შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშგულში ნაპოვნი ანგელოზი [7]


22-02-2015, 21:40
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 459

დილა სოფლისთვის ჩვეული ხმაურობით გათენდა. თვალები მოიფშვნიტა იმნაძემ, გაიხედ-გამოიხედა, მაგრამ არღვლიანი ოთახში ვერ შენიშნა. „საუკეთესო დროა ფიქრისთვის“. ჯერ წარმოიდგინა მშობლები რა დღეში იქნებოდნენ, მით უმეტეს როცა მამა გაიგებდა რომ სამკვირიანი ურთიერთობის შემდეგ გაჰყვა. თეკო? თეკო სულ გაგიჟდება. თვითონ? თვითონ უბრალოდ არ იცის რა ქნას. ფაქტია უყვარს, მაგრამ ასე თავზე-ხელაღებით ოჯახის შექმნა ადვილი საკითხი ხომ არაა. რამდენიმე დღეში ანდრონიკე უნდა წავიდეს და მერე? მარიამი მარტო დარჩეს ექვსი თვის მანძილზე, თუნდაც სვანის ოჯახში, ოჯახთან ერთად, მაგრამ მაინც მარტო - ქმარი ხომ გვერდით არ ეყოლება. ამას ნამდვილად ვერ აიტანს, უცხო ოჯახთან მეუღლის გარეშე შეგუება კატასტროფაა მისთვის, მით უმეტეს რომ ადამიანებს ასე ადვილად ვერ უთანხმდება. ჯვრისწერა? ეს ხომ ფაქტობრივად სამუდამოდ არღვლიანთან დაკავშირებას ნიშნავს, თან ასე უბრალოდ, მეგობრების, ოჯახის გარეშე. მაშინ როცა ყველაფერი სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი. უყვარს, მართლა წრფელი გულით მაგრამ ასეთი რისკიანი არ არის.

- დილამშვიდობის _ ღიმილით შემოვიდა არღვლიანი ოთახში.
- გამარჯობა _ მშვიდი ტონით უპასუხა მარიამმა.
- მოემზადე და წავიდეთ ტაძარში.
- უნდა ვილაპარაკოთ.
- თავიდან ვიწყებთ?
- ანდრონიკე გუშინ ხომ მოგისმინე, ახლა ჩემი ჯერია და ძალიან გთხოვ მომისმინო.
- კარგი გისმენ _ ლოგინზე ჩამოჯდა.
- არ მინდა ქორწინება.
- აბა რა გინდა?
- გუშინ უბრალოდ იმდენად დავმძიმდი ემოციებით, ხმაც კი ვერ ამოვიღე. ანდრონიკე შეგვიძლია დავინიშნოთ, დამიჯერე თითზე ბეჭედწამოცმულს არავინ შემომხედავს და მოტაცებით მით უმეტეს. ჯვრისწერა, ქორწინება ეს ორი ადამიანის ერთად ცხოვრებას მოიაზრებს, ჩვენ დავქორწინდებით და რა? შენ წახვალ ავღანეთში ექვსი თვით, მე უნდა ვიცხოვრო შენს ოჯახში მარტომ.
- დედაც იქ იქნება.
- მაგრამ შენს გარეშე მაინც მარტომ, ადამიანებთან შეგუება და კიდევ უფრო მეტი, ერთ სახლში ცხოვრება ძალიან გამიჭირდება. უბრალოდ ვერ შევძლებ ანდრონიკე. გინდა უკან რომ დაბრუნდები დღევანდელი მარიამის მაგივრად ჩამომჭკნარი, ექვს თვეში დაბერებული გოგო შეგრჩეს?
- ასე რთულად იქნება საქმე?
- ძალიან, ძალიან რთულად. რატომ ხარ ჯიუტი, ხომ შეგვიძლია ახლა ჩვეულებრივ დავბრუნდეთ ქალაქში, ჩემებს დაველაპარაკოთ, ოფიციალურად დავინიშნოთ. რა საჭიროა მოტაცება და მთელი ამბები, ექვსი თვე ადამიანო, ექვსი თვე რამდენია ხვდები მაინც?
- ვხვდები.
- კარგია, მე სულ სხვანაირ ქორწილზე ვოცნებობდი და ძალიან გამიხარდება თუ გამიგებ, თუ ჩემს სურვილებს არ შეეწინააღმდეგები. არასდროს განმისაზღვრავს ჩემი ქორწილი მეგობრების, ოჯახის გარეშე. გვერდით ქმრის გარდა, სხვა საყვარელი ხალხიც მინდა რომ მყავდეს. დიდი, თეთრი კაბა, ბედნიერი სახეები, სუფრაც, სურათები, ეს ყველაფერი იმდენად მაქვს გათავისებული რომ.. მესმის სადაც სიყვარულია იქ ყველაფერი უნდა აიტანო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ ატანის აუცილებლობას, მაშინ როცა შეიძლება ყველაფერი სხვანაირად იყოს..
- გასაგებია.
- არ მინდა რომ წახვიდე, მაგრამ ეს შენი საქმეა და შეჩერების უფლება არ მაქვს, მაქსიმალურად გაგიგებ ნებისმიერ საკითხში, მაგრამ შენც უნდა შეგეძლოს ჩემი გაგება. ურთიერთგაგება ორმხრივი უნდა იყოს ანდრონიკე.
- ჩაიცვი და წავიდეთ.
- სად?
- „ლამარიაში“.
- ამდენი ტყუილად ვილაპარაკე?
- წავიდეთ უბრალოდ, მოვილოცოთ, აქ ჩამოვედი და ბერები რომ არ ვნახო არ შეიძლება. მოვილოცოთ და დავბრუნდეთ ქალაქში _ მარიამს სახეზე ღიმილი მოეფინა, ნელა წამოიწია და თბილად ჩაეხუტა.
- მი სი მალატ (მე შენ მიყვარხარ) _ ჩუმად უჩურჩულა.
- მეც, მიდი მოემზადე და წავიდეთ.
- კაბა რომ არ მაქვს? _ უცებ შეწუხდა.
- ჩემ სიგრძე ყელსახვევი გეკეთა, შემოიხვიე და კაბაა რა. _ გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.

ლოგინიდან წამოფრინდა იმნაძე, სვანთან ადამიანურმა ლაპარაკმა გაჭრა. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ანდრონიკეს მის სიყვარულში ეჭვი შეეპაროს, კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით. როცა დაბრუნდება ავღანეთიდან მაშინ ხომ დარწმუნდება. არც კი განიხილავს იმ შემთხვევას ანდრონიკე რომ არ დაბრუნდეს. გაფიქრებაც კი არ უნდა, რომ დაფიქრდეს იცის, აუცილებლად ცრემლებით დაამთავრებს, ამიტომ ფიქრები გვერდით გადადო და მშვიდად მოემზადა. თავი მოიწესრიგა, ოთახიც მოაწესრიგა და კიბეებს ჩაუყვა.

- ხოჩა ლადეღუ ჯარ (დილა მშვიდობისა) _ მიესალმა ბებოს და ეზოს თვალი მოავლო.
- ხოჩა ლადეღუ ჯარ. მაგუარდ ხარი? ( დილა მშვიდობისა. როგორ ხარ?)
- ხოჩამდ, სგაი მაგუარდ? (კარგად, თქვენ როგორ?)
- ხოჩამდ. _ გაუღიმა ბებომ. _ რატომ ისწავლე სვანური თუ სვანი არ ხარ?
- სვანეთი მიყვარდა ყოველთვის ძალიან და დავინტერესდი.
- წავედით? _ მიუახლოვდა ანდრონიკე.
- რა დროს წასვლაა ამ გოგოს კუბდარის გარეშე არსად გავუშვებ. გაგისინჯავს?
- გამისინჯავს, მაგრამ არ მომეწონა _ მორცხვად ჩაილაპარაკა.
- სვანეთში გასინჯე?
- არა, სვანეთში არა.
- ჰო და ახლა მოგეწონება, ისაუზმეთ და ისე წადით.
- შევიდეთ მაშინ სახლში. _ გაუღიმა ანდრონიკემ.
- ახლავე დავაცხობ, გამზადებული მაქვს.

სწრაფად გამოაცხო და სუფრაზე მიიტანა, დაჭრა და თავისი ხელით გადაუღო მარიამს. თავიდან უკმაყოფილოდ შეხედა იმნაძემ, მაგრამ ბებოს ხათრით ერთი ლუკმა მოკბიჩა, ნელა დაღეჭა და გადაყლაპა. „სულაც არ ყოფილა ცუდი“ - კმაყოფილმა გაიფიქრა და მეორე ლუკმა წაიღო პირისკენ.

- მოგეწონა? _ გაუღიმა სვანმა.
- აშკარად სვანური უკეთესია, ვიდრე ქალაქში გაკეთებული.
- კიდევ რომ ჩამოხვალთ შენც გასწავლი, ანდრონიკეს უყვარს. _ მიმართა ბებომ.
- კარგი _ ღიმილით დაეთანხმა იმნაძე.

საუზმე დაასრულეს, მარიამი მიეხმარა ალაგებაში და ეზოში მდგარ არღვლიანს მიუახლოვდა.

- წასვლის დროა _ ჩამოხედა სვანმა.
- წავედით.

ბებოს თბილად დაემშვიდობნენ და „უშგულის ლამარიას“ მიაშურეს.

- გუშინ დედას დავურეკე ცოლი მოვიყვანე-თქო _ გადახედა ანდრონიკემ.
- წინასწარ არ უნდა გაგეფრთხილებინა _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- ახლა რომ გაიგებს არ გამომყევი გადაირევა _ გაიღიმა.
- რომ ჩამოხვალ მერე გამოგყვები.
- რომ არ ჩამოვიდე?
- ფსიქოლოგიურ ზეწოლას აქვს ადგილი.
- მე მართლა გეკითხები, რომ ვერ ჩამოვიდე?
- რომ გეცოდინება აქ ჩამოსვლის შემდეგ შენი ცოლი გავხდები, აუცილებლად ჩამოხვალ. ახლავე რომ გამოგყვე იფიქრებ უკვე ჩემიაო და მოტივაცია აღარ გექნება _ გადაიკისკისა.
- შენ ხარ სვანი თუ მე _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა.
- „ხარი ხართან რომ დააბაო“ ხომ იცი ეგ შენ? _ გაიცინა _ ისე ცნობისთვის სვანებზე ნაკლებად ჯიუტი არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ როგორც კაცმა, თან სვანმა ვაჟკაცმა ქალს, დიაცს უნდა დაუთმოს.
- გითმობ მერე. ჩამოხტი ახლა.

მანქანიდან ჩამოვიდა, ყელსახვევი კაბად მოიხვია და ტაძრისკენ წავიდა. ანდრონიკეც უკან მიჰყვა. რას წარმოიდგენდა იმნაძე ასე მოკლე დროში მეორედაც თუ ესტუმრებოდა „ლამარიას“. კიდევ ერთხელ დაუარა ნაცნობმა შეგრძნებამ, თავისუფლების შეგრძნებამ და თავდახრილი შევიდა ტაძარში. ისევ ემთხვია შუაგულში დაბრძანებულ ხატს და სასანთლისკენ წავიდა. არღვლიანი დაკვირვებით უყურებდა მის ყველა ქმედებას, მხიარული, ცელქი გოგონა აქ შემოსვლისას მოკრძალებული ქალბატონი ხდებოდა, პეპელა, ანგელოზი, ნაზი და მორცხვი. ტაძრიდან რომ გამოვიდნენ ერთ-ერთ კელიას მიუახლოვდა ანდრონიკე და მსუბუქად მიუკაკუნა. ბერი გამოვიდა და სვანის დანახვისას გაიღიმა. მეგობრულად გადაეხვია, მარიამისკენ გააპარა მზერა.

- ჩემი საცოლეა, მარიამი _ გააცნო ანდრონიკემ. მარიამმა გაუღიმა.
- ღმერთმა დაგლოცოთ _ გაუღიმა ბერმა და ჯვარი გადასახა.

ანდრონიკემ სხვებიც ნახა, ყველას გააცნო მარიამი, სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს და წამოვიდნენ. გზა კვლავ უსაშველოდ გაგრძელდა, თუმცა იმნაძე აღარ ღელავდა. როგორც იქნა ჩავიდნენ ქალაქში და პირდაპირ გოგონას ოჯახისკენ გაეშურნენ. კარებზე დააკაკუნა იმნაძემ და დედა გამოეგება.

- ჩამოხვედით? ხომ კარგად ხარ? _ თბილად ჩაიხუტა შვილი, არღვლიანს ცივად მიესალმა და ოთახისკენ შეუძღვა. მამაც იქ იჯდა დაძაბული სახით, შვილის და სვანის დანახვისას ფეხზე წამოდგა, მკაცრად გადახედა ორივეს, ზრდილობის გამო ჩამოართვა ხელი სვანს და დაჯდომა ანიშნა.
- ახლა ამიხსენით ყველაფერი _ გაიჟღერა მკაცრმა ხმამ. მარიამი კიდევ უფრო დაიძაბა.
- ნება მომეცით მე აგიხსნათ _ მშვიდი ტონით დაიწყო ანდრონიკემ. _ მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს, მინდოდა ჩემი ცოლი გამხდარიყო და მოვიტაცე, მაგრამ როგორც ვხედავ მარიამი ქორწინების წინააღმდეგია ამიტომაც დავაბრუნე უკან საღ-სალამათი.
- შენ? _ მარიამს მოუბრუნდა მამა.
- მეც მიყვარს _ ნერწვყი მძიმედ ჩაყლაპა _ მაგრამ ოჯახისთვის მზად არ ვარ.
- რატომ ჩქარობდით ასე? _ ისევ ანდრონიკეს მიუბრუნდნენ.
- მე ჯარისკაცი ვარ, რამდენიმე დღეში ავღანეთში მივდივარ და მინდოდა მარიამი აქ დამეტოვა როგორც ჩემი ცოლი _ შესაშური სიმშვიდით პასუხობდა სვანი.
- გასაგებია _ შუბლი ნერვიულად შეჭმუხნა მამამ. _ რამ გადაგაფიქრებინათ თქვენი გეგმის შესრულება?
- მარიამმა, საკმაოდ მშვიდად ამიხსნა სიტუაცია და შევთანხმდით, წუხელვე წამოსვლა არ მოხერხდა, დღეს დილით წამოვედით.
- ძალიან კარგი.
- ყველაზე მთავარი, მინდა ქალიშვილის ხელი გთხოვოთ.
- გუშინ რომ ამოსულიყავით მაგ თხოვნით უკეთესი იქნებოდა _ დაძაბული ღიმილით უპასუხა.
- ვიცი და მომიტევეთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს _ გაუღიმა.
- კარგი, ამ შემთხვევაში ვფიქრობ ჩემი ქალიშვილის პასუხი იქნება გადამწყვეტი. თუ თანხმობას განაცხადებს, მე უარს ვერ გეტყვით, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც დაბრუნდებით. რას იტყვი მარიამ?
- მე.. თანახმა ვარ _ მორცხვად ჩაილაპარაკა. _ მამას გაეღიმა, დედამ ისედაც იცოდა შვილის პასუხი.
- შეგვიძლია პატარა სუფრა გავაწყოთ _ გადახედა მამამ დედას. იმნაძემ შვებით ამოისუნთქა. დედას სამზარეულოში გაყვა.
- მალე გაფრენაში ამას თუ გულისხმობდი არ მეგონა _ გაუცინა დედამ.
- კარგი რა დე, კინაღამ გული გამისკდა ისედაც _ დაიწუწუნა და მაგრად მოეხვია.
- დედას პატარა _ გაუცინა დედამ და აკოცა _ მორჩა ახლა, გამაშლევინე სუფრა, შეგაპარო იმ ბიჭს და მერე აღარ გამოგაგდებს იმედია.
- დეეე _ გაუცინა.

მისაღებში გავიდნენ და დასხდნენ. „ვაიმე თეკო“ - გაიფიქრა მარიამმა და სწრაფად წამოხტა. აივანზე გავიდა და თეკოს დაურეკა.

- თეკო.
- მარიამ? როგორ ხარ, სად ხარ? სად წაგიყვანა მაგ ხისთავიანმა სვანმა? კოსტამ რომ დამირეკა კინაღამ გავგიჟდი, ჯერ იმ ვაჟბატონს ვეჩხუბე, ახლა მაგ სვანს გავუტეხავ თავს.
- თეკო დაწყნარდი, ჩემებთან ვართ.
- ორივე?
- ორივე.
- უჩემოდ გათხოვდი?
- არ გავთხოვილვარ გოგო, დაველაპარაკე, ყველაფერი ავუხსენი და დამაბრუნა სახლში.
- უყურე შენ, მთლად ხისთავიანიც არ ყოფილა, მაგრამ შენ უარესი ხარ და _ გაიცინა.
- გაემზადე და გამო ჩემთან.
- მოვფრინავ. კოსტაც მანდაა? _ ტელეფონში იგრძნო მარიამმა, როგორ ჩაეღიმა თეკლას.
- არ არის, მაგრამ ამოვიყვან თუ გინდა.
- არაფერიც არ მინდა, მოვდივარ.

ოთახში დაბრუნდა და ანდრონიკეს მიუჯდა გვერდით.

- სად იყავი? _ ჩუმად ჰკითხა.
- თეკოს დავურეკე.
- მეც უნდა დავურეკო კოსტას, გაბრაზებულია ჩემზე, ჰგონია რომ დავქორწინდით.
- დაურეკე.
- ჩემი წასვლის დროა _ წამოდგა არღვლიანი _ მადლობა მასპინძლობისთვის, მგონი შევთანხმდით, ჩამოსვლის შემდეგ კიდევ გესტუმრებით.

არღვლიანი გააცილეს და დაახლოებით ათ წუთში ქარიშხალივით შემოვარდა თეკლა.

- გოგო, როგორ შემეშინდა _ ერთი წლის უნახავივით ჩაეკონა დაქალს.
- წამო ჩემთან ოთახში. _ გოგონები ოთახში შევიდნენ.
- დაიწყე აბა, რა, როგორ, რანაირად.
- მშვიდობიანად _ გაუცინა _ ჩავჯექი, მეგონა კაფეში მივდიოდით და გამაქანა სვანეთში, მერე მელაპარაკა და ხმა ვერ ამოვიღე. ავღანეთში მიდის ექვსი თვით. იმ საღამოს არაფერი, მაგრამ დილით რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ ვერ შევძლებდი, ყველაფერი ავუხსენი და ჰოი საოცრებავ, გაიგო.
- ავღანეთში? ექვსი თვით?
- ჰო _ დასევდიანდა მარიამი.
- ეგ მართლა სვანი, რამე რომ მოუვიდეს ამ ანგელოზივით გოგოს ქვრივობისთვის გიმეტებს?
- თეკო! არაფერიც არ მოუვა.
- ჰო, ჰო, მართალი ხარ არაფერი არ მოუვა _ დაამშვიდა მეგობარი.
- შენ და კოსწია რას შვრებით?
- არაფერს, გუშინ გამოვლანძღე, თუ იცოდი რომ უნდა მოეტაცა ცოტა ადრე გეთქვა-თქო.
- კოსწია არაფერ შუაშია, არ იცოდა, ანდრონიკემ მერე დაურეკა. არ ეჩხუბო, მიწერე და ბოდიში მოუხადე რომ დაუმსახურებლად გალანძღე.
- კი, როგორ არა. მაინც ღირსი იყო, როგორ არ იცოდა საუკეთესო მეგობრის გეგმები.
- კარგი ახლა, კოსტასთან ერთად როცა წავალთ დაგპატიჟებ.
- აბა შენ იცი.
____________________
- კოსტა ჩამოვედით.
- თუ მაინც შენებურად გაუბერე ხმა არ გამცე.
- კოსწიკ კაი რა, არაფერი არ გამიბერია, მივალ სახლში ჯერ და მოვალ შენთან.

კარებზე დააკაკუნა, დედამ გაუღო, აშკარად ვიღაცას ეძებდა შვილის გვერდით.

- ტყუილად ეძებ დე _ გაუღიმა.
- რა უყავი ცოლი?
- არ წამომყვა.
- როგორ თუ არ წამოგყვა? _ შეიცხადა ქალმა.
- აი ასე, არ წამომყვა.
- რა გაქვს დასაწუნი? _ აშკარად ბრაზდებოდა სადედამთილო.
- კარგი რა დე, რომ ჩამოვალ მერე მოვიყვან.
- ვინმე გატუტუცებული იქნება.
- დედა! _ დაიძაბა არღვლიანი _ ძალიან კარგი გოგოა, უბრალოდ ოჯახისთვის არ არის მზად და მოვრჩეთ ამ თემაზე, კოსტასთან მივდივარ _ კარები გამოიხურა და წამოვიდა.
-------------
- მოხვედი?
- მოვედი.
- ცოლი?
- არ მომიყვანია.
- მართლა? _ გაუხარდა კოსტას.
- მართლა, როგორც ყოველთვის ახლაც მართალი იყავი _ გაუღიმა.
- ხომ ხედავ, უნდა დამიჯერო _ გაუცინა. _ ხომ მოიტაცე?
- მოვიტაცე, ველაპარაკე, თვითონაც მელაპარაკა და მივხვდი რომ მართლა ცოდოა მარტოობისთვის.
- საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ოჯახში?
- ვიყავით ასულები, მეგონა მამამისი ხანჯალს გამოიტანდა ან ტყვიას დამახლიდა შუბლში _ გაეცინა _ ავღანეთში წასვლა აღარ დამჭირდებოდა.
- ანდრონიკე! _ სვანი ყოველთვის თავისუფლად საუბრობდა ავღანეთში წასვლის შესახებ, იმის შესახებაც რომ შეიძლება ვეღარ დაბრუნებულიყო. კოსტას კი ამ საკითხის განხილვა აბრაზებდა.
- შენთან რა ხდება თეკოს მხრივ?
- გუშინ გამომლანძღა იმის გამო რომ შენ მოიტაცე მისი დაქალი _ გაიცინა.
- ბოდიში, აღარ გავიმეორებ _ გაუღიმა სვანმა.
- ძალიან კარგს იზამ, ახლა როგორც აჩხუბე ისე შემარიგე.
- მაგას მე და მარიამი მივხედავთ. ახლა კიდე დედაჩემმა დაიწყო თავისებურები, ჯერ არ გაუცვნია უკვე აითვალწუნა მარიამი რატომ არ გამოგყვაო.
- და შენ მეუბნებოდი მარტო იცხოვრებს დედაჩემთანო? კარგი რა, ზრდილობის გამო პასუხსაც არ დაუბრუნებდა.
- ვიცი, ვიცი, ვიფიქრე შენს ნათქვამზე მეც.
- ძალიან კარგი, როგორც იქნა ერთი გადაწყვეტილება მაინც შეგაცვლევინა ვიღაცამ.
- ჰო, კაი წავედი ახლა, ხვალ ვმუშაობ და მერე ეს სამი დღე სულ ვისვენებ წასვლის წინ.
- კარგი, შემეხმიანე.

მეგობრის შეფასების შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა რომ სწორად მოიქცა, როცა მარიამს დაუჯერა. ჩამოვა და დაქორწინდებიან, აუცილებლად დაბრუნდება. მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გაუჩნდა სიკვდილის შიში, თუმცა მაშინვე უკუაგდო. „აუცილებლად დავბრუნდები, მარიამის გამო მაინც აუცილებლად“ _ დარწმუნებით ჩაილაპარაკა და სახლისკენ წავიდა.

თეკოსთან ჭორაობით დაღლილი იმნაძე ლოგინზეა გაწოლილი ვარსკვლავის ფორმაში, თვალები უხუჭია და ფიქრობს. ფიქრობს განვლილ ორ დღეზე და თვითონაც ხვდება, სწორად მოიქცა რომ სვანს თავისი არ გაატანინა. რაც მთავარია მშობლებს არ გაუცრუა იმედი და საკუთარ თავს. ბავშვობიდან იმას ამტკიცებდა, თუ არ გინდა, ზედმეტად ვერავინ შემოგხედავსო, და ბედნიერი იყო რადგან საკუთარ პრინციპებს არ უღალატა. არც ისეთი სიყვარულის სჯეროდა ადამიანებს საკუთარ მე-ს რომ აკარგვინებდა, ყველა პრინციპს უკარგავდა და სიამაყეზე ფეხს აბიჯებინებდა. სწორედ ამიტომ კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით, რაც მთავარია ანდრონიკეც ისევ გვერდით ჰყავს. ექვს თვეში დაუბრუნდება და იქორწინებენ კიდეც. მანამდე კი სამი დღე დარჩათ. „რა მოხდება როცა წავა?“ _ ფიქრები ავღანეთისკენ გაექცა. „არაფერიც არ მოხდება, ექვს თვეში უვნებელი დამიბრუნდება“_ გაიფიქრა და მხარი იცვალა. ტელეფონი ამღერდა.

- გისმენ.
- დაურეკე თეკოს და გავიდეთ სადმე, კოსტას წამოვიყვან.
- კარგი დავურეკავ _ გაუცინა.
- თან მეც გნახავ, ხვალ ვმუშაობ და შეიძლება ვერ გავიდე.
- კარგი გავემზადები.

თეკოს დაურეკა, ძლივს დაითანხმა კოსტასთან ერთად წასვლაზე. დედა გააფრთხილა და გავიდა.

- საღამომშვიდობის _ მიესალმა სვანს.
- გამარჯობა, წავიდეთ ჩვენ და თეკოს კოსტა მიაკითხავს.
- კარგი, წავიდეთ, იმედია კაფეში წამიყვან _ უკმაყოფილოდ წაკბინა.
- ახლა სულ რომ მეხვეწო სვანეთში წამსვლელი აღარ ვარ _ ცხვირზე გაეთამაშა და მანქანა დაძრა.

კაფეში მისულებს წყვილი უკვე იქ დახვდა. სხვადასხვა მხარეს ისხდნენ და უკმაყოფილო მზერით უცქერდნენ ერთმანეთს. მარიამი კოსტას მიუსკუპდა და გადაკოცნა.

- როგორ ხარ?
- მე კარგად, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად, კარგი ბიჭი ხარ შენ _ თეკოს გასაგონად ჩაილაპარაკა.
- სხვებსაც რომ ესმოდეთ კარგი იქნება _ გაიცინა კოსტამ.
- გაიგებენ.

ერთად კარგი დრო გაატარეს, თუ თეკოს დაბღვერილ სახეს არ ჩათვლიდნენ კოსტასკენ მომზირალს. მანქანებში დანაწილდნენ და სახლებისკენ წავიდნენ.

- არ მესმის რას მერჩი _ წამოიწყო კოსტამ.
- გითხარი უკვე.
- ხომ გაიგე რომ დამნაშავე არ ვყოფილვარ. არ შემირიგდები?
- შეგირიგდე?
- აბა რა უნდა ქნა, მთლად ნაწუწნ კამფეტს ნუ დამამსგავსებ _ გაიცინა. თეკოსაც გაეცინა.
- კარგი ჰო.
- ხვალ რომ შეგეხმიანო შეიძლება?
- არ ვიცი, შემეხმიანე და ვნახოთ _ გაუღიმა.
- კარგი.
- მადლობა რომ მომიყვანე.
- ისე სვანის ილეთი ხომ არ გამემეორებინა?
- ის სვანი ჩემმა დაქალმა მოარჯულა ნუ დაივიწყებ.
- მადლობა რომ შემახსენე.
- კარგი, ნახვამდის.
- კარგად _ გაუღიმა.

_____________________

- ეშველებათ რამე? _ გადახედა არღვლიანმა მარიამს.
- ეშველებათ, სადაც ჩვენ გვეშველა იმათაც ეშველებათ _ გაუცინა.
- ეშველებათ.
- კარგი, წავედი.
- კარგი ნახვამდის _ მისკენ მიიწია და ტუჩებს შეეხო _ მშვიდი ძილი.
- შენც _ გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.

სახლში ასულმა მაინც მიიღო მესიჯი: „ ძილინების“. გაეღიმა, ტრადიცია არ დაურღვევია სვანს. პირდაპირ ოთახს მიაშურა, მოწესრიგდა და ლოგინში შეწვა. ემოციებით დატვირთული და სასიამოვნო დღე გამოუვიდა იმნაძეს. თვითონაც ბედნიერია რომ ყველაფერი მოგვარდა, ერთადერთი რაც აშინებს მომავალი ექვსი თვეა, მაგრამ იმედს იტოვებს რომ ეს ექვსი თვეც დღევანდელი დღესავით პოზიტიურად დასრულდება.
_____________________
ესეც მეშვიდე თავი ჩემო შოკოლადებო.. უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატად.. გამაბედნიერა თქვენმა კომენტარებმა, განხილვამ.. დავრწმუნდი, სწორად მოვიქეცი წინა თავის ფორმაში რომ გამოვაქვეყნე და ამ თავს ასეთ ფორმაში ვაქვეყნებ.. მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ სითბოსთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ.. იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ და "სვანზე" შთაბეჭდილებებს შეგიცვლით... ველო შეფასებას, კრიტიკას, რჩევებს, ემოციების გაზიარებას.. დღევანდელი თქვენი სითბო არ იყო უბრალოდ პოზიტივი და მოტივაცია, ბევრად მეტს ნიშნავდა ჩემთვის.. მადლობა..
სიყვარულით მარრიამი...



№1 სტუმარი mariami

პირველიიი ^_^ <3 მაგარი იყოო <3 ♥

 


№2  offline მოდერი ლილიანა

კარგი გოგო ხარ.ეს თავი მომეწონა ძალიან და გეტყვი რატომაც.
1. ნათლად და კარგად იყო გადმოცემული გრძნობები
2. არ იყო არაფრისმთქმელი დიალოგები.წინა თავში ჭარბად იყო'.
იმედია არ მიწყენ შენიშვნას.იცი რომ მიყვარს შენი ნაშრომები
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

მმმმმმ...ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა.
ველი შემდეგს.

 


№4  offline მოდერი ano23

მომეწონა, მომეწონა, მომეწონა ^_^ რა კარგი ბიჭი ყოფილა ანდრონიკე .. მარიამმა კიდევ ჩემი იმედები გაამართლა და ძალიან წინდახედული და ჭკვიანი გოგო აღმოჩნდა wink უცებ შემეცვალა არღვლიანზეც წარმოდგენა wink ჩემი ნიჭიერი მერცხალი ხარ შენ wink love

 


№5  offline მოდერი მარრიამი

mariami
პირველიიი ^_^ <3 მაგარი იყოო <3 ♥

drunkinlove
მმმმმმ...ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა.
ველი შემდეგს.

მადლობა ჩემო კარგებო <3
ano23
მომეწონა, მომეწონა, მომეწონა ^_^ რა კარგი ბიჭი ყოფილა ანდრონიკე .. მარიამმა კიდევ ჩემი იმედები გაამართლა და ძალიან წინდახედული და ჭკვიანი გოგო აღმოჩნდა wink უცებ შემეცვალა არღვლიანზეც წარმოდგენა wink ჩემი ნიჭიერი მერცხალი ხარ შენ wink love

მერცხალოო ^_^ :*
nino-28
ძალიან კარგია <3 მიხარია,რომ ასე მოხდა...იმედი მაქვს,ჩამოსვლისთანავე არ დააქორწინებ და ცოტა ინტრიგა და ეჭვიანობაც იქნება :D

: მადლობა, ვნახოთ ვნახოთ..
ლილიანა
კარგი გოგო ხარ.ეს თავი მომეწონა ძალიან და გეტყვი რატომაც.
1. ნათლად და კარგად იყო გადმოცემული გრძნობები
2. არ იყო არაფრისმთქმელი დიალოგები.წინა თავში ჭარბად იყო'.
იმედია არ მიწყენ შენიშვნას.იცი რომ მიყვარს შენი ნაშრომები

მადლობა :* <3 არაფერსაც არ გიწყენ :D

 


№6  offline წევრი happiness

წინა თავისგან განსხვსვებით სათქმელი ბევრი არ მაქვს: გამახარა ამთავმა, კმაყოფილი ვარ ყველაფრით როგორც დალაგდა ამათი "ამბები" და ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს❤️

იმედია ანდრონიკეს არ უზამ არაფერს და ისე არ იზამ, რო შემდეგ თავებში ისე ვინერვიულოთ როგორც მარიამი :დ (არადა ვიცი არ აგვცდება)

 


№7  offline წევრი Mkitxveli

მიხარია ყველაფერი,რაც მოხდა და როგორც მოხდა ♥ იმედია,ჩვენმა კომენტარებმა დიდი ზეგავლენა არ მოახდინა შენზე და შენ მაინც ის დაწერე,რაც ჩაფიქრებული გქონდა.
ველოდები შემდეგს.

 


№8 სტუმარი mariami

ეხლა წავიკითხეეე ერთიანაად და ძააან მაგარიაა <3 იმედიაა არ მოკვდება ავღანეთში სვანი ))) <3

 


№9  offline მოდერი მარრიამი

happiness
წინა თავისგან განსხვსვებით სათქმელი ბევრი არ მაქვს: გამახარა ამთავმა, კმაყოფილი ვარ ყველაფრით როგორც დალაგდა ამათი "ამბები" და ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს❤️

იმედია ანდრონიკეს არ უზამ არაფერს და ისე არ იზამ, რო შემდეგ თავებში ისე ვინერვიულოთ როგორც მარიამი :დ (არადა ვიცი არ აგვცდება)

mariami
ეხლა წავიკითხეეე ერთიანაად და ძააან მაგარიაა <3 იმედიაა არ მოკვდება ავღანეთში სვანი ))) <3

მადლობა <3
Mkitxveli
მიხარია ყველაფერი,რაც მოხდა და როგორც მოხდა ♥ იმედია,ჩვენმა კომენტარებმა დიდი ზეგავლენა არ მოახდინა შენზე და შენ მაინც ის დაწერე,რაც ჩაფიქრებული გქონდა.
ველოდები შემდეგს.

მადლობა <3 მიუხედავად იმისა რომ მკითხველის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიის შინაარსზე გავლენას არ ახდენს :* ჩანაფიქრი შევაასრულე ^^

 


№10 სტუმარი nini

ცოტა მეტი ემოცია რაააა :( კაია ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent