შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლიდან სიყვარულამდე (7)


25-02-2015, 23:35
ავტორი N7
ნანახია 2 704

წარმატებით ჩავფრინდით. ცოტა თავბრუ დამახვია მრავალი კილომეტრით მიწის ზემოთ ყოფნამ და მიწაზე რომ დავაბიჯე, შევბარბაცდი და რომ არა ლაზარეს ხელი, მკვეთრი მოძრაობის გარეშე რომ შემტოვა ჰაერში, მიწაზე გავიშხლართებოდი.
–მადლობ, – ვუთხარი აშკარა შესამჩნევი სიწითლით და შევისწორე ტანი.
–ქარმა რომ დაგიბეროს, წაგაქცევსო, შენზეა ნათქვამი, – გადაიხარხარა და ხელი გადამხვია. უხერხულობისაგან შევიშმუშნე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არ გამორჩენია ჩემი უხერხულობა ყურადღებიდან, არ ჩამოუღია ხელი.
დამღლელი რეგისტრაცია გავიარეთ, პატარა ჩემოდანი ზურგზე მოიგდო ლაზარემ და მეორე, თავისუფალი ხელი ისევ კისერთან მოათავსა. მეტად დავიძაბე და ორმაგად ავნერვიულდი. აეროპორტიდან გასვლისთანავე, ტაქსის დაუძახა ლაზარემ.
–აეროპორტიდან ქალაქამდე დიდი მანძილია და სანახავიც არაფერია, ამიტომ ჯერ ტაქსით წავიდეთ და მერე სათითაო კუნჭულს მოგატარებ ქალაქისას, – გამიღიმა და ზევიდან ჩამომხედა.
ტაქსში ჩავჯექით.
–მოგწონს შტატები? – მეუბნებოდა და ხელ–გადახვეული მივუყვებოდით ხალხმრავალ ქუჩას, ცათამბრჯენების ქვეშ რომ გაშლილიყო.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ძალიან მალე გავიდა დრო. ერთ–ერთ საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელში მომაწყო ლაზარემ და მეც სკოლის შესაბამისად ვიკლავდი თავს მეცადინეობით. ზაფხულიდან – გაზაფხულში ისე აღმოვჩნდი, ვერც გავიაზრე, თითქოს მათ შუა მონაკვეთს გადავახტიო და ესეც ლაზარეს დამსახურებით. წიგნებზე მეძინებოდა ხან, სკოლის პერიოდში, უქმეებზე კი მუდმივი წვეულებები იმართებოდა სახლში და მეც მასზე კონცენტრირებული დროის გასვლას ვერც კი ვგრძნობდი.
ამერიკა და საქართველო როგორც ცა და მიწა, ისე არიან, დამეთანხმებით. ჰო და, მეც კომფორტულად ვგრძნობდი სასურველ ქალაქში. ნიუ იორკიდან მცირედი მოშორებით, არც თუ დიდ ქალაქში გადმოვედით. იმაზე მეგობრული ხალხი გამოდგნენ, ვიდრე წარმოვიდგენდი.
იმ დღეს, გაზაფხულის პირველ დღეს ვესალმებოდით. ამერიკელების ამბავი მოგეხსენებათ, ყველაფერს ზეიმობენ. სკოლაში აბრაზე გამოიტანეს, რომ საღამოს დიდი წვეულება გაიმართებოდა. დიდი ყოყმანის შემდეგ, დამიყოლიეს მეგობრებმა წასვლაზე.
–ამ წვეულებას ქალაქში ყველაზე სექსუალური ბიჭი მართავს და რომ არ წავიდეთ, ჩვენს პრესტიჟზე აისახებაო, – მეუბნებოდა კაილი და ჩუმად იცინოდა.
–მაცადე, ვუსმინო გაკვეთილს, – ვუბღვერდი მეც და ვცდილობდი გაკვეთილის პროცესში ჩართვას.
ზარი დაირეკა. აიშალნენ ბავშვები.
–გოგოებო, მოდიხართ ხო? – ჩვენთან ლაილი მოვიდა, დიდად რომ არ გვიჩენდა სიმპათიებს, ის გოგო.
ვითომც არ გაუგიათ გოგოებს, გასვლას აპირებდნენ. შემეცოდა და მისკენ მივტრიალდი.
–კი, ლაილი, მოვდივართ, – ვუთხარი თბილად და გავუღიმე.
–ელენ! – დამიძახა ხმაში სიმკაცრეშეპარულმა გრეისმა.
–მიდით, მოვალ, – გავძახე და თვალები გადავატრიალე.
–არსად არ წავალთ, – გამოესარჩლა ლისა.
–ვლაპარაკობ, – გავმკაცრდი მე.
–მორჩა, წავედით, – ხელში მომქაჩა ლისამ და მეც ვეღარ დავასრულე.
–ნახვამდის, ლაილი! – დავუძახე კარებში გასვლამდე და დასჯილი ბავშვივით მივყევი მათ.
–არ ხარ შენ კარგად, რა გინდა მაგ სათვალიან იდიოტთან? – მომახალა გრეისმა, – თუ არ გინდა ჩვენ გუნდში ყოფნა, მიყევი მას! – არც აცია, არც აცხელა, ისე ჩამოარაკრაკა.
–ბოდიში, მაგრამ ისიც ადამიანია! – გავმკაცრდი მე, – მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ.
–ძალიან კარგი, რადგან არ მსურდა შოპინგი ჩამშხამებოდა, – თვალები ეშმაკურად დაახამხამა კაილიმ.
–ეშმაკები ხართ რა, – გავიცინე და უკან გავყევი.
ჩვეულებისამებრ, ლაზარე არ გამიფრთხილებია, რადგან მენდობოდა და იცოდა, რომ გაპარვას არ დავაპირებდი. პირდაპირ მაღაზიებში წავედით.
როგორც აღვნიშნე, დიდად არ მსურდა წასვლა წვეულებაზე, მაგრამ თუ ჩემი არ–წასვლით სამეგობროს პრესტიჟი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში, სურვილების საწინააღმდეგოდ წავიდოდი. იმდენად შევეკედლე მათ, გზის მეორე მხარეს ვეღარ მოვახერხებდი გადასვლას. ნამდვილი ალქაჯები იყვნენ, ვაღიარებ, მაგრამ ყოველთვის ბიჭებს თვალში საუკეთესოდ ეჩხირებოდნენ და ანკესსაც არაჩვეულებრივად აბამდნენ ბიჭების კისრებზე. მერე, ღამე კი, შუაში მიატოვებდნენ. ამას რომ ყვებოდნენ ხოლმე, გულში საშინლად გამკრავდა რაღაც, ერთ დღეს მეც არ მაიძულონ–მეთქი, მაგრამ ჩემ თავში დარწმუნებით ვამბობდი, რომ არაფერი მოხდებოდა.
იმ დღეს კი, საშოპინგოდ, მაქსიმალურად მოკლე კაბას მირჩევდა კაილი და დროდადრო ეშმაკურად ახამხამებდა წამწამებს.
–გასაგებია, რომ მიხდება, მაგრამ შენ გრჩება თვალი და სხვაში რას გამოვიწვევ, ამიტომ ეს გამოვრიცხოთ! – ხელები ავაფრიალე და გასახდელისკენ ვაპირებდი წასვლას, მაჯაში რომ ჩამაფრინდა კაილი.
–არც გაბედო! ამ კაბას ვიღებთ, ეჭვგარეშეა! – ისეთი მზერით შემომხედა, წამით ენაც გადამეყლაპა ლამის.
–არა, კაილი, ამ კაბას ვერ ჩავიცვამ, გაიგე! – ხმას ავუწიე მეც, – ცოტა დიდ ზომაზე ფიქრი შეიძლება.
–მეტი დიდი ზომა არ არის, – გამოესარჩლა კაილის კონსულტანტი გასაოცარი კილოთი და სიმწრით გამეცინა.
–ვსო, გადაწყდა! – სიხარულით წამოიძახა კაილიმ და ტაში შემოკრა. დისტანციით მდგომ გოგონებს თვალი ჩაუკრა.
ამოვიხვნეშე და გასახდელში შევედი. კომფორტული ჯინსი ამოვიცვი და მაიკა გადავიცვი. თმები მხრებზე ჩამოვიშალე და თითებით შევეცადე აწეწილი გამესწორებინა.
–აჰა, შენ სავარცხელი! – ჩემი ცოდვით შეწუხებულმა კაილიმ კისკისით გამომიწოდა სავარცხელი და გაკვირვებულმა გავხედე.
–შენ რა, მითვალთვალებ? – ინსტიქტურად ავწიე ცალი წარბი და მის გულამომჯდარ კისკისზე წამში გავაერთიანე ისინი.
–ხო, ელენა, ჯაშუშები ვართ ჩვენ! – გაიცინა ლიზამ და კაბა გამომართვა.
–იღებთ? – აშკარად გახარებული ჩანდა კონსულტანტი.
–რა ღირს? – გავხედე და პასუხის მოლოდინში გავისუსე.
–ხუთასი, – შემომხედა და ტუჩზე იკბინა. გაოცებულმა გავხედე გოგობს და ლოყები ამეფაკრა.
–ამდენი ახლა არ მაქვს.
–მე ვიხდი! – წამოიძახა კაილიმ და აციმციმებული თვალებით შემომხედა.
–როგორ მინდა, რომ მადლობა მოგიხადო, – კბილებში გამოვცარი და ხელზე ვუჩქმიტე.
–მეტკინა, – საყვედურნარევად წამოიძახა.
–მეც ეგ მინდოდა, – დავეჯღანე და უკმაყოფილებით შემეცვალა სახე, როცა გამახსენდა, თუ რა უნდა ჩამეცვა ათასი თვალის წინ, დღეს საღამოს. კიდევ უფრო დამემანჭა სახე და წამში საქართველოში ყოფნა ვინატრე, ჩემს ანანოსთან.
–დაგეძინა? – შემანჯღრია გრეისმა და ფიქრებისგან გამოვერკვიე. – წავედით, რას იყურები დაფეთებული?!
მანქანის კარი გამოვხსენი და ჩავჯექი. ისევ ფიქრებს რომ არ გავეტაცებინე, საუბარი წამოვიწყე.
–ლაზარემ რომ გაიგოს, ასეთი მოკლე კაბით სადმე ვაპირებ წასვლას, მშობლებთან გამგზავნის, – აღმომხდა აღშფოთებულს და გაკვირვებულმა გოგოებმა ერთდროულად გადმომხედეს.
–შენ რა, მართლა გგონია ლაზარე შეგელევა? – დაცინვით მითხრა ლისამ და მანქანა დაძრა.
–ფეხებზე ვკიდივარ ლაზარეს, მხოლოდ მოვალეობის მოხდის და ცოდვების გამოსყიდვის მიზნით ვარ მე აქ, თქვენც ხომ იცით, – გამეცინა და აშკარად დამეტყო უსიამოვნება, იმ სიცილშიც.
–აქამდე გაგზავნიდა საიდანაც მოხვედი, მასეც რომ იყოს, – შემომიტია გრეისმა.
–ჰო და, მეც მაგას ვამბობს გამგზავნის–მეთქი, ჩემს გამო უსიამოვნებები არც ისე აკლდა, აღარ დაიმატებს, – დანანებით გადავიქნიე თავი.
–შეგიყვარდა, – სარკიდან ლისამ გადმომხედა და თვალები ამიციმციმა.
–ეს რა, ხუმრობაა? – გაკვირვებით გავუსწორე თვალი–თვალში, – ხომ იცით, და–ძმანი ვართ.
–ეგ და–ძმა კი არა, ყველაზე შორი ნათესაობაც არა არის, – გაიცინა კაილიმ.
–გეყოთ რა, – შევუბღვირე. – მგონი გავიწყდებათ, რომ პროვინციიდან ვარ! – ზედმეტად მომივიდა, მაგრამ აშკარად ვერ დავმალავდი გაღიზიანებასა და ბრაზს, რომელიც იმ წამს ყელში მომაწვა.
–აქ რა გგონია? პროვინციაში არ ვართ? – გაიცინა კაილიმ.
–საქართველოში ქართული მენტალიტეტი ჩქეფს.
–კარგი რა, ელენა! – გრეისმა დამიქაჩა თვალები ამჯერად, – თექვსმეტის ხარ უკვე, სრულწლოვანი.
–არა, არ ვარ, – შევუბრუნე პასუხი, – საქართველოში სრულ წლოვანების ასაკი თვრამეტია, – თვალი ჩავუკარი.
–დაწყნარდი რა, იმ შენ ლაზარეს რომ დავქოქავ, ფრთებს შევაბამ, რამე რომ გითხრას! – ჩამოარაკრაკა ლისამ. გამეცინა და მანქანიდან გადავედი, სახლი რომ ვიცანი.
ისეთი თავ–ქუდმოგლეჯილი გადავხტი, სულ არ გამხსენებია ნივთები, რომლებიც გამაჩნდა და რომ არა კაილი, ალბათ ჩემს ‘საოცნებო’ კაბას გოგოებს გავატანდი.
–ტოვებ რაღაცას მგონი, – მკაცრად მითხრა და პარკი გამომიწოდა, ჩანთასთან ერთად.
–რომელზე წამოვიდე? ლაზარეს ვეთხოვები მანქანას, – შევიშმუშნე.
–8_ზე იქ უნდა ვიყოთ, – შემახსენა გრეისმა.
–აბა, წარმატებები, სასიძოსთან! – მომაძახა ლისამ და შევიშმუშნე. სიტყვის შებრუნება გვიანი იყო, რადგან სწრაფად დაძრა მანქანა და გამცილდა.
ამოვიხვნეშე და შემოვტრიალდი. თვალები მოვიფშვნიტე და რაღაცას რომ ავეკარი, გვიან მივხვდი. თვალები ვჭყიტე და ლაზარე რომ დავინახე, მომღიმარი, უკან დავიხიე. ზემოდან დამყურებდა და იღიმოდა, მაგრამ ვერ გაარჩევდით ნამდვილი ღიმილით თუ ღიმილით, რომლის უკანაც უდიდესი სარკაზმი იმალებოდა. ის ხომ ასეთი იდუმალი იყო, ყოველთვის.
–სადმე მიდიხარ? – შემომხედა გამომცდელად, თუმცა სასწაული ღიმილი, რეკლამის სტილში მუდამ რომ ახლდა, არ მოსცილებია.
–სადმე არა, წვეულებაზე, – გავუღიმე მეც, – და იმედი მაქვს გეგმები არ გაქვს საღამოსთვის, რადგან მანქანა უნდა მათხოვო, – თვალები ავაციმციმე, აფერისტულად, რასაც ბოლო დროს ზედმეტადაც კი დავეჩვიე.
–როგორ გეკადრება, – მითხრა და გაკვირვებით ავხედე, – არ მცალია, –გამკაცრდა და მეც წამში შემეცვალა სახე, – არ მცალია, რადგან ერთი მშვენიერ გოგოს ვახლავარ.
მეწყინა. მარცხენა მხარეს თითქოს რაღაცამ ადგილი იცვალა, მაგრამ ჩემ თავს ვერ შევბედე მეკითა: რატომ მქონდა ასეთი რეაქცია. თავში აზრები გამოიშალნენ და სიტყვები ჰაერში მოვძებნე, შევაერთე.
–მარია დაბრუნდა? – შევეცადე გავბადრულიყავი და გამომივიდა კიდეც სხვათა შორის.
–შენ რა სახელი გადაირქვი? – გამეცინა.
–რა მოწიე,ლაზარე? – მკერდზე ხელი ვკარი და გავიცინე, ამჯერად ბედნიერება დამეტყო.
–არ ვეწევი, ელენა, – მკვახედ მომახალა და გულახდილად გამიკვირდა, რატომ.
–ავალ, გავემზადები, – განზე გადგა და გვერძე გავუარე, მერე კითხვა გამახსენდა, ორი წუთის წინ თავიდან რომ არ მშორდებოდა და მისკენ მივტრიალდი. – შენც მოდიხარ წვეულებაზე?
–ჩემი ძმაკაცის წველებაზე წამოსვლა ხომ არ მეკრძალება? – გაიცინა.
–ეგ არ მითქვამს, – მივახალე გაბრაზებულმა და სახლში შევედი.
შხაპი მივიღე, გამოვიცვალე და დატვირთული დავტრიალდი სარკის წინ. საათს დავხედე, რვა ხდებოდა. რა მალე გადის დროო, გავიფიქრე და კარზე კაკუნის ხმამ დამაფრთხო.
–ახლავე, – გავძახე და მოკლე კაბას ქვევითკენ დავექაჩე.
კარი გავხსენი, ლაზარე იდგა. შარვალ–კოსტუმით, ზედმეტად სიმპატიურ „ვიდზე“.
–ო, ლაზარე, – გამეცინა.
–მასე მოდიხარ? – ამათვალიერა და კარი დაქაჩა, ფართოდ გააღო, რომ უკეთ შეეხედა კაბისთვის, რომელიც ტანზე მასკდებოდა და ბევრი არ უკლდა უკანალის აფიშირებისთვის.
–ჩემი იდეა არ იყო, უბრალოდ კაილიმ იყიდა და რომ არ ჩავიცვა, შეიძლება თმებით მითრიოს, – თავის მართლებას შევეცადე.
–შენ თუ ცუდად არ გრძნობ თავს, ტყუილად ნუ ტლიკინებ. – მიუხედავად დამყოლი პასუხისა, ხმაში აშკარად ეტყობოდა ბრაზი და გაღიზიანება, სხვა მრავალთან ერთად.

მოკლედ ჩემო კარგო ადამიანებო, ნატანჯი თავია.. ვერაფრით დავიჭირე ეს საძაგელი მუზა. მართლა, მაპატიეთ, მომიტევეთ, შემინდეთ, თუ კიდევ დარჩით ასეთ უთავბოლო ავტორის მოთხრობებს რომ კითხულობთ. გგონიათ მე მომწონს, საბოდიშოდ რომ მაქვს საქმე ყოველ თავზე? უბრალოდ დროის უქონლობას რა ვუტხარი და ძილის სიყვარულს! და კიდევ, ერთი ფრიად იდეალური გეგმა მაქვს, გადავწვათ სკოლები მთელს მსოფლიოში! იმედი მაქვს მთლად საზიზღრობა თავი არ იყო და ვეცდები 1–2 დღეში დიდი და კარგი თავი მოგაწოდოთ <3



№1  offline წევრი lamazmani

ძააან კაი თავი იყო მე მომეწონა ველეი შემდეგს

 


№2 სტუმარი ნათათო

მალე დადე რა ძაან მაინტერესებს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent