შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლიდან სიყვარულამდე (8)


28-02-2015, 22:32
ავტორი N7
ნანახია 2 650

ღია ცის ქვეშ მოთავსებული დახვეწილი დეკორაციით გაფორმებული წვეულება და ათასი თვალი, – აი, გიჟური წვეულების ასევე გიჟური რაციონი.
მანქანიდან ძლივს გადავძვერი, მეშინოდა ისედაც მოკლე კაბიდან, რომელიც აშკარად უზრუნველმყოფდა ბიჭების გაგიჟებაზე, ყველაფერი აბრაზე არ გამომეტანა. ძლივს მიწას შეხებულმა ერთი ამოვიხვნეშე და არეულ ხალხს მოვავლე თვალი. ჯერ ყველა იცინოდა, საუბრობდა, მხიარულობდა, მერე კი, თითქოს ტვინში გასაიდუმლოებული ინფორმაცია მიაწოდესო, ნელი მზერა გამოაპარეს ჩემსკენ. ერთად და ცალ–ცალკე. იმდენად შემრცხვა, სახე ამეწვა და გულში რამდენჯერმე დავწყევლე ამ ჩემი ახალი მეგობრების გაჩენა.
–წავედით? – ამრეცით გადმომხედა ლაზარემ და თავით მანიშნა შესასვლელისკენ. კიდევ ერთხელ ამოვუშვი ხმაურიანი და ღრმა სუნთქვა და გავყევი. თანაც ვცდილობდი მის უკან ამომდგარს ჩემი სირცხვილი და სირცხვილის გამომწვევი მიზეზი დამეფარა. არ მოტყუვდეთ, ამერიკელებისთვის მოკლე კაბა ქართველებისგან განსხვავებით კახპობის ტოლფასი როდია, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ერთი კონტინენტიდან მოვდივართ ყველა?!
–მოვიდა მსოფლიოს რისხვა? – საიდანღაც გრეისი და ლიზა გადმოხტნენ და ისე გადამკოცნეს, ვინმე აუცილებლად იფიქრებდა წინა ცხოვრების მერე არ უნახავთ ერთმანეთიო.
წამწამების ხამხამს მოჰყვა ლიზა, როგორც ჩვევოდა ყოველთვის და დროდადრო ლაზარესკენ აპარებდა ახამხამებული წამწამების ქვეშიდან მომზირალ, ნებისმიერი ბიჭის „შემბმელ“ თვალებს.
–ელენა, – გაკვირვებით, დიდი კითხვის ნიშნიანი სახით ავხედე ლაზარეს, რომელსაც ხმა აშკარაზე უფრო აჭროდა და ნერვიულობა ეტყობოდა, – გაერთეთ, ოღონდ არ გადააჭარბოთ!
–შენ სადმე მიდიხარ? – ძალიან გამიკვირდა მისი ტონი და უჩვეულო გაფრთხილება.
–საქმე გამომიჩნდა და იმედია ჩემ არ ყოფნაში არაფერს გააფუჭებთ! – აღარ დალოდებია ჩემს პასუხს, რობოტივით შეტრიალდა და ხალხის ბრბოში გაუჩინარდა.
ისე ვგრძნობდი თავს დიდი ხნის მანძილზე, თითქოს იქ სადღაც ახლოს იყო და ჩვეული მზერით მომზერალი განსჭვრეტდა სიტუაციას.
–ოჰ, რა დაემართა ერთი, ვერ მოქცა მანქანა და გამოგიშვა? –აქაქანდა კაილი, რომელმაც გოგოებსავით ძლიერად მომხვია ხელები კისერზე და დიდხანს მისვა მტევნები წელზე.
–კარგი, გავიგუდე, – მოვიშორე რამდენიმე წამის ან წუთის მერე, – რა უნდა დამართნოდა, ვერ გაიგეთ? მანქანა სჭირდებოდა, – უსიამოვნება ვერ დავმალე და აწყლიანებული თვალების დასამალად კოქტეილის მოტანა მოვიმიზეზე.
შეტრიალებულმა გავიგე როგორ წარმოთქვა გრეისმა ჩუმად, მაგრამ მაინც აშკარად: უყვარსო. ჩემ ერთ ნაწილს კიდეც უნდოდა მიტრიალებულიყო მათკენ და ერთი კარგად აეხსნა, რომ არავის არავინ უყვარს და საერთოდაც, რომც მყვარებოდა შანსები ნოლის ტოლი იყო, რადგან და და ძმა სტანდარტს არ ექვემდებარებიან, მეორე ნაწილი კი დაუმორჩილებლად, წესების გარეშე ებრძოდა პირველს და საბოლოოდ მოახერხა და გამარჯვება ერგო წილად. არ ვიცოდი რატომ, მაგრამ რაღაც აშკარა იყო, მაგრამ ძაფის სისქე იმდენად უმნიშვნელო იყო, მეც ვერ ვამჩნევდი და ვერც ჩემი პირველი ნაწილი, რაღა თქმა უნდა.
ოთხი ჭიქა თითებს შორის გავიჩარი და იმათკენ შევტრიალდი, უკან რომ მოვიტოვე რამდენიმე წამის წინ. და ძალიან გამიკვირდა, რადგან ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი და ვეცადე კარგად მომეჭირა ჭიქებისთვის ხელი, რომ ზარალის ანაზღაურება ფიზიკური შრომით არ დამჭირვოდა. წივილიც დავაპირე, კივილიც და ხალხის შეყრაც, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვერანაირი რეაქცია ვერ ამოვუშვი და გულში გაუნთავისუფლებლად დავიტოვე. არადა, შეიძლება მოვეკალი მოუთოკავ ემოციებს, ან ვინმე მესხვერპლა, რომელიც ყველაზე მცირე ეჭვის საფუძველი იყო. ნელა შევაქციე ზურგი მეგობრებს და ჭიქები თავის ადგილზე დავაბუნე. მერე თვალები მოვისრისე და ნელა შემოვტრიალდი. თავბრუ დამეხვა და მაგიდას დავეყრდენი, რათა არ წავქცეულიყავი.
მერე გონს მოვეგე, თითქოს ყველაფერი მომელანდაო, გოგოები თავისთვის საუბრობდნენ ისევ. მათკენ წავედი, გაკვირვება და შფოთი, სანაძლეოს დავდებ, უეჭველად მეტყობოდა. თუმცა კი ვცდილობდი დამემალა.
–სად იყავი აქამდე?
–რამე მოხდა?
–კარგად ხარ?
მომაყარეს კითხვები, თუმცა დაბნეულს არ ვიცოდი რომელი კითხვისთვის მეპასუხა. ღრმად შევისუნთქე ჰაერი, მერე ფილტვებიდან გავანთავისუფლე.
–არაფერი მიჭირს, ცოტა ჰაერის უკმარისობა მქონდა, – ძლივს ამოვღერღე.
–არ ვიცოდი შენ ეგ თუ გაწუხებდა, – დანანებით გადააქნია თავი კაილიმ და უეჭველად დამცინა.
–უკვე იცი, – თვალი ჩავუკარი.
–ხო, უკვე ვიცი, –ჩემი სიტყვების ციტირება მოახდინა, ოღონდ ცინიკური ტონით.
–აქ რომ ყოფილიყავი, ძალიან მაგარ ბიჭს გაგაცნობდით, – გაიცინა გრეისმა.
–ვინ ბიჭს? – ჩავეკითხე ინტერესით.
–ვინმე ადამია, ახალი ჩამოსულია ქალაქში.
მისი სახელის გაგონებაზე თავბრუ დამეხვა და სუნთქვა შემეკრა. თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებოდა; მდინარე მთიდან იღებდა სათავეს და გზადაგზა უფრო დიდდებოდა და წარღვნასავით მოიწევდა ჩვენკენ, რათა წაველეკეთ და ავეოხრებინეთ. ვიცოდი რა გასაჭირი აღმოჩნდა პირველი წარღვნა ლაზარესთვის და ნამდვილად არ მსურდა მეორედაც ჩემ გამო გამოეარა გასაჭირი. ჩემ თავზე სულ არ მეფიქრებოდა, „ჯანდაბას ჩემი თავი“ – ვფიქრობდი მხოლოდ ამას და ამგვარ მრავალს.
–კარგად ხარ? – შემანჯღრია გრეისმა და წამწამები, რომელსაც მთელი ძალით ვაჭერდი ერთმანეთს, დავაცილე და ფართო თვალებით ავხედე გოგოებს.
–ის არის, – ამოვიკვნესე და კიდევ ერთხელ შევეცადე, რომ ფანტაზიის ნაყოფი თავიდან ამომეგდო.
–ვინ ის? – შეწუხდა ლისა.
–ჯოლოგუა.. ის.. – ძლივს ვუყრიი სიტყვებს თავს და გრეისს ვეჭიდებოდი, რომელსაც თავისი თავი ისეც ძლივს ეჭირა.
–ეს ისაა, რომ წაგიყვანა? – პირი დააღო კაილიმ.
–კ..კი.. – ძლივს ამოვღერღე და ჩვენსკენ მომავალ ჯოლოგუას მოვკარი თვალი.
ვეცადე, რომ თავი შემემაგრებინა და გრეისს, რომელსაც ისეც ძლივს ვეჭირე, უარესად არ დავწოლოდი. თავბრუ დამეხვა. მისი ჩვეულ ღიმილზე, ადრე თუ მეც მეღიმებოდა და სიმათიებით ვივსებოდი, ახლა კინაღამ ვაღებინე. ყველაზე საზიზღარ ღიმილად მომეჩვენა და მისი პირის სიმყრალე რამდენიმე ათეულ მეტრზეც ვიგრძენი. შემეშინდა და კანკალი ინსტიქტურად ამივარდა.
–არ მეგონა აქ თუ შეგხვდებოდი, – მოახლოებისთანავე მომახალა და ინსტიქტურად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი უკან. – ბუა კი არ ვარ, სად გარბიხარ? –გაეცინა. კიდევ ერთი უდიდესი ზიზღი გამიჩნდა მის მიმართ.
გრეისი გადამეფარა წინ.
–დაახვიე, სანამ მთელი ხარ! – ხმა გაუმკაცრდა.
–მაგან მითხრას და დავახვევ, – იღიმოდა.
–სარკაზმი არ გინდა რა, ჯოლოგუა, – აღმომხდა შეშფოთებულს.
პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ სიტყვა შეახმა. მუხლები მოეკვეთა და წამის მეასედში დაბლა გაიშხლართა. კანკალმა ამიტანა და ინსტიქტურად ავიტანე მიწაზე მწოლიარე, ალბათ უკვე გვამიდან მზერა. ნელ–ნელა გავუსწორე თვალი ადამიანს, რომელიც ჩემიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იყო და რომლის ბრაზს ამხელა მანძილზეც ვგრძნობდი. თავს ვანუგეშებდი, რომ ის არ იყო დამნაშავე, რომ ის ამას არ გააკეთებდა, მაგრამ სანამ სუნთქვა შეკრული ბრბო გვამისკენ დაიწყებდა სიარულს, მანამ მოვავლე თვალი იარაღს, რომელიც წამის მეასედში მოსცილდა მტევანს, რომელშიც იყო და მიწაზე დაეცა. ვფიქრობდი ახლა გაიქცევა, თავს უშველის–მეთქი, მაგრამ ბედის უკუღმართობას რა ვუთხარი. ხალხის ბრბომ მისი თვალთვალის საშუალება დამიჩრდილა და აკანკალებული ხელები პირზე მივიფარე. ნელა დაიწყო ჩემმა ფეხებმა კანკალი და საბოლოოდ იმდენი დამემართა, მიწაზე დავეშვი. ვითვლიდი ერთიდან – ათამდე და ქვევით, მერე თავიდან. ასე ვცდილობდი გონების კონცენტრირებას და სამყაროსკენ შემოტრიალებას.
–ცოცხალია! – იკივლა ვიღაცამ, რომლის ხმაშიც ბედნიერებისა და გამარჯვების ეშხი იგრძნობოდა და უარესად ამივარდა ქვითინი.
მერე დროდადრო ისიც მესმოდა, როგორ ცდილობდნენ გოგოები ჩემს მოსულიერებას, მე კი გაგიჟების პიკზე მყოფი სახეზე ხელს ვიფარებდი და სამ სიტყვას ვიმეორებდი: „ღმერთო გადაარჩინე ლაზარე“.
მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემსა და მას შორის იმდენად მყარი ძაფი იყო გაბმული, არანაირი ბარიერი რომ არ დააშორებდა. მივხვდი და მარცხენა მხარეს რაღაცამ ძლიერი და მკვეთრი მოძრაობით იწყო საშინელი ტკივილის მოყენება. „ნუთუ ეს ის გრძნობაა, რომელზე ოცნებაშიც გავლიე ცხოვრება?“ – ვეკითხებოდი თავს და მძულდა ჯოლოგუა, მძულდა ეს უკუღმართი სამყარო, მთელი არსებით მძულდა!
სირენების ხმამ ორმაგად დამახვია თავბრუ და ვინატრე მიწა გამსკდარიყო ჩემ ფეხქვეშ და ჩავეყოლებინე. სიგიჟეს აღწევდა ჩემი ბოდვა და რა გასაკვირი იყო, რომ პოლიციელმა სივში სიგიჟის ზღვარი გაატარა.
–კარგად იქნება, ექიმო? – სახელოზე დავექაჩე ექიმს, რომელიც პულსს უსინჯავდა ჯოლოგუას. არა, მისდამი არც ერთი წამით, არც ერთი უჯრედით არ ვგრძნობდი სიბრალულს, პირიქით, საშუალება რომ მომცემოდა, დანას გულში ჩავასობდი და დავამთავრებდი, მაგრამ რა მექნა ლაზარე რომ მადარდებდა?!
–ახლობელი ხართ? – მკითხა ექიმმა.
–ნაცნობი. კარგად იქნება? – შეშფოთებულს აღმომხდა სიტყვებთან ერთად ღმუილი, რადგან ხელბორკილებით შებოჭილი ლაზარე დავინახე, რომელიც ჩემსკენ მომართული მზერით მიჰყვებოდა სამართალდამცავებს.
ბუნდოვნადღა მესმოდა ექიმის პასუხი და ვცდილობდი ჰაერში გაფანტული ბგერები დამეჭირა და მისკენ მივტრიალებულიყავი. ანდა დამეხუჭა თვალები და გამღვიძებოდა, ლაზარეს გვერდით, თუნდაც მისი სარკაზმის თანხლებით, მაგრამ მის გვერდით.
–არა! არა! ლაზარე! – ფეხზე წამოვვარდი და მათ გავეკიდე.
მერე მუცელზე მკვეთრი მოჭერა ვიგრძენი. მესმოდა როგორ გაჰკიოდნენ რაღაცებს, მაგრამ ბგერები არ მესმოდა. ვყვიროდი მეც. ვტიროდი და ვცდილობდი მისი ბრალდების უარყოფას, მაგრამ გინდა ქვანი ყოფილიყვნენ და გინდა ადამიანები, ერთი და იმავე სმენისა და გაგების.
მერე ფეხები მომეკვეთა და წამწამებმა გადაბმა დაიწყეს. ვეცადე არ მიმეცა ნება, მაგრამ ვერ მოვახერხე და მივიძინე.
რთული მისახვედრი არ უნდა იყოს სად გავიღვიძებდი. წამლების სურნელმა გამიღიზიანა სასუნთქიორგანოები და რამდენჯერმე დამაცემინა. მარცხნიდან – მარჯვნივ გადავიტანე მზერა და გოგოებთან ერთად მჯდომ მამაკაცს შევავლე თვალი. როგორც ყოველთვის, ალბათ ახლაც ისეთი მიმიკა დავიჭირე, კითხვა არ დამჭირვებია.
–მოხარული ვარ, რომ გაიღვიძეთ, – მომმართა მამაკაცმა, რომელსაც აქცენტზე ეტყობოდა ნამდვილად ამერიკელი იყო. – მე დეტექტივი ლავრენსი ვარ. მომხდარს ვიძიებ, რომლის პირველი და ყველაზე ნათელი თვითმხილველი თქვენ ხართ.
პულსი ამიჩქარდა და ვერაფერი მოვიფიქრე, რათა ამომეშვა და დამემშვიდებინა როგორც საკუთარი თავი, ისე მარჯვნივ მსხდომი საზოგადოება.
–მე.. მე არ ვიცი.. კარგად არის? – აღმომხდა ანერვიულებულს.
–უკვე კი. ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც საკმარისზე რთული აღმოჩნდა და ახლა უკეთ გრძნობს თავს. შეგეძლებათ გაესაუბროთ, მანამ კი ჩვენება გვჭირდება თქვენი. დაინახეთ ვინ ისროლა? – წყნარად და გაწონასწორებულად საუბრობდა, თითქოს არაფერი ისეთი არ მომხდარიყოს, მაგრამა აბა ჩაეხედა ჩემ გულში.
–რომც დამენახა, რას წყვეტს? მთავარია, რომ გადარჩა და გამოსაძიებელი აღარაფერია, – მივაყარე სწრაფად.
–ნუ გვაფიქრებინებთ, რომ ხელს აფარებთ ვინმეს, – მითხრა და უარესად ამიჩქარდა პულსი. უფალს მადლობას ვწირავდი, რომ აპარატს არ ვიყავი მიერთებული, თორემ გამომიჭერდნენ ტყუილში და რა იცი, რა მოხდებოდა.
–არავის ვაფარებ ხელს, – წამოვჯექი და გაუწონასწორებლად მივახალე. – მართლა არავინ დამინახავს და რომც დამენახა, ვამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა!
–დამშვიდდით, თქვენი ნერვიულობა არ შეიძლება იმ სტრესის შემდეგ, რომელიც გადაიტანეთ. ჩვენ უბრალოდ გვინდა გამოვიძიოთ ხართ თუ არა საფრთხეში თქვენ და თქვენი მეგობარი.
შევნიშნე როგორ გადახედეს ერთმანეთს გოგოებმა.
–არ ვართ ჩვენ საერთაშორისო საფრთხეში და ვფიქრობ, რომ არ არის ქალაქის პოლიციის შეყრა საჭირო.
–რა საოცრებაა! – წარმოთქვა გაოცებულმა დეტექტივმა, – თქვენ და დაზარალებულმა მოილაპარაკეთ, თუ რა ხდება? – გამეცინა.
–შეგიძლიათ დაგვდოთ ბრალი, მე არ მაქვს პრობლემა! ახლა კი დაზარალებულის მონახულება მინდა.
გრეისს გამოწოდებული ხალათი გამოვართვი და შემოვიცვი. თმები ჩამოვიშალე და პალატიდან კოლიდორში გავედი.
–საით? – ვიკითხე სასხვათაშორისოდ და დეტექტივს გავყევი, რომელიც უხმოდ მიაბიჯებდა და დროდადრო რაღაცას ლაპარაკობდა თავისთვის.
როგორც იქნა მივაღწიეთ იმ კარამდე, სადაც ჯოლოგუა იწვა და იმ ორი ნაბიჯის გადადგმამდე, რომლის წყალობითაც ჯოლოგუას პალატაში აღმოვჩნდებოდი, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და გაკვირვებულ დეტექტივთანაც ჰაერის უკმარისობა მოვიმიზეზე.
შევედით. ადამმა მზერა, რომელიც ფანჯრისკენ ჰქონდა მიპყრობილი, ჩვენსკენ მომართა. გაკვირვებული ჩანდა და რა გასაკვირია რატომ.
–თუ შეიძლება, მარტო მინდა საუბარი, – მივმართე დეტექტივს.
–არ შემიძლია! – განაცხადა სრული სერიოზულობით.
–მაშინ წავიდეთ, – ასევე სრული სერიოზულობით ვუთხარი მეც.
ამოიხვნეშა.
–მხოლოდ 5 წუთი გაქვთ! – თითის ქნევით გამაფრთხილა და პალატა დატოვა.
–რა გინდა აქ? – მომმართა განთავისუფლებულმა ჯოლოგუამ, – გინდა კიდევ მოვიდეს შენი რაინდი და ამჯერად ტვინი ფშუტ! გამასხმევინოს? – ცინიკურ ტონს არ იშორებდა ადამი.
–იცი რა? მე უნდა გკითხო რა გინდა აქ! – არ გავაჭიანურე.
გაიცინა.
–კითხე იმ შენ ნაბი***რს ვინ ცხოვრობდა ამ ქალაქში? კითხე?
–არ მითხრა, არ გამაცინო, – მეც შემეპარა სარკაზმი ხმაში და გაღიზიანებულმა მის თავთან ჩამოვდე ხელი და სახე ახლოს მივუტანე, – შენ იცოდი ჩემი შენს და ზოგადად, ყველას მიმართ დამოკიდებულება და ეს გამოიყენე, ნაბი**რო! რა უფლებით მიმართავ ლაზარესკენ მაგ სიტყვას? იცი? ადამიანები იცვლებიან და მადლობა უნდა მოგიხადო. იქნებ შენ რომ არა, ჩემს მიამიტობას ვემსხვერპლე კიდეც, მაგრამ რა ვუყო ლაზარეს? ლამის სისხლში ამოისვარა ხელები და შენ კიდევ მისი მისამართით სიტყვას გზავნი? შე არარაობავ! ნეტა შემეძლოს.. ნეტა შემეძლოს და ახლავე მოგკლავდი და დავასრულებდი! იცი რა ხარ? ჭიაყელა, მიწაში მცოცავი. ბრმა და დაუნახავი. მაშინ უნდა მოეკალი ამაღლობელს, რომ ახლა ეს არ მომხდარიყო. შენ ხომ იცი რა იქნება ლაზარე რომ ჩასვან? ხომ იცი? და მაინც დამიკიდე. კიდევ კარგი შენი სიყვარული არ ვიწამე თავის დროზე. ახლაღა ვხვდები რა გარეწარი ხარ. ზიზღით სავსე არც ერთ სიტვას არ დავინანებ შენთვის, მაგრამ სიტყვები ვერ გიშველის, ავადმყოფო!
–შენ რა, ტელევიზორს არ უყურებ? – მისმა ტონმა გამაღიზიანა და ბევრი არ მაკლდა რამე დამერტყა მისთვის და სამყაროდან გამეთიშა. – ახლა დეტექტივი შემოვა და რომ წახვალ, კითხე რა მოხდა ახალი, – თავის საზიზღარ კბილებს მიშლიდა.
დეტექტივი შემოვიდა.
–მინდა წავიდეთ, – ვუთხარი. დამყოლად დამიქნია თავი და ჯოლოგუას პალატიდან ისევ ჩემსაში დავბრუნდით.
დავჯექი თუ არა, მაშინვე მივახალე:
–რამე ახალია საქმესთან დაკავშირებით?
ელოდა ჩემს კითხვას, რადგან სახეზე წამიერმა კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა.
–კი, – თვალების სწრაფ ხამხამს მოჰყვა, – დანაშაული აღიარეს. და თანაც იმან, ვისაც ხელს აფარებდი. მაგრამ ნუ გაფითრდი, შენ ვინაიდან და რადგანაც თავად ხარ დაზარალებული, არ შეგეხება არაფერი, – თვალი ჩამიკრა.
–და მას? – ამოვიკვნესე და კედელს გავუშტერე თვალი.
–მას ბრალდებას წაუყენებენ და სასჯელს იმის მიხედვით გამოავლენენ, – ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, – რომ გამოჯანმრთელდები, ჩემი ბარათია მანდ, შეგიძლია დამიკავშირდე და მოინახულო ბატონი.
დიდი ხანი ვერ ვიაზრებდი მომხდარს და ბოლოს ექთანი გამოვიძახე.

ვიმედოვნებ საშინელი თავი არ იყო და ვისურვებ გააქტიურდეთ, თორემ ჩემმა მუზამ საშინლად მოიწყინა winked



№1 სტუმარი mariami

არაა ძალიაან კარგიააა არ მოიწყინო:დდ მაგაამმ ლაზარეე არ ჩასვაან რაა (( <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent