შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშგულში ნაპოვნი ანგელოზი [3]


18-02-2015, 20:22
ავტორი მარრიამი
ნანახია 5 015

ნელა იცვალა მხარი იმნაძემ და თვალები გაახილა. მზის სხივები უკვე თამაშობდნენ ოთახში, ადგომა დაეზარა, ზურგზე დაწვა და ჭერს მიაშტერდა. არაფერზე ფიქრობდა იმ წამს, უბრალოდ ჭერს უყურებდა, მერე უეცრად თვალები მოისრისა და წამოხტა. სამზარეულოში საღამურებისამარა გავიდა, ყავა მოიმზადა და ისევ თავის ოთახს დაუბრუნდა. დღეს საქმე არაფერი აქვს, მთელი დღე იჯდება სახლში, წიგნებს წაიკითხავს, ფილმებს უყურებს. გიჟდება თავისუფალ დღეებზე, შეუძლია არც კი ჩაიცვას, ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს საღამურებში და რა ქნას. დედაც სულ ეჩხუბება ამაზე მაგრამ ბავშვობიდან ვერაფრით მოაშლევინა ეს ჩვევა. უკვე შუადღეა და ის მაინც დილის ფორმაშია წამოწოლილი და წიგნს კითხულობს.. ტელეფონის ვიბრაციამ გამოაფხიზლა, ნელა წაიღო ხელი ლოგინის გვერდით მდგარი პატარა „კარადისკენ“ და ტელეფონი აიღო. უცხო ნომრის დანახვას არ ელოდა მაგრამ უპასუხა.

- გისმენთ.
- ხოჩა ლადეღ (დღემშვიდობის) _ ღიმილი ეტყობოდა ხმას. „სვანია?!“ გაუკვირდა, გაოცდა, გაუხარდა.
- ხოჩა ლადეღ _ მშვიდი ტონით უპასუხა.
- კიდევ რომ გავაგრძელო მოკითხვა გეყოფა სვანური? _ აშკარად ჩაიცინა არღვლიანმა.
- სადამდეც მეყოფა წამოგყვები _ გაიცინა გოგონამაც.
- მაგუარდ ხარი? (როგორ ხარ?) _ აშკარად ეტყობოდა სვანს ეგონა იმნაძემ გამარჯობა- ნახვამდის მეტი არაფერი იცოდა. მის მოსახიბლად ბევრს გამოუყენებია ეს ხერხი, მაგრამ იმაში დარწმუნებული იყო რომ მარიამს მისთვის თავის მოსაწონებლად არ უსწავლია სვანური.
- ხოჩამდ, სი მაგუარდ? (კარგად, შენ როგორ?) _ ღიმილი შეეპარა გოგონას.
- ხოჩამდ, იმ ხასდბა? ( რას საქმიანობ?)
- დეემგვაშ (არაფერს) რას ვსაქმიანობ იმის სათქმელად სვანური აღარ მყოფნის _ გადაიკისკისა მარიამმა.
- კარგი, მაშინ ასე მითხარი აბა რას საქმიანობ?
- წიგნს ვკითხულობდი.
- ე.ი. მოგაცდინე. უბრალოდ მინდოდა შეხვედრა მეთხოვა, სალაპარაკო მაქვს.
- ჩემთან? _ გაუკვირდა მარიამს. „ჩემთან რა საქმე უნდა ჰქონდეს?“ - გაიფიქრა.
- ჰო შენთან, თუ შეძლებ ხუთი საათისთვის გამოგივლი.
- კარგი _ ორჭოფობის შემდეგ როგორც იქნა დათანხმდა.
- კარგი, დროებით. _ დაემშვიდობა ანდრონიკე.

რატომ დათანხმდა თვითონაც არ იცის, მაგრამ საკუთარ სურვილებს წინააღმდეგობა აღარ გაუწია. თანაც რა მოხდება თუ ერთხელ შეხვდება, მით უმეტეს რომ აშკარად დაინტერესებულია ამ მამაკაცით. წარმოდგენაც არ აქვს რა საქმე შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მოუსმენს. „ნეტავ ნომერი როგორ გაიგო? ვითომ გოგას ჰკითხა?“ _ გაეღიმა, თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად და წიგნს მიუბრუნდა. წიგნის კითხვა რომ დაამთავრდა უკვე სამი საათი იყო. კარადასთან მივიდა და გამოაღო. ბევრი იფიქრა, შიგნით იყურა და საბოლოოდ შარვალსა და უბრალო ზედაზე შეჩერდა. თმები კოსად აიწია, ფეხზე დაბლები, მზის სათვალე მოირგო და მზად იყო. ოთახიდან გასულს დედა შეეგება.

- საით? _ ღიმილით ჰკითხა.
- არ დამიჯერებ _ გადაიკისკისა.
- იქნებ ვიჯერებ.
- სვანმა დამირეკა.
- ვინ სვანმა?
- იმ სვანმა გუშინ გოგას დაბადების დღეზე და ექსკურსიაზე სვანეთში რომ ვნახე და შეხვედრა მთხოვა. ჰო და დავთანხმდი.
- კარგი, ჭკვიანად იყავი _ დედა ენდობა, თანაც უკვე დიდი გოგოა და ასეთ საკითხებზე პრობლემას და პანიკას არ ქმნის, მაგრამ მაინც არასდროს ავიწყდება სტანდარტული გაფრთხილება.
- ჭკვიანად ვიქნები და მალე მოვალ _ გაუცინა დედას, აკოცა და სახლიდან გავიდა. სადარბაზოსთან ელოდა სვანი თავისი მანქანითურთ. რომ გამოვიდა გადაკოცნა, კარები ჯელტმენურად გაუღო, დაჯდომაში მიეხმარა, მანქანას მოუარა და თვითონაც დაჯდა.
- აქვე ერთი კაფეა, იქ წავიდეთ. _ გადაწყვეტილება ამცნო ანდრონიკემ.
- კარგი _ უბრალოდ დაეთანხმა გოგონა და სანამ ადგილამდე არ მივიდნენ ხმა აღარ ამოუღია. მანქანა გააჩერა არღვლიანმა, გადავიდა, მოუარა, კარები მარიამსაც გაუღო, ამჯერადაც დაეხმარა გადმოსვლაში და შემდეგ დაკეტა. უკან მიჰყვა გოგონას, კაფის კარი გაუღო, თავის მსუბუქი დაკვრით შეატარა, სკამი გამოუწია. მის ქმედებას ღიმილით ადევნებდა თვალს იმნაძე, ვერ გაეგო ბუნებრივი მოქმედებები იყო თუ თავის მოსაწონებლად ხელოვნურად შექმნილი.

- რა შევუკვეთოთ?
- ნაყინი _ გაუღიმა. შეკვეთა მისცა და ისევ ფოფონას მიუბრუნდა.
- რამდენი წლის ხარ? ზედმეტად პირდაპირ კი გკითხე როგორც არაკორექტული კითხვა, მაგრამ ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვები არ მიყვარს.
- გასაგებია, 22 წლის ვარ.
- ხოხვრა (პატარა) _ ჩაეცინა.
- თქვენ ზედმეტად დიდი ხართ ალბათ _ გაუცინა.
- არც მაგდენად, 28 წლის. პირდაპირ გეტყვი რომ მომეწონე და შენთან ურთიერთობა მინდა.
- ასეთ პირდაპირობასაც ვერ წარმოვიდგენდი. რომ არც კი მიცნობ არაუშავს?
- არაუშავს.
- რომ ვერ გავუგოთ?
- გავუგებთ.
- მეც პირდაპირ გეტყვი, გამიგია სვანების რთული ხასიათის ამბავი, ამიტომ გეუბნები ურთიერთობა, ერთმანეთთან შეგუება რომ გაგვიჭირდეს?
- არ გაგვიჭირდება, შენ პატარა ხარ, მე უფროსი, ორივე ჩვენს დასათმობს დავთმობთ და ყველაფერი კარგად იქნება. ცდას რა უდგას წინ.
- სურვილი _ გაუცინა მარიამმა.
- ანუ რისი თქმა გინდა, სურვილი არ გაქვს? _ უცებ დასერიოზულდა.
- არ ვიცი.
- კარგი, არ დაგაჩქარებ მაგრამ ბევრიც არ იფიქრო. ლოდინი არ მიყვარს, მით უმეტეს უშედეგო.
- შენ ახლავე პირობებს მიყენებ, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობის დაწყებასაც კი არ აქვს აზრი.
- უბრალო პირობაა, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ თუ არ მოგწონს მაშინ კარგი, ასე შევთანხმდეთ : ერთი კვირა დაგელოდები. ამ ერთ კვირაში შენ შემატყობინებ შენს გადაწყვეტილებას, თუ ვერ გადაწყვიტავ სულ გავქრები შენი ცხოვრებიდან.
- კარგი _ გაუღიმა.

სახლამდე მიაცილა, ჯელტმენური ჩვევები არ ახლა დავიწყნია. დაემშვიდობა და დაფიქრებული გაუშვა სახლში. კიბეებზეც კი ფიქრობდა მარიამი. ჩაფიქრებულმა შეაღო კარები და ტელეფონი აიღო.

- თეკო, აუ გამო რა ჩემთან, კაი გელოდები.

ოთახში შევიდა, შორტი და ზედა ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. ცივი ყავა მოამზადა და მაცივარში შედგა.

- მოხვედი დე? _ სამზარეულოში შეიხედა დედამ.
- მოვედი.
- მერე? არ უნდა მომიყვე?
- მოდი, მოგიყვე. ასე პირდაპირ ჯერ არავის დაუწყია, მომწონხარ და შენთან ურთიერთობა მინდაო.
- ოჰ, მერე?
- ვუთხარი არ ვიცი-თქო და ერთი კვირა მომცა დასაფიქრებლად. რომ ვერ შევეწყოთ-თქო? შევეწყობითო.
- შემართებითაა. შენ რას ფიქრობ?
- არ ვიცი, ვიფიქრებ ეს ერთი კვირა.
- იფიქრე, იფიქრე _ გაუცინა დედამ.
- თეკო მოვიდოდა _ კარებზე კაკუნისთანავე წავიდა გასაღებად. _ მოდი.
- როგორ ხარ?
- გაურკვევლად _ გაუცინა. _ შედი ჩემთან ოთახში, ყავას მოვიტან და მოვალ. _ ყავიანად დაბრუნდა ოთახში.
- რაო აბა?
- სვანს შევხვდი დღეს.
- რაღაც ძალიან ხშირად ხვდებით..
- შეთანხმებულად შევხვდით _ გაუცინა.
- ოჰო, მერე?
- მომწონხარო, ურთიერთობა მინდაო, ერთი კვირა მოსაფიქრებელი ვადაო.
- შენ?
- არ ვიცი.
- მაინც?
- მართლა არ ვიცი, აზრზე არ ვარ.
- მოგწონს?
- სვანია გოგო, თან მაღალი, კარგი თვალებით.
- აღფრთოვანებული ხარ ანუ _ გაუცინა თეკლამ.
- დაახლოებით _ გაიცინა თვითნაც.
- უყურე შენ.
- აუ თეკო რა ვქნა?
- მე რა ვიცი, თუ გინდა კი, თუ გინდა არა.
- არ ვიცი მინდა თუ არა, ადამიანს არ ვიცნობ და..
- გაიცნობ მერე, სცადე შენც და თუ არ გამოგივა დაშორდებით და ეგ იქნება.
- არ ვიცი რა, ფაქტია ძალიან სერიოზული და რაღაცნაირია.
- მასეთი შეგეფერება შენ ზუსტად _ გაუცინა თეკლამ.
- ჰო და მეყოლება _ სიცილით ჩაილაპარაკა.
- კაი წავედი მე, სახლში მელოდებიან და დამირეკე მერე ან შემომიარე.
- კაი _ დაქალს დაემშვიდობა და შინ შევიდა.

პირდაპირ ლოგინს მიაშურა, ბალიშს ჩაეხუტა და ფიქრებს მისცა თავი. „ერთი კვირა.. სვანი.. სერიოზული.. გარეგნულად აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს..“ აღარ იცის როგორ მოიქცეს, ფაქტია არღვლიანმა პირველივე ნახვით მოახდინა შთაბეჭდილება. თვალები ჩაებეჭდა გულში, გონებაში. ფაქტობრივად ერთი ნახვით შეაფასა მისთვის იდეალურად, მაგრამ გაცნობის შემდეგ რა იქნება კაცმა არ იცის. იქნებ გამოვიდეს, შეიძლება არც გამოვიდეს. კარგად იცის მთიელების რთული ხასიათის შესახებ. მიუხედავად იმისა რომ ანდრონიკეზე ანგელოზის შთაბეჭდილება დატოვა, არც მარიამია ნამდვილი ანგელოზი. პირიქით, მასაც რთული ხასიათი აქვს. ნაკლებად შესამჩნევი გარედან, მაგრამ ურთიერთობაში საკმაოდ რთულია. ალბათ ამიტომაც ვერ შეძლო ჯერ ვერავინ მისი ატანა. მის პრეტენზიებს და წუნებს ვერ გაუძლეს და სიმპათიების გამოცხადებიდან მაქსიმუმ ერთ თვეში ყველა დაიკარგა. დამთმობი ხასიათი აქვს, მაგრამ საბოლოოდ ბევრ რაღაცას ვერ ითმენს. ბევრს არასდროს ორჭოფობს და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. ერთი კვირაა სვანზე ფიქრები ვერ მოიშორა, ამიტომ მარტივად გადაწყვიტა ყველაფერი. მესამე დილას ტელეფონი აიღო და ანდრონიკეს ნომერი აკრიფა.

- ხოჩა ლადეღ (დღემშვიდობის) _ ღიმილით მიესალმა სვანს.
- გამარჯობა _ ქართულად დაუბრუნა პასუხი.
- თუ გცალია შეგვიძლია ვილაპარაკოთ.
- ანუ გადაწყვეტილება მიიღე, ძალიან კარგი, საღამოს გამოგივლი, ახლა სამსახურში ვარ _ ზედმეტად სერიოზული და მკაცრი ტონი ჰქონდა არღვლიანს.
- კარგი _ გაუთიშა და ტელეფონი იქვე მიაგდო.

ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა სწორად იქცევა თუ არა, მაგრამ იცის რომ ამის გაკეთება უნდა. იცის, თუ შეუყვარდება მის რთულ ხასიათსაც აიტანს, მით უმეტეს იგნორის არაჩვეულებრივი უნარი აქვს.

________________________________

სამი დღე ელოდა არღვლიანი მარიამის ზარს. ფიქრობდა ხომ არ იჩქარა, მაგრამ მეტს ვეღარ მოიცდიდა. ერთ თვეში ისევ ავღანეთში მიდის და ნახევარი წელი უკან ვეღარ დაბრუნდება. ნახევარ წელში შეიძლება გათხოვილიც დახვედროდა. წასასვლელი რომ არ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ გამოიჩენდა ასეთ სისწრაფეს, მაგრამ ახლა საჭირო იყო. მისი ნომერი რომ დაინახა ჩაეღიმა, სამსახურში იყო და მშვიდი, სერიოზული ტონით ესაუბრა. საღამომდე დრო გაიწელა. ლოდინის დროს ხომ თითოეული წუთი საუკუნეს ჰგავს. ჰო და ამ შემთხვევაშიც ასე იყო. როგორც იქნა გამოაღწია, ჯერ ასე არასდროს მოსურვებია ჯარის დატოვება. მანქანას სწრაფად ატარებდა. მისულმა დაურეკა გოგონას, ისიც მალე ჩამოვიდა. მანქანაში ჩაჯდა და ცოტა არ იყოს გაუკვირდა ჯარისკაცის ფორმით რომ ნახა.

- გამარჯობა _ ოდნავ გაუღიმა სვანმა.
- გამარჯობა.
- როგორ ხარ?
- კარგად, თავად?
- მეც არამიშავს.
- ჯარისკაცი ხარ? _ ცნობისმოყვარეობა ვეღარ დამალა.
- კი _ მოკლედ უპასუხა.
- არ ვიცოდი.
- არ მიცნობ.

ისევ იმ კაფეში მივიდნენ. ყავა შეუკვეთეს.

- აბა რა მოიფიქრე?
- მოკლედ, თანახმა ვარ ვცადოთ.
- როგორც ჩანს მეც მაქვს შთაბეჭდილების მოხდენის უნარი.
- შენს სვანობას უმადლოდე _ გაუცინა.
- ანუ გავარკვიეთ რომ სვანები გიყვარს.
- სვანეთი უფრო. ე.ი. ჯარისკაცი ხარ. _ ისევ სამსახურის თემას დაუბრუნდა.
- ჯარისკაცი ვარ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ნაწილის, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის, მეოცე ქვეითი ბატალიონის მეოთხე ქვედანაყოფის მეთაური ვარ.
- უფ გამიჭირდება დამახსოვრება _ გაიცინა.
- ნუ დაიმახსოვრებ, უბრალოდ თქვი რომ ჯარისკაცი ვარ.
- კარგი, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი მეთაურო _ ჩაილაპარაკა, ხელი თავთან მიიტანა და გაიცინა. სვანის სახეზეც გაიელვა ღიმილმა.
- შენ სწავლობ?
- კი მე ვსწავლობ.
- მგონი ერთმანეთზე მეტი რამ უნდა ვიცოდეთ.
- დავიწყებ. მარიამ იმნაძე, 22 წლის, ვსწავლობ, მყავს დედ-მამა და ძმა, უმცროსი, მათთან ვცხოვრობ, მიყვარს წიგნების კითხვა, ნაკლებად ფილმების ყურება, მყავს ერთი საუკეთესო მეგობარი თეკლა, მიყვარს მოგზაურობა, საოცნებო კუთხე საქართველოში უკვე ვნახე, ახლა ვენეცია ან ბორა-ბორა დამრჩა _ გაუცინა. _ გისმენ.
- ანდრონიკე არღვლიანი, სვანი, ნამდვილი სვანი _ ღიმილით აღნიშნა _ 28 წლის, სად ვმუშაობ უკვე იცი, მხოლოდ დედა მყავს, მამა დაიღუპა, თავისუფალ დროს თავს ვირთობ წიგნებითაც და ფილმებითაც, მეც ერთი საუკეთესო მეგობარი მყავს, კონსტანტინე,კოსტა. მთელი საქართველო მოვლილი მაქვს _ გაიცინა _ უცხოეთში ჯერ-ჯერობით ავღანეთით შემოვიფარგლები _ ჩაეცინა.
- ავღანეთში დასასვენებლად არ იქნებოდი _ გაოცება შეეპარა მარიამს ხმაში.
- მართალი ხარ _ გაუცინა.
- რა მაგარია.
- სულაც არ მინდა იმის გამო აღფრთოვანდე რომ იქ ვმსახურობდი _ სერიოზული ტონით უთხრა.
- ეგ არ მიგულისხმია, არა აღფრთოვანებული ნამდვილად ვარ, მაგრამ ჯარისკაცი ხარ და სადაც გევალება იქ უნდა იყო. უბრალოდ მეც ძალიან მინდა ავღანეთში, იქაური ბავშვების გაცნობა მინდა.
- არ მეგონა აქ ვინმეს ასეთი იდეა თუ შეაწუხებდა _ გაეღიმა.
- მე მაწუხებს, თან სერიოზულად.
- ვერც კი წარმოიდგენ იქ რა ხდება, თორემ არ მოგინდებოდა. მოვრჩეთ, არ მიყვარს ჩემს სამსახურზე საუბარი.
- როგორც გინდა _ გაუღიმა. _ შეიძლება ოჯახზე უფრო დაწვრილებით გკითხო? _ მორიდებით იკითხა.
- შეიძლება. მამა ომში დაიღუპა, მარტო დედა მყავს და ბებია სოფელში, რომელიც არაფრის დიდებით არ მოგვყვება. _ მარიამს გაეცინა.
- სვანეთში?
- კი, სვანეთში. წაგიყვან ერთხელ და გაგაცნობ.
- თუ მივედით ოჯახების გაცნობამდე.
- აუცილებლად მივალთ _ „იქამდეც მივალთ სახლში რომ მეყოლები“ - გაიფიქრა.
- მგონი წასვლის დროა ხომ?
- კარგი, წავიდეთ.

სახლამდე მიაცილა, დაემშვიდობა. მარიამი კარგ ხასიათზე დაბრუნდა, სვანმა დაიპყრო მისი გონება, მაგრამ გულამდე მივა თუ არა.. თუ უკვე მისული არ არის..ბედნიერმა შეაბიჯა სახლში, დედას ძალიან მოკლედ უთხრა რომ კარგი ადამიანია ანდრონიკე და თავის ოთახს მიაშურა. ლოგინზე გადაწვა, თვალები დახუჭა და გაეღიმა. ჯერ-ჯერობით სულაც არ ჩანს მძიმე ხასიათების, მაგრამ წინასწარი დასკვნებისგან თავს შეიკავებს. საკმაოდ სიტყვაძუნწია, მაგრამ ეგ არაფერი, მის სალაპარაკოსაც მარიამი ილაპარაკებს როგორც კი უკეთესად გაიცნობს.

______________________

სახლში უჩვეულოდ კარგ განწყობაზე დაბრუნდა. პეპელა ცხოვრებას უხალისებს. ჯერ თითქმის ერთი კვირაა რაც იცნობს და უკვე უკეთესობისკენ შეცვალა მისი ცხოვრება. აღარ არის ისეთი მკაცრი, დედასთანაც თითქოს უკეთესად პოულობს საერთო ენას. კოსტა აღარ უნახავს რამდენიმე დღეა, არადა ახლა ნამდვილად უნდა ესაუბროს.

- კონსტანტინე სად ხარ? ამოხვალ ჩემთან? კაი გელოდები.

მეგობარი მალე ესტუმრა.

- სად დაიკარგე სვანო? ასე უნდა? _ მოჩვენებითი წყენით ჩაილაპარაკა კოსტამ.
- მოდი კოსწია მოდი _ გაუცინა.
- რა ხდება რომ დიდ მეთაურს გავახსენდი?
- მოიცა რა, მოდი დაჯექი.
- მოვედი მოვედი, რა ხდება აბა?
- ცუდად არის ჩემი საქმე.
- რატომ?
- ცოლი უნდა მოვიყვანო.
- სულ გააფრინე შენ?
- რატომ?
- ერთი კვირის წინ არავინ იყო და დღეს ცოლი მოგყავს.
- ოო, დღესვე კი არ მომყავს, მაგრამ იმედი მაქვს თვის ბოლოს მოვიყვან.
- რა გეჩქარება? ორსულადაა და რამე?
- შენ გააფრინე მგონი _ უკმაყოფილოდ დაიღრინა სვანმა _ დავინახე, მომეწონა, გავიცანი, შემიყვარდა. ხომ იცი რომ ერთ თვეში ისევ ავღანეთში მივდივარ ექვსი თვით და ისეთი გოგოა თუ არ ვიჩქარე ექვსი თვე ან გააჩერებენ ან არა _ ჩაიცინა.
- მაშინ როდის მაცნობ მომავალ რძალს?
- რავი, გაგაცნობ მალე.
- შენადა რომ არ დაგთანხმდეს მერე სად მიდიხარ?
- სვანეთში.
- ვერ გავიგე.
- რომ არ დამთანხმდეს სვანეთში მივდივართ.
- თან მრავლობითში?
- ჰო აბა მარტო რა მინდა, წავიყვან ჩემი სურვილით და დამთანხმდება თავისი სურვილით.
- მოტაცების გარეშე ცივილიზებულად ვერ წყვეტ?
- მე შენსავით ქალაქელი ბიჭი არ ვარ კოსწიკ _ გაუცინა.
- მოიცა ერთი რა, მომინდომა ახლა ნაღდი სვანობა და იქ ცხოვრება.
- ანგელოზია რა.
- რა დღეში ხარ _ ხმამაღლა გაიცინა კონსტანტინემ _ რას წარმოვიდგენდი შენ თუ ასე გნახავდი, გამაცანი რა მალე ის გოგო, ასე ერთ კვირაში როგორ გადაგრია _ ვეღარ ისვენებდა.
- გაგაცნობ ამ დღეებში.
- კარგი, წავედი მე ახლა და შემეხმიანე, რძალი უნდა გამაცნო.
- მიდი, მაგრად.

კოსტა ერთადერთი ადამიანია რომელიც ბავშვობიდან მის გვერდითაა. ბევრთან მეგობრობდა, ბევრსაც ჩამოშორდა, ბევრიც თვითონ ჩამოშორდა. ვერ გაუძლეს სვანის ხასიათების სიმძიმეს. მხოლოდ „კოსწიამ“ შეძლო ბოლომდე ეერთგულა ანდრონიკესთვის. მაშინაც მის გვერდით იყო როცა მამა დაეღუპა, ერთი წამითაც არ მოშორებია. ერთად გადააგორეს ეს ტკივილი. ბავშვობიდან ბევრს კამათობდნენ განსხვავებული შეხედულებების გამო, მაგრამ მერე თანხმდებოდნენ. დღემდე ასე მოჰყვებიან ერთმანეთს. ბევრს ნიშნავს არღვლიანისთვის კოსტას მეგობრობა. ეს ადამიანი ის ძმაა, რომელიც არასდროს ჰყოლია ანდრონიკეს. თუმცა ემოციების გამოხატვა არ ეხერხება და არასდროს უთქვამს კოსტასთვის რამდენს ნიშნავს მისი არსებობა. მასაც უკვე კარგად აქვს სვანის ხასიათი შესწავლილი, არასდროს არ ელის ზედმეტ, ძმობის გამომხატველ ფრაზებს მისგან, იცის რომ საჭიროების შემთხვევაში სიცოცხლესაც კი გასწირავს, ამიტომ ბანალური ტექსტების თქმით თავს არ იწუხებენ არც ერთი.
მოწესრიგდა, ლოგინზე დაწვა და ისევ მარიამზე ჩაფიქრდა. ხვალ ნახავს, ვინ იცის იქნებ კოსტაც გააცნოს. ზეგ მუშაობს, სულ ვერ ნახავს. იმედია იმნაძე იმ გოგონებს არ ჰგავს ვისაც პრობლემები აქვს ყოველდღიურ შეხვედრასთან დაკავშირებით, თორემ ასე ნამდვილად ვერ შეთანხმდებიან. მით უმეტეს რომ არღვლიანი ავღანეთშიც აპირებს წასვლას. კიდევ ბევრი საკითხი აქვთ გასარკვევი, თუმცა ალბათ ერთმანეთის უკეთ გაცნობასთან ერთად ყველაფერს შეძლებენ. ენამჭევრობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ არ უნდა გოგონაზე უყურადღებოს შთაბეჭდილება დატოვოს. ტელეფონი აიღო და მხოლოდ ორი სიტყვა მიწერა: „ხოჩა ლეეთ“ (ღამემშვიდობის). თავად არღვლიანიც კი ვერ წარმოიდგენდა როგორ გააბედნიერა მარიამი ამ ორი სიტყვით. უკვე მიხვდა იმნაძე ვისთან აქვს საქმე, სიტყვაძუნწი სვანისგან დიდ ტექსტებს არც უნდა ელოდოს, მისთვის ეს ორი სიტყვა იმაზე მეტი იყო ვიდრე მთელი ტექსტი სიყვარულებით გამოტენილი. გაეღიმა, კიდევ ერთხელ გადაიკითხა ორი სიტყვა და თვითონაც მოკლედ უპასუხა: „შენც.“

____________________

ესეც მესამე თავი ტკბილებო და თბილებო, ჩემო შოკოლადებო.. უღრმესი მადლობა კომენტარებისთვის.. მავსებთ, მაბედნიერებთ, მაყოჩაღებთ, მმუხტავთ და რავიცი კიდევ რამდენ კარგ ემოციას იწვევთ ჩემში.. იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ, ბოდიში შეცდომებისთვის, ველი შეფასებას, კრიტიკას, რჩევებს, ემოციების გაზიარებას..
პ.ს. თუ სვანური ენიდა რაიმე სიტყვა არასწორად იქნება (მეეჭვება, მაგრამ მაინც) გთხოვთ მომიტევოთ, სვანებმა განსაკუთრებით..

მიყვარხართ ჩემო ტკბილო მკითხველებო..



№1  offline წევრი natia23

ვაიმეე ძნ მააგარი იყო მარიამ, ყველაზე განსხვავებულია მგონი რასაც ამ საიტზე ვკითხულობ, მომწონს,რადგან არაფერი ზედმეტი არ ხდება და ჩამოყალიბებული ადამიანების ურთიერთობა არის, საკმაოდ მოზრდილი თავი იყო მაგრამ მაინცარ მეყო. მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს, რომ ცოტა გაზარდო თავები

 


№2  offline წევრი p♥♥h ^^

კიდეეეე დადეე რააააააააააააა, რა მოითმენს ხვალ ამდრომდეეეეეეეეეეეეეე
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№3  offline წევრი ტასიკო

მაგარია ძაან ♥♥

 


№4  offline მოდერი ლილიანა

გამოვყოფ- აქ მკითხველთა უმეტესობა და მწერალთა უმეტესობა სექსის სცენებზე და ვულგარულ დიალოგებზეა აჟიტირებული- აი ხალხო ლოგინის გარეშეც მშვენივრად გაფმოიცემა სიყვარული
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი MariBal

აუ სვანური იცი? მომეწონა ძალიან.
თბილი თავი იყო როგორც ყოველთვის,დამამშვიდა.

 


№6  offline მოდერი მარრიამი

natia23
ვაიმეე ძნ მააგარი იყო მარიამ, ყველაზე განსხვავებულია მგონი რასაც ამ საიტზე ვკითხულობ, მომწონს,რადგან არაფერი ზედმეტი არ ხდება და ჩამოყალიბებული ადამიანების ურთიერთობა არის, საკმაოდ მოზრდილი თავი იყო მაგრამ მაინცარ მეყო. მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს, რომ ცოტა გაზარდო თავები

p♥♥h ^^
კიდეეეე დადეე რააააააააააააა, რა მოითმენს ხვალ ამდრომდეეეეეეეეეეეეეე

ტასიკო
მაგარია ძაან ♥♥

ლილიანა
გამოვყოფ- აქ მკითხველთა უმეტესობა და მწერალთა უმეტესობა სექსის სცენებზე და ვულგარულ დიალოგებზეა აჟიტირებული- აი ხალხო ლოგინის გარეშეც მშვენივრად გაფმოიცემა სიყვარული

უღრმესი მადლობა <3 ^_^
MariBal
აუ სვანური იცი? მომეწონა ძალიან.
თბილი თავი იყო როგორც ყოველთვის,დამამშვიდა.

არ ვიცი, მაგრამ ცოტ-ცოტას ვსწავლობ ამ კუთხისადმი სიყვარულისა და ინტერესის გამო ^_^ :D მადლობა ჩემო კარგო <3

 


№7  offline წევრი Marriiie

ძაააალიან მაგარია )) შენს ისტორიებს განსაკუთრებული ხიბლი აქვს რაღაცნაირად... დიდი იყო ნამდვილად მაგრამ რა ვქნა არ მყოფნის.. ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს )) ^^

 


№8  offline წევრი Mkitxveli

Superb ♥♥♥♥♥

 


№9 სტუმარი mariami

ძაან მომწონს კარიგა )) შენ ისტორიებზე ვაფრენ )) ^^

 


№10  offline მოდერი ano23

მაინც ხომ მიაღწიე. მერცხალო შენსას?! :D აი რამდენი ვიძახე არ წავიკითხავთქო,მაგრამ მაინც წამიცდა ხელი და წამეკითხაა :D შენ არ იცი როგორ მომეწონა ^_^ რა კარგია .. უფრო და უფრონმომწონს მე შენი ისტორიები და ჩემ ორ ფავორიტს უპირობოდ შეემატა შენი სვანი არღვლიანიც :-* ჩემი ნიჭიერი და ყოჩაღი მერცხალი ხარ შენ ^_^ :-*

 


№11  offline მოდერი მარრიამი

Mkitxveli
Superb ♥♥♥♥♥

mariami
ძაან მომწონს კარიგა )) შენ ისტორიებზე ვაფრენ )) ^^

მადლობა <3 ^_^ მე თქვენზე ვგიჟდები ^_^
ano23
მაინც ხომ მიაღწიე. მერცხალო შენსას?! :D აი რამდენი ვიძახე არ წავიკითხავთქო,მაგრამ მაინც წამიცდა ხელი და წამეკითხაა :D შენ არ იცი როგორ მომეწონა ^_^ რა კარგია .. უფრო და უფრონმომწონს მე შენი ისტორიები და ჩემ ორ ფავორიტს უპირობოდ შეემატა შენი სვანი არღვლიანიც :-* ჩემი ნიჭიერი და ყოჩაღი მერცხალი ხარ შენ ^_^ :-*

მერცხალი მოფრენილა :D არ გელოდი ადრეა ჯერ გაზაფხულამდე :D :D ^_^ მადლობა მადლობა <3

 


№12 სტუმარი nini

ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ისტორია ხდება როგორც ვატყობ ეს და ერთ-ერთი პავორიტი ანდნორიკე<3 ძალიან კარგია თან სვანურიენაც როა გარეული <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent