო -ცისფერთვალა,კულულა ქერა თმა-დედიკოს ასლი იყო,თუმცა მაიკო ამბობდა,რომ მამას უფრო ჰგავსო.
ბიჭები ლაშა და თემო,როგორც გავიგეთ ბიძაშვილები ყოფილან,სოფლად მიდიოდნენ დასასვენებლად.ჩვეულებრივი თანამედროვე თინეიჯერები იყვნენ ,ჩაჩაჩული შარვლებითა და გრძელი თმებით,აშკარა იყო ყველაზე მეტად იმას განიცდიდნენ,რომ აიფონები და ყურსსმენები ჩამოართვეს.
თაზო და ნინი-ძალიან საყვარელი წყვილი იყო.ძალიან განვიცადეთ ყველამ ,როცა გავიგეთ ,რომ ნინი თურმე 4 თვის ორსლი ყოფილა.ასეთი სტრესი უნდოდა ახლა მას?
საბრალო.
დათა-ისი არამარტო შინაგანად არამედ გარეგნობითაც სასიამოვნო პიროვნება იყო.შავგვრემანი,ტალღოვანი მოკლედ შეჭრილი თმა,თაფლისფერი თვალები,ჩემზე საკმაოდ მაღალი,(პატარა არც მე ვარ)რომ ვთქვა,რომ კუნთები ბატიბუტივით ეყარათქო ტყუილი იქნება მაგრამ,საკმაოდ მოხდენილი და ძლიერი იყო.ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ამ ადამიანს წლებია ვიცნობ,გულის სირრმეში მისი ხუმრობები სიყვარულზე არ მაბრაზებს პირიქით მსიამოვნებს,და მიკვირს ნუთუ ასე მარტივად მოვიხიბლე?ან იქნებ ის სიყვარული რომელსაც მივტირი არ იყო ნამდვილი?არ ვიცი ჯერ ვერ გავრკვეულვარ,ან და მაქვს ახლა მაგის დარდი?
მე-ცოტა ძნელია საკუთარ თავზე საუბარი.ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,სულაც არა ვარ ტოპ მოდელი და სულაც არ მეწყება ფეხები კისრიდან,მამა ხშირად მეუბნება,რომ მე მამაკაცების მოხიბვლის ორი უდიდესი იარაღი მაქვს -ჩემი მწვანე თვალები და ღიმილი.ხშირად მარიგებს ,რომ ნუ ვიქნები ასეთი გულჩვილი,ნუ ვიქნები ასეთი მიმნდობი,რომ ეს ხშირად ცხვირს წამატეხინებს მაგრამ დღემდე ამის გამო ხიაფათს არ გადავყრივარ ,მაგრამ მგონი დრო დადგა.
ჩვენი მცველები-არც სახელები ვიცით და არც გარეგნობით,იმიტომ ,რომ სულ ნიღბით დადიან,მაგრამ ისედაც ეტყობათ რა ნაგავებიც არიან.
ერთი კი ხმას,რომ ამოიღებს ისე ღრიალებს და როხროხებს მტრისას ასე რა მონსტრია და ნიღაბი,რომ მოიხსნას მთლად გოძილა იქნება.
გვესმოდა როგორ კამათობდნენ ჩვენს კართან მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდით,15 წუთიანი ლაპარაკის მერე კარი შემოაღეს და ნინისაკენ გაემართნენ
-შენ ჩვენთან წამოხვალ-აშკარა იყო თუ რატომაც
-არა-წინ გადაეფარა თაზო-ჩემ ცოლს ხელს ვერ დააკარებთ-კაცი აფთარს დაემგვანა
-ხელის დაკარებას არც ვაპირებთ-უშნოდ ჩაიქირქილა დაბალმა
-ოხ შენი დ.........-მუჭი მოუქნია თაზომ და ისიც იტაკზე დაეცა ცხვირგატეხილი
სამივე ბიჭი თაზოს გვერდით დადგა ნინის დასაცავად
წაქცეული წამოხტა იარაღი შემოატრიალა და მტელი ძალით ისე ჩაკრა კონდახი თაზოს თავში ,რომ ეს უკანასკნელი უგონოდ დაეცა,რასაც ნინის გულიგამგმირავი კივილი მოჰყვა.
დიდმა და როხროხამ სამივე ბიჭს დაუმიზნა იარაღი.
-გაეცალეთ თორემ დაგცხრილავთ-თქვა და ნინის მკლავში დასწვდა და კარისაკენ წააპორწიალა.გულმა არ გამიშვა,წინ გადავუდექი
-გთხოვთ მე წამიყვანეთ,ნინი 4 თვის ორსულია შეიბრალეთ,მე წამოვალ
-არა ლილი-ზურგს უკან დათას განწირული ბღავილი შემომესმა,მივბრუნდი,ბიჭები ხელით აკავებდნენ რომ არ წამოსულიყო,-ლილი არა,გთხოვ ლილი
ამ ახმახმა ამათვალიერა და მეორეს გადაულაპარაკა
-არც ესაა ნაკლები-მერე დათასკენ შეტრიალდა და მტელი ძალით ჩასცხო კონდახი მუცელში
-შენ ვინ გეკითხება ვინ სად წავა
-ის ჩემი ცოლია-ბღაოდა განწირული ხმით,მე კი ვტიროდი,ცრემლები ნაკადულებად ჩამომდიოდა.არ ვიცი რას ვტიროდი ჩემ თავს ასე რომ ვწირავდი,დათას ასე რომ იმეტებდა მის თავს ცემთვის 2 დღის გაცნობილისათვის თუ ჩემს მომავალს,რომელიც ვიცოდი რომ არ მექნებოდა თუ ამ კარს გადავაბიჯებდი,მაგრამ უცებ ნინის შევხედე და მივხვდი ,პატარასთვის ყველაფერი ღირდა,დავხარე თავი და მორჩილად გავედი კარში,კარი დაიხურა ჩემ ზურგს უკან კი კარგა ხანს მესმოდა დათს ბღავილი,განწირული ხმა,გინება,ხვეწნა ,მუდარა,მუქარა
-ღმერთო მეტი ადრე რატომ არ შემახვედრე ,რატომ,რატომ?-ვბუტბუტებდი და დერეფანში მივაბიჯებდი.ახმახმა საჯდომზე ხელი მომიჭირა -ოჰო-შესძახა და მეორეს მხარი გაჰკრა,ახლა იმანაც მოინდომა მაგრამ შევუღრინე
-ეს რა პანტერა გვიპოვია გივი
-ტყუილად მაბამ ჯერ ჩემია
-კარგი რა ოთარ ჩვენში ეგ მოსულა?როგორც იტყვი
საცოდავო ლილიანა რა დღე დაგიდგა ,ვუსმენ როგორ ვაჭრობენ ჩემით უფრო სწორად ჩემი სხეულით.დათას ხმა აღრ მესმოდა,საკმაოდ შორს გამოვსულვართ.დერეფნის ბოლოს სინათლე დავინახე ღია კარში,სწორედ იქ შევედით.მიმოვიხედე მხოლოდ მე და ეს ორი ნაგავი ვიყავით,გამიხარდა.რა გამიხარდა?ის რომ აქ კიდევ არ დამხვდა სხვა ამათნაირი ნაგავი ხალხი.
-არ იტირო,არ იტირო,არ დაანახო რომ გეშინია-საკუთარ თავს ვამხნევებდი და თან ხელებს მორჩილად ვაყოლებდი მათ მოძრაობებს თუ როგორ მაბადნენ ორივე ხელით თავს ზემოდ ჭერში გადებულ კოჭზე.
-აბა მიდი ლამაზო დაგვიწყე ხვეწნა და მუდარა,რომ შეგიბრალოთ-ნიღაბი მოიხსნა ახმახმა( ოთრმა)მართლა გოძილა ყოფილა-ასე უფრო საინტერესო იქნება
ჯერ პასუხის გაცემა დავაპირე,მერე გადავიფიქრე და შევაფურთხე.
-აი შე ბ....-და ისეთი ძალით გამარტყა სახეში,რომ თვალთ დამიბნელდა
გაბრაზებულმა შარვლის შემოხევა დამიწყო,მაგრამ ჯინსი მეცვა და ადვილად ვერ გახია,ჯიბიდან დანა ამოიღო და ზედვე მასერავდა შარვალს ადგილადგილ გაატანა დანის პირმა და სისხლი წამომივიდა,სიმწრისაგან ამოვიგმინე.მხოლოდ საცვლების ამარა ვიდექი შუა ოთახში ხელებ შეკრული და ჭერზე მიბმული.ჯერ გოძილას ჯერი იყო და გახდაც დაიწყო,გულისამრევი იყო საშინელება.
-ღმერთო მომეცი ძალები,ღმერთო მომეცი ძალები-გულში ვლოცულობდი და თვალებს არ ვახელდი.
უცებ რკინის კარი ვიღაცამ წიხლით შემოაღო.




ველი შეფასებებს ჩემო ძვირფასო მკითხველებო,დაგვიანებისათვის ბოდიშს გიხდით პატარა მყავს და :) :)

ყველა თავს ერთიდაიგივე პიროვნებების ფოტოს ვადებ ჩემ წარმოსახვაში ასეტები არიან :)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent