შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი მთვარე (სრულად)


23-02-2015, 13:51
ავტორი anoo
ნანახია 5 803

-დღეს ახალი მთვარეა.მითხრა ფიქრებში წასულს მარიამმა.
ახალი მთვარე ჩემთვის ყოველთვის სიახლესთან ასოცირდება.როცა ჩემს ცხოვრებაში რაიმე ახალი ხდება ყოველთვის ახალი მთვარეა.რა თქმა უნდა ახალი მთვარე მაირიამზე ადრე შევამჩნიე და მაგიტომაც ვიყავი ფიქრებში.
-თიბეა ბავშვების შემოთავაზებაზე რა აზრის ხარ?
-არ ვიცი მარიამ,ბატონ მერაბს ვთხოვ შვებულებას,თუ გამომიშვა წავიდეთ დასასვენებლად,ხო იცი მეც როგორ მინდა.დავიღალე ძალიან,თუ არ დავისვენე ალბათ გადავიწვები.
-იმედია გამოგიშვებს,აბა ამდენს რომ გამუშავებს როგორია. დარწმუნებით და ოდნავი წყრომით ჩაილაპარაკა მარიამმა. ჩაიც ჩავამთავრეთ ამ ლაპარაკში,მარიამი ჩემთან ცხოვრობს დროებით,თავის სახლში რემონტი წამოიწყო,არ უყვარს ერთფეროვნება და ყოველთვის ცდილობს რაიმე შეცვალოს საცხოვრებელ ადგილს.ამაში ერთმანეთს ვგავართ,არც მე მიყვარს ერთფეროვნება და სულ ერთი და იგივე.თუმცა ამის გამო სახლში რემონტი არ წამომიწყია და არც ვაპირებ,იმდენად მიყვარს ჩემს სახლში ყველაფერი არაფრის შეცვლა არ მინდა.
სამზარეულოს სკამზე აკეცილი ფეხები დაბლა ჩამოვდე და ოთახში გავფრატუნდი,მარიამიც მომყვა უკან,ოთახში შევედით და დასაწოლად მოვემზადეთ,დილით ადრე ვართ ასადგომები.მარიამი უნივერსიტეტშია წასასვლელი მაგისტრატურას ხურავს წელს,მე სამსახურში.ერთ-ერთი კომპანიის იურისტი ვარ.მართალია ჯერ ერთი წელიც არაა რაც დავიწყე მუშაობა,მაგრამ საკმაოდ შრომატევადი სამსახური მაქვს და უკვე ძალიან დავიღალე.
ივნისის თვე იწურებოდა,თბილისში როგორც ყოველთვის უკვე ძალიან აჭერდა მზე,ბავშვებიც წუყწუნებდნენ სადმე წავიდეთ,ცოტა დავისვენოთო.ყველა მუშაობდა თუმცა შვებულება აიღეს და თუშეთში აპირებდნენ წასვლას.მარიამიც ამთავრებდა უკვე სწავლას და მეღა ვრჩებოდი.იმედს ვიტოვებ რომ ბატონი მერაბი მომცემს შვებულებას,თუარადა მომიწევს მთელი ზაფხულის აქ გატარება,რაც ნამდვილად არ მხიბლავს.ნელ-ნელა მომერია ძილი და გადავეშვი მორფეოსის საუფლოში.
ნერვიულად მივიწევდი უფროსის კაბინეტისკენ,მართალია ბატონი მერაბი ყოველთვის კარგად და თბილად მელაპარაკება,მაგრამ ყოველთვის ვნერვიულობ მასთან შესვლამდე,შესვლისას კი ისე თბილად მიღიმის ნერვიულობა უკვალოდ ქრება.ახლაც შვედი და ისე თბილად გამიღიმა,როგორც მამა უღიმის შვილს.თავით მანიშნა სკლამზე ჩამოჯექიო.მეც დავიკავე ადგილი მის წინ და ღიმილით დავიწყე.
-როგორ ბრძანდებით ბატონო მერაბ?
-არამიშავს შვილო შენ როგორ გიკითხო?
-მეც არამიშავს.თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს.ვუთარი და უხერხულად გავუღიმე.ხელით მანიშნა გააგრძელეო,მეც დავყევი მის ნებას.
-ორი კვირით მინდა გთხოვოთ შვებულება,თუ შესაძლებელია რა თქმა უნდა.
-აჰა,გასაგებია.მეც ვიფქრობდი,რომ შენთვის შვებულება მომეცა,კარგ თანამშომლებს შრომას ყოველთვის ვუფასებ და არც შენ იქნები გამონაკლისი,ამიტომ შეგიძლია წახვიდე და მშვიდად დაისვენო,ორი კვირის შემდეგ კი აღდგენილი ძალებით დაგვიბრუნდი უკან. და როგრც ყოველთვის თბილი ღიმილით დაამთავრა საუბარი.ძალიან გამიხარდა,არ მეგონა ასე ადვილად თუ დამთანხმდებოდა,რადგან კომპანიაშიც ბევრი საქმეებია და კაცმა არ იცის როდის გავხდებოდი საიჭირო.მადლობა გადავუხადე და გახარებულმა დავტოვე ოთახი.ბავშვებს მივწერე და სამსახურის შემდეგ ჩემთან დავიბარე ახალი ამბის სათქმელად.

როგორც იქნა ჩემი სამუშაო დღე დასრულდა და მეც დავუყევი შენობის კიბეებს,მართალია ლიფტი გვქონდა,მაგრამ ვერ ვიტან ლიფტებს.ბავშვობაში შემთხვევით მარტო აღმოვჩნდი და მას მერე ვეღარ ვჩერდები.ამიტომაც სულ კიბით ვსარგებლობ აქაც და სახლშიც.გასასვლელში დაცვას დავემშვიდობე და დავუყევი გზას,ვინაიდან ჩემი მანქანა აღარ მყავდა სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობ,ამიტომ დავუწყე ლოდინი,მანაც არ დააყოვნა და რამდენიმე წუთში ჩამოიარა.
სახლში ტკბილეული ავიყოლე და ბავშვებს დაველოდე,მანამდე წინა დღისით გამომცხვარი ნამცხვარიც დავჭერი და დივანზე ჩამოვჯექი.მარიამიც მალევე მოვიდა და მას ბავშვებიც მოყვნენ უკან,როგორც ყოველთვის იცინოდნენ.მეც გამეღიმა მათ სახეებზე.ჩვენი სამეგობრო 5 ადამიანისგან იკვრებოდა,მე და მარიამი ბავშვობიდან ერთად ვართ, ერთ უბანში დავიზარდეთ და ერთი სკოლაც დავამთავრეთ,მერე იქიდან გამომდინარე,რომ მასზე ერთი წლით დიდი ვარ მე უნივესიტეტში გავაგრძელე სწავლა სამართლის ფაკულტეტზე,ერთი წლის შემგედ მარიამმაც ჩააბარა, მაგრამ მან საერთაშორის ურთიერთობები აირჩია.საბა და გიგი სკოლაში გავიცანით ჩემზე ერთი წლით უფროსები არიან,თავიდან ალმაცერად ვუყურებდით ერთმანეთს,მაგრამ შემგედ დავახლოვდით და ისე გვიყურებენ მე და მარიამს როგორც პატარა დებს.რაც შეეხება მაკოს,ის უნივერსიტეტში გავიცანი და გავაცანი ჩემს ბავშვებსაც,მალე გაუგეს ერთმანეთს და მას შემდეგ ჩვენ ხუთნი სულ ერთად ვართ.მათ გარეშე ჩემი თავი ვერც წარმომიდგენია,ჩემი მეორე ოჯახია,მათთან ყოფნა სულ სიყვარულით და სითბოთი მავსებს.
ყველა გადავკოცნე და ისევ ტახტზე დავჯექი.
-თიბეკო გოგო რაშვები აბა,რაო შენმა ბატონმა მერაბმა?მითხრა გაკრეჭილმა გიგიმ,რომელიც სულ ამახინჯებდა ჩემს სახელს,და თან უკვე მოესწრო ჩემი ნამცხვრის დაგემოვნება.
-რაო და ვერაოო. გულში გამეცინა მათ სახეებზე,არაუშავს ცოტას ვაწვალებ.
-რაააა,მაგ შენ მერაბს მე დაველაპარაკები.მტკიცედ განაცხადა საბამ.
-არა საბა არაფერი გამოვა,მეც ძალიან ვეცადე.სიცილს ძლივს ვიკავებდი.
-აუ კაი რა თიბეა,შენ გარეშე არსად არ წავალთ.გაიბუსა მაკო და მხარი აუბეს სხვებმაც.მეტი ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა გამეცინა,ბავშვებიც მიხვდნენ რომ მოვატყუე და ისე გამომხედეს გასაქცევად მოვემზადე,მაგრამ მელევე გაუბრწყინდათ სახეები მოსალოდნელი დასვენების გახსენისთანავე.მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ რომ ზეგ წავიდოდით,ხვალვე კი უნდოდათ წასვლა,მაგრამ გოგოებმა წუწუნი დავიწყეთ ხვალამდე ვერ მოვასწრებთ გამზადებასო და ისინიც დაგვნებდნენ.ცოტა ხანს კიდევ დარჩნენ და მერე მე და მარიამმა გავაცილეთ ბავშვები,უკვე კარგად დაღამებულიყო,საათიც 12 უჩვენებდა.მარიამმა მაგიდა აალაგა,მე კი ვანაში შევედი,ისე მცხელოდა რომ არ გადამაევლო ვერ დავიძინებდი.ცოტა გამიტკბა ვანაში ყოფნა და მარიამის შემოძახილმაც არ დააყოვნა.გამოსულმა დედაჩემს დავურეკე 3 დღეა არ შევხმიანებივარ.
-ჩემი დედიკო როგორ არის?რავძახე ყურმილში ისე რო ხმის ამოღებაც არ ვაცადე.
-კარგად თიბეა დე შენ როგორ ხარ?ისეთი სითბოთი მითხრა რომ მონატრება შემომაწვა და რამის ავტირდი.მტკიცედ გადავწყვიტე,რომ ხვალ აუცილებლად მოვინახულებდი ჩემ თბილ დედიკოს და მამიკოს.
-მეც კარგად დე,მამა როგორაა?ხოა ჯანზე? გადავიკისკისე.ჩემ ნათქვამზე დედასაც გაეცინა
-შემოგითვალა თუ არ მნახავს ხმასაც აღარ გავცემო
-ხვალ აუცილებლად გამოვალ თქვენთან,ძალიან მომენატრეთ ორივე,ზეგ ბავშვებთან ერთად თუშეთში მივდივარ ორი კვირით და თქვენ უნახავად არ წავალ.
-მართლა დე,რა კაია დაისვენებ ცოტას,ხვალ გელოდებით მაშინ,მარიამიც გამოიყოლე და თქვენ რომ გიყვართ ისეთ პიცას დაგახვედრებთ.
-კაი დე.ხვალამდე ,გაკოცე და მამასაც აკოცე ჩემს მაგივრად.და გავიღიმე ისე თითქოს დაინახავდა.ტელეფონი გავთიშე და ვანიდან გამოსულ მარიამს გავხედე.
-ხვალ დედასთან მივდივარ და შემომითვალა მარიამიც წამოიყოლეო.
-ძაან კაი,მეც მომენატრა ლილი დეიდა და სანდრო ძია
-მეც ძალიან და არ მინდ ისე წასვლა რომ არ ვნახო.
როცა მაგისტრატურაზე ჩავაბარე გადავწყვიტე მარტო გადავსულიყავი იმ სახლში,რომელიც მამამ მაჩუქა 18 წლის როცა გავხდი.ორ ოთახიანი კომფორტული და მყუდრო მინა.მას მერე დამოუკიდებლად ვცხოვრობ,სწავლასთან ერთად ვმუშაობდი და მეთვითონ ვფარავდი სწავლის გადასახადს,თავიდან გაუჭირდათ მშობლებს ამ აზრთან შეგუება,ფიქრობდნენ რომ ჯერ პატარა ვიყავი მარტო ცხოვრებისთვის,მაგრამ დროთა განმავლობაში შეეჩვიეს.აბა 21 წლის გოგო მშობლებზე დამოკიდებული აღარ უნდა იყო,მე ასე ვფიქრობ,მით უმეტეს თუ აქვს იმის საშუალება რომ თავისი თავი თვითონ არჩინოს.უკვე 3 წელია ცალკე ვცხოვრობ და ჯერ-ჯერობით ვუმკლავდები ყველაფერს და იმედია მომავალშიც ასე იქნება.
***
-მარიამ უპასუხე ამტკივდა თავი.ხელი მივადე გამოსაფხიზლებლად.
-მარიამ.გავუმეორე გულმოსულმა.
-შენია.მითხრა,გვერდი იცვალა და ძილი გააგრძელა.ტუმბოზე ხელი მოვაფათურე და ტელეფონი ავიღე,ისე რომ არ დამიხედავს ნომრისთვის.
-გისმენთ.ჩავძახე გაბრაზებულმა
-თიბეა გოგო ადექიი რადროს ძილია.მომაყარა სიცილით მაკომ
-რაგინდა მაკო?
-წამოდი რა მაღაზიებში გავიაროთ,რამე ხო უნდა ვიყიდოთ
-მე არაფერი არ მინდა,რაც მინდა მაქვს.ჯერ კიდევ გაბრაზებული ველაპარაკებოდი გაღვიძების გამო.
-თიბეკო ახლა გააღვიძე მარიამიც და ჰაიდა მაღაზიებში.
-არ შემეშვები ხო?
-არა.მითხრა სიცილით.სხვა რა გზა მქონდა დავთანხმდი და მარიამის გასაღვიძებლად გადავტრიალდი.

სიარულით დაქანცულები სამივე ჩემს მშობლებთან წავედით,თავიდან მაკო კი უარზე იყო ვეღარ მოვასწრებ გამზადებასო,მაგრამ ვინ გაუშვა სახლში,დავტაცეთ ხელი და წამოვიყვანეთ.
-როგორც ყოველთვის უგემრიელესია.თქვა პირგამოტენილმა მარიამმა
-გოგო გადაყლაპე ჯერ.ვუთხარი სიცილით და მეც ვუკბიჩე უგემრიელეს პიცას.
-შეგერგოთ,დედიკო შეგერგოთ.მშობლების მოფერებით გული რომ ვიჯერე სახლში წამოვედით ტაქსით,ჯერ მაკო მივიყვანეთ სახლში და მერე ჩვენ მივედით.ბევრი საქმე გვქონდა,როგორც იქნა ხვალ დასასვენებლად მივდიოდით და გახარებულს არც კი ვიცოდი საიდან დამეწყო.ორივემ ჯერ ბარგის ჩალაგება დავიწყეთ,მიუხედავად იმისა რომ ზაფხულია და ცხელა,თუშეთში საღამოობით მაინც ეციება ამიტომ საზაფხულო ტანსაცმელთან ერთად თბილი ზედებიც ჩავდე,თითქმის 2 საათი ბარგის ჩალაგებას მოვანდომეთ,ვანაში შესვლაზე სულ დასწრება გვქონდა რომელი შეასწრებდა,ამჯერად მარიამმა შემასწრო და დამტოვა ოთახში მარტო.საწოლზე გადავწექი,ფანჯრიდან ახალი მთვარე დავინახე და ფიქრებს შევყევი.იმედია მოსალოდნელი სიახლე სასიამოვნო და კარგი იქნება.ამასობაში მარიამიც გამოვიდა ვანიდან და ახლა მე შევიმალე ოთახში
***
-ვაიმე ეხლა გაწიე ეგ ფეხები.წიკვინებდა მაკო.ვინაიდან და რადგანაც მანქანა მარტო გიგის და საბას ჰქონდათ,გადავწყვიტეთ გიგის მანქანით წავსულიყავით,რაგდან მას ჯიპი ჰყავდა, თუშეთში ასვლას კი მარტო დიდი მანქანა თუ შეძლებდა. წინ მე „გავიშოტე“ და არ ვაპირებდი პოზიციების დათმობას,ამიტომაც დანარჩენები იძულებულები გახდნენ უკან ჩატენილიყვნენ.ძალიან მეცინებოდა მაკოს რეპლიკებზე,რომელიც საბას ფეხებით იყო შეწუხებული,მარიამი კი დიდი მოთმინებით იტანდა ყოველივეს და სახეზე ეტყობოდა რომ ბევრს ვეღარ მოითმენდა,ამაზე უფრო გადავბჟირდი და ყველამ მე შემომხედა ხო კარგად ხარო.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და წინ მივტრიალდი.თუშეთში კი კერძოდ ზემო ალვანში მაკოს პაპისეულ სახლში მივდიოდით, სადაც მას ბებო ჰყავდა მარტოდ დარჩენილი.თვითონ მაკოს არ აქვს თუშური გვარი,რადგან დედა ჰყავდა თუში და მამა ქართლელი.
გზაში ალბათ 5-6 საათი დაგვჭირდება,ამიტომ ვაპირებ ცოტა წავიძინო,ამათ ხელში თუ შევძელი რა თქმა უნდა. სიზმარი ვნახე,თითქოს გავრბოდი და რაღაც ბიძგი ვიგრძენი,წავიქეცი და თავი დავარტყი.ამან გამომაფხიზლა და თურმე ჩემი თავის დარტყმა სიზმარი კი არა რეალობა ყოფილა.
-რახდება?გაოგნებული ვიყავი ჯერ კიდევ
-ავარიაში მოვყევით.მარიამს ხმაზე შიში შევატყე.მე შუბლზე ხელი დავიდე და სისველე ვიგრძენი,სისხლი მომდიოდა.გიგი უკვე მანქანიდან გადადიოდა მე რომ გამომხედა და სისხლის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
-თიბეა სისხლი მოგდის
-არაუშავს გიგი არ მტკივა.არადა მისკდებოდა თავი ისე მტკიოდა,მაგრამ აღარ მინდოდა კიდევ ჩემზე ენერვიულათ.
-რა არ გტკივა გადმოდი მანქანიდან და მაკო მოგბანს წყლით.ჩვენც მის ნებას დავყევით,უფრო იმიტომ რომ ასე მეგონა თავი გამისკდებოდა და მეც მინდოდა წყლით მობანა.
როგორც გაირკვა ავარია ჩვენსავით დასასვენებლად მიმავალ მანქანასთან მოგვივიდა,დამნაშავე არცერთი მხარე არ იყო,მოპირდაპირე მხრიდან მომავალმა მანქანამ გამოიწვია ავარია,მაგრამ თვითონ უვნებელი გადარჩა,მანქანის მძღოლის დანახვაზე გოგოებს თვალები გაუპრწყინდათ და მთელი გაზა სულ იმას გაიძახოდნენ ასეთი მაგარი ტიპის კიდევ დაჯახებაზე უარს არ ვიტყვითო.არ გეგონოთ რომ მე არ მომეწონა,ზუსტად ისეთი აღნაგობის და შესახედაობის იყო როგორი მამაკაცებიც მე მიზიდავს,მაგრამ მაკოსგან და მარიამისგან განსხვავებით არ გამომიმჟღავნებია.ისე მოხდენილად გადმოვიდა მანქანიდან და ისეთი მამაკაცური ნაბიჯებით გამოემართა ჩვენს მანქანისკენ სულ დამავიწყდა წამის წინ რომ თავი მისკდებოდა და რამის პირი დავაღე.საქმის ვითარებაში გაერკვნენ გიგი და თომა(გაცნობისას გავიგონე მისი სახელი)და გადაწყდა რომ ჩვენ ჩვენს მანქანებს შევაკეთებდით.ავარია მძლავრი არ იყო ამიტომაც დიდი არაფერი დაზიანებია მანქანებს.
-მიხარია ყველაფერი რომ გავარკვიეთ,ახლა კი დაგტოვებთ,ბედნიერი მგზავრობა.ხმაც კი ისეთი მამაკაცური ჰქონდა,უკვე ჩემი სახელიც მავიწყდებოდა,მაგრამ გონს მაშინ მოვედი როცა მისი ირონიული მზერა დავიჭირე და ჩემ თავზე გავბრაზდი ასე დებილივით რომ მივაშტერდი.მის ირონიულ მზერას სრულიად უემოციოდ შევხვდი,არაფრის მთქმელი ღიმილით დავემშვიდობე.ეს გარეგნულად რა თქმა უნდა ,აბა შიგნით შეგეხედათ.მოწონება,ბრაზი ერთმანეთში არეულიყვნენ,და მადლობა ღმერთს რომ ასეთ სიტუაციებში სახეზე არ ვწითლდები, თორემ ახლა უკვე შემწვარი გოჭივით ვიქნებოდი. გიგიც დაემშვიდობა სიმპატიურ მძღოლს და ჩვენსკენ მოტრიალდა.მაკო მორჩა ჩემი შუბლის დამუშავებას და ჩვენც ჩავჯექით მანქანაში.
***
ასეთი სილამაზე მხოლოდ სურათებში თუ მინახავს,აქაურობა ულამაზესი იყო,ყველგან მთები და სიმწვანე ,რაც მე ასე ძალიან მიყვარს.ბავშვებიც აღფრთოვანებულები უყურებდნენ გარემოს და ემოციებს ვერ მალავდნენ,მაკო კი ამაყად გადაჰყურებდა კარგად ნაცნობ მიდამოებს.ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მაკოს ბებიის სახლსაც მივადექით,პირველი მანქანიდან მე გადავხტი და სულ დამავიწყდა ნატკენი თავი,აქეთ- იქით გაბრწყინებული თვალებით ვიყურებოდი.
-რა ლამაზია ღმეთო.აღმომზდა გაოცებულს.
-რაც მართალია,მართალია,სილამაზის აღქმა ნამდვილად გაქვთ.თითქოს ნაცნობი ხმა გავიგონე,გვერძე მივიხედე,ოღონდ ეს არა,მართალია ძალიან მომეწონა მაგრამ თუ ის ჩვენი მეზობელი იქნება ნამდვილად ვერ შვეძლებ ნორმალურად დასვნებას.თომას,რომელიც მეზობელი სახლის კარებთან დაყუდულიყო და მაცდურად მიყურებდა, ირონიულად გავუღიმე და ბავშვებს უკან მივყევი.ესეც ჩემი დასვნება,მგონი აქედან უფრო დაღლილი წავალ.“გეყო მოთქმა,აღიარე,რომ გაგიხარდა მისი კიდევ ნახვა“.აჰა რა თქმა უნდა გამომეპასუხა მეორე მე და უფრო გაბრაზებული შევედი ეზოში.
ისეთი თბილი ქალია დარიკო ბებო,რომ გაცნობისთანავე შემიყვარდა.სახლში მიგვიპატიჟა და უკვე გამზადებულ სუფრასთან დაგვსვა.ბებოს თუშური ხინკლები განსაკუთრებით მომეწონა.ყველაფერი გემრიელი იყო და ბებოს მადლობაც გადავუხადე.
-დარიკო ბებო ყველაფერი უგემრიელესია,დიდი მადლობა,ასე თუ გაგვანებივრეთ აქ,ალბათ კარგად გვარიანად გავსუქდებით.დავამთავრე სათქმელი სიცილით.
-აბა ბებიკო რაა ეს,ისეთი გამხდრები ხართ ქარი საითაც დაგიბერავთ იქით წაგიღებთ.დარიკო ბებოს თუშური დიალექტი არ ჰქონდა,როგორც მაკომ მითხრა დარიკო ბებო თუშეთში დასასვენებლად ყოფილა ჩამოსული და უკან აღარც გაუშვიათ რადგან,მაკოს პაპას შეყვარებია და მოუტაცებია კიდევაც. ბებოს ნათქვამზე ყველას გაგვეცინა.
-ბე კაი რა მერე გასუქებულები ვიღას მოვეწონებით.უპასუხა მაკომ
-მა ასეთი გამხდრები მოსწონხართ.ეჭვის თვალით შემოგვხედა
-დიახაც მოვწონვართ.ისევ მაკომ გასცა პასუხი და თვალი ჩამიკრა.ბიჭები კი სიცილით გვიყურებდნენ და თან არც ჭამას ცდებოდნენ .
გოგოები ბებოს მივეხმარეთ მაგიდის ალაგებაში,ძალიანაც კი არ უნდიდა დაღლილები ხართ მე მივხედამო მაგრამ არ დავანებეთ.ბიჭები გარეთ გავიდნენ მოვათალიერებთ მიდამოს და მალე მოვალთო.ჩვენც საქმეს მალევე მოვრჩით და ბიჭებთან გავედით დარეთ.გიგი მანქანიდან სპეციალურად ნაყიდ ჰამაკს იღებდა,საბა კი სახლის ღობესთან დაყუდებულიყო და სიმპატიურს და მის მეგობრებს ელაპარაკებოდა.როგორც კი დაგვინახა ჩვენი მიმართულებით თქვა
-გოგოებო რა დამთხვევაა არა,თემო და მისი მეგობრები ჩვენი მეზობლები არიან.მე ერთი გავხედე და გიგისკენ წავედი,გოგოები კი ბიჭების დანახვისთანავე საბას მისცვივდნენ და ბიჭების გაცნობა დაიწყეს.

გიგის ჩამოკიდულ ჰამაკში ვკოტრიალობდი და სულ არ მადარდებდა არავინ,ისეთი სიმშვიდე და სიწყნარეა, დრო რომ მქონდეს ალბათ კაი ხანი აქედან ფეხსაც არ გავადგამდი.
-კიდე დიდხანს უნდა ინებივრო?მყუდროება საბამ დამირღვია.რა უნდა ამ ხალხს ჩემთვის ვარ ხო
-დიახ და რამე პრობლემაა? მოჭუტუმი თვალებით ავხედე.
-ნწ.უარის ნიშნად თავი გააქნია.-გვერძე მეზობლებმა დაგვპატიჟეს და ადექი გადავიდეთ.
-ვინ გვერძე მეზობლებმა.უცბად ვერ მივხვდი ვიზე საუბრობდა.
-თომასთან.აი ავარია ვისთანაც მოგვივიდა.ავარიის გახსენებისას ხელი ინსტიქტურად შუბლძე დავიდე.-კიდე გტკივა? მკითხა შეწუხებული სახით.
-აღარ.მე არ მინდა წამოსვლა და თქვენ წადით.უდარდელად ვუთხარი და საწყის პოზიციას დავუბრუნდი.სულაც არ ვაპირებ სიმპატიურის ირონიულ სახეს ვუყურო მთელი საღამო.არა კი მინდა მაგრამ.ფიქრებზე ჩამეღიმა
-კაი როგორც გინდა,წავედით ჩვენ და თუ რამე დაგვირეკე.
-ყველა მიდიხართ?ავხედე საბას
-ჰო აბა გოგები ამას გამაზავენ.ჩაიხითხითა და გატრიალდა.მეც გამეცინა,იმედია სიმპატიურს თვალს არ დაადგავენ,მაგრამ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს.“აქვს“ აჰ მიკვირს აქამდე რო არ შემეპასუხა.სიმპატიურზე ფიქრს მოვეშვი და ბუნების ყურებით ტკბობა დავიწყე.
-“განა ყველასა აქვს მიწა- წყალი ,ასე ლამაზი და კურთხეული“.ამოვთქვი ხმამაღლა.არა საქართველო როა ლამაზი ეგეთი სამყაროში მეორე არაა,განა ტყუილად დაწერა კალანდაძემ „საქართველოო ლამაზო,სხვა საქართველო სად არის?“.მე თვითონ წარმოშობით ხევსური ვარ,გვარად გიგაური.მაგრამ სამწუხაროდ ჩემი დიდი ბაბუა ჩამოსულა ბარად და ხევსურეთში არც სახლი გვაქვს და არც არაფერი.სულ ერთხელ ვარ ნამყოფი,ისიც სკოლის პერიოდში ექვსკურსიაზე.აი მაშინ დავრწმუნდი რომ საქართველოზე ლამაზი და მდიდარი მხარე არ არსებობს და რომ ზუსტად ამის გამო ჰყავდა მტრები.ამას წინათ დათო ტურაშვილის წიგნს ვკითხულობდი და წაკითხული ამომიტივტივდა თავში.“საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით,ერთ მტვრიან გზაჯვარედინზე,ძალიან ახლოს ქართულ მიწებთან,ერთმანეთს ოთხი ამირა შეხვდა.ოთხივეს თავისი ლაშქარი ახლდა თან.მისალმებისას და ერთმანეთის მოწიწებით მოკითხვის შემდეგ,ვინც სიჩუმე დაარღვია,ამირა აიაზი იყო:
-საიდან მობრძანდება ბრწყინვალე ამირა აჰმედი?
ამირა აჰმედმა ამირა აიაზის შეკითხვას სწრაფად და ამაყად უპასუხა,მაგრამ ეს პასუხი დანარჩენების გასაგონადაც იყო ნათქვამი:
-ჩვენ ქართველების ქვეყანა დავლაშქრეთ და ახლა შინ ვბრუნდებით
ამირა აიაზაც არამხოლოდ ამირა აჰმედისთვის თქვა:
-ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვაპირებთ რომელიმე ურჯოლოთა მიწების დახარკვას.
-ჩვენც ახლა დავტოვეთ სახლები და იმ მდიდარ ქვეყანას ვეძებთ,რომლის განძსა და ძვირფასეულობას ჩემი მამაცი მეომრები გულუხვად გაიყოფენ,-თავისი სათქმელი თქვა ამირა ბენჯუქმაც.
ამირა საჰამი კი,რომელიც ასაკით მათ შორის ყველაზე უმცროსი იყო,მოთმინებით დაელოდა თავის რიგსა და სათქმელს:
-ჩვენი სახლი და სამშობლო იქ არის,სადაც ჩვენი ცხვრები ძოვენ და სადაც უკეთესი ბალახია,ჩვენც იმ მიწას ვეძებთ.
ამირა აჰმედს დაუფარავად გაეღიმა:
-მაშ თქვენ ყველას საქართველოსკენ გქონიათ გზა და წარმატებაც მისურვებია!..
ამირა ბენჯუქსაც გაეღიმა,თუმცა შედარებით მოკრძალებულად:
-შენ ბრძანე,რომ ახლა სწორედ ქართველების ქვეყნიდან მოდიხარ,რომელიც დალაშქრე,და მაშ ჩვენ იქ აღარა გვესაქმება.
ამირა აჰმედმა კი დინჯად განმარტა:
-ეგ ისეთი მდიდარი მიწაა,კიდევ ათას ერთი წელი რომ ვძარცვოთ ყველამ ერთად,გასაძარცვი მაინც დარჩება...
ამირა აჰმედო დანარჩენ ამირებს ისევ მოწიწებით,თავის დაკვრით დაემშვიდობა და თავის გზით წავიდა.დანარჩენი სამი ამირა კი,თავიანთ ლაშქრებთან ერთად,საქართველოსკენ მიმავალ გზას დაადგნენ.“ აქედანაც ნათლად ჩანს როგორი ქვეყანაა საქართველო.
-თქვენ ინდივიდუალური მოწვევა უნდა გამოგიგზავნოთ,რომ გვესტუმროთ?
-უკაცრავად?გაოცებული წამოვიწიე ჰამაკში და იქითკენ გავიხედე საიდანაც ხმა მოდიოდა.
-თქვენ გელოდებით.თომა ჩვენი სახლის ეზოში შემოსულიყო და ჰამაკისკენ მოიწევდა.
-დიდი მადლობა „ინდივიდუალური მოწვევისთვის“,მაგრამ ძალიან დავიღალე და მირჩევნია სახლში ვიყო.რაც შემეძლო ირონია გავურია და გავუღიმე
-ელემენტარული ზრდილობაა როცა გეპატიჟებიან და უარს იძახით.თვალები გამიფართოვდა,ეს ზრდილობაზე მე მელაპარაკება?
-მე უზრდელი არ ვარ! ვთქვი გაბრაზებულმა და გავიბუსე.ჩემს ამ საქციელზე ჩაეცინა.
-ხოდა თუ არ ხარ ადექი და გადავიდეთ ჩემთან,გველოდებიან და სირცხვილია.ოჰ რა უცბად გადავიდა თქვენობით ფორმაზე.მეც აღარ გავჯიუტდი,ავდექი და გავუსწორდი.დავინახე კმაყოფილს როგორ ჩეღიმა,მიტრიალდა და ეზოს კარისკენ წავიდა.ერთი ამოვიხვნეშე და მეც უკან მივყევი.
ისეთი სასიამოვნო და კარგი მეგობრები ჰყავდა,აქამდე თუ გადასვლა არ მინდოდა ახლა უკან აღარ მოვდიოდი.ერთმანეთს ადვილად გავუგეთ და გადავწყვიტეთ რომ ხვალ ერთად დავათვალიერებდით თუშეთს.ცოტახანში ტელეფონმა დამირეკა,დედა მირეკავდა,გამიხარდა ჩამოსვლისას ვერ დავურეკე არ იჭერდა,ახლა ძლივს ერთ ხაზზე ასულიყო.ბოდიში მოვიხადე და სახლის უკან გავედი.ნორმალურად ვერც ველაპარაკე დედას,შუა ლაპარაკში გაითიშა,ამოვიფრუტუნე და სახლში შევბრუნდი.შესვლისთანავე ჩემი ყურადღება უცხო გოგომ და მასთან მოლაპარაკე სიმპატიურმა მიიქცია.გაკვირვებული ვიყურებოდი.თურმე თომასაც შესძლებია თბილად გაღიმება,თვალები უბრწყინავდა და ისე უყურებდა გოგოს.სანდროსა და საბას შორის ჩავჯექი და უაზროდ გავიღიმე.ახლა უკვე დარწმუნებით ვიცოდი,რომ ნორმალური დასვენება არ მეღირსებოდა.
***
-ასე ყველა სიმპატიური ერთად როგორ შეიკრიბა.წამოიძახა მაკომ სახლში შესვლისთანავე
-რა იყო მაკო სიმპატიური ბიჭები არ გინახავს თუ ყოველდღე არ ხედავ? ვუთხარი სიცილით და გაჯგიმული ბიჭებისკენ გავიხედე.
-ესენი რო სიმპატიურები არიან მე რა.გადაიკისკისა და დივანში ჩაეშვა
-და ისინი რო არიან შენ რა?
-რავიცი რავიცი.ეშმაკურად ჩაილაპარაკა და სამზარეულოში გავიდა.მე თავისქნევით გავაყოლე თავი.ან მაკოს რას ვეკამათები,არ ვიცოდე მაინც რა დამემართა თომას დანახვაზე.ვაღიარებ რომ ასეთი მამაკაცი ჯერ არ შემხვედრია და ძალიანაც მომეწონა,მაგრამ მოვლენების განვითარებას არც ველოდი.არ ვარ ისეთი კატეგორიის გოგო ,რომ ბიჭს კისერზე ჩამოვეკიდო,მითუმეტეს რომ მისგანა არანაირი ინიციატივა არ მოდის. თან მითუმეტეს რომ მეც მხოლოდ ვიზუალურად მომეწონა.მგონი ამდენს თომაზე არ უნდა ვფიქრობდე.ნერვები მომეშალა ჩემ თავზე და ხელი შარვლის ჯიბისკე წავიღე,რომ მობილური შემემმოწმებინა თუ იჭერდა.ყველა ჯიბე მოვიქექე მაგრამ მობილური ვერსად ვნახე.აქეთ იქით დავიწყე თვალების ცეცება,იქნებ შემოსვლისას სადმე დავდეთქო,მაგრამ ვერსად მოვკარი თვალი.5 წუთიც არ იყო გასული კარზე კაკუნი გაისმა.გასაღებად მე წავედი
-აჰ თიბეა ჩვენთან ტელეფონი დაგრჩა და გამოგიტანე.მითხრა გიორგიმ თომას მეგობარმა და ჩემი მობილური გამომიწოდა.
-მე კი მეგონა დავკარგე,ახლა ვეძებდი,დიდი მადლობა.გახარებულმა შევხედა და მობილური გამოვართვი.მალევე დავემშვიდობე და სახლში შევბრუნდი.დიდხანს აღარ გავჩერებულვართ ყველანი ძალიან დაღლილები ვიყავით და მალევე დავიშალეთ.ვინაიდან თავისუფალი სულ სამი ოთახი იყო,ბიჭები ერთ ოთახში მოთავსდნენ,გოგოები მეორეში და მე ცალკე ოთახი მერგო.ამით გახარებულმა ღიღინით ავირბინე კიბეები და ოთახში შევედი.უკვე დასაწოლად ვემზადებოდი ტელეფონის ვიბრომ რომ შემახტუნა.
-ალბათ დაიჭირა.თელეფონი ხელში ავიღე და მოსული შეტყობინება გავხსენი.
„ტკბილი ძილი გიგაურო...“გაკვირვებულმა დავხედე უცნობ ნომერს,საწოლზე დაგავწექი და ფანჯრიდან ისევ დავინახე ახალი მთვარე.

იქნებ ესაა ის სიახლე ახალ მთვარეს რომ უნდა მოეტანა.არვიცი,არვიცი აღარ მინდა ამდენი ფიქრი,ისედაც მტკივანი თავი უფრო რატომ უნდა ვაიტკიო არაფრის მომცემი ფიქრებით.უნდა გამოვიძინო თორემ ხვალ სახლიდან ფეხს ვერ გავადგამ.
დილით ადრე გამეღვიძა,ტელეფონეზე საათი ცხრის ნახევარს აჩვენებდა.ვეღარ ვიძინებდი და საწოლში უაზროთ წრიალს ადგომა ვამჯობინე,თან დარიკო ბებოს მივეხმარები რამეში.ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა გავიღიმე და ცოტა თბილად ჩავიცვი.კიბეები უხმაუროდ ჩავიარე და იქიტკენ წავედი სადა დარიკო ბებო იყო.
-დილამშვიდობისა დარიკო ბებო.მივესალმე მიახლოებისას
-ღმერთმა დაგლოცოს ბებო,ასე ადრიანად რამ აგაყენა?თავისი სევდიანი და თბილი თვალები შემომანათა.
-რავიცი ვეღარ დავიძინე და ავდექი,ვიფიქრე იქნებ რამეში მოგხმარებოდით.
-ოჰ რას ამბობ,შენ როგორ გამუშავებ,შენ ჩემი სტუმარი ხარ ბებო გენაცვალოს.შეწუხდა ქალი
-კარგი რა დარიკო ბებო,მე მინდა რომ მოგეხმაროთ,რომ არ მინდოდეს არც შემოგთავაზებდით.გავუღიმე ქალს
-მართლა გინდა ბებო მოხმარება?
-კი მართლა მინდა.
-კაი მაშინ აგერ ქათმების საჭმელი აიღე და ეზოში რო ქათმები არიან აი იმათ აჭამე.გამიღიმა ბებომ.-ბე ქათმების ხო არ გეშინია? მითხრა დაეჭვებულმა.გამეცინა ბებოს ნათვამზე
-არა ბებო ქათმების როგორ უნდა მეშინოდეს.
-რავიცი ბებო ქალაქელ გოგოებს სულ არ უყვართ ქათმები.გავიცინე და საჩმლის ასაღებად დავიხარე.ეზოში სასიამოვნოდ გრილოდა.ჯამი მოხერხებულად დავიჭირე და საკენკი ელში მოვიქციე.
-ძიბა ძიბა ძიბა.ჩემებურად ვეძახდი ქათმებს და თან საკენკს ვუყრიდი.ქათმებიც მოგროვდნენ და ჩამა დაიწყეს,მეც ვაგრძელებდი ძიბა ძიბას ძახილს.
-რა ადრიანად ამდგარხარ თებეა,თანაც საქმიანობ.ისევ ირონია სახეზე.-მეგონა ქალაქელ გოგოებს გვიანობამდე გიყვართ საწოლში ნებივრობა.არა ეს აშკარად ჩემ ნერვებზე თამაშობს,ვაღიარებ გამოსდის კიდევაც.მოჭუტული თვალებით გავხედე,უხ ეს ახალგაღვიძებულიც როგორი სიმპატიურია.
-გეგონათ.გავუღიმე და ჩემი საქმე გავაგრძელე.
-ვფიქრობ თ ზედმეტია ჩვენ დიალოდში.სიგარეტი ამოიღო და ღიმილით მომაჩერდა.ძალიან მაბნევს უკვე და დროა გავეცალო საშიშ ტერიტორიას.აღარაფერი მითქვამს,ოდნავ გავუღიმე და სახლში შევედი.
დარიკო ბებო სადილს ამზადებდა,მე ხელი არაფერზე მომაკიდებინა,მეც აღარ შევეწინააღმდეგე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.
-შეგიძლიათ ამ სოფელზე რამე მომიყვეთ დარიკო ბებო?დაინტერესებულმა გავხედე.
-მა არ შემიძლია.სოფლები ზემო და ქვემო ალვანებიი თითქმის მთლიანად თუშებით არის დასახლებული და მათ ხუმრობით თუშეთის დედაქალაქსაც უწოდებენ. ისტორიული ლეგენდის თანახმად, თუშთა ბელად ზეზვა გაფრინდაულს (ვაჟა ფშაველას “ბახტრიონის” გმირს) 1659წ ბახტრიონის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის საჩუქრის სანაცვლოდ მეფისათვის თხოვნა შეუბედავს, თუშებს ზამთარში ცხვრისათვის საძოვრები არ აქვთ და აქედან (ბახტრიონიდან) სადამდეც ჩემი ლურჯა გაჭენდება ალაზნის პირად, ის ადგილები მოგვეციო. ნაომარი ლურჯა გაჭენებულა ბახტრიონიდან და ტახტიბოგირთან დაცემულა. თუშებმა პატივით დაუკრძალავთ ცხენი და ზედ ლოდიც დაუდვიათ და სადიდებელი დაუწერიათ: “ვინამც სთქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია”. მას მერე დასახლდნენ და გამრავლდნენ თუშები კახეთის მიწაზე ზუსტად მათი მშობლიური მთების ძირში. დღემდე ასე მოსახლეობენ მთასა და ბარს შუა, გზაზე არიან გადებულნი მოუწყენლად და არ ჰღალატობენ მამა-პაპათა ნაფუძვარს და საფლავებს. ღიმილით ვუყურებდი და ვუსმენდი,ძალიან მომეწონა სოფლის ისტორია,დღეს როგორც გავიგე ცხრაკარას სასახლის კომპლექსი და ზემო ალვანის კვირაცხოვლის ეკლესია უნდა მოვინახულოთ.უკვე მოუსვნერობა დამეწყო ერთი სული მაქვს მათ სანახავად წავიდეთ.ამასობაში ათის ნახევარიც გახდა და ბავშვებიც ნელ-ნელა იღვიძებდნენ,ათზე უკვე უნდა გავსულიყავით.დარიკო ბებომ გემრიელი საგზალიც გაგვიმზადა.ათი საათისთვის მეზობლებმაც შემოგვძახეს და დავადექით თუშეთის გზებს.მაკომ ითავა ჩვენი გიდობა და მას მივყვებოდით ყველა.
-ცხრაკარას სასახლის კომპლექსი – ლევან მეფის სასახლის კომპლექსის ნაშთები კახეთის მხარეში სოფელ ზემო ალვანსა და ქვემო ალვანს შორის, ალახნის ველის ზემოთ, კვავკასიონის მთისწინეთზე. მის მახლობლადაა იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა, რომელშიაც ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძლიერ დაზიანებული პორტრეტებია გადარჩენილი.
ლევან კახთა მეფის სასახლე ძლიერ დანგრეულია. კედლების ზემო ნაწილი და გადახურვა აღარ არსებობს, იატაკი აყრილია, სარკმლების ალათების ან სხვა რაიმე მოწყობილობის კვალიც არ არის დარჩენილი.
ცხრაკარას სასახლის კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.ბროსე გაკვრით იხსენებს ამ სასახლეს – „დიდი და ლამაზი დარბაზი, ფრიად მტკიცედ ნაშენი“ – და სანაღაროს უწოდებს მას. დაასრულა მაკომ მოყოლა,აღფრთოვანებული ვიყავი ნანახით და გაბრწყინებული თვალებით ვათვალიერებდი არემარეს.ბავშვებს რომ გავხედე ისინიც ჩემს მდგომარეობაში იყვნენ,მხოლოდ სიმპატიური არ გამოხატავდა ემოციებს,ალბათ უკვე ნამყოფია აქ.როგორც კი ჩემი მზერა იგრძნო შემომხედა და გამიღიმა.ნამდვილად არ მოველოდი თომა ისე თუ გამიღიმებდა ,როგორც გუშინ იმ გოგოს უღიმოდა,გულწრფელად და თბილად.ყოველგვარი ირონიის გარეშე.
ცოტახანს კიდევ გავჩერდით და შემდეგ ნათლისმცემლის ეკლესიისკენ წავედით.როგორც კი ეკლესია გამოჩნდა მაკომ მოყოლა დაიწყო:
-ნათლისმცემლის ეკლესია თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. შეუკეთებიათ და მოუხატავთ XVI საუკუნის პირველ ნახევარში. 1976 წელს ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. გაიწმინდა და გამაგრდა შემორჩენილი მხატვრობა.
ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ნაწილები (ბურჯები, თაღები) – მოზრდილი ზომის აგურით. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკზე მოგებულია კვადრატული აგური.
ეკლესიის საკურთხეველი, შუა ნავის კედლები და კანკელი მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია ლევან მეფის შეკვეთით 1529-1531 წლებში. ეკლესიის სამხრეთით l5-20 მეტრზე შემორჩენილია გეგმით სწორკუთხა ერთსართულიანი შენობის დასავლეთ კედელი, დასავლეთით – მარნის კედლის მცირე ნჭაწილი და რამდენიმე ქვევრი. ნატეხი ქვით ნაგები წრიული მოხაზულობის გალავნისგან, რომელიც შემოვლებული ჰქონდა ეზოს შემორჩენილია მცირე ნაწილები.
***
ბავშვებმა ადგილი შეარჩიეს და დარიკო ბებოს გამოტანილი საგზლის გაწყობა დაიწყეს. ემოციებისგან დახუნძლული გადავწექი მინდორზე და ბედმიერმა დავხუჭე თვალები.ცცოტახანში ვიღაცამ მზე მომიჩრდილა და იძულებული გავხდი თვალები გამეხილა.
-დაიღალე?მკითხა სიმპატიურმა და ჩემს გვერძე გაგორდა.
-ცოტა,შენ?არ გამიედია ისე ვუთხარი.
-არა მე არ დავღლილვარ.როდის მიდიხართ?გამიკვირდა კითვა და სახეზეც შემეტყო.
-დაახლოებით ორ კვირაში.
-აჰა,ანუ ორი კვირა დამრჩა.გამიღიმა და ცას ახედა.მე დებილივით ვუყურებდი,აზრი ვერ გამომქონდა ნათვამიდან,მეც აღარ ჩავეძიე და მას მივბაძე.
სახლში საღამო ხანს დავბრუნდით,ბავშვები მეზობლებს შეუთანხმდნენ,რომ ცოტას დავისვენებდით და მერე ჩვენს ეზოში კოცონთან გავათენებდით.ამ ამბით ნამდვილად არ ვიყავი მოხიბლული,ჯერ ისედაც სულ სიმპატიურზე მეფიქრება და ახლა მთელი ღამე მაგის ყურება არ მინდა.არა კი მომწონს,მაგრამ ვატყობ რომ ასე თუ გაგრძელდა კაი დღე არ დამადგება.ეზოში შესვლისთანავე ჰამაკს მივაშურე და დაღლილი ჩავწექი.მაკოს ვთხოვე პლედი მოეტანა,გადავწყვიტე ჰამაკში გამომეძინა,ისეთი სასიამოვნო სიგრილე იყო.გემრილად მოვკალათდი და თვალები მივნაბე.
თითქოს ხმაური მესმოდა ძილში მაგრამ,იმის თავიც კი არ მქონდა თვალები რმ გამეხილა,დაღლილობამ და იმან რომ დილით ადრე ავდექი თავისი ქნა და ისევ ღრმა ძილში გადავეშვი,მანამ კი სანამ ბოლომდე გავითიშებოდი თითქოს ვიღაცამ პლედი გამისწორა და შუბლზე მაკოცა,მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე და გავითიშე.
***
„ამას აქ რა უნდა“გავიფიქრე ახალ გაღვიძებულმა,როგორც კი ის გოგო დავინახე,მაშინ სიმპატიურთან რომ იყო და უსიამოვოდ შევიშმუშნე.წამოვდექი და თომას და უცნობს მივუახლოვდი.
-დიდი ხანია შეიკრიბეთ.ვკითხე და კოცონთან ახლოს ჩამოვჯექი.ბავშვები არსად ჩანდნენ,ალბათ სახლში არიან შესულები.
-არც ისე.შენ გეძინა და აღარ გაგაღვიძეთ.გავუღიმე
-ბავშვები სად არიან?ვკითხე და აქეთ-იქით დავიწყე ყურება.
-ბიჭები დარიკო ბებოს რაღაცაში ეხმარებიან და გოგოები მგონი სახლში არიან,მოვლენ მალე
-ვხედავ უცხო სტუმარიც გვყოლია.არ მინდოდა მაგრამ ირონია მაინც იგრძნობოდა ჩემ ხმაში,ცოტა ბრაზიც.სიმპატიურს კი ჩაეღიმა,ნეტა რას იღიმება.-არ გამაცნობ?ვუთხარი და თვალები უცნობს მივაპყარი.
-ნინია.ჩემი მეგობარი.თქვა ღიმილით და ნინიას,რომელიც გულზე ჰყავდა მიხუტებული,შუბლზე აკოცა.
-გეტყობათ,რომ ახლო მეგობრები ხართ.ენას ვერ ვაჩერებ პირში,ვატყობ ჩემ თავს მეთვითონ გავყიდი.
-მართალი ხარ,ძალიან ახლო.სიმპატიური შიგ თვალებში მიყურებდა და იღიმოდა.მეტი აღარაფერი მითქვამს,გავიყუსე და მოსულ საბას ავხედე.
შეიძლება ითქვას რომ კაი დრო ვატარეთ იმ ღამეს,თუმცა ეს ნინია ნერვებს ძალიან მიშლიდა,სულ თომას გვერდით იჯდა და არ შორდებოდა.არა ნინიაზე ძალიან ჩემ თავზე მეშლებოდა ნერვები,პატარა გოგოსავით რომ ვბრაზდებოდი.მე რა მეკითხებოდა,ვისაც რა უნდოდა ის ეკეთებინა.მაგრამ ჩემდაუნებურად მომდიოდა ბრაზი.სახლში მიმდოდა წასვლა,ჩემთის წყნარად,მართალია სიცხეში,მაგრამ მარტო და ყოველგვარი სიმპატიურისა და ნინიას გარეშე.გათენება,გათენებაო რომ ამოიჩემეს,5 საათიც არ იყო ყველას თვალები ეხუჭებოდათ ჩემს გარდა და დაშლა გადავწყვიტეთ.მეც დავაპირე დაძინება და ოთახში ავდიოდი მარიამი და მაკო რომ წამომეწივნენ და ოთახში შემომყვნენ.
-თიბეა შე საზიზღრო,არ უნდა გვითხრა შენსა და თომას შორის რა ხდება?არა აშკარად გამოვდებილდი, საიდანმოიტანეს.
-მაკო ხო კარგად ხარ?გაფიცებ ეგ აბსურდი საიდან მოიტანე?გაბრაზებული მივაშტერდი
-ეე,აბა ის რა იყო წეღან?გაოცება მარიამსაც დაეტყო
-გოგო ნორმალურად გამაგებინეთ რას იძახით.საწოლზე ჩამოვჯექი და გოგოებს შევხედე
-აი მაშინ ბავშვები რომ გადმოვიდნენ ჩვენთან,შენ ხო გეძინა.
-მერეე მარიამ? მოუთმენლობა დამეტყო
-მერე ის რომ პლედი გადახდილი გქონდა და თომამ დაგაფარა თან შუბლზეც გაკოცა.ჩვენ ფანჯრიდან დავინახეთ,ეზოში არავინ იყო ეგ ყველაზე გვიან მოვიდა ,ალბათ ეგონა რომ ვერავინ დაინახავდა
-ანუ რა გამოდის რო პლედი მაგან გამისწორა და თან შუბლზეც მაკოცა.გაოგნებული ვიყავი ჯერ კიდევ თან თითქოს ცოტა გახარებულიც.
-აჰაა.დამეთანხმნენ გოგოებიც. ეე აბა ნინია?
-და ნინია,მეგონა ნინია.გავჩერდი აზრებს ვეღარ ვალაგებდი
-ნინია რა შუაშია, თომას ბიძაშვილია.აი აქ თან გავბრაზდი და თან გავოგნდი.რაში ჭირდებოდა ჩემი მოტყუება,თან ძალიან ახლოო,როგორ დამეთანხმა.თავში ყველაფერი ამერია,აზრებს ვეღარ ვალაგებდი,რა თამაშს თამაშობდა თომა ვერ გავიგე.ბევრი ვიჭორავეთ,გოგოებსაც აღარ ეძინებოდათ.გოგოებს ნოსტალგია შემოაწვათ და ბაღის სიყვარული გაიხსენეს.მე მეცინებოდა მათ ამბებზე.ახლა შენ მოყევიო მითხრა მარიამმა,როგორც კი თავისი „სასიყვარულო ისტორიის“ მოყოლა დაასრულა.
-სიმართლე გითხრათ იყო ერთი ბიჭი ბაღში,რომელიც მიყვარდა.-თან მეცინებოდა ჩემ თავზე,მაშინ რა პატარა ვიყავი,რავიცოდი რა იყო სიყვარული,თუმცა ბავშვებმა ხო ყველაზე წრფელი სიყვარული იციან.-ოღონდ სახელი არ მახსოვს,იმიტომ რომ მე კულულას ვეძხდი და მგონი ნამდვილი სახელი არც არასოდეს დამიძახია.საყვარელი კულულები ჰქონდა და მგონი უფრო მაგიტომაც შემიყვარდა.პირველივე დღეს დამინახა თუ არა მითხრა შენ ჩემი შეყვარებული იქნები და რომ გავიზრდები ცოლადაც მოგიყვანო.მეც დავთანხმდი და პირობა მივეცი,რომ როცა გავიზრდებოდით ცოლად გავყვებოდი.ყოველ დღე სახლიდან ჩემთვის შოკოლადი მოჰქონდა.მართალია შოკოლადი არ მიყვარს,მაგრამ მისი ხათრით ვჭამდი ხოლმე.სულ ერთად ვთამაშობდით,ბიჭებთან თამაშს ჩემთან თამაში ერჩივნა,ერთხელ დედამის ბეჭედი მოპარა და მე მომიტანა,მეც ძალიან გამიხარდა,მაგრამ მერე დედაჩემმა რომ გაიგო დედამისს უკან დაუბრუნა.მაშინ გული ძალიან დამწყდა,მეგონა ბეჭედი რომ წამართვეს,კულულა ცოლად არ მომიყვანდა.-გულიანად კი მეცინებოდა ჩემ პატარაობაზე.- ჩემზე ერთი წლით დიდი იყო,მალე სკოლაშიც უნდა მისულიყო.ბაღიში მისი ბოლო დღე იყო,როცა მითხრა რომ თავის პირობას აუცილებლად შეასრულებდა,რომ ცოლად მომიყვანდა.აუ რა სულელები ვიყავით არა პატარები.იმის მერე აღარც მინახავს კულულა.

ერთ დილით ჩვეულებრივზე გვიან გამეღვიძა,რომ ავდექი უკვე 12 ხდებოდა.ბავშვები ამდგარიყვნენ და მეზობლებთან ერთად ჩვენს სახლში შეკრებილიყვნენ,აშკარად გახარებულები ჩანდნენ,ოთახში შესვლისას ყველამ მე შემომხედა.
-დილამშვიდობისა,რა ხდება,რაზე მხიარულობთ.-ღიმილით წავედი დივნისკენ და გიგის გვერდით დავჯექი.
-დილით ბათუმში მივდივართ.სიხარულისგან ერთ ადგილზე ცქმუტავდა მარიამი და თან ცივ ყავას მიირთმევდა.
-ბათუმში?.-ცოტა დავიბენი რა გვინდა ბათუმში ჯერ სულ მეხუთე დღეა რაც აქ ვართ.
-ჰო ბათუმში,ზღვისპირა ქალაქში.წამოაყრანტალა საბამ.
-კაიი,მართლა?-დამცინავად გავხედე და გავაგრძელე.-რა გვინდა ბათუმში?
-ჩემთან მივდივართ და დარჩენილ დროს იქ გავატარებთ.-აქამდე ჩუმად მჯდომმა სიმპატიურმა ხმა ამოიღო.მოიცა მაგის სახლში ბათუმში,არა არა ეს უკვე ნამეტანია,მე არ წავალ.გადავწყვიტე მტკიცედ.
-მე არ მოვდივარ.-თქმა და 6 წყვილი გაოცებული და გაბრაზებული თვალების მოჩერება ერთი იყო.
-შენ არავინ გეკითება ყველანი მივდივართ და ვსო.თქვა ბატონმა გიგიმ,ერთი შევუბღვირე და პასუხის დაბრუნებას ვაპირებდი სიმპატიური რომ ჩამეჩარა.
-აჰა ძალიან კარგი,ე.ი. ხვალ ბათუმში მივდივართ.თქვა და ბავშვებიც აიშალნენ,მე კიდე პირდაღებული ვაცეცებდი თვალებს.უცბად ისე რომ აზრზეც ვერ მოვედი სიმპატირუმა ჩამჩურჩულა:
-ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა.მოწყვეტით მაკოცა ყურის ძირში და თვალის დახამხამებაში აორთქლდა.აი რაც მე ვიგრძენი სახელს ვერ დავარქმევ.მთელ ტანში ეკალმა დამაყარა და წამებში მომემატა გულის ცემა.მთელ სხეულში ჟრუანტელს ვგრძნობდი.ასეთი რაღაც პირველად განვიცადე.“ამან ტუჩებში რომ გაკოცოს ალბათ გული წაგივა“ ხარხარებდა მეორე მე.მე კიდე ისე ვიყავი გაყინული ვერც კი შევეპასუხე,ანდა რათ უნდოდა შეპასუხება მეც იგივეს ვფიქრობდი.
-შარში ხარ გიგაურო ! ამოვიბუტბუტე ჯერ ჯიდევ ეიფორიაში მყოფმა.
***
არა მიჩალიჩებენ რა.მეორე დღეს ჩემთვის მშვიდად ჩამოვიტანე ბარგი და რას ვხედავ,გიგის მანქანაში „ჩემი“ადგილი ბატონ საბას აქვს დაკავებული,და უკან მარიამი და მაკო ჩახტნენ,მანქანაც დაქოქა გიგიმ.გაბრაზებული გავემართე მათკენ.
-ჯერ არც მელოდებით და ეგრევე ჩახტით მანქანაში,მერე საბა ჩემი ადგილი დაიკავე,კაი ეს ხო,მაგრამ უჩემოდ მიდიხართ?-გაბრაზებული ვაკვესებდი თვალებს.
-უი გვეგონა თომამ გითხრა უკვე.-დაიწყო მარიამმა
-და თომას რა უნდა ეთქვა?-წარბაწეულმა შევხედე.
-ის,რომ ჩემი მანქანით წამოხვალ შენ.გამეჩიმა ვაჟბატონი
-აქაც მშვენივრად მოვთავსდები,არაა საჭირო.-მთელი გზა სიმპაატიურთან ერთად მანქანაში და თან მარტო ბიჭებში,არა არაა არ მინდა.
-ეე კაი რა თიბეა,ნორმალურად გვინდა მგზავრობა,თანაც თომას მანქანაში არის თავისუფალი ადგილი.ამოვიფრუტუნე,ქაჯივით ვირზე ხო არ შევჯდებოდი,კარგით თქო თავი დავუქნიე და თომას მივყევი მანქანასთან,ბარგი მანქანის საბარგულში ჩადო, უკანა კარი გამოაღო და თავით მანიშნა დაჯექიო.
-მოიცადე მოვალ ახლავე.უკან გამოვტრიალდი დარიკო ბებოს უნდა დავმშვიდობებოდი.ძალიან მომენატრება ეს ქალი,ისე შემაყვარა ამ ხუთ დღეში თავი თავისი სითბოთი და მზრუნველობით.ცრემლიანი თვალებით დავემშვიდობე და მაგრად შემოვხვიე ხელები.მითხრა აუცილებლად ჩამოდი კიდეო.მეც შევპირდი აუცილებლად ჩამოვალ თქო,ლოცები დავუკოცნე და უკან გამოვბრუნდი.თომა კი რომელიც მანქანასთან იდგა ღიმილით იყურებოდა.
-ყოველთვის ასრულებ დაპირებებს?-გამიკვირდა მისი კითხვა.
-ყოველთვის.-არ შევიმჩნიე გაკვირვება და მანქანაში შევხტი.ამ ბოლო დროს რა უცნაურად ლაპარაკობს და იქცევა ეს ბიჭი.ჩავჯექი თუ არა მანქანაში თვითონაც მანქანას მოუარა და მეორე მხრიდან დაჯდა უკანა სავარძელზე.
-მეგონა მანქანას შენ მართავდი.გავხედე და პასუხს დაველოდე
-მეზარება.ერთი ეს მითხრა და სანდროს,რომელით საჭესთან იჯდა ანიშნა წასულიყო.
***
ზედმეტად კომფორტულად და თბილად ვგრძნობდი ძილში თავს,მაგრამ ნელ-ნელა ვფხისლდებოდი,ჩურჩული მომესმა
-ბიჭო ცოტა ჩუმად ეე,არ გაეღვიძოს.-გავიგონე ჩემ ყურთან ახლოს,დენ დარტყმულივით წამოვარდი და გაურკვევლად აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება.
-თიბეა ხო კარგად ხარ?-მკითხა შეშინებულმა სიმპატიურმა თბილი ხმით.
-მეე.. კი ხო კარგად ვარ,კარგად.-დაულაგებლად ვბუტბუტებდი.მე ჩერჩეტი თომაზე ჩახუტებულს მეძინა,ეს რომ გავიაზრე,ტაომ დამაყარა და თითქოს ტანში დენმა დამიარაო.ცხვირში მის სუნამოს სუნს ვგრძნობდი,შეშინებულმა მოვავლე თვალი ბიჭებს ხომ არაფერი შემატყვესთქო.თომა მიყურებდა მარტო რაღაც უცნაური სახით,აქამდე რომ არ შემოუხედავ ისე.სულ ავირიე.აღარ ვიცოდი მის მიმართ რას ვგრძნობდი,თითქოს ჩემი მოწონება უფრო ღმავდებოდა და მეშინოდა,მეშინოდა რომ ამ გრძნობას ტკივილი არ მოეტანა ჩემთვის.სევდა მომაწვა და ფანჯარაში დავიწყე ყურება,ამ ხნის განმავლობაში თომა სულ მე მიყურებდა,რა ადამიანი უნდა ყოფილიყავი მისი დაჟინებული მზერა არ გეგრძნო,ეს უფრო მბოჭავდა,სწორედ ამიტომ არ მინდოდა მის მიახლოვეს მძაბავდა და მაბნევდა უკვე მისი ასეთი მზერა.
მალე ბათუმში ჩავედით და მის სახლს მივადექით.ლამაზი ორ სართულიანი სახლი იყო,კეთიმოწყობილი და თანამედროვე,მყუდრო და ლამაზი ეზოთი.მანქანები ფარეხში დააბინავეს ბიჭებმა და ბარგი ამოალაგეს.ოთახები თომამ,როგორც სახლის პატრონმა,გაანაწილა და არ ვიცი სპეციალურად თუ შემთხვევთ ჩვენი ოთახები გვერდი-გვერდ აღმოჩნდა.ჩვენც დავბინავდით ჩვენს ოთახებში.დრო ვიხელთე და დედას დავურეკე,მოვიკითხე და მოვუყევი ჩვენი ადგილმდებარეობის შეცვლის შესახებ.მგზავრობით ყველა დაღლილი იყო და გამოძინება გადაწყვიტეს,მე აღარ მეძინებოდა,გემრიელად უკვე გამოვიძინე სიმპატიურის მკლავებში.ჩემს მაისურს დავსუნე და ოდნავ შერჩენოდა თომას სურნელი, ღრმად შევისუნთქე და უაზროდ გავიღიმე.სამზარეულოში ჩავედი და მაცივარი გამოვაღე,რომელიც თომას დავალებით სახლის მომვლელს უკვე გამოევსო პროდუქტებით,გადავწყვიტე რაიმე მომემზადებინა ვახშმად,აწი მაგათ ვახშამი მოუწევთ და.გადავწყვიტე ქათმის და ბოსტნეულის სალათი მომემზადებინა,ჭვისტარებს დავაცხობდი უცებ და რა თქმა უნდა საყვარელ შემწვარ კარტოფილსაც დავახვედრებდი ბავშვებს.საიჭირო პროდუქტები მაცივრიდან გამოვაწყვე და მზადება დავიწყე,პარალელურ რეჟიმში სავკეთებდი ყველაფერს.ქათმის ფილე წყლიან ქვაბში მოვათავსე და გაზზე შემოვდე მოსახარშად,ჭვისტარისთვის ყველიც გავხეხე და მასა მოვზილე.ნელ-ნელა ყველაფერს ვაკეთებდი,ალბათ ერთი საათი იქნებოდა გასული ფეხის ხმა რომ გავიგე,კარისკენ გავიხედე და მარიამი მოფრატუნობდა.
-თიბეა რა კაი სუნიაა,როგორ მშია.ღიმილით ჩამოჯდა სამზარეულოს სკამზე და დაამთქნარა.
-მალე ყველაფერი მზად იქნება და ბავშვებთან ერთად ვივახშმოთ.ვუთხარი და გამომცხვარი მჭადები ტაფიდან ამოვიღე და ახალი „პარტია“ჩავდე გამოსაცხობად.
-თიბე
-ჰოუ მარიამ.შევხედე ინტერესით
-გოგო თომა მოგწონს?-არ ველოდი ამ კითხვას და დავიბენი
-რატო..რატო მეკითხები მარიამ?
-ეჭვი მაქვს რომ მოგწონს.მაცდურად გამიღიმა და შემომხედა.ფეხის ხმა ისევ გავიგონე და მარიამს მივუბრუნდი.
-მაგაზე ღამე ვისაუბროთ.ვუთხარი და ქათმის სალათას მაიონეზი მოვასხი.

-ვაუ თიბეა რა გემრიელია ყველაფერი.-პირგამოტენილი ლაპარაკობდა გიორგი.გამეცინა მის საქციელზე.
-მადლობა მადლობა.ვუთხარი და სიმპატიურს შევხედე,რომელიც კმაყოფილი სახით მიყურებდა.მის სახეზე წარბები მაღლა ავზიდე.
-რძალიც ასეთი უნ... დაიწყო სანდრომ,მაგრამ რატომღაც წინადადება ბოლომდე არ დაასრულა.
-უნდა გყავდეს კაცს.-დაასრულა სანდროს სათქმელი გიორგიმ და ჯერ სანდროს გადახედა და მერე სიმპატიურს.სიმპატიურის სახეზე,რომელიც მე მომშტერებოდა, ვერავითარ ემოციას ვერ ვკითხულობ.მისი მზერის გადამკიდე ლუკმა არ გადამდიოდა ყელში.
-თომა ჭამე და თეფშს უყურე.-ვეღრ მოვითმინე ბოლოს.
-ესეც ვძღები.მაცდური ღიმილით დამიბრულა პასუხი.დავიბენი ბრინჯივით და აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა,რამის ჩანგალი გამივარდა ხელიდან,სიმპატიური კი ჩემი ყურებით გამხიარულებული ღიმით მიყურებდა.სხვა ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე მე მოვრჩი თქო და სკამიდან ავდექი,რომ ოთახხიდან გავსულიყავი.
-ჯერ ახლა დავჯექით სავახშმოთ თიბეა.
-არაუშავს მე უკვე მოვრჩი.მივაყარე თომას და სასწრაფოდ დავტოვე სამზარეულო.
ბიჭი თურმე ჩემი ყურებითაც ძღება,არა როგორ დამაბნია და შემარცხვინა ამდენ ხალხში.“არა აღიარე,რომ გესიამოვნა“.ნუ ახლა კი მესიამვნა ,მაგრამ უფრო შემრცხვა,ბავშვებისაც არ მოერიდა.ხელებს ვიქნევდი და გავრაზებული დავდიოდი აქეთ იქით.
-ვაიმე თიბეა თავბრუ დამეხვა.დაჯექი და ისე გაბრაზდი.-ეს როდისღა შემოვიდა,არა დროზე უნდა ვუშველო თავს.
-თომა რა გინდა?-შევბღვირე და დივანზე ჩამოვჯექი.
-ახლა თუ ზოგადად?-მიპასუხა და მე მომბაძა
-ახლაც და ზოგადადაც.
-ახლა მინდა რომ შემოხვიდე და ჭამა დაამთავრო.და ზოგადად ბევრი რამე მინდა და შენ რა გაინტერესებს?-ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს მიღიმის და მეც მეტი რამინდა,ვუყურებ და ვტკბები,მისი ღიმილი ჰიპნოზს მიკეთებს და მადებილებს.
-არ მშია.შედი შენ ჭამე.
-თუ შენ არ გინდა,არც მე მინდა მაშინ.-გულში გამეცინდა მის ნათქვამზე
-რატომ?
-იმიტომ რომ შენ არ გინდა.-ისე მიპასუხა თითქოს ამას რა კითხვა უნდაო და უფრო მომიჩოჩდა.
-მე რა შუაში ვარ შენთან,ადექი და სამზარეულოში შედი.-მეც უფრო ჩავიჩოჩე დივნის ბოლოსკენ.
-შუაში კი არა თავში ხარ თიბე.-ისე თბილიად წარმოთქვა ჩემი სახელი,მეც გულში სითბო ჩამეღვარა,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ იქცეოდა ასე.
-სიმ..-რამის ჩემი შერქმეული სახელი წამომცდა გამოშტერებულს.-თომა რა გინდა ვერ ვხვდები.
-მინდა რომ შენი პირობა შეასრულო.-ამის თქმის შემდეგ ადგა და თავის ოთახში ავიდა.მე კი დამოტოვა ასე გამოშტერებული,დაბნეული და შეყვარებული.ჰო,ჰო შეყვარებული.ახლა მივხვდი რომ მიყვარს და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ადრე,შორეულ წარსულშიც მიყვარდა,ამან გამაოცა.და საერთოდ ამ გრძნობამ შემძრა,არ მეგონა და ვერც წარმოვიდგენი ასე მალე თუ შემიყვარდებოდა,და საერთოდ თუ შემიყვარდებოდა.არ ვუყურებ ამ გრძნობას აგდებით ახლანდელი ახაგაზრდები როგორც არიან.არამც და არამც,სიყვარული ჩემთვის ყველაზე წმინდა და სათუთი გრძნობაა,სულ სხვა განზომილებაა.და ვფიქრობდი რომ თუ შემიყვარდებოდა,შემიყვარდებოდა მთელი გულით.საერთოდ არ მჯერა მე ისეთი ადამინების სიყვარულის,როდესაც შეუძლიათ „ტრფობის ობიექტი“ გადაიყვარონ და უახლოეს მომავალში სხვა შეიყვარონ.არ მწამს ასეთი სიყვარულის.თუ გიყვარს,უნდა გიყვარდეს ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ ის.მე მჯერა რომ სიყვარული ერთხელ მოდის და აღარ მიდის.“მე არ მესმის როგორ შეიძლება ისეთი ქალი დაივიწყო,თუნდაც ერთხელ ძლიერ რომ გყვარებია.“ ზუსტად ვეთანხმები გამსახურდიას,არ შეიძლება და ვსო.არ შეიძლება გიყვარდეს ერთ დღეს ქალი/კაცი გაგიჟებით და მეორე დღეს სხვას ეტრფოდე.ჩემი აზრით ეს სიყვარული არაა.“სიყვარული ნარკოტიკს ჰგავს.თავიდან ეიფორია,სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება.ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს და თუმცა შეგრძნებები მოგწონს,მაინც გჯერა,რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია,განზე გადგე.საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათით ივიწყებ.მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოუკიდებელი ხდები.და მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ,ორი წუთით კი ივიწყებ.თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს,იმასვე შეიგრძნობ,რასაც ნარკომანი,წამალს რომ წაართმევენ.ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით ,რომელსაც ერთი დოზის გულისთვის შეუძლია,იქურდოს,მოკლას,თავი დაიმციროს,შენც მზად ხარ,ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის.“მივხვდი რომ მე თომა დანახვისთანავე შემიყვარდა,მასში რაღაც ნაცნობი და მონატრებული დავინახე,ამას კი ახლა მივხვდი.მაგრამ ეს ყოველივე ჩემში მაინც გამოცანად რჩებოდა,რატომ მეუფლებოდა მის მიმართ ასეთი გრძნობა.გადავწყვიტე მის ოთახში ავსულიყავი,არ ვიცოდი რას ვეტყოდი,მაგრამ უნდა ავსულიყავი.კიბებზე ავედი და მის ოთახს მივაშურე.კარზე დავაკაკუნე და დაველოდე ნებართვას რომ შევსულიყავი.პასუხმაც არ დააყოვნა და ოთახში შევედი.ლამაზი ოთახი იყო,გემოვნებით მოწყობილი,ზუსტად ისე როგორც მე მომწონს.კედლებზე სურათები იყო ჩამოკიდული, ერთმა მეტად ნაცნობმა სურათმა მიიქცია ჩემი ყურადღება და გაოცებული მისკენ წავედი,ისე რომ სიმპატიურის გაკვირვებული მზერისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია.


-აი თურმე რატო...-ამოვილღლუღე ჯერ კიდევ შოკში მყოფმა და ჩემსა და კულულას სურათს დავაკვირდი.ეს სურათი მაშინაა გადაღებული როცა ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა ბაღში.ზუსტად იგივე სურათი მეც ჩემს ოთახში,კედელზე მაქვს დაკიდული და მობილურშიც ვინახავ.ყურთან ცხელი სუნთქვა რომ ვიგრძენი,ფიქრებიდან გამოვერკვიე და ტანში სასიამოვნოდ გამცრა.ახლა გავაცნობიერე რომ მთელი ცხოვრება თომას ველოდებოდი.ჩემს ქვეცნობიერში ღრმად იყო ჩაბეჭდილი ის აზრი,რომ ერთ დღესაც კულულა მოვიდოდა ჩემთან და ჩვენ ჩვენს დადებულ პირობებს შევასრულებდით.ეს ყოველივე ახლა გავიაზრე ნათლად.
-რა თიბეა?-მიჩურჩულა ყურთან და მაშინდელივით ყურის ძირში კოცნა დამიტოვა.იმ ადგილას კანი ამწვე და გამაკანკალა.ჩემს რეაქციაზე სიმპატიურმა ჩაიცინა.
-როგორ ვერ გიცანი,შენს დანახვისთანავე კი ვიგრძენი რაღაც ნაცნობი და მონატრებული,მაგრამ რას წარმოვიდგენდი შენ თუ კულულა იქნებოდი,თან შენი თმები.მოვტრიალდი და თმაზე ჩამოვუსვი ხელი.
-თმა გაიზრდება და ისევ კულულა იქნება.-გამიღიმა.-ცოტა კი მეწყინა რომ ვერ მიცანი,მაგრამ მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა.არა თავიდან მეც იგივე ვიგრძენი შენი დანახვისას და ეჭვებიც გამიჩნდა, შენს ტელეფონში სურათის ნახვამ კი დამარწმუნა.-მე უნებურად ცრემლები წამომივიდა სიხარულისგან.ამ წამს იმდენად ბედნიერი ვიყავი,ისე მიხაროდა კულულას დაბრუნება.
-ძალიან მომენატრე,ახლა გავაცნობირე რომ ამდენი ხანი შენ გელოდებოდი.-ვუთხარი და ხელები ძლიერად შემოვხვიე წელზე.-ვიგრძენი გული როგორ აუჩქარდა,ვიგრძენი რომ მასაც ისევე ვუყვარდი როგორც მე.მანაც სწრაფად შემომხვია ხელები და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-მიყვარხარ თიბეა.-ცრემლები ისევ გადმოვყარე ,მის მხარზე ჩამოდებული თავი ავწიე და მას გავუსწორე.ის მიღიმოდა
-მეც მიყვარხარ სიმპატიურო.-მეც გავუღიმე და ლოცაზე ტუჩები მივაწებე.
-ჰმ სიმპატიური?-ააციმციმა თვალები,მე გადავიკისკისე
-ჰო დანახვისთანავე შეგარქვი,ჩემი სიმაპტიური.
-ჩემი თიბე.მითხრა და ტუჩებისკენ დაიხარა.მაკოცა.მე სამყაროს მოვწყდი,და ფერენა რომ შემძლებოდა ალბათ გავფრინდებოდი კიდეც,ეს ისეთი საოცრება იყო,მეგონა რაც კი ცხოველი და ფრინველი არსებობდა ყველა ჩემს მუცელში დაგორავდა და დაფრინავდა.გამაკანკალა.აზრეზე მაშინ მოვედი როცა სიმპატიურის ჩაცინება გავიგე და მივხვდი რომ ის კარგა ხანია რაც მოწყდა ჩემს ტუჩებს.
-შენს ჩემს ყოველ კოცნაზე თუ ასე დაგემართა,ცუდადაა შენი საქმე.მაცდურად ძაიღიმა და თვალები ააფახუნა.რომ შემეძლოს გავწითლდებოდი კიდევაც,მაგრამ მადლობა ღმერთს არ ვწითლდები,თორემ კულულას გვერდით სულ წითელი ვიქნებოდი.
-თომა შეწყვიტე.ვუთხარი, თითი დავუქნიე და ახლა მე გამოვიჩინე კოცნის ინიციატივა,დაკარგული დრო უნდა ავინაზღაურო.
***
როგორც აღმოჩნდა ბავშვებმა ყველაფერი იცოდნენ,ბათუმში წასვლის იდეა როცა გაუმხელია სიმპატიურს,მაშინ მოუყოლია მათთვის ყველაფერი.ჩვენი ამბით გახარებულები იყვნენ და გვილოცავდნენ ერთმანეთის პოვნას.ბათუმში დარჩენილი დრო კი ჩემი ცხოვრების უბედნიერეს პერიოდს წარმოადგენდა და ვიცოდი რომ შემდეგი პერიოდი უფრო ბედნიერი და ბედნიერი იქნებოდა.ერთ საღამოს როცა ვვახშმობდით,ბავშვები სასეირნოთ იყვნენ და ჩვენ სახლში გადავწყვიტეთ დარჩენა,სიჩუმე თომამ დაარღვია.
-ცოლად გამომყვები?-მოულოდნელობისგარ ლამის ლუკმა გადამცდა,არ ველოდებოდი ასე მალე და თანაც ასეთ სიყუაციაში თუ მთხოვდა ხელს.
-მე..დავიბენი.-ნერვიულად გავიცინე და სიმპატიურს შევხედე,რომელიც ღიმილით მომჩერებოდა.მის ღიმილში და თვალებში იკითხებოდა ყველაფერი რასაც ჩემს მიმართ გრძნობდა და მე მის თვალებში ჩემ თავს ვხედავდი,რაც ასმაგად მაბედნიერებდა.
-პირობა პირობაა.-გამახსენა ჩემი დადებული პირობა საბავშვო ბაღის შესასვლელთან.
-პირობა პირობაა.-გავიმეორე მეც მისი ნათქვამი და ამით ვუთხარი რომ თანახმა ვიყავი.შემდეგ ჩემთან მოვიდა და ძლიერად ჩამიკრა გულში.
***
უკვე ოთხი თვეა რაც ერთად ვცხოვრობთ.ქორწილი მოკრძალებული გვქონდა ნათესავების და მეგობრების წრეში.თაფლობის თვე კი ჩემი თხოვნით თუშეთში გავატარეთ მის სახლში.ამდენ სიხარულს გული ვეღარ იტევდა უკვე.ჩემი სიმპატიური კი დღითი-დღე მილამაზებდა ცხოვრებას.
სახლში მარტო ვიყავი,დღეს შეუძლოთ გავხდი და ბატონ მერაბს დავეთხოვე.თითქმის დარწმუნებული ვიყავი რაც მჭირდა,მაგრამ გადამოწმება აუცილებელი იყო.აფთიაქში საჭირო ნივთი ვიყიდე და სახლისკენ გავემართე.ახლა კი ვზივარ საწოლის კუთხეში და ბედნიერების ცრებლები არ მიშრება.არა ახლა ტირილი არ შეიძლება,ბავშვისთვის მავნებელია.დია ბავშვისთვის,რომელიც მალე მე და სიმპატიურს გვეყოლება,პატარა საყვარელი ბავშვი.გამეღიმა,გულს გაეღიმა,გულს რომელიც სიყვარულით ძგერდა ერთისთვის და ახლა უკვე ორისთვის,ახლა ორი ადამიანი არსებობს იმისთვის რომ ჩემმა გულმა არსებობა და ცხოვრება გააგრძელოს.ემოციებისგან გავიბერე,თომასთვის უნდა გამეზიარებინა,რომელიც ამ პატარაზე ოცნებობდა.“-იმედია არ გჯერა,რომ ბავშვები წეროებს მოჰყავთ.“მეტყოდა ხოლმე და ვნებიანად დააცხრებოდა ჩემს ტუჩებს.ახლა ორმაგად ბედნიერი ვიყავი,რადგან თომას ოცნებაც ავუხდინე.ვეღარ ვითმენდი,მალე მინდოდა ახალი ამბის სიმპატიურისთვის გაზიარება,მობილური ხელში ავირე და კულულას მივწერე.“-უბრალოდ შენთან მინდა ძალიან.“მივწერე საყვარელი ფრაზა,და დაველოდე მის მოსვლა,ვიცოდი რომ აუცილებლად მოვიდოდა.მანამდე კი ზუსტად ამ დროისთვის შეკვეთილი მაისური ჩავიცვი,რომელსაც ქართული შრიფტით ჰქონდა წარწერა გაკეთებული-“გილოცავ! შენ მალე მამა გახდები! „
და აი მალე კარის და ნაცნობი ნაბიჯების ხმაც გაისმა შემოსასველელში.მე კიდე შუა ოთახში დავდექი და დაველოდე თომას შემოსვლას.მანაც არ დააყოვნა და შემოაბიჯა თუ არა ვუთხარი.
-კულულა ოცნებები ხდება.-თომას სახე შეეცვალა,გაკვირვებული და თვალებ გაფართოებული უყურებდა ჩემს მაისურს.5 წუთი გაშეშებული იდგა და ხმას ვერ იღებდა,ჯერ ვერ გამოსულიყო შოკიდან,ხუთი წუთის შემდეგ ჩემსკენ დაიძვრა და ჩემს მუცელთან ჩაიმუხლა.
-თიბეა,შვილი გვეყოლება.გაბადრულმა ამოთქვა და მუცელზე ფრთხილად დამიწყო მოფერება და კოცნა.-მე მამა გავხდები,შენ დედა.ადრზელებდა ლაპარაკს,მე კიდევ ცრემლები ვეღარ შევიკავე და ისევ ავტირდი.არ ვიცი რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება.
-ხო თომა,შენ მამა,მე დედა.-ამოვილაპარაკე და მეც დავიმუხლე რომ შემძლებოდა მასთან ჩახუტება.ელები წელწე მოვხვიე და კისერში ვაკოცე.ჩემ ამ ქცევაზე ყოველთვი ეკალი აყრიდა სიმპატიურს,მეც ამით გამხიარულებული ვკოცნიდი და ვკოცნიდი.
-მიყვარხართ.ჩემი ბედნიერება ხართ.-ბედნიერებისგან ალაპარაკდა თომა.
-მეც მიყვარხართ კულულა,ჩემს თავზე მეტად.
-ვგიჟდები კულულას რომ მეძახი.მითხრა და უფრო მიმიკრა გულზე.
შემდეგ?შემდეგ იყო უფრო ბედნიერი წამები,წუთები,საათები,დღეები და ასე უსასრულოდ.გვქონდა სიყვარულით სავსე ოჯახი და გვყავდა საოცარი მეგობრები.ახალი მთვარე კი განაგრძობდა ჩემთვის ბედნიერი სიახლეების მოტანას.
***
-ელენა,მა დედა უფრო გიყვარ თუ მამა?-ჩემი გოგონა არ დაიბნა და მამასა უცბად უპასუხა
-მამა
-აბა დაიფიცე
-დედას ვფიცავარ!



№1 სტუმარი taso

Vaimeeee^_^ ra kai ikooo. Ai dzaan magari <3 tbili istoriaa ^_^

 


№2  offline წევრი nestanuka13

ძალიან საყვარელი ისტორია იყო

 


№3 სტუმარი salo

Dzliaaannn sayvareli da tbilii istoriaa iyo

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგია ძალიან

 


№5 სტუმარი მკითხველი

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია, კარგი ისტორიაა. განსაკუთრებით, ბოლო მომენტი მომეწონა-აწი ვიცი ასეთ კითხვას როგორ ვუპასუხო

 


№6  offline წევრი ucnobi_18

აუ რასასიამოვნო იყოო ბოლოს ხომ საერთოდ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent