შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაზე ლამაზი დედიკო *1.1.*


28-12-2014, 18:56
ავტორი ენდი
ნანახია 1 360

სუპერმარკეტიდან პროდუქტებით დატვირთული გამოვედი და გეზი
პირდაპირ ჩემი მანქანისკენ ავიღე. მესამე დღეა ცოლი დაქალებთან ერთად გუდაურში
გავისტუმრე დასასვენებლად, მე კი შვებულების უქონლობის გამო ქალაქში
მომიწია დარჩენა. მანქანაში პარკები ჩავტენე და ის-ის იყო გასაღები
გადავატრიალე, რომ კარები 19-20 წლის გოგონამ გააღო და ჩემს გვერდით
სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა. გაოცებულმა შევხედე, მან
კი ამის საპასუხოდ მარჯვენა ხელი გამომიწოდა:
- მე ანი ვარ
- სასიამოვნოა, ლაშა; ხელი გავუწოდე და კვლავ გაკვირვებულმა შევხედე
- ტერიტორიულად სად მიდიხარ ლაშა?
- ნუცუბიძეზე
- ხოდა, ძალიან კარგი. მეც მაქეთ ვცხოვრობ და იმედია სახლამდე მიმიყვან;
გამიღიმა, ძალიან ლამაზი ღიმილი ქონდა
- რა თქმა უნდა, ვუთხარი და მანქანა დავქოქე. სარკეში მისკენ ვაპარებდი
ხოლმე თვალს, თითებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში
- აი აქ გამიჩერე; მითხრა ჩემი სახლის წინ მდებარე აფთიაქთან, ხელი დამიქნია
და მადლობაც არ უთქვამს ისე გადახტა მანქანიდან...
უცნაური მგზავრის საქციელზე გამეღიმა, პარკები მანქანიდან გადმოვზიდე
და ლიფტის ღილაკს მივაჭირე თითი. ის-ის იყო ლიფტში შევედი, რომ კვლავ
ნაცნობი ხმა მომესმა, ერთი წუთით დამელოდე რააა. ლიფტში ანა შემოვიდა
და გვერდით დამიდგა:
- შეიძლება ცოტა ხნით შენთან დავრჩე?
- ხომ მშვიდობაა?
- კი, კი, მხოლოდ რამდენიმე დღით, ორი ან სამი
- არაფერი მესმის
- იცი სახლში პრობლემები მაქვს და...
- და ჩემზე ახლობელი ვერავინ ნახე?
- კი, უფროსწორად ვერა... სხვა დროს აგიხსნი კარგი?
- მგონი საკმარისად დიდი ხარ, იმისთვის, რომ მიხვდე სრულიად უცნობი
მამაკაცის სახლში ღამით დარჩენა კარგი აზრი არ უნდა იყოს
- ძალიან, ძალიან, გთხოვ
ამასობაში კარებიც გაიღო და ლიფტიდან გამოვედით.გასაღები ბინის კარებს
მოვარგე, ანა კი კედელზე იყო მიყუდებული და საცოდავი თვალებით მიყურებდა.
- კარგი, შემოდი; მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ.
ყურებამდე გაღიმებულმა შემომხედა და სახლს თვალი მოავლო...
- მარტო ცხოვრობ?
- არა მეუღლესთან ერთად, მაგრამ ახლა დასასვენებლადაა წასული
- უიი, ასეთი ანგელოზივით ბიჭი მარტო როგორ დაგტოვა?
თითქოს ოდნავადაც არ გაკვირვებია ჩემი ნათქვამი და ირონიული მზერა
შემავლო
- მგონი მოგიწევს შენ აქედან მიბრძანება, გული მიგრძნობს
- სამარე ვარ, მითხრა და პარკებიდან პროდუქტების ამოლაგებას შეუდგა.
- მე ვახშმობას ვაპირებ, ხომ არ დამეწვევი?
- დიდი სიამოვნებით, მითხრა და უზარმაზარი პიცის ნაჭერი პირში ჩაიტენა
- ფრთხილად არ დაიხრჩო
- ვეცდები
- ანი, რამდენი წლის ხარ?
- 23-ის; სრული დარწმუნებით მომიგო
- ანიიი
- ხო კაი, 19-ის; თავად?
- 24-ის
- დაბერებულხარ და ეგაა
- მორჩი ბევრ ლაპარაკს და წამობრძანდი ოთახს გაჩვენებ
- დიდად მადლობელი დაგრჩები.
ანის სასტუმრო ოთახი დავუთმე, მე კი საძინებელს მივაშურე, რადგან რთული
სამუშაო დღის შემდეგ ცოტა დასვენება არ მაწყენდა
- ტკბილი ძილი; დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ჩემი ცოლის პერანგში
გამოწყობილი ანი ოთახში შემოვიდა
- შენც ასევე; იმედია დილით რომ ავდგები ჩემი სახლი გატანილი არ დამხვდება
- ეგეთი თავხედიც არა ვარ რომ გაგქურდო; ანიმ კარები გაიჯახუნა


***
დილით სამზარეულოში მოფუსფუსე ანი შევამჩნიე, რომელიც ჩემგან ზურგით იდგა და რაღაცის გამოცხობას გულმოდგინედ ცდილობდა. ახლა
კარგი შანსი მომეცა, რომ დავკვირვებოდი: მუქი შოკოლადისფერი თმები
ქონდა და ამავე ფერის თვალები . რამდენი კითხვა გამიჩინა ამ გოგომ:
ან რატომ ჩამიხტა მანქანაში? ან რა მიზეზით შემომისახლდა? ან მე თვითონ
რატომ მივეცი ამდენის უფლება? ალბათ კიდევ დიდხანს ვიდგებოდი ასე
გახევებული, ანის რომ არ შევამჩნიე:
- დილამშვიდობის
- დილამშვიდობის; რას აკეთებ?
- ოოო, დაჯექი, ჩემი შემოქმედება უნდა გაგისინჯო. ყავით სავსე ფინჯანი
გამომიწოდა და ჩემს წინ მოთავსდა
- გემრიელია, ვუთხარი და ყავა მოვსვი. სწავლობ თუ მუშაობ?
- არც ერთი და არც მეორე
- რატომ?
- აუ, შემეშვი რაა.. ასეა საჭირო და იმიტომ. შენ კიდე მგონი სამსახურში
გაგვიანდება
- შაბათ-კვირას არ ვმუშაობ. დღესაც აქ აპირებ დარჩენას?
- არა მარტო დღეს
- ეს როგორ გავიგო?
- ჯერ არ ვაპირებ წასვლას და იმედია სახლიდან არ გამაგდებ.
- მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს ცოლს აქ არ დახვდები
- იეჭვიანებს?
- მერედა როგორ ... სულაც არ მინდა, რომ ეს ყავისფერი კულულები
დაგაგლიჯონ
- რა იყო, ქაჯი მოიყვანე?
- წესიერად
- ოოო, ნუ გადამაყოლე რა ამ შენს ტურფას.
- ღმერთო შენ გვიშველე. ამოვიხვნეშე და თავი ხელებში ჩავრგე. მდგომარეობიდან პატარა წამოყვირებამ გამომარკვია
- რა მოხდა?
- ძალით არ მიქნია
- რა არ გიქნია ძალით?
- რადა, შენი ტურფას ულამაზეს კაბაზე ყავა გადამესხა
- მომკლავს ლიკა; მსუბუქად გავიღიმე
- ნუ გეშინია, გადარჩები
- იმედია
- დღეს რას აპირებ?
- უკაცრავად?
- მთელი დღე ჩემი ყურებით უნდა დატკბე, თუ რაიმე გეგმები გაქვს-თქო?
- ბედი შენი, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ. არა, არანაირი გეგმები არ მაქვს.
- ხოდა ძალიან კარგი, მაშინ მე მაქვს. მოწესრიგდი და ნახევარ საათში გავდივართ. საათზე დაიხედა, თორმეტისთვის მზად იყავი
- შენთან ერთად არსად წამოსვლას არ ვაპირებ
- რა იყო მოტაცებას კი არ გიპირებ; ჩაიცვი და ნახევარ საათში გავდივართ-თქო.
რა მეტიჩარა გოგოსავით მახვეწნინებ ...
- ეს რა შარში გავყავი თავი ... ჩავიბუტყუნე და ოთახის კარები მივიჯახუნე
- დაუჩქარე, 25 წუთი დაგრჩა
- უკვე 24
- ხოდა კიდე, იმედია შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი არ გამომეცხადები
- მადლობა რჩევისთვის საყვარელო
- არაფრის ძვირფასო; ეზოში დაგელოდები ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent