შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაყაყი რომელიც პრინცესად აქციეს (ნაწილი4)


25-01-2015, 04:15
ავტორი il13
ნანახია 2 140

მეორე დღეს ოთახში მანეკენი დამხვდა, ერთი დიდი კაბა ვიპოვე კარადაში და მანეკენს ჩავაცვი. მერე ჩავედი, მშიოდა საუზმის დრო აღარ იყო, ამიტომ ისევ ჩემი უცნაური ბლინები გავაკეთე, მაგრამ ახლა იქვე ვჭამე ამ სუნზე ნინა გამოვიდა და მივესალმე და მანეკენის გამო მადლობა მოვუხადე.
გვერძე მომიჯდა და მთხოვა ბლინები გამესინჯებინა მეც დავთახმდი უარი რატომ უნდა მეთქვა, მას არაფერი დაუშავებია. სახეზე შეეტყო რომ მოეწონა და მითხრა:
–ჩემი პატარა გოგო რამხელა გაზრდილა!– ჩახუტება უნდოდა მაგრამ ზურგი ვაქციე და მაგიდა ავალაგე.
მერე ოთახში ავედი და ბლოკნოტში ვწერდი: ’’დღე მესამე, ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე, ისეთი რაც მათ მომწყვეტს, დავიღალე ეს ჩემი სამყარო არაა. როლიკები მომენატრა, გარეთ გასვლა მომენატრა!’’ მერე საწოლზე დავწექი და ფიქრებში გართულს ჩამეძინა, ბლოკნოტი ისევ ისე გადაშლილი იდო მაგიდაზე.
მერე ნინა მოვიდა და გამაღვიძა:
–ლიზი, ლიზიი გაიღვიძე– ნაზად მაღვიძებდა მაგრამ მაინც ჩქარობდა.
–რა ხდება?
–გოგა მიდის არ გააცილებ?
–ვის? ახალ ,,მამიკოს’’? არა მადლობა ძილი მირჩევნია!
–გთხოვ!
–ამას უკვე წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევ ეს ჯადოსნური სიტყვაა!– წამოვდექი თმა გავისწორე და ქვემოთ ჩავედით, ჩასვლისას მითხრა–მერე მე და შენც უნდა წავიდეთ რაღაც საქმე გვაქ!
გოგა გავაცილეთ უბრალოდ მოვეხვიე და კეთილი მგზავრობა ვუსურვე ეს იყო და ეს. მერე ნინამ გამოცვლა და წასასვლელად გამზადება მთხოვა. ივნისია, მაინც ცხელა თბილისში, ამიტომ გრილად გამოვეწყვე და წავედით.
–სად მივდივართ?
–ვიღაც უნდა გაგაცნო!–ოღონდ ეს არა ჯერ ხო იუბილემდე 80 ბიჭი უნდა გავიცნო და ახლა კიდე იმათთან მატარე, მაგრამ არ გავჩერებულვარ, სხვა გზა მაინც არ მქონდა, სხვა გამოსავალი არ იყო.
სპორტულ მაღაზიაში შევიდა და მეც შევყევი:
– აქ რა გვინდა? მე ბოტასებს არ ვიცმევ და სპორტული ჩანთა არ მინდა!
– უბრალოდ გამომყევი და ნახავ რავ გვინდა!– ვაანალიზებდი რომ შეიძლებოდა ბლოკნოტი ენახა მაგრამ ირგვლივ როლიკებს ვერსად ვხედავდიდა მოვიწყინე.
–ვაიმე მაია როგორ ხარ?–აი ვინ უნდა გაეცნო და მისი ბიჭი კარგით რა.
–კარგად ნინა შენ? ვაიმე ეს შენი პრინცესაა?– თავზე ხელი გადამისვა.
–გაიცანი ეს ლიზია! შენი პატარა მაიმუნი სადაა?–აუ ეხლა დაუძახებს თავის შვილს და მერე ილაპარაკე ისევ სისულელეებზე...
–სალოო გამო თან ნინას შეკვეთაც გამოიტანე!–ფიქრები გამაწყვეტინა და გოგოს სახელმა ცოტათი მომადუნა.
დიდი შავი კეისით გამოიტანეს რაღაცა.
–პერსონალურია! კაუჩუკი, მუხრუჭი მარჯვნივ! ფერი იასამნისფერი ვარდისფერი დეტალებით! – არ მჯერა მართლა როლიკები მიყიდა ვაიმე! ვაიმე! ვაიმე! სახეზე არ შემმჩნევია სიხარული სანამ კეისი არ გახსნეს და იქიდან ძალიან მაგარი როლიკები არ ამოიღეს ინიციალებით L S! გაოცებას ვერ ვმაავდი, ლამის იყო უნდა მეყვირა, თან როლიკებზე ვაბოდებ.
მერე უკან ჩადეს და ნინამ დიდი პატივით გადმომცა, მე კი მადლობის ნიშნად მოვეხვიე. ეს ყველაზე დიდი სიხარული იყო რაცკი ოდესმე მიგრძვნია და პირველი იმის მერე რაც ნინას და გოგას ამბავი გავიგე!
მერე სახლში დავბრუნდით და მახლობელ გზაზე გამოვცადე ჩემი პერსონალური როლიკები. დავქროდი და უბრალოდ ბოლომდე მოვეშვი, ამ დღეების დაძაბულობიდ მერე. უბრალოდ ბავშვობის ბოლო დღეებით ვტკბებოდი, იმ ბავშვობის რომელსავ სამ თვეში დავკარგავ, ანუ 89 დღეში! სადღაც 6 საათისთვის სახლში შევბრუნდი, სრულიად დაწყნარებული, ყოველგვარი აღელვების გარეშე. ნინამ შემომთავაზა რომ აუზში ჩავსულიყავით, მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და გამოსაცვლელად წაავედი. მერე დიდ ხანს ვცურავდით დიდ ხანს სანამ მოსამსახურე არ შემოვიდა:
–ნინა ქალბატონი ელენე ბატონი კახა და მათი შვილი გაბრიელი მოვიდნენ!
– უთხარი რომ ახლავე მოვალთ.
გავბრაზდი და საცურაო კოსტუმის ამარა, გალუმპული სველი წარვდექი სტუმრების წინაშე, მივესალმე და კიბეზე ავედი გამოსაცვლელად. ერთი გაბრიელის სახე უნდა გენახათ, ასე გამოწყობილი რო დამინახა. თან მეცინებოდა, თმა ოდნავ შევიმშრალე ჩავიცვი და რომ ჩავედი უკვე ადამსხდრები იყვნენ და მეც მათ მივუჯექი გვერძე, გაბრიელი მთელი ვახშამი თვალს არ მაშორებდა, მერე მშობლები მარტო დავტოვეთ მე და გაბრიელმა და აივანზე გავედით, ისიც მეორე სართულზე.
– არცისე კარგად ჩანს შენი საციელი სხვების თვალში!
–არც ისაა კარგი ერთადერთ წესიერ დღეს რომ მოგიშხამავენ!–ტოლი არ დავუდე.
– ჩევნ მოგიშხამეთ?
–არა მთელმა ამ იუბილია ამბებმა!– ვაღიარებ გაბრიელი ნამდვილად მიმზიდველი იყო მაგრამ მაინც რაღაც იყო ისეთი რაც მე არ მომწონდა მაგრამ რა ვერ ვხვდებოდი–ასეთი სულელური რამ ჯერ არ მსმენია!
–შენ რა გენაღვლება ერთი იუბილე ქმარსაც იმ დღეს აირჩევ მე კიდევ იქამდე მომიწევს სიარუილი სანამ რომელიმე არ ამირჩევს!
–არადა პირიქით უნდა იყოს პრინცესები უნდა მიდიოდნენ პრინცებთან!
– მე მეგონა ეგ ზღაპრების ეპოქა სასახლეები და გარიგებები დამთავრდა!
–როგორც ჩანს ჯერ არა.
–ესე გამოდის რო შენ თანამედროვე პრინცესა ხარ!– თავი დახარა
–უარესიც უწოდებიათ.
– მაგალითად რა?
– უტვინო ბაყაყი!
–ბაყაყის არაფერი გეტყობა მითუმეტეს უტვინოსი და თუ მართლა ეგრეა არაუშავს გაკოცებ და პრინცესად გადაიქცევი!
– არ მინდა მადლობა, რა მნიშვნელობა აქ უტვინო ბაყაყი ვიქნები თუ პრინცესა?
–იცი კიდე აქვთ იდიოტური ტრადიცია?
–რა? შვილების უბრალო ოჯახში გამწესება?
–გცოდნია!
–რაა? მართლა?
–ხოო და ბიჭები სანამ 15–ის გოგოები კიდე სანამ 16–ის გახდებიან სამი თვით ადრე მოყავთ და ნამდვილ ქონებას აჩვენეენ!
–ანუ მარტო მე არ ვყოფილვარ ესეთ ცუდ დღეში!
–ხოო თან თავიდან შეგუება ძნელია მერე კიდე...
–მერე რა? რა ხდება მერე?
–არ იცი?
–მე ჯერ სამი დღეა რაც აქ ვარ! მითხარ რა ხდება მერე!
–ვერა
–მითხარი თორე იუბილეზე შენ აგირჩევ და მერე მთელი ცხოვრება ტვინს შეგიჭამ!
–წარმატებებს გისურვებ!–გაიღიმა ის ეპირველად მოხდა რო ჩემმა მუქარამ არ გაჭრა
–კარგი რა გთხოვ
– კარგი ჰო მერე არკვევენ ვინმესთვის ნაკოცნი გაქვსთუ არა დამაგის მიხედვით ქორწინდები იუბილე ნიშნობის გამოსაცხადებლადაა იუბილემდე თუ ვინმეს არ აკოცებ შინაბერა დარჩები!
–ეს იმაზე დიდი სისულელე ყოფილა ვიდრე მე მეგონა!
–არის კიდეც! შენ ნაკოცნი გაქვს ვინმესთვის?
–ამ საკითხში სრულიად გამოუცდელი ვარ! და შენ?
– არაა შენი საქმე
–ანუ არა გასაგებია!
შევბრუნდი გადვწექი მუაჯირზე და ცას ავხედე.

შევეცადე და იმედია მოგეწონებათскачать dle 11.3



№1  offline წევრი vighaca

Kargia dzalian ❤

 


№2  offline მოდერი ელი

Mgoni meore tavze chemi komentarit gawyenine...es ubralod chemi rcheva iyo...
Kargi istoriaa da warmatebebs gisurveb <3

 


№3  offline წევრი Khaleesi

კარგია მომწონს

 


№4  offline წევრი il13

ელე არ მწყენია და როგორც შევძელი გამოვასწორე პირიქით მადლობა რჩევისთვის :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent