შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუოკებელი ვნაბა-დასაწყისი და დასასრული


10-02-2015, 17:33
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 524

დასასრული და დასაწყისი
-ვარსკვლავი ჩამოვარდა..სურვილი ჩაიფიქრე-დედამ შეხედა ფანჯარაზე ასკუპებულ ხუთიოდე წლის გოგონას.
-დედა..-ბავშვმა წრიპინა ხმით დაიწყო.
-ჩუმად. არავინ უნდა გაიგოს,თორემ არ აგიხდება.
-კარგი-პატარა ბედს დასჯერდა,მაგრამ გულში კი გაუკვირდა.“რატომ?“-გაიფიქრა მისმა პაწაწინა გულმა. ცას შეხედა.“ნეტავ, მართლა ჩამოვარდა ვარსკვლავი?!“-გაუკვირდა,მაგრამ არ გამოამჟღავნა. დედას მიეკრა და თვალები დახუჭა. თითქოს სურვილის ახდენას ელოდა.
-დაიძინე,პატარა-დედამ ჩუმად ჩაილაპარაკა და გოგონას თავზე აკოცა. ქალი უყურებდა ცას და მასზე მოლივლივე ვარსკვლავებს. გული უკრთოდა.პატარას კვლავ შეხედა. გოგონა ხომ მისი ერთადერთი მიზეზი იყო,რის გამოც თავს ცხოვრების უფლებას აძლევდა. ქმარმა მიატოვა.გაახსენდა ის დრო.ზუსტად ამ დღეს,ორი ოთხი წლის წინ გააღო კარი და წავიდა. ისე წავიდა,რომ არც კი გამოემშვიდობა ერთ დროს საყვარელ ქალსა და ერთი წლის პატარას,რომლის გულს სწრედ მაშiნ უნდა შეყვარებოდა. მაგრამ ის წავიდა ისე,რომ გოგონამ მისი შეყვარება კი არა გაცნობაც ვერ მოასწრო.
-მამა სადაა?-ხშირად ეკითხებოდა ხოლმე გოგონა.
დედა ჩუმად იყო და პასუხს ვერ აძლევდა.
-მითხარი,გთხოვ-მუდარით აღსავსე თვალებს მიაპყრობდა ხოლმე დედას.
დედას კი ცრემლი ერეოდა.
„არც მე ვიცი სად არის“-თავისთვის გულში ამბობდა და ძალა არ ყოფნიდა,რომ ბავშვისთვის ეს გაემხილა.

ათი წლის შემდეგ.
-ჩაიფიქრე სურვილი-ისევ იგივე სიტყვები მოესმა ანიას. ახლა გოგონამ უკვე დიდი ხანია იცოდა,რომ მამას ის საერთოდ არ უყვარდა.ის ხომ მისთვის აღარ არსებობდა.იქნებ არც არასდროს არსებულა.
-დედა-გოგონა გადაეხვია დედას.
ქალი ჩუმად იყო.თვალზე ცრემლი მოსდგომოდა,მაგრამ არ იმჩნევდა.
-ათი წელი გავიდა.მაშინ ხუთი წლის ვიყავი,მაგრამ ახლაც მახსოვს როგორ მითხარი იგივე სიტყვები-გოგონამ დაბალი ხმით თქვა და დედას შეხედა,რომლის სახეს კვლავ ალმასივით ბრწყინავი ცრემლი ანათებდა.
-ხო,შვილო.მიყვარხარ..-ქალის ბაგეებს ძლივს აღმოხდა.
-დე,ამის შემდეგ ყოველ წელს იგივეს მეუბნებოდი. ყოველთვის ამ დღეს.ისევ ასე იქნება?-ანიამ დედა გულუბრყვილოდ შეხედა.
-ალბათ,ანია(დედა)
ანიას დედა,ნანი, ძალიან გულუბრყვილო იყო,ან იქნებ არ იყო და მხოლოდ ასეთად აჩვენებდა თავს. ახალგაზრდობაში სიოცხლის მოყვარული ქალი ყოვეგვარ აქტივობას მოწყვეტილიყო და სახლს მიჯაჭვოდა. მხოლოდ სამსახურში თუ დადიოდა და ისიც შვილის გამო.ბუღალტრის სპეციალობით მუშაობდა.ერთ დროს ეს საქმე უყვარდა,მაგრამ ახლა მისი ერთადერი იმედი,რაც ამქვეყნად აჩერებდა,მისი ქალიშვილი- ანია იყო.
ნანი შვილთან მამაზე არ საუბრობდა.არ უნდოდა და ამისგან ყოველთვის თავს შორს იჭერდა,საუბარი სხვა რამეზე გადაჰქონდა ანიაც თავს აიძულებდა,რომ დედასთვის არ მიეცა ზედმეტი კითხვები.მართალია,გოგონას ეს უჭირდა,მაგრამ დედის სიყვარული ამ უკანასკნელს ჯობნიდა.
ნანის გათხოვებამდე მონასტერშიც კი უცხოვრია. როგორც ყვებოდა,ეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო,რამაც ძირეული გარდატეხა მოახდინა. ნანი ძლიერ მორწუნე ყოფილა.გამუდმებით კითხულობდა ბიბლიას. ეს წიგნი მის არსებობის წყაროს წარმოადგენდა.შვილიც პატარაობიდანვე მიაჩვია ლოცვას. როცა წამოიზარდა ბიბლიის კითხვა დააწყებინა. თავიდან გოგონას უჭირდა ამის აღქმა,მაგრამ ეჩვეოდა. ქალი შვილთან ათ მცნებას განიხილავდა ხოლმე. როცა დააშავებდა და არ იყო დედის მორჩილი,დედას ეუხეშებოდა ხოლმე,ნანი ყოველთვის ახსენებდა შესაბამის მცნებას. ის მუდამ სახარებისეული ალუზიებით ზრდიდა შვილს.თავისუფალ დროს მუდამ შვილთან ატარებდა. ანია ხშირად ეურჩებოდა დედას,მაგრამ ბოლოს მაინც მის ნბას მორჩილდებოდა,რადგან ის ყველაზე მეტად უყვარდა.
უთანხმოება ხშირი იყო მათ შორის,მაგრამ სიყვარული უფრო ძლიერი იყო.ის კრავდა ამ პატარა ოჯახს.თუ შეიძლება,რომ ოჯახი ვუწოდოთ.
ასე თუ ისე,ისინი ერთმანეთს უგებდნენ. ეს მხოლოდ სიყვარულზე იყო დამყარებული,თუ რეალურად არსებობდა ,არავინ იცის,მაგრამ გოგონა მუდამ დედის თვალებს უყურებდა და ცდილობდა არ ეტკინა მისთვის გული.ანია მუდამ საკუთარ თავს უმეორებდა,რომ ის მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო.
ნანი შვილს ყველაფერს უყვებოდა.არაფერს უმალავდა.უყვებოდა წარსულის შესახებ,მაგრამ პირად ცხოვრებაზე სიტყვასაც კი არ ჩამოაგდებდა. ის არანაირ სასიყვარულო განცდასა თუ გამოცდილებას არ უზიარებდა ქალიშვილს. მხოლოდ ერთს ეუბნებოდა,რომ საპირისპირო სქესისგან თავი შორს დაეჭირა. ის საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი ძლიერი სქესისადმი,მაგრამ ამის მიზეზი ანიამ არ იცოდა ან საიდან ეცოდინებოდა,როცა დედა მხოლოდ ამ უკანასკნელს ჩასჩერებოდა,მაგრამ მიზეზს გოგონას არა და არ ეუბნებოდა.ანია ხშირად ეკითხებოდა:“რატომ?“,მაგრამ ქალი მხოლოდ დუმდა და არწმუნებდა,ეს დღესავით ნათელიაო.
ანიას ფსიქოლოგობა უნდოდა.ალბათ,ამის მიზეზი იყო ყოველმხრივ ამოუცნობი დედა. მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ერთადერთ დაქალს ქეთოს უყვებოდა. ხშირად წუხდა ამის გამო და ქეთოც თანაუგრძნობდა.
ანიას ცხოვრებისგან არ უნდოდა სიხარული.მას უნდოდა ყოველი განცდის სიამე განეცადა. ის ყოველთვის ამისკენ მიისწრაფოდა.უნდოდა ყველაფრის გემო გაეგო დედამისისგან განსხვავებით. ამაზე ნანის არასდროს ესაუბრებოდა. ასე რომ, მათ შორის არსებობდა ისეთი ზღვარი,რომელსაც ასეთი მტკიცე დედაშვილური სიყვარულიც კი ვერ გაარღვევდა.
ანია ცდილობდა დედასთან გულწრფელი ყოფილიყო. ქალი შვილის სახეზე თითქმის ყოველთვის ამჩნევდა სიცრუეს,ამიტომ გოგონას უჭირდა,რომ დედისთვის რამე დაემალა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათი ურთიერთობა გცივდა.ისინი თითქოს ერთმანეთს შორდებოდნენ.მართალია,ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ყოველ დღე ხედავდნენ,მაგრამ ანიას დედისგან თავი შორს ეჭირა.ქალი ამას ამჩნევდა და შივლს ხშირად ეკითხებოდა ამის იზეზს,მაგრამ პასუხი მუდამ ერთი იყო. ანია მოუცლელობას აბრალებდა,დედას აკოცებდა და თავის ოთახში გავიდოდა.
ყოველმხრივ გამოცდილ ქალს გამოეპარა შვილის გარდაქმნა. ანიას ქვეცნობიერი 180 გრადუსით გადატრიალებულიყო. ამის მიზეზი კი იყო პირველი სიყვარული.
გოგონა თვითონაც გაურკვევლობაში იყო. ამის მიზეზი მასზე ექვსი-შვიდი წლით უფროსი მამაკაცი იყო. ის მან სპორტულ დარბაზში დაინახა პირველად.მას შემდეგ მას თვალს ვერ აცილებდა.ის მაღალ და ათლეტური იყო. სახეზეც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა.მართალია,ანია მას არ იცნობდა,მაგრამ მუდამ მასზე ფიქრობდა,მაგრამ გოგონას საუბარს ვერ ბედავდა. რამდენჯერმე გვერდითაც კი ჩაუარა,მაგრამ მამაკაცს მისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია. შეიძლება,ვერ შეამჩნია ან რა შესამჩნევი იყო. ალბათ,ბავშვად აღიქვა. ანიაც ასე ფიქრობდა. მამაკაცი საკმაოდ ზრდასრული ჩანდა და,რასაკვირველია,არანაირი ინტერესი არ აღეძვრებოდა 15 წლის გოგონას მიმართ.18 წლის ბიჭები სრულწლოვანები ვართო და ანიას ტოლა გოგონებს ბავშვებად თვლიან და ზედაც არ უყურებენ,იმის და მიუხედავად არც ფიზიკური და არც გონებრივი განვითარებით გოგონები მათ არ ჩამორჩებიან და რას იფიქრებდა ასეთი გაწონასწორებული მამაკაცი.
რაც სიმართლეა,მამაკაცები გრძნობენ როდის მოსწონს ქალს. არც მომხიბლავი უცნობი გამოდგა მიუხვედრელი. ისიც გრძნობდა გოგონას მწველ მზერას. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია,მაგრამ შემდეგ დააკვირდა. შეამჩნია,რომ გოგონა საკმაოდ ლამაზი იყო და მისმა აღნაგობამაც არ დატოვა გულგრილი.
ასეა მოწყობილი მამაკაცი. რაც არ უნდა ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდეს,უფრო იზრდება მისი სასუვარულო ასპარეზი.უნდა მეტი დაიპყროს. თან ის სპორცმენი იყო და ამას უფრო ძლიერად შეიგრძნობდა,ვიდრე სხვები.
ამის გასაცნობიერებლად მას დიდი დრო არ დასჭირვებია. როგორც კი შესაძლებლბა მიეცა.მიუახლოვდა გოგონას და თავაზიანად გამოელაპარაკა. მისთვის დიდი ხანია ცნობილი იყო ქალთა სქესის მოხიბლვა.
არც ანიას თვალების ციმციმი გამოპარვია. ნომრები გავცვალოთო და ამით პირველი ნაბიჯი გადადგა.
გოგონა ამ დღეს აღშფოთებული იყო და თან ბედნიერი. ის დაეპყრო ამ ძლიერ მამაკაცს.როცა მის სიახლოვეს გრძნობდა ის უფრო თავდაჯერებული ხდებოდა და მხოლოდ მისკენ მიისწრაფოდა.
მაგრამ ნანისთვის არაფერი უთქვამს. ამ თემაზე მასთან საუბარს არც აპირებდა-დედაც ხომ არაფერს უყვებოდა მისი სასიყვარულო ურთიერთობის თუ ურთიერთობების შესახებ.
ორი დღის მერე ლაშამ(გაცნობილი მამაკაცი) გოგონა კინოში დაპატიჟა. ანია მაშინვე დათანხმდა. კინოთეატრში ანაბელი გადიდოდა. ლაშას ეს მანამდე არ ენახა,მაგრამ საშნელეათა ფილმები იზიდავდა და ამიტომ შეაჩერა ამ უკანასკნელზე არჩევანი.თანაც უახლოეს დღეებში იყო და შესანიშნავ ვარიანტად ჩათვალა.
შესასვლელში პოპკორნი იყიდა.გოგონას ხელი ჩაკიდა და ისე შევიდა შესასვლელში. წინა ადგილები დაიკავეს.
ანიას ეს ფილმი მანამდეც ენახა და მაინც და მაინც ინტერესს არ იჩენდა.ლაშას ენახა თუ არა ვინ იცის,მაგრამ შიშს ამჟღავნებდა. შოკირებული გოგონასკენ გადაიხრებოდა. ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო. რაც არ უნდა იყოს.ანიას სუნთქვა ეკრო და მის ყოველივე შეხებაზე და ლაშასაც მეტი რა უნდოდა. მუდამ თვალებში შესციცინებდა ანიას და გოგონა საბოლოოდ დაატყვევა.
ფილმის დასრულების შემდეგ ორივენი კმაყოფილები ჩანდნენ. ლაშა გოგონას იკროდა და არც ის უწევდა წინააღმდეგობას. შემდეგ ახლომდებარე კაფეში შევიდნენ.მამაკაცი ინტერესით ეკითხებოდა გოგონას ცხოვრების დეტალებს. თვალებში უყურებდა და მის ხელზე ხული ეკიდა. ანია კი გამოუცდელი გოგონა იყო. ან ამას რა მნიშვნელობა აქვს ზრდასრული ქალებიც კი ექცევიან ასეთ მამაკაცთა გავლენის ქვეშ.
ანია ვერ გაუმკლავდებოდა საკუტარი თავს დ აარც უნდოდა. ბოლო დღეებში მხოლოდ ის აინტერესებდა და მისი სიახლოვე ბედნიერებას გგვრიდა.
ნანი გოგონას ვერ ტეხდა და ვერაფერს ხვდებოდა. ალბათ,გაკვეთილებმა იცისო-ფიქრობდა ქალი.ანიას კი უხაროდა,რომ დედის კლანჭებ ქვეშ თავი არ ამოყო.
ანია გარეგნულად არ შეცვლილა,მაგრამ მთელი მისი სულიერი სამყარო გასხვაფერებულიყო.გოგონას ეს თვითონაც არ ჯეროდა.ყველანაირად ცდილობდა,რომ ცვლილება არავის შეეტყო. საუკეთესო მეგობარსაც კი ძლივს გაუმხილა ყოველივე ეს. ანია თავს დამნაშავედ გრძნობდა.არა,ეს სულ სხვა იყო.ამას შესატყვის სიტყვას ვერ უძებნიდა.თითქოს სახლში ქურდივით იყო.დედასთვის აქამდე ხომ არაფერი დაემალა.ამ აზრს ვერ ურიგდებოდა,მაგრამ სხვაგვარად მოქცევად შეუძლებლად მიაჩნდა.
ანიას უკვირდა,რამ გაიტაცა ასე.ადრე ხომ გოგონა არავით ყოფილა ასე გატაცებული.იქნებ ეს სიყვარულიც იყო? გოგონა ფიქრობდა,რომ ეს სწორედ ამ გრძნობის დასაწყისი იყო. მას საყრდენი სწორედ ახლა ეყრებოდა.
იქნებ,ახლა გაცოცხლდა გოგონაში ქალი,რომელიც სადღაც იყო მიმალული. და როცა გამოჩნდა,მაშინ შეხვდა ამ მამაკაცს.
ლაშა 23 წლის იყო,თსუ-ში ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრი იყო. ასევე იყო მოყვარული სტორცმენი. დედისერთა და მშობლებთან დიდი ხანია,რაც არ ცხოვრობდა. ამის მეტი მამაკაცს არაფერი უთქვამს საკუთარი თავის შესახებ.არც გოგონა შეკითხებია.
ისინი ერთი კვირა ხვდებოდნენ ერთმანეთს. ყოველ მომდევნო დღე ლაშა ახალ ნაბიჯს დგამდა.ცდილობდა გოგონას ნდობა მოეპოვებინა. ნდობა რაც ყველაზე რთულია.მას ხომ კაცთათვის და ქალთათვის განსხვავებული მნიშვნელობები აქვს. გოგონაც ასე ფიქრობდა ადრე,მაგრამ ახლა ვერაფერზე ვერ ახდენდა კონცენტრირებას. მამაკაცს მისი გონება დაებინდა. ისეთი მაცდური ღიმილი ჰქონდა. მისი მწვანე თვალები კი ისე ელავდნენ,რომ გოგონა მხოლოდ მათ შესცქეროდა. ის გაბმული იყო მახეში,რომელსაც ვერსად ვერ წაუვიდოდა.
ერთ საღამოს ლაშა უფრო ხალისიანი ჩანდა.გოგონას თვალს ვერ აცილებდა.სიყვარულშიც კი გამოუტყდა,მიყვარხარო.მხოლოდ ერთი სიტყვით გამოხატა გრძნობა.უყვარდა რო? თუ წრფელი სიყვარულია ერთი სიტყვაც არ უნდა,ამისთვის მხოლოდ თვალებია საჭირო. სიტყვა დამთვარებული არ ჰქონდა,რომ გოგონას ტუჩებს ხარბად დაეწაფა. ანიამ თავში გავლებაც კი ვერ მოასწრო ამ სიტყვის,მაგრამ ისიც ფიქრობდა,რომ ლაშა უყვარდა.
მამაკაცმა გოგონა სახლთან მიაცილა.კარებთან აკოცა.წასვლისას გაუღიმა და დატოვა.
მუცელში პეპლები მიფრინავდნენო-ანია აღტაცებული უყვებოდა მეგობარს,რომელიც აღტაცებული იყო ანიას ბედნიერებით,მაგრამ იქნებ ეს ბედნიერება მხოლოდ წუთიერი აღმოჩნდა? ეს პირველი კოცნა იყო და გოგონა საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა. მხოლოდ მამაკაცზე და მის ტუჩებზე ფიქრობდა.
„ეს არის სიყვარული.ღმერთო,გიჟი ვარ“-ფიქრობდა გოგონა და ფანჯარაში იხედებოდა.
ლაშა გოგონასთან დიდ დროს ატარებდა. ანიაზე მას დიდი გავლენა ჰქონდა. რასაც ეტყოდა გოგონა ყველაფერს გააკეთებდა. მას ხომ საკუთარი გონება აღარ ეკუთვნოდა. მამაკაცმაც იცოდა ეს და მასში თავდაჯერებულობის კოეფიციენტი გაცილებით ამაღლდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ,მათ ურთიერთობის მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლეს.მართალია,გოგონამ ბავშვობიდან იცოდა მე-7 მცნება,მაგრამ მამაკაცისადმი აღძრულმა ვნებამ ყოველივეს აჯობა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა.ანია ბედნიერი იყო.მართალია,დედასთან სიცრუე უწევდა,მაგრამ ამას შეჩვეოდა და უკვე ბუნიბრივად ატყუებდა ნანი,თან თვალებშიც უყურებდა. გოგონა ამას არასწორად თვლიდა,მაგრამ ლაშა მისთვის პირველ საფეხურზე იდგა.
გავიდა რამდენიმე თვე ის,რომ დედას არც კი უეჭვია.
ყველაფერი შემოტრიალდა დღეს,როცა ანიამ გაიგო,რომ ორსულად იყო.გოგონა საგონებელში ჩავარდა. მეგობარმა ძლივს დაიყოლია,რომ ლაშასთვის ეს ეთქვა. მამაკაცს აღშფოთება შეეტყო,მაგრამ მალევე უკუაგდო.მან იცოდა,რომ ანია აბორტის წინააღმდეგი იყო და შესთავაზა,როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეციო.გოგონამ გადაწყვიტა ბავშვი დაეტოვეინა.
ლაშამ ანიას აკოცა და,როცა გოგონა მიეფარა,სკამი გვერდზე ისროლა.ის შეძრწუნებული იყო.გიჟს გავდა,ასეთი შეცდომა არ უნდა დაგვეშვაო.იცოდა,რომ მოვალეობები ექნებოდა ჯერ არ დაბადებული ბავშვისადმი და ქალისადმი,რომლითაც ასე იყო გატაცებული.
ანიმ არ იცოდა რა გაეკეთებინა. პირველი თვეები მალავდა ორსულობას,მაგრამ,როცა ეს შეუძლებელი გახდა, დედას წერილი დაუტოვა და მეგობართან გადავიდა.
დედამისი გვიან დაბრუნდა სახლში.საწერ მაგიდაზე წერილი შენიშნა. წაიკითხა და სანამ ბოლომდე დაასრულებდა,გული წაუვიდა. ეს მისთვის დიდი შოკი იყო.ამას შვილისგან არ მოელოდა.გონს როცა მოვიდა საავადმყოფოში იყო. მეზობელი შემთხვევით ამოსულა მასთან რაღაცის სათხოვნელად და უგონოდ მყოფი ნანის დანახვა გაკვირვებია.
ნანი აზრზე ვერ მოდიოდა. ბოდავდა და თავს ვერ აკონტროლებდა.
ექიმები დანაღვლიანებულები ჩანდნენ,რადგან ნანის მდგომარეობა უარესდებოდა. ანიამ გაიგო დედის ამბავი.ყველაფერში თავს ადანაშაულებდა,მაგრამ ნანის მონახულება ვერ გაბედა.ორი თვე გავიდა და დედამისისგან მხოლოდ ის იყო ახალი,რომ უკიდურეს მდგომარეობაში იყო. თურმე ინფარქტი გადაეტანა და ახლა საბოლოო მდგომარეობის ინვალიდი იყო. ამას კიდევ ის დაემატა,რომ ლაშამ მიატოვა გოგონა.მამაკაცის ვნებას მოვალეობების შიშმა აჯობა და მან ამ ყველაფრისგან დამალვა გადაწყვიტა. შეყვარებული გოგონა კი დარჩა მარტო.მამაკაცს ვერ ივიწყებდა და ვერც დედაზე ფიქრებს აღწევდა თავს.ანია საკუთარ თავს არ ჰგავდა. ის საკუთარ თვს ამას ვერ პატიობდა.

რამდენიმე თვის შემდეგ.
ანიამ ბოლოჯერ ამოიხვეშა.შვილი დაიბადა.
-დედა-ანიამ შვილს შეხედა და გაღიმება ძლივს მოახერხა.
-რა ლამაზი ბავშვია-ექიმმა ანიას გაუღიმა.
ბავშვმა ტირილი დაიწყო. ეს იყო მისი პირველი ხმა. ანიამ შვილი მკერდზე მიიწვინა.
ახლომდებრე საავადმყოფოში ერთ-ერთ პალატაში კი უპატრონოდ კვდებოდა ნანი.სულ მარტო იყო. ვერავინ დაეხმარებოდა სიკვდილისთვის მომზადებაში.
ქალმა ბოლოჯერ ამოისუნთა.
-მეტჯერ ვეღარ გეტყვი-ვარსკვლავი ჩამოვარდა-ქალმა წინადადება ძლივს დაასრულა. „დედა“-ბოლოჯერ ამოიკვნესა და მისი მაჯის ცემა შეწყდა.
ორი ქუჩის დაშორებით კი პაწია გოგონა კვლავ ტიროდა...скачать dle 11.3



№1  offline წევრი Bero)))

ვაიმეეეეე love დასასრული ქონდა რაღაც საოცრება love ძალიან მაგარი იყო და სხვათაშორის დრევანდელობასთან ახლო...ჩემთვის დიდი მაგალითია და ბევრი რამეც ვისწავლე...ამისთვის მადლობა შენ ავტორო love

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Bero)))
ვაიმეეეეე love დასასრული ქონდა რაღაც საოცრება love ძალიან მაგარი იყო და სხვათაშორის დრევანდელობასთან ახლო...ჩემთვის დიდი მაგალითია და ბევრი რამეც ვისწავლე...ამისთვის მადლობა შენ ავტორო love


რის მადლობა
მადლობა,შენ,რომ წაიკითხე love

 


№3 სტუმარი anka

Au vitire ogond martla dzaan kaia vaime amitom ar unda daushva ro dedaze win vinme daayeno sayvareli kacic ki <3

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

anka
Au vitire ogond martla dzaan kaia vaime amitom ar unda daushva ro dedaze win vinme daayeno sayvareli kacic ki <3


გეთანხმები.
დედა ყველაზე ძვირფასია.
მადლობ,რომ წაიკითხე love

 


№5  offline წევრი kapasa

ხო გააგრძელებ???

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

kapasa
ხო გააგრძელებ???


მე დამავიწყდა "სრულად"-ის მიწერა.
ვგონებ,დავამთავრე.
მადლობ,რომ წაიკითხე love

 


№7  offline წევრი kurt cobain

დღეიდან შენ ხარ ჩემი ფავორიტი მწერალი,ელენიკოსთან და სხვებთან ერთად. ❤

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

kurt cobain
დღეიდან შენ ხარ ჩემი ფავორიტი მწერალი,ელენიკოსთან და სხვებთან ერთად. ❤


დიდი დიდი მადლობა.
მიხარია,რომ მოგეწონა.
მეც სიამოვნებით გავეცნობი შენს ნაწერებს.
მაგრამ იცოდე,რომ ეს ჯერ არაფერია.
მე კიდევ მაქვს ბევრი ნაწერები.
უბრალოდ დღეში მხოლოდ 1 სიახლის უფლება მაქვს,სამწუხაროდ.

 


№9  offline წევრი kurt cobain

drunkinlove
kurt cobain
დღეიდან შენ ხარ ჩემი ფავორიტი მწერალი,ელენიკოსთან და სხვებთან ერთად. ❤


დიდი დიდი მადლობა.
მიხარია,რომ მოგეწონა.
მეც სიამოვნებით გავეცნობი შენს ნაწერებს.
მაგრამ იცოდე,რომ ეს ჯერ არაფერია.
მე კიდევ მაქვს ბევრი ნაწერები.
უბრალოდ დღეში მხოლოდ 1 სიახლის უფლება მაქვს,სამწუხაროდ.


ჩემების წაკითხვას არ გირჩევ. ❤

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

kurt cobain
drunkinlove
kurt cobain
დღეიდან შენ ხარ ჩემი ფავორიტი მწერალი,ელენიკოსთან და სხვებთან ერთად. ❤


დიდი დიდი მადლობა.
მიხარია,რომ მოგეწონა.
მეც სიამოვნებით გავეცნობი შენს ნაწერებს.
მაგრამ იცოდე,რომ ეს ჯერ არაფერია.
მე კიდევ მაქვს ბევრი ნაწერები.
უბრალოდ დღეში მხოლოდ 1 სიახლის უფლება მაქვს,სამწუხაროდ.


ჩემების წაკითხვას არ გირჩევ. ❤


ასე რომ მეუბნები უფრო დამაინტერესე <3

 


№11  offline წევრი Na Nuka

უძალიანმაგრესიი დასასრუულიი ქონდაა <3 ძალიან საინტერესო იყო :*

 


№12  offline ადმინი უნდა ვწერო

Na Nuka
უძალიანმაგრესიი დასასრუულიი ქონდაა <3 ძალიან საინტერესო იყო :*

მადლობა დიდი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent