შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ მეც კი შემიყვარდა


30-01-2015, 16:38
ავტორი Na Nuka
ნანახია 1 949

ერთხელ მეც კი შემიყვარდა

მე ვარ ერთი ჩვეულებრივი გოგო არაჩვეულებრივი შუტკებით... ნინა მქვია, 18 წლის ვარ. წელს დავამთავრე სკოლა, უნივერსიტეტში ვსწავლობ იურიდიულზე... მყავს დედა-მარიამი და მამა-ნიკა.
ბევრი მომწონებია, მაგრამ არასდროს შემყვარებია. ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემ ორ გადარეულ დაქალს- ანკას და სალის.სალი მთლიანად სწავლაზეა გადართული. მეთორმეტე კლასშია. ოო... ანკას რაც შეეხება, ჩვენ მაგივრადაც მას უყვარდება. სულ შეყვარებული და დაბნეულია... მართალია ცხრამეტი წლისაა, მაგრამ ჩვენ ვაძლევთ რჩევებს. კიდე გვყავს ერთი სწერვა ძმაკაცი სანდრო. სულ გვაკრიტიკებს, გვარიგებს, მაგრამ მაინც გვიყვარს. სამივესთვის ძმასავითაა, რომელიც არ გვყავს არცერთს.
დღეს საბას დაბადების დღეა ,21 ის გახდა. საწოლიდან ბრახუნმა ამაგდო.. ცოტაც და კარს ჩამოიღებდნენ .გავაღე თუ არა ანკა და სალი შემოვარდნენ.. ანკა მაშინვე სამზარეულოში შევარდა და ყავის მოდუღება დაიწყო.სალიმ ოთახები დაირბინა და მერე მკითხა:
- მარტო ხარ ?
- კიი...
- დღეს სანდროს დავადგეთ ხოო ?
- კიი აბაა . აუ რა ჩავიცვაა ?
- ჯერ ყავაა დავლიოთ და მერე მოვიფიქროთ. - სამზარეულოდან გამოგვძახა ანკამ.
ყავა დავლიეთ და ტანსაცმლის არჩევა დავიწყეთ. სალიმ ჯინსი და თეთრი მაიკა აარჩია, ანკამ ლურჯი კაბა, მე როგორც ყოველთვის შავი... თმა სამივეს გაწეწილი გვქონდა...
2 საათზე სანდროს დავადექით. რა თქმა უნდა, პირველი სტუმრები ჩვენ ვიყავით. ზაზუნა ვაჩუქეთ(ვერ იტანს), ოქროს საათი და ძაღლის კუდიანი მაიკა.
ფართი რვაზე დაიწყო. ნახევარზე მეტი ჩვენი დაპატიჟებული სტუმრები იყვნენ. სანდროს ძმაკაცებში საინტერესო არავინ იყო.
9-ზე ერთი ნაგლი ტიპი მოვიდა, ბევრი ტატუებით. ანკა მიაშტერდა და ცოტა ხნის მერე ძლივს გამოფხიზლდა:
- რა მაგარი ვიღაცაა. სანდრო ხო გაგვაცნობს ?
გამეცინა:
-შენი ბექა ხო ყველას გირჩევნიაა ? თან დიდი არაფერია.
საკმაოდ ბევრი დავლიეთ. ანკა მიკროფონთან მივიდა და დაგვაყრუა თავის სიმღერით. (ეტყობა იფიქრა იმ ბიჭს შევაბამ სიმღერითო)
ყველა გაოგნებული იჯდა. მარტო მე და სალი ვცეკვავდით (სხვა რა გზა გვქონდა. ეწყინებოდა და..)
სიმღერის დასრულებისთანავე სანდრო და ის ტატუებიანი ბიჭი მოვიდნენ.
- გაიცანით ეს თორნიკეა... ესენი ანი, სალი და ნინა არიან.
ანკამ ტორტიანი ხელი ჩამოართვა და გამოტენილი პირით უთხრა:
- შეგიძლია ანკა დამიძახო (ხმა დაიწვრილა)
სანდრო გავიდა. თორნიკე ჯერ ხმაამოუღებლად იდგა, მერე ბოხი ხმით თქვა:
-ნინა, შენთან ცეკვა მინდა...
(მე აღარ მეკითხება ?)
ანკამ როგორც კი ეს გაიგო, ხელახლა ავარდა სცენაზე...
არ ვიცი რატო, მაგრამ დავთანხმდი. სალის და ანკას ჩხუბის ნერვები არ მქონდა, სულ იმას მეუბნებიან, ნუ ხარ ასეთი მკაცრიო.
სიმღერა ისე გაიწელა თითქოს საუკუნე ვცეკვავდით. თორნიკემ მკითხა:
-შენს ნომერს მომცემ ?
- არა - ვუთხარი მკაცრად და ჩემს ადგილას დავჯექი.
სალიმ და ანკამ კითხვები დამაყარეს. ყველა წავიდა. როგორც ყოველთვის, ბოლოები ჩვენ წავედით.
მე და სალი ანკასთან დავრჩით. ისე დაგვეძინა, ვერაფერი გავიგეთ.
მეორე დღეს სამივეს თავი გვისკდებოდა. დილით სანდროს დავადექით. მივედით თუ არა, მაშინვე სამზარეულოში შევედით და ყავა მოვადუღეთ.
ანკამ სანდროს ჰკითხა:
- აუ თორნიკე რამდენი წლისაა ?
- 22-ის
-სხვა? რამე მომიყევი რა...
-რაში გაინტერესებს ?
-ოოო... კაი რა. რა კაი ტატუები აქვს. აქამდე რატო არ ვიცნობდით ?
- ორი თვეა რაც ციხიდან გამოვიდა. ნარკოტიკების მოხმარების გამო დაიჭირეს...
სამივემ თვალები ვჭყიტეთ. ანკამ ხმამაღლა გაიფიქრა:
- რა მაგარია... ძაან კაი ტიპია... მოიცა... ანუ შენც იჩხირავ ?
- იქნებ ნემსების ეშინია და ყნოსავს ? (ჩემ ჭკუაში გავიღადავე)
- ააა შეიძლება - არ დააყოვნა ანკამ.
- კიდე ბევრი კითხვა გაქვთ ?
სანდროს ტელეფონმა დაურეკა. ყველამ აშკარად დავინახეთ რომ თორნიკე რეკავდა. სანდრო მეორე ოთახში გავიდა...

რას იტყვით გავაგრძელო ?скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ammm

Kiii kargi iko

 



№2  offline წევრი lamazmani

აუ ძააან მომეწონა მალე დადე რა ახალი თავი

 



№3 სტუმარი mm

კიი გაგრძელე

 



№4  offline წევრი Khaleesi

ნორმალურია გააგრძელე

 



№5  offline წევრი Na Nuka

ძაან დიდიი მადლობა ყველას :* ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი :*

 



№6  offline წევრი vighaca

Dzan magariaa ❤

 



№7  offline წევრი Na Nuka

მადლოობ <3

 



№8 სტუმარი Nati

კიიი გააგრძელე მომეწონაა

 



№9  offline წევრი Na Nuka

ძაან დიდი მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent