შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Love Me If You Dare (პირველი ნაწილი)


2-01-2015, 00:17
ავტორი kookie127
ნანახია 1 943

Love Me If You Dare (პირველი ნაწილი)

-ჰიემიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!! ადექიიიი!!!!!
-უუმმმ......რა დროა?აუ ცოტაც რააა......
-კიდევ დააგვიანებ, ჩქარა ადექი!!!_ცივი წყალი დამესხა ზურგზე.
-ააააა!!!!! კვანმი, ცივიაა!!!
-ვიცი და მაგიტომ დაგასხი! აბა სხვაგვარად არ იღვიძებ შენ!
-ხო კაი ვდგები და მივდივარ ვახ.....
-ჩქარა და საჭმელი შეჭამე ისე არ წახვიდე.
-აუ დღესაც?
-რა, დღეს შოკოლადიანი პურები გაგიმზადე.
-ააა რა კაიაააა!!!!!_ წამებში ჩავიცვი და კიბეებზე დავეშვი, შემდეგ კი ჩქარა ჩავკბიჩე შოკოლადიანი პური.
-მმმმმმმმმმმმმმმმ........... რა გემრიელია.
-ფეთხუმო! ცხოველო! ვინ გასწალავა ასე ჭამა?!_დამიცაცხანა კწანმიმ, მე კი ბოლო ლუკმაც უცებ გადავყლაპე და გარეთ გავვარდი.
-ჩანთა?! ჩანთას მე მიტოვებ?
-უი უი სულ დამავიწყდა._კარებშვე ავიღე ჩანთა და სკოლისაკენ წავედი.
ჩო ჰიე მი, შემოკლებით ჰიემი, მე 16 წლის გოგონა. მე დედა არ მყავს, მამასთან და ძმასთან ერთად ვიზრდებოიდი, ალბათ ამიტომაც ვიყავი ყოველთვის ასეთი ბიჭური. ამჟამად მარტო ვცხოვრობ, მამა ავსტრალიაშია, ძმა კი კომპანიში მუშაობს და თანაც ოჯახი ყავს ახალი სახლი იყიდა და ძველი მედამიტოვა. პატარაობიდანვე ვსწავლობდი სხვადასხვა ჩხუბის სახეობას, მაგრამ ყველაზე მეტად ტაეკვონდო და ქუჩის ჩხუბი მიზიდავს, სწორედ ამიტომ არის, რომ სკოლაში ვერავინ მჩაგრავს და ქუჩის ხულიგნებს ადვილად ვუსწორდები.მე ორი საუკეთესო მეგობარიმყავს. სორა_მამიკოს გოგოა, ყველაზე ლამაზი და ამავროულად მდიდარი გოგონა მთელ სკოლაში, ის ხშირად გვპატიჟებს მე და ჯისუს სხვადასხვა გასართობ ადგილებში, მაგრამ სამწუხაროდ თითქმის ყოველთვის უარს იღებს. ჯისუ_წიგნის ჭიაა, ერთ-ერთი უჭკვიანესი გოგონა სკოლაში, ხშირად აკვირვებს ხალხს მისი სიჭკვიანით.დეგები, მაგრამ წიგნებთან ერთად დაღამება და გათენება ცოტა არ იყოს უცნაურიც არის.მოდი ისევ ჩემ შესახებ გეტყვით რაღაცას.პატარაობა ჩინეთში ავატარე, სწორედ იქ ვისწავლე ბევრი რამ, ვსწავლობდი როგორც ჩხუბის სახეობებს, ასევე ვეცნობოდი ხელოვნების დიდ სამყაროს, ვისწავლე ხატვა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. თან და თან ვისწავლე ფორტეპიანო. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვისასეთი იდუმალი ვარ მეც მაქვს ჩემი ნაზი მხარე, რომელიც ფურცელზე საღებავებით გადმომაქვს, ვხატავ ჩინეთის იმ ულამაზეს ბუნებას რომელიც ხუთი თითივით ვიცოდი, რომელშიც პატარაობა მაქვს გატარებული..........
ზრრრრ.........ზზრრრრრრრ......
-ალო გისმენთ! ა სორა შენ ხარ? რა მოხდა? აბა საად? ვერ გხედავ. ა კარგი კარგი დავინახე მანქანა._სორამ დამირეკა, მანქანით მიდის სკოლაში და დამინახა.
-როგორ ხარ?_მაგრად ჩამეხუტა სორა და ტუჩები საკოცნელად გაამზადა.
-ეეეე მომშორდი, ხომ იცი ასეთ რაღაცეებს ვერ ვიტან._ მოვიშორე სორა.
-ხო, ხო კაი ვიცი._ჩაიცინა სორამ.
-შენ ასე ადრე არ მოდიხარ-ხოლმე სკოლაში და დღეს რა მოხდა?
-გუშინ დედაჩემი იყო მოსული სახლში და თურმე მაღვიძარა 15 წუთით ადრე დაუყენებია, მეც ადრე წამოვდექი და ადრე გამოვედი სახლიდან, ისე იცი ხვალ რომ ახალი კლასელი გვყავს?
-ააა.........არა აზრზეც არ ვარ და არც მაინტერესებს, გოგოა?
-არა!!!!!! ბიჭი და ძალიან მიხარია, იცი თურმე რა კარგი ვიღაცააა???? ძველ სკოლაში ძალიან პოპულარული იყო და ახლაც ძალიან პოპულარულია, მთელ ქალაქში, თან თურმე ძალიან კარგად უკრავს, ცეკვავს და მღერის.
-სულაც არ მაინტერესებს, თუ უნდა ბალეტს ცეკვავდეს, მე ჩემი საქმეები მაქვს.
-ჰაჰაჰაჰაჰ, ახლა ასე ამბობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ როცა მას ნახავ ძალიან მოგეწონება, აი სურათიც მაქვს და ნახე._სორამ ტელეფონი გამომიწოდა, რომელზეც ვიღაც მომხიბვლელი ბიჭის სურათი იყო.
-მოაშორე, რაში მჭირდება, შენსავით დევნას არ დავუწყებ._გაბრაზებულმა ტელეფონს ხელი ვკარი და ფანჯრისკენ შევტრიალდი.
-ჰაჰაჰაჰა რა სასაცილო ხარ და როგორ გაგაღიზიანა იმ ბიჭზე საუბარმა, ჰაჰაჰაჰა.
-გეყოს._ვთქვი და სორას გავხედე, რომელიც ტელეფონს ჩაჰყურებდა და თავისთვის ჩუმად ხითხითებდა. მართლაც არ მაინტერესებდა ის ვიღაც ბიჭი,მე იმაზე ვფიქრობდი რა უნდა დამეხატა გაკვეთილების შემდეგ სახელოსნოში.
ამასობში სკოლასაც მივუახლოვდით და ორივე მანქანიდან გადვედით, სკოლაში შევდიოდით, როცა ჯისუს ხმა მოგვესმა. ის როგორც ყოველთვის წიგნებით დატვირთული მოდიოდა სკოლაში და ძლივსღა მოათრევდა ამდენ სიმძიმეს. სორა არ წამოიღო, მე არც გამჭირვებია და ამიტომ ნახევარი გამოვართვი ჯისუს და სამივენი სკოლაში შევედით. სკოლაში სრული სიჩუმე იყო, მე და ჯისუს ეს გვიზიდავდა, მაგრამ სორას არ უყვარდა ასეთი სიჩუმე, იქ ხომ არავინ არ იყო რომ მისთვის ყურადღება მიექცია.
-აუ რა არის ეს...არავინ არააა?!!!!_გაბრაზებულმა მიმოიხედა სორამ.
-რა კარგია სიმშვიდე._თვალები დახუჭა ჯისუმ და შემდეგ სათვალე შეისწორა.
-როგორც ყოველთვის მართალი ხარ ჯისუ და გეთანხმები, მართლაც რა კარგია სიწყნარე._გავუღიმე ჯისუს.
-გაკვეთილების დაწყებამდე ჯერ კიდევ 40 წუთია, მე ბიბლიოთეკაში წავალ._თქვა ჯისუმ და წასვლა დააპირა.
-მოიცა წიგნები მიგაცილებ ბიბლიოთეკამდე და მე კლასში ავალ._ვუთხარი ჯისუს და უკან ავედევნე, სორამ კი ის სამი წიგნი მე გადმომცა.
-აჰა.....მე სკოლის სტადიონზე ვიქნები.
მე და ჯისუ ბიბლიოთეკაში მივედით, რა თქმა უნდა აქაც სიმშვიდე იყო. ჯისუ ერთ მაგიდას მიუჯდა და წიგნი გადაშალა.
-ჯისუ, რამე საინტერესო წიგნი ხომ არ იცი, ისეთი მე რომ დამაინტერესოს?
-მაინც? შენ რა მოგეწონება?
-ნუუ არ ვიცი, აბა შემომხედე და მერე მითხარი რა შეიძლება რომ ავარჩიო?!_ჯისუმ თვალები მოჭუტა, შემომხედა და თქვა.
-მმმმ..........მგონი საშინელებათა ჟანრის წიგნი კარგი იქნება.
-ეეეეე, ნუ ხარ ეგეთი ბოროტი, ცუდო გოგო!_დავუღრუნე ჯისუს, რომელიც საყვარლად იღიმოდა და თან წიგნს ჩასჩერებოდა.
უხმოდ გამოვედი ბიბლიიოთეკიდან და მუსიკის ოთახში შევედი, ფორტეპიანოს მივუჯექი და დაკვრა დავიწყე. ამის შემდეგ სახელოსნოშიც შევიარე და ნახატებს გადავხედე. გაკვეთილების დაწყებამდე ათი წუთი იყო დარჩენილი მე რომ კლასში ავედი. ჯისუ ჯერ კიდევ არ ამოსულა, ალბათ ისევ წიგნებში აქვს თავი ჩარგული, სორა.....აი აქ არის.
-როგორც იქნა ამოხვედი. სტადიონზე არავინ არ იყო და ამიტომ იქ ვეღარ გავჩერდი. აბა დღეს რა გეგმები გაქვს? ჰაჰა, ისე ახლა გამახსენდა მე რომ მეკითხებოდი, შენ რატომ მოხვედი ასე ადრე?
-ეს რამოდენიმე დღე ჩემი ძმა იყო მოსული, ცოლ-შვილი დასასვენებლად გაუშვა და ისე როგორ წავიდოდა მე რომ არ ვენახე? ამ საღამს თვითონაც წავა, და დღევანდელს რაც შეეხება, მაგ მუტრუკმა ცივი წყალი დამასხა და მეც რაღა მექნა, ავდექი.
-ჰაჰაჰაჰა კარგია, იქნებ ცოტა გამოფხიზლდე._გადაიხითხითა სორამ.
-რას შვებით არ აპირებთ გაკვეთილისთვის მოემზადოთ?
-როგორც იქნა, ამოხვედი, დამტანჯეთ უკვე თქვენი ლოდინით._სახე მოღუშა სორამ.
-გეყოს ტლიკინი, მერხთან დაჯექი, ხელი ვკარი სორას და ის უცებ დაჯდა სკამზე.
გაკვეთილები, ოხ ეს მოსაწყენი გაკვეთილები. კიდევ კარგი უკვე მეორე სემესტრია და მალე დავამთავრებთ მას.
-ბავრშვებო, ხვალ ახალი მოსწავლეები გვეყოლება, ამიტომ გთხოვთ კარგად მოიქცეთ და მათზე ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვოთ, გასაგებია?_თქვა მასწავლებელმა და ჩვენ შემოგვხედა, მანამდე ჟურნალში იჭყიტებოდა.
-დიახ._ერთიანად დაიძახა კლასმა.
-სადილის შემდეგ ერთი კლასელი შემოგიერთდებათ, ხვალ კი დანარჩენებს გაიცნობთ._თქვა მასწავლებელმა და კლასიდან გავიდა.
-კლასელები? მოიცა მე ვიცოდი რომ ერთი გადმოდიოდა და თურმე კლასელები?! ანუ ერთზე მეტი._აღშფოთებას ვეღარ მალავდა სორა.
-ვაუ....სორას ცოდნია რომ თურმე კლასელები, ერთ ადამიანზე მეტია.
-ეეეიიი....უბრალოდ გამიკვირდა სხვა არაფერი, იმედია ყველა ბიჭი იქნება და ყველანი სიმპაიურები.
ეხ სორა სორა, საქმე რომ არაფერი გაქვს მაგის ბრალია. ამას ვფიქრობდი შემდეგ გოგონებს დავემშვიდობე და სახელოსნოსკენ გავწიე, უეცრად ჩემი ტელეფონი აზუზუნდა. ნეტავ ვინ უნდა იყოს ახლა? ჩემი ძმა ხომ არ არის? არა ნომერი არ მეცნობა, ვნახოთ ვნახოთ.
-გისმენთ!
-ჰიემი როგორ ხარ?
-ვინ ბრძანდებით ვერ გიცანით.
-ნუთუ ისე შევიცვალე რომ ხმაზეც ვერ მცნობ. ისევ ისეთი ქალაბიჭა ხარ და ხეებზე დაძვრები არა? ჰაჰაჰაჰა._გადაიხარხარა ნაცნობმა, მაგრამ ამავდროულად უცნობმა ხმამ._შემოტრიალდი ნუთუ ვერც ასე მიცნობ?!
შმოვტრიალდი და ის დავინახე.
-მარკ?
-როგორც იქნა._თქვა მან და გაიღიმა.
-მარკ, ეს მართლაც შენ ხარ. თვალებს არ ვუჯერებ, ღმერთო ჩემო, შენ პირობა შეასრულე, მაგრამ მგონი ცოტა გვიან.
-სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
-რომ იცოდე როგორ ვბრაზობდი ხოლმე შენზე. აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო?
-ამერიკაში ვიყავი და აქ ჩამოვედი, თანაც პირობა შევასრულე, მეი რა გინდა? არ გიხარია?
-მიხარია....ძალიან._გავუღიმე მარკს.
ვინ არის მარკი? რა პირობაზე ვსაუბრობდით, ყველაფერს მოგიყვებით. როცა ჩინეთში ვიზრდებოდი, მარკი იქვე მეზობლად ცხოვრობდა ერთ დიდ სასახლეში, მარკი მარტო იყო ბაბუასთან ერთად, ჩვენ ვმეგობრობდით და ძალიან კარგად ვიყავით ერთად. მართლაც ბიჭური ვიყავი, კაბებს არ ვიცვამდი, სულ ხეებზე დავძვრებოდი. ბოლო წელს როცა ჩინეთში ვიყავი მარკს ბაბუა გარდაეცვალა და იძულებული გახდა ამერიკაში წასულიყო, იქ დედა ცხოვრობდა, მაგრამ მისი ძირძველი სამშობლო კორეაა, მან წასვლის წინ პირობა მომცა რომ კორეაში დაბრუნდებოდა და ახლა 8 წლის შემდეგ აასრულა იგი.
-ესე იგი შენ ხარ ახალი კლასელი არა?
-სწორედაც.
-წამოდი მინდა რაღაც გაჩვენო._ვუთხარი მარკს, ხელი მოვკიდე და სახელოსნოში წავიყვანე, კარადა გამოვაღე და ჩემი ნახატები ვაჩვენე.
-ეს ადგილები გახსოვს?
-ვაუ, ნუთუ ეს ყველაფერი შენ დახატე?
-აჰამ, და ყველაფერი კარგად მახსოვს. აი ეს მდინარე და ჩანჩქერი სადაც ვვარჯიშობდი ხოლმე, ეს კი ბამბუკის ხეივანი და აი პანდებიც, კიდევ ერთხელ მინდა შემოვიარო ეს ადგილები, ძალიან მენატრება.
-საოცარია ჰიემი, ყველაფერი კარგად გახსოვს და თანაც ულამაზესად ხატავ, არასდროს გიფიქრია სამხატვრო აკადემიაში მოხვედრაზე?
-მარკ, მე აქ უბრალო გოგო ვარ, ყველა გამირბის ჩემი ორი საუკეთესო მეგობრის გარდა, იმის გამო რომ მე ჩხუბი ვიცი და შეიძლება ძალიან უბრალოდ რამე დავუშავო, ჩემზე ჭორებიც კი დადიოდა თითქოს მაფიოზია და თავისი ბანდა ყავსო, ამიტომ ყველაფერს ჩუმად ვაკეთებ და არ მინდა ჩემი ჩუმი ცხოვრება დაირღვეს.
-გასაგებია, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ახლა გაკვეთილი დაიწყება და კლასს უნდა გავეცნო.
მე და მარკი კლასში დავბრუნდით, ზარიც დაირეკა და მასწავლებელმა მარკი დაფასთან გაიყვანა, ის კი კლასს გაეცნო და ბოლოს თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა.
-ვა ნახე ესეც რა კარგი ბიჭია არა?_გადმომხედა სორამ.
-ჰო, ჰო კარგია კარგი.
-მოიცა მოიცა მოგეწონა?
-არა რა სისულელეა!
-ჰა მითხარი რა მოხდა? რაღაც გახარებული ხარ.
-გაკვეთილების შემდეგ ყველაფერს გაიგებთ.
ყველანი კაფეტერიაში ჩავედით. მაგიდასთან მხოლოდ მე ჯისუ და სორა ვისხედით, წყნარად და უხმაუროდ მივირთმევდით სადილს,მაგრამ სიჩუმე სორამ დაარღვია.
-აბა, რა უნდა გეთქვა ჩვენთვის?
-მმ...მმეე??
-ხო შენ ქალბატონო._მკაცრი ტონით მითხრა სორამ და ბრაზიანი თვალებით გადმომხედა.
-ხო, გეტყვით გეტყვით, ოღნდ ჩუუმად იყავით.
-მიდი მიდი მალე თქვი ბიბლიოთეკაში უნდა წავიდე.
-მოკლედ მარკს პატარაობიდანვე ვიცნობ. მე და მარკი ერთად ვიზრდებოდით ჩინეთში. ის ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა მდიდრულად, მაგრამ ბაბუის გარდაცვლების შემდეგ იძულებული გახდა მშობლებთან დაბრუნებულიყო ამერიკაში, მაგრამ ის კორეელია. წასვლის წინ პირობა მომცა, რომ დაბრუნდებოდა და ახლა დაბრუნდა, მაგრამ მგონი ცოტა დაიგვიანა.
-და მგონი ახლა აქეთ მოდის._სათვალე შეისწორა ჯისუმ.
-ჰაი! ჰიემი ესენი შენი მეგობრები არიან?
-საუკეთესო მეგობრები და აქ რა გინდა? ხომ გითხარი ყველაფერი.
-არაუშავს ჰიემი ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით, მერე რა._დამამშვიდა სორამ.
-ოოხხხ...._შევუღრინე ბავშვებს და ჭამა განვაგრძე. ძალიან სწარაფ ვჭამდი, ლუკმა გადაყლაპული არ მქონდა, რომ უკვე მეორეს ვიდებდი პირში.
-ასე სად გეჩქარება?_მკოთხა მარკმა.
-საქმეები მაქვს და მინდა მალე გავაკეთო.
-ხო მაგრამ რავიცი რამე არ მოგივიდეს ეგრე ჭამით._დადარდიანებული სახით შემომხედა მარკმა, მე კი უბრალოდ ხელი ავუწიე იმის ნიშნად რომ კარგად ვიყავი.
ჩემი სადილი უცებ გადავსანსლე და სკოლიდან გავვარდი, თან ჩემი სამხატვრო ატრიბუტებიც წავიღე და ავტობუსში ჩავჯექი. ატობუსი, რომ ბოლო გაჩერებასთანაც მივიდა, ჩამოვედი და ფეხით გავაგრძელე გზა, მივადექი ერთ უმშვენიერეს ადგილს. ეს იყო მაღალი ადგილი, რომელიც გადაჰყურებდა მდინარეს, ამ ადგილს ალაგ ალაგ ერტყა ხეები, რომლებიც თითქოს ხეივანს ქმნიდნენ. ეს ადგილი წვიმის შემდეგ ულამაზესი იყო, როცა მზე გამოანთებდა და ხის ფოთლებზე დაცემული წვიმის წვეთები ათასფრად ბრწყინავდნენ.
სანამ მზე ანათებდა ამ ადგილის მონახაზი ჩავხატე ფურცელზე, შემდეგ კი სხვა ნახატის ხატვას შევუდექი. მომინდა დამეხატა ადამიანის სახე, მაგრამ ვერ მოვიფიქრე თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის. ფურცელზე უბრალოდ შემოვხაზე მაღალი სილუეტი, შუბლზე ჩამოშლილი შავი თმებით, შვი თვალებით, სწორი ცხვირით, მუქი ტუჩებით და თეთრი კანით. ტანი კი შემდეგნაირი დავხატე: გრძელი ხელ-ფეხი, წვრილი თითები, ისეთი პიანისტებს რომ აქვთ, ეს ყველაფერი ბიჭს თითქოს სუსტს აჩენდა, მაგრამ მთლიანობაში, მისი მკაცრი გამოხედვა ამავდროულად ძლიერიც იყო და ნაზიც, მისი სიმაღლე ძლიერს ხდიდა. ნახატს ფერები შევმატე და ძალიან მომეწონა. ადამიანებს იშვიათად ვხატავ, უფრო პეიზაჟების ხატვა მიზიდავს, მაგრამ ახლა იმდენად მომეწონა ეს პროცესი გადავწყვიტე უფრო ხშირად დამეხატა ისინი.
ამასობაში მოსაღამოვდა, სანამ ავტობუსის გაჩერებამდე მივაღწევდი კი უკვე გვარიანად დაღამებულიყო. ავტობუსს ველოდებოდი, როცა დავინახე მაღალი სილუეტები სიბნელეში არც დამიწყია თვალიერება და იმას უფრო ვუყურებდი ავტობუსი მოდიოდა თუ არა.
-საით ლამაზო?
-სახლში.
-გინდა გაგაცილოთ?
-არა გმადლობთ მელოდებიან.
-ოო სანამ შენ იქამდე მიხვალ, მოდი ფეხით წავიდეთ გავისეირნოთ._ერთმა მუტრუკმა ხელი მომკიდა.
-არ მინდა._გავუძალიანდი და არ ავყევი.
-წამოდი წამოდი ფეხით სიარული ადამიანის ჯანმრთელობისთვის კარგია._მითხრა ერთმა, და სწორედ ამ დროს გამოჩნდა კიდევ ერთი მაღალი სილუეტი. ეს იყო მაღალი ბიჭი, რომელსაც გიტარა ჰქონდა გადაკიდებული ზურგზე.
-ავტობუსი აქ აღარ იქნება, ბოლო ავტობუსი ნახევარი საათის წინ წავიდა, აი.
_გვითხრა ბიჭმა და ავტობუსის გაჩერების კედელზე მიკრული ფურცელი გვანახა, სადაც ეწერა, რომ 10 საათის შემდეგ აქ ავტობუსები აღარ მოძრაობდნენ, რადგან აქ ცოტა ხალხი ცხოვრობდა და საჭიროც არ იყო. გადავწყვიტე ხულიგნებს გავყოლოდი, სხვა გზა არც მქონდა.
-ესე იგი მივდივართ არა?!_ჩაიცინა ერთ-ერთმა.
-როგორც ჩანს_ვუპასუხე მე და ბიჭს გახედე და უცებ ჩემი ნახატი გამახსენდა, თუმცა ნორმალურად ბიჭის სახე მაინც ვერ გავარჩიე. სურათი იმიტომ გამახსენდა რომ, როცა ფურცელზე გვითითებდა თითები ისეთივე გრძელი და მოხდენილი ჰქონდა როგორც ჩემ ნახატში, თმებიც ჩამოშლილი. ყოველ შემთხვევაში მის დანახვაზე ჩემი ნახატი გამახსენდა.
-წავედით თქვა ერთ-ერთმა მუტრუკმა და გზას გავუყევით, მაგრამ ის ბიჭიც გამოგვყვა. გავიარეთ რამოდენიმე მეტრი და ვიგრძენი ერთ-ერთმა მათგანმა როგორ შემომხვია წელზე ხელი, ჩანთა და სხვა ატრიბუტები ზურგზე არ მეკიდა, რათა ჩხუბის შემთხვევაში ადვილად მემოძრავა. წელზე შემოხვეული ხელი მოვიშორე და ბრაზით გადავხედე.
-ნუ მიბრაზდები პატარავ._მითხრა მან და ისევ შემომხვია ხელი.
-გამიშვი არ მსიამოვნებს._ღრენით ვუთხარი მას, მან კი სხვებს გადახედა და ჩვენ გზიდან გადავუხვიეთ.
-მოდი პატარა, არაფერს გატკენთ, ცოტა წავითამაშოთ და გაგიშვებთ.
-წავითამაშოთ? მაინც რა?! დამალობანა? თუ დაჭერობანა?
-დაჭერობანა!_თქვა ერთმა და სწრაფად მომიახლოვდა. მეც თამაშში ავყევი და ეშმაკურად ჩავუცინე ამით ის მიხვდა რომ თანახმა ვიყავი და ხელი გამოიშვირა რათა წელზე შემოეხვია, მე კი უცებ გადავაგდე ჩემი ატრიბუტები, ის არც შერხეულა და სწორედ ამ დროს ხელზე მაგრად მოვუჭირე და გადავუწიე. „აააა!!!“ სიმწრისგან დაიძახა მან და ამაზე ერთ-ერთი მოვარდა მე ფეხი შევუშვირე მის სახეს და ის უკან გადავარდა, ამასობაში პირველმა ჩემი ხელი მოიშორა და შემომიღრინა, დავინახე ჩემკენ მომავალი მესამე აყლაყუდა, მაგრამ სანამ ის მოვიდოდა პირველ მოთამაშეს ერთ ადგილას ფეხი ამოვარტყი ის კი სიმწრისგან ჩაიკეცა. ახლა მესამეღა დამრჩა გავიფიქრე, ის სხვებთან შედარებით უფრო მაღალიც იყო და დაკუნთულიც. ის მომიახლოვდა და მუშტი გამომიქანა, მაგრამ მე ავიცილე და ამასობაში იქვე მდგარ ხეს ფეხი ვკარი, ჰაერში ამოვტრიალდი და ფეხი ჩავაზილე, სამივე ძირს ეგდო, უცებ მოვარდა რამოდენიმე პოლიციელი, მათ ყველაფერი ვუამბე და გამომიშვეს.
-ვინმე ხომ არ გაგაყოლოთ?_მკითხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
-არა, იყოს ხომ ხედავთ თავის დაცვა კარგად მეხერხება, ამიტომ არ არის საჭირო.
-კი მაგრამ ასე კარგად ეს პატარა გოგონა როგორ გაუმკლავდით ამხელა ზულიგნებს.
-ჰაჰა, მე პატარაობაში ჩინეთში ვიზრდებოდი და იქ ჩხუბის რამოდენიმე სახეობა ვისწავლე.
-გასაგებია, პატარაობიდანვე თუ სწავლობდით და ვარჯიშობდით მაშინ თქვენთვის ადვილი იქნება.
-დიახ, ახლა კი დაგემშვიდობებით, ნახვამდიშ.
-ნახვამდის._მითხრა პოლიციელმა და წავიდა.
ჩემი ჩანთა, ჩემი ნახატები, ის ხომ სადღაც მივაგდე და ახლა არ ვიცი სად არის. ყველგან დავუწყე მათ ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე.
-ამას ეძებ?_მითხრა იმ ბიჭმა გაჩერებაზე რომ ვნახე.
-ოჰ, მადლობა, თქვენ საიდან აღმოჩნდით აქ?
-დავინახე ის ბიჭები რაღაც ცუდად იქცეოდნენ, ამიტომ გადავწყვიტე გამოგყოლოდით, რომ დაგხმარებოდით, მაგრამ
-მაგრამ როგორც ხედავთ მე თვითონ მოვუარე მათ.
-სახლში მაინც აქეთ მოვდიოდი და ისევ იმ გზით უნდა გავაგრძელო გზა.
-მართლა? მეც.
-ერთად ხომ არ წავიდეთ? კიდევ ერთი ჩხუბი ხომ არ მელის?
-ჰაჰაჰა.....არა ნუ ღელავთ შეგიძლიათ მშვიდად მიხვიდეთ სახლში.
მე დაუცნობი მივდიოდით, ხმასაც არ ვიღებდით, მე ამის თაივც არ მქონდა და უცნობიც ალბათ ასდე იყო, როცა ჩემი სახლის შესახვევს მივუახლოვდით უცნობს დავემშვიდობე და სახლისაკენ გავეშურე. რა სულელი ვარ, რამე მაინც მეთქვა მისთვის, ან მადლობა გადამეხადა, სახელი მაინც მეკითხა ბოლოს და ბოლოს. ძალიან დაღლილი მივედი სახლში, იმიტომ რომ დიდი ხანია არ მიჩხუბია და ვარჯიში მაკლია. დილით გადავწყვიტე სკოლაში უფრო გვიან მივსულიყავი ვიდრე გუშინ და გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე სკოლის ეზოში ვიყავი.
რა ამბავია?! ამდენი ხალხი ჩემს სანახავად გამოვიდა? თანაც თითქმის სულ გოგონები, აი სორაც პირველი დგას, ნეტავ რა უნდა ხდებოდეს?! ჩქარა გავემართე იმ ადგილისაკენ სადაც სორა იდგა, მლოულოდნელად ვიგრძენი როგორ შემოგრიალდა სკოლის ეზოში მანქანა, მე იქით შევბრუნდი და მალე გოგონების ბრბო ჩემკენ გამოექანა. ზოგმა ფეხი დამაბიჯა, ზოგმა ხელი მკრა და ძლივს გამოვაღწიე ბრბოდან. ვერაფერს ვერ ვხედავდი ამიტომ ბრბოს შემოვუარე და მანქანას ამოვეფარე, აქედან კარგად დავინახე წინ წამოჭიმული სორა და დავინახე როგორ გადმოვიდა მანქანიდან სამი ბაღალი ბიჭი, მაშნვე მეცნო ერთ-ერთი, ძალიან გავს იმ ბიჭს რომელიც გუშინ ვნახე, მაგრამ შეიძლება ზურგით რომ დგას ასე მგონია, თუმცა მასაც ჰქონდა გიტარა, ოღონდ ხელში ეჭირა თავისივე ჩანთით. სორა ჩანს რომ დიდ ემოციებშია, და თანაც სულ იმ ბიჭს უყურებს, ყველაფერი უნდა გავარკვიო.
სკოლაში შევედი და დავინახე როგორ შემოყარა დირექტორმა გოგონები, მე დავიმალე, რადგან არ მინდოდა საყვედური შემხვედროდა, გაკვეთილების დაწყებამდე ჯერ კიდევ იყო დრო, მაგრამ ეს აყალმაყალი მე ხომ არ მომიწყვია? როცა დირექტორი და გოგონები წავიდნენ სამალავიდან გამოვედი და შევამჩნიე რომ ჩემი ჩანთა გახსნილი იყო და შიგნით საგანგებოდ წამოღებული ჩემი ფუნჯები იქ აღარ იყო. ეს ფუნჯები სპეციალურად დავამზადებინე და ზედ ჩემი ინიციალებია. “ხედავ, ჩვენ დანახვაზე ყველა გოგო რომ გამოიქცა? ნუ ჩემთან უფრო მეტი გოგო მოდიოდა“ მომესმა ხმა. გავიხედე და.....ნუთუ ეს მართლა ის ბიჭია? „ჰმ, ეს რა ფუნჯებია?“-თქვა მან, ო არა, ჩემი ფუნჯები ნახა, ახლა როგორ გამოვართვა? მიცნბოს და არ მინდა რა მოკლედ...... ო, მართალია თმა. თმა ის გაავიკეთე, რომ სახე დამეფარა და მისკენ წავედი და ხელი გავუწოდე, მან ხელი ჩამომართვა, რა მიუხვედრელია, მე თავი გავუქნიე და ფუნჯებზე მიუშვირე თითი.
-ააა, ეს თქვენია?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მან ფუნჯები გადმომცა, მე უცებ შემოვტრიალდი და ეს-ეს იყო კიბეზე უნდა ავსულიყავი რომ შემომესმა.
-ხედავთ?! კიდევ ერთი ფანატი, ფუნჯები სპეციალურად ძირს დაყარა რომ მე მენახა და შემდეგ მე შემხებოდა._რა? რა დიდი წარმოდგენა აქვს ამ ბიჭა თავის თავზე.
-ფანი? უფროსწორად ფანატი? ჰაჰაჰაჰა რა სასაცილოა, მგონი ვიღაცას თავის თავზე ძაააააააალიან დიდი წარმოდგენა აქვს._ეს ვთქვი და მოსაცმლით ფუნჯები გავწმინდე, თითქოს მისი ნათითურების მოშორება მინდოდა. მანამდე კი მის გვერდით მდგომებმა მის „აშლილ“ სახეს გადახედეს და სიცილისგან კინაღამ ჩაბჟირდნენ. ისე ეს სამი ისეთ შტაბეჭდილებას მიქმნიდა თითქოს ჩემი ჯისუს და სორას ბიჭი ვარიანტები იყვნენ. ყველაზე მაღალი დაკუნთული იყო (სხვებიც, მაგრამ ეს უფრო) ეტყობოდა ბევრს ვარჯიშობდა და ისეთი ტიპაჟი იყო, რომ მაშინვე შევატყვე ჩხუბისთავი უნდა ყოფილიყო, მეორე სათვალიან, საკმაოდ წყნარი იყო და მაშინვე ჯისუ გამახსენდა, ახლაც პატარა წიგნი ეჭირა ხელში, მგონი ბიბლიოთეკაშ ჯისუს კონკურენტი ეყოლება, აი მესამე კი ყველაზე მომაბეზრებელი ადამიანი იყო, მატრაკვეცა და ამპარტავანი, სორას გავდა თითქოს, მაგრამ სორამდე თითქოს რაღაც აკლდა და ვერ მივხვდი რა.
კლასში ავედი და მალე ის სამიც ამოვიდა, მატრაკვეცა მასწავლებლის მერხთან დადგა იმ ორთან ერთად და დაიწყო.
-მოგესალმებით, ჩვენ ახალი მოსწავლეები ვართ, მასწავლებელი გვთხოვს რომ სახელები ვთქცათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენ ყველამ იცით ჩვენს შესახებ._ვუსმენდი და სიცილი მინდებოდა, მაგრამ როგორ გამეცინა ამდენ ბავშვებში, გიჟად ჩამთვლიდნენ.
-ჯისუ, შენ იცი ამ ბიჭების შესახებ?_ვკითხე ჯისუს ჩუმად, რომელსაც წიგნში ჩაერგო თავი.
-კი ათოსი, პორთოსი და არამისი.....მოკლედ რომ ვთქვათ სამი მუშკეტერი._თქვა მან და გაღიმებული სახით შემომხედა, ამაზე ორივეს გაგვეცინა.
-მარკ, იქნებ შენ მაინც იცი ვინ არიან ეს ბიჭები?_ახლა მარკს შევეკითხე.
-მოიცა, ახლა გაკვეთილი იწყება და დამთავრდება თუ არა გეტყვი კარგი?
-აუ ძმა ხარ!_ვუთხარი მარკს და გავუღიმე. მე და მარკი მართა და-ძმასავით ვიყავით და მე ახლაც ასე ვუყურებ მარკს, სხვა არაფერი გეგონოთ ჰაჰაჰა.
გაკვეთილი დაიწყო და მასწავლებელმა დიდი სიამაყით წარმოგვიდგინა ჩვენი ახალი მოსწავლეები, ლაპარაკობდა იმას თუ როგორი ნიჭიერი იყო მატრაკვეცა და რა ჭკვიანი იყო სათვალეებიანი, კიდევ ამბობდა თუ როგორი დიდი სპორტსმენი დადგებოდა დაკუნთული და ბოლოს როგორც იქნა დაამთავრა და გაკვეთილი დავიწყეთ. ასე არსდროს მდომებია გაკვეთილის დაწყება. როცა ყველა გაკვეთილი დავამთავრეთ, მე სახელოსნოში გადავწყვიტე დაბრუნება, ჯისუმ კი მითხრა რომ ბიბლიოთეკაში წავიდოდა. სორა მაშინვე გავარდა, ალბათ უნდოდა ბიჭები ენახა. მარკი, მარკიც იმათ მიყვა, ვიღაც გოგო მოწონებია და ახლა იიმას დასდევს, მაგას ხომ ვერაფერში ვერ გამოიყენებ რააა...
-ჯისუ, შეგიძლია ბიბლიოთეკაში რაიმე კარგი მუსიკალური წიგნები მინახო? ძალიან მაგარი გოგო იქნები თუ მომიძებნი!!!_მივაძახე კარებშივე.
-კარგი, რამეს მოვძებნი._თქვა მან და კიბეზე დაეშვა.
სახელოსნოში შევედი და არაფრისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ავიღე ჩემი ნახატი, რომელიც გუშინ მოვხაზე და მისი დახვეწა დავიწყე, იქვე გადმოვარდა უცნობი ბიჭის პორტრეტი, არც შემიხედავს ისე გადავდე უკანა მერხზე და მუშაობა განვაგრძე, თითქმის ვამთავრებდი, რომ ხმაური მომესმა ზუსტად ჩემ ზურგს უკან. მოვტრიალდი და მატრაკვეცა დავინახე. ჯანდაბა აქ რა უნდა?
-დიდი ხანია აქ ხარ?_ვკითხე, თან ცალი წარბი ავუწიე.
-ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი თავი ვნახე და ისიც თუ როგორ მუშაობდი. ხო ისე ამის შემდეგ იტყვი შენი ფანი არ ვარო?
-იცი რას გეტყი მე რასაც მინდა და როგორც მინდა ისე დავხატავ, მაშნ სულ არ ვიცოდი ვინ იყავი ეს რომ დავხატე, ის კი არა ახლაც არ ვიცი.
-კარგი, კარგი დაწყნარდი, ისე ვიღაცას მაგონებ.......მმმმ გუშინ საღამოს ერთი ათი საათისთვის გარეთ იყავი?
-არა, არა სკოლიდან პპ..პირდაპირ სახლში წავედი და მთელი დღე იქ ვიყავი._ვუთხარი დაბნეულად, მან ეჭვის თვალით შემომხედა.
-რა იყო! მართალს გეუბნები! ისე შენი სახელი არ ვიცი და არც იმორის, ისე ჩემმა მეგობარმა კი იხუმრა ათოსი, პორთოსი და არამისი, ანუ სამი მუშკეტერი არიანო, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე ნამდვილი სახელები?_ცოტა გამეღიმა ამის შემდეგ, მაგრამ ისევ სერიოზული სახე მივიღე.
-კარგი, გეტყვი, მე ჯერემი ვარ დაეილი კი სათვალიანი ბიჭი არის, აი სუნგმინი კი ჩვენი სპორტსმენი და ამავდროულად ცოტა ცუდი ბიჭია. მე ასე ვთქვათ ჩევნი ბანდის უფროსი ვარ და ხომ ხედავ რა პოპულარულიც._ახხხ.....ისე დაიწყო ტავისი თავის დიდება, ვუსმენდი, ვუსმენდი მას და საოცრად მაღიზიანებდა, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი.
-აღარ მოკეტავ? მე და ჯისუ ის ადამიანები ვართ რომლებიც კერპებად არ გაგიხდით გასაგებია?_მივახალე და ოთახიდან გამოვედი.
#ჯერემი
--აღარ მოკეტავ? მე და ჯისუ ის ადამიანები ვართ რომლებიც კერპებად არ გაგიხდით გასაგებია?_ეს სიტყვები თქვა და ოთახიდან გავარდა. რა უცნაური გოგოა, პირველად ვნახე ისეთი რომელსაც არ მოვეწონე, ნეტა რა დამიწუნა? რადაც არ უნდა დამიჯდეს თავი უნდა მოვაწონო და მერე ნახავს როგორ გამიხდის კერპად. მეც მივყევი, ოღონდ არ ვიცი სად წავიდა. წავედი და ძებნა ძებნაში მუსიკის ოთახს მივადექი, როგორ? შორიდან ოთახიდან ულამაზესი მუსიკის ხმა ისმოდა, ფანჯრიდან შემოსული სინათლე გოგონას თმებზე ეფინებოდა, ამ სინათლეში ვერც მის სახეს ვხედავდი და ვერაფერი ვერ გავარჩიე, მხოლოდ იმას ვხედავდი თუ როგორ მოძრაობდნენ მისი ლამაზი თითები კლავიშებზე. კარები ოდნავ შეღებული მქონდა და ისე ვუყურებდი მას, ვერც კი შევამჩნიე როგორ იღებოდა კარი ნელ-ნელა და უცებ ძრს დავეცი, მუსიკა შეწყდა და გოგონა ჩემთან მოვიდა, იმ ქაჯ გოგოს კი არ გავს „მე რომ არ მოვწონვარ“.
-კარგად ხარ? რამე ხომ არ იტკინე? ჰჰმმ...ასე იცის სხვების თვალთვალმა._მომესმა ნაცნობი ხმა, ოღონდ ის არა ვინსაც მე ვფიქრობ.
-მმ..არამიშავს._დავიბოხე ხმა და თავი ავწიე.
-.....ისევ შეეენ???_აღრენილი სახით მითხრა .
-რა ჩემი ბრალია, მუსიკის ოთახში მინდოდა მისვლა და მუსიკის ხმა რომ გავიგონე შემოვედი და შენ უკრავდი, მაგრამ ვერ გიცანი ისე იჯექი და ხო რა..._ვუთხარი ანერვიულებულმა და უცებ გამოვედი ოთახიდან, სახე დავიმშვიდე და ბავშვებით სავსე დერეფანში გაივარე. გოგონები ჩემს დანახვაზე თმებს იგლეჯდნენ და წიოკობდნენ, ხელის ჩამორთმევას მთხოვდნენ, მოკლედ გოგონები ჩემზე გიჟდებიან და იმ სულელს ნეტა რა დაემართა? აუ ისე რა ქვია ამ სულელს? მაგას მალე გავარკვევ, არ გამიჭირდება. ნეტავ სუნგმინი სადღა გაქრა? წავალ მოვძებნი. წასვლა დავაპირე როცა კუდში ერთი გამოპრანჭული გოგონა ამეკიდა.
-ჯერემი საით მიდიხარ?
-რაში გაინტერესებს? წადი შენ დაქალებთან გაერთე!
-ჩემს დაქალებს ჩემთვის არ ცალიათ ერთი ბიბლიოთეკაშა მეორე კი ან სამხატვრო ან მუსიკის ოთახში იქნება._ხატვის ან მუსიკის ოთახში?
-მოცა, მოიცა აი ის გოგო უხეშად რომ იქცევა ხოლმე შენი მეგობარია?
-ხო, ჰიემი რა იყო?
-არა, არაფერი უბრალოდ დამაინტერესა._ალბათ ის მესამეა ჯისუ, ჰიემიმ რომ ახსენა, ეს? ამას რა ქვია?
-ისე მე სორა ვარ! ძააალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა._გამიღიმა მან და ხელი გამომიწოდა, მე უხმოდ გავშორდი მას. მალე სპორტის დარბაზში ვიყავი და სუნგმინიც დავინახე, კალათბურთს თამაშობდა. ცოტა ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ სახლებში წავსულიყავით, მანამდე კი დაეილისთვისაც უნდა გაგვევლო. ის რა თქმა უნდა ბიბლიოთეკაშ იქნება. მე და სუნგმინი დერეფანში ვიყავით როცა დაეილი შეგვხვდა, წასვლა დავაპირეთ რომ ჰიემი დავინახე ერთ გოგოსთან ერთად, ეს ალბათ ჯისუ იყო.
-დაეილ ის სათვალიანი გოგო ვინ არის ხომ არ იცი?
-ის ჯისუა._მითხრა დაეილმა და სათვალე შეისწორა. ჯისუს ბევრი წიგნი ეჭირა ხელში, წინ ვერც ხედავდა რა ხდებოდა. ჰიემი უკან მიბრუნდა რათა წყალი დაელია, ამ დროს კი ჯისუმ ნაბიჯი გადადგა და ვიღაც ახოვან ბიჭს დაეჯახა, ორივენი წაიქცნენ და წიგნებიც აქეთ-იქით მიმოიფანტა.
-ვერ იყურები სად მიდიხარ? რა მოუხერხებელია ეს გოგო! ეგ შენი წიგნები სადმე წაიღე რა! წიგნის ჭია, მაგ წიგნებში ჩაიხრჩვები და მეორედ არ დავინახო რომ შენგან შევწუხდე, თორემ...._უყვიროდა ბიჭ ჯისუს, მინდოდა მივსულიყავი, მაგრამ ეს ჩემ იმიჯზე იმოქმედებდა ამიტომ თავი შევიკავე.
-ჰეი ჰეი ჰეი.....ვინ გასწავლა გოგონებთან ასე ლაპარაკი? მგონი ვიღაცამ დროა ჭკუა გასწავლოს! ჩემ მეგობრებს თავი დაანებე თორემ ინანებ!
-რას მიზამ! ა მამაშენს ბანდა ყავს თუ რაღაცა და იმას მომისვ არა? თუ შენ აპირებ გამისწორდე? კარგი რა, ჩემთან შედარებით წრუწუნა ხარ, ჰაჰაჰაჰა!!!!!_ჰიემის ვუყურებდი და ვხედავდი როგორ ეკიდებოდა ბრაზი.
-იცი რას გეტყვი?! ჯერ ესერთი მამაჩემს არანაირი ბანდა არ ყავს და მეორეც თუ ჩხეუბი გინდა წამოდი სკოლის უკან და ვიჩხუბოთ, მერე ვნახოთ რას იტყვი._ვაა ეს გოგო არ ხუმრობს, ჩხუბიც ცოდნია. მოიცა, რაღაცას მალავს, მგონი მართლა ის გოგოა გუშინ რომ ვნახე. ჩხუბის დროს გამოჩნდება ვინც არის.
მე, დაეილი და სუნგმინი დაბლა ჩავედით, იმდენი ხალხი იყო , რომ ვერაფერს დაინახავდით, მაგრამ ჩვენ სამი წინ გაგვიშვეს და ყველაფერს კარგად დავინახავდით, ჩვენ ისეთ ადგილს ვიყავით, რომ მასწავლებლებს და დირექტორს არ დავენახეთ. ჩვენ წინ ჰიემი და ის ბიჭი იდგნენ.
-ჩემო მეგობრებო, ახლა თქვენ იხილავთ თუ როგორ მოეღება ამ მატრაკვეცა გოგონას პარპაშს ბოლო, ერთხელ ვიღაცას მუშტი დაარტყა და გონია ჩხუბი იცის._სიტყვით გამოვიდა ჩხუბისთავი.
-ბევრ ტლიკინს მოეშვი, და დავიწყოთ, ვფიქრობ მალე დამთავრდება ჩვენი ორთაბრძოლა.
-მალე დამთავრდება აბა რა, მალე დაიჩოქებთ შენ და შენი მეგობარი და პატიებას მთხოვთ.
-ჰაჰა მაგასაც ვნახავთ._ჩაიცინა ჰიემიმ და ისე დადგა თითქოს კი არ უნდა იჩხუბოს პოდიუმზე უნდა გამოვიდესო, თანაც ცინიკურად შეხედა მოწინააღმდეგეს. იგი გაექანა ჰიემისკენ ჰიემი კი უბრალოდ გვერძე გახტა, ბიჭი კინაღამ ხეს შეეჯახა. ახლა ისევ უკან გამოიქცა ჰიემიმ ისევ იგივვე გააკეთა, ასე გაგრძელდა ცოტა ხანს, უკვე დაღლილი ბიჭი ფეხზე ძლივს დგებოდა და მუხლებზე დაეცა, ყველანი გაკვირვებულები ვუყურებდით.
-კარგი რა, ასე ხომ ყველას შეუძლია, გახტება გვერძე და ეგ არის, ამას ჩხუბს ეძახი?_ძლივს ამოღერღა დაჩოქილმა.
-რაო?! რას ამბობდი დამიჩოქებო? მგონი პირიქით მოხდა არა? ჩხუბი მე ჯერ არ დამიწყია, უბრალოდ ვფიქრობდი რომელი სახეობით დაგამარცხო, ჩემი ორი საყვარელი სახეობიდან ერთ-ერთი უნდა ამოვირჩიო, იქნებ ორივე?_ ბოლოს კი რაღაც გადაწყვიტა და მოემზადა, ამასობაში მისი მოწინააღმდეგეც წამოდგა და დაიწყო ნამდვილი ჩხუბი. ბიჭი მისკენ გაექანა და მუშტი მოუღერა, მაგრამ ჰიემი უკან გადაიხარა, შემდეგ უცებ ორივე ხელი გადაუწია, მან სიმწრისგან დაიყვირა, მას ახლა უნდოდა თავი ჩაერტყა ჰიემისთვის, მაგრამ ჰიემიმ ფეხი დაუხვედრა მის სახეს, ბიჭმა უკან დაიხია და ისევ ჰიემისაკენ გაიქცა, ჰიემიც გაიქცა, მაგრამ იქვე ხე იყო, მას ჯერ ერთი ფეხი ჰკრა ზემოთ აიწია, შემდეგ მეორე, ჰაერში გადმოტრიალდა და მოწინააღმდეგეს ფეხი ჩაარტყა და თან ზურგზე დააჯდა, ერთი ხელი ყელზე შემოხვია, ბიჭმა ერთი ხელი მას მოკიდა, მეორეს ყელზე იდებდა, რომ ჰიემის ხელი მოეშორებინა, ბიჭმა ჰიემის მოქაჩა და ოდნავ წინ წამოწია, მაგრამ ჰიემიმ ხელზე უკბინა და უცებ ჩამოხტა მისი ზურგიდან.ეს მოძრაობები ძალიან მეცნო, მაშინვე ის გოგონა გამახსენდა გუშინ რომ ჩხუბობდა, აუცილებლად გავარკვევ ყველაფერს. ამ დროისთვის ჰიემი დაბზრიალდა, წელი გადახარა და ფეხი მოწინააღმდეგეს დაარტყა, იგი შებარბაცდა და საბოლოოდ როცა ჰიემიმ კუჭის თავში ჩაარტყა იგი ძირს გაწვა და მოძრაობა უჭირდა.
-ახლა კიდევ იტყვი რომ ჩხუბი არ შემიძლია? მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ფორმაში არ ვარ. ნუ მოძრაობ უარესად გეტკინება და დიდხანს ვეღარ გამოხვალ მაგ მდგომარეობიდან, ერთ 2 წუთში გაგივლის ნუ ღელავ._ჰიემი ცალ მუხლზე დაიჩოქა და წირს მწოლს თვალებში უყურებდა, მე კი გავიგე როგორ ჩურჩულებდნენ უკან გოგონები და ამბობდნენ:„ვინც ამას გადაიმტერებს კარგი არაფერი დაადგება თავს, დარწმუნებული ვარ წასვლის წინ კიდევ რამეს უზამს და შეიძლება ადამიანი დააინვალიდოსო“. გავმწარდი ამ სიტყვებზე, არამგონია ჰიემი ასეთი იყოს, მაგრამ ვნახოთ შეიძლება მართალს ამბობდნენ.ამ დროს ჰიემი ძირს მწოლიარეს თითებს უზელდა, მეგონა გოგონებმა რაც თქვეს მართლა იმას აკეთებდა, მაგრამ ბიჭმა თითები გაამოძრავა და შემდეგ წამოდგომა ცადა, მაგრამ გაუჭირდა. ჰიემიმ ხელი მოკიდა და წამოაყენა.
-ვინმე მომეხმაროს თორემ ძალიან მძმეა და შეიძლება გავიჭყლიტო, მაგრამ სანამ წახვალ მინდა ჯისუს ბოდიში მოუხადო, მას არაფრის გულისთვის ეჩხუბე და გული ატკინე._ჯისუ მორცხვად მოვიდა,ბიჭმაც ბოდიში მოუხადა, ისე ლაპარაკობდა მართლა ეტყობოდა რომ მიხვდა ცუდად მოიქცა, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ჰიემისც კმაყოფილი იღიმებოდა.
ამ ამბის შემდეგ ყველანი დავიშალეთ და ისევ სკოლის ეზოში ვიყავით როცა ჰიემი დავინახე. „ან ახლა, ან არასდროს“ გავიფიქრე და მასთან მივედი ხელი მოვკიდე და ისეთ ადგილას წავიყვანე სადაც ბავშვები არ იყვნენ.
-აღიარე, რომ გუშინ ისე გოგო შენ იყავი, შენ ეჩხუბე იმ სამ ბიჭს, იმიტომ რომ იმ მოძრაობებს ზუსტად ისე აკეთებდი როგორც გუშინ._ამ სიტყვებზე გაშეშდა, თავი დაბლა ჰქონდა ჩახრილი ერთ კუთხეში იყო მომწყვდეული, არ იცოდა რა ექნა, თანაც იმანაც დააბნია ასე ახლოს რომ ვიდექი.
#ჰიემი
აუ რა უნდა რაა!!! ვუთხრა? მერე რომ მთელ სკოლას გააგებინოს? ვეტყვი რაც იქნება იქნება დავემუქრები და მორჩა, იქნებ ამის შემდეგ მაინც შემეშვას.
-კარგი ხო მე ვიყავი, ესე იგი ის გიტარიანი ბიჭი შენ იყავი არა? რა საინტერესოა, მაშნ როგორი თავაზიანი იყავი და ახლა აქ რა ჭირი დაგემართა? ისე არავისთან არავისთან არ თქვა რომ მე ვხატავ და ვუკრავ, შენ მეგობრებთანაც კი გასაგებია? თუ იტყვი იცოდე ინანებ, თუ მუქარა არ გაჭრის, მაშინ გთხოვ!
-ეი გოგო ნორმალურად ილაპარაკე! ხო ის ბიჭი მე ვიყავი. რაშ მჭირდება რომ არ ვთქვა? არაფერსაც არ ვიზამ, ხვალამდე შეიძლება კი დამავიწყდეს.
-კარგი კარგად!!!_მოვიშორე ჯერემი და უცებ წამოვედი. გზად მარკი შემხვდა.
-ჰიემი გინდა გაგაცილო?
-კი დიდი სიამოვნებით ჩემი ქუჩამდე მიმაცილე და მერე წადი თუ გინდა.
-კარგი, კარგი მაინც საქმეები მაქვს.
-უი, უი ისე იმ გოგოსთან რა ქენი? გაიცანი?
-აუ რავი კი და კაი გოგოა...მგონი.
-შენ ისეთი ხარ კიდევ ბევრი ვინმე მოგეწონება, ამიტომ არაფერს არ გეუბნები.
მე და მარკი მივდიოდით, თან გზა და გზა ვლაპარაკობდით ბევრ რამეზე, ვიცინოდით, როცა ჩემ ქუჩას მივუახლოვდით მარკი დამემშვიდობა და მეც სახლისკენ წავედი, როცა ჩემ სახლს მივუახლოვდი, გვერძე სახლში ბარგი გადაჰქონდათ, ალბათ როგორც იქნა ვიღაცამ იყიდა ეს სახლი და მეხობელი მეყოლება, საღამოსკენ რამეს მოვიფიქრებ რომ გავიცნო. დიდხანს არ გავჩერებულვარ და სახლში შევედი. ვფიქრობდი, როგორ გამეცნო ახალი მეზობელი, ეს ხომ აუცილებელია?! საღამოს სამზარეულოში ვტრიალებდი, როცა კარებზე კაკუნი მომესმა, კარები გავაღე მაგრამ არავინ დამხვდა, მხოლოდ წერილი, აი რა ეწერა:
„ძვირფასო მეზობელო, გთხოვთ საღამოს გადმოხვიდეთ ჩემთან ვახშამზე, რათა ერთმანეთი გავიცნოთ.....სიყვარულით ახალი მეზობელი.“
ჰაჰა რა უცნაური ხალხია, როგორ მომიპატიჟეს, ამას ხომ ვერც მოვიფიქრებდი. საღამოსთვის რაღაცები ვიყიდე და ახალ მეზობლებთან მივედი. რა თქმა უნდა კაბა არ ჩამიცვია, მაგრამ ისე ჩავიცვი რომ ქაჯანა არ ვგონებოდი მეზობლებს. კარებზე დავაკაკუნე და.......
#ჯერემი
მე დაეილმა და სუნგმინმა სახლი ვიყიდეთ, სამივე ერთად ვიცხოვრებთ, კიდევ კარგი ჩვენ სამნი ერთად ვიცხოვრებთ, თორემ დედაჩემი არ დამთანხმდებოდა მარტო ყოფნაზე. საღამოსთვის გადავწყვიტეთ გვერძე მცხოვრები მეზობელი გაგვეცნო და ასეთი რამ მოვიფიქრეთ, კარებზე დავუკაკუნეთ და კრებთან წერილი დავუდეთ, ალბათ უკვე ნახა და საღამოს გადმოვა, ნეტავ როგორი მეზობელია? იქნებ ერთი სულაც არ არის და ოჯახია?
საღამოს მართლაც გაისმა კარზე კაკუნი, ბიჭები სახლს ალაგებდნენ და კარი არავინ გააღო, საბოლოოდ მე ჩავედი კიბეებზე და კარები გავაღე......
-შენ? მოიცა შენ გადმოხვედი აქ?_მითხრა.....ჰიემიმ. ესე იგი ის არის ჩვენი მეზობელი, რა მაგარია!!!
-აქ მე სუნგმინი და დაეილი გადმოვედით რა იყო? არ გაგიხარდა ჩემკი დანახვა?
-ღმერთო რატომ რატომ რატოოოომ!!!!! რაღა მაინცდამაინც შენ?!
-ეს ადგილი მოგვეწონა და იმიტომ, ახლა კი შემოდი და კარებშ ნუ დგახარ, ისე ძალიან კარგად გამოიყურები, მაგრამ კაბა რომ ჩაგეცვა ჯობდა._მაცდურად შემომხედა ჯერემიმ.
-კიდევ კარგი არ ჩავიცვი, ისე კაბა არც მაქვს, თუკი სკოლის ფორმას არ ჩავთვლით._ვუთხარი ჯერემის და თან სახლში შევედი, აქ უკვე დიდი ხანია არავის უცხოვრია და ყველაფერი ისეთი მისალაგებელი, მტვრიანი, და ობობის ქსელებით სავსე იყო, რომ აქ როგორ ძლებდნენ გამიკვირდა. ამის შემხედვარემ კინაღამ გამოვაღე კარები და ჩემ სახლში გავიქეცი, მაგრამ თავი შევიკავე, მაინც სტუმრად ვიყავი.
-გამარჯობა.........მოიცა, ეს არის ჩვენი მეზობელი?_შემომეგება სუნგმინი.
-დიახ, მე გახლავართ, ჩო ჰიე მი.
-ბოდიშს კი გიხდით ასეთი არეულობისათვის, მაგრამ მალე დავლაგდებით და უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს და რავიცი, კარგი იქნება უფრო.
-მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ისე სახლი მანამდე უნდა დაგელაგებინათ ვიდრე სტუმარს მოიწვევდით. დაეილი სად არის? ნუთუ არ აინტერესებს ვინ არის მისი მეზობელი, ჰაჰა.
-მე უკვე ვიცი ვინც არის ჩვენი მეზობელი, თანაც ეს უკვე დღეს ვიცოდი.
-კი მაგრამ საიდან?_ერთად თქვეს ჯერემი და სუნგმინმა.
-ხომ უნდა მცოდნოდა ვინ იყო ჩვენი მეზობელი? აბა მართლა სახლის დაულაგებლად სხვას ვერც დავპატიჟებდით.
-დაეილის ჭკუის ნახევრის ნახევრის ნახევარი რომ გქონდეთ აშენდებოდით._ბიჭებმა თავი ჩახარეს, დაეილმა გამიღიმა.
-მოდით სამზარეულოში გავიდეთ და ცოტა მივირთვათ._თქვა ჯერემიმ ხელი მომკიდა და სამზარეულოში გამათრია.
-არაააააა!!!!!!!!!_დავიკივლე მე.
-რა არა გოგო მაგიდასთან დაჯექი და ჭამე!_შემომიტია ჯერემიმ.
-გაგიჟდიით? აქ როგორ უნდა ჭამო? ჩქარა, მარშ ჩემი სახლისაკენ!_ავუყვირე სამივეს.
-მოიცა შენ სახლში უნდა ვჭამოთ?_თვალები გაუფართოვდა ჯერემის.
-მოკეტე და იარე!_თავში ხელი წამოვარტყი. სახლში შევედით, შემდეგ სხვენშ ავედით, ბიჭებს რაღაც ტანსაცმელები მივეცი, შემდეგ რაღაც-რუღაცეები ავიღე და ისევ მათ სახლში დავბრუნდით.
-ეს რა არის?_ზიზღით შეხედა სუნგმინმა საწმენდ საშუალებებს.
-მოკლედ, სახლს დავალაგებთ და შემდეგ მივირთმევთ, გასაგებია?!_ვიყვირე ხმამაღლა.
-დიახ, სერ!_ჯარისკაცივით დადგნენ ჯერემი და სუნგმინი. რა ცანცარები არიან რა, მიბაძონ დაეილს.
რომ გენახათ როგორ ეზარებოდათ დალაგება, ბიჭებმა მე და ჯერემი ერთად გაგვანაწილეს, რა მინდოდა რაა, რას წამოვიწყე ყველაფერი, ახლა მის ბუტბუტს უნდა ვუსმინო, საქმეს კი არ აკეთებს. ძლივს დავალაგეთ ქვემოთა სართული, შემდეგ ძემოთ გადავინაცვლეთ, ერთ-ერთ ოთახში შევედით მე და ჯერემი.
-ეს ვისი ოთახია?_შევეკითხე მას._მოპირდაპირე მხარეს ჩემი ოთახია, იმედია შენი არ არის ეს ოთახი!
-ჯერ არ ვიცით და ნუ ღელავ სულაც არ მინდა შენი ყურება._თქვა მან და მე შემომხედა.
-ძალიან კარგი!
ბოლოს, როგორც იქნა დავალაგეთ სახლი, მარგრამ საჭმელი სულ მთლად გაცივებულიყო, ბიჭებმა დაღონებულებმა ჩახარეს თავები.
-რა იყოთ, რას ჩამოყარეთ ყურები, ახალი მოვამზადოთ.
-კი მაგრამ როგორ? ჩვენ რომ სხვა არაფერიარ გვაქვს.
-აქ იყავით, მოვალ და ვნახოთ რასაც გავაკეთებთ._ეს ვთქვი და სახლში გავიქეცი, ავიღე რაღაც-რაღაცეები და ისევ ბიჭებთან დავბრუნდი.
-აბა შევუდგეთ საქმეს!_ვზტქვი მე და საჭმლის მომზადება დავიწყეთ. მალე უგემრიელესი პასტა მოვამზადეთ, საწებლითა და ყველით.
-მმმმ....რა გემრიელი იყოოო!!!!!!_თქვა სუნგმინმა, მე გამეღიმა.
როცა სახლში მივედი უკვე საკმაოდ ბნელოდა, საათს შევხედე და 9საათი დამდგარიყო. საკმაოდ დავიღალე და ამიტომ ჩემ ოთახშ ავედი დასაძინებლად, ფანჯარიდან გადავიხედე და მოპირდაპირე სახლის ფანჯარაში ჯერემი დავინახე. კი მაგრამ ასე არ თქვა მე მაგ ოთახშ არ შევალო?!
-ჰეი მეზობელო!_მომესმა ჯერემის ხმა. ჯანდაბა, მიდი და ახლა ამას ელაპარაკე რააა.....მომაბეზრებს თავს.
-რა ჯანდაბა გინდა?!
-მეზობლები ასე არ ლაპარაკობენ!_თვალები დამიბრიალა ჯერემიმ.
-მითხარი რა გინდა და შეყავი ეგ თავი ფანჯარაში თორემ არ ვიცი რას გიზამ!
-კარგი, კარგი, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ........მმეე......შშშ..ეენნ
-ეი, ეი ეი მოიცა, მოიცა რას ბოდიალობ ჩქარა თქვი._ანერვიულებულმა ვუთხარი ჯერემის.
-კარგი, ხო. უბრალოდ მინდოდა შენთვის ტკბილი ძილი მესურვა სხვა არაფერი._ჩაიცინა ჯერემიმ და ფანჯარა დახურა. უუუუხხხ როგორ მიშლის ნერვებს!დიდი სიამოვნებით წავაცლიდი იმ თავს.
დილით დრე გავიღვიძე და სკოლისაკენ წავედი, ნეტავ იმათ არ რვიძავთ? ძალიან კარგი თუ ასეა, მშვიდად ძილს მაინც დამაცლიან!.....კი აბა, აი დაეილი და ჯერმი, სუნგმინიც გამოვიდა, ისე უნდა წავიდე რომ ვერ შემამჩნიონ, აი დაეილი შებრუნდა, ალბათ რაღაც დარჩა, იმედია, მოვასწრებ გაპარვას. ჩუმად მივდიოდი, რომ მათ არ დავენახე....
-დილამშვიდობისა მეზობელო! ერთად ხომ არ წავიდეთ სკოლაში?_ ააახხ გამომიჭირეს. მე შემოვბრუნდი, ისინი გამოიქცნენ და გვერდით დამიდგნენ.
-წავედით!_შესძახა სუნგმინმა და სკოლისაკენ გავეშურეთ. სკოლის ეზოში რომ შევედით, ისევ ძალიან ბევრი გოგო იყო გარეთ გამოსული, მათ ბიჭების დანახვაზე ჯერ წივილ-კივილი მორთეს, მაგრამ შემდეგ მე რომ დამინახეს ყვირილი, მე თავი ჩავხარე და ისე მივდიოდი. რა დავაშავეეეეე???!!! რატომ გადმოვიდნენ ჩემ მეზობლად, ყველა შარში მე უნდა გავეხვე!
-ჩქარა იარეთ თ უჩემთან ერთად მოდიხართ, თუ არადა წავედი მე, დავაპირე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვინ გაცადა, ჯერემიმ და სუნგმინმა ხელი მაგრად გადამხვიეს რომ არსად წავსულიყავი და ისე გავიარეთ გოგოების მიერ გაკეთებული კორიდორი, ბიჭებს ათას კარგ რაღაცას ეუბნებოდნენ, მე კი არაფერს, უბრალოდ უკვირდათ მათთან ერთად რატომ მივდიოდი. როგორც იქნა სორა და ჯისუ დავინახე, ბიჭებს ხელი ვკარი და მათკენ გავიქეცი.
-ვა ჰიემი?_შემომხედა სორამ და თვალები მოჭუტა.
-რა იყო? თქვენც გიკვირთ არ? მათთან ერთად რატომ მოვედი? გაკვეთილების შემდეგ გაიგებთ ყველაფერს.
-აი მოდიან!_შესძახა სორამ_სუნგმინი რა ნავარჯიშებია და რა სიმპატიური, მეგონა ჯერემი უფრო მომეწონებოდა, მაგრამ ახლა ვხედავ რომ სუნგმინი უფრო მომწონს.
-დაეილი ორივეს ჯობია, წყნარია და ჭკვიანი.
-გეთანხმები ჯისუ, ორივე ტყიურია დაეილი კი ნამდვილად კარგი ბიჭია, შენ და ის შეეფერებით ერთანეთს.
-ხედავ ჰიემი? დაქალებმა დაინაწილეს ბიჭები, შენ კი ჯერემი შემოგრჩა, ამიტომ დროა მას მიხედო!
-ვის უნდა მივხედო გოგო! შენ გიჟი ხარ?არავითარ შემთხვევაში, მოაშორეთ ეგ იხვნისკარარტა!
-კი მაგრამ იხვნისკარტა რატომ?_სიცილი ვერ შეიკავეს გოგონებმა და მეც სიცილი დავიწყე, სამივენი ისე გულიანად ვიცინოდით, ალბათ ჩვენი ხმა გაიგეს და ბიჭები ჩვენკენ წამოვიდნენ.
-იქნებ ჩვენც მოგვიყვეთ ეგ ანეკდოტი?_წარბი ამიწია ჯერემიმ.
-ანეკდოტი სულაც არ იყო!_ჩაგვეცინა სამივეს.
-იხვნისკარტააააააა!!!!!!!_ვეღარ შეიკავა თავი სორამ და სამივემ სიცილი დავიწყეთ, ჯისუ ცოტა თავს იკავებდა, მე და სორა კი კინაღამ ჩავბჟირდით. ბიჭები ისე გვიყურებდნენ, ეგონათ გიჟები ვიყავით, მხოლოდ დაეილმა გაღიმა, მგონი მიხვდა რატომაც ვთქვით ეს.
-ვინმე გამაგებინებს სად არის ეს იხვნისკარტა თუ რაღაც ჯანდაბა!_დაიყვირა ჯერმი, მე და სორა ძლივს გავჩერდით.
-ადამიანი იხვნისკარტა!_დაიძახა სორამ და ჯერემის შეხედა.
-მოიცა, მეეე???!!!! საიდან მოიტანეთ, ან როგორ მაკადრეთ?!
-რა ვიცი ჰიემიმ შეგარქვა, ხო ჩვენც დავიწყებთ ჩვენი იდეალებისათვის სახელების შერქმევას._თქვა სორამ და სუნგმინს შეხედა. მე და ჯერემიმ სორას შევხედეთ, შემდეგ კი ჯერემი მე შემომიბრუნდა და გამარჯვებულის სახით მითხრა.
-ესე იგი აიდეალი არა? ხომ ვამბობდი, ჰაჰაჰა......მოიცა და იხვნისკარტა რატომ?_სახე შეიცვალა ჯერემიმ.მე მივუახლოვდი და საჩვენებელი თითი შუბლზე დავადე.
-მისმინე შე მართლა იხვნისკარტა, ჯერსერთი ჩემი აიდეალი არ ხარ და მეორეც იხვნისკარტა იმიტომ რომ ისეთივე მახინჯი ხარ როგორც ეს ცხოველი, თან რაღაცნაირი სახელია და შეგეფერება._ვუთხარი ჯერემის და ამაყი სახით გამოვბრუნდი.
#ჯერემი
-მისმინე შე მართლა იხვნისკარტა, ჯერსერთი ჩემი აიდეალი არ ხარ და მეორეც იხვნისკარტა იმიტომ რომ ისეთივე მახინჯი ხარ როგორც ეს ცხოველი, თან რაღაცნაირი სახელია და შეგეფერება._ამაყი სახით მითხრა ჰიემიმ და წავიდა, გოგონები და მეც, ბიჭებიც გაკვირვებული სახით ვუყურებდით, ასეთ რაღაც არასდროს, არავის არ უთქვამს ჩემთვის და რომც ეთქვა არამგონია ასე მწყენოდა, როგორც ჰიემის ნათქვამი, თითქოს გული ჩამომაგლიჯეს, ასეთ რაღაც არასდროს არ მიგრძვნია.მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი და გათიშული დავდიოდი, თუკი ადრე გოგონების მორთმეულ საჩუქრებს დიდი სიამოვნებით ვიღებდი, ახლა მათი დანახვაც არ მინდოდა.
-ჰიემი პირველი გოგოა, რომელმაც შეძლო შენი ამდენი ხნით გაჩუმება._მითხრა დაეილმა.
-არაფერიც, უბრალოდ ვფიქრობ როგორ შეიძლება ვიძიო შური, აი ნახავთ მოვეწონები.
-მგონი პირველს მაინც შენ მოგეწონა და ახლა მას მოეწონები თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს._მითხრა სუნგმინმა.
-არაფერიც! არ მომწონებია._ვთქვი ეს, მაგრამ თვითონაც ვიცოდი რომ ეს ასე არ იყო.
-ეჰ......წავედი მე ბიბლიოთეკაში.
-მე დარბაზში ვიქნები.
-კარგი, მაშნ მე მუსიკის ოთახში ვიქნები, ან სადმე გავისეირნებ.
#ჰიემი
მე და გოგონები სკოლის ბაღში ვსეირნობდით. სორაც და ჯისუც თავჩაქინდრულები და მოწყენილები მომყვებოდნენ.
-გოგონებო რა გჭირთ?
-მგონი ჯერემისთან ზედმეტი მოგივიდა._ამომხედა სორამ.
-ზედმეტი? ჰაჰა, მეტსაც იმსახურებს ეგ მეტიჩარა!_თავი მაღლა ავწიე და სიარული განვაგრძე.
-არა, არ, მართლა ზედმეტი იყო, დაინახე რა საცოდავად წავიდა?
-კარგით, კარით გეყოთ, არ გაინტერესებთ რატომ მოვედი იმათთან ერთად სკოლაში?
-უი, უი კი ძაან.__თვალები გაუბრწყინდა სორას.
-მოკლედ, გუშინ სახლში შევდივარ და აი ხო იცით ჩემ გვერძე სახლი რო დგას, გაიყიდა და იქ შექონდათ ბარგი და რარაცეები, მარ არ მივქციე ყურადღება და სახლში შევედი......._გოგონებს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
-კარგი ახლა უნდა გავიქცეთ!_მითხრა სორამ, ჯისუს ხელი ჩაკიდა და ორივე კისკისით წავიდნენ.
-დამე მარტო მტოვებთ არა?_დავუყვირე მათ.
-მარტო არა!_დაიძახა ჯისუმ და გაიღიმა._ოხ ახლა ვინღა არის?
-აქ რა გინდა ჯერემი? ყველგან რატომ დამდევ?
-......
-ჰეეეი!!! იხვნისკარტა, მგონი რაღაც გკითხე არ გესმის?
-......
-მართლა არ გესმის თუ ცდილობ უბრალოდ გამაღიზიანო?
-შემეშვი!_მითხრა უხეშად ჯერემიმ და ხელი მკრა.
-სულ გაგიჟდა ეს ბიჭი._ეს არ უნდა მეთქვა, ჯერემი მაშინებდა, უცნაურად იქცეოდა. აზრი არ ქონდა მასთან დროის დაკარგვას, ამიტომ მეც გოგონებს გავყევი.
-აბა, რაო ჯერემიმ?_მკითხა სორამ
-ხმაც არ ამოუღია, ერთი , მითხრა შემეშვიო, ხელი მკრა და მორჩა, მერე მოვშორდი იქაურობას.
-ხომ ვთქვით რომ მაშნ ზედმეტი მოგივიდა! შენ კი არ გვიჯერებდი!
-ახლა რა ჯანდაბა უნდა ვქნა?
-მიდი და ბოდიში მოუხადე!_დამარიგა სორამ, მკაცრი ხმით.
-გაგიჟდი? ხომ არ დავუჩოქო კიდევაც?
-დაჩოქვა არაა საჭირო, მაგრამ წყნარად დაელაპარაკე რა....
-კარგი, კარგი, რამეს ვიზამ._ხატვის ოთახშ შევედი, და ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა, ბოლოს მოვიფიქრე და სუნგმინი მოვძებნე.
-სუნგმინნ!!!!!!!
-ჰიემი? აქ რა გინდა?
-საქმე მაქვს შენთან.
-რა საქმე?
-მოკლედ დღეს სახლში რომ მიხვალ, ან მოკლედ ხვალ სკოლაში ჯერემის აუცილებლად უთხარი რომ მუსიკის ოთახში გაკვეძთილების შემდეგ შემხვდეს.
-კკ..კკარგი აუცილებლად ვეტყვი.
-იცოდე არ დაგავიწყდეს, თორემ ვერ გადამირჩები გასაგებია?_თვალები დავუბრიალე სუნგმინს/
-გგ..გასაგებიიაა.
სპორტის დარბაზიდან გამოვედი, ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა ხვალინდელი დღე და თან არ მინდოდა რომ დამდგარიყო, არ ვიცი ჯერემის ასე საცოდავს ვერ ვუყურებდი და მეორე თითქოს დიდი ლოდი მაწვა მხრებზე და მინდოდა ჩამომეშორებინა. ამას ვფიქრობდი როცა მარკის ხმა მომესმა.
-ჰიემი! საით? სახლში? ნაყინი ხომ არ გვეჭამა._მომვარდა მარკი და ხელი გადამხვია.
-ეეიიი!!!! აბა ხელები დააყენე._არ მინდოდა ბავშვებს რამე ეფიქრათ და თანაც ჯერემიმ დაგვინახა და სახე უფრო მოეღუშა.....ეს ბიჭი ძალიან მაფიქრებს.
-კარგი, კარგი დააააა ნაყინი?_საცოდავი სახით შემომხედა მარკმა.
-ნაყინზე თანახმა ვარ._გაცუღიმე მარკს და წავედით.
მთელი დღე ვერ მოვისვენე, ალბათ მიხვდით რატომაც. დილით ადრე ავდექი და ჩქარა წავედი სკოლაში.
-ჰიემიიი!!!!!!მომესმა ჯისუს ხმა.
-ჯისუ, შემეშინდა რა იყო?!
-აუ გუშინ სკოლიდან რომ მივდიოდი ის მოვიდა, ის დიდი, დაკუნთული.....-ძლივს ლაპარაკობდა ჯისუ.
-ვინ ჯისუ ვინ? მოიცა დაკუნთული დიდი, აჰაჰაჰა სუნგმინი? რა უნდოდა? ისე დიდი არ არის.
-ჩემთვის რავი დიდია, მაღალი. მოკლედ რა უნდოდა და ისაო მათემატიკაში და მოკლედ ბევრ საგანში ცუდი ნიშნები მყავს და მამეცადინეო და...
-შენი მეცადინეობა რათ უნდა იქ არ ყავს დაეილი? გამაგიჟებს ეს ხალხი._შევაწყვეტინე სიტყვა ჯისუს.
-მოიცა გითხრა, ხოდა ასე მითხრა დაეილი სულ წიგნებშია ჩამძვრალი და არაფერსაც არ მეხმარებაო და შენღა დამრჩი ერთადერთი შანსი რომ რამე გავიგოო.
-მერე დათანხმდი?
-ხო რავი და ჩემთან მოდი სახლშიო კვირასო და უნდა მივიდე ეხა და ვამეცადინო, თუ შევაგნებინე რამე კი.
-ჰაჰა, კვირას მოდი ჩემთან და ორშაბათს სკოლაში წასაღები წიგნები მოიტანე და იმასაც ამეცადინებ.
-უი, უი ეგ ხომ შენი მეზობელია.
-სწორედაც, თან ჩემთან იქნები და იმასაც ამეცადინებ.
-ჯისუ!!!!ჰიემიიი!!!!
-სორა მოვიდა, ასე ადრე?
-გოგოებო როგორ ხართ? რაღაც უნდა გითხრათ გაკვეთილების შემდეგ ძააან მაგარი.
-გაკვეთილების მერე ვერა სროა, ახლა უნდა გვითხრა, მე არ მცალია.
-კარგი, კარგი, მოკლედ შაბათს ჩემთან გეპატიჟებით სახლში, კუპალნიკები წამოიღეთ და ლამაზი ტანსაცმელი.
-მოიცა, მოიცა, მოიცა რა??? კუპალნიკი? ლამაზი ტანსაცმელი? და მაინც რაა??
-ვიცოდი ასეთები რომ იქნებოდით და ამიტომ დღეს საყიდლებზე მიმყავხართ და მე გყიდულობთ უველაფერს.
-ეს უკვე ზედმეტია სორააა!!!!_გავიწიე სორასკენ თითქოს უნდა დამერტყა, მაგრამ სამივემ ვიცოდით რომ ამას არ გავაკეთებდი.
-ხო და უარიც არ მიიღება, გასაგებია?!_დაგვიღრიალა სორამ.
-დიახ სერ!_თავები ავწიეთ მე და ჯისუმ და სამივე კისკისით შევედით სკოლაში.
ადრე არასდროს არ ვთანხმდებოდით სორას შემოთავაზებებს, მაგრამ ასე დაჟინებით გვთხოვა, უარი ვერ ვუთხარით. კვირას არამგონია ჩემთან წამოვიდეს, ხან სად დადის და ხან სად.
5 წუთში მარკიც მოვიდა და როგორც ჩვევია გადამევია ძალიან მაგრად.
-მარკ! ეს ამერიკა არ არის და ცოტა თავი უნდა შეიკავო გასაგებია?_დავუბრიალე თვალები მარკს.
გაკვეთილები, გაკვეთილები და კიდევ ერთხელ გაკვეთილები, ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა.
-უთხარი?_ვკითხე სუნგმინს როცა ბოლო გაკვეთილიც დამთავრდა.
-ვუთხარი, ვუთხარი, ნახე რა კმაყოფილი სახით დადის.
-ისე მართლა ახლა შევამჩნიე, მაგ საცოდავს რა გონია ნეტავ? კარგი ყოველი შემთხვევისთვის მადლობა და ისე ჯისუ ხომ არ მოგწონს?
-მომწონს? აა..აარრა საიდან მოიტანე?! უბრალოდ დახმარება ვთხოვე მეტტტი არაფერი, ისე ცუდი გოგო არ არის და.....
-ოცნების კოშკები არ ააგო, ჯისუს შენნაირი მაიმუნი და ცუდი ბიჭები არ მოწონს, ეგ უფრო სორას სტიქიაა.
-აბა ჯისუს ვინ მოწონს?
-აი დაეილისნაირი წყნარი და ჭკვიანი ბიჭები.
-სამწუხაროა, მაგრამ დაეილს სორასნაირი თამამი გოგონები მოწონს.
-არ ვიცი, არ ვიცი თქვენ თქვს თავად მიხედეთ ერთ ბიჭს უნდა ველაპარკო და ვფიქრობ რთული საქმე მელის წინ.
-წარმტებები!_გამამხნევა სუნგმინმა და წამოვედი.
მუსიკის ოთახის კარები ნელა და ჩუმად შევაღე ის უკვე იქ იყო და პიანინოზე უკრავდა.
-ჰჰმმ....
-მოხვედი? აბა, რა საქმე გქონდა?
-გუშინდელზე მინდა გელაპარაკო._მას სახე შეეცვალა, სხვა რამეს ელოდა? თუ უკვე დაივიწყა ეს ამბავი და ახლა ისევ გაიხსენა?
-გუშინ მართლა არ მეგონა, ნუთუ გეწყინა? უბრალოდ ძალიან რთულია ახლა ჩემთვის გავიგო როგორ ხარ, ვფიქრობდი ის რაც გუშინ მოხდა უბრალოდ გაგამწარებდა და მეტი არაფერი, არ მეგონა თუ ასე განიცდიდი და მინდა უბრალოდ ბოდიში მოგიხადო._ჯერემიმ მიყურა, მიყურა და თქვა.
-ჰიემი, სხვა დროს, ერთი ან ორი დღის წინ ამას ყურადღებას არ მივაქცევდი, მართლაც გავმწარდებოდი და მეტი არაფერი, სამაგიეროს გადაგიხდიდი და მორჩა, მაგრამ გუშინ, ვხედავდი როგორ იცინოდი, ვხედავდი რომ შენთვის არაფერს წარმოვადგენ, შენთვის ფურცლის ნაგლეჯიც კი არ ვარ სადაც შეიძლება რამე დაწერო . უბრალოდ მაშნ დავინახე რომ ერთადერთი გოგო ხარ რომელიც ყურადღებას არ მაქცევს, ყოველდღე საჩუქრებს არ მახვედრებს და კიდევ ბევრ რამეს არ აკეთებს ჩემ გამო, სწორედ ეს მაცოფებს, მაგრამ მიზიდავს შენში, ვცოფდეფი მაშნ როცა იმ ბიჭთან გხედავ, ბევრჯერ დავინახე, როგორ გადაგხვია ხელი და ემ სიბრაზეს საზღვარი არ ქონდა._მეჩვენება თუ მეუბნება რომ მოვწონვარ, თანდათან ტონს უწევდა და მიახლოვდებოდა, ბოლოს ხელები ფორტეპიანოს კლავიატურაზე დადო და იძულებული გავხდი კლავიატურას ზურგით მივყრდნობოდი._ სხვებს არ გავხარ ჰიემი, უცნაური ხარ, ეს მაგიჟებს, შენი თავდაჭერილობა და ჩემდამი სიცივე მკლავს, არ ვიცი რატომ დავიმსახურე შენგან ასეთი სიცივე, იმ ადამიანისგან რომელიც სკოლაში კი არა, წინა ღამეს ვნახე, ვნახე როგორ იცავდა თავს, მაგრამ მინდოდა მე დამეცვა, მინდოდა ჩემ მკლავებში მომექცია, ეს გრძნობა გუშნ დაიბადა, გუშინ როცა თვალებში ჩაგხედე და შენი ჩემდამი ზიზღი ამოვიკითხე.... რაც გინდა იფიქრე, მაგრამ ერთს გეტყვი თურმე შენით იმ ღამეს მოვიხიბლე, გულით ასეთი დინჯი და თავაზიანი არასდროს ვყოფილვარ, დრო და დრო თითქოს შენში რაღაც მიზიდავდა და გუშინ საბოლოოდ მივხვდი რომმ......_სიტყვა გაუწყდა ვეღარ ლაპარაკობდა.
-რომ, მოგწონვარ? ჯერემი თვალებში შემომხედე და მითხარი მოგწონვარ?._ ხელი ნიკაპზე მოვკიდე და თავი მაღლა ავაწევინე. ის თვალებში მიყურებდა და ბოლოს თქვა.
-ჰო, ჰიემი ეს ასეა, მაგრამ მეშინია შენი პასუხის გაგება, მეშინია რომ მიპასუხებ რომ უბრალოდ გეზიზღები ან მსგავსი რამ.
-არ ჯერემი, არ მეზიზღები, მაგრამ ვერ გეტყვი რომ მეც მომწონხარ, ვერ გეტყვი რომ მომწონხარ ისე როგორც შენ, განვიცდი იმავეს რასაც შენ. აქ მოსვლას და უბრალოდ ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, რადგან მხრებზე დიდი ლოდი მქონდა, მაგრამ შენ სადარდებელი უფრო მომიმატე, აღარ ვიცი რა გავაკეთო.........წასვლის წინ გეტყვი რომ მარკი ის ბიჭი რომელიც ხშირად მეხუტება, ძმასავით მიყვარს და ისიც დასავით მიყურებს, უბრალოდ ამერიკაშ იზრდებოდა და ეს არის მისი გახსნილობის მიზეზი, მასზე შეგიძლია აღარ ინერვიულო.
-და შენ გგონია რომ ეს გულს დამიმშვიდებს?_თავაუღებლად მითხრა ჯერემიმ, მე კი ოთახიდან გამოვედი და უფრო დადარდიანებული წავედი შინისაკენ.
ზზრრრ!!!!!!........ზზზრრრრ!!!!!
-ალო! სორა შენ ხარ?
-რა მე ვარ გოგო, ჩქარა ეხა, მაღაზიებში მივდივართ და მოდი მალეეეეე!!!!!
-აუ, აუ სულ დამავიწყდა ხო მოვდივარ.
ნახევარ საათში სავაჭრო ცენტრში ვიყავი, სორა და ჯისუც უკვე იქ იყვნენ, სორამ ყველაფერი მოგვატარა და ბოლოს აგვარჩევინა ის რაც შაბათისთვის გვჭირდებოდა, კუპალნიკები, და რაღაც ტანსაცმელები.
-აბა, ხვალ დილით მანქანა მოგაკითხავთ ორივეს და ჩემთან მოხვალთ გასაგებია?_დაგვიღრიალა სორამ.
-კარგი, კარგი, გავიგეთ._ვუპასუხეთ მე და ჯისუმ.
მთელი ღამე ვერ მოვისვენე, რატომ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში ჯერემი, ყველაფერი თავდაყირა დგას, მხოლოდ ერთი კვირაა ვიცნობ და უკვე პრობლემები შემიქმნა. დილით ადრე ავდექი და სორას მოთხოვნით ქვედაბოლო ჩავივი, თანაც მოკლეეეეეეე!!!!!! კიდევ კარგი ჯერემი, დაეილი და სუნგმინი არ მხედავენ.
მალე მანქანაც მოვიდა და სორას სახლში მიმიყვანა. სახლი კია რა სასახლეა, ჩემი სახლის ხელა მარტო აუზია! არქადა როგორ მიყვარს ცურვა და წყალი, მგონი აუზიდან არ ამოვალ.
-ჰიემიი!!!!
-სორააა!!!!
-რა კარგია, რომ კაბა გაცვია, როგორ გიხდება და რა ლამაზი ხარ!_აღფრთოვანება ვერ დამალა სორამ.
-ხოდა ვაიძულოთ ხოლმე რომ ხშირად ეცვას ასეთი რაღაცები, თუმცა სკოლაშ მაინც ხომ აცვია.
-სკოლის ფორმა სხვა არის და თან ასეთი ლამაზი არ არის, ამიტომ იმაში რაც არ უნდა მაგაი ფეხები გქონდეს მაინც არ ჩანს!
-კარგით, კარგით გეყოთ.
-უი, წამო, წამო ნახე ვინები არიან!_ორამ ხელი ჩამკიდა და კუნტრუშით გამაქანა აუზისაკენ, სადაც სამი ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი.....ჯერემი, სუნგმინი და დაეილი. აი თურმე რატომ იყო სორა ასე გახარებული და უარის თქმაც არ გვაცადა. რა ვქნა წავიდე, თუ დავრჩე? უკან დავაპირე შებრუნება, მაგრამ ჯისუმ მომკიდა ხელი და ბიჭებს მივუახლოვდით. ჯერემი ისვ ისე მხიარული ჩანდა, დაივიწყა ის საუბარი გუშინ? ის რაც მე მითხრა? ის რომ მოვწონვარ?! მართლა უცნაური ბიჭია და არადა ამბობს რომ მე ვარ უცნაური, გასაკვირია პირდაპირ.
-ოჰ, ჰიემიც მოსულა, მგონი შეგვიძლია გავერთოთ!_შესძახა სუნგმინმა და გახდა დაიწყო, სორამ აღტაცებისგან დაიკივლა, ჯისუმ კი უბრალოდ თავი ჩახარა და გაიღიმა. სუნგმინი დაკუნთულია, მაგრამ მგონი ზედმეტადაც, მე ასე ძალიან დაკუნთლი ბიჭებიც არ მომწონს, აი დაეილს და ჯერემის არაუშავთ, მაგრამ აქედან უნდა ვაღიარო რომ ჯერემის ტანი ყველაზე მეტად მომეწონ.......ვაიმეეე.....ჰიემი გამოფხიზლდი რა გემართება, არ თქვა რომ ჯერემი მოგწონს, თორემ მოგკლაავვვ!!!!!
-ჰიემიი....ეეიი, გამოფხიზლდი!_მიქნევდნენ ხელს გოგონები და თან იცინოდნენ.
-რა გაცინებთ!_დავუბრიალანე თვალები.
-ჯერემის ტანი ხომ არ მოგეწონა?_ეშმაკურად ჩამიჩურჩლა სორამ.
-ახლა აქედან გამასწარი თორემ მაგ თავს წაგაცლი!!!!
-კარგით, ბიჭებო, ახლა ცოტა ხნით დაგტოვებთ, გამოვიცვლით და შემოგიერთდებით!
ჩვენ სახლში შევედით, გამოვიცვალეთ და ისევ აუზზე გავედით, სორა წინ დადგა და პოზირებდა, ვითომ სუნგმინმა შემამჩნიოსო, მაგრამ სუნგმინი ჯისუს უყურებდა, აი დაეილი კი სორას თვალს არ აშორებდა, რა სასაცილოები არიან, არც შემიხედავს ჯერემი რას აკეთებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის. პარეო შემოვიფარე და შეზლონგზე წამოვწექი, თვალები დავხუჭე, მაგრამ.....
-ვა ჰიემი?!_მომესმა ნაცნობი ხმა. ეს ჯერემი იყო.
-რა საჭიროა თამაში?_შევხედე ეჭვის თვალით.
-თამაში? რა თამაში? ააა ბოულინგი ან რამე ეგეთი? არ ვიცი სორა ამასაც აპირებდა?
-ჯერემი თავს ნუ ისულელებ, შენ თვითონაც იცი რაზეც გეუბნები და ისე ნუ იქცევი თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს!
-სულ გაგიჟდა ეს გოგო. რა უნდა მომხდარიყო?! მართლა რა უცნაური გოგო ხარ._ჩაიცინა ჯერემიმ და წავიდა, მაგრამ მისი სიცილი იმდენად ყალბი იყო, რომ ახლა მართლა გამოაშკარავდა, რომ ყველაფერი ახსოვდა, მაგრამ ცდილობდა დაემალა ეს.
-ჰიემი, წვენს არ დალევ?_შემეკითხა სორა, რომელსაც ხელში ჭიქა ეჭირა.
-დიდი სიამოვნებით სორა, მადლობა.
-ისე, ნახე ჯისუს რა ტანი ქონია, ამის მერე ვერცერთი ბიჭი ვერ დაიწუნებს და შენც სხვათა შორის მგონი ჯერემის თვალები დაძვრა, ჰაჰაჰა._გადაიხარხარა სორამდა წვენი მომაწოდა. ერთი ყლუპიც არ მქონდა გადაყლაპული, რომ წყლის შხეფები მომესხა, გავიხედე და დავინახე სუნგმინს წყალში ესკუპა, მას სორა მიყვა და სუნგმინისაკენ გაცურა, მაგამ სუნგმინი შეტრიალდა და სადაც კისუ იდგა იქ მიცურდა, მან ჯისუ ჩამოიყვანა წყალში და ამ დროს სორას ყვირილიც მოგვესმა, მას დაეილი მიეპარა ჩუმად და შეაშინა, მეც ავდექი და ჩახტომას ვაპირებდი, რომ უცებ ჯერემიმ მკრახელი, მაგრამ მოვასწარი და ჩავეჭიდე მას, თუმცა დიდხანს ასე ვერ გავძელით და ორივე ერთად გადავეშვით წყალში. წყალი მიყვარს, თანაც ძალიან, ცურვაზე კი საერთოდ ვგიჟდები, თანაც სორას აუზი სიგანეში 10 მეტრი მაინც არის და სიღრმეში კი სამი მეტრი, ამიტომ დიდი ფართობია საცურაოდ. აუზიდან ბოლო ამოვედი, უკვე საკმაოდ ცხელოდა და გადავწყვიტე მზისგან დამცავი კრემი წამესვა. კრემს ზურგზე ვისვამდი როცა ვიღაცის ხელი შემეხო.
-მოგეხმარო?_მომესმა ჯერემის ხმა რომელსაც ჩემ ზურგზე კრემის წასმა დაეწყო.
-რა იყო კრემს მისვამ თუ მასაჟს მიკეთებ?_ვკითხე მას, რომელსაც ასეთი რბილი და სასიამოვნო თითები ჰქონდა.
-მე კარგი ხელები მაქვს რა ჩემი ბრალია?!_ოხ ამის თავის ქება გამაგიჟებს!
-კარგი, კარგი გეყოფა, მე თვითონაც ვიზამ._ხელი ვკარი ჯერემის, ის წამოდგა და ღიმილიანი სახით წავიდა ბიჭებისაკენ.
ასე ვერთობოდით ვჭამეთ ვსვით, საღამოს ჩვეულებრივი ტანსაცმელი ჩავიცვით და დარბაზში შევიკრიბეთ, რომელიც კლუბს უფრო გავდა ვიდრე ოთახს. სორამ იმხელა ქუსლებზე „შემსვა“, რომ განძრევასაც ვერ ვახერხებდი. საბოლოოდ გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და ეს „ცათამბრჯენები“ სორასაგან დამალულად გამეხადა, მაგრამ ვინ გაცად მარტო დარჩენა?
-დღეს უკვე მეორედ გეკითხები, დაგეხმარო?_ისევ ჯერემი.
-არა გმადლობ, უკვე დამეხმარე იმით რომ მარტო დარჩენა მინდოდა, მაგრამ არ მაცადე, ახლა კი ამათ მე მოვუვლი._ვთქვი და აუზს მივუახლოვდი, მაგრამ გზაში ფეხი გადამიბრუნდა და კინაღამ ტავ-პირი მოვიმტვრიე. მეორე ფეხსაცმელს ვიხდიდი, რომ ჯერემიმ ხელი მკრა და აუზში გადამაგდო.
-ოხ, შე მართლა იხვნისკარტა, მე შენ გაჩვენებ._ვემუქრებოდი აუზიდან ჯერემის რომელიც სიცილისგან ძირს იწვა, მან ყური არ უგდო ჩემს ყვირილს და სახლისკენ გაემართა. ჩემი ყვირილი არავის ესმოდა იმიტომ რომ მუსიკა ძალიან ხმამაღალზე ჰქონდათ აწეული. უცებ ფეხში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ეს ალბათ იმის ბრალი იყო რომ ფეხი გადამიბრუნდა, ჯანდაბა.......თანაც შუაგულ აუზში ვარ. ცურვა ვეღარ შევძელი, ფეხი საშინლად მტკიოდა, შველას ვითხოვდი, დავინახე ჯერემი რომ შემობრუნდა მაგრამ ალბათ იფიქრა, რომ ვეხუმრებოდი, აუზთან მოვიდა, მაგრამ არ დამხმარებია.
-შენს მახეში ვერ გამაბავ, მერე მეც ჩამაგდებ აუზში, ამიტომ არ ვაპირებ შენს „შველას“ ჰა გამოტყდი, რომ ხუმრობ.
-.......
#ჯერემი
-ჰიემი ისე იქცეოდა თითქოს იხრჩობაო, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ მას ცურვა შეუძლია, ამიტომ ვერ მომატყუებს.
-შენს მახეში ვერ გამაბავ, მერე მეც ჩამაგდებ აუზში, ამიტომ არ ვაპირებ შენს „შველას“ ჰა გამოტყდი, რომ ხუმრობ.
-......._ჰიემი ხმას არ იღებდა, მან წყალში ჩაყვინთა.
-ჰიემი! ჰიემი! ჩქარა ამოდი, ძალიან ცუდად ხუმრობ!_დავუყვირე მას, მაგრამ ის ფსეკრზე ეშვებოდა. ზემოთ გავიხადე და წყალში გადავეშვი, ჰიემი ფსკერზე ჩასულიყო, ერთი ხელი ფეხთან ჰქონდა მოკიდებული........მართალია! მას ფეხი გადუბრუნდა და შემდეგ დაეჭიმა.
ჰიემი ზედაპირზე ამოვიყვანე, ის უგონოდ იწვა. ხელოვნური სუნთქვა უნდა გავუკეთო ეს მას რომც არ უნდოდეს.
ჰიემი მალე გამოფხიზლდა, თვალები გაახილა თუ არა, მაშინვე წამოხტა და მძიმედ დაიწყო სუნთქვა.
-რა მოხდა?_ძლივს წარმოთქვა ჰიემიმ.
-ნუ წყალში ჩაგაგდე და შემდეგ ვეღარ ამოხვედი.
-ო, მათალია! ფეხი რომ გადამიბრუნდა, ტკივილი ვიგრძენი და წყალში როცა ჩავვარდი, ტკივილი გამიძლიერდა და ვეღარ ვმოძრაობდი.........მოიცა ახლა შენ ხელოვნური სუნთქვა გამიკეთე?????_თვალები „პრაწა“ ჰიემიმ.
-აბა რა მექნა?! უგონოდ უნდა მიმეგდე აქ?
-ისე, მართალი ხარ........ მადლობა._თქვა მან და თავი ჩახარა, შემდეგ წამოდგომა სცადა მაგრამ გაუჭირდა, ხელში ავიყვანე და მან გაოცებისაგან შეჰკივლა.
-ა!_თვალებზე ხელი აიფარა და არაფრით არ მეხებოდა, კინაღამ გადამივარდა, მე კი ძალა დავატანე და ვაიძულე მომკრობოდა, აბა შიგნით როგორ შემეყვანა, უნდა ვთქვა ეს მსიამოვნებდა კიდეც.
როცა სახლში ხელში აყვანილ ჰიემისთან ერთად შევედი ყველანი გაკვირვებისაგან ჩაიკეცნენ.
-რა მოხდა?!_ჩქარა მომაყარა ჯისუმ.
-ეს ყველაფერი იმ ცათამბრჯენების ბრალია ჰიემის რომ ჩააცვით._არ დავაყოვნე პასუხი.
-მადლობა ჯერემი, მაგრამ მეც მშვენივრად ავუსხნი მათ რა მოხდა!_მადლობელმა ჰიემიმ განაგრძო თხრობა.
გარეთ გამოვედი მეთქი სორამ არ დამინახოსთქო და ისე გავიხდი ამ ქუსლებსთქო, მაგრამ ფეხი გადამიბრუნდა და ჯერემის რო არ დავეჭირე წავიქცეოდი, მერ რო ვიხდიდი ამ ფეხსაცმელებს ჯერემიმ ხელი მკრა და აუზში ჩამაგდო, თავიდან არაფერი, მაგრამ მერე იმ ფეხში საშინელი ტკივილი ვიგრძენი რომელიც გადამიბრუნდა, ხოდა ვეღარ ვცურავდი, თან შუა აუხში ვიყავი, ხოდა ჯერემის ვუქნევ ხელებს, ამ სულელს გონია რომ ვეხუმრები და არ ჩამოდის, ამასობაში ნახევარი აუხის წყალი დავლიე და გონება დავკარგე მერე არ ვიცი.
-მერე, მეთქი ეს არ ხუმრობს და გავიხადე და გადავეშვი აუზში და ამოვათრიე, გონზე რო არ მოდიოდა რა უნდა მექნა და ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე და ძლივს გამოფხიზლდა, მორჩა და გათავდა._ხელოვნური სუნთქვის გაგონებაზე ჯისუმ გაიღიმა, სორამ „დაიკნავლა“, ჰიემიმ კი გაბრაზებული სახე მიიღო.
-ვა, ვა აი ჩვენი გმირი, აი მე კი შანს არ გავუშვებდი ხელიდან და.........._ახლოს მოიწია სუნგმინი ჩემთან_ვაკოცებდი მაგ დროს, სულელი ხარ აუზთან რო გამოფხიზლდა უნდა გეკოცნა._თქვა დაეილმა და გაბადრული სახით შეხედა სხვებს.
-რაააა????? სუნგმინ მოგკლავ! არ გაცოცხლებ!_გაყვიროდა ჰიემი. ოხ ჯანდაბა, ის ჯერ კიდევ ხელში მეჭირა და მისი ჩამოსმა დამავიწყდა და ალხა ყველაფერი გაიგო რაც სუნგმინმა მითხრა.
-ესე იგი ...... არა? შენ სადღა წახვალ, შენ მოგივლი მაცადე! ახლა ამ ვაჟბატონს მივხედავ!_შემომიბრუნდა ჰიემი, გაბრაზებული სახით ჩემკენ მოიწია და მანაც ყურში ჩამჩურჩულა._არ გაბედო იმის გაკეთება რაც სუნგმინმა გითხრა........ჩემი თანხმობის გარეშე._რაო? რა თქვა? ჩემი თანხმობის გარეშეო, ესე იგი უნდა ვაკოცო მაგრამ თუკი ამის ნებას დამრთავს. ჰიემი, მეუბნებოდი რომ არ მოგწონვარ, მაგრამ არც გეზიზღები, ახლა კი თითქოს იმედისნაპერწკალივით გამიჩინე......ოოოხხ ეს გოგო მაგიჟეეეებბს!!!!!!!
-კარგი, კარგი მაშინ ახლა მანქანას გამოვიძახებ და სახლებში წადით კარგი?ჰიემი თუ ვეღარ გააგრძელებს გართობას მაშინ არ მინდა, ისე დღეს მაინც კარგი დრო ვატარეთ...... ხომ ასეა?_სორას სახეს შევხედეთდ ა ცოტა არ იყოს ანერვიულებულიყო, უჭირდა ალბათ ჩვენი სახლებში ასე მალე გაშვება, მაგრამ დარჩენასაც უკვე აზრი აღარ ქონდა, მანქანამ სახლებთან მიგვიყვანა, შემდეგ ჰიემის მივეხმარეთ რომ სახლში შესულიყო და ბოლოს ჩვენც დავისვენეთ.
კვირა, ისევ სახლში ვარ. ნეტავ ჰიემი როგორ არის? ფეხი კიდევ ტკივა? ფანჯარაში გადავიჭვრიტე და დავინახე ჰიემი, რომელიც კოჭლობით დადიოდა, ხანდახან დაიჭყანებოდა, ხანდახან კი ჩვეულებრივად გაივლიდა, ალბათ ხან ტკივა და ხან არა.
-ეს რეფლექსური ტკივილია._ზურგიდან დაეილის ხმა მომესმა.
-ანუ?
-ანუ სიარულისას ფეხი ხან ტკივა და ხან არა, თუ კოჭლობით ივლის მაშინ ტკივილიც ოდნავ უყუჩდება, მაგრამ თუ ჩვეულებრივად გაივლის ტკივილი ისე შეაწუხებს, მალე გადაუვლის სკოლაში სიარულში ეს ხელს არ შეუშლის.
-აჰა, გასაგებია, მადლობა, ისე დღეს აქ უნდა მოვიდნენ, ჯისუც იქნება სუნგმინი უნდა ამეცადინოს, შენ რატომ არ ეხმარები?
-მაგის თავი არ მაქ მაინც ვერა ფერი შევაგნებინე......ისე ჯისუ მეცოდება მაგის ხელში.
-აჰა ესე იგი შენ სორა მოგწონს და სუნგმინს ჯისუ?! არა ისე მიკვირს სუნგმინს ჯისუ როგორ მოეწონა?
-ალბათ მასში რაღაც დაინახა ისეთი რაც სხვა გოგოებში ვერ დაინახა და სორა? სორასნაირი გოგონები მომწონს, მაგრამ მგონი ზედმეტად იპრანჭება, აი სუნგმინიც მოდის.
-რას შვრებით? ჰიემის უთვალთვალებთ?
-არა! საიდან მოიტანე! უბრალოდ დამაინტერესა გუშინდელის შემდეგ როგორ იყო და გადავიხედე, შენ არ ელოდები ჯისუს?
-ჰიემიმ მითხრა, რომ ჯისუ ჯერ მასთან მივა და მერე აქეთ გადმოვლენ, თურმე ეშინია გოგოს ჯისუს ჩემთან დატოვება.
-სწორად უთქვამს რა გინდა._ჩაიცინა დაეილმა და თავი მაღლა აწია.
-უხ, რა მოვიფიქრო, არა არ მინდა სწავლა, მაგრამ მშობლები მაძალებენ......
-ხოდა ისწავლე._მოკლედ მოუჭრა სიტყვა დაეილმა.
-კარგით, კარგით გეყოთ იქნებ რამე მოვაამზადოთ გოგონები რომ მოვლენ ისე არ დავხვდეთ.
-საღამოს ფილმს ვუყუროთ და პოპკორნი და გაზიანი სასმელები ვიყიდოთ..
-კარგი აზრია, მაგრამ კიდევ შეიძლება სენდვიცები გავაკეთოთ.
-ხო, ხო კარგია, რომ სულ მთლად მშივრები არ დავრჩეთ.
მე და სუნგმინი მაღაზიაში წავედით და ყველაფერი ვიყიდეთ რაც გვჭირდებოდა. გზაში სუნგმინმა მითხრა.
-ჯერემი, იცი ჯისუ მართლა კარგი გოგოა და მინდა დავუახლოვდე, უბრალოდ თითქოს მასთან ასე დაახლოება ჩემს იმიჯზე იმოქმედებს და მინდა როგორღაც ისეთ გოგოდ ვაქციო, რომ დასაცინი აღარ იყოს, ხომ გახსოვს მაშინ იმ ბიჭმა როგორ გამოლანძღა.
-ხო, ხო მართალი ხარ, იცი რა შეგიძლია უთხრა, ვთქვათ რაღაცას გიხსნის და ვერ გაიგე, ბევრჯერ უნდა აახსნევინო და რომ დაიღლება და ყელში ამოუვა, უთხარი რომ თუ ერთ სურვილს შეგისრულებს ყველაფერს ისწავლი და მერე იზრუნე იმაზე რაც ასე გაწუხებს.
-ჯერემი გენიოსი ხარ! ძმა ხარ!_გაუხარდა სუნგმინს, და ვეღარ ითმენდა სანამ გოგონები მოვიდოდნენ.
როცა სახლში დავბრუნდით გოგონები უკვე იქ იყვნენ.
-ასე დატვირთულები რატომ მოხვედით, რამეს ავღნიშნავთ?
-ვიფიქრეთ საღამოს კინოსთვის გვეყურებინა და რავი......
-კარგი აზრია, მაგრამ ახლა სუნგმინს ამისთვის არ ცალია, რადგან უნდა იმეცადინოს._მკაცრი გამომეტყველება მიიღო ჯისუმ.
-ა ა ხო, წამო ჩემ ოთახში ავიდეთ და იქ ვიმეცადინოთ._თქვა სუნგმინმა და ჯისუს წინ გაუძღვა. კიბეზე ავიდნენ თუ არა ჰიემიმ გადმომიჩურჩულა.
-ამათი მარტო დატოვება არ შეიძლება, სუნგმინს არ ვენდობი.
-ისე შენც მართალი ხარ, მაგის ნდობა არ შეიძლება, მითუმეტეს ჯისუ მოწონს.
-ხოდა, ავალ და ვუთვალთვალებ!
-ჩემ გარეშე ფეხსაც ვერ გაადგამ.
-უუუხხხ!!!!! დიდი სიამოვნებით მოგახრჩობდი რომ არ მეცოდებოდე!
ჩვენ მეორე სართულზე ავედით და სუნგმინის ოთახთან დავდექით. ისინი ლოგინზე იჯდნენ და ჯისუ რაღაცას უხსნიდა სუნგმინს, როცა ყური დავუგდეთ ისინი გეოგრაფიაზე საუბრობდნენ.
-ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა, შემდეგ კიდევ ამოვიდეთ.
ისევ ქვემოთ ჩავედით დაეილი იქ უვე აღარ იყო, თავის ოთახში შევიდა ალბათ და რამეს კითხულობს.
-აი დაეილიც წავიდა, მოდი სენდვიჩები გავაკეთოთ და ისინიც იმედია მორჩებიან.
სამზარეულოში შევედით და სენდვიჩების კეთება დავიწყეთ.
-ეს პური ცოტა არ იყოს და სქელი მეჩვენება შუაზე გავჭრათ და სენდვიჩებიც მეტი გამოგვივა.
-რა ჭკვიანი ყოფილხარ, ჰაჰა.
-აბა, აბა! შენ კი არ გგავარ._სწერვული გამოხედვით ჩაიცინა ჰიემიმ.
პურს ვჭრიდი, უნდა გენახათ როგორ მიჭირდა, იმიტომ რომ დანასთან შეხება თითქმის არასდროს მქონია და აი ამანაც იქონია გავლენა......თითი გავიჭერი.
-აააა!!!!!
-რა იყო?! რა გაყვირებს! თითი გაიჭერი ჰაჰაჰა დიდი ამბავი, და მაგაზე ტირიხარ?მოდი შე საცოდავო თითქს შეგიხვევ, თორემ შენი კრუსუნის თავი არ მაქ. ბამბა, ან რამე არ გაქ?
ჰიემის კარადიდან ბამბა და ბინტი გამოვუღე, როცა ჩემ ჭრილობას შეხედა მართლა სერიოზული სახე მიიღო. იმას პატარა ნაკაწრი ეგონა და ამიტომაც იცინოდა ასე არხეინად, მაგრამ ჩემი „ტრამვა“ რომ დაინახა სახე შეეცვალა და ჩემი „მკურნალობა“ დაიწყო, როცა მას ავხედე ის ისე იყო საკუთარ საქმეში ჩართული, რომ გეგონებოდათ საკუთარ თავზე ზრუნავსო, ვიდრე სხვაზე. თან სულს მიბერავდა რომ არ მტკენოდა, მის დანახვაზე მეღიმებოდა, უცებ ამომხედა და ჩვენი თვალები შეხვდა ერთმანეთს ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, თავის შეკავება ძლივს შევძელი, ჰიემიმ ნერწყვი ადაყლაპა და თავი ჩახარა.
-აიი.... მორჩა თავისუფალი ხარ.
სენდვიჩების გაკეთება, რომ დავამთავრეთ ოთხი საათიც გახდა, ჰიემიმ ისევ ოთახში შეჭვრიტვა გადაწყვიტა. ამჯერად ისინი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდნენ.
-აუუუ კარგი რა სუნგმინ! უკვე მეხუთე აგიხსენი, რატომ ვერ გებულობ?
-მმმმმ......შემოთავაზება მაქვს. ყველაფერს კარგად გავაკეთებ თუ ერთ სურვილს შემისრულებ.
-მითხარი რა სურვილია. წყალი გინდა? გშია? თუ კიდევ სხვა რამ? სორას ნომერი გინდა?
-არა, არა მაგას მერე გაიგებ, ახლა კი ვიმეცადინოთ და მერე ქვემოთ ჩავიდეთ.
-ის გაიგე წეღან რასაც გიხსნიდი?
-გავიგე, გავიგე.
-მაშინ დღევანდელი მეცადინეობა დასრულებულია.
-ასე მალე?
-რა მალე სამი საათია ერთ საგანს გიხსნი, დავიღალე!
-კარგი, კარგი მაშინ სხვა დროსაც მოხვალ აქ და კიდევ ვიმეცადინებთ არა?
-ყოველთვის აქ უნდა მაბოდიალო?
-როგორც თქვენ იტყვით თქვენო უდიდებულესობავ._მდაბლად დაუკრა თავი სუნგმინმა ჯისუს, ამაზე მე და ჰიემის გაგვეცინა.
-ჩქარა, ჩქარა მოდიან._ხელი მკრა ჰიემიმ და კიბეზე ჩამაგდო, თავი ვეღარ შევიკავე, მაგრამ უცებ ისევ ჰიემიმ დამიჭირა და ჩვენ ერტმანეთთან ჩახუტებულები ავღმოჩნდით.
-უუმმ ისაა.....ჩქარა თორემ მალე გამოვლენ ოთახიდან._ჩქარა ვთქვი და კიბეზე დავეშვი.
მე და ჰიემი სამზარეულოში შევედით და ვითომ ვსაქმიანობდით, როცა სუნგმინი და ჯისუ შემოვიდნენ.
-ამათ კი აქ მთელი ამბები მოუწყვიათ......აუ როგორ მომშივდა._ხელი სტაცა სუნგმინმა ერთ-ერთ სენდვიჩს.
-მხეცო და ნადირო, შენ რა უნდა ისწავლო ძალიან მაინტერესებს._შეუღრინა ჰიემიმ, ჯისუს გაეცინა.
-შენ რა გაცინებს, უთხარი რა კარგი მოსწავლე ვარ._გამოტენილი პირით ძლივს თქვა სუნგმინმა.
-ნუ ტრაბახობ და ჯერ ლუკმა გადაყლაპე და ისე ილაპარაკე.
-ჯერემი!
-დაეილია, ნეტა რა უნდა?!
გარეთ გავედი და დაეილი დავინახე.
-რა ხდება?
-მე ცოტა ხნით გავალ ხელს არ შეგიშლით, როდის წავლენ გოგონები, ალბათ ერთ სამ საათში.
-მე შეიძლება დამაგვიანდეს და რავი არ ინერვიულოთ.
-კარგი, კარგი._დაეილი სადღაც წავიდა და მხოლოდ ჩვენ ოთხნი დავრჩით.
-დაეილმა რა გითხრა? _მკითხეს ბავშვებმა, რომლებსაც ბატიბუტიც გაემზადებინათ.
-არაფერი, უბრალოდ სასეირნოდა მივდივარო. კარგი, ალხა დავჯდეთ და ფილმს ვუყუროთ.
ჩვენ ჩავედით სარდაფის მაგვარ ოთახში სადაც ისე ბნელოდა, რომ მინიმიუმ ცხრა ან რვა საათ გეგონებოდათ.
-სახლის კინოთეატრი!_წამოიძახეს გოგონებმა ერთად. აქ ჩვენ რბილი პუფები გვქონდა მოტანილი. 3D ფორმატისთვის კი სათვალეები, ალხა სწორედ ამ სათვალეებს ვიკეთებდით.
-რა ფილმს ვუყუროთ.
-სამი ფილმი ავარჩიეთ. რომანტიკა, საშინელება დაკომედია.
-რომანტიკა._თქვა მორცხვად ჯისუმ.
-კომედია არ ჯობია?
-არაა!!! საშინელება ყველაზე კარგია.
-საერთოდ ვაპირებდი სამივესთვის გვეყურებინა, მოდი ჯერ კომედია, შემდეგ რომანტიკა და ბოლოს საშინელება.
-კი მაგრამ არ ჯობია შუაში იყოს საშინელება?
-რატომ?
-რატომ და ძალიან რომ შეგვეშინდეს, მერე ღამე სახლში წასვლის შემეშინდება, ამიტ შუაში საშინელება.
მართლა ასე გავაკეთეთ ჯერ კომედია: იმდენი ვიცინეთ, რ კინაღამ სული გაგვძვრა.
ბოლო ორი ფილმი ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩნდა. ჯისუს ძალიან ეშინოდა და ხელებს იფარებდა სახეზე, ჰიემისაც ეშინოდა ხანდახან, მაგრამ არ იმჩნევდა. დადგა რომანტიკის დროც, საკმაოდ საინტერესო ფილმი იყო, ამაღელვებელი, ჰიემის ერთი ორი ცრემლიც ჩამოუვარდა თვალებიდან, მე და სუნგმინსაც და საერთოდ ყველამ ვიტირეთ. ფილმის დროს ნელ-ნელა ხელი ჰიემისკენ მიმქონდა, მინდოდა ხელი გადამეხვია, ის ისე იყო ჩართული ფილმში, რომ ეს ვერც კი შეამჩნია, დაძაბულ მომენტებზე ტუჩს იკვნეტდა და ეს მაგიჟებდა.
როცა ფილმები დამთავრდა შუქი ავანთეთ და ისევ ზევით ავედით. პოპკორნიც გამოვათავეთ, დაეილი ისევ არ ჩანდა.
-კარგი, ახლა კი დროა წავიდეთ._თქვა ჰიემიმ და კარისაკენ წავიდა, ჯისუც მას მიყვა.
-გაგაცილებთ._თქვა სუნგმინმა და ჯისუს ამოუდგა მხარში. გარეთ გავედით თუ არა, მაშინვე ჩვენს სახლთან მანქანა გაჩერდა, ეს ტაქსი იყო.
-გთხოვთ!_თავაზიანად მიაცილა სუნგმინმა ჯისუ ტაქსამდე.
-უყურე შენ ამას! როგორ ზრუნავს გოგოზე. ყოჩაღ სუნგმინ, ყოჩაღ!_შეაქო ჰიემიმ სუნგმინი და თვითონაც დაემშვიდობა ჯისუს და მერე თავისი სახლისკენ კოჭლობით გაემართა.
-ჩვენც შევიდეთ სახლში რატომღაც აცივდა.
-დღეს ისე მაგარი დღე იყო არა?!
-ჰაჰა, შენთვის კი, იმიტომ რომ ჯისუს დაუახლოვდი.
-რა შენ არ დაუახლოვდი ჰიემის? შენ გგონია ვერ დავინახე როგორ გადახვიე ხელი?!
-და თვითონ კი ეს ვერც შეამჩნია, ისე იყო ფილმში ჩართული.
-დაეილი ისევ არ მოსულა, უკვე ღამდება. ამდენი ხანი სად არის.
-თქვა რომ დააგვიანდებოდა, მაგრამ იმის შემდეგ უკვე ბევრი დრო გავიდა, თითქმის ხუთი საათი.
დაეილის დაბრუნებას ველოდებოდითდა ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა.
-ამდენი ხანი სად იყავი?
-ვსეირნობდი ფეხით, მეტი არაფერი.
-და ამდენი ხანი?
-ხო, აქედანაც ფეხით წავედი და რომ მომწყინდა, მერე ისევ ფეხით დავბრუნდი.
-ჩვენ კი ძალიან ვნერვიულობდით!
-რა დედაჩემივით მელაპარაკებით რამოხდა, ფილმებმა ხომ არ აგაღელვეს?!
-აუ ისე ხო, როგორ ვლაპარაკობთ._დაეთანხმა მას სუნგმინი და ყველანი დასაძინებლად წავედით.
როცა ოთახში ავედი, დავინახე ჰიემის ფანჯარას მხოლოდ თხელი ფარდა ქონდა ჩამოფარებული. თითქოს მასში არაფერი არ ჩანდა, მაგრამ მაინც დავინახე, როგორ გამოვიდა აბაზანიდან პირსახოცშემოხვეული ჰიემი. მისი ჯერ კიდევ გაუმშრალი, ზემოთ აწეული თმიდან წყლის წვეთები ჩამოდიოდნენ და მას ზურგს უსველებდნენ. ვერ გავუძელი მის ცქერას და ფარდები ჩამოვაფარე.
მთელი ღამე ვერ დავიძინე, ვფიქრობდი თუ როგორ დავახლოებოდი ჰიემის, მე ვამბობდი, რომ ის პირველი დამიჩოქებდა და მეტყოდა რომ მოვწონდი, მაგრამ არა, ეს მე გავაკეთე და ახლა ჰიემი მეთამაშება გუშნ მითხრა რომ არ გავბედო მისი კოცნა თუკი ამის საშუალებას თვითონ არ მომცემს. ოხ ჰიემი ჰიემი........რამდენი პრობლემა გამიჩინე უკვე თავი მტკივა ამაზე ფიქრით.
#ჰიემი
დილით ადრე გავიღვიძე, ეს შაბათ-კვირა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, ჯისუც და სორაც კარგად გაერთნენ. უნდა ვაღიარო, რომ როცა აუზზე იძულებული ვიყავი ჯერემის ტიტლიკანა ტანს მივკრობოდი საშინლად მრცხვენოდა, ასე ჯერ არაფრის შემრცხვენია და კიდევ იმის რომ კუპალნიკებით ვიდექი მათ წინაშე. უნდა ვთქვა, რომ ჯერემიმ შემცვალა, ამ ერთ კვირაში მოახერხა, რომ ყველაფერი შეეცვალა, ვატყობ რომ როცა ჩემ წინ დგას თითქოს რცხვენია და თან დაბნეულია. ორივე დიდ შარში ვართ ერთმანეთს რომ გადავეყარეთ.
სკოლაში მივედი, ჯისუ იქ დამხვდა, სორა კი არ გამოჩენილა. მთელი დღე სორა არ მინახავს, სკოლაში არც მოსულა, ტელეფონზეხ ვურეკავდით, მაგრამ არ იღებდა. ვიფიქრეთ, რომ ალბათ ავად გახდა და აღარც შევაწუხეთ. დიდი ხანია მარკი სულ გადამავიწყდა, ის გოგო რომ მოწონდა ახლაც მოწონს, ასე ჯერ არავინ მოწონებია. თავისი პრინცესა სწორედ ორშაბათს გამაცნო, ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე შეყვარებულები, მაგრამ შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
მე და ჯისუ სკოლის ბაღში ვისხედით როცა მარკი მოვიდა იმ გოგოსთან ერთად, ხელში ნაყინები ეჭირათ და ჩვენკენ მოდიოდნენ.
-გამარჯობა ჰიემი!_ხმამაღლა დაიძახა მარკმა და მიაყოლა._გამარჯობა ჯისუ!
-ნეტავი ვიცოდე რა აყვირებს ამ გადარეულ ბიჭს!_ჩავიბურტყუნე და ახლა მზერა იმ გოგოსკენ მივმართე. ერთი სიფრიფანა თხელი გოგო იყო, მარკს როგორც ჩანს ძალიან მოეწონა, არადა ბიჭების უმრავლესობას უკვე „ხორციანი“ გოგონები მოწონთ. გოგონას ქერა თმა ზემოთ აეწია, ცისფერ დიდრონ თვალებს მორცხვად ხრიდა.
-ისე გაიცანით, ეს ჩემი ახალი მეგობარია, მას თაეს ვეძახი და შეგიძლიათ თქვენც ასე დაუძახოთ, თაე ეს ჰიემია ჩემი ბავშვობის მეგობარი, ეს კი ჯისუა ისიც ჩემი და ჰიემის მეგობარია, ისე სორა სად არის?
-ვიცი, ვიცი მარკ, ამ გოგონებს მთელი სკოლა იცნობს, განსაკუთრებით კი ჰიემის.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა თაე. სორას მთელი დღეა ვერ ვუკავშირდებით, ალბათ ავად გახდა, სახლში არ მივაკითხავთ მგონი არ ღირს ასეთუ შეწუხება.
-მართალია, მართალია შეწუხება არ ღირს, ალბათ გამოჩნდება.
-იმედია გამოჩნდება. დაჯექით, რას დგახართ._დაამატა ჯისუმ და თაე და მარკი გვერძე მოგვიჯდნენ.
-ნაყინები მოვიტანეთ, მარკმა თქვა რომ ჰიემის მარწვის და შოკოლადის უყვარს, ჯისუს არ ვიცოდით როგორი უყვარდა და მასაც ასეთი წამოვუღეთ.
-ჩვენ, ამ სამ მეგობარს ერთნაირი ნაყინები გვიყვარს.
-ესღა გვაკლდა, სამი მუშკეტერი მოდის.
-აი თურმე სად ყოფილხართ! რამდენ ხანს გეძებდი მასწავლებელო იცი?!
-სუნგმინ ნუ მაიმუნობ._მოკლედ მოუჭრა ჯისუმ სუნგმინს.
-გუშინ კარგი დრო ვატარეთ არა? სორაც რომ ყოფილიყო და დაეილიც უფრო კარგი იქნებოდა.
-რა მოხდა გუშინ? არც გრცხვენია ქალბატონო ჰიემი არა?! არ უნდა მომიყვე?_ბრაზით გადმომხედა მარკმა.
-რა ვალდებულია რომ შენ ჩაგაბაროს ანგარიში? შენ რა მისი ძიძა ხარ?
-ჯერემი სიტყვები შეარჩიე, მარკი ჩემი ბავშვობის მეგობარია, თანაც კარგი და არ გაქვს უფლება ასე ელაპარაკო, მგონი ვიცი შენი გაღიზიანების მიზეზი და შენ იცი, რომ ის არაფერ შუაშია, ამიტომ მორჩი!
-ჰიემი ბოლოს და ბოლოს რა ხდება, რა შუაში არ ვარ?! იქნებ გამაგებინო!
-მოგვიანებით ყველაფერს მოგიყვები!
-არ გაბედო ჰიემი! ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს, თორემ ხომ იცი მეც შემიძლია რაღაც ვთქვა შენს შესახებ.
-უნამუსო!_დავუღრიალე ჯერემის და სწრაფად წავედი ბაღიდან.
სახლში მისული არ ვიყავი როცა ტელეფონმა დარეკა.....ჯისუ იყო, მაგრამ არ ვუპასუხე, იმიტომ რომ არავის თავი არ მქონდა. უკვე ნერვებს მიშლის ეს გარემოება, განსაკუთრებით კი ჯერემი, როგორ დამაშანტაჟა ხედავთ?! მე მაგას ვაჩვენებ, წარმოდგენაც კი არ აქვს ვის გადაეყარა, არ გაბედოს ჩემი გამწარება, თორემ ინანებს. მაინც ვეტყვი ჯისუს და მარკს ყველაფერს! მე თავშივე გავაფრთხილე იმის შესახებ, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა, მან კი უბრალოდ ახლა თქვა რომ არ სურს მისი აღიარების შესახებ ვინმემ გაიგოს.
ცოტა ხანში მარკს და ჯისუს დავურეკე და კაფეში შეხვედრა ვთხოვე.
-ჯისუ, შეგიძლია სკოლასთან რომ კაფეა იქ შემხვდე?
-კი კი ჰიემი, რამე მოხდა?
-ისეთი არაფერი, უბრალოდ მინდა შენ და მარკს რაღაცაზე გელაპარაკოთ.
--კარგი, კარგი მოვალ.
-მარკს უკვე დავურეკე და ისიც მოდის ხოდა ნახევარ საათში კაფეში დამხვდი.
ნახევარ საათში სამივენი კაფეში ვისხედით.
-აბა ჰიემი რა უნდა გეთქვა?
-გუშინდელს რაც შეეხება ტელეფონზე უკვე გითხარი. ჯისუ სუნგმინს ამეცადინებდა, მერე კინოს ვუყურეთ და მეტი არაფერი, მაგრამ ახლა სხვა რაღაც მაქვს თქვენთვის მოსაყოლი.
-ყურადღებით გისმენთ._ყურები ცკვიტეს მარკმა და ჯისუმ.
-მოკლედ.....
-რამეს ხომ არ ინებებთ?_შემაწყვეტინა სიტყვა მიმტანმა.
-ფორთოხლის წვენი.
-ყავა
-ცხელი შოკოლადი.
-მიდი, მიდი მალე დაიწყე მოყოლა.
-მოკლედ, ჯისუ ხომ გახსოვს მარკს რომ ვაწყენინე და ის ძალიან მოწყენილი რომ დადიოდა ხოლმე, გახსოვს?!
-კი კჯი მახსოვს, მერე?
-ხოდა რო მივედი დასალაპარაკებლად, ასე მითხრა ამას ერთი ან ორი დღის წინ ყურადღებას არ მივაქცევდიო, მარა........მოკლედ მითხრა რომ მოვწონვარ რა, შენ რო ასე გულცივად მექცევი ეგ მაღიზიანებსო და ასე შემდეგ, ვთქვი რომ შენ მოგეწონებოდი პირველსო, მაგრამ პირიქით მოხდაო. ხოდა გუშინ ამაზე მითხრა, რომ ხმა არ ამომეღო. თუ ამის გამჟღავნება არ უნდოდა თავიდან რატომ არ თქვა რამე? თქვენ რას ფიქრობთ?!
-საინტერესოა, იმაზე რას იტყვი თვითონ რომ ამბობდა მეც შემიძლია შენი საიდუმლო ვთქვაო?
-უკვე მანაც იცის რომ ვხატავ და ვუკრავ, ნუ ხომ ხვდებით რაშიც არის საქმე?!
-ცუდ დღეში ხარ ჰიემი. ნუ გგონიათ, რომ თქვენი საიდუმლოებები გაუმჟღავნებელი დარჩება. ახლა ჯობს იმაზე ვიფიქროთ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები.
ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ და შემდეგ სახლებში დავბრუნდით, მეორე დღე ისე გავიდა ჯერემის არ დავლაპარაკებივარ, ვამჩნევდი რომ სუნგმინი და ჯისუ უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად, მათი ნახვა ცოტას მახალისებდა. სუნგმინი რაღაცას სულელურად წამოიძახებდა, ამაზე კი ჯისუ უბრაზდებოდა და ხან უჩქმეტდა და ხან თმებს მოქაჩავდა, მიხაროდა მარკის და თაეს დანახვა, ისინი მართლა უხდებოდნენ ერთმანეთს. თაე მართლაც კარგი გოგოა, ლამაზი, თხელი ნამდვილი ბალერინა. სორაზე ვნერვიულობ, ტელეფონს არ იღებს სკოლაშიც არ მოსულა, რამე ხომ არ დაემართა? დღეს ნამდვილად მივაკითხავ სახლში.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი მოლურჯო

ესეიგი დავიწყე
დღეს რაღაც სულ კრიტიკის ღამე მაქვს
ბედობაა მაინც ხო უნდა დამებედოს
მოცულობა კარგი აქვს მაგრამ....
ეს გაგრძელებები რა სულელობაა? გეხვეწები აღარ დამანახო რა
უიმეეეე ჯუიმეე და ეგენი
არ უხდება ისტორიას არა ! ემოცია აკლია აკლია სასვენი ნიშნები უკვე დავიღალე ამდენი ლაპარაკით!
დასახვეწია საშინლად ისტორია
--------------------
მარიამი

 


№2 სტუმარი nino

mtlianobashi da shinaarsobliivaad dzaaliiaan kargi istoriiaa magraam ise weree rom gamochdees dialoogi da vin ras amboobs... sasven nishneebs yuradgeeba miaaqciieee da dzaaliian kargi istoria gamogivaa ...)) ise dzaliaab kargiaa

 


№3  offline წევრი kookie127

კრიტიკას კაცი არ მოუკლავს :3 ხო ეს არის პირველი ისტორია რაც დავწერედა ნუუ.. როგორ გითხრათ :დდ ჩემ დაქალს ვუწერდი და მოგეხსენებათ მოუთმენლობამ გამოიწვია ის რომ ცოტა ერულ დარეულია :დდდ შემდეგ ისტორიაში გავითვალისწინებბ :3

 


№4 სტუმარი mari

dzan kargi istiria da maintereaebs ubralod meore naeili ar aqvs tu aris rogor movdzebno gtxovt:)