შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და ღამე


28-12-2014, 15:17
ავტორი spookpie
ნანახია 1 804

მე სალომე ვარ... ერთი ჩვეულებრივი გოგონა...
ახლა ნელი ნაბიჯებით მიუყვები ქუჩას. რატომღაც კვლავ სევდა მომეძალა. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს სულელური ნაღელი ჩემი გულის რომელიღაც კუნჭულში ყოველთვის იქნება მიმალული... ხანდახან ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება სხვების თვალში შემცვალოს. თუმცა სიმართლე ისაა, რომ მე არ მაინტერესებს რას ფიქრობს ხალხი ჩემზე.
საზოგადოებას თავდაპირველად მხოლოდ გარეგნული მხარის შეფასების შედეგად უყალიბდება ადამიანზე წარმოდგენა. ჩემთან მიმართებაშიც ასეა.
–სალომეს შეხედე! სულ როგორ უნდა იცინოდეს? ალბათ არანაირი პრობლემა არ აწუხებს... – იტყვიან ხოლმე, ჭორიკანა უსაქმურები, რომლლებსაც წარმოდგენა არა აქვთ რა ხდება ჩემს გულში. მართალია, როცა ასეთ სიტყვებს გავიგებ ვიძახი: „სულ არ მადარდებს რას იტყვით. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ყველამ საკუთარ პრობლემებზე იფიქროს!“ მაგრამ მაინც ვერ ვძლებ. უფრო სწორედ ჩემი თვალები ვერ ძლებენ და ცრებლებით ივსებიან, რომლებიც საკუთარ უსუსურობას კიდევ ერთხელ მახსენებენ... ამ დროს საკუთარი თავი მძულს ხოლმე.
ახლა... ახლა ტროტუარს მივუყვები. გვიანი შემოდგომაა. ქარი ზამთრის სუსხს სახეში მცემს. ისე მცივა, რომ ჩემი იღბლიანი სქელი ქურთუკიც ვერ მათბობს. ქარი კი ნელ-ნელა უფრო ძლიერდება და სუსხთან ერთად მტვერსაც ფანტავს ჰაერში. ალბათ მალე სუნთქვასაც ვეღარ შევძლებ იმის შიშით, რომ ცხვირ-პირი ქვიშით არ ამევსოს.
ქუჩაში ხალხი კანტი-კუნტად მოძრაობს, რაც ცოტა არ იყოს მიკვირს, მაგრამ ალბათ ქარის ბრალია.
მალე დაბინდდება, მე კი ძალიან ვნანობ, რომ სკოლიდან სახლამდე ფეხით გადავწყვიტე წამოსვლა. ჯერ ერთი მარტო ვარ... მეორეც მალე დაღამდება მე კი კვლავ იმას ვიფიქრებ, რომ შეიძლება ბექა ისევ მოვიდეს ჩემთან და დაუსრულებლად მესაუბროს ათას სისულელეზე...
თუმცა ახლა ვიცრუე... მე მაინც სულ ამას ვფიქრობ... ვფიქრობ, რომ ის კვლავ მოვა... ნერვებს მომიშლის... თავისებურად გამაწვალებს...
ბექა ერთი თვის წინ გავიცანი... მაშინაც ქარი იყო და ღამდებოდა, მაგრამ არ ციოდა... მაშინაც მარტო მივაბიჯებდი ქუჩაში. მაშინაღ ვიღიმოდი, მაგრამ ეს ნიღაბი იყო ტკივილის დასაფარად... ყველაფერი ისევ ისეა. თითქოს არაფერი შეცვლილა...
***
სკოლის ეზოდან გამოსვლისას ჩემი ჩანთა ღობეს გამოედო და, როგორც ჩანს, გაირღვა. გზაში ნარღვევი ნელ-ნელა გაფართვდა და წიგნები ჩემთვის შეუმჩნევლად ტროტუარზე მიმოიფანტნენ.
თითქმის 10 წუთის სავალი გზა მქონდა დარჩემილი სახლამდე, რომ ვიღაცამ გამაჩერა.
–გოგონა, უკაცრავად, მაგრამ მგონი უნდა გაჩერდეთ!
–რა ხდება? – შემოვბრუნდი და დაბნეული მივაერდი ჩემს წინ ასვეტილ, საშუალო სიმაღლის, შვაგრემან, ჩვიდმეტიოდე წლის ბიჭს.
–წიგნები არ გჭირდება? – მიღიმოდა ის.
–რა? – ვერ მივუხვდი რისი თქმა სურდა. მან კი ხელი მომხვია, შემომაბრუნა და ხელით მანიშნა გზაზე მიმოფანტული წიგნებისკენ.
–აი, ეს წიგნები.
მაშინვე მივხვდი რაც მოხდა. ჯერ ჩანთის ნარღვევს დავაკვირდი და შემდეგ უცნობ ბიჭს მივუბრუნდი იმ იმედით, რომ თუ მადლობას გადავუხდიდი დახმარებას შემომთავაზებდა, მაგრამ არა! „არა, რისი მადლობაო?!“ ჩაიბურტყუნა თავისთვის და გზა სწრაფი ნაბიჯებით განაგრძო.
სიბრაზისგან გავწითლდი, თვალები ცრემლით დამენამა. „სულელი ხარ სალომე შენ!“ – კიდევ ერთხელ შევახსენე საკუთარ თავს მრავალჯერ გამეორებული დასკვნა და წიგნები ავკრიფე.
სახლში ნერვებმოშლილი დავბრუნდი, მაგრამ არა უცნობ ბიჭზე, არამედ საკუთარ თავზე, რადგან ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ფანტაზიისთვის უსაზღვრო გასაქანი მიმეცა.
ემოციებისგან დაღლილს მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა. მალე კი დედაჩემი დამადგა თავზე:
–სალომე, ადექი დროზე! დღეს მამაშენი ცოტათი ადრე აპირებს გასვლას და დაუჩქარე, თორემ თუ ფეხით მოგიწევს წასვლა მაშინ მართლა დაგაგვიანდება!
„რატომ არ შეიძლებოდა, რომ სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში შევეყვანე მშობლებს?!“ ოოოხ... – ამოვიოხრე და ზლაზვნით შევუდექი ჩაცმას.
არ მინდოდა სარკეში ჩახედვა, რადგან ვიცოდი ეს კარგს არაფერს მიქადდა, მაგრამ პირს როცა ვიბანდი სურვილმა მძლია და... არა, ამას ნამდვილად არ ველოდი... თვალები სულ ჩაწითლებული მქონდა, ხოლო თვალის უპეები ჩაშავებული. აჰა, უმიზეზო ნერვიულობის და უძილობის შედეგი. ვიღაცას კარგა გვარიანად ნაცემი ვეგონებოდი. ხელი ავიქნიე და საკუთარ ანარეკლს, სარკეში, თვალი მოვარიდე. არც ეს მადარდებდა...
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუკი ადამიანი დაინახავს „პატარა“ ბავშვს, მაგალითად სკოლის ასაკის ბავშვს, ან ტანით პატარას, ისეთს, როგორიც მე ვარ, იფიქრებს, რომ „ეს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ყველაფერს ისე ვერ გრძნობს და ხვდება, როგორც ზრდასრული ადამიანიო,“ არადა ეს სულაც არაა ასე! თუკი რაიმეს განცდა ვინმეს შეუძლია ესაა ბავშვი. მითუმეტეს იმ პერიოდში, როდესაც მას გარდატეხის ასაკი აქვს. იგი გაასმაგებული, ზოგჯერ გაათასმაგებული, შეგრძნებით განიცდის ყველაფერს... ტკივილსაც, ბედნიერებასაც და მარტოსულობასაც.
ასეა ჩემს შემთხვევაშიც... მართალია წინადღინდელი შემთხვევა არაფერს ნიშნავდა, მაგრამ იმედგაცრუების გამო მაინც საშინლად გულგატეხილი ვიყავი.
სააბაზანიოდან გამოვედი და ვერონიკას,ჩემი კლასიდან, ერთადერთ საუკეთესო მეგობარს დავურეკე
–ვეკო, გამოდი რა?! ერთად გავიდეთ.
–სალო, გია ბიძიას მანქანასთან ვდგავარ უკვე ხუთი წუთია და გელოდები... მალე ალბათ ქანდაკებას დავემსგავსები. – მისმა მხიარულმა ხმამ მეც გამაღიმა.
სწრაფად ვისაუზმე, დედას დავემშვიდობე და მამაჩემთან ერთად გამოვედი სახლიდან.
ვერონიკა რატომღაც აფორიაქებული მეჩვენა.
–აბა, მითხარი ახლა რა ხდება?
–რა ხდება? – მკითხა, მაგრამ როცა შემომხედა და ჩემი ეშმაკური გამომეტყველება დაიჭირა, ჩაიხითხითა და მიპასუხა, – ახალი ამბავი გავიგე!
–რა ამბავი? მითხარი, მე არაფერი გამიგია.
–რას გაიგებდი, სულ მარტო ხარ შენთვის.
–კარგი გეყოფა ახლა! – ვუსაყვედურე. – მითხარი, მართლა მაინტერესებს.
–ჩვენს სკოლას ახალი მოსწავლე შეემატა. – თქვა და ყურებამდე გაეღიმა.
–კარგი რა, ვერო! მასე ძალიან ბევრი ბავშვი გადმოდის ჩვენს სკოლაში.
–არა, მერწმუნე გული მიგრძნობს, რომ ის სხვანაირი იქნება, თანაც მასზე უკვე მთელი სკოლა საუბრობს.
–მაინც რას? – ისე ვიქცეოდი, თითქოს არ მაინტერესებდა, სინამდვილეში კი ინტერესი მჭამდა.
–რას და იმას, რომ ის მე-11 კლასის ყველაზე სიმპატიური ბიჭია.
–სისულელეა... ვინ გითხრა ეგ?
–ჩვენმა კლასელმა, მარიმ. – გულში ცუდად გამკრა რაღაცამ... მართალია არავის არ ვეხატები გულზე, მაგრამ მარი ამას ყოველთვის გამოკვეთილად მაგრძნობინებდა. – თურმე მისი ნაცნობი ყოფილა.
–შენ მარისი გჯერა?
–არაა მთლად ისეთი ცუდი გოგო, როგორიც შენ გგონია.. – ჩაიბუტბუტა და ფანჯარაში გაიხედა.
–კაი ხო... და რა ჰქვია იმ ახალ საყვარელ ბიჭს?
–ბექა... – თვალებანთებულმა შემომღიმა და დაამატა, – ბექა ქათამაძე.
–არ მეცნობა ასე.. – მხრები ავიჩეჩე და მანანიდან გადმოვედი.

მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა ჩემი წინა ისტორია :* ესეც ახალი ისტორიის დასაწყისი. არ ვაპირებდი ჯერ ატვირთვას, მაგრამ მარი ამომ მთხოვა... გავაგრძელო?



№1 სტუმარი Ann

Gaagrdzele <3 momwonnsss

 


№2  offline წევრი lamazmani

კი გააგრდზელე მომწონს ველი ახალს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent