შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე + შენ = ჩვენ ( თავი 9)


2-01-2015, 15:50
ავტორი neenars
ნანახია 2 529

"გისმენთ" ორ წუთიანი ლოდინის შემდეგ ვეღირსე და მიპასუხა ნამძინარევი ხმით . ხო , რა თქმა უნდა , დემე კალანდაძეს ეძინა და მე ის გავაღვიძე .
" კიდე გძინავს?"

"რომელი ხარ?" კვლავ პაუზის შემდეგ მკითხა , აუ ეს შუა ძილშია კიდევ.

" დემეე უკვე ვეღარ მცნობ?"

" ლილე " პაუზა იყოო

" ღადაობ ტო .... უკვე დაიწყეე ?"

გაღვიძება "actionს" გულისხმობდა, სულ ესე ამბობდა როცა ვაღვიძებდი , უფროსწორად სულ იმდროს ემთხვეოდა ვრეკავდი, როცა ეძინა და რა ჩემი ბრალიაა თუ მთელ ღამეებს ათენებდა და შუადღემდე ვერ დგებოდა .

" მაინტერესებდს დღეს მოდიხარ?

" დღეს რა დღეა ვაფშე" კიდე სძინავს

" გუშინ ჩამოხვედი ანუ სამშაბათია"

" აუ გუუშინ ...აუუ ჩემი რამდენი დავლიე პროსტა და ვაფშე რომელი
საათია ?"

" 2ის წთები"

და უცბად ყვირილის და გინების ხმა გავიგე

" დემე რა გჭირს? რა მოხდა დემეე? "

" აუუუ წამოვიწიე და აუუუუ თავი ტოო აუუ სკდებაა. ...და რომელი
საათიაა თქო?"

" ხო გითხარი 2 ის წთებია "

"რაა მეღადავებიიი ხოო !? აუუუუ "

"ჰა რა დაგავიწყდა?"

"რადა სანდრო უნდა მენახა ,რაღაც საქმე ჰქონდა აუუუ ჩემი რა გაუძლებს ეხლა "

" ანუ ვერ მოხვალ ჯერ ... კაი დასვენება გვქონდა და დაგირეკე ... სემინარისტი მოდის უნდა წავიდე "

" კაი მიდი გნახავ მერე"

გაგრძელდა ისევ სემინარი ... ნეტავ თუ მიხვდება ეს სემინარისტი რომ ვინც გაგვიძახა ისინი მაინც გაგვიშვას?! არვიცი უკვე ერთ საათზე მეტი ტყუილად ვზივარ .
დემეც რომ არ მოვიდა ხო ვაფშე გამოვშტერდი... ყავა კი ყველაზე სანატრელ და მიუღწეველ ოცნებად მეჩვენება. ჰმ ...ეს ორი სიტყვა რატომღაც ძაან შემოეჩვია ჩემს ცხოვრებას ...
ბოლოს ამ ქალსაც გაუნათდა გონება ,მიხვდა და გამოგვიშვა ... წამოვედი კი არა გამოვვარდი ოთახიდან .. ნატის მაინც მივწერო მეტი მაინც აღარაფერი მაქ დღეს.
" გოგოო მოვრჩი მე და სად ხარ?"
" ბუfეტში ვართ და ჩამოოო მიდიი"
"კაიი^^"
წავედი ... ვუახლოვდები ბუfეტს და ვფიქრობ ყავაზე , თუმცა მანამდე
უკვე მესმის ათასნაირი ხმა, ათასი ემოცია , ხმის ტემბრი , ჟანრი , ტემპი , რეაქცია,...აი ეს ყველა ერთად არეული და გაერთიანებული ხმა გამოდის ბუfეტიდან ... მეც მივუახლოვდი ,შევედი და გავხდი ამ ხმების ნაწილი ...დავინახე ნატი უკვეთავდა რაღაცას
- ნატიიი
მივაძახე. ისიც არ დაიბნა და გამოექანა ჩემკენ ჰაჰაჰა არა რა ძალიან საყვარლები ვართ ხოლმე.

- უუუხხ რა ცოტაც და დამავიწყდებოდა როგორი ხარ !!
- ვაიმეეე მეეც ძალიან ძალიან ძალიან მომენატრეე !!!
- მიშოს არ ვაპატიებ გადაეცი
- შენთვითონ უთხარი აი იქ ზიან სანდრო და მიშო .

გავიხედე და ორივე იქ იყო და სანდრო ხელს მიქნევდა .
მივედით ,ჯერ მიშოსკენ წავედი . გადავკოცნე
- სხვათაშოროს შენგამო დაქალი დღეებია არ მინახავს რა
- ზუსტად იმავეს მიკეთებ ხოლმე შენც რა რო იცოდე .
- უხხ მიშოო
- უხ ლილეე არ იზრდები.
და ბოლოს აგვიტყდა სიცილი. ჩემი და მიშოს ურთიერთობა მართლაც რომ სასაცილო იყო და მეტი არაფერი . წავედი სანდროსკენ, სანდრო ყველაფერში მაგარი ტიპი იყო,
ადამიანი როგორ შეიძლება ყველგან ყოველთვის იყოს მაგარი ტიპი, აი ვერ ვხვდები , ეხლაც ისე წამოდგა , თავი ისე მოატრიალა და გაიღიმა , იმდენად სიმპატიური იყო ესეთ მომენტებში რომ ხანდახან გული მწყდება იმ გოგოებზე , რომლებიც
სანდროზე გიჟდებიან და ჩემ ადგილას ყოფნაზე ოცნებობენ ... წამოიწია და ჩავეხუტეთ ერთმანეთს როომ
-ვაიმეე სანდროოო!!!

ჩემი , ძლივს დაყენებული, თმები ამიჩეჩა!!!

- კაიი რა იყო ტოო.
და იცინოდა
- ვაიმეე ვერ გადამირჩები.

სანდროს ქმედების შემდეგ ძლივს გავისწორე თმები და
საბოლოო სიტყვებიც ჩემი იყო.

- უუუხ შურს ვიძიებ ალექსანდრე !

- აუ ლილეე დაიკიდე
ტო უშნო ხარ მაინც
და აზრი? ხო მეთანხმები მიშოო?

უცბად ეს მითხრა სანდრომ . მე კი გავჩუმდი . დავჯექი ისე რომ ხმა არ ამომიღია ... სანდრო დაიბნა. აირია ... ჰმმმ ალექსანდრე ფალავანდიშვილო ფრთხილად იყავი გეგმა ამოქმედდა . მიყურებს, მე ვითომც არაფერი ნატის ველაპარაკები ...
- ლილე კაი არ მითხრა რო გეწყინა .
- კაი მეღადავები ტო
- მიშო აიიი ესეთი ორი წლოს ბავშვის გაძლება მიწევს ,ეხლა გესმის ხო ჩემი.

არ ჩერდება . მე კი ჩუმად ვარ და არ ვიმჩნევ , ნატი და მიშო გაოგნებულები მიყურებენ . სანდრომაც ცოტახანს მიყურა და ბოლოს თავზე აიფარა ხელი და თავი მაგიდაზე დადო .მეც
ვიხელთე და თვალით ვანიშნე იმათ ,რომ ვეღადავებოდი ამ ვაჟბატონს . გავაგრძელეთ ლაპარაკი
და უცბებ სანდრო წამოდგა , წამოვარდა , წამოხტა , თუ რაღაც ესეთი იყოო მისი საქციელი . გული გამისკდა მოკლედ ... თან ისე მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი.
- სასტავიი მისმინეთ ეხლა კარგად .

რას აკეთებს?! უცბად ყველამ ჩვენკენ გამოიხედა .
- აი ამ გოგოს ხო ხედავთ.
ჩემკენ გამოიშვირა ხელი .ჯანდაბა სანდრო რას აკეთებ .
- ხო აი ეს გოგო გამიბრაზდა უაზრო ღადაობის გამო და მინდა საჯაროდ ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა-
გაჩუმდა და მომიტრიალდა .
- რომ შენ ლილე ნაკაშიძევ რომ
ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ ! ულამაზესი სულიერადაც და გარეგნულადაც.
ისევ პაუზა იყო.
- გაიგეე ლილეეე და თქვენც ხო გაიგეთ ყველამ და დაიმახსოვრეთ კარგად .
თქვა და დაჯდა.
ყველას სახე ჩვენკენ იყო მომართული , ყველანაირი სახე : ღიმილიანი ... ბოღმიანი .... ჭორიკნული.
მე კი გაოცებული ვუყურებდი სანდროს , მიშო და ნატი სიცილისგან კვდებოდნენ . ბოლოს ძლივს შევძელი გონზე მოსვლა .
- სანდროო ვაიმეე რა გიჟი ხარ. ვაიმეეე წეღან მართლა კი არ მეწყინააა ბიჭოო.
გაჩერდა . თავი გააქნია ... და პაუზის შემდეგ უცბად ხელი აწია და კიდევ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი:
- და უი ხოო დამავიწყდა მეთქვა რო ეს გოგო ამ ყველაფერთან ერთად არის ორი წლის ბავშვი და მე მიწევს მისი გაძლებაა ... ამიტო
გაფრთხილებთ წინასწარ რო
ფრთხილად იყოთ და შარში არ გაყოთ თავიი.
და გადაიხარხარა.. მეც სიცილი ამიტყდა... თუმცა მოულოდენლად ამ
სიცილისა და ლაპარაკის ხმებში ერთი უცნაური და მათგან განსხვავებული ხმაც გავიგე... უფროსწორად ბუfეტის შუშის კარის ხმა იყო,რომელიც ოდნავ ძლიერად თუ გააღებდით ან დაკეტავდით საშინელ
ხმას უშვებდა ხოლმე .... ეხლა სწორედ ეს ხმა გავიგე....თუმცა არ ვიცი რატომ
მაგრამ ინსტიქტურად
გავიხედე და : ნაცნობი 'პახოდკა ' , ამ
შუშის უკან დავინახე ილო ბარათელი რომელიც ... მიდიოდა... რომ
მოვედი ზუსტად ვიცი
აქ არ იყო ... და ანუ ეხლა მოვიდა?რატომ არ შემოვიდა... რატომ
გაბრუნდა ...რა დაემართა... რატომ მიდიოდა ესე?!! ...რაღაცნაირად...?! ვერ ვხსნი ..არ ვიცი .
ამ ფიქრებში
ვიყავი რომ უცბად სანდროს ხმა გავიგე .
- უი ხალხო ხვალ ბარათელის დაბადების დღეა.
არა აშკარად გვარი მომესმა ხო?!
- ვისი?
- ილოსი, ლილე რა დაგემართა.
- ხვალ არის ილოს დაბადების დღე?
- მეც ეგ ვთქვი ლილე ზუსტად.
- facebook ზე არ უწერია და არ ვიცოდი.
- ხო თავისი ახსნა აქ მაგაზეც.
- დაიცა შენ დაჟე მისი ბიოც შეისწავლე?
ეს უკვე ნატი იყო. ჩემი საუკეთესო დაქალი.
- დაიცა ანუ რამე
გამოვტოვე?
- მიშო შენ შეყვარებული გააჩუმე თორე მალე ეულად დარჩები.
- კაი რაიყოგოგო ვიგადავეე.
და მიშომ პირზე ააფარა ხელი . ნატიც
გაჩუმდა .
- სანდროო სიურპიზიი გავუკეთოთ რამე რაა ,ძაან მაგარი იქნება და თან გავერთობით,

- რავი რა სიურპრიზი უნდა გავუკეთოთ ?

- სანდროო რამე კლუბი დავიქირავოთ . ბავშები დავპატიჟოთ , და რავი მერე დავურეკოთ და მოვიდეს..მოკლედ რამე ესეთი გავაკეთოთ რა გაუხარდება .

- ისე კლუბზე პრობლემა არაა მაგას მე მოგიგვარეებთ .

- აუუ მიდი მიდი სანდროო ... მიშო კლუბს მოაგვარებს . ხალხს ნაწილს მე დავურეკავ ,ნაწილს ნატი ოღონდ ნომრები უნდა გამიგოთ ...სანდროო

- კაიი კაი ... ისე გაუსწორდება ეგ პონტი მაგრად , ე საღოლ ლილე შემშურდა ილოსი ხო იცი,

- რა დეგენერატი ხარ ! ოოხ რაიცი შენ იქნებ რა სიუპრიზს გიმზადებ ჰაჰაჰა.

- კაი გაგახსენებ მაგას და ილოს რა უნდა ვუთხრათ ? ან იქნებ თავის პონტში ისიც აკეთებს რამეს ?

- რავიი უთხარი რო საძმაკაცო წავიდეთ სადმე თქო ან რამე ეგეთები ებოდიალე რაა .

- იტოკში მე კლუბზე ვიჩალიჩებ რა ,სანდრო სხვებსაც უთხარი და სასმელზე მოვაგვაროოთ ,გოგოები კი დაურეკავენ რა ახლო სამეგობრო შევიკრიბოთ .
- ისე მეცინება რა ... ყველა
იცნობდით ილოს მგონი ხო ?ნუ ჩემ გარდა.
- მე ჩამირტყი?ჰაჰაჰა ლილეე
- ხო რა თქმა უნდა მიშო ახვლედიანი ხო ყველას იცნობს.
- ვააახ ეს გოგო მომკლავს ბოლოს მე ჰაჰაჰაჰა საერთო სამეგობრო წრეზე რამე გაგიგია? დიდიხანია
ვიცნობ ლილე შეგიძლია შეგშურდეს კიდეეც.
უნდა მეპასუხა რომ
- კაიით სულ ესეთ დღეში როგორ უნდა იყოოთ ... იმდენი საქმე
გვაქ წინ..
სანდრომ
გაიმარჯვა თორე დიდხანს გაგრძელდებოდა ჩემი და მიშოს ბრძოლა.
კიდევ ცოტახანს დავრჩით .. ყველაფერი გადავინაწილეთ და წამოვედით .. ბევრი საქმე იყო .. არვიცი მაგრამ გული ისე მიცემდა ... ისეთი ანერვიულებული ვიყავი ...თითქოს ამ დღეს ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა . ცოტახნის წინ . ისიც არვიცოდი რომ დაბადბის დღე ჰქონდა .., შემდეგ ეს სიურპიზის იდეაც .ყველაფერი წამიერად მოხდა . თუმცა ეს ყველაფერი ისეთ ბევრ ემოციას იწვევდა ჩემში .. რომ ..გული მწყდებოდა .. გულიმწყდებოდა რომ ამას ილო ვერ დაინახავდა . ვერ იგრძნობდა ...და ისევ ის კითხვა: რა დაემართა წეღან ? ეს კითხვა არ მშორდებოდა ...

----

ილო არ მინახავს მთელი დღე . სასაცილოა არაა ? ყოველი ფიქრი ილოთი იწყება . ყველაფერი ილოა . არვიცი რატომ ... რატომ უკავია ამხელა ადგილი ჩემში მას . როცა საქმე გაქვს დროც მალე გადის , დღესაც ესე მოხდა , დრო გაფრინდა , ეხლა კი უკვე 12 საათი ხდება მე კი ვზივარ ჩემს პუfში , ჩაის ვსვამ , მუსიკა დაბალ ხმაზე მაქვს ჩართული სრული კომფორტისთვის და გადავყურებ თბილისს , ზუსტად რამდენიმე წთში ილოს დაბადების დღეა ... რატომ არ უწერია თარიღი fbზე ვერ ვხდები ,სადრომ კი თქვა თავისი ახსნა აქო მაგრამ .. საერთოდ რა უბედურება ამდენი კითხვა ... ამდენიი კითხვა ...და ყველა რომ ილოს უკავშირდება ... და აი გახდა თორმეტიც .. ავიღე ლეპტოპი ... მაინტერესებს მაინც ხო დაუწერდნენ მილოცვებს ,შევედი ილოს გვერდზე და კაი ღადაობთ ?! ... ამდენი ... ამ რამდენიმე წამში ? ეს ბიჭი მაგიჟებს .... არ უწერია თარიღი და ამდენი უწერს ??? შემოსულია და აკომენტარებს ,ილო ბარათელი სათითაოდ იხდის მადლობებს . გამიკვირდა თუ არა ? კი გამიკვირდა , ბიჭების უმეტესობა like ებით ან საერთო მადლობით შემოიფარგლებიან ხოლმე ...
ეხლა ალბათ ჩემზე იკითხავთ ... რას ვიზავ ან რას ვფქირობ ხომ ... მე უკვე წეღან ,დიდი ფიქრის შემდეგ , გადავწყვიტე რომ სტატუსს , მიწერას ,დარეკვას ჯობია liveში ხვალ მივულოცო . მაგრამ ... ეხლა ხო ხედავს რომ შემოსული ვარ .. იქნებ არც შევუმჩნევივარ . მაგრამ .... მაინც ... იქნებ ხედავს და ჰგონია რომ საერთოდ დავიკიდე და არ ვწერ ... არ ვულოცავ ...... ჯანდაბა.... გავხსენი ჩათი . ვუყურებ ბოლო მოწერილს .... ყველაფერი რა უცბად მოხდა ... ერთი ამოსუნთქვით .. ჯერ კიდევ გუშინ ... გუშინდელი ცეკვა .... ჯანდაბა .... და მე არც კი ვიცოდი რომ მისი დაბადებისდღე ესე მალე იყო .... რამდენი რამ ხდება ერთად ... გადაბმულად ... არა დავხურე ჩათი ... ან საერთოდ ჯობია დავიძინო . ხო ჯობია . კი უნდა დავიძინო . მანამდე კი სანდროს უნდა დავურეკო ყველაფერი მზადაა თუ არა ... ავიღე მობილური და ვრეკავ და ჯანდაბა ... გამორთული აქ . როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვებს " მობილური გამორთულია ან გასულია .. " აუუ რაა ეს ბიჭი ხო არ გამოდგება ! უი დემეს დავურეკავ ... ძლივს გავიდა ზუმერი ...

" ლილეე ხო მშვიდობაა ? " ანერვიულებული ხმით მიპასუხა დემემ.

" როდის გახდი ესეთი ემოციური გაფიცებ? ჰაჰაჰა "

" რავი ტო ... აბა რა იყო ჩემი ხმის გაგონების გარეშე ვეღარ იძინებ ? " და გადაიხარხარა . ოხ დემე რა ენა გაქ პროსტა

" სანდრომ ხო გითხრა ილოზე "

" კი კიი ისიც მითხრა რა ამბებით ემზადები "

" ეს ინტონაცია რა იყო ეხლა ? "

" დღეს ალბათ არ დაგეძინება ხო ? "

" დემე მოგკლავ "

" არაუშავს შენი ხელით სიკვდილისთვის მზად ვარ ჰაჰაჰა "

" სულ როგორ ღადაოობ ვააახ "

" კაი ხოო .. კიი ლილე შეგიძლია მშვიდად დაიძინო , უფროსწორად ეცადო რო დაიძინო .. ყველაფერი მოგვარებულიაა "

" ძალიან კარგიი "

" ილოს მიულოცე ? "

" არა "

" არა ? რატომ ?"

" რავი ... მირჩევნია liveში მივულოცო"

" აააა გასაგებია "

" გავიგონე "

" რა გაიგონე "

" შენი ჩაცინების ხმა და ვაფშე იმ დეგენატმა რაო რა გითხრაა ? "

" სანდროზე ამბობ ? ჰაჰაჰ გაგიგოს ერთი "

" რა გითხრა რა ლილე და ამბებშიაო?"

" არაფერი რა დღეშიც ეხლა ხარ ეგ მითხრა პროსტა სხვა სიტყვებით "

" რა დღეში ვარ ეხლა ? ხო კარგად ხარ ? "

" მე კი, შენ არა " და კიდევ სიცილი ატეხა.

" დემე "

" კაი ხო იცი სანდრო რა ტიპიაა რააა... დაიკიდეე და დაიძინე მშვიდად ... ილოსი კი მაგრად მშურს "

" სანდრომაც ეგ მითხრა და რა იყოთ სიუპრიზი თქვენთვის არ გამიკეთებია ? საწ....ბოო დაგჩაგრეს ხო "

" არა ლილე . კაი არაფერი ვერ მიხვდები შენ ... "

" ეს რა იყო ეხლა "

" არაფერი მერე გეტყვი ... მიდი მიდი დაიძინე ეხლა "

" კაიი ღამემშვიდობის "

" ტკბილი ძილი ლილე "

" შენც ტკბილი ძილი დემე "

.-----------------------------------------

არ მახსოვს როგორ გათენდა , როგორ ჩავიცვი , უფროსწორად მახსოვს რომ ორი საათი სარკეს ვერ მომწყვიტეს ... ეხლა უკვე უნივერსიტეტში ვარ , ორი სემინარი მქონდა , ეხლა ლექცია მაქ წესიყ ,მაგრამ გავაცდინე ... ცოტახანში სახლში მივდივარ და იკითხავთ სად ვარ ეხლა ხო ? სად ვარ და ბუfეტში ვარ . უი ის არ გითხარით ალბათ ხო ,რომ წინ ილო ბარათელს ვხედავ , რომელიც ჩემკენ მოდის ?! ალბათ ემოციების გამო დამავიწყდა . სრულიად მოულონელად , მეგონა დღეს არ მოვიდოდა თვალებით შევეჩეხეთ ბუფეტში ერთმანეთს . დამინახა . დავინახე . ის ჩემკენ მოდის . მე ვდგავარ დებილივით . მოვიდა .
- გამარჯობა ლილე .

ლილეთი მომმართა .

- როგორ ხარ ილო?

- კარგად შენ ?

- მეცც ...

ჯანდაბა ! როგორ მინდა ეხლა
ჩავეხუტო და მივულოცო.
- შუალედი გაქ?

- არა სახლში მივდივარ პროსტა ნატი
უნდა მენახა ქსეროქსები უნდა
მიმეცა, მაგრამ ვეღარ მოდის .

- ა გასაგებია .

- კაი წავედი მე .

- კაი .

ღმერთოო შემაკავებინე ეს ემოცია. მოვტრიალდი . უცბად მისი ხმა.

- დატოვე შენი ქსეროქსი და ხო
იცი ნებისმიერი აასრულებს ყველაზე მაგარი გოგოს, ლილე
ნაკაშიძის სურვილს.

არა არ შევიმჩნევ .

- ირონია ყოველთვის საჭირო არაა ილო ,მაგვიანდება უნდა წავიდე .

და წამოვედი . ხმა აღარ ამოუღია . არც მე ამომიღია . ნატის ქსეროქსი საბაბი იყო რეალურად კი საჩუქარი უნდა ენახებინა ჩემთვის მაგრამ ჯანდაბას ,ეხლა ეგეც დამავიწყდა . გიჟივით გამოვვარდი და ტაქსი გავაჩერე. რაც ილომ მითხრა რას ნიშნავდა ვერ მივხვდი.. ალბათ ნაწყენია ხო? ... მარა თავიდანვე რაღაცნაირად შემხვდა რა ჭირდა ...რატომ შემხვდა ესე ცივად .. რა დაემართა ..
ან ეს "მაგარი გოგო" და ირონია რა შუაში იყო- და უცბად გამახსენდა . გამახსენდა გუშინდელი დღე. გამახსენდა სანდროს
სიტყვები . ჩვენკენ მომართული მზერები . გამახსენდა ის კარის ხმა. გამახსენდა ილო. კი მაგრამ
ამის გამო გაბრაზება ?ან რა იყო აქ ვაფშე გასაბრაზებელი ან რატომ უნდა გაბრაზებულიყო ?! განვაგდე ცუდი ფიქრები გონებიდან . დღეს დიდი დღე იყო .დღევანდელი
დილის ერთფეროვნება საღამოს უნდა ჩაენაცვლებინა. ნატის დავურეკე
" გოგოო "

"სად ხარ გოგო?"

" აუუ ილო შემხვდა"

" მერეეეე "

" აუუ თავიდანვე რაღაცნაირად იყო ... მერე რომ არ მივულოცე მგონი მაგრად გაუტყდა და თან ბოლოს ისეთები მითხრა აშკარად
გუშინდელ ამბებზე ჩამირტყა "

" დაიცა რა ამბებზე?"

" აუუ გუშინ დავინახე რომ გადიოდა ბუfეტიდან ,ოღონდ რომ შემოვედი ზუსტად ვიცი არ იყო რა ეგ ... და სანდრომ რო დაიწყო მაგარი გოგოო და ეგეთები მაგაზე ჩამირტყა წეღან"

" აუუუ რაა საყვარელიაა !!!ვაიმეეე მგონი ვხვდები რაც ჭირს"

" რავი თუ მეც მეტყვი"

" გოგო ეჭვიანობს "

" რააა რა სისულელეააა ილო ბარათელი
ეჭვიანობს ?ვისზე ეჭვიანობს ან რაზე ან -"

" კაიიი ლილეეე დამშვიდდი არ აღელდე ჰაჰ ... უბრალოდ ალბათ არ ესიამოვნა ,რომ ყველა შენ გიყურებდა . ანუ ხო იცი ეს რასაც ნიშნავს რა "

" რრას ნიშნავს?"

" ლილე თავს იდებილებ?"

" ნატი ილო ბარათელი
რატოომ უნდა გაბრაზებულ რატომ
უნდა ეეჭვიანა რატომ უნდა წყენ--"

"იმიტომ რო მოსწონხარ ლილე გასაგებიააა ეხლა?! ხოო უკვე ნელ-ნელა ვრწმუნდები "

" ლილე ???ლილე აქ ხარ? შენი ხმა აღარ ისმის ?!"

" კაი ნატი უნდა წავიდე და მოვემზადო"
აღარაფრის
თქმა დავაცადე ეგრევე გავთიშე მობილური. ილო ბარათელს ... ნუთუ შეიძლება მე მოვწონდე?! მართლა გრძნობდეს ჩემ მიმართ რაიმეს ... და მე ?! ნუთუ აქამდე ამაზე დავფიქრებულვარ ?! ნუთუ მეც ვგრნობ... ნუთუ ეს გრძნობა შეიძლება ცალმხრივი იყოს... ან ორმხრივი . უცბად ისევ მისი ხმა გამახსენდა ,მისი თვალები, ღიმილი და ვიგრძენი თუ როგორ დამაჟრიალა , თითქოს რაღაცამ დამიარა ზურგში მთელი ძალით ...არა . ეხლა ამის დრო
არ იყო. ისევ გავაგდე ფიქრები გონებიდან , მისი სახე თვალებიდან , მისი ხმა ყურებიდან .
ოთხ საათში უნდა მომესწრო: საჩუქრის ყიდვა,სალონში ჩასვლა ,მაკიაჟის წასმა, მომზადება .
და მაინც ყველაზე დიდი საფიქრალი მქონდა : რა ვუყიდო საჩუქარად . რა შეიძლება უნდოდეს ილოს . სუნამო?!არა ბანალურია . საათი?!არა . წიგნი?! რომელიმე ჯგუფის დისკი? და კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი როცა გაჩნდა მაშინ მივხვდი ერთ რამეს . მე არ ვიცოდი ვინ იყო ილოს საყვარელი ავტორი , საყვარელი ჯგუფი ,მომღერალი , ფილმი , ფირმა , ან რაიმე რაც მას გაუხარდებოდა ,მოსწონდა , ესიამოვნებოდა . მე მივხდი რომ ილო ბარათელს კარგად არ ვიცნობდი , მისი სამყაროს უდიდესი ნაწილი ჩემთვის უცნობი იყო. რა ვიგრძენი?! გული დამწყდა . ხო გული დამწყდა რადგან აქამდე ამ
ფიქრებს არასდროს შევუწუხებივარ ... არასდროს დავინტერესებულვარ იმ "მაგარი ტიპის", თავშეკავებულის , ცოტა მკაცრის , 'ძერსკი და გაქაჩული ტიპის' უკან რა იმალებოდა . ის მხოლოდ ასოცირდებოდა მწვანე თვალება ბიჭთან, რომელიც ჩემში ათას ემოციას იწვევდა, მადნობდა , მადებილებდა , ნერვებს მიშლიდა , მაღიზიანებდა , მანერვიულებდა.
დღეს ყველაფერი უნდა შეცვლილიყო . დღეს ილო ბარათელი
უნდა გამეცნო .ნამდვილი
ილო
ბარათელი .
-------------------------------
საჯაროდ ერის წინაშე ვაცხადებ , რომ მე ლილე ნაკაშიძე ვარ ყველაზე არაადეკვატური , ყველაზე ემოციური
ადამიანი დღეს . ერთ ადგილას ვერ ვისვენებ , სარკეში
ასჯერ ჩავიხედე , ნატი და ბავშვები გავაგიჟე , დემე უკვე ღადაობს ჩემზე , კიდე იმდენი ვიღაცაა მოსული ,ამდენი ძმაკაცი თუ ჰყავდა ილოს არ ვიცოდი. თვითონაც წუთი წთზე უნდა მოვიდეს. ამ ფიქრებში ვარ რომ უცბად მხრებზე ვიღაცამ ხელები დამადო . შევკრთი . მოვიხედე და დემე იყო
- კაიიი გოგო კაიი დაამშვიდდი ლილეე .
- გული გამისკდა დემეე. ჯანდაბა
- რატო ილო გეგონა უცბად?
- აუ რაა შუაშიაა ... უბრალოდ ფიქრებში ვიყავი და შემეშინდა.
- აჰაამ და ეს ფიქრებიც ილოზე იყო ხო ,იასნად .
- დემე ვერ გადამირჩები.
- კაიი რა ჰაჰაჰაჰა უი
მართლა რა უნდა აჩუქო ?
- ყველაზე მეტად ეგ გამიჭირდა მაგრამ
მაინც მოვიფიქრე ბოლოს .
- და რაიყო არ მეუბნები?
- აი ისაა იქ რო დევს ... მერე ალბათ საჩუქრებში აირევა.
- და რა დევს შიგნით არ მაღირსებ რო მითხრა თუ საიდუმლოა ?!ჰა?!
და ატეხა სიცილი
- უუხ დემეე ...არა არ გეტყვი . ჯერ ილომ ნახოს და მერე გეტყვი .
უცბად ნატიც მოვიდა
- ვაიმეე ლილეეე რა მაგარ ფორმაში ხაარ სააღოოლ !!! დემეე იმედია კონპლიმენტებით შეამკე უკვე ხო
- ვაიმეე ეგ როგორ გამომრჩა ...
უცბად გაჩერდა ,ჩაახველა , წელში მოიხარა და ჯანდაბაა ჰაჰაჰა ეხლა მივხვდი რასაც აკეთებდა . ხელზე მემთხვია .
- ქალბატონო ლილე მინდა აღვნიშნო რომ დღესაც ულამაზესი ხართ , როგორც ყოველთვის .
და რაც შეგეხებათ თქვენ ნატალია თქვენ მე დამშოკეთ
, ვწუხვარ რომ თქვენი გული დაკავებულია .
აგვიტყდა ყველას სიცილი რომ
უცბად კარის ხმა გავიგე . მთავარი შემოსასვლელი კარის. ყველა აქ იყო , ერთი ადამიანის გარდა . ილოს გარდა. თანაც ყველა სხვა უნდა შემოსულიყო მეორე შემოსასვლელიდან . მხოლოდ ილოს უწევდა ამ მხრიდან შემოსვლა . კარის გაღებაც ჩემს ცხოვრებაში საუკუნედ იქცა . გული აჩქარდა . პულსი გაათასდა . ემოციამ პიკს მიაღწია , ჩემი სახე კი ღიმილის სმაილად იქცა . და აი კარიც გაიღო . . .

მართალი ვყოფილვარ როცა ვამბობდი დღეს ყველაფერი შეიცვლება თქო , ასეც მოხდა . ყველაფერი შეიცვალა , დღეს ყველაფერი წაიშალა , დღეს ყველა ემოცია გაქრა , დღეს ყველა ეს ფიქრი ამაო დროის კარგვა აღმოჩნდა , იმედგაცრუება , ხო იმედგაცრუება გახდა დღევანდელი დღის მთავარი პერსონაჟი.

კი მაგრამ ლილე ნაკაშიძე ? ლილე ნაკაშიძე ეხლა . ლილე ეხლა მარტო ზის . სად ზის ? არვიცი არც თვითონ იცის ,მაგრამ სადღაც კლუბთან რომ პარკი იყო იქ ზის . სახლში რატომ არ წავიდა ? ალბათ იმიტომ რომ არ უნდოდა ათასი კითხვის მოსმენა , ან იქნებ არ უნდოდა ვინმეს ის ასეთი დაენახა , როგორი ? აი ზუსტად ისეთი როგორიც ეხლაა : უემოციო და ძალა გამოცლილი , აი ისეთი , როგორსაც ვერაფერი , ვერც iphoneის სმაილი ვერ აღწერს .

არა არ ვტიროდი ან შეიძლება ძალიან მინდოდა მაგრამ , არა , ეს სხვა იყო , რაღაც სხვანაირი იმედგაცრუება ,რომელიც არასდროს არ მიგვრძნია .
უცბად თვალწინ ყველაფერი თავიდან წარმომიდგა . თითქოს ჩემმა ცხოვრებამ პულტი აიღო და ჩემ თვალწინ გადამიხვია ყოველი წამი . და მაინც რა მოხდა ? აი მოდი ერთად ვუყუროთ :

და უცბად კარის ხმა იყო . მთავარი შემოსასვლელი კარის. ყველა აქ იყო , ერთი ადამიანის გარდა . ილოს გარდა. თანაც ყველა სხვა უნდა შემოსულიყო მეორე შემოსასვლელიდან . მხოლოდ ილოს უწევდა ამ მხრიდან შემოსვლა . კარის გაღებაც ჩემს ცხოვრებაში საუკუნედ იქცა. გული აჩქარდა. პულსი გაათასდა . ემოციამ პიკს მიაღწია , ჩემი სახე კი ღიმილის სმაილად იქცა . და აი კარიც გაიღო . . . და დავინახე ის რაც არასდროს მინდოდა დამენახა . ან ვერ წარმოვიდგენდი რომ დავინახავდი . ან არ ველოდი ან რატომღაც უბრალოდ ვერც კი ვიფიქრებდი . განსაკუთრებით დღეს , განსაკუთრებით ყველაფრის შემდეგ, განსაკუთრებით აქ ამ ადგილას , კი კარი გაიღო , და კი მართლაც ილო ბარათელი იდგა კართან... თუმცა ერთი რამ იყო სხვანაირი .ერთი ფრაგმენტი არ შეესაბამებოდა არაფერს . ის მარტო არ იყო . მასთან ერთად სხვაც იყო . სხვა . იცით ვის წელზე ეკიდა ხელი მას ? იცით ვისთან ერთად იღიმოდა ის ? იცით ვისთან ერთად მოვიდა ის აქ , დღეს ? მარიამი - ეს იყო ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი კითხვის ერთადერთი პასუხი . მახსოვს როგორ დაუკრა ტაში ყველამ . მახსოვს როგორ აიფარა სახეზე ხელი ილომ , ვერ იჯერებდა . იღიმებოდა , იცინოდა , მახსოვს ვიღაცამ მეც წელთან დამადო ხელი ... მახსოვს ეს სიტყვებიი " ჩუუ დამშვიდდი .. გთხოვო " მახსოვს მე ვუპასუხე უნდა წავიდე , მარტო მინდა ყოფნა თქო .. მახსოვს ვამბობდი სახლში უნდა წავიდე .. არ გამომყვე თქო ... არ ვიციი რას ვამბობდი ან ვის ვეუბნებოდი . მხოლოდ ერთი რამ მახსოვს მე მოვტრიალდი და წამოვედი . იქაურობა დავტოვე და მეორე გასასვლელიდან წამოვედი . სახლში არ წავედი , არ მინდოდა , და ამ კლუბთან ცოტა შორიახლოს პარკი ვიპოვე. იქ დავჯექი ყველასგან მოფარებულ ადგილას და ვუყურებდი ცას , ვარსკვლავებს , რა ლამაზი ღამე იყო , ცაზე რამდენი ვარსკვლავი იყო . უკნიდან სხვადასხვა ხმები მესმოდა , ბავშვების სიცილი , ბედნიერი ხმები , თუმცა ჩემთვის ყველაფერი დუმდა . რადგან მე ვხვდებოდი ეს არ იყო ბედნიერი დასასრული ზღაპრის , რომელსაც ჩემი ცხოვრება უნდა რქმეოდა . არადა მე ... მე ხომ ... სწორედ დღეს მივხვდი თუ რა იყო ეს ყველაფერი . თუ რა მჭირდა ეს დღეები . რა მემართება . რას ვგრძნობდი ილოს მიმართ . არადა მე ხომ სწორედ დღეს მივხვდი , დღეს აღმოვაჩინე ის გრძნობა , რაც არასდროს მიგვრძნია .არადა ეს ხომ პირველი იყო . ეს გრძნობა ხომ პირველად დამეუფლა . არადა მე ხომ სწორედ დღეს ვუპოვე ამ ყველაფერს სახელი .

თქვენც მიხვდით არა ?! ალბათ ჩემზე ადრე მიხვდა ყველა . ხო
ყველა ჩემ გარდა . რა უცნაური რამ ყოფილა , ყველაფრისგან განსხვავებულო, ემოციური ,მტკივნეული ...
მხოლოდ მე ვერ მივხვდი . ხო
ვერ მივხვდი იმას რომ ლილე ნაკაშიძე დიდ შარში გავეხვიე . რა შარშიო იკითხავთ . გიპასუხებთ : აი იმ შარში ,რომელსაც სიყვარულს ეძახიან . ხო , ვაღიარებ , ამ ვარსკვალვებთან და მთვარესთან ვაღიარებ რომ ლილე ნაკაშიძე პირველადაა შეყვარებული . პირველად გრძნობს ამ ყოველივეს . და იცით ვის მიმართ ? იმ მწვანე თვალების მიმართ ... ხო სწორედ მიხვდით მე ,ლილე ნაკაშიძეს ილო ბარათელი შემიყვარდა . მიყვარს . ხო და ამ
მთვარესთან და ვარსკვლავებთან ვაღიარებ რომ გული მტკივა . თანაც ძალიან მტკივა .



№1  offline წევრი kiwi

Dzaaan momwons kargi gogo xar dzaaan ❤️

 


№2 სტუმარი lik)

augadaob? damavickdaukve ramoxda cinatavshi

 


№3  offline წევრი ungi

მალე დადე რა გთხოოვ. ძალიან მაგარი იყოოო ^_^

 


№4  offline წევრი neenars

კი კიი მალე დავდებ <3 ყოველი კომენტარი სტიმულს მმატებს ძალიან დიდი მადლობაა <3 <3 !!!!!!!

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე რაკარგი იყო მაგრამ იმდენხანს გვალოდინე დამავიწყდა რახდებოდა თავიდან მაქ წასაკითხი

 


№6  offline წევრი neenars

❤️❤️madloob!

 


№7  offline წევრი usazgvro

uumagresiiaa.male dadee ra ar gvalodinoo

 


№8  offline წევრი neenars

kikii male davdeb ❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი nitaa

Dges velodebi axal tavs ! :D dzalian momwons

 


№10  offline წევრი neenars

madloob!!! dges davdeb axal
tavs ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent