შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშგულში ნაპოვნი ანგელოზი [2]


17-02-2015, 21:40
ავტორი მარრიამი
ნანახია 5 041

მარიამი სიცხემ გამოაღვიძა დილით. ნელა წამოდგა და საღამურებით გავიდა სამზარეულოში. წყალი გააცხელა და ყავა მოიმზადა. როგორც არ უნდა ცხელოდეს, დილით მაინც ცხელ ყავას სვამს. ახლაც, ყავა ოთახში შეიტანა და საღამურებითვე მიჯდა კომპიუტერთან. სოციალურ ქსელს გადახედა, მეგობრების მიერ გამოქვეყნებული სურათები ნახა, სურათებმა კიდევ ერთხელ გაახსენეს სვანეთის ორი დღე და ბედნიერებისგან გაეღიმა.

- დე _ ოთახიდანვე დაუძინა.
- რა გაყვირებს? _ სიცილით შემოვიდა დედა.
- მოდი სურათები გაჩვენო _ გვერდით მოისვა და სურათები აჩვენა, თან ყველაფერს უხსნიდა, ყველა ადგილს უხასიათებდა და აღფრთოვანებით ყვებოდა. _ აუ დე ტაძარში ვიღაც ბიჭი ვნახე, რამ სიმაღლე იყო იცი? ორმეტრიან _ გაიცინა.
- შენ მარტო სიმაღლეს უყურე დედი _ გაუცინა დედამ.
- ოო, აბა ჩემზე დაბლებს ვიყურო? უბრალოდ აღვნიშნე ოჰ _ კისკისით აუხსნა და კარადასთან მივიდა. _ დე რა ჩავიცვა?
- ახლა დამანებე თავი, არ გაქვს ტანსაცმელი?
- რომ მაქვს იმიტომ გეკითხები, რომ არ მქონდეს სულ არ ჩავიცვამდი _ გაუცინა.
- ენა რომ არ გქონდეს მერე რა გეშველებოდა ენა?
- შენ არ იცი? მე გარეთ არ მაქვს ენა, სახლში შემოსვლისთანავე ისევ მიგრძელდება.
- რა გეშველება. სახლში ხარ დღეს?
- კი რავი, სახლში ვარ, შეილება გოგოებთან გავიდე, ან თვითონ გამოვიდნენ.
- კარგი დედიკო _ ოთახიდან გავიდა და კარები მიიხურა.

_____________________

ექვსის ნახევარზე სწრაფად გაახილა თვალები ანდრონიკემ, გამოფხიზლდა, სწრაფად ჩაიცვა და თავი მოიწესრიგა. ექვს საათზე უკვე ტაძარში იყო და ფსალმუნების კითხვას ესწრებოდა. სული დაუმშვიდა ლოცვამ და ნელი ნაბიჯებით გამოვიდა ტაძრიდან. დილის სუსხი იგრძნობოდა მთაში, არაფრად ჩააგდო სიცივე, ცოტაოდენი წაივარჯიშა და ისევ კელიას დაუბრუნდა. ხვალ უნდა წავიდეს აქედან, დაუბრუნდეს ქალაქს, ჯარს. ცხრა საათზე ისევ ტაძარში იდგა მორჩილად და წირვას ესწრებოდა. წირვის შემდეგ საშეშესთან მივიდა, შეშის ჩეხვა დაიწყო. რაც აქაა საზამთროდ შეშის დაჩეხვაში ეხმარება ბერებს, მიწაზე მუშაობაში. ბოლო რამდენიმე დღე განსაკუთრებით ინდომებდა და შრომობდა, ცდილობდა რაც შეიძლება ბევრი მოესწრო.

- ე.ი. გვტოვებ ანდრონიკე _ მიუახლოვდა ბერი და გაუღიმა.
- დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ _ ღიმილით უპასუხა ანდრონიკემ.
- შეგიძლია დარჩე.
- შემიძლია, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ, იქნებ ოდესმე სამუდამოდ დავბრუნდე კიდეც _ მშვიდად გაუღიმა და ისევ შეშას მიუბრუნდა.

_________________

- დედიკო, რას მიკეთებ? _ ჩუმად მიახლოვდა მარიამი დედას და ინტერესით გადახედა მოფუსფუსე ქალბატონს.
- რავიცი დედი, გავაკეთებ და ნახავ.
- დე ქალაქიდან როდის გავდივართ?
- ჯერ მამიკო მუშაობს დე და სახლში ხომ უნდა ვიყოთ ვინმე როცა მოვა.
- აბა მარტომ რა ვაკეთო სოფელში. დაგელოდებით. ახლა მე გავემზადები და თეკლასთან წავალ.
- კარგი დე, გუშინ გოგამ დარეკა.
- რაო?
- დაბადების დღე აქვს ზეგ და დაგპატიჟა.
- ჰო ეგ ვიცოდი და მივდიოდი კიდეც, ხვალ გავივლი საჩუქრისთვის.
- კაი დე.
- წავედი მე.

დაქალთან წავიდა, ილაპარაკეს, თეკოსაც დაწვრილებით მოუყვა სვანეთის შესახებ. არც „ლამარიაში“ აღმოჩენილი მაღალი სვანი გამორჩენია. შემდეგ გოგასთვის საჩუქრის საყიდლად წავიდა. არჩევანი საათზე შეაჩერა და კმაყოფილი დაბრუნდა შინ. სახლში დაბრუნებულმა ჯერ წიგნი წაიკითხა, ტელევიზორს უყურა, სოციალურ ქსელში შეიხედა და ლოგინს მიაშურა. ბალიშს ჩაეხუტა, ძილის სამყაროში გადაეშვა.

____________

დილით ადრე გაიღვიძა არღვლიანმა. მოემზადა, ბერებს დაემშვიდობა და ფეხით დაუყვა გზას ტრანსპორტამდე. ქალაქის ავტობუსში მოკალათდა და თვალები დახუჭა. ვინ იცის რაზე ფიქრობდა, ან ვისზე, მაგრამ სანამ ქალაქში არ ჩავიდა, თვალები არ გაუხელია. დინჯი ნაბიჯებით ჩამოვიდა ავტობუსიდან, სახლთან მისულმა ფრთხილად დააკაკუნა კარებზე. დედამ გაუღო.

- ჩამოხვედი დედა? შემოგევლე მე შენ _ თბილად ჩაეხუტა _ როგორ მომენატრე დედი _ კიდევ ერთხელ აკოცა. სვანმა შესამჩნევად გაუღიმა და თავის ოთახს მიაშურა. ტელეფონმა დარეკა.
- გისმენთ. ხვალ? კი მცალია, რა ხდება? კარგი, კარგი, მოვალ მადლობა.

_________________

საღამოს რესტორანში უნდა წასულიყო. არ აპირებდა ზედმეტად გამოპრანჭვას იმნაძე. სულაც არ უნდოდა ვინმეს აკიდება და დაბადების დღის ჩაშლა გოგასთვის. მუხლს ოდნავ აცილებული, თავისუფალი სტილის სარაფანი შეარჩია, დატალღული თმები ზურგზე დაიყარა, სულ მცირე მაკიაჟი, მაღლები და მზად იყო. ჩანთა, საჩუქარი, მობილური აიღო და წავიდა. ბავშვობიდან ასე იყო, არასდროს უყვარდა ზედმეტად გამომწვევი სამოსი, მაგრამ ყოველთვის ყველაზე ორიგინალური უნდა ყოფილიყო, თუნდაც სრულიად უბრალო მაგრამ ორიგინალური. მაღლების ჩაცმას ერიდებოდა, ძალიან მაღალი ჩანდა, თუმცა ასეთ შემთხვევებში გამონაკლისს უშვებდა.

____________

ანდრონიკე განსაკუთრებით არ მომზადებულა, თავისუფალი სტილი მოირგო, საჩუქრად ნაყიდი საათი აიღო და სახლიდან გავიდა. ხმაურიან შეკრებებზე არ გიჟება, მაგრამ უწევს და ამიტომაც შეეჩვია. მეგობარს მით უმეტეს უარს ვერ ეტყოდა.

________

- ჩემი პრინცესა მოსულა _ სიცილით შეეგება გოგა და მარიამს ჩაეხუტა.
- გილოცავ _ მარიამმაც გაუცინა და საჩუქარი გადასცა _ გახსენი და გაიკეთე.
- ახლავე პრინცესა _ მიიხუტა. _ მიდი შენ დაჯექი მაგიდასთან, რამდენიმე სტუმარიღა დარჩა და მოვალ მეც.
- კარგი.

- გამარჯობა _ რესტორანთან მისულ მეგობარს ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა.
- გილოცავ _ საჩუქარი გაუწოდა არღვლიანმა.
- მადლობა. საათია? _ გაუცინა.
- საათია _ ღიმილით დაეთანხმა სვანიც და უეცრად გაუშტერა თვალი გოგას საათს. _ როგორც ჩანს ვიღაცას დაუსწრია _ გაუღიმა.
- ჩემმა პრინცესამ დამასაჩუქრა. შემო შემო შევიდეთ _ უკან მიყვა სტუმარს და შევიდნენ.

იმნაძე იუბილარს ელოდებოდა. მის გვერდით მაღალი სილუეტი შენიშნა, ახლოს რომ მოვიდა და მასში სვანი ამოიცნო, თან გაუკვირდა, თან რაღაც უცნაურად აღელდა. თითქოს ესიამოვნა კიდეც მისი დანახვა. მორცხვად გაუღიმა მომავლებს.

ანდრონიკემაც შენიშნა შორიდან უკვე შესწავლილი სილუეტი. გაოცდა, არ ელოდა, მაგრამ გოგასთვის არაფერი უთქვამს. თავისთვის ჩაიცინა. „ მადლობა“ - გაიფიქრა გულში უშგულის ლამარიის ღვთისმშობლის მიმართ და კიდევ უფრო მიუახლოვდა გოგონას.

- ანდრონიკე გაიცანი ეს არის ჩემი პრინცესა, რომელმაც ზუსტად იგივენაირი საათი მაჩუქა _ გაუცინა გოგამ და მარიამი მიიხუტა. _ ოდნავ გაღიმებული სახე მაშინვე დაუსერიოზულდა არღვლიანს. ვერ წარმოიდგენდა თუ მისი პეპელა სხვას ეკუთვნოდა. „მისი“ - უკვე დაისაკუთრა კიდეც. ვეღარაფერს ამბობდა, კითხვისაც ერიდებოდა.
- ანდრონიკე არღვლიანი _ დინჯად გაუწოდა ხელი.
- მარიამ იმნაძე _ გაუღიმა გოგონამ და თავისი ხელი შეაგება. ელექტროდენებმა დაუარეს სხეულში სვანის შეხებაზე, ხელი ტუჩებთან რომ მიიტანა და ეამბორა ხომ სულ გაუბრუჟდა ის ადგილი. არც სვანი ყოფილა უკეთეს დღეში, მაშინ როცა არავის შეხება ასე მძაფრად არ უგრძვნია, ახლა რაღაც დაემართა. თან საკუთარ თავს უბრაზდებოდა, მეგობრის „პრინცესას“ რომ ასეთი კუთხით უყურებდა. გადაწყვიტა იქვე დაესრულებინა ყველაფერი რაც ამ გოგონას უკავშირდებოდა მის ფიქრებში და გოგას მიერ მითითებულ ადგილზე დაჯდა. იუბილარმა წინ დაუსვა მარიამი. თვითონ კი დროებით გაეცალა იქაურობას.
- გოგონა უშგულიდან _ ბოხი ხმით წარმოთქვა არღვლიანმა, საკუთარ თავს ვერ სძლია რომ სიტყვები შეეკავებინა.
- ბიჭი უშგულიდან _ გაუღიმა გოგონამ და თვალები შეანათა. კიდევ ერთხელ გაუარა სასიამოვნო და თან უსიამოვნო შეგრძნებებმა მისი თვალების დანახვისას სვანს.
- არ მეგონა თუ აქ გნახავდით.
- მე უფრო არ მეგონა დამიჯერეთ _ მხიარულად გაუღიმა მარიამმა.
- თან არ მეგონა თუ გოგას შეყვარებულის სტატუსში გნახავდით.
- ვის სტატუსში? _ გადაიკისკისა იმნაძემ.
- ჩემი მეგობრის შეყვარებულის _ გამხიარულების მიზეზს ვერ მიუხვდა გოგონას.
- რაღაცები არასწორად გაიგეთ, გოგას შეყვარებული არ ვარ, ნათესავი ვარ.
- უკაცრავად, უბრალოდ პრინცესათი რომ მოგიხსენიათ.
- გასაგებია _ გაუღიმა მარიამმა _ მაგ „პრინცესის“ გამო ბევრს ჰგონია ასე, მაგრამ უბრალოდ ჩემთან მომართვის ფორმა აქვს ასეთი.
- ხომ არ მოიწყინეთ? _ ხალისიანად შემოუერთდა იუბილარი.
- რა მომაწყენს _ გაუცინა მარიამმა.

დაიწყო სმა, გართობა. მარიამი ჩვეულად, მოკრძალებულად იჯდა და მშვიდად იღიმოდა. ანდრონიკე მხოლოდ ხანდახან თუ გაიღიმებდა, დროდადრო აპარებდა თვალს იმნაძისკენ და კიდევ უფრო იხიბლებოდა მისი უბრალოებით. იმნაძესაც გაურბოდა თვალები წინ მჯდომისკენ, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია. მუსიკა რომ ჩაირთო და გოგამ ცეკვა სთხოვა, თავიდან უარზე იყო, ბოლოს მაინც დათანხმდა. ნაზი ნარნარით გაემართა საცეკვაო მოედნისკენ და ხელები მოხვია იუბილარს. მუსიკის რითმებს აჰყვა და ნელა ამოძრავდა. თუმცა მალე დაუბრუნდა თავის ადგილს და გოგას მის მეგობრებთან ცეკვის საშუალება მისცა. სუფრასთან არღვლიანი დახვდა, ოდნავ გაუღიმა მარიამმა ზრდილობის მიზნით და სკამზე მოთავსდა. ლიმონათი მოსვა და მოცეკვავე წყვილებს გახედა. ანდრონიკეს უნდოდა რაიმე ეთქვა, თუნდაც კომლიმენტი, მაგრამ თავს იკავებდა. არ უნდოდა ზედმეტი ელაპარაკა. მოცეკვავე საზოგადოება დაუბრუნდა სუფრას, უკვე გვიანი იყო.

- გოგა მე წავალ _ ჩუმად უჩურჩულა მარიამმა.
- სად წახვალ? ასე მალე?
- რა მალე? გვიანია უკვე _ გაუცინა.
- მოიცა გაგიყვან მაშინ, მარტო ხომ არ გაგიშვებ.
- სტუმრებს მარტო დატოვებ? ტაქსით გავალ რა პრობლემაა.
- არ მინდა რომ მარტო გაგიშვა.
- არაფერი არ მომივა, მოვწესრიგდები და მოვალ ახლავე. _ მაკიაჟი შეისწორა და დარბაზში დაბრუნდა.
- პრინცესა, ანდრონიკეც მიდის უკვე და გაგიყვანს რა თან _ გადახედა გოგამ.
- აუცილებელია ვინმე შევაწუხო? _ ღიმილით ჰკითხა.
- არ შევწუხდები _ მშვიდი ტონით, სერიოზულად უპასუხა სვანმა.
- ნუღარ ფიქრობ, გაგიყვანს ანდრონიკე პრობლემა არაა.
- კარგი, კარგი _ დაეთანხმა მარიამი და დაემშვიდობა გოგას. არღვლიანი მშვიდი ნაბიჯებით მიჰყვებოდა გოგონას უკან, სახეზე არაფერი შეუმჩნევია, თუმცა გულში გაუხარდა რომ დათანხმდა. იქნებ უკეთ მოახეხოს საერთო ენის გამონახვა.

მთელი გზა სიჩუმეში გალიეს, მხოლოდ ერთხელ ამოიღო მარიამმა ხმა, როცა მისამართი უთხრა. თითქოს მამაკაცისკენ გახედვის ერიდებოდა, ფანჯარას თვალს არ აშორებდა იმნაძე. ანდრონიკე ხანდახან გადახედავდა, მერე ოდნავ ეღიმებოდა და ისევ გზას გაჰყურებდა. სახლთან რომ მიიყვანა, საუბარი წამოიწყო არღვლიანმა და მხოლოდ მაშინ შეხედა გოგონამ.

- ერთნაირი გემოვნება გვქონია _ მშვიდი ტონით დაიწყო სვანმა.
- როგორც ჩანს _ გაუღიმა გოგონამ.
- მეგონა ერთადერთი იქნებოდა ჩემი ნაჩუქარი საათი.
- მეც ასე მეგონა. ჩემი წასვლის დროა, ივასუ ხარი (სვანური: მადლობა) _ ღიმილით გადაუხადა მარიამმა მადლობა და თავი ძლივს შეიკავა არღვლიანის გაოცებულ მზერაზე რომ არ გაეცინა.
- დეემგვაშ (არაფერს). სვანური იცი?
- ცოტა.
- შენც სვანი ხომ არ ხარ?
- არა, სვანი არ ვარ.
- გასაგებია.
- კარგი, ხოჩა ლეეთ (ღამემშვიდობის).
- ხოჩა ლეეთ _ შესამჩნევი ღიმილით დაემშვიდობა სვანი. მანქანა იქამდე არ დაძრა, სანამ მარიამი არ გაუჩინარდა. შემდეგ კი სასიამოვნოდ გაოცებული გაუყვა გზას. ჯერ თავისი სილამაზით გააოცა ამ გოგონამ, შემდეგ უბრალოებით, მოკრძალებით, ახლა სვანურის ცოდნით. მიუხედავად საკუთარი დინჯი ხასიათისა, მაინც გადაწყვიტა მარიამის ნომრის გაგება.

_____________________

კმაყოფილი დაბრუნდა იმნაძე სახლში. ჩუმად შეიპარა და ოთახში შევიდა. მალე დედა მიჰყვა.

- კარგი დრო გაატარე დე?
- კი დე ძალიან, იცი ვინ იყო? აი რომ გიყვებოდი მაღალი ბიჭი ვნახე-თქო.
- მერე?
- რავიცი არაფერი, გოგამ მას გამომაყოლა სახლამდე, უბრალოდ ვისაუბრეთ და მოვედით. ძალიან სერიოზულია _ გაეცინა _ შუბლს არ ხსნის.
- ეგ არაფერი დედი, დაიძინე ახლა.
- ძილინების _ დედას აკოცა და ლოგინში დაწვა.

მაინც ვერაფრით მოიშორა სვანზე ფიქრები, რატომ აეკვიატა თვითონაც ვერ გაიგო. სვანები ყოველთვის ადვილად იქცევდნენ მის ყურადღებას, მაგრამ ასე დაჟინებით ჯერ არავისზე უფიქრია, თან უკვე მეორედ შეხვდა. ახლა უნდა დაიძინოს, თორემ ანდრონიკეზე ფიქრები შორს წაიყვანს. სახელიც როგორი ორიგინალური აქვს - „ანდრონიკე“. გვარი? არღვლიანი, არა აშკარად კარგი ვინმეა. „დაიძინე, მარიამ, დაიძინე, სვანზე ფიქრები არ გამოგადგება ახლა“ _ გაიფიქრა და ბალიშს მიეხუტა.

_______________________

ჩვეულებისამებრ დინჯად დააკაკუნა არღვლიანმა კარებზე. დედა გამოეგება.

- მოხვედი დედი? კარგი დრო გაატარე?
- კი დედა, კი _ უცნაური ღიმილით უთხრა და პირდაპირ თავისი ოთახისკენ გაეშურა.

დედამაც უცნაურად გაიღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. ანდრონიკე მოწესრიგდა და ლოგინზე წამოწვა, ხელები თავქვეშ დაიწყო და ჭერს ახედა. აშკარაა ამ სიფრიფანა გოგოს მიმართ ინტერესი გაუჩნდა. ძალიან უნდა უკეთ გაიცნოს, როგორი ბავშვურია, სუფთა, მორცხვი. სწორედ ეს მოწონს სვანს, მისი სისადავე, მისი უბრალოება. ის უბრალოება, რომელმაც ტაძარში შემობიჯებისთანავე მიიპყრო არღვლიანის ყურადღება. მისი თვალებიც მოწონს, სუფთა, დიდრონი. მოწონს და რა ქნას? საკუთარ თავს ხომ არ მოატყუებს. ტყუილი მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ვერ იტანს როცა ატყუებენ, თვითონ ხომ არ იტყუება. გონებაში კიდევ ერთხელ წარმოიდგინა მარიამის სახე. სვანურად რომ უთხრა მადლობა, ჯერ გაოცდა, შემდეგ კი კინაღამ გაეღიმა ინტონაციის გამო, მაგრამ თავი შეიკავა, არ უნდოდა ეწყენინებინა. „მარიამი - სახელიც როგორი ლამაზი აქვს, ზუსტად ისეთი მას რომ შეეფერება“ _ კიდევ ერთხელ შეეპარა სვანს ღიმილი და გვერდი იცვალა. ხვალ აუცილებლად მიხედავს ამ საკითხს. მარიამს როგორმე დაეკონტაქტება და გაარკვევს ყველაფერს მის შესახებ, მისგან დამალულად.

____________________

ესეც მეორე თავი ჩემო ძვირფასებო.. მოკლედ, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ რატომღც არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას და ძალიან ბედნიერი ვარ.. მიხარია თუ მოგეწონათ, ვიმედოვნებ რომ იმედებს არ გაგიცრუებთ.. ამ ისტორიაში ალბათ აშკარად იკვეთება ჩემი სიყვარული სვანეთისა და სვანებისადმი.. უღრმესი მადლობა სითბოსთვის, თქვენ მავსებთ პოზიტივით, მუხტით. მთელი დღის განმავლობაში რეპეტიტორებისგან დაღლილს საღამოს თქვენი შეფასებები ახალი ენერგიით მავსებს და მაშინვე წერა მინდება. ამ დროისთვის სკოლაში გარკვეული სიუჟეტი უკვე შექმნილი მაქვს ძირითადად... ე.ი. იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ, ბოდიში შეცდომებისთვის, ველი შეფასებას, კრიტიკას, რჩევებს, ემოციების გაზიარებას...

მადლობა რომ ასეთი კარგები ხართ.. მიყვარხართ მე თქვენნ.. მარრიამი..



№1  offline წევრი Mkitxveli

ყოჩაღ,რომ რეპეტიტორებთან დადიხარ და მაინც, ყოველდღე ახალი თავით გვა ნე ბივ რებ! :*
ისტორიაზე უკვე აღარაფერს ვამბობ :))

 


№2  offline მოდერი ლილიანა

ძალიან დიდი სითბო იგრძნობა,განსაკუთრებით გამოვყოფ იმას რომ ნუ პირადშიც კ მოგწერე :) ქალის პერსონაჟი ყველგან ნაზი არსებაა თბილი და ზრდილი,ასევე მამაკაციც ზრდილი და ვაჟკაცური,არა მეტიჩარა და ავარდნილი არც გოგონა და არც ვაჟი.მე ეს მომწონს,ისტორია ძალიან საყვარელია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი natia23

ახლა წავიკითხე ორივე და არ ვიცი რა სიტყვებით შეგაქო, წარმოშვებით სვანი ვარ და გამიხარდა რომ სვანებზე დაიწყე წერა. თან ეს სიტორია სხვებს არ გავს, განსხვავებული,სადა და საინტერესოა ძალიან.. ველოდები გაგრძელებას love

 


№4 სტუმარი ინგა

სვანური ტერმინოლოგიაც ვისწავლე :-D კარგია ძალიან.მიყვარს ისტორიები სადაც გარდა კარგი თავგადასავლისა რაიმე ახალს გაიგებ და ისწავლი.ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სვანურ კულტურას მეტ-ნაკლებად რათქმაუნდა.

 


№5  offline წევრი vighaca

Dzalian kargia

 


№6  offline მოდერი მარრიამი

Mkitxveli
ყოჩაღ,რომ რეპეტიტორებთან დადიხარ და მაინც, ყოველდღე ახალი თავით გვა ნე ბივ რებ! :*
ისტორიაზე უკვე აღარაფერს ვამბობ :))

ლილიანა
ძალიან დიდი სითბო იგრძნობა,განსაკუთრებით გამოვყოფ იმას რომ ნუ პირადშიც კ მოგწერე :) ქალის პერსონაჟი ყველგან ნაზი არსებაა თბილი და ზრდილი,ასევე მამაკაციც ზრდილი და ვაჟკაცური,არა მეტიჩარა და ავარდნილი არც გოგონა და არც ვაჟი.მე ეს მომწონს,ისტორია ძალიან საყვარელია

natia23
ახლა წავიკითხე ორივე და არ ვიცი რა სიტყვებით შეგაქო, წარმოშვებით სვანი ვარ და გამიხარდა რომ სვანებზე დაიწყე წერა. თან ეს სიტორია სხვებს არ გავს, განსხვავებული,სადა და საინტერესოა ძალიან.. ველოდები გაგრძელებას love

ინგა
სვანური ტერმინოლოგიაც ვისწავლე :-D კარგია ძალიან.მიყვარს ისტორიები სადაც გარდა კარგი თავგადასავლისა რაიმე ახალს გაიგებ და ისწავლი.ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სვანურ კულტურას მეტ-ნაკლებად რათქმაუნდა.

vighaca
Dzalian kargia

უღრმესი მადლობა <3 ^_^ ძალიან მახარებთ <3

 


№7 სტუმარი mariami

ძააააანნნ კარგია

 


№8  offline წევრი ტასიკო

მაგარიაა ძაან, მალ მალე დადე არ დაიკარგო რაა

 


№9 სტუმარი xatia

Dzaalian momewona ^_^ ♡♥♡★★

 


№10  offline მოდერი მარრიამი

mariami
ძააააანნნ კარგია

xatia
Dzaalian momewona ^_^ ♡♥♡★★

მადლობა <3
ტასიკო
მაგარიაა ძაან, მალ მალე დადე არ დაიკარგო რაა

მადლობა ^_^ არ დავიკარგები აქ ვარ ისტორიითურთ :D

 


№11 სტუმარი nini

უბრწყინვალესია ჩემო კარგო ვგიჟდევი სვანეთზე ამ ისტორიაზე და შენზე <3

 


№12 სტუმარი mtvaro svani

au rogor mixaria svanebze rom cer.mara tu sheizleba shegiscoreb deemgvash ki ara am shemtxvevashi igulisxmeba deemsha.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent