შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(არა)ჩვეულებრივი [9]


28-12-2014, 17:32
ავტორი MyLove
ნანახია 2 729

გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დააცხრა გამწარებული ბაქარი დემეტრეს და ცემა დაუწყო..
ხომ შემეძლო, მეკივლა, მეწივლა და თავზე დამემხო ყველაფერი..
მაგრამ ერთადერთი რასაც იმ წუთში ვგრძნობდი იმედგაცრუება იყო..
მაინც არ მეგონა ასე საცემად თუ გაიმეტებდა ბაქარი ვინმეს..
მისი ასეთი გამწარებული სახეც პირველად მენახა..
აცრემლებული თვალებით გავხედე გაშმაგებულს..
-ვერასოდეს გაპატიებ ამას..-ვთქვი თითქმის ჩურჩულით, როდესაც ეს ორი გააშველეს..
თვალებით თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ სირბილით შევედი ატირებული კლასში და მერხზე დავემხე..
ორი გაკვეთილი თვალებდასიებულმა ძლივს გავძელი, მერე დამრიგებელმა შემატყო ცუდად ყოფნა და სახლში წასვლა შემომთავაზა.
-დირექტორთან არიან ორივენი, ბატონი დათო შენც გიბარებს თავის კაბინეტში.. ნუ გეშინია არაფერი მოხდება, შენ უბრალოდ სიმართლე თქვი და დამნაშავეს გარიცხავენ..
ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ნელიმ და კაბინეტისკენ მიბიძგა..
-შეიძლება?!-დავიწუწუნე, როგორც კი ოდნავ შევაღე კარი..
-მობრძანდით..-გაისმა მკაცრი ხმა და მისი გაგონებისას შემაკანკალა.
დავითის წინ ატუზულები იდგნენ ორთავე..
ზიზღის თვალებით გადავხედე ორი წამით ბაქარს და მერე მზერა დათოს გავუშტერე.
-თინანო, რა მოხდა მეტყვი?!
-მე..მე..
-ის არაფერ შუაშია!-დაიგმინა ნაცნობმა ხმამ და გვერდით დამიდგა.
ადრე თუ ვინატრებდი რომ ამ მომენტში ჩემს გვერდით დამდგარიყო, ახლა მხოლოდ ის მინდოდა მოვშორებოდი.
-ბაქარ გაჩუმდით!
-მე არაფერი დამინახავს.. მხოლოდ ის დავინახე რომ ჩხუბობდნენ..რატომ არ ვიცი..- დავიჩურჩულე აწითლებულმა და ცრემლი მოვიშორე.
-მაშ რატომ ტირიხართ?!
-მე,, უბრალოდ.. დედაჩემი ცუდად გახდა და ახლა სახლში უნდა წავსულიყავი..
ეჭვისთვალით შემათვალიერა დირექტორმა და სამივეს ნება დაგვრთო გარეთ გამოვსულიყავით.
-თინანო..ერთი წუთით..-მკლავში ხელი ჩამავლო ბაქარმა და სინანულით სავსე თვალებით გადმომხედა, რომელშიც წყალი ჩამდგარიყო..
-ხმა არ გამცე! საერთოდ... საერთოდ დაიკარგე!.-ბრაზით გავაღრჭიალე კბილები და ხელის დახსნას ვეცადე..
-ბოდიში.. მაგრამ, არასოდეს არ წავალ შენგან შორს!.-ნიშნის მოგებით მიპასუხა.
-ბოდიში მე კი არა დემეტრეს მოუხადე! ჩემთან საბოდიშო კი არა, საერთოც არაფერი გაქვს!
-შენ ცალკე დაგელაპარაკები მერე!.. ახლა მე და დემეტრეს საქმე გვაქვს..- გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და დემეტრეს მიუბრუნდა.
-ხმას არ გაგცემ არასდროს!-დავუყვირე გამწარებულმა.-თუ დემეტრეს ხელს დააკარებ არ ვიცი რას ვიზამ!
-შენ მე მართლა მოძალადე გგონივარ?- იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა.- ადამიანებს კი არ ვკლავ ადამიანო, უბრალოდ ლაპარაკი მინდა რაღაც თემებზე.
-შენი რაღაც თემები მუშტი და წიხლებია ხომ?! მოძალადე ხარ აბა რა ხარ?! მერამდენე ადამიანი უნდა ცემო ჩემს თვალწინ?!
-ეს პირველი იყო..-გაიკვირვა..
-იმედი მაქვს, უკანასკნელიც რადგან თვალით არ დაგენახები!
* * *
-მოკლედ რა.. თინანო არის ჩემი გოგო და მორჩა ბაზარი!
-რაღაც არამგონია შენი გოგო ეგრე გეგცეოდეს..
-ნუ მეკამათები, თორე მეორედაც არ გამიჭირდება მაგ სიფათის მილამაზება.
-მაშინ სამუდამოდ დაკარგავ მის ნდობას, თუ დაკარგული არ გაქვს უკვე!-ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა დემეტრემ და გვერდზე გაიხედა.-სხვის ნადავლს მე არ ვეხები, ძმაო!
-თინანო ჩემი ნადავლი არ არის! ის იქნება ჩემი ცოლი, დედაჩემის რძალი და ჩემი შვილების დედა.. აქ არანაირი ნადავლი არ არსებობს!
-ჯერ მისი გულის მოგება მოგიწევს, მაგრამ არამგონია თინანო ისეთი გოგო იყოს, ძალადობით შეიძლებოდეს მისი გულის მოგება!
-მართალი ხარ.. მაგრამ მე ... შენ რატომ გელაპარაკები საერთოდ!
-მისმინე ძმაო, არ მინდა რამე პრობლემა მქონდეს რომელიმე სკოლელთან! მაგ გოგოსთან ცუდი განზრახვით არ მივსულვარ...
-მიხვალ და შენი აჯობებს!..
-მოკლედ რა... ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც თინანოს აავნებს!-გამოსცრა კბილებს შორის დემეტრემ
-შენ მე მის თავში მეცილები?!- არანაკლებ ბრაზიანად თქვა ბაქარმაც
-ღადაობ ტო?! თინანოს როგორც დას ისე აღვიქვამ და გირჩევნია მისი გული დროზე ადრე მოიგო!! თორე მერე ვინმე ნაბ**ვარი გამოჩნდება და არ გირჩევ!-თვალი ჩაუკრა და გაშორდა.
ამ ხნის განმავლობაში პირველად დაუკვირდა თავის არასწორ საქციელს..
მიხვდა, რომ თინანოსთან ჩხუბით და სიუხეშით ვერაფერს გააწყობდა..
ნერვიულად დასვა შუბლზე ხელი და ტელეფონი ამოიღო...
თავიდან მესიჯის მიწერა გადაწყვიტა,მაგრამ მერე გადაიფიქრა..
* * *
-თინანო მე და საბა სოფელში მივდივართ, ბებო გამხდარა ცუდად! შენ გამოცდები ხომ გაქვს და ვერ წამოხვალ.. ჭკიუთ იყავი იცოდე! რამე რომ დაგჭირდეს დამირეკე!
-კარგი დედა არ ინერვიულო!.. დამირეკე რომ ჩახვალთ და ბებია მომიკითხეთ!
ახლა ყველაზე მეტად მარტო დარჩენა არ მინდოდა, ლიაკოც ქალაქში იყო წასული დედამისთან ერთად..
როგორც ჩანს საღამომდე მარტო მომიწევს ყოფნა..
ბაქარი...
ღმერთო, როგორ მაბნევს ეს ადამიანი..
ყოველთვის, როგორ ცდილობს რომ ტკივილი მომაყენოს?!.
ნუთუ ამას ძალით აკეთებს?..
ალბათ უნდა მაზღვევინოს მარის რომ დავაშორე და ახლა ტკივილს მაყენებს და მაწყენინებს..
ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შევიმშრალე..
კარზე ზარის ხმა გავიგონე და გასაღებად წავედი..
-შენ აქ რა გინდა?!- გაკვირვება ვერ დავმალე, როცა ზღურბლს მიღმა ბაქარი დავინახე შოკოლადებით ხელში, თავჩაქინდრული..
ნელა წამოწია თავი და წარბაწევით გამიღიმა..
მაცდური ღიმილით კი შოკოლადისკენ მიმანიშნა..
-შემომიშვებ?!
-კიი.. შემოდი!-გვერდზე გავიწიე და უფლება მივეცი შემოსულიყო.
მასზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი..
ამიტომ ჟმოტი სახე ავიფარე და ნაწყენი გავყევი უკან.
მისაღებში პატარა მაგიდაზე დააწყო შოკოლადები და იქვე სავარძელში ჩაესვენა..
მის თითოეულ მოქმედებას გაკვირვებით ვაკვირდებოდი და გული თავისებური სითბოთი მევსებოდა..
-რა გინდა?-გავუმეორე პირველი კითხვა და თვალებში ჩავაჩერდი.
-ახლა, რომ რაღაც გითხრა ვიცი შეიძლება არ დაიჯერო მაგრამ.. არ გამაწყვეტინო!-საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და წარბები შეკრა.
გვერდით გაკვირვებული მივუჯექი იმ იმედით რომ რამე საინტერესოს მეტყოდა.
-შენები სად არიან?!-ირგვლივ მიმოიხედა.
-სოფელში.
-მერე მარტო არ გეშინია?!
-ნწ. საღამოს ლიაკოს დავურეკავ და ის გამოვა..
-კარგი! მოკლედ.. არ ვიცი საიდან დავიწყო.. -თავი მოიქექა და უფრო მომიახლოვდა..
წამიც და ჩემს მარჯვენა გვერდს ახურებული მიეხუტა..






დღეს არ ვაპირებდი ახალი თავის დადებას, მაგრამ გულმა არ მომითმინა და რაღაც დავწერე..
ვიცი ძალიან პატარაა და ბოდიშით!
თავს გამივიდა ჰოო??
აუუ რა ვქნა აბა.. დაუწერლადაც ვერ ვჩერდები და..
მარა თქვენ ისეთი საყვარლები ხართ მაპატიებთ ხოო??
ჩემი ძმაც არ მაცდის წერას
უნდა დავსვა ეხლა!
ააბაა შეაფასეთ!!
ლავიუ!



№1  offline წევრი BvBArMy

სულაც არ ვარ საყვარელი და სულაც არ გაპატიებ, კარგი რააააა. რა პატარა თავებია საერთოდ არ მყოფნის, თან კარგად რო წერ მითუმეთეს. ამის მერე იმედია გაზრდი რააა. ისე ძალიან მომეწონს love
--------------------
I Hate Everything About You

 


№2 სტუმარი terooo

Vaime ra sayvareli myavxar. . Ase patarasac rom deb... ar ginda guli rom ar matkino ici rom gelodebi

 


№3  offline წევრი kapasa

Vwuwunebt sul patara tavebze da mgoni miechbia :)))

 


№4  offline წევრი Khaleesi

BvBArMy
სულაც არ ვარ საყვარელი და სულაც არ გაპატიებ, კარგი რააააა. რა პატარა თავებია საერთოდ არ მყოფნის, თან კარგად რო წერ მითუმეთეს. ამის მერე იმედია გაზრდი რააა. ისე ძალიან მომეწონს love




გეთანხმები აბსოლიტურად

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzalian paatara tavebia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent