შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაყაყი რომელიც პრინცესად აქციეს (ნაწილი5)


26-01-2015, 00:47
ავტორი il13
ნანახია 1 883

– არამგონია გარეგნობას უჩიოდე რამ შეგიშალა ხელი?
– ვერ ვიპოვე ის ვინც პირველობის ღირსი იქნებოდა!– ესეთი პასუხი და თან ბიჭისგან ეს ნამდვილად გასაკვირი იყო–შენ, შენ რატომ არ გიკოცნია ჯერ ბიჭისთვის?
–ზედმეტად უკარება ვარ იმისთვის რომ შემიყვარდეს, სიყვარულის გარეშე კი მე არავის ვაკოცებ!
–გასაკვირია შენს ასაკში გოგოები გრძნობებს არიან აყოლილები შენ კიდე ყველას გაურბიხარ!
–მთლად უსიყვარულოც არაა ჩემი ცხოვრება –უღიმღამოდ გავუღიმე.
–აბა რა გიყვარს?
– უსაზღვროდ ვარ შეყვარებული...
–გასაგებია ნარცისი ხარ–თქმა აღარ დამაცადა.
–მე ჩემი თავი დიდად არ მომწონს!
–ნარცისი ხარ!
–არ ვარ!–ეს ზედმეტად ხმამაღლა გამომივიდა–ჩემს თავზე კიარა ხატვა მიყვარს მიყვარს მთელი ჩემი გრძნობების ერათად ერთ ფურცელზე მოქცევა!
დაიმორცხვა, მერე ნინა შემოვარდა რა ხდებაო.
– არაფერი ზოგიერთმა არ იცის რო წინასწარი დასკვნებისგან თავი უნდა შეიკავოს!– გააფთრებული შევედი შიგნით და ოთახში ავვარდი. გაბრიელი და ნინაც უკან მომყვნენ. როლიკები ავიღე და ქვემოთ ჩავედი:
–ბოდიშს გიხდით უნდა დაგტოვოთ!–გარეთ გავედი როლიკები ჩავიცვი და საკატაოდ წავედი. რაც შემეძლო ყველაზე სწრაფად მივდიოდი, ვგრძნობდი როგორ აფრიალებდა ჩემს აწ უკვე გამშრალ თმების თბილი ქარი. ფიქრებში გადავეშვი, ცუდად ვგრძნობდი თავს და მინდოდა ამ ბრაზისგან დავცლილიყავი მინდოდა გამეღვიძა! ამ კოშმარისგან გავთავისუფლებულიყავი! იმდენად სწრაფად მივდიოდი მეგონა ვფრინავდი! ნინა და გაბრიელი დავინახე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ტრასისკენ ავიღე გეზი. უცებ მანქანა გამოვარდა, იმდენად ჩქარა მოდიოდა გაჩერება ვერ მოასწრო და ვერც მე მოვასწარი გზიდან გდასვლა და მანქანას შევახტი!
თვალი რომ გავახილე ვერ ვხედავდი წესიერად, მარტო სილუეტებს აღვიქვამდი, ფეხი თაბაშირში მედო, ერთი ვიღავ სკამზე იჯდა, მეორე–თავზე დამყურებდა და გახარებულმა შეყვირა გამოფხიზლდაო მერე მივხვდი რომ ნინა იყო მაგრამ ვერ ვხვდებოდი სკამზე ვინ იჯდა მერე თვალები მოვიფშვნიტე და რაღაცეები წესიერად აღვიქვი, ხელებში ქონდა ჩარგული თავი მაგრამ ნინას ყვირილის მერე წამოხტა და ჩემთან მოვიდა გაბრიელი იყო ნერვები მომეშალა და თავი შევატრიალე:
-როგორ ხარ?–დაინტერესდა ნინა.
–ნუ თუ ფეხს არ ჩავთვლით კარგად!
–ბოდიში, ყველაფერი ჩემი ბრალია!–ნერვები ამეშალა ამ ამბის მერე ამას კიდე ხმა ამოეღება?
–კაი გაატარე მე არ უნდა გამოვვარდნილიყავი ესე გიჟივით!–ვბრაზობდი მასზე მაგრამ მაინც ჩემ თავზე ავიღე ყველაფერი და რეაქციას დაველოდე.
–მე არ უნდა მომეშალა ნერვები შენთვის!
– ეგ მართალია მარა მე მაქვს თავის დაწყნარების უცნური ხერხები!
–ეგეც მართალია– გამიღიმა–ანუ შემირიგდი?
–შეიძლება არ ვიცი! ფეხი როგორ მაქ? მალე გამწერენ?–ახლა ნინას მივუბრუნდი
–ფეხი მძიმედაა ნაღრძობი ორი კვირა ვერ გაივლი საავადმყოფოდან დღეს გაგწერენ.
–აუ ორი კვირა თაბაშირით თან საწოლში–მოვიწყინე.
–მე მოვალ და გაგამხიარულებ ხოლმე –ნინას ექიმმა უხმო და პალატიდანგავიდა.
– შენ არ შეწუხდე ნინა ჩემ გასართობად კიდე ბევრ ბიჭს მოძებნის.скачать dle 11.3



№1  offline წევრი vighaca

Dade Ra kidev

 


№2 სტუმარი lika mamaladze

Imdenad pataea tavebs deb rom dzan damgleliaa gazarde tavebi raa.arcertxel gaitvaliswine xhveni txovnaa...

 


№3  offline მოდერი Kira

auu dzaan magaria.. :* ogond tavebi gazarde ra :D
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№4  offline წევრი il13

გავითვალისწინებ

 


№5  offline წევრი Annee

მეც ეს შენიშვნა მაქვს ირა. თავები გაზარდე ! :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent