შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ხუთი წუთი


22-02-2015, 15:44
ავტორი ლელა
ნანახია 1 196

- გამარჯობა, მინდა რომ გაგიცნოთ,შეიძლება? გოგონა შეკრთა,ნაცრისჰერი წვრილი თვალები ვაჟს მიაპყრო.
-ვინ ხარ?რატომ უნდა გამიცნო?
-იმიტომ.
-ეგ პასუხი არ არის.
-დასრულდა.
-რა დასრულდა?
-შენი გაცნობა. შენ ყოვლად უჟმური ადამიანი აღმოჩნდი. ნახვამდის.
-მოიცადე,მოიცადე... ბიჭი შემოტრიალდა და ფართო თვალებით შეხედა გოგონას.
-რა გინდა?
-მოდი დაჯექი ჩემს გვერდით და მართლაც გავიცნოთ ერთმანეთი. რა გქვია? - შეეკითხა გოგონა.
- სანდრო შენ?
-სალომე შეგიძლია სალოც დამიძახო.
-მომწონხარ სალო. გოგონამ საათს დახედა,ცოტათი მორიებულად ვაჟს შხედა და უთხრა:
- ჯერ ორი წუთიც არ გასულა, და უკვე მოგწონვარ?
-იცი ერთი წუთის წინ უჟმური იყავი,ახლა უკვე მომწონხარ,კიდევ ერთ წუთში კი შეიძლება შემიყვარდე კიდეც.
-ასე უცბად გიყვარდება?
-კი ძალიან უცბად.
-რამდენი შგყვარებია ასე უცბად?
-ძალიან ბევრი,ოღონდ მხოლოდ ისინი შემიყვარდა ვინც ჩემი სიყვარული მიიღო.
-ალბათ ბევრი იყო ასეთი.
-არა,არცერთი არ ყოფილა.
-ანუ რა გამოდის?
-ის გამოდის რომ ახლა ამ დაგროვილი სიყვარულით შენთან მოვედი,სრულიად უცნობ ადამიანთან.ბიჭმა საათს დახედა.
-მიყვარხარ,სალომეს გაეცინა, თუმცა ეს სიცილი უხერხულობის გადასატანი უფრო იყო ვიდრე გულწრფელი.შემდეგ ბიჭს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა
-მეოთხე,მეხუთე და დანარჩენ წუთებზე რას აპირებ?
-ამ სიყვარულის დამტკიცებას.
-დრო ძალიან სწრაფად გარბის, მეშინია სიყვარულის მარაგი არ გამოგელიოს.
-არა.ეს შუძლებელია. ვისაც ერთხელ მაინც უყვარდება,ის მთელი სიცოცხლე სავსე იქნება სიყვარულის უთვალავი მარაგით. სანდრო სალომესთან უფრო ახლოს მიიწია ხელი გადახვია და აკოცა.
-შნ ოთხ წუთში დამიმტკიცე ის რასაც ვერასდროს დავიჯერებდი.
-დაუჯერებელი არაფერია, მთავარია გულწრფელად გაახილო თვალები, ღრმად ჩაიხედო შენს გულში და სხვის გულშიც. უთხრა ბიჭმა, შმდეგ ხელი სკამიდან გადაჰყო,მიწიდან მზის შმყურე გვირილა ამოგლიჯა და დაყნოსა.
-არ მაჩუქებ? შეეკითხა გოგონა. ბიჭმა საათს დახედა, შემდეგ სიყვარულით გავსებული თვალები, გოგონას მიაპყრო და უთხრა:ორმოცდათვრამეტი,ორმოცდაცხრამეტი და სამოცი. აი მეხუთე წუთიც... ინებე. სალომეს თვალები გაუბრწყინდა.-შენგან ამდენს არ მოველოდი. შენ სიყვარულის ხუთი წუთი მაჩუქე.
- ჯერ ეს მხოლოდ ხუთი წუთია.



№1  offline წევრი tatasomerholic

ძაალიან მაგაარიააააა, ველოდები მეორე თავს. (თუ იქნება რათქმაუნდა) recourse

 


№2  offline წევრი blackboss

dzalian magaria!!!

 


№3  offline წევრი ლელა

არა სრულად დავწეერე winked

 


№4 სტუმარი mado

ყოჩაღ , კარგია :* :* წარმატებებეი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent