შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავუსწარით დროს [1]


14-02-2015, 19:04
ავტორი N27
ნანახია 1 730

გავუსწარით დროს [1]

***
სანამ კითხვას დაიწყებდეთ, მინდა გითხრათ, რომ ამ ისტორიას, რომელშიც მთელი გული და სული ჩავაქსოვე, ვუძღვნი იმ თაობას, რომლისთვისაც თბილისი და ზოგადად საქართველო, შურთან, ბოღმასთან და სიბინძურესთან ასოცირდება. იმ ხალხზე მაქვს საუბარი, ვისთანაც აქტუალურია პოსტები: „ლიჟბი აქედან წავიდე“ და ყველაფერი ასეთი. მინდა, რომ ამ ერთი შეხედვით ღვარძლიანი ქალაქის მეორე მხარეც დაგანახოთ. იმ ქალაქის, რომელიც უამრავ ისტორიას ქმნის. მინდა ის გაჩვენოთ, რაც მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ფასეულობა, თავისებური სიყვარული, მეგობრობის გამძაფრებული შეგრძნება. მინდა გითხრათ, რომ თქვენც იპოვით ადამიანს, თქვენც გექნებათ ისტორია, რომელშიც თბილისი უდიდეს როლს შეასრულებს და იქნებით უბრალოდ ბედნიერები!
თქვენი ბედი თქვენს ხელშია!
ჰო, და კიდევ ერთი. მე დიდი ხანია ვწერ, უბრალოდ მსგავსს საიტებზე არასდროს დავრეგისტრირებულვარ. ახლა, უბრალოდ გავიღვიძე და ისეთ ხასიათზე დავდექი, რომ მომინდა ჩემი ისტორიები ხალხისთვისაც გამეზიარებინა. გულახდილად გეტყვით, ცოტა მეშინია. არ ვიცი როგორ გაიგებთ, როგორ მიიღებთ, მოგეწონებათ თუ – არა, შეიძლება საერთოდ არც წაიკითხოთ. უბრალოდ მინდა მიხვდეთ, რომ აქაური ავტორებისთვის და მითუმეტეს ჩემნაირი ახალბედებისთვის, ძალიან რთულია წერა უსტიმულოდ. სტიმიული კი თქვენი შეფასებებია, თუნდაც უარყოფითი. არც ის მინდა, რომ უაზროდ ვტვირთო ყოველი თავი, რომელშიც დამერწმუნეთ მთელს სულსა და გულს ვდებ. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი!..
და კიდევ, მინდა იცოდეთ, რომ რასაც აქ ვწერ, ეს პირველ რიგში მე მაყებენს სიამოვნებას და იმდენად მიყვარს ეს კონკრეტული ისტორია გარკვეული მიზეზებისდა გამო, რომ მეტი არ შეიძლება.
სიყვარულით, ანა.

* * *
-დროზე ნიკუშ!
-ჩემი კალიგრაფიის დედა რო ვატირე! - საკუთარ თავს შეუკურთხა გულბანმა.
-რა დროს კალიგრაფიაა,მალე! - ადგილს ვერ პოულობდა არეშიძე. იმის მაგივრად, რომ ძლივს მბჟუტავი ფანარი ერთ ადგილას გაეჩერებინა, აქეთ-იქეთ უაზროდ აქანავებდა და დროდადრო ნიკუშას ანთებულ თვალებსაც წააწყდებოდა ხოლმე.
-მაცადე ტატა ორი წუთი, სად გეჩქარება! - საკუთარ თავზე გაღიზიანებულმა, მეგობარზე იყარა ჯავრი.
-მერამდენე ჯარიმა უნდა ავიკიდოთ?დაწერე და წავედით! - არ ცხრებოდა ტატიანა და ისედაც გაღიზიანებული გულბანის ნერვებზე უარესად მოქმედებდა.
-მოვრჩი, მოვტყდით!
მოტყდნენ.
თავქუდმოგლეჯილები გაიქნცნენ და პირველივე სადარბაზოში შეცვივდნენ.
აქოშინებულები,გაყინულ კედლებს აეწებნენ და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადნენ.
ერთმანეთის დანახვისას სიცილი აუტყდათ.
იმხელა ხმაზე როხროხებდა ნიკუშა, შეყარა მთელი უბანი.
პირზე ხელებს იფარებდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ სიცილის შეკავებას.
გულბანმა ფრთხილად გამოყო თავი სრულიად უცხო სადარბაზოდან და არემარე დაზვერა.
-მოდიან. - მშვიდად ჩაილაპარაკა და შიგნით შებრუნდა.
-გავიქეცით!.. - კბილებს შორის გამოსცრა ტატას და გასაქცევად აიღო გეზი.
-ე, საით არეშიძე?! - ბოლო ხმაზე აკისკისდა გური და მეგობრის გაოცებულ სახეს რომ წააწყდა, სამად მოიკეცა.
-აბა მოდიანო?!
ამის თქმა იყო და სადარბაზოში არანაკლებ აქოშინებული ბავშვები შემოილაგდნენ.
მუხლებს დაეყრდნენ და სული ძლივს მოითქვეს.
მათი დანახვისას, გულიდან უზარმაზარი ლოდი მოეხვსნა არეშიძეს და ძველი პოზიცია დაიკავა.
ნიკუშა ჯერ კიდევ ხარხარებდა და ატკიებულ მეცელზე ხელებს იჭერდა.
-არ ჩაბჟირდე გულბანი. - ამოიოხრა გურიკამ. მერე ტატას ფერგადასული სახე შეამჩნია ლამპიონის შუქზე და ხასიათი გაუფუჭდა. - რა ქენით ბიჭო, აირტყით ჯარიმა? - ნიკუშას მიუბრუნდა და აზრზე მოსაყვანად, რამდენჯერმე ძლიერად შეანჯღრია.
-გადავრჩით! - ამაყად გაიჯგიმა სულ ახლახანს მოსულიერებული გულბანი.
-ჩვენც!... - ხელი ხელს შემოჰკრა მაშომ და მეგობრებს სახეგაბრწყინებული მიეხუტა.
თავი სამშვიდობოს რომ დაიგულეს,
სიცილ-ხარხარით დატოვეს სადარბაზო და ნაცნობ,მათ "გაფერადებულ" ქუჩას გაუყვნენ.
დუდუსთან ააჭრეს.
სახლში ერთი ალიაქოთი ეტეხეს და ღრიალი მორთეს.
მათი ხმის გაგონებისას, სამზარეულოდან მარიკა გამოკუსკუსდა.
ბავშვებს გაბრაზებული, მაგრამ მაინც საცორად თბილი მზერა მოავლო და თვალებით დატუქსა თითოებული მათგანი.
-ოხ თქვე მაიმუნებო!.. - თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ბავშვებს სამზარეულოსკენ გაუძღვა - ძინავს იმას,40მდე აუვიდა სიცხე. - დუდუ იგულისხმა და სკამზე გადაღლილი, ღონეგამოცლილი ჩამოჯდა.
მიუხედავად მისი დაღლილობისა,
ბავშვების გაფარჩაკების უნარი ჯერ კიდევ შერჩენოდა.
ყველა სათითაოდ გამოლანძღა და შვილიც მათ გზას გაუყენა.
-რატო გვეჩხუბები,მარიკა დეიდა? - სიცილით წამოდგა ფეხზე კოკი და ქალს ისედაც აწითლებული ლოყები, უარესად აუწითლა.
-ეგ არ გიშველის შენ,ვაჟბატონო! - საჩვენებელი თითი სასაცილოდ დაუქნია ახარხარებულ კოკის - არა,თქვენ სულ გადაირიეთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! საერთოდ, თქვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება! რას მოგვირთეთ და გაგვიფერადეთ მთელი თბილისი? - ჩაპუტკუნებული ხელები სახეზე მოისვა და კუთხეში აკისკისებული არეშიძე რომ შეამჩნია, ხელახლა დაიქოქა. ტატა მიხვდა, უზარმაზარი მონოლოგის მოსმენა რომ მოუწევდა და თავი წინასწარ დაიცვა.
-კარგი რა, მარიკა დეიდა.
ხელი მობეზრებულად აიქნია,
ეცადა ნაწყენი იერი მიეღო, თუმცა ქალის სასაცილოდ გაფართოებული თვალების დანახვისას ხელახლა აკისკისდა.
-ტატა შვილო! შენები მაინც არ გეცოდება?! დაინდე მამაშენი. რას იფიქრებს ხალხი, ამ კაცს შვილის მართვა არ შეუძლია და ქვეყანას როგორღა მართავსო, არ იტყვიან?! ხომ ხედავ ისედაც რამდენი საქმე აქვს, საგიჟეთია ამ პარლამენტშიც. შენ კიდევ შენს პრობლემებს უმატებ. არ გრცხვენია?! - თავი რამდენჯერმე გააქნია და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა ტატამ აღარ დააცადა.
-ცუდს რას ვაკეთებთ,მარიკა დეიდა?! - მხრები სასაცილოდ აიჩეჩა და ქვედა ტუჩი გადმოატრიალა.
-შეხედე შენ! - ხელი ხელს შემოჰკრა ქალმა. - მე აქ ამდენი ვილაპარაკე და ცუდს რას ვაკეთებთო, ქალბატონმა. მე რომ მიყვარხართ და ჩემი გაზრდილები რომ ხართ, ზუსტად იმიტომაც გეჩხუბებით! რომ მომიხატეთ მთელი თბილისი, კარგია აბა ეს?!
-კარგია! - საუბარში პაპუნა ჩაერთო და წამწამები სასაცილოდ ააფახურა.
-ვახალისებთ თბილისს. - ხელები გაშალა მაშომ და დაბზრიალდა.
-ისემც თქვენ გაგიხალისდათ, ეგ ხის თავები! - იცოდა, მათთან ლაპარაკს აზრი რომ არ ჰქონდა.
ამოიოხრა, სკამიდან მძიმედ წარმოდგა და ცოცხალმკვდარი დუდუკას ოთახს მიაშურა.
ბავშვობიდან ასე იცოდნენ,
დააშავებდნენ თუ არა რამეს, მარიკასთან ამორბოდნენ.
ისმენდნენ მის სითბოთი გაჟღენთილ, მაგრამ მაინც მკაცრ დარიგებებს.
მერე დანარჩენების მშობლებიც ამოლაგდებოდნენ ხოლმე და
ხისთავიანი შვილებისთვის განაჩენი გამოჰქონდათ.
იმის მაგივრად, რომ კამფეტების ჭამა, ტელევიზორი, ან რაიმე მსგავსი დაეშალათ, ესენი ერთმანეთის ნახვას უშლიდნენ.
სხვა გზა მართლა აღარ ჰქონდათ.
მერე ბავშვების სახლიდან გაპარვები გახშირდა და მიხვდნენ,
რომ ამით უფრო აუარესებდნენ სიტუაციას,
ამიტომაც დანებდნენ.
ტატას ყოველთვის ყველაზე მეტი ხვდებოდა, ოჯახიდან გამომდინარე, მაგრმ მაინც ძალიან მაგრად ეკიდა და თავისას "აწვებოდა".
ცუდს მართლა არაფერს აკეთებდნენ,
უბრალოდ საკუთარი ქალაქი უყვარდათ და ცდილობდნენ ხალხის ცხოვრებაც გაეხალისებინათ.
კედლებზე იმდენად მგრძნობიარე, სიცოცხლით სავსე და თბილ რაღაცებს წერდნენ, რომ მთელი ახალგაზრდობა მათ უმადლოდათ.
ნუ, ყოველდღე 150ლარიანი ჯარიმები გარანტირებული ჰქონდათ, თუმცა არც ეს ანაღვლებდათ.
მისაბაძები იყვნენ,
ყველასთვის.
მიუხედავად მათი სიგიჟეებისა და საოცრად მხიარული ხასიათისა,
ბიჭებს მაინც "ისეთი" სახელი ჰქონდათ.
ისეთი რა,
ძაან დასტონი.
დოლიძე განსაკუთრებით აეჭრელებინათ, რადგან მათი უბანი იყო და ყველაფერი დაწვრილებით იცოდნენ.
8ნი იყვნენ და მეტი არც სჭირდებოდათ.
ცხოვრობდნენ ძალიან ლაღად და ალალად,
სხვებისთვისაც განსხვავებული სიცოცხლე მოჰქონდათ.
გრძნობებს ხროვასავით გარს შემოახვევდნენ საზოგადოებას,ყოველ კუთხე–კუნჭულში სიყვარულს, სიცოცხლესა და მეგობრობას ნერგავდნენ.

იმ დღეს, 2ხდებოდა სახლში რომ შევიდა არეშიძე.
დაცვას ზრდილობიანად მიესალმა და დედამისის გამოხტომის მოლოდინში, ტუჩზე იკბინა.
დრო ასე სპეციალურად გაწელა,
ეგონა მამა და ძმა სახლში დაუხვდებოდნენ.
მაგდამ არ დააყოვნა და შვილს გამოენთო.
- სად ხარ ტატა ამდენ ხანს?! მობილურის მნიშვნელობა არ იცი, ხო? ავაფეთქე!
არასდროს იღლებოდა ეს ქალი,
არ ბეზრდებოდა შვილის ლანძღვა-გინება.
მერე გულს რომ იჯერებდა, მიიხუტებდა ხოლმე და ძლიან ბერს აკოცებდა.
-დუდუკასთან ვიყავით დე, გამიჯდა მობილური.
ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და სამზარეულოსკენ გაემართა.
ტრადიციულად, ფორთოხლის წვენი ჩამოისხა და გადაღლილი მიესვენა სკამზე.
-მამა არ მოსულა ხო?
მხოლოდ ამ კითხვისთვის დამახასიათებელი, საოცრად ნაღვლიანი ხმით წარმოთქვა ტატამ და დედას ამღვრეული თვალები მიანათა.
-როდის იყო ასე ადრე მოდიოდეს. - არანაკლებ სევდიანად ჩაილაპარაკა მაგდამ და სხე ხელებში ჩარგო.
-იცი რა?! მირჩევნია შიმშილით ვკვდებოდე და მხოლოდ პურზე ვიყო, ვიდრე საკუთარი მამა მუდმივად მენატრებოდეს და ტელევიზორს მივჩერებოდე იმ იმედით, რომ თვალი მაინც მოვკრა!
-რა სისულელეებს ლაპარაკობ, ტატა?!
როცა ამ თემაზე იწყებდა საუბარს უმცროსი არეშიძე,
მაგდაც მაშინვე ფეთქდებოდა და უაზროდ იწყებდა წივილ-კივილს.
ტატამ ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ახლა ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.
თავი მობეზრებნულად გადააქნია და თავისი ოთახისკენ ოხვრით გაემართა.
ახლა მხოლოდ შყაპი და თბილი ლოგინი თუ უშველიდა.
სწრაფად გადაივლო წყალი და წასოლში შეწვა.
წამიერად, ისე მოენატრა სულ რაღაც ნახევარი საათის უნახავი ბავშვები, რომ ლამის ცრემლები წამოსცვივდა.
ისე უყვარდა სამეგობრო,
რომ ზოგჯერ ეგონა, ამდენ ემოციას ვეღარ დაიტევდა და ერთხელაც ბუშტივით გასკდებოდა.
ისინი რომ არ ყოლოდა, წყალი წაიღებდა, ალბათ.
საშინლად მოუნდა ახლა, რომელიმე მათგანის ხმის გაგონება.
მობილური აიღო და იმასთან გადარეკა, ვინც პირველი ამოუტივტივდა გონებაში.
-ტატა?! - ხმაზე ნერვიულობა დაეტყო გულბანს.
მისი ხმის გაგონებისას, უნებურად გაეღიმა ტატას.
-ხო ნიკუშ. რას შვები?
-ტატ, სად ხარ? - არ ცხრებოდა გულბანი.გააკვირვა მეგობრის ზარმა 3ის ნახევარზე.
-სად ვიქნები ნიკუშ, სახლში ვარ. - მეგობრის რეაქციით გამხიარულებულმა, გულიანად გადაიხარხარა-შენ სად ხარ?
-მე დუდუკასთან.
ტატა აღელდა, ოღონდ ამ ფაქტს ახსნა ვერც თვითონ მოუძებნა.
-მომტეხეთ ხო?
-ისეთი პონტია რა ...
ტატამ იცოდა, როგორი პონტიც ჰქონდათ ახლა ბიჭებს და გულში გემრიელად ხარხარებდა.
-მერე მარიკა?
-მორიგე ყოფილა დღეს.
-კაი მიდი, მიხედე საქმეებს!... - უნებურად აღელდა არეშიძე.
ყველა გრძნობა ერთად მოაწვა. მამამისის მონატრება, ძმის უყურადღებობა. ყვენალაირი პრობლემა ახლა გაახსენდა და ხმა გაებზარა.
-ტატა, არ ხარ კარგად! - მისი აღელვება არ გამოპარვია გულბანს.
-კარგად ვარ ნიკუშ, წავედი ...
-არ დაიძინო, მოვალ ორ წუთში! - ხმის ამორება აღარ დააცადა ნიკუშამ, ისე დაუკიდა ყურმილი.
თავი დაიწყევლა არეშიძემ.
როგორ ვერ შეიკავა ემოციები! ახლა ბიჭებიც უაზროდ დააფეთა და არია.
მაინცდა მაინც ნიკუშას რაღას ურეკავდა.
ესენი ყველაზე კომფლიქტური მეგობრები იყვნენ,
მუდმივად კამათობდნენ გულბანი-არეშიძე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ერთმანეთზე უკეთესი არავინ ჰყავდათ.
მეტი ვერაფრის გაფიქრება ვეღარ მოასწრო,
კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა.
დუდუკას სახლი რამდენიმე სართულით ქვემოთ იყო და ნიკუშაც მაშინვე გამოვარდნილა,დაპირებისამებრ.
მაგდას ქმის მაგივრად, ყურებამდე გაღიმებული გულბანი შერჩა ხელში.
-ნიკუშა?! ხო მშვიდობაა?! - აღელდა ქალი და გაფართოებული თვალები კეფაზე აიტანა.
-უკაცრავად მაგდა დეიდა, ასეთ დროს რო გაწუხებთ.
მეტი აღარაფერი უთქვამს გულბანს,არც მისი მოსვლის მიზეზი აუხსნია. თვალებით ანიშნა გაკვირვებულ ქალს, შემომიშვიო და ისიც გვერდით გადგა.
ნიკუშაც დაუფიქრებლად გაექანა და ტატას ოთახის კარი შეგლიჯა.
-ბარემ მოხსენი და გვერდით მიაყუდე. - გაღიმება სცადა, მაგრამ საბანში გახვეული არეშიძის ჩაწითლებული თვალები, მხედველობიდან არ გამორჩენია გულბანს.
არაფერი უთქვამს,
არ უნდოდა მისთვის უარესად აეჩუყებინა გული,
საწოლზე ულაპარაკოდ წამოუგორდა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.
ისიც მშვენივრად იცოდა, რა აწუხებდა ახლა ტატას და ზედმეტ ლაპარაკს საჭიროდ არ თვლიდა.
-სახლში ასე გივან რატო მოვედი, იცი ნიკუშ? მეგონა მამა დამხვდებოდა. მამა კი არა,აჩიც არ დამხვდა! არც ერთი არ მოსულა ნიკუშ, არც ერთი! - ხმა აუკანკალდა და ყელში გაჩხერილი, ცრემლებით გაბერილი ბურთი წვალებით გადააგორა უკან.
-მე მოვედი!... - სასაცილოდ დაემანჭა გულბანი.
-შენ ჰო ... - ორაზროვნად ჩაილაპარაკა არეშიძემ და გაეღიმა.
-ხო იცი არა ტატ, ზურას რამდენი საქმე აქვს. აჩის კიდევ ოჯახი ყავს რა, გამოვა რა განერვიულებს.
-ოჯახი რო ყავს, ეგ იმას არ ნიშნავს, რო და ფეხებზე უნდა დაიკიდოს! - თავის პოზიციას არ თმობდა არეშიძე - ვთქვათ ცოლი მოიყვანე, აღარ უნდა მნახო და მაგრად უნდა გეკი*ო? - მაგალითად ეს რატომ მოიყვანა, ვერც თვითონ მიხვდა და გული უარესად აუჩუყდა.
ნიკუშას გაეღიმა.
არაფერი უთქვამს,მობილური ამოიღო და გადარეკა.
-პაპუნა .. ხო ბიჭო .. რა დღეში ხართ .. ტატასთან ვარ მე .. გელოდებით .. გელოდებით თქო .. გელოდებით შე*ემა .. კაი მიდი .. პულივიზატორები არ დაგავიწყდეს. - ყურმილი დაკიდა, უსიტყვოდ წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.
ჩაიცვიო, ტატას მიაძახა და კარი გამოაღო.
-მაგდა არ გამომიშვებს.
-ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება? - თვალი ჩაუკრა გულბანმა და ოთახი დატოვა.
ასეთ დროს დოლიძეზე მართლა არაფერი ესაქმებოდა,
მითუმეტეს ზურაბ არეშიძის ქალიშვილს და მაგდაც არ გაუშვებდა, ამაშიც დარწმუნებული იყო, ამიტომ საწოლიდან წამოდგომაც კი არ უცდია.
5წუთში უკან შემობრუნდა გულბანი და ისევ საბანში ახლართული რომ დაინახა ტატა, კოპები შეკრა.
-ხო გითხარი ადექი თქო?!
-არ გამომიშვებს თქო! - თვალები სასაცილოდ გადაატრიალა.
-აქაც უნდა ვიჩხუბოთ ხო, ტატა?! გიშვებს! - საჩვენებელი თითი დაუქნია გულბანმა და არეშიძე მარტო დატოვა.
5წუთში კორპუსის ეზოში დაერჭო ტატიანა.
იმ ღამით, კიდევ ერთი წარწერა გაჩნდა დოლიძეზე.
კიდევ ერთი მცდელობა და კიდევ ერთი განათებული ღამე!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი N27

Mrs. animal
ოუუ როგორ მომეწონა!

გამიხარდა ძალიაააან love

 


№2 სტუმარი ele

აუ ძაან მომეწონა გაღოლ ვტორ love wink laughing

 


№3  offline წევრი Svvaaaniii

სად იყავი ადამიანო აქამდე?! რატომ არ გამოჩნდიი? ასეთ მაგარ რაღაცასს როგორ გვიმალავდიი?! აუცილებლად უნდა დადოო თორმეტის მერეე! ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ! თორემმ ცუდად გავხდებიი.. და შენ როოგრც თქვიი ვწერროოო ჩემთვისსო და ანუუ ეს დაწერილი გააქვსს?! (აუ თუ დაწერილი გაქვსს ცოტა დიდი დადე რაა <3)
უუიი ჰოო, კიდევ ტატას სასტავი მეც მომწონს <3 პულივიზატორზეც ვგიჟდებიი <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№4  offline წევრი MariBal

ვაიმე ეს რა საოცრება იყოო! ყოჩაღ,ბრავო <3 გავგიჟდი ისეთი კარგი იყო პირველივე თავი,წარმომიდგენია მერე რა იქნება. ასეთ ისტორიებზე ვგიჟდები. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent