შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი მთვარე 4


17-02-2015, 00:14
ავტორი anoo
ნანახია 1 581

გიგის ჩამოკიდულ ჰამაკში ვკოტრიალობდი და სულ არ მადარდებდა არავინ,ისეთი სიმშვიდე და სიწყნარეა, დრო რომ მქონდეს ალბათ კაი ხანი აქედან ფეხსაც არ გავადგამდი.
-კიდე დიდხანს უნდა ინებივრო?მყუდროება საბამ დამირღვია.რა უნდა ამ ხალხს ჩემთვის ვარ ხო
-დიახ და რამე პრობლემაა? მოჭუტუმი თვალებით ავხედე.
-ნწ.უარის ნიშნად თავი გააქნია.-გვერძე მეზობლებმა დაგვპატიჟეს და ადექი გადავიდეთ.
-ვინ გვერძე მეზობლებმა.უცბად ვერ მივხვდი ვიზე საუბრობდა.
-თომასთან.აი ავარია ვისთანაც მოგვივიდა.ავარიის გახსენებისას ხელი ინსტიქტურად შუბლძე დავიდე.-კიდე გტკივა? მკითხა შეწუხებული სახით.
-აღარ.მე არ მინდა წამოსვლა და თქვენ წადით.უდარდელად ვუთხარი და საწყის პოზიციას დავუბრუნდი.სულაც არ ვაპირებ სიმპატიურის ირონიულ სახეს ვუყურო მთელი საღამო.არა კი მინდა მაგრამ.ფიქრებზე ჩამეღიმა
-კაი როგორც გინდა,წავედით ჩვენ და თუ რამე დაგვირეკე.
-ყველა მიდიხართ?ავხედე საბას
-ჰო აბა გოგები ამას გამაზავენ.ჩაიხითხითა და გატრიალდა.მეც გამეცინა,იმედია სიმპატიურს თვალს არ დაადგავენ,მაგრამ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს.“აქვს“ აჰ მიკვირს აქამდე რო არ შემეპასუხა.სიმპატიურზე ფიქრს მოვეშვი და ბუნების ყურებით ტკბობა დავიწყე.
-“განა ყველასა აქვს მიწა- წყალი ,ასე ლამაზი და კურთხეული“.ამოვთქვი ხმამაღლა.არა საქართველო როა ლამაზი ეგეთი სამყაროში მეორე არაა,განა ტყუილად დაწერა კალანდაძემ „საქართველოო ლამაზო,სხვა საქართველო სად არის?“.მე თვითონ წარმოშობით ხევსური ვარ,გვარად გიგაური.მაგრამ სამწუხაროდ ჩემი დიდი ბაბუა ჩამოსულა ბარად და ხევსურეთში არც სახლი გვაქვს და არც არაფერი.სულ ერთხელ ვარ ნამყოფი,ისიც სკოლის პერიოდში ექვსკურსიაზე.აი მაშინ დავრწმუნდი რომ საქართველოზე ლამაზი და მდიდარი მხარე არ არსებობს და რომ ზუსტად ამის გამო ჰყავდა მტრები.ამას წინათ დათო ტურაშვილის წიგნს ვკითხულობდი და წაკითხული ამომიტივტივდა თავში.“საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით,ერთ მტვრიან გზაჯვარედინზე,ძალიან ახლოს ქართულ მიწებთან,ერთმანეთს ოთხი ამირა შეხვდა.ოთხივეს თავისი თავისი ლაშქარი ახლდა თან.მისალმებისას და ერთმანეთის მოწიწებით მოკითხვის შემდეგ,ვინც სიჩუმე დაარღვია,ამირა აიაზი იყო:
-საიდან მობრძანდება ბრწყინვალე ამირა აჰმედი?
ამირა აჰმედმა ამირა აიაზის შეკითხვას სწრაფად და ამაყად უპასუხა,მაგრამ ეს პასუხი დანარჩენების გასაგონადაც იყო ნათქვამი:
-ჩვენ ქართველების ქვეყანა დავლაშქრეთ და ახლა შინ ვბრუნდებით
ამირა აიაზაც არამხოლოდ ამირა აჰმედისთვის თქვა:
-ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვაპირებთ რომელიმე ურჯოლოთა მიწების დახარკვას.
-ჩვენც ახლა დავტოვეთ სახლები და იმ მდიდარ ქვეყანას ვეძებთ,რომლის განძსა და ძვირფასეულობას ჩემი მამაცი მეომრები გულუხვად გაიყოფენ,-თავისი სათქმელი თქვა ამირა ბენჯუქმაც.
ამირა საჰამი კი,რომელიც ასაკით მათ შორის ყველაზე უმცროსი იყო,მოთმინებით დაელოდა თავის რიგსა და სათქმელს:
-ჩვენი სახლი და სამშობლო იქ არის,სადაც ჩვენი ცხვრები ძოვენ და სადაც უკეთესი ბალაია,ჩვენც იმ მიწას ვეძებთ.
ამირა აჰმედს დაუფარავად გაეღიმა:
-მაშ თქვენ ყველას საქართველოსკენ გქონიათ გზა და წარმატებაც მისურვებია!..
ამირა ბენჯუქსაც გაეღიმა,თუმცა შედარებით მოკრძალებულად:
-შენ ბრძანე,რომ ახლა სწორედ ქართველების ქვეყნიდან მოდიხარ,რომელიც დალაშქრე,და მაშ ჩვენ იქ აღარა გვესაქმება.
ამირა აჰმედმა კი დინჯად განმარტა:
-ეგ ისეთი მდიდარი მიწაა,კიდევ ათასი ერთი წელი რომ ვძარცვოთ ყველამ ერთად,გასაძარცვი მაინც დარჩება...
ამირა აჰმედო დანარჩენ ამირებს ისევ მოწიწებით,თავის დაკვრით დაემშვიდობა და თავის გზით წავიდა.დანარჩენი სამი ამირა კი,თავიანთ ლაშქრებთან ერთად,საქართველოსკენ მიმავალ გზას დაადგნენ.“ აქედანაც ნათლად ჩანს როგორი ქვეყანაა საქართველო.
-თქვენ ინდივიდუალური მოწვევა უნდა გამოგიგზავნოთ,რომ გვესტუმროთ?
-უკაცრავად?გაოცებული წამოვიწიე ჰამაკში და იქითკენ გავიხედე საიდანაც ხმა მოდიოდა.
-თქვენ გელოდებით.თომა ჩვენი სახლის ეზოში შემოსულიყო და ჰამაკისკენ მოიწევდა.
-დიდი მადლობა „ინდივიდუალური მოწვევისთვის“,მაგრამ ძალიან დავიღალე და მირჩევნია სახლში ვიყო.რაც შემეძლო ირონია გავურია და გავუღიმე
-ელემენტარული ზრდილობაა როცა გეპატიჟებიან და უარს იძახით.თვალები გამიფართოვდა,ეს ზრდილობაზე მე მელაპარაკება?
-მე უზრდელი არ ვარ! ვთქვი გაბრაზებულმა და გავიბუსე.ჩემს ამ საქციელზე ჩაეცინა.
-ხოდა თუ არ ხარ ადექი და გადავითეთ ჩემთან,გველოდებიან და სირცხვილია.ოჰ რა უცბად გადავიდა თქვენობით ფორმაზე.მეც აღარ გავჯიუტდი,ავდექი და გვუსწორდი.დავინაყე კმაყოფილს როგორ ჩეღიმა,მიტრიალდა და ეზოს კარისკენ წავიდა.ერთი ამოვიხვნეშე და მეც უკან მივყევი.
ისეთი სასიამოვნო და კარგი მეგობრები ჰყავდა,აქამდე თუ გადასვლა არ მინდოდა ახლა უკან აღარ მოვდიოდი.ერთმანეთს ადვილათ გავუგეთ და გადავწყვიტეთ რომ ხვალ ერთად დავათვალიერებდით თუშეთს.ცოტახანში ტელეფონმა დამირეკა,დედა მირეკავდა,გამიხარდა ჩამოსვლისას ვერ დავურეკე არ იჭერდა,ახლა ძლივს ერთ ხაზზე ასულიყო.ბოდიში მოვიხადე და სახლის უკან გავედი.ნორმალურად ვერც ველაპარაკე დედას,შუა ლაპარაკში გაითიშა,ამოვიფრუტუნე და სახლში შევბრუნდი.შესვლისთანავე ჩემი ყურადღება უცხო გოგომ და მასთან მოლაპარაკე სიმპატიურმა მიიქცია.გაკვირვებული ვიყურებოდი.თურმე თომასაც შესძლებია თბილად გაღიმება,თვალები უბრწყინავდა და ისე უყურებდა გოგოს.სანდროსა და საბას შორის ჩავჯექი და უაზროდ გავიღიმე.ახლა უკვე დარწმუნებით ვიცოდი,რომ ნორმალური დასვენება არ მეღირსებოდა.
***
-ასე ყველა სიმპატიური ერთად როგორ შეიკრიბა.წამოიძახა მაკომ სახლში შესვლისთანავე
-რა იყო მაკო სიმპატიური ბიჭები არ გინახავს თუ ყოველდღე არ ხედავ? ვუთხარი სიცილით და გაჯგიმული ბიჭებისკენ გავიხედე.
-ესენი რო სიმპატიურები არიან მე რა.გადაიკისკისა და დივანში ჩაეშვა
-და ისინი რო არიან შენ რა?
-რავიცი რავიცი.ეშმაკურად ჩაილაპარაკა და სამზარეულოში გავიდა.მე თავისქნევით გავაყოლე თავი.ან მაკოს რას ვეკამათები,არ ვიცოდე მაინც რა დამემართა თომას დანახვაზე.ვაღიარებ რომ ასეთი მამაკაცი ჯერ არ შემხვედრია და ძალიანაც მომეწონა,მაგრამ მოვლენების განვითარებას არც ველოდი.არ ვარ ისეთი კატეგორიის გოგო ,რომ ბიჭს კისერზე ჩამოვეკიდო,მითუმეტეს რომ მისგანა არანაირი ინიციატივა არ მოდის. თან მითუმეტეს რომ მეც მხოლოდ ვიზუალურად მომეწონა.მგონი ამდენს თომაზე არ უნდა ვფიქრობდე.ნერვები მომეშალა ჩემ თავზე და ელი შარვლის ჯიბისკე წავიღე,რომ მობილური შემემმოწმებინა თუ იჭერდა.ყველა ჯიბე მოვიქექე მაგრამ მობილური ვერსად ვნახე.აქეთ იქით დავიწყე თვალების ცეცება,იქნებ შემოსვლისას სადმე დავდეთქო,მაგრამ ვერსად მოვკარი თვალი.5 წუთიც არ იყო გასული კარზე კაკუნი გაისმა.გასაღებად მე წავედი
-აჰ თიბეა ჩვენთან ტელეფონი დაგრჩა და გამოგიტანე.მითხრა გიორგიმ თომას მეგობარმა და ჩემი მობილური გამომიწოდა.
-მე კი მეგონა დავკარგე,ახლა ვეძებდი,დიდი მადლობა.გახარებულმა შევხედა და მობილური გამოვართვი.მალევე დავემშვიდობე და სახლში შევბრუნდი.დიდხანს აღარ გავჩერებულვართ ყველანი ძალიან დაღლილები ვიყავით და მალევე დავიშალეთ.ვინაიდან თავისუფალი სულ სამი ოთახი იყო,ბიჭები ერთ ოთახში მოთავსდნენ,გოგოები მეორეში და მე ცალკე ოთახი მერგო.ამით გახარებულმა ღიღინით ავირბინე კიბეები და ოთახში შევედი.უკვე დასაწოლად ვემზადებოდი ტელეფონის ვიბრომ რომ შემახტუნა.
-ალბათ დაიჭირა.თელეფონი ხელში ავიღე და მოსული შეტყობინება გავხსენი.
„ტკბილი ძილი გიგაურო...“გაკვირვებულმა დავხედე უცნობ ნომერს,საწოლზე დაგავწექი და ფანჯრიდან ისევ დავინახე ახალი მთვარე.



№1  offline წევრი vighaca

Dzalian kargia

 


№2  offline წევრი Annee

ძაან გამიხარდა ეს თავი რომ დავინახე. ძალიან მომწონს. Kარგად მიდიხარ ჯერ-ჯერობიტ და აბა შენ იცი. :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent