შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ არ არსებობს შუალედი-ყველაფერი ან არაფერი{1}


24-02-2015, 18:10
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 220

მაშინ რვა წლის ვიყავი... ეს ყოველთვის მემახსოვრება. ღმერთო, როგორი დაუნდობელია ცხოვრება...
ლოგინიდან ვდგები. მცივა, მაგრამ შიში მასზე ძლიერია. ვკანკალებ. აქეთ-იქით ვიყურები, ვერაფერს ვხედავ. ბნელა. მინდა სინათლე ავანთო, მაგრამ ვერ ვწვდები. გარედან შემზარავი ხმაური ისმის.ჩემი პატარა გულის ფეთქვაც არაა მშვიდი. მამას ხმა მესმის, მაგრამ ის არაა ისეთი, როგორც უწინ იყო. ის მომაკვდავისას ჰგავს. სწორედ ისეთს, როგორიც ბაბუას ჰქონდა. მგონია, მომესმა და მალევე მავიწყდება მის შესახებ.
არ ვიცი რა ხდება. კიბის საფეხურების ხმას ვიგებ. ოთახიდან ნაცნობ გზას მივყვები. შემოსასვლელის კარებს ყურს ვადებ. მკაფიო ხმაა. ვხვდები, რომ მხოლოდ ქალის ქუსლიანი ფეხსაცმელს შეუძლია ასეთი ხმა გამოსცემს.
კარებზე ზარს ვიგებ. ვკრთები. გარეთ მყოფი გრძნობს ჩემს სიახლოვეს.
-კარი გააღე(ის)
პასუხს არ ვცემ. სკამი მომაქვს, მასზე ავდივარ და გასაღებს ვატრიალებ.
კარის მეზობელი მრჩება ხელში. მის სახეზე გაფითრებას ვატყობ, ადამინის ფერი დაუკარგავს.მისი სახე მგონი თეთრ ფერზე ღიაა. ეს რაღაც ფერია, რომლისთვისაც ჯერ სახელი არავის უპოვია.
-პატარა-ის გულში მიკრავს.
მახსენდება, რომ ჩემი მშობლები რაღაც წვეულებაზე იყვნენ წასულები. ისიც მახსოვს, რომ დავპირდი, დავიძინებო.
-მშობლები მოვიდნენ?(მე)
ის პასუხს ვერ მცემს.
-დაპირება ვერ შევასრულე-ვეუბნები შეშინებული ხმით. ქალი აზრზე ვერ მოდის.
-რაზე ლაპარაკობ?(ის)
-დაიძინეო მითხრეს და რომ მოვლენ რა ვუთხრა?(მე)
-დაიძინე, სანამ მოვლენ(ის)
მეც უკან მივყვები.
ქალს თითქოს რაღაც მოეშვა გულზე. გამიღიმა.
-ზღაპარი წაგიკითხო?(ის)
-კარგი(მე)
-რომელი ზღაპარი გინდა?-ის თავს მხიარულად მაჩვენებს, მაგრამ ეს რომ არაა ასე,ჩემს ბავშვურ თვალსაც კი ვერ გამოაპარებს.
-ფიფქია და შვიდი ჯუჯა-ვეუბნები და წიგნს ვაწოდებ.
-საინტერესოა(ის)
ქალი ზღაპრის კითხვას იწყებს, მაგრამ მე არც თუ ისე ინტერესით ვუსმენ. მალევე მეძინება.ძილში კოშმარებს ვხედავ. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანს, მაგრამ მაინც შემიძლია გავარკვიო რას ვხედავ.
სისხლის ფონია. ყველაფერი წითელია. ვხედავ ორ გვამს. ერთი ქალისაა და მეორე მამაკაცის. ისინი სისხლისგან იცლებიან და გარემოსაც წითელ ფერს აძლევენ. მათ სახეებს ვერ ვარჩევ, რადგან მათი სახეები უკანასკნელ დონეზეა დასახიჩრებული.
კუთხეში ჩემს თავს ვხედავ. ცალი თვალით ვიხედები. ვგრძნობ, რომ მთელი სხეული მიკრთის. მკვლელის სახე დაფარულია, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. ის მიახლოვდება. გავრბივარ, მაგრამ სად გავიქცევი?! ის თავის სისხლიანი ხელებით მიჭერს და იარაღს მიმიზნებს. ის დატენილი აქვს. სასხლეტს თითს უახლოვებს და უნდა გამოკრას. შიში პიკს აღწევს. ვკივივარ და მეღვიძება.
-არაააააა-იმხელა ხმა მქონდა, რომ მგონი მთელი სამეზობლო გავაღვიძე.
მეზობელი, რომელიც ზღაპარს მიკითხავდა, გვერდითა ოთახში ყოფილა.ის ჩემს ხმაზე შეშინებული შემორბის ოთახში.
-რა მოხდა?(ის)
ხმას ერ ვცემ. ვერ ვხვდები რა არის რეალობა და რა სიზმარი.
-ის,ის აქ არის?-ვეკითხები აკანკალებული ხმით და თვალებზე ხელს ვიფარებ.
ის არაფერს მპასუხობს. მხოლოდ გულში მიკრავს. პატარა ვიყავი, მაგრამ მესმოდა მისი გულის გამალებული ფეთქვა. ბავშვი ვყავი, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი და შევიგრძნობ დიისე, როგორც დიდი. დიდი საერთოდ ამის განზოგადებული მნიშვნელობა არ არსებობს.იყო დიდი ეს იმას ნიშნავს უყურებდე სამყაროს და გესმიდეს მისი ისეთის, როგორიც ისაა და არ იყენებდე შელამაზებას. არ გეშინოდეს. არა, შეიძლება. გეშინოდეს, მაგრამ არ გაურბოდე რეალობას და ყოველთვის ელოდე მოსახდეს, მაგრამ უმოქმედოდ არა,მუდამ მოქმედებდე...
გათენდა. დაბნეული ვიყავი და ცოტა შეშინებული. გაურკვევლობაში ვიყავი. სადღაც აბლაბუდაში გავხვეულიყავი და არ მიშვებდა. ჩემი მცდელობა კი ამაო იყო. ღმერთო, ეს ხომ ისაა, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან. ეს ხომ ისაა, რომ მზარავს და ცხოვრების ხალისს მიკარგავს.
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. საერთოდ სად ვიყავი და რა ხდებოდა, ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო.ღმერთო, ასეთ რამ ხშირად ხდება?!
პოლიციელები შევნიშნე. სამი თუ ოთხი მამაკაცი იყო. ისინი დაკვირვებით დადიოდნენ ოთახიდან ოთახში. გამიკვირდა.
-რა ხდება?(მე)
-ბავშვი გაიყვანეთ(პოლიციელი)
-რა? ჩემი სახლია?-გაკვირვებით წარმოვთქვი და სუნთქვა შემეკრა. ასეთი მკვახე სიტყვები ჩემთვის უცნობი იყო.
მეზობელმა ხელი ჩამავლო.
-ამოდი ჩემთან(ის)
-არსად არ წამოვალ. დედა და მამა სად არიან?(მე)
კითხვაზე პასუხი არ გამცა.
-ტკბილეული არ გინდა? წამოდი(ის)
-არ მჭირდება. თავი გამანებეთ. ჩემი სახლია და მშობლებს უნდა დაველოდო. რას იფიქრებენ რომ ვერ მნახავენ?(მე)
-წამოდი, პატარა(ის)
-არ წამოვალ და ესენი წავიდნენ(მე)
-გთხოვ-მან ხმა დაირბილა და ჩემს ნაწნავს შეეხო, რომელიც ჩამოშლილიყო და სინათლეზე უფრო მუქად მიჩანდა ისედაც ბნელი ღამესავით მუქი თმა.
-გთხოვთ, თავი დამანებეთ. თუ ჩემი დახმარება გინდათ, გამარკვიეთ არსებულ სიტუაციაში(მე)
ქალს გაუკვირდა, რომ განსხვავებული ვიყავი. რომ არ ვგავდი სხვა ბავშვებსდა ვერავინ ვერ მომთაფლავდა. ქრთამი ყოველთვის ეშმაკთან ასოცირდებოდა ჩემთვის და მას არასდროს ვიღებდი. ეს კი მასზე უარესი იყო. ის არაფერს მეუბნებოდა და ყველაფრის დასავიწყებლად ტკბილეულს მთავაზობდა. ეს მართლაც მზარავდა. როგორ შეეძლო, რომ ასეთი ყოფილიყო?!
ტახტზე გაუნძრევლად ვიჯექი. დავინახე როგორ გადატრიალეს ჩემი მშობლების ოთახი.მათი ნივთები ყუთში ჩაყარეს.
-რას აკეთებთ? ისინი ამის უფლებას არ მოგცემენ-ჩემს მოთმინებას საზღვარი აღარ ჰქონდა.
-ისინი უკვე ვერავის ვერაფერს დაუშლიან-ერთმა ახალგაზრდა პოლიციელმა თავმომწონედ მიპასუხა.
„არასდროს“ ეს სიტყვა გულზე ტყვიასავით მომხვდა. თვალზე ცრემლი მომადგა. ეს ხომ ყველაზე საშინელი სიტყვა იყო. არასდროს-ეს ხომ საკმაოდ დიდი დროა.
-რას გულისხმობთ?-თვალზე ცრემლი მომადგა და ჩემი საყვარელი ბალიშით ვიწმენდდი. მინდოდა შემეჩერებინა ის. ცრემლს კი მოიწმენდ, მაგრამ გულის ტკივილს რა გაანელებს.
-ისინი აღარ არიან(ის)
-რას გულისხმობთ?-ავქვითინდი და ბალიშს გულში მთელი ძალით ვიკრავდი.
-მკვდერები არიან(ის)
-ამქვეყნად აღარ არიან-მეორე პოლიციელმა დაუდასტურა ამხანაგს.
ვბღაოდი. ყველაფერს ვისროდი და ვამვტვრევდი. მაგიდიდან ვაზა ავიღე და ფანჯარას ვესროლე. ის კინაღამ ერთ პოლიციელს მოხვდა.
-არა.. არ არსებობს(მე)
მეზობელმა გამაჩერა. არ მიშვებდა. მე კი ხელებზე ვკბენდი და მთელი ძალით ვკიოდი. ალბათ, ეს გამგმირავი ხმა ყველას ესმოდა. ეს იყო სასოწარკვეთილი ბავშვის ბღავილი. ეს იყო ხმა. რომელშიც არანაირი იმედი არ იგრძნობოდა.
მეზობელს უკანასკნელ სალანძღავ სიტყვებს ვეძახდი. არა მარტო მას ყველას, მთელ ქვეყნიერებას.
ჩამეძინა. ძილში უარესებს ვხედავდი. კოშმარები მანადგურებდა და ტვინს მიღრღნიდა.
მათში სულ სისხლი იყო. მხოლოდ სისხლი. მინდოდა მეყვირა, მაგრამ არ შემეძლო. მინდოდა მეგრძნო, მაგრამ არც ეს შემეძლო. ეს მხოლოდ ტკივილი იყო. არა, არ იყო ტკივილი. ეს რაღაც სულ სხვა იყო. სულ სხვა. რასაც სიტყვებით ვერ აღწერ. რასაც ვერც გრძნობით შეიგრძნობ. ეს მზარავდა.
როცა გამეღვიძა, ვერაფერს ვაცნობიერებდი. ხმას ვერ ვიღებდი, რადგან რაღაც მაკავებდა. ეს იყო უჩინარი რაღაც, რაც ყველაფერს ჯობნიდა.ჩემს ყოველ სურვილსა და მიზანს.
ავდექი. მეზობელმა ხელი უხმოდ მომკიდა.
-რა ხდება?(მე)
-ისინი მართლები იყვნენ(ის)
-ვინ?(მე)
-პოლიციელებმა სიმართლე გითხრეს. ვწუხვარ(ის)
-შეიძლება ვნახო?-სლუკუნით ვუპასუხე, როცა ტირილით თავი ვიჯერე. საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი სიკვდილის მნიშვნელობას. რა იყო ის? რაღაც უხილავი, რისიც ყველას ეშინია. ალბათ, ეს იყო.
საათები გადიოდა. მე უბრალოდ ჩემს ოთახში ვიყავი და ყურს ვუგდებდი ყველას. ყველაფერს ვისმენდი, რაც კი შესაძლებელი იყო. მეშინოდა და ჩემთვის ეს ყველაფერი უცხო იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვგრძნობდი, რომ უცხო ადგილას ვიყავი. არა, არ იყო უცხო ადგილი. ეს უარესი იყო. ეს იყო მშობლიური სახლი და საყვარელი ოთახი, რომელიც ახლა მე არ მეკუთვნოდა და ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ალბათ. ეს გამაგიჟებდა. გიჟი ეს სიტყვა უცნაურია. სიგიჟეს ეს არის შეგრძნება, როცა გარემოს არ ემორჩილები. როცა არ გინდა დაიჯერო ის, რაც ხდება. როცა ვერ ეწყობი იმას, რაც ხდება და გინდა ის აღარ იყო და ამისთვის აკეთებ ყველაფერს. დანებება ეს ხომ სისუსტეა. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ამის განსაზღვრებას. იყო სუსტი ეს ხომ მტანჯველია. რას ნიშნავს იყო სუსტი? ეს იმას ნიშნავს, რომ დაემორჩილო ყველას და ყოველივეს. ბრმად მორჩილი იყო და ყველაფრის რწმენა შეგეძლოს. ამ სამყაროში თვალდახუჭული არაფერი დაიჯერება. უნდა შეიგრძნო, უნდა ნახო, თვითონ გახდე ამის მოწმე და მაშინ შეგეძლება, რომ იყო მორწმუნე. შეგეძლება, რომ გჯეროდეს. ამიტომაც არ მჯეროდა სიკვდილის.
სიკვდილის ხომ არავის ჯერა და ხომ არავის აქვს ნარწმუნები, რომ ოდესმე მოკვდება, ყველას გონია, რომ მარადისობა აქვს წინ...
ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ყური მოვკარი მეტად უცნაურს.
-მან მოკლა?(ვიღაც)



№1  offline მოდერი tiiik258

რა გოგო ხარ მოკლედ რააა <3
--------------------
T.sekhniashvili

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

tiiik258
რა გოგო ხარ მოკლედ რააა <3

მადლობა.

 


№3 სტუმარი gjhgk

ჰფ\სდფგჰჯცხცვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent