მეოცნებე 2 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეოცნებე [2]


16-02-2015, 22:22
ავტორი Panda_love
ნანახია 921

მეოცნებე [2]

***
თვალები ორჯერ დააფახუნა.სიზმარს ჰგავდა,არა შეუძლებელი იყო რომ ეს მართლა ის ანდრია დავლია იყოს! „როგორ ნუ თუ მართლა ეს არის ?!“ ფიქრობდა თავისთვის.ძალიან დაიბნა,არ სჯეროდა ასე შემთხვევითობების.
თან ეცინებოდა გაბურძგნულ ანდრეას რომ უყურებდა,თითქოს ბალიში აუფეთქდაო.გამოუძინებელ თვალებს ძლივს ახელდა და მუჭებით ისრესდა.
მისაღებში გასვლისას გაშტერებული სანდრა ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა,მერე ირონიული ღიმილი აიკრა და მიუახლოვდა.
-გამარჯობა ლამაზო-უთხრა ირონიული ღიმილით და ხელის ჩამოსართმევად მარჯვენა გაუწოდა.
-ალექსანდრა და არა ლამაზო-არც სანდრამ დააკლო ირონია და მანაც გაუწოდა ხელი.
ანდრეამ ხელი ისე მაგრად მოუჭირა,რომ სანდრას თვალებში ცრემლი ჩაუდგა მაგრამ არ აპირებდა ამ თავხედის წინ ნიანგის ცრემლების გადმოყრას.თავი შეიკავა,ცრემლიანი თვალებით მაგრამ მაინც ირონიული ღიმილით გახედა და დაელოდა როდის გაუშვებდა ხელს ანდრეა,მაგრამ დვალი არა და არ უშვებდა,პირიქით უფრო და უფრო უჭერდა.
ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი და ერთი ცხარე და მწარე ცრემლი გადმოუვარდა.ანდრეას მის ცრემლზე გაეღიმა,გულწრფელად გაეღიმა.
ხელი გაუშვა და სამზარეულოსკენ წავიდა,სანდრა კი დაჰყურებდა გაწითლებულ ხელს.
-კიდევ დიდი ხანი უნდა უყურო შენ ხელს-გამოაფხიზლა ირონიულმა ხმამ.
სწრაფად გახედა აცრემლებული თვალებით,შემდეგ ისევ ხელს დახედა და სამზარეულოში წავიდა.
-ლალი დეიდა სახლის დასალაგებელი ატრიბუტი მინდა-უთხრა ცრემლიანი და გაბზარული ხმით ლალის,ლალი სწრაფად შემობრუნდა და როდესაც აცრემლებული სანდრა დაინახა ქოთქოთს მოჰყვა.
-რატომ ტირი შვილო?მოდი დაჯექი.წყალს მოგიტან მოიცადე-წყალი სულ მოუთმენლად დალია შემდეგ ისევ ლალის მიუბრუნდა.
-სად არის?-ჰკითხა ახლა უკვე ღიმილით,მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა მის ხმაში ბზარი.
-მესამე სართულზე რომ ახვალ პირდაპირ ივლი და იქ არის საკუჭნაოში-გაუღიმა ლალიმ და თავზე ნაზად ჩამოუსვა ხელი,სანდრამაც გაუღიმა და მესამე სართულისკენ დაიძრა.
ნეტა რატომ დათანხმდა ? კარგად იყო იმ სამსახურშიც.ეს კვირა როგორღაც უნდა გაძლოს მერე კი წავა და დაუბრუნდება ისევ ჩვეულებრივ სამუშაოს და იმედია აღარც არასდროს ნახავს ამ ურჩხულს და რეგვენს.
ისე გაერთო თავის თავთან ლაპარაკში,რომ მესამე სართულზე როგორ ავიდა და მითუმეტეს საკუჭნაო როგორ გააღო არ ახსოვს.
სწრაფად გამოიღო ყველაფერი რაც სჭირდებოდა და საქმეს შეუდგა,მესამე სართულიდან დაიწყო ყველა ოთახი მოიარა,ბოლო ოთახზე იყო მაგრამ დაკეტილი იყო.დიდი ხანი არ გაჩერებულა არც ინტერესესს შეუწუხებია გააგრძელა გზა.
შემდეგ მეორე სართულზე ჩავიდა.მისი ყურადღება ერთ-ერთმა ოთახმა მიიპყრო.დიდი შავი კარი იყო რკინის,რა უნდოდა ახლა სახლში რკინის კარებს ?!
გულმა ვერ მოუთმინდა და გადაწყვიტა დალაგება იმ ოთახიდან დაეწყო.იქ შესულს კი გული გადაუქანდა როდესაც გოგონა დაინახა ეტლში.
-ისა...უკაცრავად...-ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა და შერცხვა.
-არაუშავს-სევდიანად გაუღიმა გოგონამ.სადღაც 16-17 წლისა თუ იქნებოდა.
სევდიანი შავი თვალები ჰქონდა,შიგ რომ ჩაგეხედათ მის სევდაში ჩაიძირებოდით.ძალიან საყვარელიც იყო,პატარა კურნოსა ცხვირი ჰქონდა და გრძელი წამწამები.შავი თმა გრძელ ნწანავად ჰქონდა დაწნული და თბილი პლედი ეფარა ფეხებზე.
-მე სანდრა ვარ-მის წინ მივიდა სანდრა და თავაზიანად გაუღიმა.
-მე...მე ანინე-უთხრა დაბნეულმა გოგონამ.
-მე დროებით აქ უნდა ვიმუშავო და დასალეგბლად შემოვედი...-უთხრა მორიდებით სანდრამ და თბილად გაუღიმა.
-კარგი დაალაგე-ისევ სევდიანად გაუღიმა ანინემ.-მე ანდრეას და ვარ...-უთხრა გოგონამ ცოტა ხანი დუმილის შემდეგ.
სანდრამ გაკვირვებული თვალებით შეხედა.
-არ ვიცოდი თუ ანდრეას უკაცრავად ბატონ ანდრეას და ჰყავდა-უთხრა გაკვირვებულმა და თვალებ გააფართოებულმა.
-ხო ეგ თითქმის არავინ იცის...-სევდიანად ამოიოხრა გოგონამ,-მეგობრებიც კი არ მყავს-უთხრა გაბზარული ხმით.
სანდრასაც არ ჰყავდა გოგო მეგობრები.ერთადერთი ზუკა ჰყავდა მეგობარი,სხვა არავინ ემეგობრებოდა.
-გინდა...გინდა მე და შენ ვიმეგობროთ?..-ჰკითხა მორიდებულად და ლოყები წამში აუხურდა-არც მე მყავს მეგობრები და...-უთხრა უხერხულად.
-მართლა?..-ჰკითხა გაკვირვებულმა ანინემ
სანდრამ თავი დაუქნია.
-კ...კი ძალიან-უთხრა აჟიტირებულმა გოგონამ,-შეიძლება ჩაგეხუტო?-ჰკითხა მორიდებულად და ლოყებ აფარკლულმა ანინემ.
სანდრასაც არ დაუყოვნებია წავიდა და მაგრად შემოხვია თავისი წვრიილი ხელები.
-ეხლა დავალაგებ...და რომ მოვრჩები გინდა გარეთ გავისეირნოთ და ბამბის ნაყინები ვჭამოთ?-ჰკითხა აჟიტირებულმა სანდრამ-თან ჩემს ერთადერთ მეგობარსაც გაგაცნობ...გინდა?
ანინემ უხმოდ დაუქნია თავი,სანდრაც დროებით დაემშვიდობა და ოთახიდან გამოვიდა.
რატომღაც ეგონა რომ სულის და იპოვა.ყოველთვის უნდოდა ჰყოლოდა დაქალი,რომელსაც თავის გრძნობებს გაუზიარებდა მაგრამ არც ბავშვთა სახლში ემეგობრებოდა არავინ და ვერც ესე ვერ იპოვა,მხოლოდ ზუკა იპოვა რომელიც ძმასავით უყვარს.
ახლა კი ისე გაუხარდა როდესაც ანინე მეგობრობას დასთანხმდა.
სწრაფად დაალაგა ოთახები,პირველი სართულიღა ჰქონდა დარჩენილი,თან უკვე ექვსი ხდებოდა და წავიდოდა კიდევაც.
პირველ სართულზე რომ ჩავიდა დივანზე მჯდომი ანდრეა დაინახა.ანინე გაახსენდა და მისკენ აიღო გეზი.
-გამარჯობათ ბატონო ანდრეა-უთხრა და სახეზე ეცადა რომ უემოციობა დასტყობოდა,ანდრეამ სხარტად შეხედა „უემოციო“ სანდრას,
-გაგიმარჯოს სანდრა-სახელი გამოკვეთ და ირონიულად შეხედა.
-შეიძლება ჩემს საქმეს რომ მივხედავ ანინე გავასეირნო-უთხრა და ლოყებზე წამოხურდა.
ანდრეამ მუჭები მომუშტა და ეტყობოდა რომ აფეთქდებოდა,მაგრამ ცდილობდა რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა.ცოტა რომ დაწყნარდა შეშინებულ სანდრას მიუბრუნდა.
-არა!-მისი ხმა თითქოს ექოსავით გაისმა მთელს სახლში,სანდრა დაიბნა კი მაგრამ რატომ არა?!
-კი მაგრამ რატ...
-იმიტომ მორჩა ამაზე საუბარი!-სიტყვა გააწყვეტინა ხეპრემ!
-გთხოვთ...მითხრა რომ დიდი ხანია გარეთ არ ყოფილა სულ რაღაც ორ საათში უკან მოვიყვან-ჩამოარაკრაკა და შრეკის კატის თვალებით შეხედა.
ანდრეას ეღიმებოდა მაგრამ არ უნდოდა რომ გაღიმებოდა.
-საათ ნახევარში აქ უნდა იყოთ!-გაისმა მისი მკაცრი ხმა სახლში.
-კარგით-უთხრა გახარებულმა სანდრამ და თავი დაუკრა.




ვეცადე...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი teko

კარგია მომწოონს მარა გაზარდე რა თავების მოცულობა გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent