შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშგულში ნაპოვნი ანგელოზი [8]


23-02-2015, 23:15
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 241

დილით ტელეფონის ხმამ გააღვიძა, უკმაყოფილოდ იცვალა მხარი და ზანტად აიღო ტელეფონი ხელში. დახედა თუ არა მაშინვე გაუბრწყინდა თვალები და განწყობაც შეეცვალა. „დილამშვიდობის“ - წერდა არღვლიანი. „გამარჯობა“ - დაუბრუნა პასუხი და მაშინვე ამღერდა ტელეფონი.

- როგორ ხარ?
- კარგად შენ? _ ძილისგან ხმა შეცვლილი ჰქონდა მარიამს.
- გაგაღვიძე?
- კი.
- ბოდიში, დღეს სამსახურში ვარ, საღამომდე ვეღარ შეგეხმიანები და ისე ვერ წავედი.
- არაუშავს, საღამოს შემეხმიანე.
- ხვალისთვის არაფერი დაგეგმო.
- კარგი არ დავგეგმავ.
- გეძინება შენ, გეძინება, დაიძინე და დაგირეკავ საღამოს.
- კარგი _ ტელეფონი გათიშა და ისევ ბალიშს მიეხუტა. თვალები დაუმძიმდა, ძილი გააგრძელა.

შუადღე იყო მეორედ რომ გაიღვიძა. ემოციებმა განაპირობეს ალბათ კარგი ძილი. დღეს მარტოობა მოუწევს, მაგრამ უნდა შეეჩვიოს ნელ-ნელა. ექვსი თვით დარჩება მარტო და კაცმა არ იცის დარეკვასაც მოახერხებს თუ არა. „მთავარია უკან დაბრუნდეს და დარეკვას ვინ ჩივის“ - გაიფიქრა და გუნებაწამხდარი გავიდა სამზარეულოში. ყავა მოიმზადა და იქვე ჩამოჯდა. რომ ვერაფერი მოიფიქრა, თეკოს დაურეკა.

- თეკო რას აკეთებ? გამო რა ჩემთან.
- აუ იცი კოსტამ დამპატიჟა.
- რაო, რაო? მე ამას ახლა უნდა ვიგებდე?
- ვაპირებდი ისედაც დარეკვას.
- კარგი, კარგი ხელს არ შეგიშლით _ ჩაიფხუკუნა მარიამმა.

ახლა რაღა გააკეთოს? უკმაყოფილოდ დაუბრუნდა თავის ოთახს და კომპიუტერს მიუჯდა. კომპიუტერიც მობეზრდა და წიგნთან მივიდა. ბალზაკის „შაგრენის ტყავი“ ამოირჩია და ლოგინზე წამოწვა. საღამომდე კითხულობდა. მხოლოდ მაშინ დახურა წიგნი, შიმშილმა რომ შეაწუხა. მსუბუქად მიირთვა და მისაღებში ჩამოჯდა. ტელევიზორით გაირთო თავი. როგორ უნდა ახლა სადმე დასასვენებლად, სადმე რა, სოფელში. მაგრამ მარტო წასვლა არ სურს, მოიწყენს. ანდრონიკეს წასვლის შემდეგ აუცილებლად გავა ქალაქიდან, სხვა თუ არაფერი ზღვაზე წავა. ცოტას განიტვირთება. თეკოს და კოსტას შესთავაზებს წასვლას და წავლენ. გეგმები დაწყობილია! ტელეფონი ამღერდა, უხალისოდ უპასუხა, ნომრისთვის არც კი შეუხედავს.

- რას აკეთებ?
- ანდრონიკე, რავი არაფერს.
- არ გინდა მნახო?
- ჯარისკაცად გადავიცვა?
- არ არის საჭირო, ჩამოდი ეზოში.
- აბა ვმუშაობ დღესო?
- ვმუშაობდი, ღამე აღარ დამტოვეს, ჩამოხვალ თუ წავიდე?
- სად უნდა წახვიდე, დამელოდე. _ სწრაფად მოწესრიგდა და კიბეებზე ჩაირბინა. მანქანასთან მდგარი სილუეტისკენ წავიდა და წინ გაჩერდა.
- გამარჯობა _ ჩაიცინა სვანმა.
- გაგიმარჯოს. _ გაუღიმა და ჩაეხუტა.
- წავიდეთ ხომ სადმე? ჯერ ძალიან გვიანი არ არის.
- გვიანი რომ იყო იმიტომ არ გამაქანე სვანეთში? _ ისევ წაკბინა.
- ისე ხშირად ახსენებ სვანეთს, მგონი შენ თვითონ გინდა წასვლა.
- ვგიჟდები მაგის სურვილით.. სად მივდივართ?
- კოსტასთან და თეკოსთან.
- ხელი უნდა შევუშალოთ?
- არა, მივალთ და ოთხივე ერთად გავატარებთ საღამოს.
- გასაგებია.

კაფეში მივიდნენ, თეკო და კოსტა ბედნიერი სახეებით ისხდნენ ერთ მხარეს და ნამცხვარს შეექცეოდნენ.

- ბოდიში მყუდროების დარღვევისთვის _ კისკისით განაცხადა მარიამმა და ორივე გადაკოცნა.
- ეგ არაფერი _ გაუცინა კოსტამ.
- რა შევუკვეთოთ? _ იკითხა არღვლიანმა.
- მე ნაყინი მინდა.
- ხომ გეუბნები ბავშვი ხარ.
- მაშინ არ ვიყავი ბავშვი სვანეთში რომ მიგყავდი ცოლად მოსაყვანად? _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა.
- გავიგონე _ გაუღიმა.
- იმიტომ ვთქვი რომ გაგეგონა.
- მოგეწონა მარიამ სვანეთი? _ ჰკითხა კოსტამ.
- ნამყოფი ვიყავი უკვე, ისედაც ძალიან მომწონდა _ გაუცინა.
- კიდევ როდის ვესტუმროთ? _ გადახედა კოსწიამ საზოგადოებას.
- მე რომ წავალ, წადით თქვენ ბებოსთან.
- ანდრონიკე რომ წავა ცოტა ხნით ზღვაზე წავიდეთ რა _ სიტყვა ჩააკვეხა იმნაძემ.
- მიშვებთ და გულაობთ? _ გაუცინა სვანმა.
- არ წახვიდე და ჩვენთან ერთად იგულავე _ ენა გამოუყო.
- წადით წადით, ბავშვები უნდა გაერთოთ.
- ანდრონიკე არღვლიანი თავს ნუ მომაკვლევინებ, აბა რა გეგონა რომ დამადგი თვალი ამ ბაღის ბავშვს _ გადაიკისკისა.
- ბაღის ბავშვს ასეთი გრძელი ენა არ აქვს.
- ჰმ, მიწუნებს კიდეც.
- ვის იწუნებს გოგო? შენნაირ ანგელოზს მეორეს სად ნახავს? _ მაშინვე წამოენთო თეკო.
- გვერდით მიზის მეორე ანგელოზი _ ჩაილაპარაკა კოსტამ და გაეცინათ.
- ეს რა რომანტიული ბიჭი ყოფილა და არ ვიცოდი _ ჩაიფხუკუნა იმნაძემ.
- შენ კიდევ ბევრი რამე არ იცი რძალო _ გაუცინა კოსტამ.
- არ წავიდეთ? _ იკითხა არღვლიანმა.
- წავიდეთ, მაგრამ მომისმინეთ ჯერ, წასვლის წინ გაცილებასავით რომ მოვაწყოთ რამე? ჩემთან ამოდით ყველა, სხვებსაც ვეტყვი და კარგი იქნება.
- ვინ სხვებს?
- რავი ლუკას, კოტეს, წამოიყვანონ ცოლებიც..
- კარგი, მაშინ ხვალ საღამოს კოსტასთან ვიკრიბებით.
- გოგოებო დატრიალდებით ხომ თქვენ? _ ეშმაკურად აათამაშა თვალები ნაკაშიძემ.
- ტრიალი და „პროწიალი“ მომინდომა ახლა _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა თეკომ.
- კი კოსწიკ ამოვალთ _ ორივეს მაგივრად დაეთანხმა მარიამი.
- რატომ არ ახვალ თავი ხომ უნდა მოაწონო საქმროს, აბა მე მკითხეთ? _ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჩანდა ტყემალაძე.
- თეკო კარგი რა, შენც უნდა მოაწონო ვიღაცებს თავი _ გაუცინა იმნაძემ.
- მოწონებულია უკვე და ვერ იფერებს _ გადახედა კოსტამ.
- შევთანხმდით, წავედით _ ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სახლებისკენ წავიდნენ.

__________

- კოტე და ლუკა ვინ არიან? _ ინტერესით ჰკითხა მარიამმა.
- მეგობრები, სხვებთან შედარებით ახლო, მაგრამ მე და კოსტა სულ სხვანაირად ვართ.
- ჰო, გასაგებია.
- ხვალ ავიდეთ კოსტასთან და დანარჩენი ორი დღე მარტოები ვიყოთ _ გაუღიმა.
- კარგი.
- რაღაც სხვანაირი ხარ, ყველაფერი კარგადაა?
- კი.
- გეშინია?
- რისი?
- იცი შენ რისიც.
- არ მეშინია _ რაც შეეძლო მტკიცედ თქვა. არ სურდა სვანს გაეგო მართლა როგორ ეშინოდა. უკვე პანიკებში ვარდებოდა ამაზე ფიქრისას. ყოველთვის პოზიტიურად მოაზროვნე იყო, მაგრამ ახლა შიშებმა შეიპყრო, უკვე ვეღარ ფიქრობს ბედნიერ მომავალზე. თავს მხოლოდ იმით იმშვიდებს რომ ერთხელ უკვე იყო ანდრონიკე ავღანეთში და უვნებელი დაბრუნდა. იმედი აქვს მეორედაც ასე მოხდება.
- გამოფხიზლდი, მოვედით _ სახეზე შეხებამ გამოაფხიზლა ფიქრებიდან _ ნუ გეშინია, დავბრუნდები _ გაუღიმა და აკოცა.
- არ მეშინია.
- ნუ ბავშვობ _ ცხვირზე გაეთამაშა.
- კარგად.
- ნახვამდის.

სახლში უჩვეულოდ დამძიმებული ავიდა.. რა ქნას, მაინც აწუხებს ცუდი შეგრძნებები. ლოგინზე მიწვა და არღვლიანის მესიჯს დაელოდა, რომელსაც არ დაუგვიანია: „ძილინების.“
„ძილინების, მი სი მალატ (მე შენ მიყვარხარ).“
„ მი სი მალატ.. მაგრამ ხომ გეუბნები უჩვეულოდ იქცევი და ვერც კი მალავ.“
„ ჩვეულებრვი ვიქცევი, ვიძინებ.“
„ დაიძინე, დაიძინე.“

- როდის მოხვედი დედი? ვერ გავიგე _ ოთახში შემოიხედა დედამ.
- ახლახანს დე, მოდი რა ცოტა ხანი ჩემთან.
- რა გჭირს დედი?
- შიში.
- რისი დე?
- ავღანეთის.
- შენ თუ ასე ინერვიულე, სანამ ის ბიჭი ჩამოვა გაგისკდება გული.
- მენერვიულება.
- გადაბრუნდი დაიძინე ახლა, როდის მიდის?
- სამ დღეში.
- არ ინერვიულო, არ გამწირავს და შენ თავს არ შემატოვებს _ გაუცინა.
- დეე _ მარიამსაც გაეცინა, გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა.

...........................
სროლის, აფეთქების ხმები ისმის, გარშემო კვამლია, არაფერი ჩანს. იმნაძე კი სულ ტყუილად მიიწევს წინ, სინამდვილეში ვერც კი უახლოვდება მიზანს. მხოლოდ შორიდან ხედავს როგორ ხვდება საყვარელ სილუეტს ტყვია და იკეცება. განწირული ყვირილით მიაბიჯებს და შორდება... ყვირის, მაგრამ ხმას ვერ აწვდენს.. მთელი ძალა მოიკრიბა და მისი სახელი დაიძახა..

...........................

საკუთარმა ყვირილმა გამოაფხიზლა მარიამი. ნერვიული კანკალი აუვარდა, ვეღარ წყნარდებოდა.. კოშმარებიღა აკლდა. სასწრაფოდ უნდა დაემშვიდობოს დამძაბველ ფიქრებს, ყველაფერი კარგად იქნება. ანდრონიკეს წასვლის შემდეგ ქალაქგარეთ წავლენ, დაისვენებს, განიტვირთება და მალე სვანიც დაბრუნდება. „მალე, როგორ არა“ _ ჩაიბურტყუნა და ისევ ბალიშზე დაეშვა. ძილს ებრძოდა, აღარ უნდოდა კიდევ ერთხელ იგივე სიზმრის ნახვა, მაგრამ მაინც ჩაეძინა. სიზმარი აღარ უნახავს და დილამდე უშფოთველად ეძინა..

______________________

ესეც მერვე თავი შოკოლადებო.. ბოდიში ასეთი პატარა თავისთვის, ვიცი რომ ძალიან ცუდი გოგო ვარ, მოორჩილად მივიღებ თქვენს უკმაყოფილებას.. მაგრამ ორშაბათი ყველაზე მძიმე დღე მაქვს, მასწავლებლებით დატვირთული და მეტი ვერ მოვახერხე.. დაღლილობა თავის შინაარსსაც დატყობოდა, ბოდიშით.. პირობას ვდებ ხვალ გამოვისყიდი ჩემს დანაშაულს.. და მაინც, თუ მოგეწონებათ და სურვილი გექნებათ ველი შეფასებას, კრიტიკას, ემოციების გაზიარებას..
პ.ს. უღრმესი მადლობა თბილი კომენტარებისთვის წინა თავზე..



№1  offline წევრი natia23

უუმაგრესი იყო, უთბილესი ისტორიაა და მომწონს ამის კითხვა,. ხვალ ველოდები უფრო დიდ და მსუყე თავს <3 როგორ მომწონს ანდრონიკე )) გამომიგზავნე რა :D

 


№2  offline წევრი Mkitxveli

ორი წინადადებაც რომ დაწერო,იმაზეც ვიტყვი,რა თბილად დაგიწერიათქო ))
ველი შემდეგს.

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ხოოო.....რომ ვთქვა არ მომეწონათქო ხოჩოები დამესევა ენაზე ... ძალიან ძალიან ძალიან საინტერესო ისტორია ააა. გაამძაფრეთქო რონ გითხრა გულის გაჩერების ხმა ჩამესმა თან ამ სიტყვება რომ ვწერდი და სასწრაფოდ გადავასხვაფერე. წარმატებები და ვაი შენს მასწეებს...

 


№4  offline წევრი vighaca

Dzalian magariiaa

 


№5  offline მოდერი ლილიანა

შენ ხარ სუპერ გოგო.ჩემი რჩეული
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline წევრი tveni

როგორ გამიხარდა რო დავინახე მთელი დღე ველოდებოდი... ეხლა დავიწყებ კითხვას :-D ;-)

 


№7 სტუმარი mariami

არ მეყო პატარაა -_-

 


№8  offline მოდერი მარრიამი

natia23
უუმაგრესი იყო, უთბილესი ისტორიაა და მომწონს ამის კითხვა,. ხვალ ველოდები უფრო დიდ და მსუყე თავს <3 როგორ მომწონს ანდრონიკე )) გამომიგზავნე რა :D

Mkitxveli
ორი წინადადებაც რომ დაწერო,იმაზეც ვიტყვი,რა თბილად დაგიწერიათქო ))
ველი შემდეგს.

terooo
ხოოო.....რომ ვთქვა არ მომეწონათქო ხოჩოები დამესევა ენაზე ... ძალიან ძალიან ძალიან საინტერესო ისტორია ააა. გაამძაფრეთქო რონ გითხრა გულის გაჩერების ხმა ჩამესმა თან ამ სიტყვება რომ ვწერდი და სასწრაფოდ გადავასხვაფერე. წარმატებები და ვაი შენს მასწეებს...

vighaca
Dzalian magariiaa

ლილიანა
შენ ხარ სუპერ გოგო.ჩემი რჩეული

tveni
როგორ გამიხარდა რო დავინახე მთელი დღე ველოდებოდი... ეხლა დავიწყებ კითხვას :-D ;-)

როგორ მახარებთ რომ იცოდეთ <3
mariami
არ მეყო პატარაა -_-

ვიცი მარიამ :/ გამოვისყიდი :D

 


№9  offline წევრი MariBal

აუ რა კაი იყო <3 მარიამ! <3

 


№10  offline წევრი ako1997

dzalian mimwons sheni istiria tavisi personajebit. kargi avtori xar))

 


№11 სტუმარი inga

Zalian kargia martla

 


№12  offline მოდერი მარრიამი

MariBal
აუ რა კაი იყო <3 მარიამ! <3

tamta
Dzalian magari iyooooo <3

ako1997
dzalian mimwons sheni istiria tavisi personajebit. kargi avtori xar))

inga
Zalian kargia martla

უღრმესი მადლობა <3
nino-28
Chemi shenishva ra iqneba:dziritadad dialogebita da saernobebit shemoipargleba mati urtiertoba da mosawyenia, grdznobebi da emociebi ar chans,ragac iseti,rac or adamians aaxloebs...xom xvdebi risi tqmac mindoda :)))

ვეცდები გავითვალისწინო :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent