შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი კაცის კოცნა ახალი წლის ღამეს ყველა ნატვრას აასრულებს 10


6-01-2015, 19:24
ავტორი sofio
ნანახია 2 480

საყვარელი კაცის კოცნა ახალი წლის ღამეს ყველა ნატვრას აასრულებს 10

სიცილისგან რა გამეკთებინა აღარ ვიცოდი.. ჩავიკეცე და ცრემლი მომდიოდა სიცილისგან .. ლუკა გაოცებული მიყურებდა და თავს ძალა დავატანე და ფეხზე წამოვდექი
-ლუკა მაპატიე მაგრამ ძალიან მოულოდნელი იყო და არ გეწყინოს რა
-ნია ყველაფრის მიუხედავად მე შემიძლია დაგეხმარო და შენთან ვიყო და ისევ ვისარგებლო შენი შეყვარებულის სტატუსით
-არა ლუკა აღაარაა საჭირო, მიყვარს დემეტრე და ერთად გადავწყვიტეთ ყოფნა
-მართლა?! როგორ გამიხარდა ნია-ჩემსკენ წამოვიდა და ნაზად მომეხვია.. ამის გაფიქრებაზე კიდევ ამიტყდა სიცილი..
-წამოდი ჩავიდეთ თორემ იეჭვიანებს დემეტრე..-ჩანთებს მოვკიდე ხელი და კარისკენ წავედი.. კიბეებზე ჩავდიოდით და ლუკას მივუტრიალდი ვეცადე სერიოზული სახე შემეკერა
-ლუკა იცოდე ქვემოთ ბიჭი რომ ზის ჩემია და იმნაირად არ შეხედო-სიცლი წამსკდა და კიბეებზე სიცილით ჩავედი.. დემეტრე კი მოუსვენრად ცქმუტავდა სკამზე.. ჩემ სიცილზე გაკვირვებული და აღელვებული სახე ჰქონდა ..ლუკას დავემშვიდობე და ჩანთები კარებში დავაწყე.. სიცილით მივტირიალდი დემეტრესკენ
-ჰაა აღარ მივდივართ ადექი გველოდებიან ბავშვები
-რამ გაგამხიარულა ასე არ მეტყვი?-ნაწყენი ხმით მითხრა დემეტრემ, დემეტრესკენ წავედი და მის გვერდით მოვკალათდი და გულზე ავეკარი
-დემე ეჭვიანობ?
-გეკითხები ნია-ეშმაკური და მოცინარი თვალებით ავხედე დემეტრეს
-ლუკამ მითხრა გეი ვარო-დემეტრეს სიმშვიდემ, შოკმა და მრავალმა ემოციამ ბოლოს გულიან სიცილამდე მიაღწია და სინქრონულად ვიცინოდი და თან ისე რო სუნთქვა გვიჭირდა
-ადე წავიდეეთ
დემეტრე ძალით ავაყენე, მაგრამ ვეღარ ჩერდებოდა..მანქანაში ჩავჯექით და ისევ სიცილით სულს ვეღარ ითქვავდა
-დემეტრე გაჩერდი ეხლა თორემ ნიკა და ვიკამ მიხვდებიან და ლუკა ალბათ ეტყვის მერე მაგათაც..
ვიკასთან მივედით სადაც ნიკა უკვე იქ იყო
-ბავშვებო როგორ მომენატრეეთ-ვიკა გამოიქცა ჩვენსკენ-რა ქენით დახოცეთ ერთმანეთი
-შენ წარმოიდგინე არა- სიცილით თქვა დემეტრემ
-ძალიან მიხარია-ბედნიერი და ეშმაკური თვალებით თქვა ვიკამ
-დემეტრე მიდი მოემზადე და გავიდეთ რა-ვუთხარი დემეტრეს და ნიკას სანახავად გავედი სამზარეულოში
-რას შვერები შე მაიმუნო გოგოს ხო არ მიბრაზებ? -ნიკას ვითხარი სიცილით და მაგრად ჩავეხუტე
-მე არა და შენ ხო არ გაბრაზებენ ?-სერიოზული სახით მითხრა ნიკამ .. დემეტრე იგულისხმა აშკარად
-არა ნუ ღელავ არ მაბრაზებენ .. ყავა გამიკეთე რაა
-ეხლავე-სიცილით მითხრა ნიკა და გაზქურისკენ მიტრიალდა.. მალე ჩემი ცხელი ყავას დამიდგა წინ..
-აუ როგორ მიხარია ბაკურიანში რო მივდივართ-ვიკამ და ნიკამ ერთდროულად გამომხედეს
-შენ არ იყავი თავს რო იგიჟებდი არ წამოვალო ?
-ოო ეხლა მომინდა-დემეტრეც ჩამოვიდა ჩანთით ხელში
-მე მზად ვარ და შეგვიძლია წავიდეთ.. -გავემზადეთ ჩანთები ჩავყარეთ მანქანაში.
-ნია წამოხვალ ჩვენ მანქანაში თუ ჩაუჯდები დემეტრეს ?-დაეჭვებით მკითხა ვიკამ
-არა ჩავჯდები დემეტრესთან-ვიკამ გაოცებულმა გამომხედა არ ელოდა ამ პასუხს
-თქვენ მოგიხდათ აშკარად ყაზბეგი-ავარიდე ვიკას თავი და დემეტრეს მანქანაში ჩავსკუპტდი, მალე დემეტრესც ჩაჯდა მანქანაში
-დემე ჩვენზე როდის ვუთხრათ ? რაღაცას ეჭვობს ვიკა
-როცა გინდა, თუ გინდა ახლავე გადავიდეთ-საოცრად გამიღიმა და შუბლზე მაკოცა
მუსიკას ავუწიე..საოცარ ღამეს წვიამა უფრო საოცარს ხდიდა..თავი დავდე და მალევე ჩამეძინა... ვიგრძენი როგორ ნაზად ამიყვანა ვიღაცამ და როგორ დამაწვინა ლოგინზე.. შუბლზე კოცნაც ვიგრძენი და თბილი პლედის დაფარებაც..კარის დახურვის ხმაც..თვალები დავახილე და უცხო ოთახი რომ დავინახე გამიკვირდა მაგრამ მალევე გამოვედი ძილბურანიდან და გამახსენდა ვიღაცამ როგორ შემომიყვანა ოთახში..საათს დავხედე ღამის 5 საათი იყო..წამოვდექი თბილი ხალათი ავიღე რომელიც ვიღაცას დაედო ჩემს თავთან და ჩავიცვი , სკამზე კი ჩემი ჩანთა დავინახე.. საჭირო ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევედი.. წყალი გადავივლე და თბილად ჩავიცვი.. ისევ წამოვწექი და არ დამეძინა.. გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი.. ამ სახლში მთელი ბავშვობა მაქვს გატერებული ვიკას მშობლებს ყოველ ზამთარს მოვყავდით აქ და ამ სახლში ჩემი საყვარელი ადგილი პირველ სართულზე იყო ბუხართან.. 5 წელია ამ ბუხრთან ხალიჩაზე არ ვმჯდარვარ და ნოსტალგიით სავსე ბუხრისკენ წავედი.. ნაკვერჩხალი კიდევ იყო.. ალბატ ნიკამ დაანთო რომ მოვედით.. ჩამოვჯექი და ცეცხლს დავაშტერდი.. ამ დროს ძალიან მიყვარდა ყველაფერზე ფიქრიი.. დღეს ახალი წლის ღამეა.. რამდენი რამ მოხდა ამ ბოლო თვეში.. ძალიან მალე ვიპოვე დემეტრე, ალბათ იფიქრებ ერთ თვეში რა სისულელეა ვინმე შეიყვარო, ადამიანის გაცნობასა და შეყვარებაც ხომ წლები სჭირდება , მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს წლებია უკვე ვიცნობ დემეტრეს..არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა მაგრამ აშკარად უკვე მენატრებოდა მისი სურნელება მისი ჩახუტება.. ფეხზე წამოვდექი და ისევ მეორე სართულზე ავედი.. დაახლოებით 6 ოთახის კარი იყო და იქიდან მხოლოდ სამ ეთოხში არ იქნებოდა დემეტრე რადგან ერთი ოთახი ჩემი იყო, მეორე ვიკასი მესამე კი ვიკას მშობლების, ამიტომ სამ ოთახში ჩუმად უნდა შემეხედა.. პირველი კარი გავაღე ჩუმად ვაი და ვინმე არ გავაღვიძოთქო,მაგრამ ოთახი ცარიელი იყო.. მეორე ოთახშიც შევიხედე და ნიკა ისე ხვრინავდა მალევე გამოვკეტე კარრები.. მესამე ოთახში უკვე თამამად შევედი და საწოლთან მივედი სადაც დემეტრეს მკვდარივით ეძინა.. ფეზე გავიხადე და გვერდით მივუწექი.. დემეტრემ თვალები ჭყიტა
-ნიაკო აქ რა გინდა შემაშინე- ჩახლეჩილი ხმით მითხრა დემეტრემ
-მომენატრე და მოვედი-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და მკლავებში მომიკცია. მეც გავინაბე მის თბილ მკავეებში და მალევე მიმეძინა მის გულზე მიხუტებულს.. დილით კარის კაკუნმა გამაღვიძა. თავი წამოვყავი და გავიგე ვიკაას ბუზღუნი
-დემეტრე გამიღე კარები, ნიას ვერ ვპოულობ-გიჟივით წამოვხტი და დემეტრეს დავუწყე ჯანჯღარი
-დემე ადექი ვიკაა კარებზე
-დამაძინე ნიაა
-დემეტრე გაიღვიძე-დემეტრემ ბალიში დაიფარა სახეზე
-ხოდა შენ გაუღე კარები და ბარემ უთხარი ყველაფერი როდემდე აპირებ მალვას, ხო იცი შენ თუ არა დღეს მე მაინც ვეტყვი-მის სიტყვებზე დავფიქრდი და გადავწყვიტე ვიკასთვის ყველაფერი მეთქვა.ხელის კანკალით ჩამოვწიე ურდული, ვიკას ჩემ დანახვაზე ფერი დაეკარგა მერე მძინარე დემეტრეს გახედა რომელიც წელს წემოთ შიშველი იყო
-ნია შენ აქ რა გინდა-წიკვინით მითხრა ვიკამ.. ვიკას ხმაზე ნიკაც გამოვიდა ოთახიდან..ოო აი ნიკასი კი ნამდვილად შემეშინდდა ალბათ მომკლავდა, ჩვენსკენ წამოვიდა ნიკა
-რა გაკივლებს ვიკა-გაბუსხული სახით დაიწყო ნიკამ ჯუჯღუნი და მერე მე მომიტრიალდა, შიშისგან ავიტუზე, ვიფიქრე აქვე მომკლავს ნიკათქო მაგრამ გამიღიმა
-ვა გვრიტებოო რა დღეში ხართ-სიცილით თქვა ნიკამ და დემეტრეს გახედა რომელსაც თავი წამოეყო ლოგინიდან.. გაოცებული ვუყურებდი ნიკას-ნუ მიყურებ ეგრე ნია, მელაპარაკა გუშინ დემეტრემ,მაგრამ ჯობს ამას აუხსნა-და თითით ვიკზე მანიშნა, გულზე მომეშვა რომ ნიკასგან სიკვდილი არ მომიწევდა
-ამიხსნით ეხლა რაქ ხდება?-თავა გაბრაზებულმა ვიკამ
-შემოდით და აგიხსნი
ვიკა ლოგინზე ჩამოჯდა და მკვლელი თვალებით ,დემეტრე ლოგინიდან წამოდგა უკნიდან მომხვია ხელები და ყელში მაკოცა
-ვიკა პანიკებში არ ჩავარდე ეხლა შენ რო იცი ხოლმე..ნია მიყვარს და ნიასაც ვუყვარვარ-ვიკა ხვდებოდა მაგრამ ბოლომდე მაინც არ სჯეროდა, ახლა კი ისეთი გაბრაზებული იყო ნიკა რომ არა ალბათ თბით მითრევდა
-ნია აქამდე არ უნდა გეთქვა ? ეხლა უნდა ვიგებდე ხო მაგას?-გავბრაზდი ვიკას კითხვაზე, როდის უნდა მეთქვა როცა ასე მალე მოხდა ეს ყველაფერი
-ვიკა ხო არ დაგავიწყდა შენ და ნიკა რამდენხანს მიმალავდით თქვენს ურთიერთობას ?-ვიკას გაბრაზებამ იმ წუთს გადაურა რადგან მიხვდა რა სულელური კითხვაც დასვა და ახლა ფეხზე წამოდგა ჩვენთან მოვიდა
-მართალი ხარ ნია! მაპატიეთ გამეხარდა რომ ერთად ხართ მაგრამ თავიდანვე ვიცოდი რომ კარგად გაუგებდით ერთმანეთს-მე და დემეტრეს გადაგვეხვია თბილად, რაც იმას ნიშნავდა რომ მართლა აღარ იყო გაბრაზებული..
-კაი ეხლა მე და ნიკა გავალთ და ქვემოთ ჩამოდით მალე,სასრიალოდ წავიდეთ და მერე საახალწლოდ უნდა მოვემზადოთ ხო არ დაგავიწყდათ ?-კისკისით გავიდა ვიკა ოთახიდან და ნიკას უკან გიიყოლა.. დემეტრე ისევ უკნიდან მეხუტებოდა.. მათბობდა მისი ხელები..
-იცი რა ბედნიერი ვარ-ცრემლმორეულმა ვუთხარი დემეტრეს
-ეე რა გატირებს შე სულელო- თავიკენ მიმათრიალა დემეტრემ და ცრემლი მომწმინდა-სულ ასეთი ბედნიერი იკნები და სულ უნდა იტირო ?
-ძალიან მიყვარხარ
-მეც ძალიან მიყვარხარ ნიაკო -გამიღიმა და გულზე მიმიკრო..

მალე მე და დემეტრეც გამზადებულები ვიყავით ქვემოთ.. ბევრი ვისრიალეთ .. გავერთეთ და ვიმხიარულეთ და ბოლოს დაღლილები მოვედით სახლში..
-ვაიმე ნია ეხლა იმდენი საქმე გვაქვს ვერ წარმოიდგენ -ბუხართან გაშოთილებმა მე და ვიკამ ერთმანეთს გადავხედეთ საქმის გახსენებაზე
-ბიჭებო, იცოდეთ თქვენც უნდა მოგვეხმაროთ-ვთქვი სრული სერიოზულობით და დემეტრეს და ნიკას
დრო მალე გადიოდა ჩვენ კი სულ უფრო და უფრო გვემატებოდა საქმე.. ბოლოს 12ის 5 წუთი იყო საბოლოოდ რომ გავაწყვეთ სუფრა და ოთხივემ კმაყოფილი თვალებით გადავხედეთ ჩვენს ნამუშევარს..
-ყველა თავის ოთახებში და 12რომ 15 დააკლდება ყველა გამზადებულები იყავით-სიცილით თქვა ვიკამ და კიბეებისკენ გაიქცა..
შავი, გრძელი ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი რომელიც სპეციალურად დღევანდელი ღამისათვის წამოვიღე..მაკიაჟიც შესაფერისი გავიკეთე და კარზე კაკუნი გავიგონე
-შემოდით-კარები დემეტრემ გააღო და ისეთი სიმპატიური იყო სავ შარვალ-კოსტუმში რომ სუნთქვა შემეკვრა
-რა ლამაზი ხარ ნიაკო
-შენ კი.. -არ დავამთავრედა მივედი და ვაკოცე.. დემეტრემ წელზე შემომხვია ხელი და უფრო ვნებიანად მაკოცა ..
-ნია მოიცადე საჩუქარი მაქვს შენთვის -მეორე ხელი გამოწია და ხელში სამკაულის წითელი დიდი ყუთი ეჭირა ხელში, დემეტრეს ყუთი გაამოვართვი და გავხსენი.. შიგნით ძალიან ლამაზი ყელსაბამი იდო.. დემეტრესკენ მივტრიალდი და ჩავეხუტე
-დემეტრე როდის მოასწარი ამის ყიდვა ?
-ერთხელ სავაჭრო ცენტრში დავინახე და მაშინ ვიყიდე შენთვის ვიცოდი ოდესმე მაინც გაჩუქებდი..
-არ გამიკეთებ?-თმა ავიწიე ზემოთ და მივტრიალდი ზურგით.. ყელსაბამი ჩემს კაბას ძალიან უხდებოდა.. კიდევ ერთხელდავაჯილდოვე დემეტრე კოცნით და ქვემოთ ჩავედით სადაც ნიკა და ვიკა ძალიან გამოპრანჭულები იდგნენ.. ნიკასაც შარვალ-კოსტუმი ეცვა ვიკას კი ტანზე მომდგარი წითელი მოკლე კაბა.. თორმეტს საათს ძალიან მხიარულად შევხვდით ყველა ერთმანეთს ვეხუტებოდით და რა გაგვეკეთებინა აღარ ვიცოდით რა გვეკეთებინა.. ბოლოს ერთმანეთი დავლოცეთ..
-გეხვეწებით ავალთ რა მე და ნიკა ძალიან მეძინება-უკვე ძილბურანში გახეულმა ვიკამ ძლივს მოაბა ამ რამდენიმე სიტყვას თავი
-წადით თქვენ, ჩვენ ვიქნებით კიდევ ცოტა ხანს
ვიკა ბორძიკით ავიდა კიბეზე უკან კი ნიკა მიყვებოდა
-დემეტრე წამოდი რა მოვწიოთ-ფეხზე წამოვდექი და გარეთ გავედი.. ძალიან ციოდა..
სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაპაზი დავარტყი, დემეტრე ჩემს წინ იდგა და მიღიმოდა
-რა იყო დემეტრე რას მიცინი
-გიხდება სიგარეტი
-ოჰ არ ვიცოდი-მეც გამეცინა
-იცი ძალიან აღმაგზნებს
-გადავაგდო-ირიულად გავხედე და სიცილი დავიწყე
-არა მომწონსთქო ხომ გითხარი-დემეტრე ანთებული თვალებით წამოვიდა ჩემსკენ და წინ ამესვეტა
-შენ იცი ახალი წლის ღამე საყვარელი კაცის კოცნა ყველა ნატვრას აასრულებს ასერომ ჩაიფიქრე-დემეტრემ მაკოცა მე კი სურვილი ჩავიფიქრე ხოლო რა ჩავიფიქრე ამას საიდუმლოდ დავტოვებ...

ძალიან დიდ ბოდიშდ გიხდით ამდხელა დაგვიანებისათვის უბრალოდ მართლა ვერ მოვახერხეскачать dle 11.3

 





№1  offline √ წევრი ™ Smiling girl

პირველი ვარ! wink მადლობა ღმერთს ვეღირსე ამ თავს! ძაან მაგარია ასე გააგრძლე! წარმატებები! და მომავალში ასე ძაან ნუ დააგვიანებ ახალი თავების დადებას! fellow love

 



№2  offline √ წევრი ™ nuki-nuka

კარგია, იმედიოამალე დადებ love

 



№3  offline √ წევრი ™ Annee

როგორც იქნა.. რა თბილი თავი იყო. აღარ გვალოდინო იცოდე. :*:*:* ძაან ნიჭიერი ხარ <3

 



№4  offline √ წევრი ™ Smiling girl

ამის გაგრძელებას ვეღისრსები როდესმე ტუ უნდა მოვკვდე რეინკარნაცია განვიცადო და მერე დადებ? angry

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent