შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე + შენ = ჩვენ ( თავი 10)


4-01-2015, 18:39
ავტორი neenars
ნანახია 2 554

. . .
მე ,ლილე ნაკაშიძეს ილო ბარათელი შემიყვარდა . მიყვარს . ხო და ამ
მთვარესთან და ვარსკვლავებთან ვაღიარებ რომ გული მტკივა . თანაც ძალიან მტკივა .უცბად ფიქრებიდან მობილურის ხმამ გამომიყვანა. დავხედე და სანდრო იყო ...
" სანდრო "
" ვაიმეეე ლილეეე კიდეკაი აიღე თორე გავგიჟდებოდი.. სად ხარ ტოო ...სახლში ხარ? რა სულელო ვარ როგორ არ გამოგყევი ამის დშვც"
დაიცა სანდროს როდის ველაპრაკე?! ანუუის სანდრო ოყო ვინც მამშვიდებდა?! . მხოლოდ ერთმა ადამიანმა დამინახა ასეთ მდგომარეობაში და ისიც სანდრო ყოფილა.
" სანდრო" მხოლოდ ეს ვთქვი და გავჩერდი .
" რაღაც პარკი როა მაგ კლუბთან მანდ ვარ...არმინდოდა სახლში წასვლა " პაუზა იყო .
" კაი მოვდივარ ეხლავე "
" სანდრო " ვთქვი და კიდევ გავჩერდი . ემოცია აღარ მემორჩილებოდა ,
"ლილე გისმენ ...მითხარი "
" მალე მოდი გთხოვ "
ისევ პაუზა იყო .
" ლილე "
კიდევ გაჩუმდა
" ორ წთუში მანდ ვარ" და გათიშაა. მე ჩემთავს არ ვგავდი . მე მე არ ვიყავი . მე ემოციების "ტყვე "ვიყავი.

რა მჭირს ? უკვე მეასჯერ დავუსვი ჩემ თავს ეს შეკითხვა . რატომ ვარ ესეთ ემოციებში ?რატომ იყო ეს გრძნობა ასეთი მტკივნეული? ... ნუთუ ამდენს ნიშნავდა ? ნუთუ ამ ადამიანმა ამხელა კვალი დატოვა ჩემში ? მიკვირს როგორ მოხდა ეს ყველაფერი . როგორ ვერ შევამჩნიე . როდის გადავიდა მოწონება ამ გრძნობაში . როდის შემი- და სანამ ამ სიტყვას დავასრულებდი ფიქრები კვლავ გამაწყვეტინეს .

- ლილე

ეს ხმა მომესმა ზურგიდან . სანდროს ხმა იყო , ჩემი სანდროს . სანდროს რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყო , სანდრო რომელიც ვიცოდი არასდროს გამიცრუებდა იმედს. სანდრო ,რომელისაც ყველაზე მეტად მწამდა და მჯეროდა .სანდრო აქ იყო , მე ის მჭირდებოდა და ის მოვიდა , რადგან ის სხვას არ ჰგავდა , ის ყოველთვის ჩემთან ჩნდებოდა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა , ის ჩემი ლურჯ თვალება სანდრო იყო.

ვერც კი ვხვდები უცბად რა დამემართა , მაგრამ მოულოდნელად წამოვვარდი და მთელი ძალით სანდროს ჩავეხუტე , როგორი ძლიერი იყო ხოლმე მისი ხელები , იცით როგორი ხელები ჰქონდა?! აი ისეთი ,რომლებიც ყოველთვის გეუბნებოდნენ რომ ყველაფრისგან დაგიცავდნენ და არ მიგატოვებდნენ. და უცბად ვიგრძენი რომ ჩემი თვალები დასველდნენ ... ცრემლებმა მაინც თავისი გაიტანეს .... და მათაც კი მიმატოვეს , არასდროს , არასდროს მიტირია სანდროს თვალწინ , არასდროს მიტირია სხვების თვალწინ ,ნატის თვალწინაც კი . თუმცა ეხლა .. ეხლა თითქოს აზრი არ ჰქონდა არაფერს ... მხოლოდ ტირილი მინდოდა ... და ესეც სანდრო აღმოჩნდა , ადამიანი რომელმაც მნახა როგორ ვტიროდი .

- ლილე ... ლილე ტოო ...

არ მახსოვს რამდენ ხანს ვიდექით ესე , არმახსოვს რამდენ ხანს ვიყავით ჩუმად ,სანდრო შიგადაშიგ ჩემს სახელს ამბობდა ... და მაინც ხელს არ მიშვებდა . ბოლოს კი ალბათ გონს მოვედი . და ასევე უხმოდ დავსხედით ,

- სანდრო ... მადლობ ... რომ მოხვედი და ეხლა აქ ხარ.

- კაი რას ამბობ ლილე ...

- შენ ... ყოველთვის ჩემთან ხარ როცა მჭირდები ...

- წეღან არაფერი გითხარი მარა კაი რაზე ტიროდი ტო ვიღაც ბო*ი მარიამის გამო ტო

- მართლა ვერ ვცნობ ჩემს თავს...დედასგეფიცები არვიცი..მეც არ ვიცი რა მჭირს..მართლა ვერვხვდები ...

- ამდენი წელი გიცნობ და ბიჭის გამო ესეთი ემოციური არასდროს მინახიხარ ლილე.

- სანდრო შენ არ-

- გთხოვ არ თქვა არ გესმისო ... ყველაზე მეტად ეს სიტყვები მეზიზღება ...პროსტა სიმართლე მითხარი ... ილოს მიმართ მოწონებაზე მეტს გრძნობ ხო და მაგიტო ტიროდი ?

არასდროს , ალექსანდრე ფალავანდიშვილს ჩემთვის ესეთი კითხვა არცერთ ბიჭზე არ დაუსვამს . უბრალოდ
არასდროს , და ეს იმდენად უცნაური შეგრძნება აღმოჩნდა რომ ... გავჩერდი . თითქოს ბავშვობის საუკეთესო მეგობართან დავიბენი ...

- ლილე ... მიპასუხე .

- კი .

მხოლოდ ორი ასო ,მხოლოდ ერთი ყველაზე პატარა მაგრამ ამშემთხვევაში ყველაზე დიდი მნიშვნელობის სიტყვა ვთქვი . მისი რეაქცია ? გიჟი გადარეული სანდროს რეაქცია ? რაიყო ? ის გაჩერდა, არ შემოუხედავს . სანდრო ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ,მაგრამ ილო მისი ძმაკაცი ... ადრე არც ამაზე მიფიქრია... თუ რას
იფიქრებდა სანდრო ამ საკითხზე ... მან თავი დახარა , მეც დავიბენი არ ვიცოდი რა მექნა ,ასეთი მე ის არასდროს მენახა , ორი წუთი ესე გავიდა ,და უცბად მისი ხელი ვიგრძენი ჩემს მხარზე , ხელი გადამხვია და მისი ხმა გავიგე . მისი დაბალი ტონალობის , ოდნავ ხრინწიანი , ყველასგან განსხვავებული ხმა .

- ტირილი ტო ?! და რის გამო ? ჩვენნაირი დეგენერატების გამო ტო ?! არ შეიძლება . უბრალოდ შენნაირ გოგოს არ უხდება ... შენ და ტირილიი ?! არა არა ღადაობ?! ... მისმინე ლილე ...ეს დღე იყოს ბოლო გესმის ?! ... დაიმახსოვრე ... ერთადერთი მიზეზი რისგამოც დღევანდელის შემდეგ ჩემთან, სხვასთან ან საკუთარ თავთან იტირებ ეს უნდა იყოს მხოლოდ ბედნიერების ,სიხარულის გამო ... და არა მსგავსი სირო-**ების გამო ... აი კაი ტოო ... ღიმილი როცა ასე ძალიან გიხდება ადამიანს როგორ შეიძლება გაღიმების ნაცვლად იტირო ... ეხლა კი შემომხედე ...
ლილე შემომხედე .. და გაიღიმე . თუ ჩემი ხათრი გაქ გაიღიმე ... ....
აუუ მაგრად არ მინდა შენი ნამტირალევი სახე რო ოდესმე გამახსენდეს რა .

არასდროს .

არასდროს არ უთქვამთ მსგავსი სიტყვები ჩემთვის , არასდროს ამ 18 წლის განმავლობაში .

ავხედე სანდროს და ჩავფიქრდი ... ის მართალი იყო . ოღონდ იცით რაში ?!იმაში ,რომ მე არ მქონდა უფლება მეტირა ვიღაც სრულიად უცხო ადამიანის გამო , ვიღაც რამდენიმე თვის გაცნობილი ბიჭის გამო , როცა მე ასეთი დიდი საჩუქარი მყავდა , როცა მე ასეთი მეგობარი მყავდა , როცა მე სანდრო მყავდა , ნატი მყავდა , დემე მყავდა , ოჯახი და კიდევ ბევრი ადამიანი მყავდა, რომელთაც ვუყვარდი ისეთი როგორიც ვიყავი და რომლებიც მიყვარდნენ სწორედ ისეთები ,როგორებიც იყვნენ ,ისინი არ მიმატოვებდნენ , არც იმედებს გამიცრუებდნენ ... მოულოდნელად ისევ სანდროს ღიმილინარევი ხმა გავიგე

- რატო მიყურებ ეგრე ტოო

- იმიტომ რომ სიტყვებს ვეძებ ... არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო ...

- ხო იცი ლილე როგორც - გამიღიმე , ეგეც საკმარისი იქნება .

და უცბად . უცბად რაღაც გამახსენდა .. არვიცი რატომ ... გამახსენდა... მაგრამ ის ვიცი რომ ისეთი ისტერიკული სიცილი ავტეხე სანდრო გაოგნებული მიყურებდა

- ვაიმეეეეეეე
ვერ ვჩერდებოდი.. სანდრო
მართლა შეშინებული თვალებით მიყურებდა ხო არ გაგიჟდაო...

- ვაიმე უცბად გამახსენდა ... შენ გამახსენდიიი ... აჰჰაჰაჰაჰჰა მეორე
თუ მესამე კლასში რომ ვიყავით და ქართულის მასწავლებელს რომ უთხარი ისეთი დიდი ცხვირი გაქვთ გუშინ რომ მულტფილს ვუყურე იმ ბაბაიაგას გავხართ და მეშინიაო ... ტირილი რო
დაიწყე ... ვაიმეეე

და არ ვჩრდებოდი . სანდრო მიყურებდა ... გაოგნებული მიყურებდა და ბოლოს თვითონაც აუტყდა სიცილი ...

- აუუუუ ლილეეე აუუუუ ცვეტში მაგრად თუ არ გაკლდეს ტოოო

- ბაბაიაგასოოო და თან სერიოზული სახით რო ეუბნებოდიიი ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰჰ

- აუუ შენს გარდა ეეხლა ეგ ვის გაასენდებოდა .... ვაფშეე რა შუაში იყოო ... აუუუუ ლილეეე ... 1 წლის ბავშოოოოო

და ესე არ ვჩრდებოდით.... ათასი სასაცილო ამბავი გამახსენდა , რომლებიც აქამდე ღრმად იყო ჩემს გონებაში დამარხული ... ვიცინოდით თან ბოლოო ხმაზე ,ფეხებზე გვეკიდა თუ გამლელთა 99%ს ან გიჟები ან მთვრალები ან კიდევ უარეს მდგომარეობაში ვეგონებოდით... არვიცი ბევრი ემოციის თუ სტრესის გამო დამემართა ასეთი რამ ,მაგრამ ცხადი იყო მე ვიცინოდი მთელი გულით და ჩემშიც ყველანაირი ცუდი ენერგია იშლებოდა ... თუმცა რეალურად ერთადერთ ადამიანს და მის სიტყვებს მიუძღვოდა დიდი წვლილი ამ ყველაფერში ... მხოლოდ და მხოლოდ : ალექსანდრე ფალავანდიშვილს .

---------------------

უკვე 12ის წუთები იყი ... რა უცბად გავიდა დრო . სახლში წასვლის დრო იყო , სანდრომ ტაქსი გააჩერა, გზაშიც სხავდასხვა ამბებზე ვღადაობდით და აი ჩემი კორპუსიც გამოჩნდა .

- კაიი სანდროო გკოცნიი წავედი .

- მიდი მიდი ჭკვიანად ლილეე .

მძღოლთან ხო არ დავიწყებდი რაღაცეებს და გადმოვედი თუ არა მესიჯი მივწერე

" ყველაფრისთვის დიდი მადლობა ლურჯ თვალებავ :D !! <3 <3 "'

მანქანა კიდევ აქ იყო, ელოდებოდა როდის შევიდოდი სადარბაზოში და ამიტომ სანდროს ღიმილიანი სახეც დავინახე... მესიჯიც მოვიდა

" სახლში რო მიხვალ მომწერე ეგრევეე :**"

დაკავებული იყო ლიფტი ,მომიწია ლოდინი... მანქანაც წავიდა რომ უცბად რაღაც ხმა მესმის .. მესიჯის ხმა . ამოვიღე მობილური . უცხო ნომერია ... გავხსენი მესიჯი

" ვიცი რომ ეხლა ამ მესიჯს კითხულობ ... ლილე გარეთ ვარ და უეჭველი უნდა გელაპარაკო
გთხოვ გამოდი "
უცბად თავი მივატრიალე და დავინახე მისი მანქანა . ვერც კი აღვწერ იმ მომენტში რა დამემართა,
... ფეხებმა
კანკალი დაიწყეს, გული ამიჩქარდა... თუმცა მაინც არ მინდოდა მასთან ლაპარაკი და აუცბად ფანჯარა ჩამოიწია ... და მისი თვალები დავინახე ... მაშინვე გამოვიხედე და ლიფტის ღილაკს დავაჭირე თითი ...თუმცა კარის გაღების ხმა გავიგე ... ამას ნაბიჯების ხმაც მოჰყვა ... მოდის ... და აიი ამდროს ლიფტის კარიც გაიღო .ის ის იყო უნდა შევსულიყავი რომ . რომ . მისმა ხელმა გამაჩერა. და ჩემი უკვე არსებული პიკი ემოცია გაათასმაგდა .
- ლილე გთხოვ გაჩერდი.

ვერ ვხვდები აქ საკუთარ დაბადების დღეზე ილო ბარათელს რა უნდოდა . თუმცა მისი ხელი ,რომელიც ჩემს მაჯაზე ეკიდა ყველაფერს მავიწყებდა...

-ლილე გთხოვ.
დავთანხმდი ... წავედით. უხმოდ მივედით მანქანასთან .წინა კარი გამიღო ... დავსხედით ...და უცბად დაძრა მანქანა ....
- სადმე მივდივართ ?
- მანქანაში ლაპარაკი არ მინდა...
- ნასვამი იქნები.
- არ ვარ დამშვიდდი, წვეთი არ დამილევია.
ესე უხმოდ გავიარეთ მთელი გზა . არ ვიცოდი სად მივდიოდით ... ვერც იმას ვხსნი საერთოდ რატომ ჩავჯექი და წამოვყევი. რამდენიმე წუთის მერე გავჩერდით .
-გადმოდი ლილე .
ორივე გადმოვედით მანქანიდან .... და მივხვდი სადაც ვიყავი. აი იქ საიდანაც მთელი თბილი ჩანს . და როგორი ლამაზი იყო ეს ყველაფერი. რამდენი ფერი იყო . რამდენი სიჭრელე. რა სილამაზე ... რა ხედი ... მოულოდნელად ილოს დაიწყო
ლაპარაკი.ის ჩემ უკან იდგა... მე კი თბილისს გადავყურებდი.
- დემემ ყველაფერი მითხრა ... რატომ წახვედი ლილე ?
- და შენ რატომ ხარ აქ ?
- ნუთუ მართლა მარიამის გამო?
- დღეს შენი დაბადების დღეა აქ არ უნდა იყო.
- ლილე .
- სტუმრებთან სირცხვილია ,გელოდებიან ალბათ .
- მკიდია ეხლა ყველაფერი ლილე , მაგრად თან .
- მარტო დატოვე მარიამი და გკიდია?საღოლ ილო .
პირველად მივმართე სახელით დღეს .
- მარიამი არ არის იქ.
აჰაა ანუ სახლში მიიყვანა და მერე გავახსენდი ღმერთო როგორ მინდოდა მეყვირა ეხლა ბოლოხმაზე .
- იმედია ოდნავი თავმოყვარეობა შერჩა და წავიდოდა ,და ვაფშე მაგრად მკიდია ეხლა მარიამი. ლილე კითხვაზე მიპასუხე ..რატომ წამოხვედი?
- შეყვარებულზე ეგრე არ უნდა ლაპრაკობდე ილო.
და უცბად სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა ... მოვიდა. და ჩემ წინ დადგა.
- ლილე მარიამი ჩემი შეყვარებული არ არის და არც არასდროს იქნება გასაგებია?! ტვინი წამიჭამა უპონტოდ ვარ შენი დაბადებისდღეა რამე მოიფიქრეო ისო ესოო...
საშინელ ხასიათზე ვიყავი და დამიჯერე მაგრად მეკიდა და მოკლედ ამიტო მოვედით ერთად ... პროსტა ლილე საიდან მოიტანე ვაფშე ...რა შეყვარებული ტო? რა შეყვარებული ...

ჩემში ყველა ნაკვთი კიოდა ბოლოხმაზე. ყველანაირი რამ ვიგრძენი , ყველანაირი ემოცია , ყველაფერი .
თვალებშიც ვერ ვუყურებდი ... არ მინდოდა თავი მომეტყუებინა , არმინდოდა მის თვალებს გაემარჯვა . არ მინდოდა დამეჯერებინა რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო ,რადგან მეშინოდა გული ისეც არ მტკენოდა. ამიტომ
არაფერი ვუპასუხე და ისევ თბილისს გავხედე.ის კი , ის მე მიყურებდა . ძალა მჭირდებოდა ,რომ გამეძლო ამ მზერისთვის , კი დიდი ძალა .და სწორედ ამდროს ვიგრძენი როგორ შეეხო მისი ხელი ჩემს სახეს ...
სრულიად ქმედუუნარო გავხდი .
- შემომხედე თვალებში ლილე .
როგორ დამაჟრიალა ... დამბურძგლა.

- გთხოვ მზერას ნუ მაცილებ ..

თავი ამაწევინა და . და ... მან გაიმარჯვა . ნუთუ ყოველთვის ის უნდა ყოფილიყო გამარჯვებული?!
რა მწვანე იყო მისი თვალები ...როგორი რაღაცნაირი..
- მე მეგონა დამიკიდე , მეგონა შენი
სიამაყის
თუ გულგრილობის გამო არ მომილოცე ... ბავშვივით დამემართა ხო ... ვიცი ... მარა შენ აზრზე არ ხარ როგორ გავბრაზდი ... არა არა გაბრაზებაც არ იყო ...უბრალოდ გული დამწყდა ... ძალიან .

კვლავ არ ვიღებდი ხმას... უცბად მისი ხელი ჩემს სახეს მოშორდა... და
ჩემი თვალები კი მის თვალებს. მოულოდნელად ისევ მან
დაიწყო.
- ლილე ჩემი არ გჯერა? გგონია გატყუებ ?
ღრმად სუნთქავდა ... ტონს უწევდა ...

- კაი ლილე გასაგებია ... კაი მართალი ხარ მარიამი ჩემი შეყვარებულია , კი ის ყველაზე ძალიან მიყვარს ,ხო მართალი ხარ მასთან ერთად მოვედი, კი შენ ვაფშე არც გამხსენებიხარ , ვაფშე არ მიფიქირა შენზე , არ გავბრაზებულვარ რადგან მეკიდა , ხო არც მარიამთან ვიჩხუბე , რადგან ვერ ვაგნებინებდი რომ არასდროს შემიყვარდებოდა . არც საკუთარი დაბადებისდღიდან არ წამოვედი და დავტოვე მეგობრები , არც დემესთან მომსვლია კამათი როცა თავიდანვე არ მითხრა რო შენი მოწყობილი იყო ეს ყველაფერი... არც ნერვი არ დამაწყდა სანამ არ ვათქმევინე სად იყავი...არც იქ არ მოვსულვარ და არ დამინახიხართ შენ და სანდრო
... არც სახლთან არ გელოდებოდი როდის მოგიყვანდა სახლში ,არა აქ ,ამდროს შენთან პროსტა გასართობათ ვარ ხოო .. ვერთობი ... გატყუებ.
უცბად გაჩერდა... ასეთი ანერვიულებული , ემოციური არასდროს მინახავს ...
- მაგრამ ეხლა ხედავ განსხვავებას ?! მიხვდი როდის ვთქვი სიმართლე და როდის მოგატყუე ? ბოლოს ნათქვამი ყოველი სიტყვა ტყუილი იყო . რადგან მე არ მკიდიხარ ... რადგან შენ არ ხარ სულერთი გესმის?! და ეს არის მიზეზი რისგამოც ეხლა აქ ვარ . სწორედ ამიტომ ... ლილე გჯერა ეხლა ჩემი ? თუ კვლავ ვიღაც უკანასკნელი დედამ***ლი გგონივარ ჰა ?

მე, ლილე პორველად ჩემს სიცოცხლესში დავმუნჯდი ... ამ თვეების მერე პირველად დავინახე მის თვალებში ამხელა ემოცია... ნუთუ ეს დღე რეალური იყო? ეს მართლა ხდებოდა ? აქ , ამდროს ,
ამ ადგილას ჩემ წინ მართლა ილო იდგა ?ეს სიტყვები არ მომესმა და რეალურად გავიგონე? ... მხოლოდ ამის თქმა შევძელი
- ჩემი საჩუქარი ნახე?
პაუზა იყო . სიჩუმემ დაისადგურა.
ის მე მიყურებდა თვალებში . მე მას . ხმას არ იღებდა . მიყურებდა ... როგორი მზერა ჰქონდა . ღმერთო ესეთი როგორ იყო.... და მოულოდნელად მისი ღიმილი დავინახე ... თუ ორი წუთისწინ აწითლებული იყო, ანერვულებული, ღრმად სუნთქავდა ... და ხმამაღლა ლაპარაკობდა ...უცბად მისი ღიმილი იმდენად კონტრასტი იყო .. ამას დაემატა მისი ხმაც ... მისი თბილი ხმა .
- კი როცა გავიგე რო შენც იყავი მოსული ...ეგრევე ეგ ვნახე ....
გაიცინა , სიცილიც როგორი თბილი ჰქონდა .
- პროსტა რო დავინახე დღიური ვერ მივხვდი თავიდან ... მარა რო გადავშალე და წავიკითხე შენი სიტყვები და შემდეგ ის ოცი კითხვა. რო ვნახე ...

გახსოვთ რამდენი ვიფიქრე რა მეჩუქებინა?და ისიც გახსოვთ ხო რო აღმოჩნდა რეალურად ბევრი არაფერი ვიცოდი მასზე .. ხოდა გადავწყიტე ყველაზე ძვირფასი და ლამაზი დღიური მეყიდა. გიჟი რომ არ ვგონებოდი პირველ
გვერდზე ავუხსენი რატომაც ვაჩუქე ეს დღიური... შემდეგ კი აი როგორც ბავშვობაში ვიცოდით ხოლმე 20კითხვა ჩამოვწერე ... მეგობრების დღიურისავით . მართალია შეიძლება დაეცინა და ბევრი ეღადავა ამ საჩუქარზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ მას ყველფერი ჰქონდა დღიურის გარდა ...და ეს საჩუქარი
ასევე განსხვავებული იქნებოდა სხვებისგანაც ... უცბად ილოს ხმა
გავიგე
- "ილო ალბათ ფიქრობ რომ ძაან ვერ ვარ ან შეიძლება უბრალოდ სულ ამაზე იღადავო როგორ გაჩუქა ლილე ნაკაშიძემ შენ ილო ბარათელს დღიური ... იმედია ასე არ იქნება ... ამ ფურცელს რო გადაშლი კითხვები დაგხვდება ... ამაზეც გაგეცინება ალბათ..და ბევრს იღადავებ.., თუმცა მე არ შემიძლია მქონდეს რაიმე ურთიერთობა ისეთ ადამიანთან რომელსაც არ ვიცნობ კარგად.. მე კიდე შენი გაძლება მომიწევს კიდე კარგა ხანი რადგან რატომღაც შენც იურისტობა გადაწყვიტე . ამაზეც გაგეცინება ალბათ. თუმცა მანამდე დაბადები დღესაც მოგილოცავ ... ილო გილოცავ დღევანდელ დღეს და იცი რას გისურვებ?! აი იმას რაც ყველას ყველაზე მეტად სჭირდება . გისურვებ რომ უბრალოდ ბედნიერი იყო . ".
- ესე სიტყვა- სიტყვით დაგამახსოვრდა ?!
- კი ლილე ... რადგან ესეთი სიტყვები არასდროს უთქვამთ ჩემთვის ... იმიტომ რომ
არასდროს მოუწყვიათ სიუპრიზი ..
გაგიკვირდა?.და ასევე იმიტომ რომ მართალი აღმოვჩნდი ...შენი საჩუქარი და მოლოცვა ყველასგან განსხვავებული იყო ... ...

და პირველად ... ამ ყველაფრის მერე .... ვიგრძენი თავი ... ყველაზე მსუბუქად.. თითქოს ჩემში ცოტახნის წინ დაგროვებული სიმძიმეებისგან გავთავისუფლდი.. მოულოდნელად აი ესე სრულიად წარმოუდგენლად გავთავისუფლდი ყველა საშინელი ფიქრისგან... უცბად ჩემს სახეზე
კვლავ დიდი სმაილი გამოისახა .. და დამიჯერეთ ვერანაირიი
ვერც fb, ვერანაირი მობილურის სმაილიც ვერ აღწერდა ჩემ
ღიმილს... და მოულოდნელად
ყველაზე მოულოდნელი რამ მკითხა ილომ.
- ლილე ,მართლა ჩემ გამო
ტიროდი?
გავჩერდი . ყველა სიტყვა ასო წინადადება აირია ჩემში ... პირს ვერ ვაღებ ესე ვდგავარ და ვუყურებ გადიდებული თვალებით
- სანდრო და შენ რომ გნახეთ...მაშინ ... დავინახე რო ტიროდი ლილე...
- ილო მე -
- ვიცი ტყუილი არ შეგიძლია ლილე და ამიტო სიმართლე მითხარი მართლა ჩემ გამო იტირე ?

დუმილი თანხმობის ნიშანიაო .. გაგიგიათ ალბათ ,ხოდა მეც
დუმილი ვარჩიე...აზრი არ ჰქონდა შეკამათებას რადგან ტყუილი იქნებოდა, აზრი არ ჰქონდა არც ტყუილს რადგან ილო მართალი იყო ის მაინც მიხვდებოდა... გაჩუმდა .... უცბად მიტრიალდა და თითქოს მისი მზერა თბილისის ქუჩებში დაიკარგა... ჩემი მზერა საით იყო იცით? მისი ხელისკენ .. მისი შეკრული მუჭისკენ... რომელიც უფროდა უფრო იძარღვებოდა... ილო ესე იდგა... როგორი სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ და ამდროს როგორი ხმაური იყო ჩემში ... ილო უცბად მოტრიალდა ... მოტრიალდა, მომიახლოვდა ... და ამჯერად უკვე ორივე ხელით დამიჭირა სახე
- ლილე დაიფიცე ... გთხოვ დაიფიცე რომ აღარასდროს , რაც არ უნდა მოხდეს ..ჩემ გამო ეგრე აღარ იტირებ ...
ყველაფერი მოულოდნელი იყო დღეს . ეს სიტყვებიც ... მისი ესეთი მზერაც ,ესეთი ხმაც...
- ილო --
- ლილე გთხოვ დაიფიცე .
- გეფიცები .
და ვიგრძენი როგორ ჩამეხუტნენ მისი ხელები ... ვიგრძენი როგორ ეხებოდა მისი ხელი ჩემს
თმას... ვიგრძენი როგორ კიოდა ჩემი გული შიგნიდან ... და უცბად ყურთან მისი ხმა გავიგე და ვიგრძენი ნელ-ნელა ვდნებოდი
- ლილე აქ რო მოვდიოდით 12ხდებოდა ,ეხლა უკვე 1ის წთებია ალბათ.. ჩემი დაბადებისდღეც დამთავრდა და ჩვენც შევრიგდით... და ჩემი სტატისტიკაც უფრო გამყარდა ... მაგრამ ... ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დღის არის ის რომ --
ჩერდებოდა ... პაუზებით ლაპარაკობდა ... მისი ხმა ისე ახლოს მესმოდა ... ისე ახლოს იყო თვითონაც
- რომ მე და შენ ... ჩვენ აქ ვართ ... ერთად ...და ყველაფერი კარგადაა.

ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ილო ამ სიტყვებს მეტყოდა ... შემეშინდა ... შემეშინდა რომ ჩემს გახშირებულ
გულის ცემას იგრძნობდა, გაიგებდა ილოც... თუმცა
უკვე არც ეგ მაინტერესებდა ... ესე ვიდექით ჩახუტებულები ...
ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ესე ყოფნა მესიჯის ხმას რომ არ გამოვეფხიზლებინეთ... დავბრუნდით დედამიწაზე... სანდროს მესიჯი იყო რატომ არ მომწერეოო .. შემდეგ უკვე მივხვდით მე და ილოც რომ დრო იყო სახლში დაბრუნების ... ჩავსხედით მანქანში ... მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია ... ოღონდ ეს დუმილი განსხვავდებოდა წეღანდელისგან ...ეს სიჩუმე ...სხვანაირი სიჩუმე იყო ....აი იცით როგორიი ერთხელ ერთ წიგნში წავიკითხე სიტყვები და მაშინ ვერ მივხვდი .. ეხლა კი გასაგები იყო.. ეს იყო ყველაზე "ხმაურიანი სიჩუმე ".

ჩემი სახლიც გამოჩნდა ..პირველად არ გამიხარდა ,რომ არ ვცხოვრობდი სადღაც თბილისიდან ძალინ შორს ... რადგან ვიცოდი სახლის გამოჩენა ილოსთან დამშვიდობებას ნიშნავდა.. მართლაც მანქანა გაჩერდა.
- კარგი უნდა წავიდე ილო ...
- ხო უკვე გვიანია ...
- კაი ხვალამდე.
-კაი მიდი .
გადმოვედი მანქანიდან და რატომღაც მეგონა აი ისე ,როგორც ფილმებშია დამიძახებდა და რამეს მეტყოდა მაინც ... მაგრამ არაფერი მითხრა... მეც ავედი სახლში ... შხაპი მივიღე.. მოვედი ცოტა გონს ... სინათლე ჩავაქრე და დასაძინებლად მოვემზადე ,რომ უცბად მობილურის ხმა გავიგე... ვის უნდა დაერეკა ასეთ დროს?! დავხედე მობილურს და ვხედავ სახელს და გვარს : ილო ბარათელი . რ ა ა ა ?!
- გისმენთ .
- რაიყო ჩემი სახელი არ ამოგიგდო?
და სიცილის ხმა მომესმა.
- რა შუაშია .
- არა პროსტა ისეთი ოფიციალური იყავი რო .
- რამე ხო არ მოხდა?
- არაფერი ... უბრალოდ მაინტერესებდა ხო ყველაფერი კარგადაა ?
- კი კი ლიფტიდან ჩემს კარამდე არაფერი არ მომხდარა ჰაჰაჰა.
- კაი ტო ნუ ღადაობ ეგეთებზე
- არა ცოტა დაგვიანებული კითხვა იყო და გამეცინა ... ერთი საათის წინ მოვედი მგონი ჰაჰჰა.
- მერე ლილე დამშვიდდი , დავინახე როგორ აანთე სინათლე ოთახში ... და როგორმე მეც მივხვდი რომ ვამპირი არ დაგხვედრია გზაში
- როგორ დაინახე რომ ავანთე სინათლე ან რა იცი რომელია ჩემი ოთახი?
- საიდანაც შენი მისამართი გავიგე, ისე გავიგე შენი ოთახიც ჰაჰა ლოგიკურია ლილე ... და ხოო შეგიძლია თავში აგივარდეს რადგან მართალი ხარ გელოდებოდი ...
ვერაფერი ვუპასუხე . ვერაფერი მოვიფიქრე . ვერც სარკაზმი .
- კაი კაი წადი დაიძინე ეხლა ...
- კაი ღამემშვიდობის ილო .
- ლილე ... დიდი მადლობა... დღევანდელი დღისთვის ... ყველაფრისთვის .
- არაფრ-
- კაი არაფერი მიპასუხო... უბრალოდ ... მინდოდა მეთქვა რო ... ანდა არა არაფერი მერე გეტყვი ... ტკბილი ძილი ლავ .
და გათიშა .
ლავ .. როგორ მენატრებოდა ეს სახელი..მისგან ნათქვამი... ლავ ...ლავ ... რას არ გავაკეთებდი რომ ოდესმე ამ
სიტყვას ინგლისური მნიშვნელობა მისცემოდა ... ანუ მას შევყვარებოდი. მაგრამ რა უნდა ეთქვა?! ეხლა გამახსენდა ... რის თქმად აპირებდა?! თუმცა უკვე ამაზეც
ვერ ვფიქრობდი რადგან სათქმელზე მისი სიტყვები გამახსენდა
"მაგრამ ... ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დღის არის ის რომ ...
მე და შენ ... ჩვენ აქ ვართ ... ერთად ...და ყველაფერი კარგადაა "



№1  offline წევრი ana))

ubralod ver avgwer.sityebi ar meyofa da mxolod sam sityvas getyvi romelshic didi azria chadebuli.vinc ar unda iyo da rogoric ar unda iyo,,me shen miyvarxar,,love
--------------------
უფრთო ანგელოზი,სუსტი დემონი!

 


№2  offline წევრი neenars

irmaa madlooba!!❤️❤️❤️ana dzalian dzalian didi madloba mag sityvebistvis!!!!!!!!!!!!!!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი kiwi

Eee rogorii bichia iloo ❤️❤️❤️ Dzaaan kai gogo roxar da dzaan ro momwons ici ukve da isic ici ro dzalian male unda dado ❤️

 


№4  offline წევრი neenars

hahha madlooob ❤️❤️❤️❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე რაკარგია მალე დადე რა მომეწონა ძაააან ყოჩააღა მაგარია ძაან

 


№6  offline წევრი neenars

madlobaa :***❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent