შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ სიყვარილი არ გადაშენდა II


23-02-2015, 20:33
ავტორი nikname
ნანახია 1 301

-ააბაა ხომ არ ნერვიულობ დაო?რავიცი მაინც ,პირველი ღამე და რამე (ეშმაკურად გავუღიმე)
-პირველი ღამე?ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,ან რისი უნდა მეშინოდეს
-ანუ ეს როგორ გავიგო ?
-კარგი რა მარიამ , რას ჩამაცივდი , გინდა რომ ვინერვიულოო ?
-სალომეე,საიდან მოიტანე?
-მოდი მომეხვიე...
ვინაიდან მამა არ გვყავდა(თუმცა ცოცხალია),უფლება მომცეს ხელის მომკიდე მე ვყოფილიყავი,საკურთხევლამდე გზა კანკალით და ჩუმი ტირილით გავიარე,ვნერვიულობდი ,ისეთი ამაღელვებელი მომენტი იყო ამას უემოციოდ ვერ შშევხვდებოდი მაგრამ ჩემიდა ისე მშვიდად იყო თითქოს ეს ერთი ჩვეულებრივი დღე ყოფილიყოს,ამაზე ვბრაზდებოდი მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია,აი ის სანატრელი მარშიც გაისმა,ფეხები ამიკანჯალდა,ვლოცულობდი არაფერი არ მომსვლოდა და ეს დღე არ ჩამეშხამებინა ჩემი დისთვის , მამაომ დაიწყო და ჯერი ამ წინადადებაზეც მიდგა
-თუ მათი შეუღლების წინააღმდეგია ვინმე ან ეხლავე თქვას ან არადა სამარადჟამოს გაჩუმდეს
მიუხედავად იმისა,რომვიცოდი წინააღმდეგი არავინ იყო მაინც ეკლებზე ვიჯექი,ბოლოს როგორც იქნა სანატრელი სიტყვებიც გაისმა
-უფლისგან მონიჭებული კურთხევით ცოლ-ქმრად გაცხადებთ,შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს!!!
ქორწილი არაჩვეულებრივად მიდიოდა, უამრავი ხალხი დავპატიჟეთ,სანდრექსას არ უჭირდა არც ჩვენ ვიყავით მაინცდამაინც მოკრალებული ოჯახი ამიტომ თავს უფლება მივეცით ბედნიერების,დიზაინი გამორჩეული და ორიგინალური , პოლოს ხელი ეტყობოდა და ჩემიც,მოკლედ კარგად ვერთობოდი , ვსვამდი ზომიერად,და ჩემს დააც ვაკონტროლებდი რომ ბევრი არ დაელია,არც სვამდა მაგრამ მაინც,როგორც კი დრო ვიხელთე საუბარი გავუბი
-ბედნიერი ხარ დაო ?
-მარუუს, ეხლა ბედნიერი კი არა თითქმის მთვრალი ვარ
-რამაგარია,რა ბედნიერი ვარ,მინდა რომ მალე დიშვილიც ავიყვანო ხელში
-მალე აიყვან დამიჯერე,იმაზე მალე ვიდრე შენ გგონია სადღც 6 თვეში ან ...
-რაო ? რას ამბობ?
-რას ვამბობ მარუს და იმას რომ ფეხმძიმედ ვარ დაოო ... და ეს ქორწილიც და ისიც რომ შენ ასე ბედნიერი ხარ ამ ბავშვის დამსახურებაა
ენა ჩმივარდა,გაკვირვებული მივაშტერდი და სიტყვებს ვერ ვპოულობდი,ვერ მივხვდი უნდა გამხარებოდა თუ მწყენოდა...
-ეს..რასნიშნავს ამის დამსახურებაა?რაგინდა მაგით რომ თქვა, თქვენ ხომ ასე ძლიერ გიყვართ ერთმანეთი , მე .. მე ხომ ვხედავ ამას
-ჩემო პატარა, შენ კიდევ ბევრს ისწავლი ამ ცხოვრებისგან,ყველაფერი ისე არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს ,როგორც ეს ჩანს
კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა მაგრამ სანდრო მოვიდა
-რაზე ჭორაობთ გოგოებო ?
ალბათ სახეზე ძალიან ავილეწე და სანდროსაც გაუკვირდა
-რა მოხდა? რა სახეგაქვს მარიამ?
-არა არფერი უბრალოდ ჰაერზე უნდა გავიდე
-გამოგყვეე?
-არა,არა სანდრო ,სალომესთნ დარჩი...
-მოიცა
-არ მინდა კაიი ? სალომესთნ დარჩი
უხეშად გამომივიიდა მაგრამ ეხლა მართლა მარო მინდოდა გარეთ გავსულიყავი ჰაერზე,სანდრო ადგილზე გაშეშდა,გარეთ გამოვედი,ნოტიო ჰაერი სახეზე მომელამუნა და მესიამოვნა ნამდვილად,"ამ ბავშვის დამსახურებაა"ეს სიტყვები მეორდება გულში , გონებაში აზრებში...ბოლოს ვიფიქრე რომ სალომემ ზედმეტი დალია და მისი ეს სიტყვები ღვინოს მივაწერე (მე ასე მინდოდა რომ ყოფილიყო)
დარბაზში შევბრუნდი...ტანგოს მუსიკა ისმოდა , სალომეს უსაყვარლესი ტანგო მაგრამ ის გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილზე
-რატომ არ ცეკვავ სალო, სანდროო ?
-არ უნდა შენ დას ცეკვა?
-მიდი მარუს იცეკვეთ!!!
-არ მინდა სალომე რაა, შენ თუ ესე იქნეი მე არ მინდა არაფერი
-დავიღალე მარუს, შეხედე რამხელა ქუსლებზე შემაყენე , მოვიარეთ მთელი თბილისი და მისი შემოგარენი , ფეხებიღა მტკივა
-ქალიშვილო, ნება მიბოძეთ
სანდრომ ჯელტმენობა გამოიჩინა და საცეკვაოდ გამიწვია,ნასვამი იყო აშკარად,თანაც ზედმეტად,მაინც გავყევი საცეკვაოდ,
-მარიამ , არ მეტყვი რა გჭირს???
-არაფერი სანდრო, მართლა!
უხერხულობას ვგრძნობდი სანდრო ჩემი ახლო მეგობარი იყო და უკვე ჩემი სიძე მაგრამ ნასვამ მამაკაცთან ცოტა უხერხულია იცეკვო ტანგო, მითუმეტეს ის ლათინურ ცეკვებზე დადიოდა და მე ერთ მოძრაობასაც ვერ ვასრულებდი სწორად,ჰაერში მაბზრიალებდა პირდაპირ,ჰაეროვნად,ბოლოს დავკარგე კომპლექსი და მეც გადავიკისკისე,სანდროსაც სტიმული მოეცა და სანამ მეორედ არ დამთავრდა ტანგო არ გავჩერებულვართ,გავმხიარულდი და ძველი ხალისი დამიბრუნდა,ბოლოს მკლავზე გადამაწვინა და ყელში მაკოცა , თავი არ აუწევია ისე მომიტანა ყურთან ტუჩები და
-მარიამ რომელი სუნამო გასხია?
-რა? რაიყო ცუდია?
-არა პირიქით,ასეთი სურნელი ჯერ არ შემხვედრია
-არფერი განსაკუთრებული
-არ მეტყვი ?
-ნწუ, არა ეს ჩემი საიდულმლოა
-რა იყო ეს პარფიუმი არაა??ეს ფხვნილია პარფიუმით თუ როგორაა?
ამაზეე ორივემ გულიანად გავიცინეთ,მხიარულობამ დიდხანს გასტანა , მე და ჩემი და გავედით და მანქანაში დავსხედით,დედა კაი ხნის წასული იყო,ხალხიც მალევე აიშლა,მე სახლში დამტოვეს და თვითონ ახალ სახლში წავიდნენ
რამოდენიმე დღე არ ვეხმიანებოდი ახლად დაქორწინებულებს ,ბოლოს თვითონდამირეკა სალომემ,გინეკოლოგმა თვითმფრინავით მგზავრობა ამიკრძალა,წნევის ცვლა არ მოუხდება შენს ფეხმძიმობასო და ბათუმ ში მაინც წავალთ სულ არაფერს ჯობიაო...ნუ რათქმაუნდა ნათელი გახდა რომ ქორწილის დღეს სალომე არაფერს მატყუებდა და ღვინის ბრალი არ ყოფილა მისი ლაპარაკი
-მერე?
-მერე გვინდა რომ შენც წამოხვიდე
-მართლაა?
-ჰოო
-ხელს არ შეგიშლიით?
-ხელი რაში უნდა შეგვიშალო , შუაში კი არ ჩგიწვენთ...
-აუუ რა საზიზღარი ხაარ
-მოიფიქრე ჰა ეხლა!
-რამოფიქრება მაგას უნდა, მოვდივაარ
მეორე დღეს ბათუმისკენ დავიძარით სანდროს მანქანით

II
კერძო ბინაში შევედით, ორი ოთახი ავიღეთ , ჩეემი ოთახი ზღვის ხარეს აღმოჩნდა პირველ სართულზე
-როგორ მოეწყვეთ?
-კარგად მარიამ შენ როგორ მოეწყვე
-ნორმალურად ^_^ სალომე რამდენ ხანს დავრჩებით აქ?
-არ ვიცი საყვარელო, სანდრომ ერთ თვიანი შვებულება აიღო და ალბათ აქ გავატარებთ
-კარგი მე გავისეირნებ ცოტახნნით
-შორს არ წახვიდე, ჩვენ ცოტას დავისვენებთ და გამოვალთ
-კარგი სალო
სალომეს ვაკოცე და გარეთ გავედი სანდრომ მომაძახა
-ტელეფონი არ გამორთო და ყურადღება მიაქციე დაგირეკავ იცოდე
-კარგით რაა, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ?
-მიდი მიდი!
ბათუმში 4 ეზონზე მეტი იყო რაც არ ჩავსულვარ,,მეგობრები მივდიოდით ხოლმე მაგრამ ბოლოს გარკვეული პრობლემების და გამო ვეღარ ვახერხებდით
ზღვის ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე,"როგორ მომენატრაა"მთელი დღე ვიხეტიალე,მოვიარე ბარები , პარკები , ატრაქციონები :დ მოკლედ მოსაღამოვდა კიდეც,ტელეფონიც აბზუილდა ჩემი და რეკავდა
-სალომე?
-სად ხარ?
-აქ ვარ
-სად აქ? ჩვენი სახლის წინ პარკი რომ არის იქ მოდი
-მოვდივარ!
იმ საღამოს მაგრად გავერთეთ, კარგად რომ მოსაღამოვდა ლუდი ვიყიდეთ მე და სანდრომ,სალომეს ნატურალური წვენი მივაჩეჩეთ და ისეთი სახით შემოგვხედა მერე ჩვენც ნატურალური წვენები ავიღეთ,ლუდები დავმალეთ,ღამის საამი საათი იქნებოდა რო ავტყდი ეხლა მე აქ ცეცხლი უნდა დავანთო-მეთქი,სალომემ გაგიჟდი გოგო დაგვიჭერენო,სანდრომაც მხარი ამიბა,ჩვენი სახლიდან რაღაც ძველი ფიცრები გადმოზიდა რაც შეეძლო ჩუმათ და ცეცხლი ავანთეთ, ნახევარ საათში პატრული დავინახეთ ,ვინ საით გავრბოდით ღმერთმა იცოდეს,მე პირდაპირ ზღვაში მივაჭრიდი სანდრომ გამომათრია,"მე მაინც ვიწევდი გამიშვი მე უნდა გადავცურო ზღვა -თქო " სალომე სიცილით კვდებოდა , ბოლოს 150 წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგვიყვანეს, ის ღამე იქ გვაყურყუტეს , ისეთი ნასვამი ვიყავი პოლიციელს ვეღადავებოდი,მეორე დღეს 150 ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერეს და პირადად მე გუშინდელი ხულიგნობის გამო 1 საათიანი სამუშაო დამაკისრეს - პლიაჟის დასუფთავება დღის 4 საათიდან 5 მდე და მეეზოვის ფორმა გამატანეს საჩუქრად , სახლში რომ მოვდიოდით ისეთი სიტყვებით ვილანძღებოდი ჩემს დასაც უკვირდა, სანდროზე ლაპარაკი აღარ მაქვს,მე წინ მივდიოდი ხელებს ქნევით , ისინი უკან მომყვებოდნენ და დამცინოდნენ
-ჩამიშხამეს ყველაფერ , მომიშალეს ნერვები რას მოვდიოდი რო მოვდიოდი აღარ ჩამოვალ ამათი ბათუმიც ... ესეც არ იყოს რა იბიცა,ესენი დააბინძურებენ მარიმ უნდა წმინდოს ,აბა რააა !
მეეზოვის ფორმა ერთ საათში გადავაქციე სექსუალურ ტანისამოსაც,აქანდაზი და ცოცხი ავიღე,თმა შევიკარი,ყურსასმენებით შევიარაღდი რათა ბრბოს უაზრო რეპლიკები არ გამეგო და პლიაჟს დავუყევი...თითქმის ვამთავრებდი სამუშაო დროს როცა თავქარიანი ბიჭებბის ბანდას გადავაწყდი,(როგორცც ჩანდა გრადუსშიც იყვნენ),მათგან ზურგით ვიდექი,მუსიკა დაბა ხმაზე მქონდა ამიტომაც მათი ხმამაღალი ხარხარი და ხუმრობები ჩემს ყურთასმენას ხვდებოდა, სპეციალურად ავუწიე მუსიკას,გარკვევით არა მაგრამ მაინც გავარჩიე სიტყვები როცა ერთ-ერთმა (ყველაზე თამამმა) დაუშტვინა და სიცილით მომმართა
-ჰეი "მენაგვე" , აქ მოდი დაღლილი იქნები ცოტა მოეშვი!
არ შევიმჩნიე,არც მიმიხედავს,არცერთს არ დავუნახივარ სახეზე და ვიფიქრე არც ღირს იცოდნნენ ვინ ვარ რადგან შემდეგშიც არ გავხდე მათი საღდაო - თქო ,მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ მხარზე დამადო ხელი, შევხტი და და შლიაპა ცხვირზე ჩამომეფხატა,ცოცხისთვის ხელი არ გამიშვია,ქუდი იმ ბიჭმა ამიწია და თვალებში რომ შემომხედა ჭიმილი სახეზე შეაშრა რასაც ქვია,ძალიან დავიბენი , ასეთ მომენტში ცხოვრებაში პირველად შემრცხვა, არადა არ ვიყავი შეუხედავი , კუპრივით შავი თმა მქონდა გრძელი და შეკრული ცხენის კუდივით მეგდო წელზე,ცისფერი თვალები და საშუალო შუბლი,(ყოფილი მოდელი ვარ ასე რომ ტანის აღწერას არ დავიწყებ)ვიფიქრე რომ მის ცნობიერებაში როგორიც წარმომიდგინა ან იმაზე მახინჯი აღმოვჩნდი და ან ... მეორე ვერსია არ მქონდა,ყურსასმენი მოვიხსენი
-გინდა რამეე? - და უხეშად მივახალე
დაბბნეული მიყურებდა, მეორე ბიჭი მოვიდა , გვერდით ამოუდგა და ხელი გადახვია
-არ ვიცოდი ასეთი ლამაზი გოგოებიც თუ მუშაობდნენ დასუფთავების სამსახურში თორე მეც გამოვნახავდი რაიმე თანამდებობას
ზრდილობის გულისთვის ცივად გავუღიმე და საქმეს დავუბრუნდი,ყურსასმენების გაკეთება დავაპირე როცა ის კვლავ გამოვიდა კონტაქტზე
-არ გინდა შეისვენო?
-არა მადლობ!
ყურსასმენები გავიკეთ და გაერიდე იქაურობას,რატომღაც იმ ბიჭის სახე ვერ დავიმახსოვრე,ალბათ ემოციებისგან და საქმისგან ზედმეტად გადავიტვირთე,სახლში რომ მივედი სალომე და სანდრო დამცინავად მიყურებდნენ
-არ მჭირდება სიცილები და უაზრო რეპლიკები უნდა დავიძინო
ხმა არ ამოუღიათ,წყალი გადავივლე და დავიძინე 9 საათი იყო სალმემ რომ გამაღვიძა
-რაგჭირს მარუს ცუდად ხომ არ ხარ?
გულში ისევ ის შემთხვევა ჩამრჩა და აზრზეც ვერ მოვედი ისე წამოვაყრანტალე
-სალომე შენი აზრით მახინჯი ვარ?
სალომემ გადაიკისკისა და ეს საერთოდ არ მომეწონა
-რა გჭირს გოგო ,ალბათ მართალ ძალიან გადაიღალე
მითხრა და სუბლზე ხელი მომადო
-ეე , მიდი რა !
საწოლიდან ავდექი,კარადა გამოვაღე,ყველაზე გამომწვევი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი,ზღვის შარფი შემოვიხვიე წელზე და გარეთ გავედი
-სად მიდიხარ?-გაკვირვებულმა შემათვალიერა სანდრომ
-უნდა ვიცურაო
-ჩვენც წამოვალთ
-როგორც გინდათ!
-რა გჭირს მარიამ ?
-რავი სან , უხასიეთოდ ვარ
-რატო მოხდა რამე?
-არა უბრალოდ ისევ იმაზე ვარ გაღიზიანებული რაც გუში მოხდა
-ოჰ კაი რა, ესეც კარგი თავგადასავალია
-კაი წავედი
-ჭკვიანად!
-კარგი
უაზროდ დავხეტიალობდი , ერთი კოქტეილი ავიღე და ბუნგალოში დავჯექი, ვცდილობდი იმ უაზრო შეხვედრაზე არ მეფიქრა მაგრამ არ გამომდიოდა,შარფი მოვიხსენი და ზღვაში შევცურე, კარგი ხანი არ ამოვედი წყლიდან,ბოლოს ძალა გამომაცალა ცურვამ და იძულებული გავხდი ნაპირზე დავბრუნებულიყავი,ბუნგალოში მარტო კოქტეილიღა დამხვდა,ნიავი იყო და ვიფიქრე რომ ქარმა წაიღო,ახლო-მახლო შევავლე თვალი და რომ არაფერი არ დამხვდა გული დამწყდა,ძალიან მიყვარდა ის შარფი, ვუბრთხილდებოდი,ესეც ჩემს უიღბლო დღეს დავაბრალე , ქაღალდის ჭიქა სანაგვეში მოვისროლე და სახლში დავბრუნდი,სალომეს და სანდროს ეძინათ,ჩემოთახსი შევედი და დაწოლიდან წამებში ჩამეძინა
დილით ენერგიითა და ხალისით სავსემ გავიღვიძე, წინა დღის უხასიათობა და ცუდი ემოციები იმ დღეში დავტოვე , ერთი სიტყვით მალევ გამოვიდარე,სალომე და სანდროც კარგად ერთობოდნენ,ყველანაირი ეჭვი გამიქრა იმის რომ მათ მხოლოდ ის ბავშვი აკავშირებდათ რომელიც სულ მალე დაიბადებოდა
ისე ძალიან მომინდა ზღვაში შესვლა შუადღე ახალი გადასული იყო რომ ვეღარ მოვითმინე და გავედი ,სალომემ და სანდრომ ბევრი მეჩიჩინეს მაგრამ როდის იყო ჩემი არ გამქონდა,ცურვით რომ გული ვიჯერე ,ბუნგალოში წამოვწექი ნაგლურად :დ შლიაპა თვალებზე ჩამოვიფხატე და ოცნებებში წავედი
-უკკაცრავად შეიძლება დავჯდე
შლიაპის ქვევიდან გამოვიხედე მეთქი - ვინ მირღვევს მყუდროებას " და მისი სახე რომ დავინახე,ელდანაკრავმა ისეთი სისწრაფით ჩამოვწიე მაგიდაზე ალაგებული ფეხები რომ ვერ მოვზომე და ქუსლი სკამს ჩამოვკარი,ძალიან მეტკინა,ისე გავმწარდი ის იქ რომ არ ყოფილიყო ალბათ ვიტირებდი,დაფაცურდა
-რამოგივიდა ? შემახედე
და ფეხზე მისი ნაზი შეხება რომ ვიგრძენი ტკივილი რა იყო აღარ მახსოვდა
-აქ გტკივა?
უცებ გამოვედი ნირვანიდან და ის ტკივილი კვლავ განმეორდა
-ვაიმეე,ძალიან
ნაზად დამიზილა ნატკენი ადგილი ჩამოჯდა და კალთზე დაიდო ჩემი ფეხი
-როგორ ხარ?
ეს ყველაფერი ისეთი მოულოდნელი იყო დავიბენი,რამექნა ვერ მივხვდი
-შენ როგორ ფიქრობ?
გამწარებულ გულზე უხეშად მომივიდა
-მე ვფიქრობ რომ ქუსლია გაბზარული
-რაა ??
-ვიხუმრე დაწყნარდი
-შენ სულ ასე ხუმროობ?
-მიცანი?
-ჰმმ... კიი
-გუშინდელისთვის ბოდიში მინდოდა მომეხადა... მაპატიე გუშნ ცოტა მეტი დავლიე და თავი ვერ მოვთკე, არმინდოდა შეურაცხყოფა მომეყენებინა
-ბოდიში მიღებულია მაგრამ ჩემთვის სულ ერთია - ცივი მზერით და უგულო სიტყვებით მივახალე რომლებშიც ნამდვილად იგრძნობოდა წყენა
თვალი გავუსწორე და ისე დაჟინებით ჩავაშტერდი , შერცხვენილმა თავი დახარა,არ მოველოდი ,ამან ცოტა მომალბო,ახლა აღვიდგინე ის სურათ, გუშინდელი ოლიაჟზე,ნათლად აღიბეჭდა მისი სილუეტი ჩემს გონიერებაში,წელს ზემოთ გახდილი იყო ,დაკუნთული და სრული სხეული ისეთი მიმზიდველი იყო ჩემთვის მე თავად მიკვირდა თავის,ძლივს ვაკონტროლებდი თავს, შავი თმა ჰქონდა , აქაიქ ჭაღარიც რომელიც რაღაც თავისებურ შარმს მატებდა,ცისფერი თვალებიი , რაღც - ზღვისფერი,თეთრი კბილები,სიმინდის მარცვლებივით კოხტად ჰქონდა ჩამწკრივებული,ერთი პერიოდი ვიფიქრე მესიზმრება მეთქი
-რა გქვია?
-მარიამი!
-მარიამ შორს ცხოვრობ ?
-რაიყო?
-მიგიყვან , ამ ფეხს დასვენება ჭირდება
-არ მინდა მეთავად შევძლებ სიარულს
ფეხი ჩამოვდგი მაგრამ ტკივილი ხელახლა ვიგრძენი,ვიკივლე,ხელი შემაშველა
-ნება მომეცი დაგეხმარო
-შენ როგორ დამეხმარები?
ხელი წელზე მომხვია ორ წამში მის მკლავებში აღმოვჩნდი,მის სხეულს რომ შევეხე... ეს არასოდეს არ მიგრძვნია,არ განმიცდია იგივე,ერთმანეთს თვალებში ჩავაშტერდით ,არ ვიცი რას ფიქრობდა,ვერაფერს ვერ ვატყობდი,ან თუ ფიქრობდა რამეს, აზრზე სანდროს ყვირილმა მომიყვანა
-მარიაამ? აქ რა ხდება?
-სანდრო?
-ხელი გაუშვი!
-სანდრო მოიცა! მე ვერ გავივლი დახმარებიის გარეშე ფეხი ვიტკინე
-რა? როგორ?
-ახლა ამის დროა? ეგ სახლში გავრკვიოთ
-მე წავიყვან!
წინააღმდეგობის გარეშე აღმოვჩნდი სანდროსთან, მოკლეზე გადაჭრა და 10 ნაბიჯში ჩვენს ეზოში აღმოვჩნდით,მკრთალად დავლანდე გაურკვეველი მზერა როგორ გამოვაყოლა
-რამოხდა?
შეშინებული სალომე მომვარდა
-არაფერი სალომეე უბრალოდ ძარღვი დამეჭიმა
-ვინ იყო ის ბიჭი? - სანდო უხეშობდა და ამას თვადაც ვერ ხვდებოდა , პასუხი არ გავეცი
-სკამს ჩამოვარტყიი,,
-ასე ძლერად როგორ მოახერხე მარიამ?
-არ გინდა პასუხი გამცეე? ვინ იყო ?
-რაიმე მნიშვნელობა აქვს სანდროო?
-რომ გეკითხები ესეიგი აქვს
-ეგ ჩემი საქმეა და ამ თემას მეტად აღარ გავავრცობთ!
-შენ ... - რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ სიტყვა გაწყვიტა
-მე რა?
სიგარეტს მოუკიდა და გარეთ გავიდა,,სალომემ რაღაც საფენები დამადო და ერთსაათში ტკივილიც გაქრა
-ცოტას გავივლი
-სად მიდიხარ მარუს?
-აქვე გავალ სალო არ ინერვიულო
0თავს გაუბრთხილდი საყვარელო
-კარგი
იმ იმედით გამოვედი რომ ის იქ დამხვდებოდა მაგრამ ამაოდ,ჩემი თვალები ყველგან მას ეძებდა...ბოლოს იმედი გადამეწურა,მერე შემთხვევით მოვკარი თავის ძმაკაცებთან ერთად კლუბშ შედიოდა,გავიქეცი ბოლოს კლუბში "დავიჭირე" ბართან
-გამარჯობა მიოსტერ X
-ფეხი როგორ გაქვს?-მომეჩვენა რომ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მკითხა, დავიბენი
-მინდოდა მადლობა გადამხედა?
-რისთვის , მე ვერც მოვასწარი შენი დახმარება
-, ხომ სცადე მაინც!
-შეყვარებულთან ხომ არ იჩხუბე ჩემს გამო?
-შეყვარებულთნ ? რომელ შეყვარებულთნ?
-იმდენი გყავს როომ გერევა კიდეც?
-შეურაცხყოფას რომ მაყენებ ხვდებიი ?
-კარგი მაპატიე, იმ ბიჭზე მაქვს საუბარი სახლში რომ წაგიყვანა
გამეცინა
-რაარის სასაცილო?
-ის ჩემი შეყვარებული კი არა ჩემი სიძეა
-სიძე?
-ხო მე ჩემი და და სიძე ვართ აქ , ვისვენებთ
-მე .. მე ის , მე რაღაც ამერია
-აშკარად :დ
თითქოს თვალებში ისევ ჩაუდგა სითბო და იმ გამოხედვით აღარ მიყურებდა როგორც რამოდენიმე წუთის წინ
-გავისეირნოთ მარიამ?
-წამოდი ოღონდ მე სადაც ვიტყვი იქ წავიდეთ კარგი ?
-კარგი ... ბიჭებო უჩემოთ გააგრძელეთ მე უნდა გავიდე
ხელი გავუწოდე, არ ელოდებოდა მანაც ჩამჭიდა ხელი და ბარიდან ერთად გავედით
-არ მეტყვი სად მივდივართ?
-მოიცა
ამ ადამიანთან ისეთი სხვანაირი ვხდებოდი, ყველაფერი მავიწყდებოდა,ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს წლებია ვიცნობდი
-ახლა რაიმე რომ მქონდეს თვალებს აგიხვევდი
-რა > რატომ?
-სიურპრიზი მინდა გაგიკეთო
-მოიცა..
და ჯიბიდან ჩემი შარფი ამოიღო ,გაკვირვებულმა პირი დავაღე
-ეს ... ეს ჩემი შარფია , შენ საიდან ?
-ეს გუშინ ღამით პლიაჟზე ვსეირნობდი და ნიავამ მომიტანა,სიმართლე რომ გითხრა ვიცოდი შენი რომ იყო
-როგორ ?
-რომ გამოვიხედე დავინახხე რომ ვიღააც ბანაობდა ზღვაში, მივხვდი რომ იმ ადამიანის იყო,დაბრუნება მინდოდა მაგრამ შენ შემრჩი ბოლოს ,მერე რატომღაც მომინდა რომ დამეტოვებინა
ჯერ შარფს უყნოსა მერე მითხრა
-შენი სუნი აქვს
ჩამოშლილი თმა გადამიწია,ისე ახლოს მიიტანა ჩემს ყელთან ტუჩები რომ თითქმის ვიგრძენი,ისეთი ვნება აღმეძრა თავს ვერ ვიკავებდი,ისე მინდოდა მისი შეხება სული მეკვრებოდა,ვგრძნობდი რომ ისიც იმავეს განიცდიდა ,წელზე მომხვია ხელი და ჩემი ტანი სხეულზე მიიკრო, ველური ვნება ჭკუას მაკარგინებდა (მან კი ისეთი რამე გააკეთა რასაც ნამდვბილად არ ველოდი) მისი სუნთქვა თავბრუსმახვევდა მან კი თუჩებთან მისულმა შუბლზე მაკოცა...ყველაფერი ერთნაირად მიყუჩდა,ველური ვნებაც , ლტოლვაც და გულში სიყვარული წწვეთებად ჩამეღვარა,მთელი არსებით შევიყვარე იმწამიდან,ეხლა მივხვდი რას ნიშნავდა ძლიერი და ჭეშმარიტი სიყვარული,ტუჩები ამიცახცახდა,ამხელა გრძნობას გული ვეღარ იტევდა და ცრემლებმა გამყიდეს,მინდოდა ხმამაღლა მეტირა,მეყვირა რომ მე ის მიყვარდააა, მიყვარდაა არა ეს სიტყვა ვერ იტევდა იმას რასაც მის მიმართ ვგრძნობდი,ჩვენი გულები ჩავანაცვლეთ ერთი მეორეს,მთელი არსებით ჩამიხუტა გულში და ყურში ჩამჩურჩულა რომ ...
-მემგონი ახლა უფრო იმსახურებ იმ სურპრიზს
თვალები ავუხვიე ჩემი შარფით და ძლივს მივიყვანე იმ ადგილამდე , გზში სამჯერ წამექცა ,
-აი მოვედით
შარფი მოვხსენი
-მოიცა რომ მოვდიოდით დღე არ იყოო?
-კიი,
-სადაა სურპრიზი
-ერხედაავ? აი
და ხელი გაფუჭებულ დაჭანგულ ეშმაკის ბორბალისკენ გავიშვირე
-ესს სურპრიზიაა?
-რა იყო ?
-და რაში გამოვიყენებთ
-წამოდი
და ეშმაკის ბორბალზე აძრომა დავაპირე
-მოიცააა!შენ რა აქ ასვლას აპირებ?
-რაიყო?
-სერიოზულად?
-წამოდი მოგეწონება
-არრაა, მადლობ!
-ჰაჰ,სიმაღლის გეშინიაა?
-რა სისულელეა .ჰმ.. რა არის საშიში
-მასინ წამოდი
-რა გვინდა იქ კაი რა აქაც მშვენივრად ვარ
-კარგი მე იქ მინდა და წავედი მაშინ
-კარგი ჰოო...
როგორც იქნა ავძვერით და იმ ადგილზე დავჯექით რომელიც ყველაზე მაღლა იყო
-აბა დაბლა ჩიხედე
-აარ მინდა ...
გამეცინა ის კი მომეხვია...
-ხედავ აქედან რა ლამაზია ველაფერი...
-როცა შენ აქ ხარ,სხვა დანარჩენი უსნოა ჩემთვის
-შავგვრემანი რომ არ ვიყო გავწითლდებოდი ~
ამზე ორივეს გაგვეცინა,მტელი არსებით ჩავეხუტე,მან კვლავ ჩემს კანს უყნოსა,თითქოს ცდილობდა ჩემი სუნი კარგად ჩაებეჭდა მეხსიერებაში
-შეიძლება გავიგო რას აკეთებ ?
-შენი სურნელი, ეს ისეთი უცხოა,ისეთი მიმზდველი მაგიჟებს
,საჩვენებელი თითით ტუჩებზე მომეფერა და მერე ნაზად მაკოცა,ეს ის პირველი კოცნა იყო რომელიც მართლა არასოდეს დამავიწყდებოდა..მერე ლაპარაკში გავერთეთ
-ისე დავფიქრდი და შენი საელი არ ვიცი :დ
-სერიოზულად?
-მემგონი
-შოთიკო...
ისედაგვათენდა ვერ გავიგეთ,არცერთს არ გვიგრძვნია დროის ასეთი სწრაფი ტემპით გასვლა,ჩვენთან თითქოს და დროის ათვლა შეწყდა...
-ვაიმე სალომე
-ვინაა სალომე?
-ჩემი დაა, გაგიჟდებოდა, ტელეფონი სახლში მაქვს დამარეკინებ ?
ჩემი დის ტელეფონზე დავრეკე , საბამ უპასუხა ნამძინარევი ხმით , მივხვდი რომ ჩემი არ ყოფნა ვერც შეამჩნიეს და გავუთიშე.....
-ჩემებმა ვერ გაგეს სახლში რომ არ მივედიскачать dle 11.3



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ცოტა აკლია გადაშენებამდე...
ნორმალური თავია,მაგრამ ეს დიალოგები რომ მიგიწყვია ერთმანეთზე ძნელია წასაკითხად და იქნებ სხვანაირად დაწერო,როგორ დიალოგს წერენ.
წარმატებები

 


№2  offline წევრი nikname

დიდი მადლობა <3 love იმედია ეხლა კმაყოფილი ხარ request love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent