შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საოცრება ხარ! ჩემი საოცრება! (ნაწილი XIII)


12-02-2015, 12:29
ავტორი ნინი-21
ნანახია 2 927

მანქანაში ხმა არცერთს ამოგვიღია, მე ჩვეულებრივსამებრ მინაზე მქონდა თავი მიდებული და უინტერესოდ გავცქეროდი სივრცეს რადგან მთელი სული და გული ლექსოსკენ იყო მომართული, ზოგჯერ ისიც გამომხედავდა და შემდეგ ისევ გაუსწორებდა გზას მზერას და მარცხენა ტუჩის მხარეს ტეხავდა.
არვიცოდი სად მივყავდი მეტრეველს, აშკარად ეს არ იყო თბილისი !
საკმაოდ დიდი ხანი ვიარეთ ბოლოს მანქანა ერთი დიდი შენობის წინ გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა შემოუარა და ჩემი მხრიდან კარი გამოაღო
-გთხოვთ...
მითხრა თავისი დახვეწილი, ჯელტმენული ბარიტონით და ხელკავისთვის ხელი გამომიწოდა.
არა ნამდვილად გამაგიჟებს ეს ბიჭი ! ! ! სულ სხვანაირი შეუძლია იყოს ჩემთან !
აიი იესეთი.. ჩემებური
-რათქმაუნდა.
მეც აღარ დავაყოვნე და მანქანიდან გადმოვედი.
-მოგწონს ეს აქაურობა?
-კი
-კარგი რა შენ ასე უნდა იყო სულ ?
მითხრა და ცერა თითით ნიკაპი ამაწევინა.
-ისაა.. მეე.. უბრალოდ...
ფუუ შენი ანაბელ ! რა ჯანდაბა გჭირს ?!
-ჰო კარგი კარგი აღარ დაგაძალებ !
მითხრა, ხელი წელზე შემიცურა და შენობისკენ მიბიძგა. კარები გააღო და შიგნით შევედით !
რესტორანი იყო ! ძალიან გემოვნებიანი და დახვეწილი ორნამენტებით მორთული რესტორანი, მაგრამ ჩვენ გარდა იქ არავინ იყო.
ლექსოს გაკვირვებულმა ავხედე. თითქოს მიხვდაო რაც მაწუხებდა და მითხრა !
-ხო ანაბელ მთელ რესტორანში მარტო ვიქნებით ! სრულიად მარტო!
ტანზე სიამოვნების ეკლებმა დამაყარა და ბოლოს გულთან გაჩერდა
-ხო მართლა საჭმლის კეთება იცი?
-ბევრის არა, მაგრამ რისიც ვიცი ვიცი !
-ძალიან კარგი!
-რახდება?
-ხალხთან ერთად აქ არც მზარეულები არ არიან ყველა დავითხოვე !
ჩაილაპარაკა თვითკმაყოფილმა !
-შენ უნდა გააკეთო ჩვენთვის საჭმელი ?
-რომ არ მოგეწონოს ?
-არ შევიმჩნევ !
მითხრადა ხელით სამზარეულოსკენ მიბიძგა
-აქ ყველაფერია ანაბელ რაც კი შეიძლება დაგჭირდეს ! ისე რა უნდა გააკეთო? გაითვალისწინე ძალიან მშია და თავს დიდად წვნიანებში ნუ გამოიდებ !
მე უკვე ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა !
-ფრი, ხაჭაპური, ქათმის სალათი და ცეზარი !
-მშვენიერი, ოთხივე მიყვარს, დაგეხმარო ?
ვიცოდი თუ ლექსო სამზარეულოში იქნებოდა ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, კონცენტრაციას ვერ მოვახდენდი და თავს გავცემდი ამიტომ ...
-არააა... შენ ჯობია ღვინოს მიხედო !
-უიი ხო მართლა მარანში ჩავალ!
მეც გულზე მომეშვა და თავისუფლად დავიწყე საჭმლის კეთება. პროტუქტები საბედნიეროდ ყველაფერი აღმოვაჩინე, გამოვალაგე და შევუდექი მზადებას.
ნახევარი საათი დამჭირდა და ყველაფერი მზად მქონდა ხაჩაპურის გარდა სამზარეულოში ლექსო რომ შემოვიდა
-აბა რას შვება ჩემი შეფ მზარეული?!
,,ჩემი“ - ყურს ძალიან კარგად მოხვდა ეს სიტყვა !
-ხაჩაპურიც დარჩა და მორჩა !
-ძალიან კარგი, დაველოდები !
თქვა და აუჩქარებლად წავიდა სკამისკენ !
,,ჰაჰა ძალიან კარგი, დაველოდები“
გამოაჯავრა ლუციფერმა.
-უკვე მოვრჩი !
წამოვიძახე კმყოფილმა ხაჭაპური შევდგი ღუმელში და ხელები გავიწმინდე !
-წამო გავიდეთ, რაღაც მინდა განახო !
მითხრა და გეზი კარებისკენ აიღო, მეც ჩუმად მივყვებოდი. დახურული კარებით გარეთ გავედით, უცებ გაჩერდა და მომაშტერდა
-რაიყო?
-მოგწონს ?
როგორც ყოველთვის კითხვითვე შემომიტრიალდა და თავი მთვარისკენ შეატრიალა... მართლაც რა ლამაზი იყო იმ ღამეს მთვარე, როგორ კაშკაშებდა, ზედ დაგვნათოდა და ჩვენს ჩრდილებს მიწაზე მკვეთრად ხატავდა.
-ძალიან ლამაზია !
-შენსავით !
ჩაილაპარაკა ორაზროვნად და ვერც კი მიხვდა ამ სიტყვით როგორი სითბო ჩამიღვარა გულში.
ხელი წელზე შემომხვია და მისკენ მიმიზიდა თავი ჩემ კისერში ჩარგო და სურნელი ხარბად შეისრუტა
-ვიპოვე რასაც ვეძებდი !
ჩაილაპარაკა და მთვარეს ახედა მერე ისევ ჩემკენ შემოიხედა და მზერა გამისწორა !
-მერე რა რომ ,,ძვირად“ დამიჯდები?!
ორაზროვანი კითხვა მესროლა, არვიცოდი რა მეთქვა ერთადერთი რაც მომაფიქრდა ხაჭაპური იყო !
-იციი ხაჭაპური დამეწვება !
-ოოო ეგ არ მაწყობს დროზე შევიდეთ, მგელივით მშია !
,,ახლა კი გამოძვერი მაგრამ სულ ასე არ გაგიმართლებს“
არ წყვეტდა ლუციფერი!
მეცპირდაპირ სამზარეულოში შევედი, ზუსტად დროზე მივუსწარი, ღუმელიდან ხაჭაპური გამოვიღე, სტანდარტულად დავჭერი და გავიტანე. ლექსო კმაყოფილი მადევნებდა თვალს თანდათან როგორ ვალაგებდი მაგიდაზე საჭმელს ბოლოს მოვრჩი და კმაყოფილმა გადავხედე.
-დავამთავრე !
-ძალიან კარგი !
წარმოთქვა ბოხი ბარიტონით მომიახლოვდა და სკამი გამომიწია
-გთხოვთ!
მეც დავჯექი შემდეგ მეორე მხრიდან თვითონ მიუჯდა.
მეც ძალიან მშიოდა და ცეზარის ჭამას შევუდექი ის კი თვალს არ მაშორებდა, მე კი ამაზე ბავშვობიდან კომპლექსი მაქ არ შემიძლია ჭამა თუ ვინმე დაჟინებით მიყურებს განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ალექსანდრე მეტრეველია ! შედეგმაც არ დააყოვნა ლუკმა გადამცდა და ხველა ამიტყდა, მასაც წამსვე შეეცვალა სახის გამომეტყველება და ჩემთან მოვიდა წყალი დამისხა და მეც გადამიარა !
,,ყოჩაღ ანაბელ ! ყოველთვის შენ უნდა ჩააფლავო!“
-როგორ ხარ?
-ახლა კარგად
-კარგი რა ანაბელ შენ სულ ასე უნდა გამიხეთქო გული ?
-ჭამის დროს აღარ მომაშტერდე რა !
საწყალი სახით ვუთხარი და ტუჩები წინ გამოვბრიცე საწლად!
-თუ გინდა საერთოდ შევტრიალდები?
-სერიოზულად?
-ხო რაიყო?
-არა მადლობ ! იყავი ! შენ არ თქვი მგელივით მშიაო !
-მე სხვანაირი შიმშილი ვიგულისხმე
-ვერ მივხვდი ?!
დაეჭვებით გავხედე ის კი ჩემკენ გადმოიწია და ჩემს ბაგეებს ხარბად დაეწაფა. ეს ჩემთვის ელექტრო შოკის ტოლფასი იყო, გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა.
თმაში ხელი შევუცურე და კოცნაში ავყევი, ამით გათამამებული უფრო დაეწაფა ჩემს ბაგეებს.
ბოლოს მისი ბაგეები ჩემსას მოსწყდა.
ეს ჩემი პირველი კოცნა იყო ! ჩემ პირველ სიყვარულთან ! ასეთ პირველ არაორდინალურ ვალენტინობაზე !
მეც თვალი გავახილე ის კი მე რომ მიყვარს იმ ღიმილით შემომცქეროდა
-აი ახლა დავნაყრდი!
თქვა და თავის ადგილს დაუბრუნდა, მეც მაგიდისკენ შემოვტრიალდი. უცებ კარები გაიღო ლექსომ საათზე დაიხედა და ჩაეღიმა , ვიღაც უცნობი კაცები კი შემოდიოდნენ ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა ბოლოს როცა ინსტურუმენტებიც დავინახე ყველაფერი გასაგები გახდა. მათ თავიანთ ადგილს მიაშურეს და მალე მთელი დარბაზი საშინლად სასიამოვნო და უჩვეულო ნოტებით გაიჟღენთა, გაოცებული და საოცრად ნასიამოვნები შევცქეროდი ხან ორკესტრს ხან კიდე ლექსოს და თავი სიზმარში მეგონა რომლის დასრულებაც არ მსურდა.
-არ ვიცეკვოთ ?
ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო სიზმარი კიარა სამოთხე იყო !
-კი ვიცეკვოთ !
მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა მეც ხელზე ხელი მაგრად ჩავკიდე და გავყევი.
ამ მომენტში მეგონა რომ მთელი სამყარო ჩემი იყო და მართლაც ასე იყო ! მე ვიყავი უბედნიერესი რადგან ვიყავი უსაყვარლეს ადამიანთან ყველაზე ზღაპრულს სიტუაციაში.
რაჯობია როცა ხარ იმასთან ვისთანაც ყოფნა ყველაზე მეტად გსიამოვნებს ! ვისი დანახვისთანავე ტანში ეკლები გაყრის, ტვინში პეპლები იწყებენ ფრენას ! თვალებში შესსციცინებ და ტკბები !
განა ეს არ არის სიყვარული ?!
განა ამაზე უკეთესი შეიძლება იყოს ქვეყნად რამე ?!
თავი მხარზე ჩამოვადე და ფილტვები ავივსე მისი სურნელით. არ მინდოდა მელოდია დასრულებულიყო მაგრამ მარადიული არაფერია
,,-შენამდე აბსტრაქციაში ვიყავი, ახლა უსასრულობაში ვარ ! “
ყურთასმენას მისწვდა ლექსოს ხავერდოვანი ბარიტონი და ტანში სიამოვნებისგან გამცრა.
არვიცოდი რა მეთქვა, ამიტომ თავი მის კისეში ჩავრგე და მთავარ არტერიასთან ცხელი კოცნა დავუტოვე. ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა! აი ეს იყო ჩემებური პასუხი მისეულ სააუცხოო სიტყვებზე !
მელოდიის დასრულების შემდეგ ისევ მაგიდას დავუბრუნდით, დღეს იმდენი ემოციის მოზღვავება მქონდა რომ ყველაფერმა ახლა იჩინა თავი და ლამის ჩამომეძინა !
-წავიდეთ ?!
მიუხედავად იმისა რომ წასვლა საერთოდ არ მინდოდა ფიზიკური შესაძლებლობები არ მაძლევდა დარჩენის უფლებას.
-წავიდეთ !
ვუთხარი და წამოვდექი !
ლექსო იქვე მსხდომ ორკესტრთან მივიდა რაღაც უთხრა და ჩემკენ წამოვიდა.
ხელი წელზე შემიცურა და მანქანისკენ ავიღეთ გეზი...
მანქანაში ჩაჯდომისთანავე იმძლავრა დაღლილობამ და 15 წუთით ჩამთვლიმა, მერე გამეღვიძა მიუხედავად ამისა თვალი მაინც არ გამიხელია. ვიგრძენი ვიღაცის ხელის შეხება თმაზე, მივხვდი ლექსო იყო და თმაზე მეფერებოდა სიამოვნებისგან ჟრუანტელმა ამიარ-დამიარა. უცებ ტელეფონი აწკრიალდა, ლექსოს ხელიც მომშორდა, თვალები უკმაყოფილომ გავახილე და ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე ცენტო იყო
-ხოო ნათ
-ვაიმეე რო იცოდეე რა მოხდაა !
გულამოსკვნილი ტიროდა ნათია!
გული კინაღამ გამისკდა და წამსვე გამოვფხიზლდი !
-რა მოხდაა?
ხმა ამიკანკალდა, ლექსოც მიხვდა რაღაც რომ ვერ იყო რიგზე და დაიძაბა !
-მე და ბერდო ავარიაში მოვხვდით!
-რაააა ? როგორ ხართ ახლა ?
-მე არამიშავს მაგრამ ბერდო..
-ბერდო როგორაა?
-რა ბერდო ?
საუბარში ლექსოც ჩაერთო
-ბერდო შეყვანიილი ყავთ ოპერაციას უკეთებენ ?
-რომელი საავადმყოფოა?
-ჰოო კაი არ ინერვიულო უკვე მოვდივართ ! სახლში გავივლი და წამოგიღებ ! არ ინერვიულო გზაში ვარ !
-რა მოხდა ?
დაიგვირგვინა მეტრეველმა
გული კინაღამ გამისკდა...
-ბერდო და ნათია ავარიაში მოხვდნენ !
-ფუუ შენი !
დაიყვირა და ხელები მაგრად დაჰკრა საჭეს !

სულ მთხოვთ დიდი თავებიო, მეც მინდა მაგრამ რავქნა არ მეწერება და :| რომ გამოვჯანმრთელდები მერე დავდებ დიდ თავს !
ახლა ეს შეაფასეთ ?



№1 სტუმარი xatia

Kargiaa ★♡♡♥♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე რაკარგები არიაან <3 მაალეე დადეე რააა

 


№3 სტუმარი shorena

ბერდო არ მოკლა ოგონდაც გთხოოოვ ... ძაან მომწონს ეს ისტორია და არ მინდა ცუდად დამთავრდეს ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent