შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაყაყი რომელიც პრინცესად აქციეს (ნაწილი1)


21-01-2015, 20:37
ავტორი il13
ნანახია 2 355

მე ლიზი სიხარულიძე ვარ, ანუ ძველქართულად ელიზაბეტი. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,მყავს 2 ძმა და მშობლები ნუ შეიძლება ითქვას რომ სადარდებელი არაფერი მაქვს, სკოლაში კარგად ვსწავლობ და მეგობრებიც საკმაოდ მყავს 15 წლის ვარ 3 თვეში კი ზუსტად 3 თვეში 16–ის ვხდები. რაც შეეხება გარეგნობას 1.75 სიმაღლე გრძელი წაბლისერითმა მწვანე თვალები კურნოსა ცხვირი და ლამაზი მოყვანილობის ტუჩები მაქვს. შეიძლება ითქვას რომ საერთო ჯამში ლამაზი ვარ.
ტალანტით გამოვირჩევი:ლოგიკური აზროვნებით, მსახიობობით, ხატვით, წერით...
მითუმეტეს მსახიობობა მხიბლავს ხშირად ვხუმრო ვითომ რაღაც მჭირს მიყვარს ასეთი ტყუილი, თავგასულობა და იმ ხალხის სახეების ყურება ვისაც ვეღადავები ხოლმე. აი პირადად მე ვერ ვიტან როცა მატყუებენ მაგრამ ’’მელას ვერ გააცურებ’’ ამიტომ მარტივად ვხვდები ტყუილს.
სკოლაც ჩვეულებრივია როგორც ყველას მეც მაქვს კონფლიქტები, მეგობრებთან ერთად ჩადენილი სისულელეების სია და პატარ–პატარა ფლირტები, მაგრამ მე პირველი უფრო ხშირად მაქვს ვიდრე მეორე და მესამე რადგან ვერ ვიტან უსამართლობას და ყველას დამცველად ვუდგები გვერდით მტერსაც კი. ამას ბიჭებიც ამჩნევენ (იმის მიუხედავად რომ ყველაზე ხშირად კონფლიქტი მათთან მომდის) ამიტომ მათ მოვწონვარ, მეკი უბრალოდ მტკიცე უარი მაქვს გამზადებული ყველასათვის, არ მინდა სიყვარულობანას თამაში. ჩემი უკარებობით იმას მივღწიე რომ ჯერ ბიჭისთვის არცკი მიკოცნია. პატიოსანი გოგო ვარ! ^_^
სისულელეები ისევ მჩვევია. დღესაც, სარკის წინ ვერთობოდი, თმები პეპისავით გავიკეთე და ბავშვურად რაღაც სისულელეებს ვლაპარაკობდი. კარზე ზარი იყო და მეც ბავშვურად ვიკითხე
– ვინ ალის?–კარი გავაღე თან რაღაცნაირად დავიმანჭე. ჩემს წინ ასე 30–35 წლის წყვეილი იდგა და ერთმანეთს გადაულაპარაკეს–ეს ბავშვი მგონი დამბლიანია–ო გამეცინა და ვუთხარი:
–არა სრულიად ჯანმრთელი ვარ უბრალოდ ასე ვერთობი– გავუღიმე და სახლში შევიპატიჟე
სასტუმრო ოთახში რომ შემოვიდნენ, დედამ ნახა ეს წყვილი, თვალები გაუფართოვდა და წარბები შუბლზე აუვიდა. მე მთხოვა საძინებელში შევსულიყავი, როგორც დამჯერი შვილი შევედი, მაგრამ კარი ბოლომდე არ გამომიკეტავს და თან კედელს ამოფარებული ვუსმენდი მათ საუბარს:
–მადლობა–ქალმა გადაუხადა და დედას მოეხვია. ვერ მივხვდი რატომ ან რისთვის.
–არაფრის.
– ლამაზი გოგონაა–ისევ ქალმა თქვა.
–დიახ–დაეთანხმა უცნობი მამაკაციც.
–15 წლისაა 3 თვეში 16–ის გახდება ამიტომ იუბილესათვის უნდა წავიყვანოთ.–ისევ ქალმა გამაგრძო, მე კი კვლავაც ვერ ვხვდებოდი სად მივყავდი ამ ხალხს.
–კარგით, მაგრამ როგორ ეტყვით?
–პირდაპირ–მტკიცედ თქვა ქალმა უკვე ცუდად ვარ რა უნდა მითხრან?
–კი, მაგრამ ასე პირდაპირ? ჩვენ 1 თვეზე მეტი არ მოგვშორებია თქვენკი ასე უბრალოდ მიგყავთ თან სამუდამოდ–გამოესარჩლა დედა, დაიცა რა სამუდამოდ? ისე ვიყავი გავუვარდებოდი ეგრევე, მაგრამ თავი შევიკავე.
–ვიცი ძნელია მაგრამ ჩვენ მისი მშობლები ვართ და ამის ყველანაირი უფლება გვაქვს!–მტკიცედ თქვა კაცმა გავშტერდი რა მშობლები ესენი ცო არ უბერავენ?
–ვიცი ვიცი მაგრამ ის თქვენ არცკი გიცნობთ დაიცადეთ ჯერ გაიცანთ მოგეჩვევათ და მერე წაიყვანეთდრო არ იცდის 3 თვის მერე იუბილეზე ის პრინცესასავით უნდა გამოიყურებოდეს და თავისი საქმრო შეარჩიოს...– გულმა ვეღარ მომითმინა გავვარდი და უცნობ ქალბატონს სიტყვა შევაწყვეტინე
–რა მშობლები რის მშობლები? ან რა იუბილე? ან რა საქმრო თქვენ ხო არ გაგიჟდით ხალხო?
–ლიზი დაწყნარდი ალბატ ადრე უნდა გვეთქვა...
–ალბათ? ალბათ მეც ადრე უნდა წავსულიყავი ახალ ’’დედიკოსთან’’ და ’’მამიკოსთან’’ ერთად საქმროს ასარჩევად– იმდენი ირონია ერია ჩემს სიტყვებში მეც კი არ მჯეროდა რომ ეს მართლა ხდებოდა.
–შვილო შენ ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე!
–ვინ არის თქვენი შვილო?– გამწარებულმა ვიკითხე.
–ჩვენ შენძე მეურვეობა გვაქ შენ უბრალოდ სხვა გზა არ გაქ!
როგორც მჩვევია პირობების გარეშე არ დავნებებულვარ
– სამი სურვილი მაქ! პირველი მინდა რო სკოლასთან ახლოს მათ ბინა მისჩეთ, ვიცი რო მდიდრები ხარ! ეს ბინა კი ნაქირავებია, მეორე თუ რომელიმე მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები ექნება იმ ხარჯებს რასაც სადაზღვეო არ დაფარავს თქვენ დაფაეავთ, მესამეს მოვიფიქრებ.
სხვა რა გზა ქონდათ ჯიუტი გოგოს კაპრიზები უნდა აესრულებინათ.
–წავალ მე ჩავალაგებ.
–არ გინდა არაფერი ჩვენ გიყიდით ყველაფერს!
სხვა რა გზა მქონდა დავემშვიდობე და წამოვედი. მანქანა BMW იყო მგონი რაღაც ახალი მანქანა. სადღაც ქალაქისგან შორს გაჩერდა მგონი წყნეთია ან რომელიღაც გარეუბანი ირგვლივ სულ კერძო სახლებია. მათი სახლიც მსგავსია 3 სართულიანი და გარედან საკმაოდ კარგად გამოიყურება.скачать dle 11.3



№1  offline წევრი Annee

ირა ახალ მოთხრობას ველოდებოდი შენსას!! :*:* რაღაც კარგად დაიწყე. ასე გააგრძელე და მეტი ინტრიგა გქონდეს წინა ისტორიასთან შედარებით :* <3

 


№2  offline წევრი LoLLa

Auy dz magrariaa male gaagrdzelee^^^)))

 


№3  offline წევრი il13

მოთხრობის რაღაც ნაწილი მიწერია რვეულში აკრეფვაღა უბდა
პ.ს. ანი გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent