შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ты мой принц! (1)


13-02-2015, 21:47
ავტორი Tamo Khudzhadze
ნანახია 1 126

ты мой принц! (1)

ჩვეულებისამებრ მარშუტში ასვლისთანავე მოვიძებნე ყურსასმენები (ნუ, მე "ნაუშნიკების" თქმა უფრო მიყვარს, მაგრამ მაინც) და აღმოვაჩინე, რომ შედარებით დაბალხარისხიანები წამომიღია, რომელიც ვერ ახერხებს სრულად დაფაროს გარედან შემომავალი ხმები მაგალითად: რადიოს, მოხუცი ქალების (ზოგჯერ კაცების) ჭორაობის, ასევე ბავშვების ჭიჭყინის.
გადავწყვიტე ფლეილისტიდან შედარებით მაღალბასიანი ამერჩია რამე, ჰოდა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა საყვარლობაა, ნინო ჩხეიძე და Ronnie James Dio ერთად.
მაგრამ არც ეს დამცალდა,მუსიკა შეწყდა და ტელეფონმა "ცეკვა" დაიწყო.ტელეფონი უკმაყოფილოდ ამოვაძვრინე შარვლის ჯიბიდან და დავხედე.ვინ იქნებოდა თუ არა თაკო(ჩემი დაქალი)
_გოგო სად ხარ ამდენ ხანს?გავთხოვდი უკვე.
_უხხ მოვდივარ ჰოო...არც შენი საყვარელი ქმარუკა გარბის არსად და არც მაგის იდიოტი ძმაკაცები..
_რა იყო შენ რა ტალღაზე ხარ დილიდან?
_ხომ გადამაყოლე შენი ქორწილი ვახ!ნორმალურად არც მაძინებ და არც მასვენებ.
_გათხოვდები შენც და ნახავ შენ როგორ იჭიკჭიკებ!
_მანამდე არ გეტკინა არაფერი...კაი ეხლა მარშუტში ვზივარ და არ მესმის კარგად შენი ხმა!
_კაი გელოდები ცუნცულ!
_თაკო მოვ....
არც დამამთავრებინა ისე გათიშა.

ეხლა ცოტა რაღაცას ჩემზეც გეტყვით.მე ვარ ტატა ცუხიშვილი,22წლის,პროფესიით მხატვარი,გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით.

ოჯახი?სრულფასოვანი ოჯახი არც ვიცი რა არის.დედა(ხათუნა) და ზურა ერთმანეთს გაცილებულები არიან.ოჯახში მხოლოდ მე დედა და ჩემი იუმიუმი(ჩემი ძაღლი) ვართ. ზურას ვერასოდეს ვერ ვეძახი მამას,ალბათ მაინც განვიცდი იმას რომ წავიდა და სხვა ოჯახი შექმნა.ზურა ისე წავიდა,რომ მან არც იცოდა დედაჩემის ფეხმძიმობის ამბავი.ყველაფრისდამიუხედავად ზურასთან და საერთოდ მის ოჯახთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.ზურას ყავს მეუღლე მაკა და შვილები ალექსანდრე ყიფშიძე(22წლის) და ელისბარი (6წლის).


ვარ საშუალო სიმაღლის(175),თაფლისფერი თვალებით,პატარა ცხვირით(მაგრამ ე.წ. "კურნოსა ცხვირი" არ მაქვს),მაქვს ჩემი საამაყო დრედები(რომელიც ლურჯია),ვატარებ ბრეკეტებს.მაქვს პირსინგი წარბზე,ტატუებიც მრავლად არის ჩემს სხეულზე ორივე მაჯაზე პატარა სამკუთხედები,ფეხზე ჩინური იეროგლიფები(თავისუფლება),ლავიწზე ფუნჯი,კისერზე ფოტოაპარატი,თეძოზე(სადაც შარვალი ბოლოვდება) პატარა იარაღი,ყურის ქვეშ ნოტი,მხარზე პატარა ჩიტები და წარწერა (Fly Away) და შუა თითზე ახალი მთვარე.ყველა ტატუს თავისი დატვირთვა აქვს.
ვგიჟდები სამ რაღაცაზე:ჩემს ცისფერთვალება ჰასკზე რომელიც ალექსანდრემ მაჩუქა დაბადებისდღეზე,შავ მალბოროზე და კოკა-კოლაზე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ...

Gaagrdzele kargi dasawyisia , da didebi dadee:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent