შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშგულში ნაპოვნი ანგელოზი [6]


21-02-2015, 21:18
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 537

დილითაც რომ არ დახვდა იმნაძეს არღვლიანის მესიჯი, ისევ მოუნდა ტირილი, ყელში ბურთი გაეჩხირა, მძიმედ ჩაყლაპა ნერწყვი და თვალები დაახამხამა. მთელი ღამე ელოდა რომ პასუხს დაუბრუნებდა, მერე დაეძინა, დილითაც იმედით გაიღვიძა, მაგრამ სულ ტყუილად. ხალათი მოიცვა, სამზარეულოში გავიდა და ყავა მოიმზადა. ყავა არის მისთვის ყველაფრის წამალი, სცივა, ტკივა, ცხელა, ბედნიერია, ყოველთვის ყავა შველის. ყავით დაბრუნდა ოთახში, ლოგინის გვერდით დადგა ფინჯანი, თვითონ კი ლოგინში შეწვა. აღარ მიწერს თვითონ, გუშინ ხომ მიწერა, ისიც არ იკადრა ეპასუხა, ახლა თვითონ აღარ მიწერს. ის თუ სვანია და ჯიუტია, პრინციპულია, არც იმნაძეა მასზე ნაკლები. ემბრიონის ფორმა მიიღო და თვალები მაგრად დახუჭა. იქნებ უნდა დათანხმებოდა? „არა, რა სისულელეა“ - გაიფიქრა და თავი გააქნია. აუცილებლად უნდა ელაპარაკოს თეკოს, დედას, მათზე უკეთეს მრჩეველს ვერსად ნახავს, ამ შემთხვევაში კი საკუთარ თავს ვერ ენდობა.

- თეკო ხომ გცალია?
- რა ხდება?
- ამო რა ჩემთან, უნდა დაგელაპარაკო.
- მოვდივარ.

გვიან ღამით ნახა მარიამის წერილი და ამ დროის განმავლობაში პირველად გაეღიმა. იგრძნო რამდენად მნიშვნელოვანია გოგონასთვის. მაგრამ მაინც უარი უთხრა. მას არ უბრაზდება, ამართლებს კიდეც, ესმის მისი, საქმის ვითარება რომ ცოდნოდა, შეიძლება სხვანაირადაც კი ეპასუხა. ძალიან მოუნდა ეპასუხა, მაგრამ პრინციპებს ვერ გაცდა, გაბრაზებული იყო და ასე უცებ ვერ დათმო. უნდა დააცადოს ფიქრი, მონატრება. მეორე დილითაც ინსტიქტურად გაექცა ხელი ტელეფონისკენ, მაგრამ როგორც კი გაიხსენა არსებული სიტუაცია, იმ წამსვე ცივად დააბრუნა ადგილზე. სასწრაფოდ კოსტა უნდა ნახოს, იცის რომ მეგობრის მართებული აზრები კიდევ უფრო გააღიზიანებს, მაგრამ ეს ჭირდება. ისევ გადასწვდა ტელეფონს და კოსტას ნომერი აკრიფა.

- კოსტა სახლში ხარ?
- კი, ხომ მშვიდობაა.
- გამოვალ და გნახავ რა.
- კაი გელოდები.

_________

თეკო შეძლებისდაგვარად სწრაფად მივიდა მეგობართან. მისი შეწუხებული სახლის დანახვისას სულ გადაირია.

- რა მოხდა?
- შემო.

მისაღებში დასხდნენ. მარიამმა ყველაფერი უამბო, მხოლოდ კოსტაზე არ უთქვამს არაფერი. მათგან რჩევას ელოდა, მაგრამ დედაც და თეკოც ჩუმად ისხდნენ.

- გაუფრენია _ უკმაყოფილოდ დაასკვნა ტყემალაძემ. _ სვანური წამოვლები დაეწყო ალბათ _ ჩაიფრუტუნა.
- შენ რას ფირქობ დედი? _ მარიამს მოუბრუნდა დედა.
- მიყვარს _ მოკლედ უპასუხა.
- ეგ ვიცი ისედაც, ოჯახზე რას ფიქრობ.
- არ ვიცი, შეიძლება მზადაც ვიყო, ბავშვი აღარ ვარ, მაგრამ მეშინია რომ ვერ შევეწყოთ.
- სწორად ფიქრობ დედი, სამი კვირაა არაა ის დრო რომ ოჯახის შექმნა და შენარჩუნება შეძლოთ.
- იცი რა? ახლავე თუ ასეთია, მერე რა იქნება _ უკმაყოფილო იყო თეკო.
- შენც უნდა გითხრა რაღაც _ ხასიათი გამოუკეთდა იმნაძეს.
- რა?
- კოსწიას მოწონხარ.
- ვის არ მოვწონვარ _ გაიცინა.
- ოო, სერიოზულად გეუბნები, გადარიე ის ბიჭი.
- მერე სხვა გადარევს და ეგ იქნება.
- აუ გოგო ნუ ხარ ასეთი, გეუბნები ბიჭი იწვის შენი სიყვარულით ვერ გეტყვი, მაგრამ მოწონებით მაინც.
- კარგი ჰო, კარგი ბიჭია.
- შენც მოგწონს.
- დამანებე თავი.
- თუ გვეღირსა შერიგება მე მოგიგვარებთ საქმეს _ სიმწრით ჩაეცინა.
- მიხვდება სვანი თავის შეცდომას და შეგირიგდება. ან კოსწია მიახვედრებს.
- კოსწია?? _ სიცილით ჰკითხა.
- კარგი ჰო, კოსტა.
- სვანია, არავის დაუჯერებს.
- ეგეც მართალია, იქნებ თვითონ მიხვდეს.
- იქნებ.

________________________

- მოდი, ხომ მშვიდობაა? _ შეშფოთებული ჩანდა კოსტა.
- არ არის მშვიდობა.
- დაჯექი და მომიყევი.
- რა უნდა მოგიყვე, უარი მითხრა.
- სხვა რამეს ელოდი?
- არ ველოდი და ამიტომაც არსებობს გეგმა „ბ“.
- ანდრუშ კაი რა.
- კოსწიკ გეხვეწები არ დაიწყო რა.
- რა არ დავიწყო ანდრონიკე, შენც იცი რომ არასწორად იქცევი და მაინც შენსას იძახი.
- ვიცი, ვიცი, გავიგე _ დაიგრგვინა სვანის ხმამ _ მაგრამ ვერ დავტოვებ ასე _ უცებ დამშვიდდა ისევ.
- ასე როგორ? აქ არ ვარ? მივხედავ რა.
- ვერ მიხედავ კოსწიკ რა, სხვანაირადაა ყველაფერი. ვერ წავალ ასე.
- მე არ დაგეხმარები. ჯერ არსად დამიტოვებიხარ მარტო და ახლა დაგტოვებ. შენ თუ გეგმას არ გადაუხვევ მე ხელებს ვიბან, მაგ გოგოს ვერ გავაუბედურებ რა.
- ვიცი, არც გთხოვდი დახმარებას ახლა, ეს მარტო ჩემი საქმეა, უბრალოდ მინდოდა მოგესმინა.
- არ გააკეთო ანდრონიკე.
- არ შემიძლია კოსწიკ.
- მამაოს ელაპარაკე?
- არა.
- ჯვარს არ დაგწერთ ანდრონიკე.
- რომ დავბრუნდები მერე დავიწერთ.
- რომ დაბრუნდები მერე წაიყვანე სახლში, ახლა სახლში უნდა დასვა და მარტო დატოვო? ელემენტარული შეგუება უნდა ამ ყველაფერს და მარტო უნდა შეეგუოს? დედაშენზე რომ ვგიჟდები იცი მაგრამ მისი რთული ხასიათიც კარგად იცი. რომ ვერ შეეგუონ, რომ ვერ გაუგონ, მარტო ტოვებ?
- გაუგებენ _ დარწმუნებით ჩაილაპარაკა.
- იცი რა? შენი საქმის შენ იცი, მაგრამ მე გეუბნები, შენ რომ ახლა ეგ გოგო მოიყვანო, დატოვო, მერე დედაშენს ვერ შეეწყოს, ადგეს და წავიდეს, იცოდე სულ წავა და ვეღარ დაიბრუნებ. დანარჩენი შენ იცი, დარწმნებული ვარ რომ მარიამს ძალიან უყვარხარ, მაგრამ ასეთი სიყვარულიც კი აიძულებს თუ არა ექვსთვიანი მარტოობის ატანას კაცმა არ იცის.
- მადლობა რომ მომისმინე, რჩევებისთვისაც მადლობა, ახლა მივდივარ.
- ანდრონიკე იფიქრე რა _ კიდევ ერთხელ შეეხვეწა მეგობარს და გააცილა.

მართლა ფიქრით გავიდა სახლიდან, ყველაფერზე ფიქრობდა, ყველაფერს წონიდა. აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო, იცის რომ მარიამისთვის რთული ასატანი იქნებ, მაგრამ უყვარს, ვერ ტოვებს. ეშინია, ასე ჯერ არავის დაკარგვის არ შეშინებია. ცხოვრებაში პირველად ფიქრობს და უნდა ასე მთელი გულით დაბრუნება. ეშინია რომ ვერ დაბრუნდეს, პირველად წუხს იმის გამო რომ უნდა წავიდეს. ბევრი იფიქრა, მაგრამ გადაწყვეტილება კვლავ თავის სასარგებლოდ მიიღო, ორივეს სასარგებლოდ, მაგრამ აშკარად თვითონ უფრო კარგად იქნებოდა ამ შემთხვევაში. საბოლოოდ მაინც ეგოისტობამ სძლია, მთიულმა ხასიათმა, სვანურმა სიჯიუტემ თავისი გაიტანა და გეგმის განხორციელება გადაწყვიტა. იმ საღამოსვე დაურეკა მარიამს.

ტელეფონი რომ ამღერდა თითქმის გაფრინდა იმნაძე, ელოდა არღვლიანის ზარს და ბედნიერი იყო მოლოდინი გაუმართლდა.

- გისმენ _ მშვიდი ტონით უპასუხა.
- როგორ ხარ?
- გადასარევად.
- გეხვეწები ირონიის გარეშე რა, ჩამო გნახო.
- რატომ?
- ჩამოდი, გნახო.
- რატომ?
- იმიტომ რომ უნდა გნახო და ჩამოდი.
- გუშინ არ გინდოდა ნახვა?
- გუშინ ხომ გნახე _ ჩაიცინა. _ გელოდები, მალე ჩამო.

უბრალოდ შემოიცვა ზედა და ჩავიდა. მანქანასთან ელოდებოდა არღვლიანი. ამჯერად მარიამმა არ აკოცა, მიუხედავად იმისა რომ ანდრონიკე მომზადებული დახდა. მის ქცევაზე ჩაეცინა, მანქანას მოუარა და დაჯდა.

- გაბრაზებული ხარ?
- არა.
- არ გეტყობა.
- არაუშავს.
- წავედით?
- სად?
- მე ვიცი.
- კარგი _ სულერთიას ტონით დაელაპარაკა.
- ძალიან კარგი _ გაუღიმა და მანქანა დაძრა.

მანქანა მიდიოდა და აღარ ჩერდებოდა.

- ანდრონიკე სად მივდივართ?
- მე ვიცი.
- მეც მინდა რომ ვიცოდე.
- გაიგებ მალე.
- ანდრონიკე ზედმეტად დიდი ხანია რაც მოვდივართ, იქვე ახლოშიც იქნებოდა კაფე.
- კაფეში არ მივდივართ.
- აბა საით?
- რომ გითხრა პანიკები უნდა ატეხო და არ მაწყობს.
- ანდრონიკე?!
- სვანეთში მივდივართ.
- სულ გაგიჟდი? რა გვინდა სვანეთში?
- მოგიტაცე _ თვითკმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
- არ მეხუმრება.
- არც მე.
- ანდრონიკე!
- გისმენ მარიამ.
- ანდრონიკე ახლა გკითხავ და წესიერად მიპასუხე, სად მივდივართ?
- სვანეთში.
- რა გვინდა ანდრონიკე სვანეთში?
- მო-გი-ტა-ცე.
- ანდრონიკე მოაბრუნე მანქანა.
- არა.
- ანდრონიკე გთხოვ _ ხმაში შიში შეეპარა გოგონას და აუკანკალდა.
- არა მარიამ.
- ანდრონიკე _ ამოისლუკუნა და თავი ფანჯრისკენ მიაბრუნდა.
- მარიამ ტირი?
- ანდრონიკე დავბრუნდეთ უკან რა.
- არა მარიამ.
- რატომ?
- ცოლად უნდა მოგიყვანო.
- არ გამოგყვები.
- კი როგორ არა.
- ანდრონიკე.
- მარიამ გაჩუმდი და დაიძინე.
- ვერ დავიძინებ,
- დაიძინებ.
- ანდრონიკე.
- უკან არ დაგაბრუნებ და ძალიან გთხოვ დაწყნარდე რა.
- ანდრონიკეე..
- მარიამ! არ დავბრუნდებით, მე მოგიტაცე და მორჩა.
- რატომ არ გინდა გაიგონო რომ არ ვარ თანახმა?
- სვანი ვარ _ ღიმილით მიუბრუნდა.
- ვერ გიტან _ გამწარებულმა ჩაილაპარაკა და გაჩუმდა.
- მარიამ, წესიერად.
- რა წესიერად, რა წესიერად? _ გამწარებულმა შეუყვირა.
- მშვენივრად იცი რომ გიყვარვარ.
- კი როგორ არა, ვგიჟდები.
- სვანეთში რომ ჩავალთ მერე დაგელაპარაკები.
- არ მაინტერესებს.
- მართლა გეუბნები, დამშვიდდი ახლა, სვანეთში რომ ჩავალთ დაგელაპარაკები და ყველაფერს აგიხსნი.
- დამანებე თავი.
- მარიამ გთხოვ, დამშვიდდი, გეუბნები ყველაფერს აგიხსნი, დაიძინე ახლა _ თბილი ხმით ჩაილაპარაკა, სიჩქარის გადამრთველიდან ხელი მის სახეზე გადაიტანა და ლოყაზე მოეფერა. სხეულში გაჩენილი ელექტროდენები დააიგნორა იმნაძემ და გაბრაზებულმა უხეშად მიატრიალა თავი. კიდევ უფრო გაბრაზდა არღვლიანის ჩაცინებაზე. საბოლოოდ, დაღლილობამ და დაძაბულობამ თავისი გაიტანა და ჩაეძინა. დროდადრო გადახედავდა მძინარეს და ეღიმებოდა სვანს, ყოველ გადახედვაზე კიდევ უფრო რწმუნდებოდა გადაწყვეტილების სისწორეში. მერე რა რომ ეგოისტურად მოიქცა, სამაგიეროდ მისი ანგელოზი უმშვენებს გვერდს.

დიდი ხნის სიარულის შემდეგ ჩააღწიეს. ფრთხილად შეაღვიძა იმნაძე და გაუღიმა.

- ჩამოვედით.
- სად? _ ახალგაღვიძებულმა უცებ ვერ აღიქვა სიტუაცია.
- სვანეთში.
- ანდრონიკე.
- ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ, ყველაფერს გავარკვევთ, გადმოდი ახლა მანქანიდან.
- არ გადმოვალ, არ არსებობს.
- გადმოხვალ, გადმოხვალ, ახლა ბებო გამოგვეგებება. არ უთხრა რომ თანახმა არ ხარ, გული ეტკინება.
- მეც მეტკინა გული.
- მაგრამ ის მოხუცია.
- ანდრონიკე _ მუდარის ტონით უთხრა.
- ჩუ _ ხელი მოხვია და სახლისკენ უბიძგა. ნელი ნაბიჯით შევიდნენ, ეზოში შესულმა ანდრონიკემ დაიძახა _ ხოშა დედე (ბებო) _ სახლიდან მოხუცი გამოვიდა.
- რომელი ხარ?
- ვინ ვიქნები _ ღიმილით იკითხა.
- მიშგვი ჭყინთ, მიშგვი მახეგვაჯ (ჩემი ბიჭი, ჩემი ვაჟკაცი) _ აჩქარებული ნაბიჯით წავიდა ქალი მისკენ და მოეხვია. როგორც კი მის გვერდით გოგონა შენიშნა მოშორდა.
- ხოჩა ნაბოზუ ჯარ (საღამო მშვიდობისა) _ მიესალმა მარიამს.
- ხოჩაუ ჯარ (გაგიმარჯოს) _ მორცხვად მიესალმა გოგონა.
- ბებო ცოლი მოვიყვანე _ გაუღიმა ანდრონიკემ.
- ხეხუ? (ცოლი?) _ გაიკვირვა ბებომ.
- ხეხუ, ხოშა დედე, ხეხუ (ცოლი, ბებო, ცოლი) _ გაუღიმა.
- გენაცვალოთ თქვენი ხოშა დედე (ბებო) _ გაუცინა და გოგონა თბილად ჩაიხუტა. _ რა კარგი გოგოა, ლუხთავე (დახატული).
- ივასუხარი (მადლობა) _ მორცხვად ჩაილაპარაკა გოგონამ.
- სვანურიც კარგად იცის, უყურე შენ. სვანია ბებო?
- არ არის სვანი, ისე იცის.
- მოდით ბებო სახლში, მოდით.

მორიდებულად შევიდა მარიამი სახლში და იქვე ტახტზე ჩამოჯდა, ანდრონიკეც გვერდით მიუჯდა და ხელი ღიმილით გადახვია.

- ახლავე გავშლი ბებო სუფრას.
- მოგეხმარებით _ სასწრაფოდ წამოხტა გაბუტული იმნაძე რომ არღვლიანისგან თავი დაეღწია.

სუფრა გაშალეს, გოგონას პირი არაფრისთვის დაუკარებია, გაბუტული გადახედავდა ანდრონიკეს და გულში ლანძღავდა მისი ხასიათის გამო. სუფრის ალაგებაშიც მიეხმარა ბებოს და მისაღებში დაბრუნდნენ.

- ბებო მაღლა მზად არის შენი ოთახი, შეგიძლია ახვიდეთ.
- მადლობა ბებო. წავედით _ „ცოლს“ გასასვლელად უბიძგა და კიბეებზე წინ გაუშვა.

ოთახში შესულმა ერთი ლოგინი რომ აღმოაჩინა დენდარტყმულივით გამობრუნდა უკან. ადვილად მიუხვდა ანდრონიკე, მშვიდად მოკიდა ხელი, ლოგინისკენ წაიყვანა და დასვა.

- ახლა უნდა ვილაპარაკოთ.
- რაში გჭირდება ეს ცირკი?
- რა არის ცირკი?
- ეს მოტაცება, სვანეთში წამოსვლა, გითხარი თანახმა არ ვარ-თქო.
- უბრალოდ რომ მომისმინო ხომ შეიძლება.
- გისმენ.
- გრძნობების გამოხატვა მაინცდამაინც არ გამომდის, მაგრამ ვეცდები. „ლამარიაში“ რომ დაგინახე, მაშინვე მოვიხიბლე. კი არ მოვიხიბლე გამაოცე, მაშინ დაგარქვი პეპელა, მაშინ დაგარქვი ანგელოზი. იმ დღის შემდეგ სულ შენზე და შენს თვალებზე ვფიქრობდი. მხოლოდ ერთადერთ შეხვედრას ვთხოვდი ღმერთს და დანარჩენს მე მივხედავ-თქო ვფიქრობდი. გოგას დაბადების დღეზე რომ გნახე თვალებს არ დავუჯერე. ჩემი პრინცესაო რომ მითხრა, მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი, მეგონა თავს ვერ მოვერეოდი. მერე აღმოვაჩინე რომ სულაც არ ყოფილხარ მისი შეყვარებული. შენი ნომერი გავიგე და დაგირეკე, მეშინოდა რომ არ დამთანხმდებოდი, მაგრამ უარი არ გითქვამს, ამით გამაბედნიერე. რომ გითხარი მომეწონეთქო და უკეთ გაცნობაზეც დამთანხმდი, მაშინ მივხვდი რომ არც შენ იყავი მთლად ინდიფერენტული. ძალიან ბევრი ვიფიქრე სანამ ცოლობას გთხოვდი, მაგრამ გავრისკე, თუმცა უშედეგოდ. იქ მივხვდი რომ ახლა საკუთარი ნებით არ დამთანხმდებოდი, ამიტომ მე გამოვიჩინე „კეთილი ნება“.

- რა გეჩქარებოდა ანდრონიკე რა? იქნებ მივსულიყავით იმ პერიოდამდე როცა საკუთარი ნებით გეტყოდი თანხმობას.

- დამამთავრებინე და მიზეზს გაიგებ. რამდენიმე დღეში უნდა წავიდე _ მარიამის გაოცებული თვალები შენიშნა და განაგრძო _ ავღანეთში უნდა წავიდე, ექვსი თვით _ იმნაძის თვალებში რომ აკიაფებული ცრემლი შენიშნა გაეღიმა _ ამიტომ ვჩქარობ, ექვსი თვის შემდეგ რომ ჩამოვიდე და ამბავი დამხვდეს მოგტაცესო? მერე მე რა ვქნა?

- სულ გაგიჟდი, თუ მე არ მინდა თითსაც ვერ დამაკარებს ვერავინ.
- მე ხომ მოგიტაცე?
- სხვებს მანქანაში არ ვუჯდები.
- არც ეგ იქნება პრობლემა, ვიცი და ამიტომ ვამბობ. რომ წავალ, მინდა იმ შეგრძნებით წავიდე რომ ვიღაც მელოდება. ვიღაც, ვისთვისაც სიცოცხლე მიღირს, ვისთვისაც ჩამოსვლა და დაბრუნება მიღირს. მინდა მელოდებოდე არა როგორც უბრალოდ მარიამი, არამედ როგორც ჩემი ცოლი.
- ანდრონიკე _ ამოისლუკუნა.
- ჩუ, ნურაფერს მეტყვი, ვიცი რომ ამის მოსმენის შემდეგ უარს ვერ მეტყვი მაგრამ არც თანახმა ხარ. _ მისკენ მიიწია და ჩაეხუტა. _ მი სი მალატ (მე შენ მიყვარხარ) _ საოცარი სითბოთი ჩაილაპარაკა. მარიამმა გაკვირვებულმა ამოხედა, არღვლიანს ხომ არასდროს ეთქვა მისთვის ეს სიტყვები, იმდენად მოულოდნელი იყო.
- მეც _ ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა. სვანს გაეღიმა.
- მიშგუ ლადაღ (ჩემი სიცოცხლე), მიშგუ თვალუულდ ( ჩემი ლამაზი) _ სვანურად ამკობდა კომპლიმენტებით იმნაძეს.
- ჩემები? _ შეცბუნებულმა ჩაილაპარაკა მარიამმა.
- მივხედე უკვე მაგას, კოსტას დავურეკე.
- კონსტანტინემ იცოდა?
- არა, ადრე ვუთხარი და მე არ დაგეხმარები, გირჩევ არც შენ გააკეთოო.
- კარგი ბიჭია კოსწია.
- ხვალ ჯვარს დავიწერთ.
- რა თქვი? _ გაკვირვებულმა ამოხედა.
- ხვალ ჯვარს დავიწერთ და რამდენიმე დღე აქ ყოფნით გავილამაზებთ დროს.
- ანდრონიკე არ გვინდა რა.
- მარიამ, ხვდები რას მეუბნები? შეიძლება ვეღარ დავბრუნდე, მინდა აქ დაგტოვო როგორც ჩემი ცოლი გესმის.
- მესმის _ ამოისლუკუნა.
- ჰო და ჩუ, მოდი ჩემთან _ ჩახეუტა და შუბლზე აკოცა. _ დავიძინოთ, დაწექი.
- შენ?
- მეც აქ ვიქნები, არ ვაპირებ ცოლთან პირველი ღამე სხვა ოთახში გავატარო.
- რა პირველი ღამე? _ დაფეთებული წამოხტა იმნაძე.
- დაულდ, მიშგუ დაულდ (ბოთე, ჩემი ბოთე) _ ღიმილით ჩაილაპარაკა სვანმა. _ ახლა ამ ოთახიდან რომ გავიდე, ჩათვალე სასწაული მოხდება, რას აღარ დააბრალებენ. შენთვისვე უკეთესი იქნება თუ მეც აქ დავიძინებ, სვანურ ტრადიციებზე არაფერი გსმენია? _ გაუცინა.
- უბრალოდ დავიძინებთ.
- სხვა რამე არც მე შემომითავაზებია.

ერთ ლოგინზე მოთავსდნენ, სივიწროვე აწუხებდათ, თუმცა არც ერთი არაფერს ამბობდა. ზურგ-შექცევით რომ ვერ მოისვენეს, მერე ერთმანეთისკენ გადაბრუნდნენ. ორივეს გაეღიმა.

- იცი რა? პირველ ღამეს ცოლს რომ არც კი ვაკოცო სირცხვილია _ გაუღიმა და მარიამისთვის მოულოდნელად დასწვდა მის ტუჩებს.

რა იგრძნო? ჟრუანტელი, ელექტროდენებმა დაუარეს მთელ ტანში, გაძლიერებული გულისცემა, არტერიებში მოძრავი სისხლის ხმაც კი ესმოდა თითქოს. პირველი კოცნა იყო იმნაძისთვის. სამკვირიანი ურთიერთობის მანძილზე ინიციატივაც კი არ გამოუჩენია არღვლიანს, არ აჩქარებდა, მაგრამ ახლა მისი ტუჩების, უშფოთველი სუნთქვის შემხედვარემ ვეღარ მოითმინა. ტუჩებს რომ მოშორდა გაუღიმა, მიიხუტა და ახლა თავზე აკოცა.

- ხოჩა ლეეთ ( ღამემშვიდობის) _ თბილად ჩაილაპარაკა.


______________________

ესეც მეექვსე თავი ჩემო შოკოლადებო.. ჩემო ტკბილებო და თბილებო როგორ მახარებთ არ ვიცი, ვერ გეტყვით სიტყვებით ვერ აღვწერ.. უღრმესი მადლობა.. იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას.. თქვენი ემოციებით მავსებთ... დღეს მოულოდნელად მესტუმრნენ სტუმრები, შესაბამისად წერა გამიჭირდა, ამიტომ თუ თავი გეპატარავათ მაპატიეთ.. წაიკითხეთ და შემიფასეთ.. ველი თქვენს შეფასებებს.. შოკოლადებო, ბარამბოებო, ალპენ გოლდებო, კორონებო, სნიკერსებო, ბაუნტებო და ა.შ. (სიცილი)



№1  offline წევრი Mkitxveli

მესმის,მესმის,რაც ხდება. იმას უყვარს,ამასაც უყვარს.როცა ისტორიას ვკითხულობ,ყოველთვის ჩემს თავს წარმოვიდგენ მთავარი პერსონაჟის ადგილას... ვფიქრობ ხოლმე,მე როგორ მოვიქცეოდი. ამ შემთხვევაში, ვიცი, არ დავრჩებოდი სვანეთში, სულ რომ საყვარელი ადამიანისთვის მეტკინა გული. მოტაცებაზე მთელი ამბები მემართება ვერ ვიტან :დდ არც მარიამი უნდა დარჩენილიყო, მესმის უყვარს, მაგრამ ხო არაა თანახმა გათხოვებაზე და ბორკილებს რატომ ადებს თავისი საქციელით ანდრონიკე? :დდ ნუ,ეს ჩემი აზრია,მინდოდა დამეწერა.
თუმცა ავტორი შენ ხარ,შენი გადასაწყვეტია.
ძალიან მიყვარს ეს ისტორია ♥

 


№2 სტუმარი elene

ძალიან, ძალიან მაგარია love განსხვავებული ისტორიაა ^_^ ასე გააგრძელე feel

 


№3  offline წევრი p♥♥h ^^

ანდრონიკეს შემხედვარეე დამეწვა გულიიიიიიიიიიიიი belay ცოცხალი დდააბრუნე რააა sad
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№4  offline წევრი S.likuna

DzZaaan magari ikooo velodebi axal tavs

 


№5  offline მოდერი ano23

ისტორია ძალიან კარგია და მომწონს, მოუთმენლად ველოდები ყოველ ახალ თავს. მაგრა ანდრონიკე რომ ეგოისტი ვირია ამაზე ორი აზრი არ არის -_- ამ დრომდე ველოდი,რომ გადაწყვეტილებას შეცვლიდა,მაგრამშენც არ მომიკვდე, დაავლო ამ გოგოს ხელი და გააქანა სვანეთში:/ ეგ გასაგებია რომ უყვარს და უნდოდა ისე წასულიყო,რომ მარიამს მისი ცოლი რქმეოდა, მაგრამ იქნებ მანამდე ეთქვა ამ გოგოსთვის რაც მოტაცების მერე უთხრა, იქნება დათანხმებოდა?! აი ბავშვობიდან ალერგია მაქვს ამ მოტაცებაზე და რა გავაკეთო? ადამიანი სიგიჟემდე რომ მიყვარდეს და ეგ გამიკეთოს ცოცხალი თავით არ დავრჩები მაინც იმასთან. ასე რომ არ ვეთანხმები მარიამის გადაწყვეტილებას.
ამ ყველაფრის მიუხედავად არ გეგონოს ისტორია არ მომწონს, ვიცი ცხოვრებაშიც ხდება ასეთი რაღაცეები და უბრალოდ ამ ფაქტის მიმართ ჩემი აზრი დავაფიქსირე.კიდევ ერთხელ გეუბნები ისტორია თავის ავტორიანად ძალიან , ძალიან მომწონს და მიყვარს love :D

 


№6  offline წევრი ninia123

ანდრონიკე ეგოისტია საერთოდ არ მომეწონა მისი საქციელი რო რამე მოუვიდეს ერთი კვირის მოყვანილი ცოლი უნდა დააქვრივოს?

 


№7  offline წევრი ტასიკო

არ უნდა დარჩეს,მართლა სვანიაა რაა, რა.ვიღობაა სულ არ იფიქრა გოგოზე, წავა და ეგებ ვერ დაბრუნდეს, საშინლად გავბრაზდიი :-D

 


№8  offline მოდერი ლილიანა

კარგად წერ ძალიან,ძალიან მაგრამ მომკალი და არ მესმის ეგოისტური სიყვარულის.
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9  offline წევრი tveni

რა საყვარლები არიან <3 <3

 


№10  offline წევრი vighaca

Ra xar aseti dzalian magariaa

 


№11 სტუმარი xatia

dzaalian momwons ':-* imedia avganetidan mshvidobit dabrundeba '/ ♥♡♡

 


№12  offline მოდერი მარრიამი

ვეღარაფერს ვამბობ <3 ძალიან დიდი მადლობა შოკოლადებო <3 მიხარია რომ მოგეწონათ, განიხილავთ.. მადლობა.. ძალიან გაასწორეთ მიწასთან ეს ჩემი სვანი :D :D :D

 


№13  offline წევრი happiness

იმდენი მაქვს სათქმელი არ ვიცი საიდან დავიწყო. პირველი ის რო რამდენიმე დღის წინ შენი ახალი მოთხრობა რო დავინახე თან "ესეთი" სათაურით, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გამეხსნა, გუშინდლამდე გავძელი, რო არ წამეკითხა, მაგრამ გუშინ მაინც გავხსენი და ვფიქრობ რამდენი მაქ დაგროვილი ეხლა ბედნიერად წავიკითხავთქო, რლ მოვრჩი 5 თავის კითხბას მივხვდი რო არ მეყო, თან საერთოდ, მაგრამ გავგიჟდი! რაც შეეხება ამ თავს. თავიდან კინაღამ პანიკაში ჩავარდი ნეთქი რას ნიშნავს მოტაცებათქო და ფრჩხილებს ვიჭამდი სანამ მოვრჩებოდი არ დარჩესთო მარა დარჩადა იცი რას მივხვდი? როცა გიყვარს იმას კი არ ფიქრობ ოღონდ ის იყოს ბედნიერიო, საშინელი ეგოისტი ხდება ადამიანი და მითუმეტეს როცა იცის რომ მისი საყვარელი ადამიანი მასთან უბედური არ იქნება თუნდაც ძალით, როგორც ან შემთხვევაში, მაგრამ ჩემი რაღაც ნაწილი მაინც წინააღმდეგია ამ გადაწყვეტილების. ყველაფერს ავიტან ამ მოთხრობაში ოღონდ ფთხოვ არ მოკლა! წარმატებები და კიდევ ერთი და მთავარი მავიწყდებოდა შენ ხარ უმაგრესი გოგო და უნიჭიერესუ მწერალი❤️❤️

 


№14  offline წევრი ani-ano

ეს ანდრონიკე ნერვებს მიშლის ნამდვილი ხეპრეაა. უემოციო ტიპია ჩემთვის არ მიყვარს ესეთი უკონტაქტო ტიპები. თან ძალიან ეგოისტია. არც მარიამის საქციელი მომწონს რას ფიქრობსს? მარტო სიყვარული ხო არ არის....

 


№15  offline წევრი Marriiie

აი ძალიან მაგარია.. არ კი ვიცი რა ვთქვა, ვგიჟდები ანდრონიკეზე )) პატარა იყო არ მეყო.. ცოტა უფრო გაზარდე თავები ^^ ველოდები ახალ თავს. love

 


№16  offline მოდერი მარრიამი

happiness
იმდენი მაქვს სათქმელი არ ვიცი საიდან დავიწყო. პირველი ის რო რამდენიმე დღის წინ შენი ახალი მოთხრობა რო დავინახე თან "ესეთი" სათაურით, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გამეხსნა, გუშინდლამდე გავძელი, რო არ წამეკითხა, მაგრამ გუშინ მაინც გავხსენი და ვფიქრობ რამდენი მაქ დაგროვილი ეხლა ბედნიერად წავიკითხავთქო, რლ მოვრჩი 5 თავის კითხბას მივხვდი რო არ მეყო, თან საერთოდ, მაგრამ გავგიჟდი! რაც შეეხება ამ თავს. თავიდან კინაღამ პანიკაში ჩავარდი ნეთქი რას ნიშნავს მოტაცებათქო და ფრჩხილებს ვიჭამდი სანამ მოვრჩებოდი არ დარჩესთო მარა დარჩადა იცი რას მივხვდი? როცა გიყვარს იმას კი არ ფიქრობ ოღონდ ის იყოს ბედნიერიო, საშინელი ეგოისტი ხდება ადამიანი და მითუმეტეს როცა იცის რომ მისი საყვარელი ადამიანი მასთან უბედური არ იქნება თუნდაც ძალით, როგორც ან შემთხვევაში, მაგრამ ჩემი რაღაც ნაწილი მაინც წინააღმდეგია ამ გადაწყვეტილების. ყველაფერს ავიტან ამ მოთხრობაში ოღონდ ფთხოვ არ მოკლა! წარმატებები და კიდევ ერთი და მთავარი მავიწყდებოდა შენ ხარ უმაგრესი გოგო და უნიჭიერესუ მწერალი❤️❤️

ani-ano
ეს ანდრონიკე ნერვებს მიშლის ნამდვილი ხეპრეაა. უემოციო ტიპია ჩემთვის არ მიყვარს ესეთი უკონტაქტო ტიპები. თან ძალიან ეგოისტია. არც მარიამის საქციელი მომწონს რას ფიქრობსს? მარტო სიყვარული ხო არ არის....

Marriiie
აი ძალიან მაგარია.. არ კი ვიცი რა ვთქვა, ვგიჟდები ანდრონიკეზე )) პატარა იყო არ მეყო.. ცოტა უფრო გაზარდე თავები ^^ ველოდები ახალ თავს. love

უღრმესი მადლობა ჩემო კარგებო <3 სიტყვები აღარ მყოფნის ემოციების გამოსახატად ^^

 


№17 სტუმარი nini

ძალიან მაგარია მაგრამ ანდრონიკეზე ვნერვიულობ იცოდე ამ ისტორიას ჰეფი ენდი უნდა ქონდეს კი არ გთხოვ უკვე მოვითხოვ fellow

 


№18  offline მოდერი მარრიამი

nini
ძალიან მაგარია მაგრამ ანდრონიკეზე ვნერვიულობ იცოდე ამ ისტორიას ჰეფი ენდი უნდა ქონდეს კი არ გთხოვ უკვე მოვითხოვ fellow

:დ <3

 


№19 სტუმარი mtvaro svani

eeeeee zaanac nu gamilanzgavt exla chem svans raaaa.zalian kargia ubralod jiuti svania da cota siyvarulshi egoistic unda vagiaro erts gtxov ar mokla ra chemi svani da nurc mariams datanjav

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent