შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

What I'm doin' here (სრულად)


6-01-2015, 21:23
ნანახია 3 828

ყველა ზღაპარი „იყო და არა იყო რა...“-თი იწყება, ბოლოს კი გვირგვინდება დასასრულით: „ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა“. თუმცა, სამწუხაროდ, ცხოვრებაში ასე არ ხდება, რადგან ცხოვრება ლამაზი ზღაპარი არაა, რომელიც აუცილებლად კარგად მთავრდება. ცხოვრება ომია, ომი. ან მოიგებ, ან წააგებ, თუმცა ორივე შემთხვევაში დიდი მსხვერპლის გაღება გიწევს. შეიძლება დაკარგო საუკეთესო, მაგრამ ამავდროულად მოიპოვო სხვა, რომელიც იმ დანაკლისს შეგივსებს. ან შეიძლება არც გამოჩდნეს ასეთი. დასაკარგი მაინც დაიკარგება, მთავარია შევინარჩუნით საკუთარი თავი.

***
-კარინ, კარგი რა, ნუ ტირი, ძალიან გთხოვ. ისეთი არაფერი მოგსვლია. აი, მალე სებაც მოვა და სახლში წაგიყვანს.
-მეწვის, ადელ, ძალიან მეწვის!
-ეს ხომ მხოლოდ გადაყვლეფილი მუხლია, კარგი რა, ძალიან გთხოვ, ასე ნუ განიცდი! მე რომ შენს ადგილზე ვიყო, ხმასაც არ ამოვიღებდი!
-შენ არ გესმის, მტკივა! გამუდმებით ცდილობ ჩემზე ძლიერი გამოჩნდე! წადი, თავი დამანებე!
-კარინა, მე...
-წადი-მეთქი!
-გთხოვ...
-ყველას ვეტყვი, რომ ცუდად მექცევი! აღარავინ იმეგობრებს შენთან, რადგან კარგი გოგო არ ხარ!
-მმ..მმართლა?
-მართლა! ყველაზე ცუდი მეგობარი ხარ, ნუღარ მახებ შენს მახინჯ თითებს!
-კარგი, წავალ...

სულ პატარები ვიყავით, პირველად რომ მატკინა, თანაც ისე, რომ ვეღარ დავივიწყე მისი სიტყვები, მიუხედავად იმისა, ბოდიში ბევრჯერ მომიხადა.

***
-ადელინა! ადელ! რატომ არ მელოდები? ადელინა! არ გესმის? შენ გელაპარაკები! დამელოდე, ერთად წავიდეთ!

-უჰ, ძლივს არ დაგეწიე?! რატომ არ მელოდებოდი? ისე იქცევი, თითქოს ნაწყენი იყო ჩემზე? მოიცა, შენ რა, მართლა ნაწყენი ხარ? მიპასუხე, ასეა? ჰა, ასეა?
-არა.
-აჰ, რა თქმა უნდა. მე ხომ შენთვის არაფერი მიწყენინებია, რა უნდა ყოფილიყო! არა, მაინც რატომ არ მელოდებოდი? იქნებ არ გესმოდა რომ გეძახდი?
-ხო, ალბათ...
-კარინა!
-ადელ, რუთი მეძახის, დღეს მისი დაბადების დღეა და სახლში გვეპატიჟება მეგობრებს. უნდა წავიდე, მერე გნახავ.
-შეიძლება მეც წამოვიდე?
-ამ... რავიცი... რუთმა თქვა, რომ იქ ყველა ლამაზი ვიქნებით... არ გეწყინოს ხო? კარგი? მითხარი, ხომ არ გეწყინება? ადელინა, რატომ არ მელაპარაკები? შენ რა, ტირი?
-არა, თვალში რაღაც ჩამივარდა და...
-აჰა, გასაგებია! კარგი აბა, დროებით! ისე, ეგ მაისური არ გიხდება. ისედაც მსუქანი ხარ და ეგ უფრო მსუქანს გაჩენს. გაითვალისწინე ჩემი რჩევა, კარგი?
-რა თქმა უნდა, მადლობა. კარგი, წადი, არ დაგაგვიანდეს, ლამაზი მეგობრები გელოდებიან.
-აბა კარგად!

ტანის რხევით და ნარნარით გამეცალა. მერე ჩემსკენ მობრუნდა, ეფექტი რომ მოეხდინა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნდა. ქურთუკის შესაკრავს დავუწყე წვალება, როდესაც გოგონებს მიუახლოვდა და ყველას ერთად გაეცინათ ჩემზე. არ მინდოდა შეემჩნიათ, თუ როგორ მტკენდა მათი საქციელი.

***
„ძვირფასო დღიურო, ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს კარგად. მე... შეყვარებული ვარ! ბიჭი, რომელიც შემიყვარდა, ალბათ, არ უნდა შემყვარებოდა, რადგან დიდი ხანია ვიცნობ და ეს გრძნობები არაფრის მომცემია. ისევ მე გაიცრუვდება იმედი... თუმცა, ახლა ამაზე ვერ ვფიქრობ! დღეს სკოლის კაფეტერიაში რიგში ვიდექი, ის ჩემს წინ იდგა, გამიღიმა და თავისი ადგილი დამითმო.ის...ის... ის სებაა, რომელიც ერთადერთია, ვისგანაც დამცირება არ მიგრძვნია... მე ბედნიერი ვარ! ძალიან ბედნიერი!“
-ადელ, რას შვრები? რომ იცოდე რა კარგ ხასიათზე ვარ, საღამოს სებასთან ერთად მივდივარ კინოში. ხომ კარგი ბიჭია? ადელ, მიპასუხე, ხომ კარგი წყვილი ვიქნებით?
-ხო, რავიცი...
-რა იყო, არ გაგიხარდა?
-კი, როგორ არა... ძალიან გამიხარდა... რომ ვერ წარმოიდგენ, ისე...
-ძალიან კარგია! ვიცოდი, რომ ჩემი ბედნიერება გაგიხარდებოდა! სება ისეთი სიმპატიურია, მის გვერდით მხოლოდ ჩემნაირ ლამაზ გოგოს თუ წარმოვიდგენ!
-...
-ადელ, რას იტყვი, რომელი კაბა ჩავიცვა: ლურჯი თუ მწვანე?
-ყვითელი.
-დამცინი?
-არა, ეგ უფრო გიხდება.
-წინა კვირაში ეგ მეცვა სხვასთან პაემანზე და ცუდად მაქვს დაცდილი, ვერ ავაწყვე მასთან ურიერთობა...
-კარგი, მაშინ... მმმ... ვარდისფერი!
-რა ფერებს მეუბნები, ადელინა, შენ ხომ ვერ იტან მაგ ფერებს?
-ხო, მაგრამ შენ ძალიან გიხდება. აბა რა გირჩიო, შავი ჩაიცვი-თქო?!
-კარგი, ვარდისფერს ჩავიცვამ! მართალი ხარ, ისე, ეგ ძალიან მიხდება!
-ჰო.
-წავედი ახლა, საღამოს დაგირეკავ და მოგიყვები როგორ ჩაივლის სებასთან შეხვედრა!

ვარდისფერი ის ფერი და ის კაბა იყო, რომელიც ყველაზე ნაკლებად მომწონდა. არ ვიცი, რატომ ვურჩიე ის. ნუთუ შემშურდა მისი და დაბოღმილი გოგოსავით მოვიქეცი?! არადა, როგორ მეგონა, რომ სებასთან მაინც გამომივიდოდა რამე. თურმე კარინას ხვდება. ის ხომ ყველაფერს კარგს ისაკუთრებს.

***

-ადელინა, ნახე აქ ჩვენი სახელები დავწერე!
-ისეთი შენობაა, რომ მგონია, კედლები ჩამოინგრევა და ჩვენი მეგობრობაც თან გაჰყვება.
-რას ამბობ,ეგ აღარასოდეს გაიმეორო! თანაც რა დავწერე, მოდი წაიკითხე, მოდი, მოდი! განუყრელ მეგობრებს-მეთქი, ეგ რამ გათქმევინა?! რა დაუკვირვებელი ხარ, ადელინა!
-და შენ მპირდები, რომ მუდამ ჩემ გვერდით იქნები?
-რა თქმა უნდა!
-მიხარია.
-არასოდეს მიგატოვებ!
-ყველა შემთხვევაში?
-რაც არ უნდა მოხდეს!
-რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული?
-ვარ და მორჩა!
-არც ისე დამაჯერებელია ეგ, კარინა!
-ადელინა!
-კარგი, ჩუმად ვარ!

***

-კარინა, როგორი გრძნობაა, როცა ლამაზი ხარ?
-საოცრებაა, როდესაც მეუბნებიან, რომ ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ვარ!
-აამ კაი.
-აი, შენ რად გინდოდა ეგ ტატუ რომ გაიკეთე?
-მომწონს.
-არაფერია მაგაში მოსაწონი. მოვა დრო და ინანებ.
-ეგრე გგონია?
-კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ!
-ხო, რავიცი.

***
-ადელ, მე და სება ერთამენეთს ვხვებით! საოცარი ვინმეა, ყველაფერს სკეთებს, მე რომ მასიამოვნოს... იცის გოგოების დაფასება, ამიტომ მეც მაფასებს და შესანიშნავად ვგრძნობ მასთან ერთად თავს!
-მიხარია.
-მეჩვენება თუ ტირი?
-არა, ქარის დროს ვიცი ხოლმე, თვალები მიცრემლიანდება.
-ხო?! აქამდე არასდროს შემიმჩნევია.
-მე ის მიკვირს, ახლა რომ შემაჩნიე...
-ადელინა, რამე მითხარი?
-არა, არაფერი.
-იცი, სებამ მითხრა, რომ ყველაზე ლამაზი ვარ!
-მართლა? კარგია! აი, ხედავ, იქ დგას და გელოდება!
-კარგი, გავიქეცი!

კარინა მართლაც გაიქცა სებასკენ. ერთმანეთს ჩაეხუტნენ, შემდეგ კი ხელგადახვეულები გაუყვნენ ქუჩას. არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლა მოხდა, მაგრამ დავინახე, რომ სებამ ჩემსკენ მოიხედა და გამიღიმა. მე დიდი ხანი ვიდექი გაუნძრევლად. ბოლოს, ქარმა სულ გამიყინა კიდურები და იძულებული გავხდი საპირისპირო მიმართულებით წავსულიყავი.
ხშირად გვიწევს რაღაცის საპირისპირო მიმართულებით სიარული და ეს სულაც არაა სასიამოვნო, ხშირ შემთხვევაში. მითუმეტეს თუ ეს გზა საყვარელ ადამიანს გაშორებს...

***

-გოგონებო, უკვე აარჩიეთ მეწყვილეები კარნავალისთვის? - გვეკითხება ჩვენი მასწავლებელი, რომელსაც ვერ ვიტან და რაღა დაგიმალოთ... ვერც ის მიტანს!
-დიახ! - ყველა ერთხმად პასუხობს, ჩემს გარდა, რა თქმა უნდა, თუმცა ამას ვერც ამჩნევს, როგორც ველოდი.
-ძალიან კარგი! საღამოს 9 საათზე გელოდებით ყველას სკოლის დარბაზში!
ჩემი კლასელები სიხარულით წამოხტნენ ფეხზე. წამებში გამოკითხეს ერთმანეთს თუ რას და რა ფერს იცვამდნენ, ვისთან ერთად მიდიოდნენ და ა.შ. მე ყველას ფეხემზე ვეკიდე. ისე, რომ იცოდეთ, ეს ერთთავად კარგიცაა. ხარ შენთვის და არავინ გაწუხებს. ხო კარგით, ამით ვცდილობ საკუთარი თავი დავამშვიდო, სხვა არაფერი, თორე კარგი რომ არაა ყველას რომ კიდიხარ, ეგ მეც ვიცი.
წლებია ასეთ დამცირებას ვყლაპავ ყველასგან, თვით დედაჩემიდანაც კი და მაინც ვერ გავძლიერდი ისე, რომ მეც დავიკიდო ყველა დანარჩენი, როგორც მათ ვკიდივარ. არ ვარ დეპრესიული გოგო, თუმცა ვარ მგრძნობიარე და ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელსაც სხვისი სითბო სჭირდება.
ვის რაში აინტერესებს გოგო, რომელიც 17 წლის ასაკში 75 კილოს იწონის და 169 სანტიმეტრია?! არც არავის! თვით დედამისსაც კი. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ცდილობს ჩემი სიმსუქნე აღნიშნოს სხვასთან და მე როგორც ყოველთვის, ამის გამო თავს დამცირებულად ვგრძნობ. მითუმეტეს ვერ ვიტან, როდესაც ხალხი თანაგრძნობით სავსე თვალებით მიყურებს, არადა მართლა მაგრად ვკიდივარ! სცალიათ ახლა იმათ ჩემი თანაგრძნობისთვის? რა თქმა უნდა არა, რადგან თავიანთი ზედმეტი კილოგრამებისთვის აქვთ მისახედი, რომლის დასამალადაც სპეციალურად არჩევენ ტანსაცმელს საათობით და შიმშილით კუჭს ეხვრეტენ, ოღონდ კი ერთ თვეში 1 კილოგრამი მაინც დაიკლონ.
აი, მე მაგალითად, არც ვცდილობ დავიკლო!

გაკვეთილების დამთავრებას არც დავლოდებივარ, ქალაქის პარკისკენ გავწიე და ჩემი საყვარელი მუხის ხის ქვეშ, მიწაზე ფეხმორთხმული დავჯექი. ერთხანს საგამოცდო კონსპექტი ვიკითხე, თუმცა ქუჩა მხიარული გოგონების გამაყრუებელმა სიცილმა რომ გაკვეთა, თავი ვერ შევიკავე რომ მათთვის არ შემეხედა. ჩემი კლასლეები აღმოჩნდნენ. ლოყაზე ობოლი ცრემლი ჩამოგორდა. თვალები დავხუჭე და თავი ხეს მივადე.

ყველაზე მეტად, ჩემს თავს ბროწეულს ვამსგავსებ, რომელიც შიგნიდან გამოფიტულია, თუმცა ვიღაცას მაინც „შეუწებებია“ მისი ქერქი და ჯიუტად ცდილობს ბროწეულის სიმრთელესა და სიჯანსაღეში დარმუნებას. ჩემს სხეულშიც, როგორც ბროწეულში, წითელი სითხეა ჩაღვრილი, თუმცა, როგორც მისი მარცვლებია ამოძიძგნილი, ისეა ჩემი ორგანოებით, განსაკუთრებით კი გული!
და მაინც, ორივეს ისე აღგვიქვამენ, როგორც მთელს და არ იხედებიან ჩვენს შიგნით, ჩვენ ხომ საერთოდ არ გვაქვს ორგანოები?! მხოლოდ და მხოლოდ სისხლი დაგვრჩენია, რომელსაც მაინც უპოვნია ბზარი და სხეულიდან გაღწევას ლამობს. მინდა ავღნიშნო, რომ გამოსდის კიდეც, აი რა არის ყველაზე ცუდი! და ჩვენ, ორივე სასიკვდილოთ ვართ განწირულნი!
მერე, ისევე, როგორც ბროწეულის გამოუსადეგარ ქერქს, მეც მომისვლიან ნაგავსაყრელზე და აღარავის გავახსენდები, საერთოდ არავის, თვით საკუთარ თავსაც კი! ისიც კი დამივიწყებს...ჩემი სულიც კი დაივიწყებს ჩემს აყროლებულ, მსუქან სხეულს!
-დე, შეხედე, ამ გოგოსაც ჩემსავიტ აქვს ტალახები სახეზე! - ფიქრებიდან ბავშვის ტიტინის ხმას გამოვყავარ. თვალებს ზანტად ვახელ და ჩემს წინ მდგარ, დიდ მწვანეთვალებიან, ჭორფლიან. 4-5 წლის გოგონას ვხედავ.
ცხოვრებაში პირველად დავუსვი საკუთარ თავს კითხვა: „What I’m doin’ here?” თუმცა, პასუხი კი ვერ გავეცი, სამწუხაროდ.
-და ისიც შენსავით ლამაზია! - ჩემს ყურთასმენას მეოთხე პირის ხმა მისწვდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი ეს ხმა არც მე, არც იმ პატარა გოგოს და არც დედამისს ეკუთვნოდა.
დაბნეულმა ავახამხამე თვალები. ხის ძირში, ჩემს გვერდით, გაღიმებული სება იჯდა!!! ბიჭი, რომელიც ძალიან მომწონს მე და ჩემი მეგობრის (?!) კარინას შეყვარებული! ხმა ვერ ამოვიღე, დედა-შვილიც გაგვეცალნენ და მარტო დავრჩი სებასთან ერთად.
ვუსმენდი მის მშვიდ სუნთქვას და თავი უბედნიერესი მეგონა. მართლაც, რა ცოტა ჰყოფნით ადამიანებს ბედნიერებისათვის?! გული საგულედან ამოხტომას ლამობდა, მე კი სახის ნაკვთებს ვერ ვიმორჩილებდი, უნებურად მეპარებოდა ღიმილი ტუჩის კუთხეებში, თვალები კი სებასკენ!
ისიც გაღიმებული მიყურებდა და თავლებს არ მაშორებდა. ვგრძნობდი, როგორ ვიძირებოდი მათში ყოველ წამში, თუმცა რაც ყველაზე მეტად მაკვირვებდა ის იყო, რომ არც ფსკერზე ვეცემოდი და ვერც ამოვტივტივდი. უძირო იყო მისი შავი თვალები. უძირო და უსასრულო. სიხარულის მეტასტაზები მთელს ტანში გაბნეულიყო, ასეთი რამ პირველად ვიგრძენი და დარწმუნებუ ვარ, არც არასოდეს დამავიწყდება!
-სკოლაში გეძებდი, თუმცა ვერსად გნახე. როგორც კარინამ მიხრა, ადრე წამოსულხარ.
-ჰო. - ძლივს მოვაბი ერთი სიტყვის წარმოთქმას თავი.
-რაღაც მინდა გთხოვო, თუ რა თქმა უდა მეწყვილე უკვე არ გიპოვია?! მოკლედ, კარნავალზე წამოხვალ ჩემთან ერთად?
გაოგნებისგან ენა გადავწყლაპე რამის. თვალთ დამიბნელდა და ყურებმა ბაგა-ბუგი დაიწყეს. თითქოს ტვინი გადაწვას ლამობდა.
-მე..მე..შენ... კარინასთნ ერთად...
-დაივიწყე რა ეს კარინა! ჰა, წამოხვალ?
-არა!
-სერიოზულად?
-მართლა გეუბნები, არ შემიძლია შენთან ერთად წამოსვლა, როცა ვიცი, რომ ჩემი მეგობარი შენ გხვდება, თანაც... დარწმუნებული ვარ, გაბრაზდება, ერთად რომ დაგვინახავს...
არ დავთანხმდი, თუმცა არც ის გაჯიუტებულა მაინცდამაინც და წავიდა... მე დავრჩი ისევ მარტო, ცრემლებთან და გულის ტკვილითან.

***

მართალია კარნავალზე სებასთან ერთად არ წავსულვარ, თუმცა გვიან ღამით, სადღაც 4 საათისთვის ტელეფონზე შეტყობინება მომწერა, მთხოვა, რომ მენახა. მოკლე პიჟამა მეცვა, მსუქანი ბიჭებისთვის განკუთვნილი, საცვალი და ნახევარმკლავიანი მაისური, რობოტები ეხატა ზედ. გაწეწილიბ თმა თითებით დავივარცხნე, შევიკარი და ხალათი მოვიცვი. ფართხუნით ჩავედი კიბეებზე, ეზოში იდგა, ეტყობოდა, რომ მთვრალი იყო, იდგა და ისე ქანაობდა, როგორც საქანელა ქარიან ამინდში.
-ვაა, ადელინა, ჩამოხვედი? - ენას ძლივს აბრუნებდა პირში.
-როგორც ხედავ. რაშია საქმე? მოხდა რამე?
-კი!
-რა? - შეშინებულმა თვალებ დავქაჩე.
-კარი...ნა.. კარინაა ცუდად! - სახეზე გაშლილი ხელი ჩამოისვა, ნერვიულობის ჟესტია.
-რაააააა? - ბოლო ხმაზე ვკივი.
-ნუ კივიხარ! არ კვდება, თუმცა... მთხოვა, რომ მასთან წამეყვანე!
-ჩქარა მერე, რაღას უდგახარ, წავიდეთ! ამას გზაში ვერ მეტყოდი, თუ ასე იყო საქმე? რაღაც მალოდინე? - თან გავყივოდი და თან კარებისკენ მივდიოდით. მანქანაში ჩავხტი და ფანჯარა ჩავწიე, ჰაერი რომ ჩამესუნთქა. გვიან გავაანალიზე ჩემთვის უცნობ ადგილზე რომ მივყვებოდი არც თუ ისე სასიამოვნო ფორმით, თუმცა კარინაზე ფიქრი გონებიდან არ მშორდებოდა და გამუდმებთ იმას ვეჩიჩინებოდი სებას, მალე ეტარებინა მანქანა.
მაშინღა გავახილე თვალები მანქანა რომ გააჩერა. სწრაფად გადმოვხტი და მიმოვიხედე....
-სება, ამიხსნი რა ჯანდაბა ხდება? - გაცოფებულმა დავუყვირე.
მანქანას მიყრდნობოდა და უცოდველი გამომეტყველებით მიყურებდა.
-კარინა სადაა? რატომ ვერ ვხედავ აქ ვერავის, ჩვენს გარდა?
-იმიტომ, რომ არც არავინაა... მხოლოდ მე და შენ ვართ, მხოლოდ ჩვენ! - ნელ-ნელა მოდიოდა ჩემსკენ, მიღიმოდა და კიდევ მიღიმოდა.
-კი მაგრამ კარინა? ხომ მითხარი, ცუდადაოო? რატომ არ ვართ მასთან?
-ნუთუ ვერ ხვდები, რომ კარინა მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი იყო, რითაც სახლიდან გამოგიტყუებდი?
-შეგეძლო უბრალოდ გეთქვა და წამოვიდოდი! რა საჭირო იყო მოტყუება? - გავცოფდი.
-„უბრალოდ“ კარნავალზეც გთხოვე წამოსვლა, შენ კი უარი მითხარი!
სება ჩემს წინ იდგა. ისევ ვუყურებდი მის უძირო თვალებს, როგორც წინა დღით და ისევ ვგრძნობდი სიხარულის მეტასტაზებს, მთელს ტანში რომ იყვნენ გაბნეულები.
-შენ, ძალიან...ძალიან კარგი ხარ, ადელინა...-მარჯვენა ხელის ზურგი ლოყაზე დამისვა. გამაკანკალა. დარცხვენილმა თვალები დავხარე. - და რომ იცოდე, ძალიანაც მომწონხარ!
მეხის გავარდნას ჰგავდა მისი სიტყვები, იმხედა ეფექტი მოახდინეს ჩემზე! ენა გადავყლაპე მგონი. თვალები ბედნიერების ცრემლებით ამევსო და თავი ვერ მოვთოკე, რომ არ ჩავხუტებოდი. თავი მის მხარზე მედო, ცხვირით მის სურნელს ვგრძნობდი, გულით და სხეულით კი მთლიანად მას!

გადიოდა დრო. სება დღითი-დღე ხდებოდა ჩემი სულის ნაწილი. ვერ წარმომედგინა მის გარეშე არსებობა... არღაც ხალხს ვაქცევდი ყურადღებას, რომელიც მაინც განაგრძობდა ჩემს დამცირებას, მიუხედავად ჩემი ბედნიერებისა. სანამ...

***
სიცივე ძვალრბილში ატანდა. თითქმის დანგრეული შენობის კიბეებზე ვიჯექი ჩემი უსიცოცხლო სხეულით და ცრემლიანი თვალებით შევყურებდი ჭუჭყიან კედელზე წლების წინ დაწერილ სიტყვებს: „ადელინა + კარინა = განუყრელ მეგობრებს“.
როგორც ჩანს, არცერთი დაპირებაა სამუდამო, რადგან ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი და მჯეროდა მისი, ახლა ჩემთან აღარაა. ჩვენ გაგვყარეს! გაგვყარა ჩემმა განუკურნებელმა სენმა, რომელიც ესოდენ მძულს მე!
სენი, რომელმაც წამართვა ყველა და ყველაფერი.
სენნა და მან. თუმცა ისიც ხომ ძალიან მიყვარდა მე?! მიყვარდა?! რა, განა ახლა არ მიყვარს?!

ბავშვობაში ძალიან სუსტი ვიყავი, თუმცა არა წონით, ჯანმრთელობის მხრივ. ამიტომაც ხშირად დავდიოდი საავამყოფოში და ათას გამოკვლევებს მიტარებდნენ. მერე გამოვჯანმრთელდი თუმცა პერიოდულად მაინც ვამოწმებ ჩემს ჯანმრთელობას ანალიზებით. ერთი ასეთი ვიზიტი იყო, საერთოდ რომ გადაატრიალა ჩემი ცხოვრება. ხალხს, რომელსაც არასდროს ვეხატებოდი გულზე, მიეცათ უფრო დიდი საბაბი ჩემი სიძულვილისა და ისინი, ცისაც ვუყვარდი, თუ მხოლოდ „ის“, დამაკარგვინა.

შემოდგომის ჩვეულებრივი საღამო იყო,სებასთან ვიყავი სახლში. ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. ბნელდებოდა სახლში წასვლა რომ გადავწყვიტე. სახლის კარებთან სებამ გამაჩერა და ერთხანს თვალმოუშროებლად მიყურა. მერე ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა. ეს იყო ყველაზე საოცარი გრძნობა, რაც კი ოდესმე მიგრძვნია. თითქოს დავფქინავდი და ერთი განზომილებიდან მეორეში გადავდიოდი.
-ღმერთო ჩემო,სება, რას აკეთებ, მას ხომ შიდსი აქვს? - ჩვენს ყურთასმენას კარინას შემზარავი ხმა მისწვდა.
თითქოს გულმა ფეთქვა, თვალემა დანახვა, ყურებმა გაგონება, ფილტვებმა სუნთქვა, მე კი არსებობა შევწყვიტე. ყველაფერი დატრიალდა ჩემს ირგვლივ. ძალაგამოცლილი კედელს ავეკარი და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, უკანასკნელად...
საშინელი შეგრძნება, თითქოს ჟანგბადი ჩემს ფილტვებამდე არ აღწევდა და სუნთქვის საშუალება არ მქონდა, არ მტოვებდა. თვალები ცრემლებით მქონდა სავსე, მაგრამ არა და არ ტოვებდა მას. და არც ვკვდებოდი, რომ აღარ დამენახა სებას თვალები, რომელშიც გაურკვევლობა, იმედგაცრუება, ტკივილი, თანაგრძნობა, იმედი, გაგონილის ვერ დაჯერება და კიდევ ათასი რამ, ერთდროულად იკითხებოდა.
უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე, კარინას სიძულვილით სავსე მზერა შევაგებე და უკანმოუხედავად დავტოვე სებას სახლი.
მივდიოდი და ნაწილ-ნაწილ ვიშლებოდი. მტკიოდა ჩემს მიერ განვლილი ყოველი წელი, თვე, დღე, საათი, წუთი თუ წამი. მტკიოდა ყველა დამამცირებელი სიტყვა, რომელიც ჩემს ნაცნობებსა თუ უცნობებს უთქვამთ ჩემთვის, გააზრებულად თუ გაუაზრებლად...
ტატუ რომ გავიკეთე, კარინამ მითხრა, რადგ დინდოდა, მაგას აუცილებლად ინანებო. და აი, ვინანე კიდეც! ავიკიდე შიდსი, განა ეს სანანებელი არაა?! რა თქმა უნდა არის.
თუ ხალხი ადრე მესამლებოდა მაინც, ახლა შორიდან მივლიდნენ და ზედაც არ მიყურებდნენ. რამდენჯერ გამიგონია მათი ჩურჩული, რომლის თემა მე ვიყავი. ყოველი მათი სიტყვა ლახვარივით ესობოდა ჩემს გულს და სამუდამო ჭრილობად რჩებოდა.

აღარც კი ვიცი რამდენი ხანი გავიდა მას შენდეგ. ის კი ვიცი, რომ სებას სიყვარულზე აშენებული რწმენა წამებში დაიმსხვრა და მეც იმ ნამსხვრევებს ქვეშ მოვყევი. უმეტესობა გულზე რომ დამესო დაჯერ კიდევ არ მოშუშებულა ის იარები.
მახსენდება სებას სიტყვები, რომელიც იმ ამბის შემდეგ მითხრა, შემთხვევით რომ შევხვდით ქუჩაში:
„შენ ჩემთვის გადაშლილი წიგნი ხარ. გკითხულობ და თანაც, ვერ გკითხულობ. მხოლოდ იმას ვხედავ, რასაც დანარჩენი სხვა. შენ ჩვენ არ გვგავხარ. ვგრძნობ შენს სურნელს, რომელიც მოაქვთ ბობოქარ ტალღებს, სველ ქვიშას, ნისლს, რომელიც მუდამ შენს გარშემოა... ის უფრო ახლოსაა, ვიდრე მე... ვერ გიახლოვდები, რადგან მე არც ტალღა ვარ, არც ქვიშა, არც ცა, არც წვიმა, არც ნისლი, არც... არც... არც... მე არარაობა ვარ! ის შავი ლაქა ვარ, შენს ცხოვრებას რომ ატყვია. ერთადერთი შავი ლაქა... ისიც მე... თუმცა, ამითაც კმაყოფილი ვარ.. რადგან შემიძლია შენთან ვიყო... შენს სიახლოვეს... შევიგრძნო სურნელი, რომელსაც გაშლილი თმა აფრქვევს... სურნელი, რომელიც ზღვისას ჰგავს, წვიმიან ამინდში... და მე ისევ იმ ლაქად ვრჩები, რომელიც არასროს გშორდება. არ მინდა, გრცხვენოდეს ჩემი არსებობა...მინდა ისევ მეხებოდეს შენი გაყინული და ამავდროულად ყველაზე თბილი თითები,მთელს მსოფლიოში! მინდა მიყურებდნენ თვალები, რომელიც ყველაზე ღრმაა ჩემთვის, უსასრულო, მრავლისმეტყველი...მინდა არსებობდე შენ... ყველაზე მეტად კი, მინდა ვარსებობდე მე... შენს ფიქრებში....“

-ადელინა! - გარკვევით მესმის სებას ხმა. შემიძლია დავიფიცო, რომ არ გავგიჟებულვარ და ის მართლაც მისი ხმაა.
კიბიდან ვდგები და აქეთ-იქით ვაცეცებ თვალებს. იქაა. შენობის წინ. ისევ ისე მიღიმის, როგორც მაშინ, პირველად რომ მითხრა მოვწონდი.
-შენ ყოველთვის იარსებებ, არა მხოლოდ ჩემს ფიქრებში, არამედ გულსა და რეალობაში! - ტირილით გადავეხვიე და ისევ მომეცა ძალა, ძალა, რომლითაც გავაგრძელებდი ცხოვრებას იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ვერ მიტანენ მე...
და თქვენ იცოდეთ, რომ ჩვენ, მსუქნები, ჭორფლიანები, არც თუ ისე ლამაზები თუ შიდსიანები, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ისევე, როგორც თქვენ და მოგწონთ ეს თუ არა, ვსუნთქავთ იმ ჰაერით, რომლითაც თქვენ, რადგან ყველა შეგვქმნა ღმერთმა და არ განურჩევია მას ხალხი გარეგნობისა თუ სენის მიხედვით...скачать dle 11.3



№1  offline წევრი gvanca jejelava

ჩემი გოგოოო როგორ მომენატრეეე ვერ წარმოიდგეეენ.

 


gvanca jejelava
ჩემი გოგოოო როგორ მომენატრეეე ვერ წარმოიდგეეენ.

მეც ძალიან გვააანც <3

 


№3  offline წევრი grifini

ვაიმეეეეეეეე რა კარგი იყო :(<3

 


№4  offline წევრი Khaleesi

აუუ შენ რა მაგარი ვინმე ყოფილხარ ყოჩაღ

 


№5  offline წევრი spookpie

ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ შენ, ნათია! love love love

 


დიდი მადლობა, ჩემო კარგებო love ლიააა love

 


№7  offline წევრი Winchester ))

ოხხხხ, როგორ ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს თავი თავზე დიდ წარმოდგენიან არაფრის მაქნის სხეულებს რომლებსაც სულიც კი არ გააჩნიათ, თავი სხვებზე მეტი თავისი სილამაზის გამო ჰგონიათ მაგრამ, ის ავიწყდებათ რომ იმ "ლამაზ" უტვინო თავებში არაფერი უყრიათ. ვერ ვიტან ადამიანებს რომლებიც ამცირებენ სხვებს რადგან მისნაირი სილიკონის და შპაკლის გროვები არ არიან და ამ დროს გონიათ რომ ყველაზე მაგრები არიან. ფუუუუფ გულის ამრევი "ზე საზიზღარი, ამპარტავანი,თავის თავზე დიდ წარმოდგენიანი" იდიოტების გროვაა :S:S:S:S:S:S

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent