შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გიტოვებ ჩემი ცხოვრების ათვლის წერტილად. თავი 22


25-12-2014, 12:58
ავტორი nataska
ნანახია 3 131

სოფელში გაღვიძება, ძლაინ სასიამოვნოა, ქალაქში გაღვიძებს მაქანების ხმები, მეეზოვეების გადალაპარაკებები, ან საერთოდაც ყვირილი რომ ვიღაც ჯართს იბარებს, ჭრის რადიატორებს, იბარებს ძველ მაცივრებს.... ძველ უბნებში ჯერ კიდევ დადიან, არ ვიცი როგორ ვთქვა თათრის ქალები, თუ ციგნის ქალები... რომლებიც ხან რძეს, ხან მაწონს და ხან რას ყიდიან, გასაყიდი პროდუქციის ჩამონათვალს კი საგულდაგულოდ ყვირიან, სოფელში კიდე, მამლის ყივილი, ჩიტების ჭიკჭკი და სოფლისთვის დამახასიათებელი ყურისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი ბგერების ფონზე იღვიძებ... ცაცომაც ასეთი სიამოვნებით გაიღვიძა, ჯერ კიდევ გაუაზრებლად გადაბრუნდა და მუცლით რაღაცა მყარს დაეჯახა, მაშინვე ემილიზე იფიქრა და სასწრაფოდ დააჭყიტა თვალები, ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა და სულ დაავიწყდა ღამით რაზე ესაუბრებოდა ჯაბას, მენდელსონის მარშიც და ბავშვის ყოლისთვის არსებული წინა რიტუალები სულ შორს გაუფრინდა გონებიდან, როცა ჯაბას გულზე მძინარე ემილის შეხედა, ეს ამკელა ორ მეტრიანი კიდე საწოლზე დიაგონალურად იწვა და ცაცოს მის თავს დაეჯახა როცა გადაბრუნდა, ორივეს მშვიდათ ეძინა, ემილის დიდ ლოყებში ჩაკარგვოდა კურნოსა ცხვირი და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს ჯაბას იხუტებდა თავისი ბუთქუჩა ხელებით, მაგრამ ამ გოლიათის ჩასახუტებლად ხელების სიგრძე არ ყოფნისო... ცაცოს სიამოვნებისგან გააჟრჟოლა და საწოლიდან შეძლებისდაგვარად წყნარად წამოდგა, ბებო და ბაბუ როგორც წესი უკვე ფეხზე იყვნენ, ბებოს ძროხების მოწველაც მოესწრო და სამზარეულოში ყველას იყვანდა
–დილამშვიდობისა ბე, მიესალმა ცაცოცო ხელებდამძიმებულ ციალა ბებოს
–მშვიდობა მოქცა ბებოს თვალის ჩინო ღმერთმა
–რაშ მოგეხმარო, ზნორებით იკითხა ცაცომ
–საუზმე გავამზადოთ, სირცხვილია ის უცხო კაცი, რომ ადგება და ჩვენ ასე ხელცარიელები დავხვდებით, გოგოებიც ადგებიან და ჩვენც ხო გვინდა ჭამა, ცომი მოზელილია ბებია, თონე გაახურა ბაბუაშენდა და მე მგონი ხაჭაპურების ამოცხობა არ უნდა დაგვიწყებოდა
–გუშნ იმდენი საჭმელი იყო და სულ შეიჭამა? წაიწუწუნა ცაცომ, ნამეტნავად არ მოეწონა, თონეში თავქვე ჩაკიდების იდეა
–რამ გაგაზარმაცათ ნენა აი ახალგაზრდობა? გაუჟავრდა ციალა ბებო
–რავა გუშინდელი მწვადით და საცივით გინგა მოუმასპინძლდე ამ დილაადრიან იმ ბიჭს? რას იფიქრებს?
–კაი ხო ნუ დაიწყებ ქოთქოთს გურული ქალივით, სადაა ცომი? სასადილო მაგიდაზე დევს, იქეთ ოთახშიო მიასწავლა ბებიამ და ცაცომაც უხალისოდ დაიწყო ცომის მოგიუნდავება
–ისე ბებია დღეს წასვა აუცილებელია, რომ დარჩეთ ერთი–ორი დღით ვითომ რა დაშავდება?
–მე სამსახური მაქვს, ჯაბას ვარჯიშები, არ გვცალია, თორე ხომ იცი აქ ყოფნას არაფერი მირჩევნია
–მაი სურვილი აგვისტოს ბოლოს რაცხა არ გეტყობა ხოლმე?
–მაგას ნუ გამახსენებ, ბევრი ასხია წეელს? საუბრისას ცომს თავი მიანება ცაცომ
–ღმერთის წყალობით არა უშავს, გამოხედა ბებომ ცაცოს და როცა უსაქმოდ დაინახა მაშნვე გაუბრაზდა
–მიხედავ თუ არა ბოლო ბოლო მაგ ხაჭპურს? თქვენი წასაღები რაღაცეებიც ჩასალაგებელია, მოლბა უცებვე და ამოყვანილი ყველის, ცპეციალურ ფორმაში მოათავსა, მარილი მოაყარა და ნადუღისთვის ქვაბს ცეცხლი შეუნთო
–მამამ ღვინო წამომიღეო...
–ეგ ბაბუაშენს უთხარი, მისი სამფლობელოდან გჭირდება ძღვენი, მე რაც მაბარია გავამზადე უკვე შენთვისაც და ჯაბასთვისაც
–რა საჭირო იყო ახლა ჯაბასთვისაც გაგემზადებინა? იუხერხულა ცაცომ
–ვიცი ბებო არაფერი რომ არ აკლია მარა სოფლისას სხვა გემო აქ ყველაფერს, თან ესიამოვნება მის ოჯახს და მასაც ყურადღება, ცაცომ ემილის ტირილის ხმა გაიგონა და ცომიანი ხელებით ავარდა მეორე სართულზე
–რას აკეთებ? დაფეთებულმა კითხა ჯაბას
–ვერ ხედავ? პამპესრსს ვუცვლი, გაუკვირდა ჯაბას ცაცოს რეაქცია
–ეგ სად ისწავლე?
–დისშვილებზე გავიარე პრაქტიკა, გაუღიმა გაოგნებულ ცაცოს და მერე მოხსენებასავით ჩააბარა
–ცოტა ხნის წინ გაეღვიძა, წყალი დალია, ძაან მძიმე პამპერსი ეცვა, შემეცოდა და გავანთავისუფლე, ახლა მე და ეს ბუთხუზა დილის ვარჯიშებს გავაკეთებთ, ნახე რამხელა ცელულიტები აქვს... ეფერებოდა უკვე მომღმარ ემილის ჯაბა, თან ელაპარაკებოდა და თან ბავშვებისთვის რეკომენდირებულ სავარჯიშებს ხალისით აკეთებინებდა, გახალისებული ბავშვი კი სიცილით კვდებოდა
–ჩააცმევ? უნებურად იკითხა ცაცომ
–აბა რას ვიზამ, ოღონდ მითხარი რა ჩავაცვა
–აი მის ჩანთაშია ტანსაცმელი და ამოარჩიე, შებრუნდა ცაცო და გაკვირვებული სახით დაუბრუნდა მის საქმიანობას
–რა ხდება?
–არაფერი, ჩააცმევს და ჩამოვლენ
–ბებო ეს ბიჭი საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ხომ არ იღებს? არანაკლებ გაოცებულმა იკითხა ციალა ბებომ და ცაცომ მხრები აიჩეჩა
–ეჰ, რავა უცებ გოუფრინდები მამაშენს ბუდიდან...
–დილამშვიდობისა, აი ჩვნც მოვედით ცუფთები და ჩაცმულები, შეაწყვეტინა საუბარი ციალა ბებოს ჯაბას გამოჩენამ
–კარგია თქვეთან, გულწრფელად აღიარა ჯაბამ
–შენ რას აკეთებ? მიუბრუნდა ცომში ხელებ ამოსვრილ ცაცოს
–ხაჭაპურებს გიცხობ
–დამაიმედებლად ჟღერს, გაეცინა ჯაბას
–მე მგონი ჩემი კულინარიული ნიჭ უკვე დავამტკიცე... მკაცრად თქვა ცაცომ
–კი, მაგაზე არ გეკამათები, ზურას მოეწონა ძალიან, დილლით საწამლოდ რომ გდომოდა ერთ ლუკმა აღარ იყო, აი ისე მაცივარში ან ლიკანი ან რაიმე გაზიანი სასმელი არ არი? ცაცომაც მაცივრის კარი პიწკად გამოუღო, ცომიანი ხელებიც შეახსენა და ლიკანის ბოთლზე თვალით ანიშნა, ჯაბამ სასმელი რომ გამოიღო ბოთლზე ემილი წაეპოტინა თავიცი ბუთხუზა ხელებით
–ეე, ცუღლუტოო, ეგ შენთვის ჯერ არ შეიძლება, თბილად გაუღიმა ჯაბამ და ცაცოსკენ საკპცნელად წაიწია, მან კი რამოდენიმე ნაბიჯი უკან გადაგდა, ჯაბას მკაცრად შეხედა და მათკენ ზურგით მდგარ ბებოზე ანიშნა, ჯაბა ძალიან გაახალისა ცაცოს მორიდებულობამ, კავკაზოიდოო ღიმილით უთხრა და ლიკანის ბოთლი ისევ უკან დააბრუნა
–შალვა ბაბუა სადაა ციალა ბებო? ისე ხომ შეიძლება ბებია დაგიძახოთ?
–აბა რა უნდა დამიძახო? გაუკვირდა ციალას
–შალვა მარანშია, სახლის გვერდთ ხელ მარცხნივ, მიასწავლა და ჯაბაც სამზარეულოდან გამოვიდა
–ბავშვთან ერთად იქ არ შეხვიდე, მიაძახა ცაცომ
–რა იყო გგონია ღვინოს დავალევინებ? ისე კიდე არაფერი უჭირს, გამოსძახა უკვე გარეთ გასულმა ჯაბამ და შალვაც დიდი ოვაციებით შეხვდა მარანში შეპარულ სტუმრებს, ემილი ხელში აიყვანა და გემრიელად შეათამაშა
–ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით შალვა ბაბუა, უკვე მერამდენე თაობას მოესწარით და კიდე მხნედ გამოიყურებით, შეიძლება... შეიძლება, კი არა და ნიცას შვილებსაც აუცილებლად მოესწრებით
–ჯაბა ბაბუა, ეს ცხოვრება საერთოდ ასე ყოფილა მოწყობილი, კაცს თურმე სიკვდილს არ განატრებინებს, რაც არ უნდა სატანჯველი მოგივლინოს განგებამ, ღმერთო გადამარჩინე და გამაძლებინეო, მაინც იმას ევედრები უფალს... მე ახლა, ამ ხნის ბერიკაცი თუ მივაბარებ სულს მამაზეციერს, ეგ დიდი სადარდებელი არაა, მარა... ახლა რო უფრო მინდა ცხოვრება მაი თუ იცი შენ? ნუცას შვილებ არ ვიცი. მარა ცაცოს ბედნიერებას კი მინდა მევესწრო
–კარგია თქვენ თვითონ რომ შეეხეთ ამ საკითხს, ალბათ იმასაც მიხვდით რომ ცაცო ძალიან მომწონს
–მაგას ქე მიგიხვდი ბაბუა, ძნელია ჩემისთანა ყოლიფერს მომსწრე კაცს რაიმე გამოაპარო
–მერე და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
–ეგ ბაბუა მარტუა შენი და ცაცოს საქმეა, მე მაქანე არაფერ შუაშ ვარ, მარა იმასაც მიხვდებოდი რომ არაა ცაცო ცუდი გოგო
–ცუდი? ხუმრობთ ალბათ, საოცარი შვილიშვილი გყავთ
–ჩემი გაზრდილია, სიამაყოთ სავსემ თქვა ბატონმა შალვამ
–ეტყობა და ამიტომაც გეკითხებით, მასთან შეხვედრის უფლებას მომცემთ?
–მეგონა თქვენ უკვე... ვეღარ მოძებნა სიტყვები ბატონმა შალვამ
–ცოტა უცნაური ურთიერთობა გვაქვს და მეშინია ერთ ადგილას არ გავიყინოთ, ყველაფერი სწორად როგორ გავაკეთო, რომ დავალაგო ყველაფერი, მაგას ჯერ–ჯერობით ვერ მივხვდი
–ცაცომ შენ ჩემს ოჯახში მოგიყვანა, მეტი რაღა გააკეთს? რით მიგახვედროს?
–ძაან მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ახლა სულ სხვა გეგმები მქონდა, ვხვდები ვერც იმ გაგმებს შებცვლი და ცაცოს დაკარგვაც არ მინდა, ერთად კი როგორ გავაერთიანო ცა და დედამიწა?
–მესმის, ასეთი ცვლილებები იოლი მისაღები არ არის
–თქვენ და ციალა ბებომ როგორ შექმენით ოჯახი?
–გავიპარათ! ჩაეცინა შალვა ბაბუას, თითქოს ის წლები გაახსენდაო
–რა ქენით? გახა;ისდა ჯაბა და მისკენ ხელებ გაწვდილი ემილი აიყვანა
–გავიპარეთ, მე მის ოჯახს არ მოვწონდი, მე ხომ დაქვრივებული და მშობლების ოჯახში დაბრუნებული ქალის შვილი ვიყავი? მამით ობოლი და სამი ძმის პატრონი, ჩემი არფერი გამაჩნდა დედამიწის ზურგზე, ციალას ოჯახი კი საკმაოდ შეძლებული და დაფასებული იყო რაიონში, მამამისი გასტრანომის დირექტორი იყო, თვითონ მთავარი ბუღალტერი, მისი ერთი ძმა სატყეოს უფროსი, მეორე ჩაის ფაბრიკის უფროსის მოადგილე, მე კიდე ერთი, რიგითი ავტობუსის მძღოლი
–მერე?
–გათხოვება დაუპირეს, მარა არ უნდოდა, უკვე მოვწონდი, მითხრა ძალით მათხოვებენო, მეც ავდექი და ცოლობა ვთხოვე, ისიც დამთანხმდა
–მეც რომ თქვენსავით მოვიქცე?
–რავა გიწუნებს ვინმე? გამომცდელად კითხა ბატონმა შალვამ
–თქვენს შვილს არ ვეხატები გულზე, ვიცი ცაცო არ მეუბნება, მაგრამ ოჯახში ირთერთბები დაეძაბა ჩემს გამო და მე არ მსიამოვნებს ეს, თქვენ კი მე მგონი არ უნდა მიწუნებდეთ
–ჩემი სიდედრ–სიმამრი, მთელი ცხოვრება დაუფასებლობას მაყვედრიდნენ და შვილის შემცდენელს მეძახდნენ, უთხარი ბაბუა შენ გეგმებზე ცაცოს, ის თავისიანებს ეტყვის და მოაგვარეთ ყველაფერი ლამაზად, როგორც წესია ისე
–ესე იგი არ მიწუნებთ სიძედ არა?
–რა გჭირს ბიჭო დასაწუნი, ალვის ხესავით ხარ, მხარზე ხელი დაკრა შინაურულად ჯაბას შალვა ბაბუამ და მერე ისე როგორც შვილიშვილს კითხავს ხოლმე მშრომელი ბაბუ ისე კითხა
–რომელი ღვინო გადმოგიღო წასაღებად? ჯაბა უცებ დააბია მოულოდნელმა კითხვამ
–რას ბრძანებთ, არ არის საჭირო, ნუ შეწუხდებით
–ნუ გეიდებ ახლა ნამეტანი თავპატიჟს, სანამ გთავაზობენ მანამდე ისარგებლე, თრე გურულებმა ხვეწნა კი არ ვიცით
–მაშინ გუშინ რომ ადესას ვსვამდით, თუ შეიძლება ის, მაინც მორიდებულად თქვა ჯაბამ
–გემოვნებას არ ვუჩვით.... ოციანი გეყოფა?
–ოცი ბევრია, ათიც მეყოფა
–შენ თუ შენისთანა ახმახი მეგობრები გყავს, ოციც არ გეყოფა, გაეხუმრა შალვა ბაბუა
–სპორცმენები ბევრს არ ვსვამთ, არ შეიძლება, ისე თ დამჭირდა მომეხმარებით ვენახის და მარნის გაშენებაშ?
–რავა თბილისში ატირებ მეიყვანო ვაზი? იცინოდა ბატონი შალვა
–არა, წყნეთში მაქვს აგარაკი, იქ მინდოდა მარნის გაკეთება, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მარტო მარანი არაფერია, თუ ეზოშ ვაზიც არ გაქვს
–მაგი კი მართალია, მარა შენ რო მიდიხარ, მე მარტუამ უნდა ვიმუშაო შენს ვენახზე?
–ცაცომ გითხრათ?
–მე და ცაცო კარგი მეგობრები ვართ
–სულ ხომ არ მივდივარ? როცა ჩამოვალ მერე დავგეგმოთ
–ეგ უკვე შენს და ცაცოს სამომავლო ურთიერთობაზეა დამოკიდებული... ჯაბას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ცაცოს ძახილმა ამის საშუალება არ მისცა, საუზმე მზადაა მოდითო, ყვიროდა ცაცო სახლიდან, შალვამაც ნამდვილად დროულიაო და ჯაბას მასპინძლურად წინ გაუძღვა, გოგოებიც ამდგარიყვნენ, საუზმის მერე ჯაბას ეზო და როგორც გურიაში ეძახიან კარ მიდამო სულ კუნჭულ–კუნჭულ დაათვალიერებინეს, ვენახი, თხილის პლანტაციები, ყანა, ხეხილის ბაღი, გაოცებული დაყვებოდა გოგოებს, ყველაზე მეტად თხილის ლარივით სწორი, თვალუწვდენელი რიადები მოეწონა, რომლებს შორისაც, მაღალი ბალახები იყო ამოსული, ცაცომ აუხსნა ეს საქონლებისთვისააო, ისიც მოუყვა ბავშვობაში ის და ლალუკა როგორ უფუჭებდნენ ბაბუას ამ ბალახებს, შიგ დარბოდნენ, ზედ წვებოდნენ და მერე შალვა მათ მოცელვას ვეღარ ახერხებდა, ჯაბასაც მოუნდა გაწოლილიყო ამ სიმწვანეში, მაგრამ შალვას გაბეაზებას მოერიდა, მერე ცაცომ იხუმრა, მოდი ნადში (ნადს გურულები შრომაშ მომხმარე ხალხს ეძახიან) წამოგიყვანთ, შენ, გივის, ვახოს, დუდას, იაკოს, დათოც და ლიკაკოც წამოვიყვანოთ და ისე მალე მოვრჩები თხილობასო... ჯაბა გაუბრაზდა, მარტო ჩემ მეგობრებს რომ დაერიე შენები, აი მაგალითად გიგა, ლაშა, ნატო და ნინა რას მიკეთებენო და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ იმათაც წამოიყვანდნენ.... ცოტა ხანი სუფთა ფაერზე ფამაკშიც ინებივრეს და მცე ცოტა რომ გადავიდა მერე დაადგნენ გზას, ცაცომ ბებოს დაუბარა, გოგოები არ გაანებივრო, დილით ადრეც ააგდე ფეხზე, მოგეხმარონ ყველაფერში არაფერი უჭირთო, ეზოდან გადმოსვლის წუთიდან ცაცომ ძალიან მოიწყინა, აშკარად ეტყობოდა წამოსვლა ძალიან არ უნდოდა, მხოლოდ მაშინ ამოიღ ხმა როცა ჯაბა სულ სხვა მიმართულებით წავიდა და თბილისისკენ მიმავალი გზა სულ უკან დარჩა
–რას აკეთებ? ღამდება უკვე, სახუმარო არ არის ეს ყველაფერი, სად მივდივარ?
–ბათუმში, საქმე მაქ, სულ რამოდენიმე საათით და მერე ჩვეულებრივად წავალთ თბილისში
–აბა რას ნებივრობდი ჰამაკში, თუ საქმე გქონდა? დღის სულზე წამოვსულიყავით მაინც, გაბრაზდა ცაცო
–რა იყო, ღამის საქმე მაქ, არ შეიძლება? ისე ბრაზობ ვითომ ფეხით მიმყავდე
–მესმის, მაგრამ არ შეიძლებოდა ადრე გეთქვა და არ დაგეყენებინე ფაქტის წინაშე?
–ვიცოდი ტვინს გამომჭამდი ადრე წავიდეს ძახილით და მაგიტომაც არ გითხარი არაფერი
–კაი ხმას არ ამოვიღებ საერთოდ, როგორც გინდა მაინც ისე იქცევი და მართლა, ფეხით ხომ არ მოვდივარ? არაფრი მიჭირს რამოდენიმე საატს თუ ზედმეტად გავატარებ მანქანაში, დადუმდა ოდნავ გაბრაზებული ცაცო და ემილის დაუწყო ფერება
–არ მიმღერებ? მარჯვენა ხელი კისერზე მოხვია შერიგების მაგიერ ჯაბამ, ცაცომ ტუჩებს ძლივს მოუყარა თავი, რომ არ გასცინებოდა და ჯაბას მაგნიტოფონი ჩაურთო უსიტყვოდ
–ეს არ მიგულისხმია!
–ვიცი, მაგრამ ვალდებული არ ვარ მაშინ ვიმღერო როცა შენ მოგესურვილება, არ მეტყობა რო გაბრაზებული ვარ?
–ცაცო გეხვეწები ახლა ნუ დაიწყებ, ხომ იცი რატომაც ვგიჟდები შენზე, იმ ქარაფშუტა ქალებს რომ არ გავხარ, რომლებიც სულ გაბრაზებულები არიან, მიზეზით თუ უმიზეზით მაგას მნიშვნელობა არააქვს და გთხოვ, პირველად ასეთ სისულელეზე ნუ ვიჩხუბებთ, მოდი პირველადაც ისეთ რაღაცაზე ვიჩხუბოთ მერე რომ გავიხსენებთ და კიდევ რო ვიჩხუბებთ იმავე საკითხზე და ასე საერთოდ რამდენჯერაც გაგვახსენდება პირველი ჩხუბი სულ რომ ვიჩხუბოთ... ცაცო უკვე გულიანად იცინოდა
–მერე ამაზე უკეთესი მიზეზი რა გინდა, შენ მთხოვ ხოლმე იმღერეო, ნუ მე ხო სულ სიმღერის ხასიათზე არ ვიქნები, არ მომინდება და დავცხებთ ხოლმე ერთმანეთს
–ცაცო!!!
–ხო ხო კაი, აი ჩემი ტელეფონი შევუერთოდ მაგ შენს სტერეოს, აბა სულ აკაპელაზე ხომ ვერ ვიმღერებ, ირონიულად ჩაახველა ცაცომ და ჯაბას მომღიმარ სახეს კმაყოფილმა გახედა
–თებერვალი გინდა?
–მინდა, ომახიანად უპასუხა გამარჯვებულმა ჯაბამ და ცაომაც დაიწყო, ემილი გაკვირვებლი უყურებდა დეიდას, ცაცო კი მღეროდა, ერთ დღეს გადავწყვეტ რომ აღარ ვიფიქრო შენზე ამდენი, მერე ალბათ სიგიჟემდე, სიგიჟემდე მომენატრები.... ბათიუმში რომ ჩავიდნენ უკვე ბნელოდა, თებერვალის გარდა კიდევ ბევრი უმღერა ცაცომ ჯაბას და ემილიმაც ბევრი იცინა, გზაში ჯაბამ ვიღაცას რამოდენიმეჯერ დაურეკა, როგორც ცაცო მიხვდა იმ პიროვენებას ვისაც ბათუმში უნდა შეხვედროდა და ჯაბამაც მანქანა, რედისონთან გააჩერა, ცაცოს მოუბოდიშა, ახლა დაგტოვებ ცოტა ხნით შენ და ემილიმ, რომ არ მოიწყინოთ გაისეირნეთ, ზღვა ხომ გიყვარსო, ნუ მანქანაში ჯდომას არც ცაცო აპირებდა, ყოველი შემთხვევისთვის, მანქანის გასაღები ცაცოს დაუტოვა ჯაბამ და გაუჩინარდა დაახლოებით ერთი საათით, ცაცომ და ემილიმ მშვენივრად ისიამოვნეს ზღვით, ტალღების დანახვაზე სულ კისკისებდა პატარა და ჩერდებოდა მაშინ როცა ცივი წყალი ფეხებზე ესხმებოდა, მერე ცოტა ხანი ბავშვებისთვის მოწყობილ მოედანზე ასეირნა, სადაც თითქმის ყველა ანიმაიური ფილმის გმირებს მოუყრიათ თავი, აქაც იხალისეს და მერე ჯაბამაც დარეკა, თუ ახლოს ხართ მანქანასთან მოდით და თუ არა მე თვითონ მოგაკითხავთო, ათ წუთში ისევ ერთად იყვნენ, ჯაბამ ბავშვი გამოართვა
–აუ არ გამიჯავრდე ახლა რა გეხვეწები, კიდევ ერთ ადგილას უნდა წავიდეთ, მაგრამ ეგ ახლოსაა, ფეხით გავიარით კაი?
–რაღაცას მაიმუნობ ეხლა შენ.... ეჭვის თვალით გახედა ცაცომ მომღიმარ და იდუმალ ჯაბას
–დამიჯერე მოგეწონება, მართალია ეს შენი საოცნებო პოინტ–რეიესის შუქურა არ არის, მაგრამ ახლა ბათუმის შუქურაზე აგვიყვანენ ცოტა ხნით და ნახავ რა და როგორ ხდება შიგნით
–სერიოზულად მეუბნები? ბათუმშიც ამისთვის წამოვედით? გაოცებული მისდევდა გვერდით ჯაბას, რომელსაც დიდი ნაბიჯების გამო ძლივს ეწეოდა
–ანუ არ ბრაზდები
–იქ ასვლა არ შიძლება, მე ერთხელ უკვე ვიკითხე და ასე მითხრეს, გოგონა ეს თქვენ სათმაშო ხომ არ გგონიათო
–ჩემთვის შეიძლება, სულ ხუთი წუთი....
ცაცოს სანუკვარი ოცნებაც აუხდა, მთელი ცხოვრება იმაზე ოცნებობდა ანთებულ შუქურაზე მომხვდარიყო ოდესმე და აი ახლა დგას ჯაბასთან და ემილისთან ერთად საოცნებო ადგილას დამუნჯებული და ამისთვის მადლობა როგორ გადაუხადოს ჯაბას არ იცის, სიხარულით ანთებული თვალებით უსმენს, შუქურის მორიგეს, რომელიც მუშაობის მექანიზმს უხსნის და რამოდენიმე წამში ერთხელ აბრმავებს შუქურის შემობრუნებული წითელი და მკვეთრი შუქი, კმაყოფილებას კი ის უმძაფრებს რომ ამ დროს წამიერად ამჩნევს, ჯაბას რომელსაც ემილი ყავს ხელში და მის ჩრდილს, დიდი ხანი მართლა არ გაჩერებულან, მაგრამ ოცნება კი ნამდვილად აუსრულდა, მანქანაში, რომ დაბრუნდნენ ცაცო კიდევ დიდ ხანს ვერ დაუბრუნდა ჩვეულ მდგომარეობას, ამეტყველებაც, მხოლოდ ათი–თხუთმეტი წუთის მერე შეძლო, როცა ის გააცნობიერა, რომ მანქანა უკვე დაძრული იყო და ემილი ჯაბასთან ერთად საყვარლად ეპოტინებოდა საჭეს
–მთელი გზა გიმღერებ, სულ გიმღერებ როცა მეტყვი, ყველაფერს შეგისრულებ რასაც მთხოვ, თავდაყირა დავდგები თუ გინდა, აუ რა მაგარი იყო.... მოიჭირა თავზე ხელები ცაცომ და ისევ შთბეჭდილებების ტალღაში ჩაიკარგა... ემილი თავისთან გადმოიჯინა, თბილისამდე გზის ნახევარი საუბარში გავიდა, მერე ცაცოს ცოტა ხნით ჩაეძინა და ჯაბას ისევ გუშენდელი შეგრძნებები დაუბრუნდა მძინარე ცაცოს დანახვაზე, მზრუნველად რომ ქონდა ხელი მოხვეული ემილიზე, ძალიან გვიან ჩავიდნენ თბილისში, ძალიანაც არ უნდოდა ჯაბას ცაცოს გაშვება, მაგრამ რას იზამდა, გვიანი ღამის მიუხედავათ ბატონი ბადრი დახვდა ცაცოს და სოფლიდან გამოგზავნილი ნობათის ატანაში დაეხმარა, ჯაბას კი უსაყვედურა, შეგეძლოთ უფრო ადრეც წამოსულიყავითო, მიპატიჟებაზე კი კრინტი არ დასცდენია, ცაცო დამშვიდობებისას რო გადაეხვია, ბადრიმ მაშინაც ჩააიბუზღუნა, ორი დღე არ გეყოთ ამისთვის ჩემს თვალ წინ რომ არ ეხვიოთ ერთმანეთსო... ცაცო ცოტა გაბრაზდა მამაზე, მაგრამ ჯაბას შესანაშნავად ესმოდა ყველაფერი, მართალია გოგოს მამა არ იყო მაგრამ კაცურად ესმოდა, მძინარე პატარასაც აკოცა თავზე და ცაცოს შეპირდა ხვალ გამოგივლიო, სოფლის ამბები მოყვა ცაცომ, გადაკვრითაც მიანიშნა მამას, რო ჯაბა ძალიანაც მოეწონა ბებიას და ბაბუას... ჯაბას კი სახლში ნანი დახვდა, როგორ მოივოიაჟეო ალერსიანად კითხა შილს და სიამოვნებით ალაგებდა, ციალა ბებოს გამოგზავნილ რაღაცეებს, ჯაბა ძალიან შეცვლილი მოეჩვენა და ეს ყველაფერი დაღლილობას მიაწერა, უჩვეულოდ წყნარი და სიტყვაძუნწი იყო....
მთელი თბილისი სიცხეში გაეხვია, საგრძნობლად იკლო ხალხის რაოდენობამ ქუჩაში, ჯაბა ბატონი ბადრის მიპატიჟებას ვერ ეღირსა, ისე დაუპატიჟებლად სტუმრობა კი ნამდვილად ერიდებოდა, დათოს ბავშვი საავადმყოფოდან გამოიყვანეს და აბასთუმანში წაიყვანეს დასასვენებლად, მოუხშირეს შეხვედრებს ჯაბას და ცაცოს მეგობრებმა, მაგრამ ეს კარგი შედეგით არ მთავრდებოდა, ყოველი ასეთი შეკრება კამათით მთავრდებოდა, ცაცო ვერაფრით შეეჩვია ანზორს და თამუნაც ნერვებს უშლიდა, ჯაბას ლანდივით დაყვებოდა და ჩასაფრებული პარტიზანივით ესხმოდა ხოლმე თავს ცაცოს, ის დიდ დისკომფორტს ამით არ განიცდიდა, მაგრამ ჯაბასთვის არც თუ ისე სასიამოვნო იყო მოკამათე ცაცოს ნახვა, ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ ცაცოს მასთან ერთად აღარსად უნდოდა წასვლა, სადაც შეიძლებოდა ანზორს და თამუნას გადაყროდა, გამაღიზიანებლები მარტო ისინი არ იყვნენ, ერთი–ორი ცნობისმოყვარე და კეთილის მსურველი ყველგან მოიძებნებოდა სადაც არ უნდა გამოჩენილიყვნენ, კალათბურთის ნაკრებმა კიდევ ორი გასვლითი თამაში ჩაატარა და ჯაბასაც ორჯერ მოუწია, ოთხ–ოთხი დღით გამგზავრება, რაც დრო გადიოდა დაძაბულობა უფრო მატულობდა, ოღონდ ამაზე საუბარს რატომღაც ორივე ერიდებოდა და ცაცოს ეჭვი შეეპარა ღირდა თუ არა ეს ყველაფერი დაწყებად, როცა არავითარი პროგრესი არ ჩანდა, ისიც კი იფიქრა, რომ მართლა სეზონური გოგო იყო ჯაბასთვის, უბრალოდ განსხვავებული სეზონური გოგო, გული დაწყდა ან რას ელოდა? გოგოები კი ეუბნებოდნენ, სულელური ფიქრებით თავს ნუ იჭედავო, სამუდამოდ ხომ არ მიდის, ისევ ჩამოვა ზფხულშიო, ურთიერთობისთვის კიდე რამდენი ტექნიკური საშუალება არსებობსო, ცაცოს კი არაფრის გაგონება არ უნდოდა, მე უკეთ ვიციო დაიჩემა და მთელი ამ ხნის მანძილზე ჯაბას პირველად უთხრა უარი შეხვედრაზე, სამსახურშიც არ გამომიროო, მეორე დღესაც საქმეები მოიმიზეზა და მესამე დღესაც იგივე რომ განმეორდა თხოვნის მიუხედავად ჯაბა გარეთ დახვდა, გაბრაზებული და გაუგებრობით გაკვირვებული
–რა ხდება? რატო გამირბიხარ? რა გჭირს? ჩვეულებრივად ჩაიხუტა ცაცო და შიშით ჩააშტერდა თვალებში, პასუხად მხოლოდ სიჩუმე და ცაცოს ცრემლიანი თვალები მიიღო და ყველაფერს მიხვდა, ისიც ბევრს ფიქრობდა რა იქნებოდა ორი კვირის მერე
–ასე ნუ მომექცევი, სულ ცოტა ხანში წავალ და შენთან ყოფნის დღეებს ნუ წამართმევ სულელური მიზეზების გამო
–დაბრუნდა ჯაბა, ყველა შიში დაბრუნდა, ახლა უფრო მეტია, არნახულად ბევრი... ჩემი ფიქრების მეშინია, უკვე მარტოობისაც მეშინია, სიჩუმის, როცა ფიქრებთან მარტო ვრჩები, საკუთარი თავის მრცხვენია, იმიტომ რომ იმაზე ვიწყებ სინანულს რაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი იყო, არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა, ის რაც მე და შენ გვაკავშირებს... ის თუ მართალი არ არის, მაშინ აღარ ვიცი... აღარაფერი მესმის...
–ჯერ ხომ აქ ვარ? წარსულს რატომ მიმაწერე? უკვე რატომ დანებდი? მერე რა რომ მივდივარ? სულ ხომ არ გტოვებ? ჩამოვალ ზაფხულში, გაიგე ახლა სხვა არაფერი შემიძლია, დიდი სურვილის მიუხედავად, გეხვეწები სულელურ ფიქრებს და შიშებს განვითარების უფლება არ მისცე, ცაცომ ცნობისმოყვარე გამვლელები შეათვალიერა და ჯაბას უთხრა, აქ ამაზე სასაუბრო ადგილი ნამდვილად არ არისო
–ჩემთან წავიდეთ, ხელს არავინ შეგვიშლის, ზურა ნათიასთან და ლადოსთან ერთადაა წასული ბათუმში, ნანი და ავთო ისევ წყნეთში, სულ მარტო ვარ სახლში
–არ მინდა შენთან, გაბრაზებული ბავშვივით ჩაილაპარაკა თავდახრილმა ცაცომ და ჯაბას გაეცინა, მერე გაბრაზდა, პირვანდელი ცაცო გააახსენდა, ყველაფერზე, რომ უარს ეუბნებოდა, ხელები მოხვია და ჰაერში ასწია, თვალები გაუსწორა, კარგა ხანია ასე აღარ მოქცეულა
–ხომ იცი, რომ ცუდად იქცევი?
–ვიცი...
–ცაცო შენთან ჩხუბიც კი შეუძლებელია, საბაბს არ მიტოვებ, რომ რაიმეზე ვიყვირო, რა ადამიანი ხარ?
–ახლა ხომ ყვირიხარ? ააფახურა შეშნებულმა ცაცომ თვალები და ჯაბამ მიწაზე დააბრუნა, მანქანის კარებიი გამოუღო და მკაცრად ანიშნა დაჯექიო
–სახლში წამიყვან? მეამიტურად გამოუვიდა კითხვის დასმა ცაცოს, ჯაბამ გაიღიმა, ცაცომაც იცოდა რომ სახლში მიიყვანდა, მაგრამ ახლა სხვანაირად მოხდა ყველაფერი, ჯაბა უჩვეულოდ მოწყენილი იყო, საჭესაც აფორიაქებული მართავდა და იმის მიუხედავად, რომ ცაცოს დატოვება არ უნდოდა მორჩილად მიუყვებოდა მისი სახლის გზას... ჩვეულ ადგილზე გაჩერდა და მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა, ჩვეულებრივად ცაცო სწრაფად აღებდა კარებს და საოცარი სისწრაფით უჩინარდებოდა ცხრა სართულიანი კორპუსის უკან, ახლა კი ნერვიულად ათამაშებდა გასაღებს ხელში და ჯაბას დაბნეული თვალებით უყურებდა, შეცდომა კი ჯაბას მხრიდან, მისი სახლში მოყვანა იყო... თავისთან უნდა წაეყვანა, ცაცო წინააღმდეგი არ იქნებოდა, ნორმალურად დაელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ჯაბა შეძლებდა ყველაფრის ახსნას... ყველაფრის თქმას რაც აქამდე ვერ მოახერხა...
–ხვალ ძალიან მჭირდები და არა მარტო ხვალ, საერთოდ... ცხოვრებაში ძალიან მჭირდები... ხუთ წუთიანი სიჩუმე ჯაბამ დაარღვია და ცაცომ სევდიანი თვალები რომ შეანათა და ჯაბას ძალიან მოუნდა მას და ცაცოს დედამიწა დაეტოვებინათ...
–რა ხდება ხვალ? მშვიდად იკითხა ცაცომაც და ჯაბასკენ შებრუნდა, მის მარჯვენა ხელის მტევანს მისი პატარა ხელები დაადო და ალერსიანად გაუღიმა
–გაემზადე ცხრისთვის გამოგივლი, სამსახურში ვერ მოგაკითხავ, არ მეცლება, ხომ შეძლებ?
–ნუ თუ გჭრდები...
–და კიდევ მაქ სათხოვარი თუ ძალიან ღორმუცელობად არ ჩამეთვლება, გეხვეწები რა ასე აღარ მოიქცე, აღარასოდეს, უმიზეზოდ აღარასოდეს მითხრა რომ არ შეგიძლია, თუნდაც ხუთი წუთი დამითმო, მე ხომ... ჯაბას სიტყვა ცაცოს თბილმა ხელის გულებმა გააწყვეტინა, რომლებიც ჩუმად მიეპარნენ ლოყებს და თვალები, ცაცოს მონატრებული თვალები
–აღარ მოვიქცევი ასე, მეგონა უკეთ ვიგრძნობდი თავს უშენობას თუ შევეჩვეოდი, მე ხომ ეს მელოდება და ამას ვერ გავექცევი? მაგრამ უშენობა მერეც მეყოფა, მართალი ხარ, სანამ აქ ხარ ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებ და მერე გაგიშვებ... გაგიშვებ უსიტყვოდ და სინანულის გარეშე... სიგიჟემდე არ მომენატრებითქო მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აღარ ვიცი, როგორი იქნება ცხოვრება უშენოდ... შენი თბილი ხელების, შენი ხმის და შაერთოდ შენს გარეშე, არ მინდოდა ასე მომხდარიყო... ჯაბას სუნთქვა რომ გაუხშირდა ცაცო მიხვდა ან რაღაც ძალიან კარგს, ან რაღაც ძალიან ცუდს აკეთებდა, გაჩუმდა, ჯაბას მთელი ძალით მოეხვია
–მზად ვიქნები ხვალე ცხრისთვის, ამ სიტყვებით გადავიდა სწრაფად მანქანიდან და გაოცებულმა ჯაბამ თვალი გააყოლა, მერე მანქანა დინჯად დაძრა... სახლში უცნაური სცენა ელოდა ისედაც გაღიზიანებულ ცაცოს, ლალუკას ყოფილი თუ არა ყოფილი ქმარი ივიკო და სიახლე, ლალუკას მეოთხე ფეხმძიმობის შესახებ... ივიკო შერიგებას სთხოვდა, ლალუკა კი სასტიკ უარზე იყო, აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავსო, ცაცო ძალიან გაბრაზდა, ჯერ ივიკოს ასეთ არასახარბიელო, ნასვამ მდგომარეობაში ნახვა არ ესიამოვნა, გემრიელადაც გამოლანძღა, მერე ლალუკას ჯერიც მოვიდა, ისიც ზედ მიაყოლა და მშობლებთანაც მოუვიდა მცირედი კამათი, მერე შერცხვა, თავისი საქციელის, ცაცოს ერთი უცნაურობა სჭირდა, რაც არ უნდა მართალი ყოფილიყო, როცა მშობლებს ეხებოდა საქმე, ყოველთვის ჩუმდებოდა ახლა ვერ გაიგო რა დაემართა, მაგრამ ლალუკამ წყობილებიდან გამოიყვანა, ახალი ბავშვი, ახალი თავსატეხი, ახალი სარჩენი არსება მის ზურგზე, წყობილებიდან ძალიან გამოვიდა, ლალუკა ძალიან ბევრი ლანძღა და თვითონაც კი გაუკვირდა მისგან ამდენი სისატიკე, მაგრამ ამ გოგოს უტვინობას, უსაქციელობას, უდარდელობას და სხვებისთვის ცხოვრების გართულების შესაძლებლობასაც ისევე როგორც ცაცოს მოთმინებასაც საზღვარი ჰქონდა და ეს საზღვარი, იმ წუთას დაირღვა როცა ოჯახში მატების ცნობა გააცნეს ცაცოს, ხმამაღალი საუბრის და ერთმანეთის გულიანად დადანაშაულების მერე ცაცომ კარები გამოიკეტა, აღარ შემიძლია თქვენთან ერთ ჭერ ქვეშ ყოფნაო... და ლულუკას ძალიან თხოვა, ფეხების გაშლას რომ დააპირებ ძალიან გთხოვ შედეგების გარეშე გააკეთე ეს ყველაფერიო, თუ გოგოების ფეხბურთის ნაკრები გინდა გყავდეს სახლში, ჩემი იმედუ ნუ გექნებაო...
ეზოში, რომ ჩამოვიდა ყველაფერი ეუცხოვა, ეზო სადაც მთელი ბავშვობა ქონდა გატარებული და რომლის ყველა დეტალს დახუჭული თვალებითაც კი დაგიხატავდათ, ხალხი, რომლებსაც მთელი მისი შეგნებული ცხოვრებაა იცნობდა, უცებ ისეთი უცხოები გახდნენ, რომ შეეშინდა, ბახტრიონის ქუჩა მართლა კამიკაძესავით გადმოკვეთა, რა ექნა აღარ იცოდა, სად უნდა წასულიყო? ახლა თავს უცხოდ არა მხოლოდ ამ ქალაქში გრძნობდა, თავი მთელს დედამიწაზე ეზედმეტებოდა და ხელის კანკალით ჯაბას დაურეკა
–ვიცი უცნაურია, ერთი საათიც არ არის გასული რაც დამტოვე, მაგრამ შეგიძლია ისევ მოხვიდე? უბრალოდ აღარ ვიცი სად და ვისთან წავიდე, მარტო შენთან მინდა ახლა, შეიძლება??? ცრემლნარევი ხმით ეხვეწებოდა ცაცო და ჯაბა უკვე კიბეებზე ჩამორბოდა
–რა მოხდა? თუმცა რა მნიშვნელობა აქ, გიგა არ არის ახლოს? არ დაურეკავ? სანამ მე მოვალ მარტო რომ არ იყო, მოვდივარ, აი მაქსიმუმ თხუთმეტი წუთი და შენ სახლთან ვარ
–გიგა იაკოსთანაა, დავინახე ერთად, რომ მიდიოდნენ სადღაც, არ მინდა მათი შეწუხება, გოგოებთანაც არ მინდა
–მოვალ მალე, ძალიან მალე, არ ინერვიულო არაფერზე, უკვე გზაში ვარ, ტელეფონი არ გათიშო და დამშვიდდი, გეხვეწები რა, თუ არ გინდა ავარაში მოვყვე გადაჭარბებული სიჩქარის გამო, აღარ გავიგონო რომ ტირიხარ...
–ნუ მაშინებ, უყვირა ცაცომ ტელეფონში და მშვიდად, გააგრძელეს საუბარი, ჯაბაც ბგერის გავრცელების სისწრაფით გაჩნდა ცაცოსთან და ხუთი წუთი ცაცო მხოლოდ ეხუტებოდა ისე, რომ არაფერს არ უხსნიდა, მისი ტელეფონი კი გადაირია, ეკრანზე ციმციმებდა სახელი, მამიკო...
–რა მოხდა? აიღე ტელეფონი და უთხარი, რომ აქვე ხარ და ჩემთან ერთად
–არა!
–ცაცო ცუდათ იქცევი, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო, ისინი შენი მშობლები არიან, ახლა ნერვიულობენ და არავითარი უფლება არ გაქვს ასე მოექცე, სულ იმას არ მეჩიჩინები, ნანის დაურეკე, ნანის გააგებინე, შენების გაფრთხილება არ დაგავიწყდეს... ახლა შენ როგორ იქცევი? ცაცომ უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია და ჯაბამ ტელეფონი გამოართვა
–გისმენთ ბატონო ბადრი, ცაცოს მაგივრად უპასუხა და ბადრი აშკარად დაიბნა
–სად, სად არის ჩემი შვილი? რატომ მპასუხობ შენ, ან საერთოდ რატომ ხართ ერთად?
–დამშვიდდით, ბუკიას ბაღში ვართ, აივანზე თუ გამოხვალთ ჩვენს დანახვასაც შეძკლებთ, არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ცაცო საშინელ დღეშია, მე მგონი სახლშიც არ უნდა ამოსვლა
–შენ რა თქმა უნდა ეს გახარებს არა?
–აბა მაგას რატომ ამბობთ ბატონო ბადრი? მე მგონი ასეთი მოპყრობა არ დამიმსახურებია
–ბევრს ლაპარაკობ, ეგ დაწყნარდეს და სახლში ამოვიდეს, კონცერტებს ნუ მართავს, თავი მართლა დიდი ხომ არ ჰგონია? რას ქვია არ უნდა ჩემთან ლაპარაკი და სახლში ამოსვლა?
–კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ დამშიდდეთ, ცაცოს მე მოვუვლი, არ ინერვიულოთ
–შენ თუ მოუვლი რაღა მაქ სანერვიულო? ძალიან ირონიულად მოუვიდა ნათქვამი, ბატონ ბადრის და ჯაბამ სიმწრით გაუთიშა ტელეფონი
–რა მოხდა აღარ იტყვი? მამაშენს ადამიანობის აღარაფერი აქვს შერჩენილი, შენ ასეთ მდგომარეობაშ ხარ? მოკვდა ვინმე?
–სადმე წამიყვანე, აქედან შორს, ძალიან შორს, სადაც არავინ იქნება ჩვენს გარდა, ისე დავიღალე ყველაფრით...
–მაგ სურვილს ვერ შეგისრულებ ჩემო შოშია, ახლა ძალიანაც მინდა ჩემთან წაგიყვანო, მაგრამ არ იქნება ეგ სწორი საქციელი, ვიცი მე ჩემი თავის ამბავი, ახლა შენ უნდა დამეხმარო, გავიგე სახლში არ გინდა, არც გოგოებთან არ გინდა, აბა სად შეიძლება რომ წაგიყვანო, შენც და მეც რომ მშვიდათ ვიყოთ?
–ალეკოსთან, გაუნათდა სახე ცაცოს
–მე მშვიდად უნდა ვიყო, შენ რომ ალეკოსთნ ერთად იქნები? გახუმრება სცადა ჯაბამ და ცაცოს მართლა გაეღიმა
–ალეკო ჩემი ნათლიაა ჯაბ... ისე კი უნდა ვბრაზდებოდე ასეთ დღეში, სხვის ხელში, რომ მაგდებ, მაგრამ კიდევ ერთი ქულა შენს სასარგებლოდ, ჩვენი ერთად, მარტოების და თან ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არაფრით არ შიძლება, აი ალეკოს კიდე არც ცოლი ყავს, არც შვილი, ცხოვრობს მისთვის მარტო, დედა რა ჭკვიანია, არავიზე არ უნდა იზრუნო, ტვინს არ გიჭამს არავინ, მე ახლა დავრეკავ და შენ წამიყვან კაი? მოხასიათდა ცაცო და მის გვერდით მჯდომ ჯაბას როგორც უკვე წესად ქონდათ ქცეული ისე მიეხუტა, ზურგით და ფეხები გრძელ სკამეიკაზე აალაგა, ჯაბამ ცაცოს აივნისკენ გააპარა თვალი, ბატონი ბადრი უკვე უთვალთვალებდათ
–მამაშენი გვიყურებს, ჩასჩურჩლა ისე თითქოს ეშინოდა, ბადრის არ გაეგო
–ვაშავებთ რამეს? გაიკვირვა ცაცომ, ალეკოსთან საუბარი ხანმოკლე იყო, მოვალ, დამხვდი–თი, შემოიფარგლა და საგრძნობლად აუმღლა ხასიათი გაბრაზებულ ქალბატონს, ჯაბამ არც მას მერე კითხა არაფერი რაც მანქანაში ჩასხდნენ და ალეკო ნათლიასკენ გაემართნენ, სიჩუმე კარგი იყო, ჯაბა კი არაფრის დიდებით არ დატოვა ცაცომ, ჩემი ნათლია უნდა გაგაცნოო და ასე შედგა ტრიო ალეკო ნათლიის სახლში, ბადრისგან განსხვავებით აქ თბილი შეხვედრა მოუწყვეს საამაყო კალათბურთელს და ნათლულსაც გაუჯავრდნენ ამ კაცს როგორ მიმალავდიო, საერთო საკითხებს, რომ მორჩნენ მერე საჭირბოროტოზე გადავიდნენ და ახალ ამბებს გაფართოებული თვალებით ისმენდნენ ჯაბაც და ალეკოც, ახალი ამბების გაცნობა რომ დაამთავრეს, ორივემ ერთდროულად გამოცალეს ჭიქები
–მერე მამაშენმა სახლიდან შენ გამოგაგდო ლალუკას მაგივრად? სიცილით იკითხა ალეკომ, თუმცა სასაცილოს ვერაფერს ხედავდა შექმნილ სიტუაციაში
–კაი რა ნათლი, იქ გაჩერება უკვე აღარ შემეძლო, დავრჩები რა ერთი ორი დღით შენთან, ძაან თუ არ შეგაწუხებ
–ეჰ, შენი დის ხელში მოგიწევს საერთოდ ჩემთან გადმოსვლა საცხოვრებლად, ეგენი მეოთხეზეც არ გაჩერდებიან... ხითხითებდა ალეკო და ჯაბამაც ვეღარ შეიკავა თავი, საპასუხოთ კი მუჯლუგუნი მიიღო ნეკნებში, ჯაბამ და ალეკომ ერთმანეთს შესაშურად კარგად გაუგეს, საუბრობდნენ კალათბურთზე, ალეკოს ძალიან ბევრი რამე სცოდნია ჯაბაზე და მის საქველმოქმედო ფონდს რომ შეეხო, ჯაბამ წყნარად თხოვა, ცაცომ არაფერი იცის და თუ შეიძლება ამ თემაზე არ ვისაუბროთო, ისე ფონდში ყველაფერი კარგადააო, ხომ იცით ძირითადად რომელი განხრითაც ვმოქმედებთო, სამზარეულოში გამწესებული ცაცო, რომ შემოუერთდათ და ისინი გაჩუმდნენ, ცაცომ რაღაცა იეჭვა, ჩემზე საუბრობდით ხომო და ჯაბას გვერდით მიუჯდა, ის კი ფეხზე წამოდგა და ჩემი წასვლის დროაო ისე სერიოზულად თქვა, შეწინააღმდეგების სურვილიც კი არ გასჩენია ნათლია–ნათლულს, ცაცომ გააცილა, გეგმები არ შეცვლილა ხვალ როგორც შევთანხმდითო, ჯაბაც ერთი გემრიელად მოეხვია, ასეთ სისულელეებზე აღარ ინერვიულო, ყველამ თავის თავს მიხედოსო, გემრიელად დაუკოცნა ლოყები, მანქანაში რომ ჩაჯდა ბატონ ბადრისთან დარეკა, გააფრთხილა ცაცო ალეკოსთან მივიყვანე და რამოდენიმე დღე იქ დარჩებაო, ბადრიმ კი აშკარა მადლიერების და საგრძნობლად გაზრდილი პატივისცემის გრძნობა შეძლებისდაგვარად მოთოკა, მადლობა ისე გადაუხადა და სასწრაფოდ გაუთიშა ყურმილი, ცაცო კი პატარაობას იხსენებდა, ალეკოს გულზე ედო თავი და ისე ელაპარაკებოდა ჩახუტებული
–შე ჩუმჩუმელა გოგო, სად დაითრიე ცინცაძე?
–რა სიტყვაა დაითრიე? ლაწირაკი ბიჭივით როდემდე უნდა ისაუბრო? ან რას ნიშნავს დაითრიე? თანაც მე კი არა, მან "დამითრია"... გაუბრაზდა ცაცო ნათლიას არც თუ ისე სახარბიელო ლექსიკონისთვის
–ეგ გასაგებია, მარა უფლება ვინ მისცა???
–მოდი რა ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, გიგას საქმეები როგორაა? ხომ არ გაბრაზებთ?
–არა, მშვენიერი ბიჭი გამოდგა, წილოსანს ბოლო თვეში სამი მძღოლი გაექცა და შენი ბიჭი ჯერ კარგად უძლებს, არც წილოსანს აქვს საყვედურები, ჯაბაზე საუბარს ძალიან კი გაურბიხარ, მაგრამ მასე არ გამოვა, მაინტერესებს ყველაფერი, რა ხდება, რა მდგომარეობაში ხართ, რას აპირებთ, მე ერთი იმის თქმა შემიძლია რო ძაან მაგარი ბიჭია, მისი ასაკისთვის, წარმოუდგენლად შემდგარი და ისეთ რაღაცეებზე დაფიქრებული, რაც თითქოს არ არის მისი საქმე
–მაშინ მეც გკითხავ რაღაცეებს, მოსულა? სიამრთლე სიმართლეზე... ეშმაკურად გახედა ცაცომ
–ეჰ, არ ვიცი, არ ვიციიი, ღირს თუ არა ჩემი საიდუმლოებების გამხელა იმის სანაცვლოდ რაც ისედაც შესამჩნევია? მხიარულად ახედა ჭერს მომღიმარმა, უკვე ალაგალა გაჭაღარავებულმა და მაინც ძალინ სიმპატიურმა ალეკომ
–რა არის შესამჩნევი? ვითომ ვერ გაუგო ცაცომაც, გაბრაზებული სახით გასწორდა დივანზე და ნათლიას მიაშტერდა, მისი მხიარული სახე რომ დაინახა ძალიან კი უნდოდა სიცილი შეეკავებინა მაგრამ...
–კაი რა ნათლი, რა არის სასაცილო? ახლა მართლა ორი აგური უნდა მეჭიროს ხელში და უმოწყალოდ უნდა ვიშენდე თავში, შენ და ჯაბა კიდე მაცინებთ
–შენ რატო უნდა გეჭიროს ორი აგური? გულწრფელად გაუკვირდა ალეკოს
–ორი აგური კი არა, ახლა ყველაზე კარგად უნდა იყო
–ხო იცი როგორიც ვარ, არ შემიძლია კარგად ყოფნა როცა ლალუკა ასეთ დღეშია, არ შემიძლია კარგად ყოფნა, როცა ვიცი, რომ ორ კირაში გაფრინდება და მორჩება ყველაფერი, კარგად როგორ უნდა ვიყო, როცა ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ აღარ ვიცი სადაა ჩემი სახლი, აღარ ვიცი რა და როგორ გავაკეთო! აღარ ვიცი რა ვქნა, რომ არ წავიდეს... ან ლალუკას ჭკუა როგორ ვასწავლო... შენ კიდე მეუბნები კარგად უნდა იყოო? როგორ? ამიხსენი, მასწავლე და ვიქნები დიდი სიამოვნებით, ასე ყოფნა არავის სიამოვნებს, ძალიან დასევდიანდა ცაცო და და ალეკომ ისევ მიიხუტა გულზე, შვილივით უყვარდა ცაცო და ახლაც როგორ ყოველთვის შვილივით ეფერებოდა
–მამი (მიმართვის ასეთი ხერხი ქონდა ალეკოს), რა უაზრო ლოგიკა გაქვს? თითქოს ლალუკას შვილები შენი შვილები იყვნენ და კიდე ერთს ელოდებოდე, თუმცა ლალუკას პასუხისმგებლობის დონეს თუ გავითვალუსწინებთ, შეიძლება ასეც ჩავთვალოთ, მაგრამ იმ პატიოსან ბიჭს რაღას ერჩი? წავა და ჩამოვა ისევ, ან რატო ბრაზდები მასე? დიდი ხანია დაძვრებით ერთად? ისე გასაკვირი კია როდის ასწრებთ...
–საქმეც ეგ არის რო წავა და კაცმა არ იცის თავში როგორი ტარაკანებით ჩამოვა, ან...
–ცაცო მისმინე, ჯაბას კომპოსტირებას შეეშვი თუ გინდა, რომ თავში ნორმალური ტარაკანებით დაბრუნდეს, არა მგონია ერთმანეთის ცხოვრებაში დაგეგმილად გამოჩენილიყავით, საერთოდ გრძნობები გეგმებს არ ემორჩილება, არ არსებობს ერთ დღეს გაიღვიძო და გადაწყვიტო, რომ დღეს უნდა შეიყვარო, კი შეიძლება ასე გააკეთო ადამიანმა, მაგრამ გულწრფელი არ იქნები, ასე მოულოდნელად დაეცემოდი ჯაბასაც თაცზე, თოვლივით და ახლა რა გინდა, ხელი მოგკიდოს და იტალიაში წაგიყვანოს? დაფიქრდი აბა? ის გაბრაზებს, რომ ამას არ გთავაზობს თორემ იცი რო უარს ეტყვი, ვერ წაყვები, თანაც ახლა, ასეთ სიტუაციაში, ჯაბამაც იცის ეს... ნუ უბრაზდები, ამ დღეებით მაქსიმალურად დატკბი და დამიჯერე არსად არ გაგექცევა ეგ შენი ორმეტრიანი, თუ გაიქცევა და ყველაზე სულელი სპორცმენი იქნება...
–ნათლი, შენ მე მეუბნებოდი უაზრო ლოგიკა გაქვსო?
–სიმართლე თუ გაინტერესებს მამი, ლოგიკა არც უაზრო არსებობს და არც აზრიანი, ის უბრალობ ან გაქვს ან არა!
–ეგ როგორ?
–აი მაგალითად, მეშემიძლი ვთქვა, რომ... ნიანგი უფრო გრძელია ვიდრე მწვანე, იმიტომ რომ ის გრძელია ზემოდან და ქვემოდან, მწვანეა კიდე მარტო ზემოდან... ან შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მწვანეა ვიდრე ფართე, იმიტომ რომ მწვანეა სიგრძეზე და სიგანეზე, ხოლო ფართეა მარტო სიგანეზე, ცაცო ნათლიის სულელურ ლოგიკაზე იცინოდა და მერე დასერიოზულდა
–ალე, ეს ძალიან რთულია?
–რა ნიანგის ლოგიკის მსგვასი მაგალითების მოგონება? გაეხუმრა ნათლია
–გიყვარდეს... რთულია?
–გააჩნია შენ როგორ გინდა რომ იყოს მამი
–არასდროგ გყვარებია? ან საერთოდ ცოლი რატომ არ მოგიყვანია? გაკვირვებული იყო თვითონ ცაცოც, ნათლიისთვის ეს არასდროს უკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მეგობები იყვნენ, ალბათ ეს იმის ბრალი იყო რომ ცაცო ამ საკითხზე არასოდეს დაფიქრებულა, ახლა კი...
–იმ ასაკში როცა სიყვარლი და ოჯახია პრიორიტეტული კაცისთვის, მე ომში ვიყავი ნათლი... ომი კი სახუმარო თემა არაა, მთელი ცხოვრების მოუშუშებელი ტკივილია და არ ღირს ეს ტკივილი სულ უდანაშაულოს გაუყო, არ შეიძლება აიძულო ვინმე შენი სატკივარი გაიზიაროს, ოჯახი კი ამას თავის თავად მოიაზრებს, გაუყო ჭირი და ლინი შენ მეორე ნახევარს, მაგრამ როცა ცუდი უფრო მეტია შენს ცხოვრებაში ვიდრე კარგი მაშინ ოჯახის შექმნაც არ ღირს
–მიზეზი მარტო ესაა? გამომცდელად იკითხა ცაცომ და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში შესამჩნევად დასევდიანებულ ნათლიას
–არ არის საკმარისი? მე მეყოფა რაც ჩემ თავს გავუკეთე... ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, ქვეყანას ჭირდებოდა ასე და მე სხვანაირად მოქცევის უფლება არ მქონდა, არ ვწუწუნებ, უბრალოდ ვერ შევძელი ომის აჩრდილების მოშორება, ძალიან ბევრი სისასტიკე ვნახე მამი ამ ცოდვილ დედამიწაზე და ყველაზე მთავარი დავკარგე, სიამოვნების, სიყვარულის, სიხარულის და მსგავსი გრძნობების განცდის უნარი დავკარგე, აბა ჩემნაირ რთულ პიროვნებასთან რომელსაც იმდენი ჩონჩხები ყავს კარადაში გამომწყვდეული, რომ მისი გაღების თვითონაც ეშინია, რომელი ქალი იქნებოდა ბედნიერი?
–გავიგე, მაგრამ მაინც... ვერ დავიჯერებ, რომ არასოდეს გყვარებია
–მყვარებია, როგორ არა, ძალიანაც...
–ანუ შეიძლება მთელი ცხოვრება მარტო იყო და ამას მაინც გრძნობდე?
–შენ მარტო არ უნდა იყო მთელი ცხოვრება, მარტოობა საშინელებაა, როცა აღარ იცი მარტოობის საათები რითი შეავსო, სამსახურში რჩები გვიანობამდე, თითქოს ძალიან ბევრი საქმეები გაქ, სინამდვილეში კი სახლში, რომ მარტოობის ოთხი კედელი გელოდება იმისი გეშინია...
–რა მოუვიდა სიყვარულს?
–სიყვარულს არაფერი... სიყვარულის ობიექტი აფხაზეთთან ერთად დაიკარგა და საერთოდ ეს აუცილებელია?
–რა?
–წარსულში ქექვა აუცილებელია? ამბობენ წარსულის აჩრდილებს არ ყვართ როცა აწუხებენო, თან არც მე მსიამოვნებს დიდად ამის გახსენება
–ანუ სიყვარული ყოველთვის ტკივილთან ასოცირდება და არა ბედნიერებასთან?
–არა მამი, მასე არ არის, ტკივილს ის განიჭებს რომ ეს ბედნიერება ოდესღაც გქონდა და ახლა აღარ არის, სიყვარული კი არ შეიძლება ტკივილი იყოს
–აფხაზი გოგო გიყვარდა? მაინც არ მოეშვა ცაცო და ალეკოც მიხვდა იოლად ვერ დაუძვრებოდა ნათლულს
–კი ბატონო, მქონდა მაგის ბედნიერება
–მერე?
–მე ხომ ქართველი ვიყავი?
–მაგით რისი თქმა გინდა, აფხაზები ქართველები არ არიან? აბა რისთვის იბრძოდი იმ დაწყევლილ ომში?
–მე მისთვის მტერი და დამპყრობელი ვიყავი, შეიძლება პირადად მე მისთვის და მისი ოჯახისთვის არაფერი დამიშავებია, მაგრამ ჩემმა მოძმეებმა დაუშავეს და ეს ის დიდი უფსკრული იყო რომელზეც ხიდის გადება ვერ შევძელი, მე მისთვის მამის და ძმის მკვლელი ვიქნებოდი ყოველთვის, თუმცა რატომ ვიქნებოდი? ახლაც ვარ...
–რა ერქვა?
–უცნაური სახელი ქონდა, თვითონაც უცნაური იყო, საბიანა ერქვა, საბიანა აგირბა
– მართლა რა უცნაური სახელია საბიანა, როგორ გაიცანი?
–ეეე, ცაცო ხომ გთხოვე არ დაიწყოთქო?
–მაინტერესებს! სად და როგორ მოხდა, რას გრძნოდი მაშინ და ახლა, ნუ რატომ არ ხართ ერთად მაგას უკვე მივხვდი, ან იმასაც უყვარდი თუ არა, რა გაკავშირებდათ ერთმანეთთან, საინტერესოა, თითქოს წიგნს კითხულობ, ერთი ადამიანის რეალური ცხოვების ისტორიას
–სევდიანი ისტორიაა ეგ და არც მე ვარ ნიჭიერი მწერალი, ან მთხრობელი
–რამდენ ხანს გააგრძელებ ჭირვეულობას? მკაცრად გახედა ნათლია ცაცომ, მანაც დანებების ნიშნათ ხელები ასწია და მერე თხრობა დაიწყო
–ჩვენ ბატალიან "ავაზა" ერქვა, მაშინ სოფელ ლაბრაში ჩავედით, ასე გვანაწილებდნენ ხოლმე, ერთი ბატალიონი, ერთი სოფლის ან რაიონის დამცველად, გააჩნია რამდენად მრავალრიცხოვანი იყო ბატალიონი, დანაყოფები ერთმანეთს ხშირად არ ვეცვლებოდით, მაგრამ ყველას ჩვენ ჩვენი წესები ჩაგვქონდა ახალ დისლოკაციის ადგილზე და საბიანა მაშინ ვნახე პირველად, როცა ჩვენი ბატალიონის მეთაური ახალ წესებს აცნობდა ლაბრას მცხოვრებლებს, რომელთა რიგებშიც, თვალებ დახრილი და ირონიულად მომღიმარი, დაახლოებისთ ცხრამეტი–ოცი წლის გოგონა დავინახე, საოცრად ლამაზი, შავგრემანი, კუპრივით შავი თმებით, ცალ მხარზე რომ ქონდა ნაწნავი გადმოდგებული და გამიკვირდა, ასეთ დროს შიშის მაგივრად ირონიულად რომ იღიმებოდა, თვალები რომ გამისწორა თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ხელი მკრესო და თავი ძლივს შევიკავე, უკან რამოდენიმე ნაბიჯი, რომ არ გადამედგა, ვერ გეტყვი იმ მომენტში თავი დავკარგეთქო, მაგრამ გამიკვირდა, გამიკვირდა მისი სიძლიერე და ალბათ მაშინ პირველად ვინატრე, ნეტა მეც ასე შემეძლოსთქო, მიხვდა, მაშინვე შემატყო ყველაფერი და კმაყოფილს უფრო გაეღიმა, ჩვენმა მეთაურმა წესების ახსნა, რომ დაამთავრა და ხალხი იშლებოდა, ძალაუნებურად უკან ავეკიდე, როგორც ჩანს დედასთან ერთად იყო, რაღაც აფხაზურად გადაულაპარაკა, ვერ გავიგე, დედამ უსაყვედურა, არ გაგიგონ წესიერად ილაპარაკეო და გულისტკივილით ჩაილაპარაკა ახალი მეხარკეები მოვიდნენო....
–რა იგულისხმა მეხარკეები? გაუკვირვა ცაცომ
–მაშინ ქვეყანა ქვეყანას არ გავდა და ჯარი ჯარს, საკვებით უზრუნველყოფილები არ ვიყავით და ჩვენც როგორ შეგვეძლო ისე გაგვქონდა თავი, მოსახლეობა გვიყოფდა ლუკმა–პურს, საბიანსათვის კი ჩვენ მეხარკეები, ანუ ის ხალხი ვიყავით, რომლებიც უმიზეზოდ უნდა ერჩინათ, სურვილის და მიუხედავთ, ნებით თუ არ მოგვცემდნენ, ძალით ავიღებდით, თან ჩვენთვის განკუთვნილ ნაწილს კი არა, რასაც ვნახავდით ყველაფერს
–მართლა მასე იქცეოდით?
–თავის მართლება არ მინდა, მამი, მე ეს არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ ხელი არ შემისლია სხვებისთვის
–მაშინ მართალი ყოფილა
–ვიცი და მაგიტომაც მატკინა გული მისმა ზიზღით ნათქვამმა სიტყვებმა, დედამ ისევ რომ დააშოშმინა, ხელი გაბეზრებულად აუქნია და საპასუხოდ უსაყვედურა, ესენი, მამებს, ძმებს და შვილებს გვიკლავენ, ბავშვებს გვიობლებენ, ქალებს გვიუპატიურებენ, მშვიდათ სიცოცხლის უფლებას არ გვაძლევენ და ჩვენ კიდე უსიტყვოდ უნდა ვარჩინოთო... ცხოვრებაში საკუთარი თავი პირველად მაშინ შემზიზღდა როცა გავაცნობიერე, რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი და იმ მომენტში იარაღი, რომ მქონოდა ალბათ თავს მოვიკლავდი... მომდევნო რამოდენიმე დღე სოფლის შესწავლას მოვანდომეთ და მარაგი რომ გამოგველია ჩვენც ხალხს მივმართედ დასახმარებლად, ჯგუფებად დავიყავით და როგორ ვთქვა ხარკის ასაკეფად წავედით, იმედი მქონდა, რომ მასთან მომიწევდა მისვლა, მრცხვენოდა და თავს დამნაშავეთაც ვგრძნობდი, მაგრამ მისი ნახვა ძალიან მინდოდა, არ გამიმართლა, ვერ მოვხვდი მის ოჯახში, თუმცა ნახვით კი ვნახე, გაცხარებული, გაცოფებული და იარაღ მომარჯვებული, საკუთარი სახლის ზღურბლზე, რომ იდგა და სამხედროებს, უფრო სწორად მტრებს სახლში შესვლის უფლებას არ აძლევდა, ზოგიერთი კაცი ვერ იქნება ისეთი გამბედავი, როგორიც ის იყო, ზიზღით სავსე უყურებდა ჩვენებს და მკაცრად აფრთხილებდა, დაკმაყოფილებულიყვნენ იმით რასაც აძლევდა, ხოლო სახლის ზღურბლს კი არ გადასცდენოდნენ, საკმარისი იყო ეზო, რომ წაუბილწეს მათი იქ დგომით, ომში მამი ნერვები ყველას მწყობრიდან აქვს გამოსული და ყველაზე მეტად რასაც მაშინ ვერ იტან დამცირებაა, ზიზღით რომ გექცევიან და შენ ვერ ხვდები ამის მიზეზს, მხოლოდ შენზე, რომ ფიქრობ და სხვისი არ გინდა გაიგო, ვერ ხედავ სიტუაციას მათი თვალებით, ჩვენი ბიჭებიც გაცხარდნენ, გოგო ამდენს როგორ უბედავდათ და კინაღამ საშინელება მოხდა, მისი გაფრთხილების მიუხედავად ბიჭებმა გეზი საკუჭნაოსკენ რომ აიღეს, საბიანამ ჰაერში ისროლა, ვეღარ მოვითმინე და ჩემს ბიჭებს ვთხოვე დამხმარებოდნენ, ყველა მართლა უგულო კი არაა ომში... ბოდიში მოვიხადე, ისიც დავტოვეთ რაც უნდა წამოგვეღო და შემდეგისთვის გაგვიმზადეთთქო ზრდილობიანად ვთხოვე, მაშინ გავეცანი...
–მერე, რა მოხდა მერე? ვეღარ ითმენდა ცაცო
–მერე უცნაური რამე მოხდა, ჩემთის უცნაური, რა დროს სიყვარულიათქო საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი, როცა ქვეყანა თავზე გვენგრევათქო, რამდენიც არ უნდა მესაყვედურა საკუთარი თავისთვის, ფეხებს მაინც მისი სახლისკენ მივყავდი, როცა მორიგე არ ვიყავი ჩემი ნახვა მისი სახლის სიახლოვეს იყო შესაძლებელი და ბიჭებიც დამცინოდნენ უკვე
–როგორ ხვდებით ხოლმე მამაკაცები სიყვარულია თუ უბრალოდ ვნება? შენ ხომ არაფერი იცოდი მის შესახებ, ანუ გარეგნულად მოგწონდა და მორჩა
–მამი ადამიანს თვალები რისთვის მისცა ღმერთმა? ან ყურები? იმიტომ რომ დაინახოს და გაიგონოს, მე ვხედავდი როგორ იქცეოდა ის, მე მესმოდა როგორ საუბრობდნენ მასზე, მე მომწონდა რასაც ვხედავდი და ვენდობოდი ინტუიციას, არ ვუარყოფ შეიძლება ხანდახან ხორციელი სურვილები უფრო ჭარბობდა, მაგრამ ის მაინც სხვა იყო
–გამაგებინე ამ სხვას როგორ არჩევთ?
–ეს თევზაობასავითაა, თევზაობა კი ორი სახისაა, ერთი როცა სათევზაოდ მიდიხარ, კარგად თევზაობ, თევზი სახლში მიგაქვს და ოჯახის წევრებს უმასპინძლდები და მეორე, გასართობი თევზაობა, ის მიზანი რომ გაქვს ყველაზე კარგი თევზი დაიჭირო და მერე საძმაკაცოში იტრაბახო, გაიგე?
–გასაგებია, შენ სახლში მოსაყვანი თევზის დაჭერა რატომ ვერ მოახერხე?
–შესაბამისი სატყუარა არ მქონდა და მაგიტომ, თან თევზაობას სიმშვიდე უყვარს და აბა ომიანობის პერიოდში რომელ სიმშვიდეზე მელაპარაკები? ბევრი ცუდი რამე მოხდა
–არც კი დალაპარაკებიხართ ერთმანეთს? არ ყოფილა ჩუმი შეხვედრები? სიყვარულის ღამეები?
–კინოში ხომ არ გგონია თავი? ეს რეალური ცხოვრებაა, დიდი გოგო ხარ, უნდა ხვდებოდე, რომ რეალურად ყველაფერი სხვაგვარადაა, ჩუმი შეხვედრები, არ ყოფილა, საუბრები იყო, არასახარბიელო, ყოველთვის მაგრძნობინებდა, რომ მისთვის რიგითი მტერი ვიყავი, რომელიც უბრალოდ კარგად ექცეოდა და უნდოდა თუ არა ამისთვის მადლობელი იყო, იმასაც ხვდებოდა რასაც ვგრძნობდი, რამოდენიმეჯერ მთხოვა ასე დაჟინებით ნუ მიყურებ, როცა ხალხში ვართ მაშინ მაინცო, მე კიდე სხვანაირად არ შემეძლო... თავიდან მშვიდად იყო ყველაფერი, მერე ღამის თავდასხმები გახშირდა და ძალიან შემეშინდა რაიმე არ მოსვლოდა, მისი ხასიათი რომ ვიცოდი უკან არაფერზე არ დაიხევდა, სულ მიკვირდა და მინდოდა მეკითხა მისთვის, ოჯახში მარტო ქალები რატომ იყვნენ, მერე გავიგე, რომ მისი მამა და ძმა აფხაზების მხარეს იბრძოდნენ და ამაზე კრინტი აღარ დამიძრავს მასთან, რომ მოვწონდი მაშინ დავრწმუნდი როცა დამჭრეს და სამედიცინო "პალატკაში" მომაკითხა, გაფართოებული თვალებით, მთელი ღამე ჩემ თავთან გაატარა და ვისაუბრეთ იმაზე რაზეც ადრე არ გვისაუბრია, ამ საქციელით თან თავი გაყიდა და საუბრით კი უკანასკნელი იმედებიც მომიკლა, ვხვდებოდი მასაც ძალიან უჭირდა, სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობა არ ყოფილა მამი, რომელსაც ყველაფრის დამარცხება შეუძლია, ან ზოგიერთებისთვის არ არის ასე, არც უცდია, არც უფიქრია ჩემი გულისთვის გადაებიჯებინა ოჯახისთვის და მართალიც იყო... სად წაეღო შელახული თავმოყვარეობა და უზომო სიამაყე? როგორ ეცხოვრა ხალხთან რომელიც აშკარად სძულდა? მე არაფერ შუაში ვიავი, მაგრამ ჩემს უკან ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იდგა, ყველაფერი მისი ძმის სიკვდილმა დააგვირგვინა, სახლში მოდიოდა თურმე და ჩვენმა ერთ–ერთმა ჯარისკაცმა ჟღენტმა მოკლა...
–ოჰოო...
–გაკვირვება ჯერ ადრეა, ხომ გითხარი საბიანა ამოუცნობი გოგო იყო, როცა გაიგო რა და როგორ მოხდა, მთელი აბოიმა დააცალა ჟღენტს, ღამის მორიგეობისას, მაშინ როცა მკვდარი ძმა ჯერ კიდევ სახლში ესვენა
–კაცი მოკლა?
–კაცი რომელმაც ძმა მოუკლა, ამაში გასაკვირი არაფერია, ძმის მკვლელი მისთვის ადამიანი არ იყო
–მოკლა? კიდევ ვერ იჯერებდა ცაცო
–მჰ, თავი დაუქნია ალეკომ
–დილით ეს ამბავი, რომ გახმაურდა სახლი უკვე ცარიელი იყო, მისი ძმა ეზოში დამარხული და ის გაუჩინარებული...
–მასე სულელურად დამთავრდა ყველაფერი? აღარც გიძებნია?
–მოვძებნე, მშვიდობიანად გავაცილე სოხუმამდე, მოსკოვის თვითმფრინავშიც ჩავსვი დედამისთან ერთად და მას მერე აღარ მინახია, აღარც მიძებნია, აზრი აღარ ქონდა... ვძულდი გესმის, არა მარტო მისი ძმისთვის, იმისთვისაც ვძულდი, რომ ვუყვარდი, იმისთვისაც, რომ მას მერე რაც გააკეთა მესმოდა მისი და მაინც ვზრუნავდი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ვძულდი იმიტომ, რომ მადლიერების გრძნობას განიცდიდა ჩემს მიმართ და იმისთვისაც რომ იცოდა ვეღარასოდეს მნახავდა...
–მე მეგონა სახალისო ისტორიას მოვისმენდი, უკმაყოფილოდ აარიდა თვალი ცაცომ და ცოტა დააკლდა რომ არ ატირებულიყო
–რატომ არის ცხოვრება უსამართლო? რატომ გვაძლევს ბედნიერებას თუ უნდა წაგვართვას?
–ახლა ჩემზე საუბრობ თუ შენ თავს გულისხმობ?
–ორივეს!
–არ ვიცი, ჩემო კარგო, ნიცშე ხომ იცი რას ამბობდა, ის რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო
–არავინ იცის ნიცშე რას გულისხმობდა, ხორციელ თუ სულიერ სიკვდილს, ხანდახან ხორციელი სიკვდილი ჯობია სულიერ სიკვდილს, სიძლიერე კი აქ არაფერ შუაშია
–მას მერე არავინ გყვარებია? კარგახნიანი სიჩუმე დაარღვია ცაცომ
–შეიძლება გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ, მაგრამ ისეთი გრძნობები ჩემში არც ერთ ქალს არ გამოუწვევია, იყვენ როგორ არა, მარა იცი რაში იყო საქმე, მე მათ ჩემი სიყვარულის უფლებას ვაძლევდი, ძირითადად მასე ხდება ხოლმე, ერთს უყვარს მეორე კი ამ სიყვარულის უფლებას აძლევს
–ბედნიერებისთვის ხომ ორივე მხარეს უნდა უყვარდეს? გაუკვირდა ცაცოს ნათლიას სიტყვები
–შეიძლება განიცდიდე სიყვარულს იმ ქალის მიმართ რომელსაც შენ უყვარხარ
–არ აგერიოს ნათლი, პატივისცემას, შეიძლება პატივს სცემდე და აფასებდე სხვა ადამიანის გრძნობებს
–შეიძლება, მაგრამ თუ დაფიქრდები ესეც ერთგვარი სიყვარულია
–სიყვარულს მრავალფეროვნება უხდება ნათლიიი...
–ნეტა ერთი შენ რა იცი რა უხდება სიყვარულს?
–დღეს მივხვდი რომ მასწავლეს, თან ძალიან კარგად მასწავლეს სიყვარული
–არ დაკარგო, სისულელეების და ეჭვების გამო, არ დანებდე როგორც მე, ის ხომ დაბრუნდება... ჩემი გოგოსგან განსხვავებით
–იცი შენ რა პრივილეგია გაქ? შენთვის ის ყოველთვის გოგო იქნება, მისთვის კი ყოველთვის ოცი წლის ბიჭი იქნები, დროზე გაიმარჯვეთ, ერთმანეთის სიბერეს და ნაოჭებს ვერ ნახავთ, სულ ისეთი გაგახსენდება, ცხრამეტი წლის, ირონიული ღიმილით და შავი ცალ მხარზე ჩამოშვებული ნაწნავით...
–ეგ სულაც არ არი მამი კარგი, შენ გგონია სიყვარული ახალგაზრდობასთან ერთად მთავრდება? გგონია ამ გრძნობას ნაოჭები და ჭაღარა იპარავს? საქმეც ის არის რომ თუ ვიღაც მართლა გიყვარს შენთვის ის სულ ისეთია როგორიც შეიყვარე, ასაკის მიუხედავად და სენტიმენტალური ბებერივით მომივა ნათქვამი, მარა მთელ დარჩენილ ცხოვრებას გავცვლიდი ერთ წელიწადზე, წელიწადზე თუ ის ჩემთან იქნებოდა, ჭაღარა და ნაოჭებიანი, ასე მაინ შევძლებდი დაჯერებას, რომ ის მართლა რეალური პიროვნება იყო ჩემს ცხოვრებაში და არა ჩემი წარმოსახვის შედეგი, როგორიც ხშირად მგონია, როცა ვიხსენებ ხოლმე
–გვიანაა, დავიძინოთ რა, დღეისთვის სევდიანი ისტორიების ზედმეტი დოზა მივიღე, ოთახიდან გამავალ ნათლიას ცამომ ჩუმად დააწია სიტყვები
–მადლობა დღევანდელი დღისთვის, ბოდიში წარსლის აჩრდილები რომ დაგადევნე და გაგახსენე, ხომ იცი რომ ძალით არ მინდოდა, უბრალოდ ჩემ თავში გარკვევას ვცდილობ და როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებმა მიღალატეს რომლებზედაც იმედებს ყველაზე მეტად ვამყარებდი, ალეკო ოთახში შემობრუნდა და ცაცოს საწოლზე ჩამოუჯდა
–რას ქვია გიღალატეს?
–ხომ იცი, რომ მამიკოს გოგო ვარ? მამას კიდე ჯაბას სახელის ხსენებაც კი აღიზიანებს, კატეგორიული წინააღმდეგია იმისი რაც მასთან ხდება, ბოლოს მომიღებს ასეთი მდგომარეობა, დედაც მხარში უდგას
–რა მოუვიდა შალვოვიჩს? რას უწუნებს ცინცაძეს? გულწრფელად გაუკვირდა ალეკოს
–თავიდან მეგონა, რომ ეჭვიანოდბა, ჩემი დაკარგვის ეშინოდა, ახლა არ ვიცი რა ვიფიქრო, ახლა მე მგონი ის გონი, რომ დავიღალე ამდენი შრომით, გაჭირვებით და ჯაბას მდგომარეობა და შესაძლებლობები უფრო მომწონს ვიდრე თვითონ ის, არა და მასე ნამდვილად არაა, საკუთარი მამა რო მასე იფიქრებს სხვებზე რაღა უნდა ვთქვა?
–სიბერემ სულ გამოალენჩა მამაშენი? ძალიან გაბრაზდა ალეკო
–მე დაველაპარაკები, ხვალვე და თუ მართლა მასე ფიქრობს დამთავრდა ჩვენ შორის თითქმის ნახევარ საუკუნიანი მეგობრობა! შენ მაგაზე არ ინერვიულო, მამაშენმა რაც უნდა ის იფიქროს, მთავარია შენ ხომ ხარ მართალი?
–დავიღალე იცი ნათლი, ყველას ცალ–ცალკე უნდა უმტკიცო რაღაც, ჯაბას მეგობრებს დიდად არ მოვწონვარ, ნუ მანდილოსნებს ძირითადად, სულ ვკამათობ მათთან, სახლში ყველა წუთს მითვლიან, სულ სტრესის ქვეშ ვარ, ჯაბას უკვე შეხსენებაც არ უნდა, რომ მაქსიმუმ თერთმეტზე სახლში უნდა ვიყო, ხანდახან მე რომ მავიწყდება თვითონ მახსენებს, მწარედ ჩაიცინა ცაცომ და ნათლიას მხარს ჩამოადო თავი
–მართლა გიყვარს ის ბიჭი?
–მართლა არ მეგონა ასეთი თუ იქნებოდა, არ მეგონა ამას თუ ოდესმე ვიგრძნობდი, არ მეგონა ასე თუ ვინმეს ვენდობოდი, ნატო დამცინოდა ხოლმე ყველაფერი მაშინ მოხდება როცა დაიჯერებ, რომ სიახლეები აღარ იქნება შენს ცხოვრებაშიო, მაშინ როცა იმ აზრსაც კი შეეგუები, რომ მარტოობის გერგო ბედისწერაო და იმაშიც კი დააჯერებ თავს, რომ ვერავინ პოულობს დედამიწაზე თავის ერთადერთსო, მართალიც აღმოჩნდა, არსაიდან გამოჩნდა, მხოლოდ ის მითხრა შენთან ყოფნის ამბიცია მაქვსო და მორჩა...
–მასე ხდება ხოლმე ყოველთვის როცა საქმე რაღაც გენიალურს ეხება, მაშინ ყველაფერი მარტივია, ისე როგორც უნდა იყოს, ძილინებისა, მამი....
–ძილინებისა ნათლი...



№1 სტუმარი Ann

ყველაზე მაგარი ისტორია ❤ როგორ მიყვარს...

 


№2  offline წევრი migro

იმდენად მაგარი ისტორიაა რომ არ ვიცი სიტყვებით როგორ უნდა ავხსნა love უნიჭიერესი ხარ! love ველოდები მომდევნო თავს

 


№3  offline წევრი etia

ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ love

 


№4  offline წევრი kiwi

Ramagari gogoxar da ramagari motxrobaaa ))) imedia male dadeb axals

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent