შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავუსწარით დროს [2]


15-02-2015, 14:30
ავტორი N27
ნანახია 1 517

გავუსწარით დროს [2]

* * *
დილით 9საათზე უკვე დოლიძეზე იყვნენ დარჭობილები.
გოგონებს გვიანობამდე უყვარდათ ხოლმე საწოლში ნებივრობა,
მაგრამ ვინ აცდიდათ.
ბიჭები რომ ჩაჰკივლებდნენ ხოლმე უთენია მობილურში,
წამიერად უტყდებოდათ ძილი.
თუ ყურმილს არ აიღებდნენ, მაშინ უარესი ხდებოდა.
ამოირბენდნენ ხოლმე სართულებს და ატეხავდნენ კარზე ბრახუნს.
მგონი, მართლა ჯობდა ჩამოეღოთ და გვერდზე მიეყუდებინათ.
იმ დილასაც ადრიანად შეიკრიბნენ და
ნიკუშას გუშინდელ შედევრს შეავლეს თვალი.
-ბატისფეხური! - ხელები დაიკრიფა არეშიძემ და თავი უკმაყოდილოდ გააქნია.
-გაგეჩერებინა ის ფანარი ერთ ადგილას და აღარ იქნებოდა ბატისფეხური! - შეუბღვირა გულბანმა.
ტატა გაბრაზდა, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით რომ შეაწმინდა ნიკუშამ და მონოლოგის წარმოსათქმელად მოემზადა.
-ახლა არ იჩხუბოთ!
ძლივს გამოკეთებულმა და აზრზე მოსულმა დუდუმ ხელის აწევით გააჩუმა საჩხუბრად გამზადებული არეშიძე-გულბანი.
იმდენად "მაგრად" ჰქონდა ნიკუშას ნამუშევარი შესრულებული,
რომ სიცილს ვერ-ერთი ვერ იკავებდა.
გულბანიც კი ფხუკუნებდა,თავისთვის.
მთელი დოლიძე რომ მოისეირნეს და
რამდენჯერმე ჩხუბიც რომ მოასწრეს,
მერე ტრადიციულად დუდუსთან ააჭრეს.
თუმცა მგონი ჯობდა არც ასულიყვნენ.
მარიკას სადაქალო შეეკრიბა, მაგიდასთან ისხდნენ და რაღაცაზე გულიანად კისკისებდნენ.
დუდუკამ შუბლზე შემოირტყა გაშლილი ხელი და უკან გაბრუნებაც დააპირა,
მაგრამ მარიკას დაქალებს უკვე შეემჩნიათ სახლში შემოლაგებული ბავშვები და სულ "დუდუ დუდუს" ძახილით შეაბრუნეს შიგნით.
მერე, იმათაც წაუკითხეს ლექციები.
რათქმაუნდა უთხრეს, რომ ცუდად იქცეოდნენ,ასე არ შეძლებოდა და ყველაფერი ასეთი.
ბავშვები ატყობდნენ, როგორ ევსებოდა დუდუს მოთმინების ფიალა.
თვითონ მაგრად ღადაობდნენ, მაგრამ დუდუკა ნელ-ნელა ენთებოდა.
-შემარგეთ რა ეს არდადეგები, ბიჭო! - ვეღაც მოითმინა და დაიგრგვინა.
ყველა დააფეთა, თვითონ კი სულ გინებ-გინებით გაემართა აივნისკენ.
ამათაც მეტი რა უნდოდათ, სიცილ-ხარხარით აედევნენ უკან.
დუდუ ვერ იტანდა დედამისის სადაქალოს,
მათ ჭკუის დარიგებებს, პროფესორობას და ასე შემდეგ.
-აუ დუდუკ, არ შემიძლიხააააააარ! - გაიწელა ნიკუშა და წამწამები სასაცილოდ აახამხამა. მერე დუდუს მხარზე ნაზად ჩამოუსვა ხელი და ძმაკაცის გააფთრებული თვალებიც დაიმსახურა.
-გაა*ვი ეხლა აქედან!
აშკარად ნერვები ჰქონდა მოშლილი დუდუკას და აფეთქებამდე სულ ცოტა აკლდა.
-დუდუკ, არ აღელდე. - უკანალი გამობზიკა პაპუნამ და ჰოპ ...
მუშტი გაუქანა დუდუმ,
პაპუნა გაიქცა,
დუდუ გაეკიდა,
კიბეებზე ჩაიჭრნენ,
შემოირბინეს მთელი დოლიძე.
მერე ბევრი იცინეს, იხარხარეს, იკამათეს და როგორც იქნა დაიშალნენ.
არდადეგები ჰქონდათ და ასე თავისუფლად იმიტომაც იყვნენ,
თორემ სწავლის პერიოდში ერთმანეთის ნახვაც კი უძნელდებოდათ.
საატესტატო გამოცდები სციებ-ცხელებაში,
ფეხს ვერ ადგამდნენ გარეთ.
ნუ, ბიჭებს ჩაბარებული ჰქნდათ უკვე და ახლა მაშოს და ტატას გულშემატკივრობდნენ.
მერე რომ ვეღარ ნახულობდნენ ერთმანეთს,
სკოლასთან ელოდებოდნენ ხოლმე ბიჭები.
ახლა ივნისი იყო და ოფლად იღვრებოდნენ.
ისე ცხელოდა, აზროვნება უჭირდა სახლისკენ მიმავალ არეშიძეს.
შიგნით შესულს, ისე ესიამოვნა გრილი ჰაერი, რომ დივანზე დაესვენა და თვალები მიებლიტა.
მიეძინებოდა კიდეც, მამამისის ხმა რომ არ გაეგონა, რომელიც სამზარეულოდან მოდიოდა.
გონებამ შიშის ზარს რომ შემოჰკრა, დაფეთებული წამოიჭრა ფეხზე.
შუადღის 3საათზე, კარგ საქმეზე ნამდვილად არ მოვიდოდა სახლში.
სანამ იქამდე მივიდა, ერთი სიცოცხლე გაათავა.
სერიოზული არაფერი კოფილა,
მაგდა სკამზე იჯდა და გულიანად კისკისებდა.
ზურაც საკმაოდ კარგ ხასიათზე იმყოფებოდა და ცოტა მოეშვა ტატას.
მერე განუცხადეს,
დღეს წვეულებაზე ვართ მიწვეულები და აუცილებლად უნდა წავიდეთო.
ტატა შეეწინააღმდეგა,
ეზიზღებოდა მსგავსი შეკრებები,
მაგრამ ზურამ სიტუაციაში გაარკვია და როგორც იქნა დაიყოლია აჯანყებული შვილი.
* * *
წვეულებისთვის კაბას არჩევდა, პაპუნამ რომ დაურეკა.
-ტატუშკი,FOUR SEASONში გელოდებით.
–ხდება რამე?!
–ეე მოდი გელოდებით!
სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა წასულიყო.
რომ მოგეკლათ ბავშვები, მობილურში სერიოზულს მაინც ვერაფერს ათქმევინებდით.
თუ რამე ხდებოდა, აუცილებლად ვინმესთან უნდა შეკრებილიყვნენ.
ახლა ნამდვილად არ ჰქონდა არეშიძეს FOUR SEASONში წასვლის დრო,
მაგრამ წავიდა.
ისე ცხელოდა, გზაში ლამის დადნა.
შევიდა თუ არა, თავიანთ ადგილს მიაშურა, ბავშვებს შუაში ჩაუხტა და გადაღლილი თვალები მიებლიტა.
–მოკლედ, ეხლა რა ხდება! – ხელი ხელს შემოჰკრა მაშომ. – დღეს წყნეთში უნდა ავიდეთ რა, უეჭველი.
–ყველაფერი მოვაყომარე მე უკვე. – ტუჩები კმაყოფილად დააწკაპუნა კოკიმ.
–მე ამას ახლა რატო ვიგებ?!
ტვინში სისხლი ჩაექცა ტატას.
როგორ გინდოდა ახლა გეთქვა , რომ წყნეთში ვერ მიდიოდა, რადგან მამამისს მიყვებოდა წვეულებაზე.
–ჩვენც ახლა გავიგეთ ტატ. – სიგარეტს მოუკიდა ნიკუშამ.
–მე ვერ მოვდივარ! – ყოყმანით წარმოთქვა და ბავშვების რეაქციის მოლოდინში, ტუჩზე იკბინა არეშეიძემ.
–რას ქვია ვერ მოდიხარ? – აენთო ნიკუშა.
–რას ქვია და იმას, რო ვერ მოვდივარ ნიკუშა!
ისედაც ნერვები ჰქონდა მოშლილი ტატას და ახლა სულ გადაირია.
-რატო?!
-არ მცალია.
-კაი?!
-რა გინდა ნიკუშა?!
- რა რა მინდა გოგო, რატო ვერ მოდიხარ თქო, გეკითხები - სახე აემღვრა გულბანს. ვერ იტანდა არეშიძის ზედაპირულ პასუხებს.
-წვეულებაზე მივდივარ.
-სად მიდიხარ?!
იმხელა ხმაზე გადაიხარხარა გულბანმა, ყველამ მისკენ გამოიხედა.
-წვე უ ლე ბა ზე! - დაუმარვლა არეშიძემ.
დანარჩენები ხმას არ იღებდნენ,
ასეთ მომენტებში ჩარევა არ ღირდა.
არეშიძე-გულბანის დიალოგი, მაინც ყოველთვის კამათით სრულდებოდა და მითუმეტეს ასეთ თემებზე.
-ვისთან ერთად? - არ ცხრებოდა ნიკუშა.
ყველა დაიძაბა.
-ზურასთან.
-და მაგის გამო წყნეთში არ მოდიხარ, ტატა?! - სიცილს არ წყვეტდა გულბანი.
-თავი დამანებე, ნიკუშა!
ტირილამდე მივიდა არეშიძე.
ისედაც ხომ საოცრად ემოციური გახლდათ და ნიკუშას ცინიზმის თავი საერთოდ არ ჰქონდა.
-მამიკოს ვერ უტეხავ ტატა?! - მაინც გაიტანა თავისი და არეშიძე საბოლოოდ ააფეთქა.
თვითონაც იცოდა გულბანმა, უაზროდ რომ ბრაზდებოდა და ტატასაც სულ ტყულად რომ ანერვიულებდა.
ჩანთა მოიკიდა არეშიძემ,
გულბანს მწველი მზერა ესროლა და კაფე დატოვა.
წვეულების და წყნეთის კი არა,
ახლა საერთოდ აღარაფრის თავი აღარ გააჩნდა.
ნიკუშასთან კამათი ძალიან ცუდად მოქმედებდა მასზე.
უაზროდ ჩხუბობდნენ, მაგრამ მერე მთელი დღე მოღუშული დადიოდა ხოლმე.
იქნებ ჩემი ბრალიაო, იმასაც ფიქრობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა იწვევდა გულბანის ამგვარ გაღიზიანებას.
განა სხვებს არ უნდოდათ ტატას წყნეთში ასვლა?! მაგრამ ასეთ დღეში არც-ერთი არ ჩავარდნილა.

* * *
კაბის არჩევაზე დრო აღარ დაუკარგია,
ხელში რაც მოხვდა პირველი ის ჩაიცვა.
მაინც ყველაფერში საოცრად გამოიყურებოდა. მეშოკი რომ ჩაეცვა, იმაშიც კი ვერ მოსწყვეტდით თვალს.
მისი უხასიათობა ოჯახის წევრებს არ გამოჰპარვიათ.
რესტორნამდე ისე მივიდა, ხმა არავისთვის გაუცია.
მაგდა რაღაცებს ელაპარაკებოდა, ცდილობდა ხასიათზე მოეყვანა, თუმცა უშედეგოდ.
იმ ფაქტმა გაახალისა ოდნავ, რომ რესტორანში აჩი დახვდა ცოლ-შვილთან ერთად.
მონატრებულმა ჩაიკრა გულში ძმისშვილი და მთელი დღე არც მოუშორებია.
ეზიზღებოდა მსგავსი შეკრებები.
იმდენი ადამიანის გაცნობა უჭევდა, რომ თავბრუ ეხვეოდა ხოლმე.
ზურა ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა შვილს.
ყოველ წამს სადღაც გაჰყავდა და ვიღაცას აცნობდა.
სწორედ ასეთი გაცნობის დროს, ლამის აფეთქდა არეშიძის ტელეფონი.
ადამიანს ელაპარაკებოდა და აღება არც უფიქრია,
უზრდელობა იქნებოდა.
მობილური აფეთქდა.
ზარები რომ აღარ შეწყდა, ზურამ შეუბღვირა რამე უქენიო.
ტატამაც სწრაფად ამოაძვრინა ჩანთიდან ტელეფონი და ისე უპასუხა, არც უნახავს ვინ რეკავდა.
-არ მცალია! - ჩაჰყვირა ვიღაცას და მაშინვე დაკიდა.
მერე უცნობთან საუბარი გააგრძელა.
აღარ დაურეკიათ,
არც-ერთი ზარი აღარ შესულა არეშიძის მობილურზე.
ზარის ავტორის ვინაობით, ცოტა გვიან დაინტერესდა.
რატომ აღარ დარეკაო, გაახდენდა და ეკრანზე "გულბანი" რომ დაინახა, მიკრო ინფაქტი მიიღო.
ასე იცოდა ნიკუშამ,
მოუშლიდა ხოლმე ნერვებს, მერე დაურეკავდა და ძალიან მარტივად შეირიგებდა.
ახლა კი "არ მცალიას" შემდეგ, ალბათ რა რეაქცია ექნებოდა ...
ტატამ თავად გადაურეკა,
თუმცა ამჯერად ნიკუშამ აღარ უპასუხა.
ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა არეშიზე, აიკლო რესტორანი.
გადიოდა და გამოდიოდა. მაგდა ლამის ჭკუიდან გადაიყვანა.
_________________________________________________
მოდი შევწყვეტ თუ არ ვარგა, ხო? <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი anushkaa

auara gaaagrdzeeleeeraaa

 


№2 სტუმარი ...

Gaagrdzele kargad wer martla kargi motxrobaa

 


№3 სტუმარი elo

რა უნდა სჰეწყვიტო კარგად ტუ ხარ?
love

 


№4  offline მოდერი aleqsandra

Aravitar shemtxvevashi ar shewyvito torem mogklav!!! :-D ;-) <3 zaan magaria da male dade axali tavi ra!!! :-* <3

 


№5  offline წევრი nini07

არგაბედო!!!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent