შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი სხეულის ორი ბნელი მხარე-ანუ თუ სიყვარული არ გადაშენდა


17-02-2015, 17:41
ავტორი nikname
ნანახია 1 646

17 წლის ვიყავი ჩემი დის შეყვარებული რომ გავიცანი , დავმეგობრდით კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა,რამე რომ იყო ჩემს გარეშე არაფერი არ ჩაივლიდა,როცა რამე მოხდებოდა წაკამათდებოდნენ ან რამე მე ვიყავი მათი შემრიგებელი,შუამავიალი და ხანდახან ცოცხალი ელფოსტაც.სანდროს საჩუქრის გაკეთება რომ უნდოდა სურპრიძის ორგანიზატორი და დამდგმელი ოპერატორი მე გახლდით.
ჩემი და 19 - ის ხოლო სანდრექსა 21-ის იყო,ისეთი თბილი ურთიერთობა ჰქონდათ მშურდა კიდეც ( რათქმაუნდა ცუდად არ ვამბობ ამას) ერთმანეთს არაჩვეულებრივად უგებბდნენ,არავისთან არ მალავდნენ ურთიერთობას, დედამაც ყველაფერი იცოდა და სანდროს მშობლებმაც.
18 წლის რომ გავხდი სანდრომ გადამიხადა დაბადების დღე კლუბში,თავის ძმაკაცები ჩემი მეგობრები და რამოდენიმე ნათესავი დავპატიჟეთ,არაჩვეულებრივი დრო გავატარე,ისეთი ბედნიერი ვიყავი,სანდროს თავზე დავტრიალებდი ვემადლიერებოდი,მერე ცოტა მეტი მომივიდა დალევა,სანდროს ძმაკაცმა დამიწყო ფლირტაობა,სასმელი მომეკიდა და გარეთ შემომთავაზა გასვლა,ჰაერი გიშველისო,მეც გავყევი რომ ჩემდას არ დავენახე ასეთ მდგომარეობაში,მართლაც მიშველა ჰაერმა,მერე ცოტა გავისეირნეთ ვისაუბრეთ,მაღალქუსლიანები მეცვა,უკან რომ ვბრუნდებოდით,კლუბის შესასვლელთან ფეხი გადამიბრუნდა(საკმაო რაოდენობით იყო ჩემს ორგანიზმში ალკოჰოლი)გიორგიმ დამიჭირა,წამოვდექი,
-”ყველაფერი კარგადაა,მადლობ კარგად ვარ”
ვუთხარი და მისი მკლავებიდან დავიძვრინე თავი, მაგრამ გიორგი ჩემს საკოცნელად გამოიწია,მიუხედავად იმისა რომ ნასვამი ვიყავი თავს ვაკონტროლებდი,მისი მოშორება ვცადე მაგრამ ძალა არ მეყო ის ისევ გამოიწია ჩემკენ
-გაჩერდი,გეყოფა!
-მხოლოდ ერთი კოცნა,რას დაგაკლებს
-ხელი არ მახლოო!
ვიგრძენი რომ ვერ ვერეოდი აკრძალული ილეთი გამოვიყენე,შესასვლელისკენ გავიქეცი და სანდროს შევეჩეხე
-რა მოხდა მარიამ?
-არაფერი
გავსწორდი,კაბა შევისწორე და ვცადე სანდრო კლუბში შემეყვანა მაგრამ , ჩაკეცილი გიორგი რომ დაინახა იმას რაღა დააჯერებდა რომ არაფერი არ მომხდარა
-გიორგი ადექი!
სანდრო მივარდა გიორგის, უყვირა,საროჩკის საყელოში წაავლო ხელი უხეშად წამოაყენა ფეხზე და მუშტი მოუღერა
-რა მოხდა მეთქი არ გესმით ?
-ის უბრალოდ ძალიან მთვრალია , არ გინდა არ დაარტყა!
ვეცადე მის გამართლებას მაგრამ არ გამომივიდა,ის საერთოდ არ იყო ნასვამი,ხმაურზე სანდროს სხვა ძმაკაცებიც გამოვიდნენ
-სანდრო მაპატიე,არაკაცი ვარ,მიდი დამარტყი , ვიმსახურებ
-რა გააკეთე?
-მისი კოცნა ვ...
სიტყვა სანდროს მოქნეულმა მუშტმა შეაწყვეტინა ,როგორც იქნა გამოგლიჯეს მისი თავი სანდროს და წაიყვანეს,ძალიან შემრცხვა,სალომე გამოვიდა,ტაქსი გავაჩერეთ და სახლში წავედით,სანდრომ ძმაკაცს დაუტოვა ფული ანგარიში გაასწორეო. ტაქსში რომ ცავჯექით სალო მომეხვია
-დაგიშავა რამე ?არ დმაიმალო დაო , ხომ იცი შენთან ვარ !
-არა სალომეე, რა უნდა დაეშავებინა უბრალოდ კოცნა უნდოდა,საერთოდ რატომ გავაბუქეთ ასეთი რა მოხდა?
-მარიამ , ეს შეურაცხყოფაა სანდროსიც ჩემიც და შენიც,ეს არაა ნორმალური საქციელი...
სახლში დავრეკეთ და დედა გავაბრთხილეთ რომ სასტუმროში დავრჩებოდით,სანდროც ჩვენთან ერთად წამოვიდა
-ჩემი ბრალია სანდრო,მე რომ არ დამელია ამდენი ან გარეთ რომ არ გამოვსულიყავი ეს ხომ არ მოხდებოდა,მაპატიე...
თან ვტიროდი და თან დასისხლიანებულ ხელს ვწმენდდი,სალომე პერსონალთან იყო გასული რომ ბამბა და სპირტი მოეტანა
-გაჩერდი გოგო ,რის გამო ტირი , არაკაცია და რაც დაიმსახურა მიიღო,ეგ მეორედ არ თქვა და ნუ ტირი!
ფეხზე ავდექი,მომეხვია და გამამხნევა
-მარიამ,სალომე შენს გამო სიცოცხლეს დათმობს, მე სალომეს გამო ,ამიტომ შენც ისე უნდა გაგიბრთხილდე როგორც მას ვუბრთხილდები,არასოდეს დავუშვებ რამე დაგემართოს,ყველა მიიღებს საკადრისს თუ რამეს დაგიშავებს, ჩემო პატარა,მოდი ჩემთან
მითხრა და ძლიერად ჩამიკრა გულში,ისე მანუგეშა როგორც უფროსმა ძმამ,თავი მშვიდად ვიგრძენი,სალომეც მოვიდა ხელი დაუმუშავა,მე დავიღალე დავისვენებ-მეთქი და ჩემს ნომერში გავედი ...
ეს ამბავი მიწყნარდა ,გიორგი მოვიდა ჩემთან, ბოდიში მომიხადა,ვეღარასდროს ვერ მნახავოო მითხრა და წავიდა
რამოდენიმე თვეში ქორწილის თარიღი დანიშნეს,ეს ისე მოულოდნელად მოხდა დავიბენი,თან გამიხარდა
-რამაგარია დაოოოო,მევიქნები ორგანიზატორი,გთხოვ გთხოვ , მე ვარ ხო ? მდლოობ მიყვარხარ უზომოოოდ!
-რავიცი მარიამ ჯერ თანხმობა არ მითქვამს მემგონი
-მომისმინე დაო, შენ გაქვს ორი არჩევანი,ან მე ვიქნები ქორწლის ორგანიზატორი,ან ხო!
და კიდევ ერთია რომელიც დარწმუნებული ვარ არ გაწყობს
-აბა რომელი?
-მე გამოვაცხობ საქორწილო ტორტს
-ესეიგი შენ ხარ ქორწილის ორგანიზატორი ძალიან კარგია გილოცავ ,მაგრამ ერთი რამე არ მომეწონოს
-მაგარია!
გამარჯვების ნიშნად გავუღიმე
-გოგო ქორწილი ერთ თვეშია რას მოვასწრებთ...მოქმედების დროა
-კარგი რა მარიამ რა გეჩქარება?
-შენ რა მშვიდად ხარ დაოო ? არ გიხარიაა?
-რეებს მეკითხები ,ნორმალური თუ ხარ?ჩემი ქორწილი საყვარელ კაცთან არ გამიხარდებაა?
-ხოდა მაცადე!
საქორწილო კაბების მაღაზიათა ქსელებში დავრეკე და საუკეთესო დიზაინერები დავიბარე,ასევე ჩემს მეგობარსაც შევეხმიანე
სალომე გაკვირვებული დარჩა რიგის მიხედვით რომ შემოვიდნენ
-მარიამ რა ხდება?
-არაფერი სალომე,ესენი წლის საუკეთესო დიზაინერები არიან და ერთობლივი შეთანხმებით აგირჩევენ კაბას,ერთ თვეში შეკერავენ კიდეც
-მარიამ ჩვენ ამის ფული არ გვაქვს
-ნუ ღელავ დაიკო ყველაფერს მე მივხედავ
-ამ ბავშვმა ვალებში უნდა გადამაგდოს
წაიჩურჩულა ჩემმა დამ და თავი გააქნია
მე გადავიკისკისე,
-კაი რა სალომე რაა, ეს დღე მთელი ცხოვრება უნდა გახსოვდეს,ეხლა ბედნიერებისგან უნდა დაფრინავდე წესით და მეჩვენება რომ შენ სულაც არ გიხარია
-კარგი ჰო ეხლავე მოვალ
-მე უნდა გავიდეე!
-კარგი მიდი და ჭკვიანად
მე გავედი სხვა საქმეებზე და ჩემი დასთან დედა დავტოვე ,იმ დღეს ვერ შეჯერდნენ დიზანინერები თუმცა ერთკვირაში საქორწილო კაბის ორიგინალური,დახვეწიილი და ელეგანტური ნიმუში იდო ჩემს წინ რომლითაც უაღრესად აღფრთოვანებული დავრჩი
-ზუსტად სამკვირაში მზად იქნება ჩემოსაყვარელოო
ღლაპუცით მითხრა ”პოლომ” თვალი ჩამიკრა გადამეხვია და წავიდა
”პოლო”ჩემი მეგობარი დიზაინერია,სინამდვილეში პაატა ჰქვია თუმცა განსხვავებული ორიენტაციისა და მისი შესაფერისი სახელი აირჩია,არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და მისი ორიენტაცია ჩემთვის ბოლოხარისხოვანია,პიროვნებაა განსაკუთრებული,თბილი , კეთილია, ალალი და შეუძლია ჩემს გამო სიცოცხლე დათმოს
დრო ისე გავიდა ვერაფერი ვერ გავიგე,ისე დავიღალე რომ ფეხზე მდგარს მეძინებოდა ხოლმე , სანდრექსა მსაყვედურობდა , ისე ღელავ თითქოს შენი ქორწილი იყოსო,დამყვებოდა აქეთ-იქით, ჩემი და უხალისოდ იყო,არაფრის”მუღამი” არ ქონდა,ვიფიქრე ნერვიულობს თქო და ამიტომ ყურადღება არ მივაქციე,მე და სანდრომ თვის ბოლოსთვის დარბაზიც დავჯავშნეთ, დიზაინერებთან ერთად ინტერიერიც ავარჩიეთ და სხვა მრავალ წვრილმანზეც შევთანხმდით.
კარგი კოლეგა აღმოჩნდა, მამხიარულებდა,იიმდენს ვიიცინოდით მუცელი მტკივდებოდა,ერთად ვვახშმობდით,ნუ მოკლედ მართობდა და ყველანაირად მიწყობდა ხელს,ჯერი მის სმოკინგზეც მიდგა
-ღადაოობ ? მე სპორტულებით მოვდივარ თავი დამანებე
ისეთი სახით შევხედე ბოლოს თვითონ მითხრა ესა და ეს მაღაზია მირჩია ჩემმა ძმაკაცმა და იქ წავიდეთო
ბევრი ვაწვალე , 50 სმოკინგი მაინც მოვაზომე, არცერთი არ მომწონდა და რა მექნა , ძალიან დაიღალა
-ასეთი არც ქორწილი მინდა და არც არაფერი
-რაო? რა იყო ამან თუ დაგღალა შვილი რომ გეყოლება მერე რას იტყვი?მოიცა იყავი აქ და მე ავარჩევ რამეს
ვუთხარი და გავედი სმოკინგის ასაჩევად
-აი ეს მაგარია!
როგორც იქნა მივაგენი იმას რასაც ვეძებდი
-აბა ეს ნახე სან !
სანდრო წელმოწყვეტილი შევიდა გასახდელში,რომ გამოვიდა უკვე დავრწმუნდი რომ ეს ზუსტად ის იყო რასაც მე ვეძებდი
-ზუსტად ესაა ოღონდ ოდნავი კორექტირებით
მივედი და ყელზე შემოჭერილი ჰალსტუხი მოვხსენი
-ეს ცოტა ბებერს გაჩენს
-რაო?ვინაა ბებერი
ხელი მომკიდა და ორწუთში ბეჭებზე ”მომიგდო”
-სირცხვილიაა
-აბა ვინაა ბებერი,მომიხადე ბოდიში და დაგსვავ
-დამსვი სანდო კაი რაა რას ბავშვობ
-კარგი ჰო , ეს მეც მომწონს წავალ გადავიხდი და მერ სადმე ვივახშმოთ თორე შენი და გათხოვებამდე დაქვრივდება..
როგორც იქნა დადგა ის სანატრელი დღე, სტილისტები სახლში დავიბარე, ჩემი და შეუდარებელი იყო,თვალის მომჭრელი,ასეთი მშვენება ჯერ არსად მენახა
-ვაიმე სალომეე, რა ლამაზი ხარ
ვუთხარიდა მისკენ წავედი ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე
-ვაიმე არაფერი გავაფუჭო
მოვტვინე და გამოვეცალე
-თქვენ არ გნებავთ მაკიაჟი მარიამ?
-კი როგორ არა მაგრამ ჯერ სანდროსთან უნდა შევიდე , ეხლავე მოვალ
სანდროს ოთახისკენ წავედი,დავაკაკუნე
-შეიძლებაა?
-კიი შემოდი
სანდრო უკვე მზად იყო
-შანსი არაა, ეს შენ ხარ ?
გაკვირვება ვერ დავმალე ისეთი სიმპათიური იყო,შავგვრემანი სახიდან ნაცრისფერი თვალები მომაჯადოვებლად იყურებოდნენ,პატარა და ლამაზი ცხვირი, ზომიერად დიდი ტუჩები,ასევე ზომიერად დაკუნთულ სხეულზე ის სმოკინგი ისე უხდებოდა თვალს ვერ ვაშორებდი
-ცუდია ?
-ცუდია ? რას ამბობ უკეთესი დამანახეთ აბა ? ვაიმე სანდროო მალე ჩემი სიძე გახდებიი
-მოდი მომილოცე
მივედი და გადავეხვიე,ცრემლები ვერ შევიკავე ,
-ბედნიერებისგან ვტირი არ შეიმჩნიო
-ნუ ტირი!ხომ იცი შენს ცრემლებს ვერ ავიტან თუნდაც ბედიერების იყოს
-კარგი ჰო
ცრემლები შევიმშრალე და კიდევ მოვეხვიე,ისე მაგრად ჩამეხუტა თითქოს უნდოდა სულში შევეძვრინე,
-სანდრო გავიჭყლიტე
-უი მაპატიე მარიამ!
-კარგი წავედი მოვემზადო , 2 საათში ტაძარში შეგხვდები იცოდე სალომესთან მოახლოება არც გაბედო
მეც გავემზადე,ჩემთვისაც არაჩვეულებრივი კაბა შევარჩევინე პოლოს,ის მეხმარებოდა ჩაცმაში,მაკიაჟიც მან ამირჩია,სარკეში რომ ჩავიხედე თავი ვერ ვიცანი
სალომეც გაოცდა
-შენ მემგონი დღეს ჩემზე ლამაზი ხარ დაო , ჩემი პატარა და რა მალე გაიზარდე
ოთახში დედა შემოვიდა
-ჩემი გოგოები , რა დღე დამიდგა , დავბერდი უკვე, ჩემი პატარა გოგოები დაქალდნენ
დედას მოვეხვიეთ და გავამხნევეთ, პოლომ მაკიაჟი შეუსწორა და დედა გავისტუმრეთскачать dle 11.3



№1  offline წევრი ana456

სულ ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ რაიმე ცუდი მოხდებოდა! ან სალომე იზამდა რამე ხუდს, ან მარიამს შეუყვარდებოდა სანდრო,ან პირიქით სანდროს მარიამი! იმედი მაქვს არ გააბანალურებ!ヅ სასიამოვნო წასაკითხი იყო ისე!

 


№2  offline წევრი nikname

მმადლობ რჩევისთვის და იმისთვის რომ წაიკითხე,პარასკევს დავდებ სრულად <3<3 მადლობ ყურადღებისთვის

 


№3 სტუმარი puska

Zalian dzalian kargia

 


№4  offline წევრი nikname

ძალიან ძალიან დიიდი მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent