შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამით მოტაცება... მთაწმინდაზე [9]


28-12-2014, 17:05
ავტორი prettygirl
ნანახია 2 548

მოკლედ და კონკრეტულად, მადლობა წინა თავზე დაწერილი კომენტარებისათვის და იმისთვის რომ ასეთი ტკბილები ხართ და კიდევ იმისთვის რომ მოთხრობას კითხულობთ და არ გინდოდათ შეჩერება...მე კი მაპატიეთ წინა თავზე მიწერილი ბოლო წინადადება.. ცუდი ავტორი ვარ მე ვიცი... რაც გინდათ მითხარით...

--------------------
სულ 8 ნი ისხდნენ 8 კაციან მაგიდაზე.. გოგოები რომ შემოვიდნენ გიგამ და ნიკომ იმდენი "იჩალიჩეს" და " იხვარცალეს" ( საიდან მოვთხარე ეს სიტყვა ) რომ ქეთა გიგასთან დაჯდა, სოფაჩკა ნიკოსთან.. როგორც სურდათ ვაჟბატონებს...უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ლაპარაკი საბამ წამოიწყო:
- მოდი ჯერ რამე შევუკვეთოთ შემდეგ კი საქმეზე გადავიდეთ. თქვა და გაიღიმა... მენიუ გადმოიღო ნიკომ და საბას უთხრა:
- ჰმ.. 60 ხინკალი ავიღოთ, რადგან ბევრნი ვართ.. ღვინო- შავი "ალადასტური" ... 5 დიდი ხაჭაპური.. თქვენ რას შეჭამთ გოგოებო?ჰკითხა ორივეს და სოფაჩკას გაუღიმა.. ნიკო ელოდა, რომ ეს წიწკვი გოგოები ან რაიმე მსუბუქ სალათს შეუკვეთავდნენ, ან დესერტს ცოტაოდენს.. სოფაჩკამ კი უთხრა:
- ქაბაბი, ლობიანი და ალადასტური არ გვინდა,თავს მატკიებს.. თეთრი ღვინო ავიღოთ რამე..
- ოჰო....აი ნამდვილი მოქეიფე ქალი ძმაო.. თქვა და ჩაიცინა.
- შესწორება 1 - გოგო, შესწორება 2- უბრალოდ საჭმელი შევუკვეთე.. თქვა დაა გულწრფელად ჩაიცინა..
- შენიშვნა მიღებულია! ოფიცერივით შემოიდო ნიკომ ხელი თავზე და სერიოზული სახით გამოჰკითხა სხვებს თუ რას შეჭამდნენ.. ქეთამ თქვა:
- მე მხოლოდ ბოსტნეულის სალათი...როგორ იქნებოდა ეხლა აქ რომ გიგა არ ჩაკვეხებოდა და სალაპარაკო თემა არ წამოეწყო..
- ვეგეტარიანელი ხარ?
- არა.. მოუჭრა მოკლედ და გასასვლელისაკენ გაიხედა.
- აბა? არ ნებდებოდა ჩვენი რიჟა ბიჭი...
- სხეულის ფორმას ვუფრთხილდები... უთხრა და თვალი ჩაუკრა...
- აააააა.. მხოლოდ ეს აღმოთქვა გიგამ და თავში ახალი იდეის ძებნა დაიწყო საუბრის წამოსაწყებად...
- გეტყობა. უთხრა მაცდური ღიმილით და ხარბად აათვალიერა წვრილი სხეული...
- თუ ჰორმონების მოზღვავება იგრძენი შემიძლია ჩემი მეზობელი ნორას ნომერი მოგცე.. ცოტა კი მობერდა მაგრამ, საწოლშია უფ... და ცერა თითი ჰაერში აწია... გაშტერდა, გაოგნდა, გამოტაყვანდა გიგა... დანარჩენები სიცილით იხოცებოდნენ.. ასეთ დღეში იყო ნიკოც... სოფაჩკა და ქეთა არ იყვნენ ჩვეულებრივი გოგონები, ვისაც ისინი მანამდე იცნობდნენ, ბიჭების "დაკერვის " გეგმა წყალში ჩაიყარა... მაგრამ გიგა რისი გიგა იყო თუ თავს არ დაიძვრენდა ამ უხერხული სიტუაციიდან.. მთელი გაბედულება მოიკრიბა და თქვა :
- კარგი იდეაა.. თან შენი მეზობელია და თუ რამე შენთანაც გავაგრძელებ ხოლმე ჰორმონების დაკმაყოფილებას... და გაიცინა..
- საცოდავო.. ერთი ეს მიაძახა ქეთამ აგდებულად და წყალი მოსვა... ოოოოო ინტერესმა აქ იჩინა თავი.. ეკადრებოდათ ნიკოს და გიგას გოგო სდომებოდათ და ვერ დაეკერათ? არა! ელენე იქიდან ურტყამდა მუჯლუგუნებს გოგოებს, საბა და ანდრო აქედან ბიჭებს, სოფი კი სიცილით იგუდებოდა ამ სიტუაციაზე.. თუმცა ეს სიცილი ნერვიულ სიცილს უფრო ჰგავდა ვიდრე მხიარულს ... უკვე 6 აპრილი იყო.. 3 დღე დარჩა.. ანდროსთვის ჯერაც არ ჰქონდა ნათქვამი.. მტკიცედ გადაწყვიტა ხვალ საღამოს ეცნობებინა ყველაფერი...რესტორანში სადილობამ ასე თუ ისე მშვიდად ჩაიარა...ხვალინდელი დღის გეგმებზე ბევრი ისაუბრეს..
- ესეიგი, ხვალ შენი კორპუსიდან ერთი გაჩერების მოშორებით მოვიდეთ ,რომ არ შეგვამჩნიონ ხო?
- ჰო ზუსტად! უთხრა და მორცხვად ჩახარა თავი...
- უიმეე .. სად იპოვეს ასე უმანკო სიყვარულისა და მორიდების მოყვარულმა ადამიანებმა ერთმანეთი ძაან მიკვირს.. დანანებით ჩაილაპარაკა ნიკომ , როცა ელენეს საქციელი შეაჩნია....
- ძააან უჭირს. გადასჩურჩულა სოფაჩკამ ქეთას და ორივემ ჩაიფხუკუნეს...(არაა რაა.. ამ გოგოებმა მართლა მაგრად მიასვეს ჩვენი ბიჭები)...
- ჩვენ გვეჩქარება.. ღიმილით გადახედა ანდრომ სოფის.. რაზეც საპასუხოდ მუჯლუგუნი მიიღო , საკმაოდ ძლიერი...
- დავიშალეთ და აბა ხვალამდე! თქვა საბამ და ელესკენ წავიდა რომ აგეცილებინა.. ანდრო და სოფი თავის გზას გაუდგნენ ანდროს სახლისაკენ, საბამ ელენეს უთხრა წამო სადმე გავისეირნოთო და დარჩნენ რესტორნის კართან გიგა, ნიკო, ქეთა და სოფაჩკა..
- წამო გაგაცილებთ. უთხრა ღიმილით ნიკომ..
- სახლის მისამართი რომ დამავიწყდება გასაცილებლად მერე დაგირეკავ.. სიცილით უთხრა სოფაკამ..
- რაიყო ტოო.. კი არ ვიკბინები..." ნაწყენმა " ჩაილაპარაკა ნიკომ..
- ჰო მართლა გაგაცილებთ მხოლოდ, ამდროს ქალაქში მარტო ასეთი გოგოების სიარული საშიშია.. ღიმილით უთხრა გიგამ ქეთას...
- საშიში დასანახი იქნება ეხლა თქვენი სახეეები თუ კიდევ დიდ ხანს აპირებთ თავი მოგვაბეზროთ.... შეუღრინეს უკარებებმა და წასვლა დააპირეს.. ბიჭებმა თვალი ჩაუკრეს ერთმანეთს.. ხელები ერთმანეთს დაჰკრეს და ერთმანეთს გადაუკაპარაკეს ჩუმად:
- გეგმა B.. თქვეს ერთდროულად და გოგოებს აეკიდნენ... ქეთას გიგა დაეწია, სოფაჩკას ნიკო.. სწრაფად მოატრიალეს ორივე მკლავებით და ერთდროულად დაეძგერნენ ბაგეებზე... რაზეც საპასუხოდ ოთხად მოკუნტული მდგომარეობა მიიღეს შუა ტრასაზე და გოგოების ზიზღით მოწმენდილი ტუჩები.. მოკუნტულ და ტკივილისაგან მოკეცილ ნიკოს სოფაჩკა მიუახლოვდა , ცხვირზე თითI დაჰკრა და უთხრა სიცილით:
- გოგოების დაკერვის აზრზე არ ხარ რა.. და სიცილით გაეცალა იქაურობას...
( მიხვდით ალბათ ბოლოს რატომ მოიკუნტნენ ბიჭები , ერთ ადგილას რომ ამოარტყეს , ასე მოზდით ტუტუც, ხეპრე, ცინიკოს და ბაბანიკ ბიჭებს)

დღეს მეტი დიდი თავის დაწერა ვერ მოვახერხე, ახლაც საქმეზე გავრბივარ..



№1  offline წევრი talaxadze133

პირველი ვარრრ <33 მომწონს ნუ დაიკარგები ხოლმეე love

 


№2  offline წევრი kukla

Dzaalian Magaria Chemo Gogo, Gaagrdyele Aba Shen Ici Warmatebebi<3 Velodebi Axal Tavs (am motxrobis Ertguli MkitxveLI<3)

 


№3  offline წევრი 4 Black Cat♥

♥♥♥♥ კარგი გოგო ხარ. გამახარე, რომ გააგრძელე და გაითვალისწინე ჩემი რჩევა ♥♥♥♥ ჯერ არ წამიკითხავს ეხლა ვიწყებ, მაგრამ დარწმუნებილი ვარ კარგი იქნება.♥♥♥♥

 


№4 სტუმარი terooo

Vgijdebi shenze. Zaan magaria. ..:-D au vicineee

 


№5 სტუმარი terooo

Bolooom gamagija.. arc ert tavshi ar wamikitxavs egeti momenti...
Gavgijdi
gadavirie
Shokshi var..

 


№6  offline წევრი prettygirl

Uuuuuudidesii madlobaaa aiii rogor gamaxaret xom AR icit tqven <3 yvelaze mosiyvarule mkitxveli myavs <3

talaxadze133
პირველი ვარრრ <33 მომწონს ნუ დაიკარგები ხოლმეე love

kukla
Dzaalian Magaria Chemo Gogo, Gaagrdyele Aba Shen Ici Warmatebebi<3 Velodebi Axal Tavs (am motxrobis Ertguli MkitxveLI<3)

4 Black Cat♥
♥♥♥♥ კარგი გოგო ხარ. გამახარე, რომ გააგრძელე და გაითვალისწინე ჩემი რჩევა ♥♥♥♥ ჯერ არ წამიკითხავს ეხლა ვიწყებ, მაგრამ დარწმუნებილი ვარ კარგი იქნება.♥♥♥♥

terooo
Vgijdebi shenze. Zaan magaria. ..:-D au vicineee

terooo
Bolooom gamagija.. arc ert tavshi ar wamikitxavs egeti momenti...
Gavgijdi
gadavirie
Shokshi var..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent