შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული,ვნება და სხვა ცდუნებანი { 1 }


11-02-2015, 15:13
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 151

11 წლის წინ.
ხუთი წლის გოგონა კარებს ამოფარებია. ღამის პერანგი ფეხებამდე წვდება, ფეხშიშველაა და წითური თმა მხრებზე ჩამოშლია. სხეული უკრთის. რაღაცას თავისთვის ბუტბუტებს. ქმარი კი უყვირის. მისი ხმა ალბათ მეზობლებსაც ესმით.ის უკანასკნელ ხმაზე იწყებს გინებას. ქალს ცრემლები ახრჩობს. მამაკაცი იხრება და ბატინკს იხდის, ხელში იღებს და ქალს თავში უმიზნებს. ქალს ცრემლები ახრჩობს და ერთი ადგილიდან ვერ ინძრება. თავიდან სისხლი სდის. ქმარი კიდევ უფრო ღიზიანდება. ცოლს უახლოვდება და ხელს კრავს. ის ძირს ენარცხება. მამაკაცი იხრება, თავის ტუჩებს ქალის ჩალურჯებულ ბაგეს ადებს, პირს აღებს და კბენს. ქალს კივილის თავიც კი არ აქვს. მისი ტუჩები ნაფლეთებადაა ქცეული. ამის დანახვაზე ბავშვი შოკში ვარდება. არ იცის რა ქნას. უნდა, მიეშველოს კანკალებს. ყურები დაცქვეტილი აქვს.ოთახიდან გასვლის ეშინია. გარედან შემზარავი ხმები ისმის.
ოთახის შუაში ორმოციოდე წლის მამაკაცი დგას. მელოტი თმა ყალყზე დასდგომია. მის წინ აქვითინებული ქალი ატუზულა. მთელი დედას,მაგრამ ეშინია.იცის, რომ მამა მასაც არ დაინდობს. მაგრამ მაინც დგამს წინ ნაბიჯს და მშობლების საძინებელში შედის.
-მამა, ეს ხომ დედაა!- ამბობს აკანკალებული ხმით და ცდილობს მამას გაუღიმოს,მაგრამ არ გამოსდის.
-გადი, აქედან, თორემ უარესი მოგივა. გეუბნები, რომ მერე საკუთარ თავზე არ ვაგებ პასუხს.
გოგონა უკან მაინც არ იხევს:
-რა გჭირს? შენ ხომ ის გიყვარს?
-მიყვარს-კაცი გამომწვევად იცინის.
-თუ არ გიყვარს, ხომ გიყვარდა- ბავშვს ხმა უფრო უკრთება.
-მისმინე, გადი, თორემ ინანებ, რაც მოგივა - მამაკაცი სკამს ძირს ისვრის.
-რა ხდება?ნუთუ, ჩხუბის მიზეზი ისაა, რომ აღარ გიყვარს?!
კაცი გინებას იწყებს და თავში ხელს იცემს:
-ის დღე დაიწყევლოს, როცა შენ შეგხვდი.
ქალი ხმას არ სცემს. ტკივა, მაგრამ აღარ ტირის. მისი სულიერი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ჭრილობები აღარც კი ახსოვს. მას შავი თმა სახეს უფერავს. დაფლეთილს ტუჩებს უფრო იკვნეტს. მას მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ეცლება. ადრე ხომ ასე ძალიან უყვარდა მეუღლე. ახსოვს, როგორი ბედნიერი იყო, მაშინ როცა გათხოვდა. მაშინ ხომ ქვეყანა მისი ეგონა. ახსოვს ის პირველი კოცნა, რომელიც მის თვალში ყოველთვის დარჩება და ახსოვს ის პირველი გამჭოლი მზერა, რომელიც მის გულში მუდამ დარჩება. სიყვარულმა კი უკვე ფერი დაკარგა. ის უკვე ტკივილად და შიშად იქცა. ექვსი წლის წინ კი ვერც კი წარმოედგინა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა გათხოვებას. ის ხომ მხოლოდ ხალისიან და მომღიმარ ბიჭს ხედავდა, რომელსაც ქალის ღიმილი ყველაფერს ერჩივნა. ნუთუ, ეს სიყვარული ყალბი იყო?! საერთოდ, რამ შეცვალა ის. როგორი უცნაური სიყვარული, რომელიც ცხოვრებასაც ესეც უცნაურს ხდის.
კაცი ბავშვს უყვირის. ბავშვი ტირილს იწყებს, მაგრამ ცდილობს, რომ შეიკავოს.
-მამა, გაჩერდი. გთხოვს, თუ გუყვარდე, გაჩერდი.
გიყვარდე ამ სიტყვაზე კაცს თითქოს სახე ეცვლება. იფიქრებ, რაღაც ადამიანური მასში ჯერ კიდევ დარჩაო, მაგრამ გამომეტყველება მაშინვე ეცვლება.
-გაეთრიე-მეთქი. არ გესმის?
-შენ გინდა, რომ დედა მოკლა?
-გაეთრიე, თორემ თვითონ გაგათრევ - კაცი ხმას უწევს.
-უფლებას არ მოგცემ, რომ დედა მოკლა.
კაცის ბრაზი მწვერვალს აღწევს. ბავშვს თმით სწევს და გარეთ აგდებს. კარებს გასაღებით კეტავს.
საათმა ორი ჩამოკრა. ქალაქს ძინავს. მხოლოდ კაცის გინება და ნივთების სროლა ისმის. ზოგჯერ გამოერევა ხოლმე ქალი დაბალ ხმაზე ქვითინი.
კარების იქით პატარა გოგონა ჩხავის, ბღავის და უკანასკნელ ხმაზე დახმარებას ითხოვს. მაგრამ მშველელი არ ჩანს. მეზობლებსაც ეშინიათ მამამისის. მათ არ უნდათ, რომ სხვა დაიცვან.
გოგონა ხვდება, რომ სრულიად უმწეოდაა. არავინ ეხაურება. არადა იცის, რომ ესმით. ვის დაეძინება, ასეთ ხმებში.
ის უკანასკნელ ხმაზე კივის:
-მშიშრებო.....
მის პასუხად მამამისი ოთახიდან იგინება.
დედას უკვე გონი დაუკარგავს,მაგრამ კაცი მაინც განაგრძობს მის ცემას. ფეხებს სახეში ურტყვამს, თმაზე ექაჩება და ტუჩებს კიდევ უფრო უღიზიანებს.
გოგონას შიშისაგან ეძინება.
ხმები დილამდე გრძელდება. ქალს დამხმარე არავინ გამოუჩნდა. მანამ, სანამ ქალი ბოლოჯერ არ ამოისუნთქავს. მისი ბოლო სიტყვაა:
-შვილოო...-ის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს. ხმა უწყდება და შეშდება. ის უკვე აღარაა. ვინ იცის სად წავიდა და ან წავიდა, რომ სადმე. იქნებ იქ მაინც ჰპოვოს სიმშვიდე, რასაც ასე ეძებდა, მაგრამ ვერ მოიპოვა.
კაცი კარებს აღებს. ფეხაკრეფით ჩადის ეზოში და ჯიპში ჯდება. მაღალი სიჩქარით ძრავს მანქანას და სახლს წყდება.
გოგონას ეღვიძება. სულ ფერმკრთალი და სველია. ძილშიც კი ტიროდა. სიზმრებში საშინელ კოშმარებს ხედავდა.
მის წინ ჩაიქროლებს ღამის მოგონებები. ის მაშინვე კარებთან მიდის და დედას ეძახის:
-დედა, სად ხარ?
ხმას არავინ სცემს. ის საწოლს უახლოვდება და ხედავს მის გვერდით ცივ სხეულს. იხრება და შუბლზე ხელს ადებს.
-მკვდარია - კივის.
ქალის უსიცოცხლო სხეულს ეხვევა და კოცნის. იცის, რომ ვეღარ გაცოცხლდება, მაგრამ მაინც ცდილობს, რომ გაათბოს. საბნებს აფარებს და ევედრება:
-დედა, ხომ მეუბნებოდი არასდროს დაგტოვებო. გთხოვ, გაცოცხლდი. შენ ხომ დამპირდი. დაპირებებს კი ასრულებენ - გოგონა ხედავს, რომ ყველაფერი მორჩა და უფრო ხმამარლა ტირის.
მეზობლებმა ყველაფერი გაიგეს. მათ შეეშინდათ. ახლაც ესმით ბავშვის ტირილი. ისინი კარებზე ზარს რეკავენ.
გოგონა კიდევ უფრო ბრაზდება. კარებთან მისი და მათ უკივის:
-ის თქვენც მოკალით. ყველანი მისი მკვლელები ხართ. თქვენ მას არ დაეხმარეთ. გაეთრიეთ აქედან.
ისინი ხმას ვერ იღებენ და კარებს შორდებიან .
-რა უნდა გაგეკეთებია - ამბობს მაღალი მამაკაცი და თან ცოლს უყურებს, ხომ არ მკიცხავსო.
-ის გიჟი იყო. გიჟი კი თავისუფალია - ცოლი უღიმისს და თავს მხარზე ადებს.
ქმარიც კმაყოფილია და ქალს მიმართავს:
-ავიდეთ და ვისაუზმოთ.
ისინი მიდიან.
სხვებიც მათ ბაძავენ.
საღამოვდება. გოგონა კვლავ დედის გვამთანაა. არ იცის რა გააკეთოს. ფიქრობს ვის დაურეკოს. დედა დედისერთა იყო. მისი მშობლები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. მათ ხომ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა, მათი შვილის ოჯახში. ის ამაზე არავის ესაუბრებოდა, რადგან სიყვარულს გატეხვის უფლებას არ აძლევდა. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ მასში შეცდა დასაკუთარ თავსაც ვერ უტყვდებოდა. იმედოვნებდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, მაგრამ ეს კონფლიქტი ასე დასრულდა. ის მკვდარია, კაცი კი გაიქცა და სულ ფეხებზე კიდია შვილიც და დანარჩენი სხვაც. შესაძლოა, რამეს განიცდის, მაგრამ ეგეც მალე გადაუვლის. წავა დათვრება, რამდენიმე იაფფასიან მეძავს იშოვის და ყველაფერი დაავიწყდება. დაავიწყდება თუ არა გააგრძელებს თავის ბინძურ ცხოვრებას. ყველასგან შორს და თუ არ დაიჭერენ ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ქუჩაში სული არ ამოხდება.
გოგონა ტელეფონს იღებს და ბებიას ნომერს კრეფს.
-თამრო ბებო - მხოლოდ ამის თქმას ახერხებს.
-ლიზა, ამ დილა ადრიან რა გარეკვინებს.(ბებია)
ბავშვი ტირილს იწყებს.
-რა ხდება ?! - გაკვირვებული ბებია ეკითხება.
-გთხოვ, დაუყოვნებლივ მოდი- ლიზა ძალას იძენს.
-მითხარი, რა ხდება(ბებია)
-არ შემიძლია. უბრალოდ მოდი(ლიზა)
ბებია ყურმილს კიდებს. მოსაცმელს მოიცვამს და აჩქარებით მიდის შვილის სახლისაკებ, სადაც არა ერთხელ წასულა, მაგრამ ახლა ანერვიულებულია. ერთი ორად ეჩვენება. სადარბაზო ეშლება, მაგრამ ბოლოს მაინც აგნებს საყვარელი შვილის სახლს.
გარემო განსხვავებულად ეჩვენება.
ზარს რეკავს.
შეშინებული ლიზა კარებთან მიდის:
-ბებო, შენ ხარ?
-მე ვარ- ბებია კიდევ უფრო გაკვირვებულია. ადრე ხომ შვილიშვილი არც კი ეკითხებოდა შენ ხარო და კარს მაშინვე უღებდა.
ბებია შემოდის.
-ხომ მშვიდობაა?(ის)
გოგონა უარის ნიშნად თავს გააქნევს და ბებიას მშობლების საძინებლისკენ მიუთითებს.
მოხუცი ოთახში შედის და წამიერად შეშდება.
-სად არიან ან აქ რა ამბავია?(ის)
ლიზა ლოგინისკენ ანიშნებს. ბებია კრთება, სახეზე ფერი ეკარგება და ძირს ენარცხება. ხმის იოგების ჩაწყვეტამდე კივის:
-შვილო... შვილოო. ჩემო თამუნაა....
ისიც ეფერება ცხედარს ისე, თითქოს ცოცხალი იყოს.
მოხუცი გონზე, როცა მოდის. შვილიშვილს ეკითხება:
-რა მოხდა?
-მან მოკლა - მამის სახელს ვეღარ ამბობს და მას ვეღარც მამით მოიხსენიებს.
-ვინ?(ბებია)
-ქმარმა - ის პირველად მოიხსენიებს ასე მამას.
მოხუცი გონზე ვერაა. ყველაფერს მოელოდა და არა ამას. უფრო აქვითინდება და თითქოს ცდილობს მკვდარ შვილს გააგებინოსი:
-თუ ასეთი ვითარება იყო ოჯახში რატომ არ მეუბნებოდი. როგორი ბრმაა სიყვარული. ბავშვობიდან არ გეუბნებოდი, გრძნობებმა არ დაგაბრმავოსო.
-ბებია - ლიზა მოხუცს ეხუტება.
მიცვალებული და სამი ადამიანი გვერდით. ბებია, ბაბუა და შვილიშვილი ქვითინებენ.
საღამოს ცხრა ჩამოკრა საათმა. სასწრაფო მოვიდა, სიკვდილის დასადასტურებლად. ისინი განცვიფრებელები არიან. ასეთი რამის მომსწრენი პირველად გახდნენ.
ტუჩები დაგლეჯილი, კეფიდან სისხლი, სახე დასახიჩრებული ისე, რომ ცხედარს ვერ ამოიცნობ, სხეულზე უამრავი ჭრილობა, ზოგი ბასრი ნივთებით და ზოგიც ჯიბის დანით მიყენებული. ალბათ, ბოლოს დანა ამოიღო და ისე გაუსწორდა უმწეო ქალს.
ცხედრის სახე სველია სისხლითა და ცრემლით. ისინი ერთმანეთში არეულა.
სასწრაფოს ექიმები პოლიციაში რეკავენ.
რამდენიმე პოლიციელი ოთახში შემოდის და ნანახით შეძრწუნებულია. ისინი ლიზას ეკითხებიან მომხდარის შესახებ. როცა ბავშვი მოყოლას ასრულებს, უფრო უკვირთ.
-მეზობლები და ასეთები, ღმერთო. რისი მომსწე არ გახდება კაცი - ამბობს ერთ-ერთი ხანში შესული პოლიციელი.
-ადამიანობა სულ დაეკარგათ. მხოლოდ თავიანი ტყავისთვის ზრუნავენ- ამბობდა თამრო ბებია და ცხვირსახოცით იმშრალებდა ცრემლებს, რომლებიც ღაპარუპით ეცემოდა მის სახეს.
-დედას ვეღარასდროს ვნახავ. სად არის ის? -ოთახში მყოფთ მიაშტერა ლიზამ თვალები.
-მან მშვიდობა ჰპოვა - აუღელვებლად უპასუხა ექიმმა.
კივილი დაიიწყო. თავზე კონტროლი დაკარგული ჰქონდა.
-რას ნიშნავს მშვიდობა? მშვიდობა მისთვის ოჯახი იყო, მე ვიყავი მისი ერთადერთი ოჯახის წევრი. ახლა კი ეულად დავრჩი. სულ მარტო. როგორ შეგიძლიათ ასე მშვიდად საუბარი?(ლიზა)
-დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება(ექიმი)
გოგონას მოთმინებას საზღვარი არ ჰქონდა. თავის ოთახში გავვარდა, კარები მიაჯახუნა და მწარედ ატირდა.
„ყველაფერი კარგად იქნება“ - ამ სიტყვებს ვერ იტას.ეს ფუჭი დასამშვიდებელი წინადადებაა. მისთვის მართლაც რომ ყველაფერი კარგად იქნება, მას არ დაუკარგავს დედა. მისთვის ამის თქმა ადვილია.скачать dle 11.3



№1  offline წევრი kurt cobain

ვაი! გაგრძელება ხო ექნება? ❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

რა თქმა უნდა.ეს მხოლოდ დასაწყისია <3
მადლობ,რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent