შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დრო არ მჭირდება.! [ნაწილი მეხუთე];


2-03-2015, 01:33
ავტორი მარო-ამი
ნანახია 7 502

ცოტნემ ნელ-ნელა მშვიდდებოდა, გზაში თაიგული და ტკბილეული იყიდა. თათა კი კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ ადამიანები დეტალებისაგან შევდგებით.
-თამოს ახალდაქორწინებული წყვილი ვგონივართ, რთული წარსულით. _ ჩაილაპარაკა თავისთვის.
-გასაგებია.
გზაში ერთი სიტყვაც აღარ უთქვამთ, მისულებს კი ისე მხიარულად დახვდნენ, თათას უნებურად გაუნათდა სახე. ცოტნე თბილად გადაეხვია თამოს, მერე კი მარტივად გააცნეს ერთმანეთი.
-მოკლედ. _ სასაცილოდ დაიწყო თამომ. -ჩემმა სიყვარულმა, ნაყიდი არაფერი გვინდა და ყველაფერი შენ გააკეთეო. პიცისთვის ცომიც კი არ მაყიდინა. აქედან გამომდინარე, ჯერ მზად არაფერი არ არის და ამისთვის ძალიან დიდი ბოდიში. თათა ხომ დამეხმარები? თქვენ კი შეგიძლიათ ცოტა ხანს რაიმე ფილმს, ან ფეხბურთს უყუროთ. _ ისე სასაცილოდ ჰკითხა, თათას გაეცინა.
-კი, რა თქმა უნდა.
-მაშინ ჩვენ გავალთ, ძალიან არ დააგვიანოთ. _ იცინოდა თომა.
-არის უფროსო! _ სასაცილოდ გაეჭიმა თამო და ცხვირზე აკოცა. თათა დადნა მათ დანახვაზე, ცოტნეს კი საოცრად დაეძაბა სახე.

***

-ეს ცომია, ვეცადე ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც დედაჩემმა მომწერა. კიდევ სალათი გავაკეთე და რაიმე მარტივი ნამცხვარი მინდა რომ გამოვაცხო, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. _ ბუზღუნებდა თამო.
-ბევრი არც მე არაფერი ვიცი, შეგვიძლია ჩიზ ქეიქი გავაკეთოთ, მარტივია და დიდი დროც არ უნდა..
-შენ იცი როგორ კეთდება? _ ჰკითხა თავლებგაბრწყინებულმა. -თომას ძალიან უყვარს.
-კი, ვიცი.
-მაშინ გავაკეთოთ, თუ არ გეზარება. ჟოლოთი რომ გავაკეთოთ, ხომ შეიძლება?
-კი, როგორ არა. უბრალოდ ახლა ვნახოთ თუ გვაქვს ყველაფერი რაც გვჭირდება.
-ჟოლო ნამდვილად არ გვაქვს..
აღმოჩნდა, რომ ჟოლოსთან ერთად ნაღები და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი აკლდათ.
-მართვის მოწმობა გაქვს? მე არ ამიღია ჯერ აქ და ისინი არ გაგვეგზავნებიან.
-კი, მაქვს.
-მაშინ წავიდეთ.

***

-უკვე ყველაფერი გამზადდა? _ დაეჭვებული სახით იკითხა თომამ მათ დანახვაზე.
-კი, საყვარელო. _ ენა გამოუყო თამომ. - თომა, თათა ჩიზ ქეიქს გამოაცხობს. მაგრამ მანქანა გვჭირდება, რომ რაღაცები ვიყიდოთ, თათას ჰქონია მართვის მოწმობა.
-რა რძალი მყოლია და არ ვიცოდი. გასაღები ჩვენს ოთახშია ტუმბოზე.
-გამომართვი. _ სანამ თომა წინადადებას დაამთავრებდა, ცოტნემ უკვე მიაწოდა მანქანის გასაღები.

***

როდესაც მართლა მთელი გულით აკეთებ რაიმეს, არ შეიძლება ცუდი გამოვიდეს. ბუნების კანონივითაა. ბიჭები მილიონჯერ შევიდნენ სამზარეულოში იმის გასარკვევად რას აკეთებდნენ ამდენ ხანს.
-ერთი წუთით არ დავმჯდარვართ, თითქმის მოვრჩით. _ ბუზღუნებდა თამო. თომა კი განსაკუთრებით იმას აპროტესტებდა, სუფრის ლამაზად გაწყობამდე რომ არ მიაკარეს არაფერს.
-საყვარელო, ღვინო გახსენი და დავსხდეთ. _ ისევ ცხვირზე აკოცა თომას.. ცოტნეს ისევ დაეძაბა სახე, ისევ მძიმედ შეხედა სახეაწითლებულ თათას.

***

ათიოდე წუთში ცოლ-ქმრის კომპლიმენტებისაგან სახეაწითლებული თათა თვალს არ აშორებდა ცოტნეს, რომელსაც არც არაფერი გაუსინჯავს და არც ხმა ამოუღია. უბრალოდ დივანზე იმდენად ახლოს იჯდა მასთან, რომ ბეჭებით მის გულისცემას გრძნობდა.. არც ჭამის სურვილი ჰქონდა და არც აქ ყოფნის, მაგრამ ზრდილობის გამო ერთი ნაჭერი პიცა აიღო.. პირველივე ლუკმამ კინაღამ დაახრჩო, იმის გაგონებაზე რომ ცოტნე მარხვაზე იყო.. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ თამომ დაიჯერა და გულწრფელადაც მხოლოდ ის შეწუხდა. აღარ იცოდა რა ექნა..
-თამო, ოთხშაბათს და პარასკევს ცოტნე მხოლოდ წყალზე და პურზეა ხოლმე. _ არ იცის როგორ გაბედა, მაგრამ ცოტნეს გამომეტყველება მხოლოდ ერთ რამეს ეუბნებოდა „გამოწვევა მიღებულია.. აუცილებლად ინანებ.“ თომამ კი ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გაცინებოდა.
ცოტნე იმ საღამოს ღვინის და ხილის გარეშეც დარჩა..
კარგა ხანს ითმინა, ბოლოს კი მეორე დღის საქმიანი შეხვედრისთვის მომზადება მოიმიზეზა და თათა თითქმის ძალით ააყენა დივნიდან.
-ხვალ ხომ შაბათია? _ გაიოცა თამომ.
-ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ორშაბათს ვერ დაველოდები, ამ დღეებში გნახავთ ისევ.
-ჭკვიანად იყავი. _ ჩუმად უთხრა თომამ დამშვიდობებისას.

***

თათა მანქანაში ჩაჯდომიდანვე ელოდებოდა მის ყვირილს.. ცოტნე ჩუმად იყო, სახლამდე სულ ცოტაღა იყო დარჩენილი მოულოდნელად რომ დაამუხრუჭა. თათა მანქანის კარს აეკრა. ეგონა ეჩვენებოდა მისი მშვიდი სახე და რაღაცნაირად აკიაფებული თვალები.. თითებით, საოცრად ნაზად შეეხო სახეზე.. როგორც კი იგრძნო, რომ ცოლზე საოცარი გავლენა ჰქონდა, უხეშად აკოცა.. კოცნიდა მთელი გრძნობით, მომთხოვნად, უხეშად.. უცებ კი ერთიანად გაცივდა.. სახე დამცინავმა ღიმილმა გაუნათა, ცრემლების დანახვამდე არ მოუშორებია ცოლისთვის მზერა.. სიამოვნებდა მისი გახშირებული სუნთქვის, სირცხვილისაგან გაწითლებული სახისა და ერთმანეთში ნერვიულად გადახლართული თითების ყურება. ცინიკურად ჩაიცინა, ერთი ხელით საჭე გაასწორა, მეორეთი კი მობილურს დაწვდა.
-როგორ ხარ? _ იკითხა, როგორც კი უპასუხეს საოცრად მხიარული ხმით. _ როგორც იქნა დავაღწიე თავი, ვიღაცას დავტოვებ და ათ წუთში ვიქნები... მართლა ათ წუთში და მთელი ღამით დავრჩები... წითელი რომაა, თითქმის გამჭვირვალე, მაქმანებით... სჯობს მაგითვე დამხვდე... _ თათას არ ესმოდა ვის ელაპარაკებოდა, ან რას ეუბნებოდნენ, მაგრამ ცოტნეს ლაპარაკიდანაც მარტივი იყო ყველაფრის გაგება.
-ცოტნე, მანქანა გააჩერე.
-რა?
-მანქანა გააჩერე, თვითონაც მივალ სახლამდე.
-შენ ხომ არ გააფრინე? _ დაიღრინა ცოტნემ. _ ეგღა მაკლია ჩემმა ცოლმა ამ შუა ღამისას მარტო იაროს.
-არა, უბრალოდ არ მინდა ჩემს გამო დააგვიანო.
ცოტნეს თვალების ატრიალება მეტი იყო, ვიდრე პასუხი. ხუთი წუთიც არ დასჭირვებიათ სახლამდე.
-დღეს არ მოვალ.
-ვიცი. _ უთხრა და მშვიდად მიუხურა მანქანის კარი.

***

ცოტნე სადისტურ კმაყოფილებას გრძნობდა.. საშინლად სიამოვნებდა მთელ ღამეს მის გამო ტირილში რომ გაათენებდა.. მის გამო თუ არა, საკუთარი შელახული თავმოყვარეობის გამო მაინც..
რამდენიმე წუთში კი მამისეული სახლის აივანზე, წელს ზევით შიშველი უკვე მესამე ღერ სიგარეტს ეწეოდა და თავის თავსაც არ უმხელდა, რომ ენერვიულებოდა.. თბილისის ჩახუთული ჰაერი, სუნთქვასაც შეუძლებელს ხდიდა.. თითქოს ქვეცნობიერი აიძულებდა მისი ფანჯრისთვის თვალი არ მოეშორებინა.. აიძულებდა, ვერაფრით დაეღწია თავი მისი სუნისგან.. ისევ ეგრძნო მისი გაუბედავი კოცნა.. მთრთოლვარე თითები ნაჭრილობევ ლოყაზე...
-რძალო, მთელი ღამე არ გძინებია? რამე ხდებოდა? არადა შენი ქმარი, დღესაც გამთენიისას მოვიდა.. _ თითქმის კარის გაღებისთანავე შეეჯახა ირიშკას.
-ბედნიერ დღეს გისურვებ. _ გაუღიმა და გვერდი აუარა. ირიშკა მისმა სიმშვიდემ და ღიმილმა გააღიზიანა. თათამ აუჩქარებლად გაიკეთა ყავა და ოთახში დაბრუნდა, ცოტნე უკვე მოსული დახვდა.
-შეგიძლია ყავა მეც გამიკეთო? _ მისალმების გარეშე უთხრა ქმარმა, რაღაც ძალიან არ მოეწონა მის ხმაში..
-კი. _ თავისი ყავა ტუმბოზე დადო და მაშინვე გაბრუნდა.
ირიშკა და ნიანუს ატირებული ლუკა ეჭირათ ხელში.
-ისედაც ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, ამ ბიძამისმაც ვერ გაიგო რომ არ უნდა მიეკაროს. _ თითქმის ყვიროდა ირიშკა. ყველაფერი ერთიანად ატკივდა, ეგონა რომ ჰაერი გაიშვიათდა.. რომ ფეხქვეშ მიწა გამოაცალეს.. ყავა ორ წუთში გაამზადა, მაგრამ ვერაფრით მიმხვდარიყო მისთვის რა ეთქვა.. ან რა არ ეთქვა თავი უკეთესად რომ ეგრძნო.. გული საშინლად უცემდა.. ოთახამდე ძლივს მიიტანა დაუქცევლად, შემდეგ კი უსიტყვოდ დადო ტუმბოზე, რომელზეც ცარიელი ჭიქა დახვდა..
-შენი ყავა დავლიე. _ ცოტნე საწოლზე იჯდა, წაშლილი სახით.. ერთი შეხედვაც საკმარისი იყო მიმხვდარიყავით, რომ ყველაფრით საშინლად იყო დაღლილი.. რომ ვეღარ უძლებდა..
„შენი მოსმული ყავა, ჩემს საყვარელ ყავაზე გემრიელია.“ _ ცოტნე ყოველთვის ამით იმართლებდა თავს, როდესაც მის ყავას სვამდა.. ეს კი თითქმის ყოველ დღე ხდებოდა.. თათას უნებურმა მოგონებებმა თვალები აუწყლიანა.. გაუნძრევლად იდგა კართან და არ იცოდა რა გაეკეთებინა.. როგორც კი მისკენ ნაბიჯის გადადგმა დააპირა, ცოტნე ოთახიდან გავიდა..

***

ცოტნე დაღამებამდე არ უნახავს.. გვიან მოსულიც უსიტყვოდ შევიდა აბაზანაში და მაშინვე დასაძინებლად დაწვა.
-ორ წუთში მოვრჩები და გამოვრთავ სინათლეს.
-არ მაწუხებს, თან ამ სახლში შენს გარდა წიგნით ხელში არავინ დამინახავს. _ უთხრა მშვიდად და ზურგი შეაქცია. თათას თვალები გაუფართოვდა, სულ სხვანაირ რეაქციას ელოდა.
-ცოტნე, შეიძლება რაღაც რომ გკითხო?
-მკითხე.
-სილაბუსზე ვმუშაობ და მინდა ორ თემაზე შენი სტატიები მივუთითო, შეიძლება?
-ჩემი სტატიები საიდან იცი?
-შენი ბიუროს გვერდიდან.
-ხოდა საჯაროდ იმიტომ გამოვაქვეყნე, რომ სურვილის შემთხვევაში გაეცნონ, რა სისულელეებს მეკითხები. ორი წუთი გავიდა! _ თათა მიხვდა, რომ კიდევ ერთი სიტყვაც და საშინლად აყვირდებოდა. მაშინვე გამორთო სინათლე და მაქსიმალურად ფრთხილად გაემზადა დასაძინებლად და გვერდით მიუწვა. უსიტყვო და დაურღვეველი შეთანხმება იყო ერთმანეთს არ შეხებოდნენ. თათას ერთდროულად ზიზღს გვრიდა მის გვერდით წოლა, წინა ღამის და კიდევ ბევრი წინა ღამის გამო.. და თან საშინლად უნდოდა უფლება ჰქონოდა შეხებოდა, მისკენ ზურგით მწოლიარე ქმარს.. ყოველი დღე უფრო და უფრო ურევდა ყველაფერს.. ვერც მას ეხმარებოდა და ვერც საკუთარ თავს.. პირიქით.. ყველაფერი უფრო გაუარესებულიყო..

***

მომდევნო რამდენიმე დღე თითქმის არ უნახავს. ცოტნემ მხოლოდ ის იცოდა როდის სად იყო მისი ცოლი, სხვ არაფერი აინტერესებდა. საშინლად უნდოდა ყველაფერი დაემთავრებინა, მაგრამ როგორც კი ახალ ცხოვრებაზე ფიქრს იწყებდა, გარშემო თითქმის აღარაფერი რჩებოდა.. იმდენი ვინმესგან და რამესგან უნდოდა გათავისუფლებულიყო.. თათასგან კი მაინც ვერაფრით დაეღწია თავი..

***

იმ კვირაში არც თათას საადვოკატო ბიუროს გახსნაზე მისულა.. არც მისი მეგობრების სანახავად.. არც მის პირველ პროცესზე.. უბრალოდ ბიუროს გახსნაზეც და პირველი პროცესის აღსანიშნავადაც ულამაზესი თაიგულები გაუგზავნა.. რა თქმა უნდა სხვების დასანახად.. მეგობრებთან რესტორანში სავახშმოდ მისულს კი, ანგარიშის მოთხოვნისას ყველაფერი უკვე გადახდილი დახვდათ.
-ბატონმა ცოტნემ ბედნიერი საღამო გისურვათ. _ ღიმილით უთხრა მიმტანმა და წითელი ვარდები გადასცა ანგარიშის მიტანის მაგივრად. თათამ იგრძნო, როგორ გადახედეს მეგობრებმა. აღფრთოვანებას არავინ მალავდა. სულ ცოტაც და ძალიანაც რომ მოენდომებინა, ანოსაც ვერ დააჯერებდა როგორ ჯოჯოხეთში უწევდა ცხოვრება.
-თათა, ხომ იცი, ამ კვირა ბექას დაბადების დღეა. ძალიან გაგვიხარდება ცოტნეც თუ წამოვა. _ უთხრა ანომ დამშვიდობებისას.
-მეც ძალიან მინდა ანო, თუ მოახერხებს აუცილებლად წამოვა. _ ზუსტად იცოდა, რომ დაბადების დღეზეც მარტო მოუწევდა მისვლა. უკვე იმაზე ნერვიულობდა ამ კვირას რაღა უნდა მოემიზეზებინა იმის ასახსნელად რომ ქმარი მასთან ერთად არსად ჩნდებოდა.
მისდა გასაოცრად ცოტნე სახლში დახვდა, გული კინაღამ გაუსკდა სინათლის ანთებისას სავარძელში მჯდომი რომ შენიშნა.
-არ მინდოდა შენი შეშინება.
-არაუშავს. არ მეგონა სახლში თუ დამხვდებოდი.
-ძაღლები უნდა გავასეირნო და გელოდებოდი.
-მე? _ მოუთმენლად წამოსცდა თათას.
-კი. გამოცვალე და წავიდეთ.
-ახლავე. _ ოდნავ გაეღიმა თათას. ცოტნე არასდროს აძლევდა თავს უფლებას მისი სილამაზე აღექვა. მაგრამ ახლა უნებურად გააყოლა თვალი. მთელი გააზრებული ცხოვრების მანძილზე ყველა ქალს მას ადარებდა.. ბოლო ხუთი წელი კი სულ იმას ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ნაკლი ეპოვა მასში. მაგრამ ცდილობდა.. ახლაც, კი, როდესაც თათას ცხოვრება მართლა ჰგავდა ქალურ ჯოჯოხეთს, ცოტნეს საშუალებას არ აძლევდა რაიმეზე ესაყვედურა.. როგორც არ უნდა ნდომებოდა, სადღაც ღრმად, ზუსტად იცოდა, რომ ის იყო მისი ერთადერთი სასურველი ქალი..
-მზად ვარ. _ მისმა მშვიდმა ხმამ გამოაცოცხლა.
-მაშინ წავედით, შენ დორი წამოიყვანე და გზაში სხვებსაც გაგაცნობ. _ ერთიანად შეათვალიერა ცოლი და საშინელი სურვილი გაუჩნდა კეფაზე მჭიდროდ დამაგრებული თმები ჩამოეშალა, მაგრამ სწრაფადვე მოაშორა მზერა.
-ცოტნე, გარეთ ცივა და მარტო ამ მაისურით მგონი შეგცივდება. _ მილიონჯერ გადაიფიქრა, ბოლოს კი მაინც უთხრა. ცოტნეს ოდნავ გაეღიმა, ცოტა ხანს მანაც იფიქრა და ბოლოს მაინც აიღო სპორტული თხელი ქურთუკი.
დორის გარდა კიდევ სამი ძაღლი ჰყავდა. დორი ყველაზე პატარა იყო, ცისფერთვალება ჰასკი, რუხი ბეწვით.
-ეს გრომია, ექვსი წლის კავკასიური ნაგაზი. ეს ანდო, ლაბრადორია ახლახანს ორის გახდა. ესეც არონი, ალაბაია და მალე ესეც ორის გახდება. აგრესიულები არ არიან, იმათ მიმართ ვისაც ჩემთან ერთად ხედავენ და თან გრძნობენ, რომ მათდამი აგრესიულად არაა განწყობილი. ამიტომ არ შეგეშინდეს. _ თათა თვალეს ვერ აშორებდა ცოტნეს, რომელიც საოცარი სიყვარულით ლაპარაკობდა ძაღლებზე. ვერც ის დაეჯერებინა, რომ მას ელაპარაკებოდა ასე მშვიდად.
-კარგი.
-საქმეები როგორ მიდის? _ ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
-კარგად, მადლობა. _ დაბნეულად ჩაილაპარაკა თათამ და კიდევ უფრო დაეჭვდა, რომ ან ეს ყველაფერი რეალურად არ ხდებოდა, ან ყველაფერი რეალური იყო და ცოტნე რაღაც საშინელებისთვის ამზადებდა. _ მადლობა თაიგულებისთვისაც. არ იყო საჭირო, დღეს მითუმეტეს. არ ხარ ვალდებული.
-შენ ხომ ხვდები ეს რისთვისაა საჭირო, ამიტომ სამადლობელი არაფერი გაქვს. _ ჩაილაპარაკა მკაცრად. მერე კიდევ რამდენიმე მეტრი გაიარეს და ცოტნემ მოულოდნელად დაიწყო. _ ვიცი რომ მამაჩემის საფლავზე ყოველ წელს აგზავნიდი ყვავილებს, მის დაბადების და გარდაცვალების დღეს. რისთვისაც არ უნდა გაგეკეთებინა ეს, ყოველთვის მინდოდა მადლობა მეთქვა. ერთადერთი ადამიანი ხარ ჩემს გარდა, რომელსაც ეს თარიღები შეხსენების გარეშე ახსოვს.
-ეს მართლა არაა სამადლობელი. _ ძლივს ამოთქვა თათამ და თვალების ცრემლებით აევსო. ცოტნე ოდნავ შეეხო მის ტუჩებს და მაშინვე ძაღლებს დაუბრუნდა.
-რატომ არავინ არ ყოფილა შენს ცხოვრებაში? _ მოულოდნელად ისევ რადიკალურად შეცვალა თემა.
-შენ რა იცი, რომ..
-თათა. _ გამოსცრა საოცარი სიმკაცრით.
-ვიცოდი, რომ არ მაპატიებდი..
-მე იმის დაჯერებასაც არ გაპატიებ, რაც დაიჯერე.. მაგრამ დაიჯერე. ესეც ხომ იცოდი?
-მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო.. ჩემს ადგილზე შენც დაუშვებდი..
-მე გადაუმოწმებლად არაფერს ვუშვებ.. არასდროს არაფერი მგონია. განსხვავებას ხედავ? _ ღრიალებდა ცოტნე.
-გთხოვ ნუ ყვირი.
-გრომი ავარიამდე ერთი წლით ადრე გვაჩუქა სახლის დაცვამ. ჩემთვის იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ შენც კი არ გახსოვს მაშინ ძაღლი რომ მყავდა.. არასდროს მიხსენებია.. უბრალოდ სარბენად რომ მივდიოდი მიმყავდა ხოლმე, მეცოდებოდა სულ შემოსაზღვრულ სივრცეში.. ავარიის შემდეგ კი ის ერთადერთი არსება იყო, რომელსაც არ უგრძნობინებია რომ შევიცვალე.. პირიქით, სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა სახლში რომ დავბრუნდი..
თათას მთელი სახე სველი ჰქონდა, პირზე აფარებული ხელითაც ვერ ფარავდა ტირილის ხმას. მალე ტირილი ნერვულ კანკალში გადაეზარდა, ცოტნეს სახე გაუფითრდა.
-რა გჭირს? თათა, რა გჭირს?
-კარგად ვარ. _ ცდილობდა როგორმე დამშვიდებულიყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, სანამ მისი ძლიერი მკლავები არ იგრძნო.
-უკეთ ხარ? _ ჰკითხა, როგორც კი იგრძნო რომ ცოტათი დამშვიდდა.
-კი.
-მაშინ დავბრუნდეთ. _ ცოტნე მის ყველა ნაბიჯს შიშით უყურებდა, როგორც იქნა სახლამდე მივიდნენ. თათა ელოდებოდა, როდის ეტყოდა რომ ამ ღამით სახლში არ იქნებოდა.
-დღეს..
-სახლში არ დარჩები.. _ უნებურად გააგრძელა ქმრის დაწყებული წინადადება.
-არ დავრჩებით. _ ძაღლებს შევიყვან და მე და შენ წავალთ.



№1 სტუმარი დიკო

ვერ ვხვდებიი ზუსტად რა მოხდა ადრე მაგრამ კი დავიღვარეე ცრემლაად.. ძააალიან საინტერესოააა , წყალივით იკითხებააა .. წარმატებებიიი :* )))))

 


№2 სტუმარი guli

საუკეთესო ხარ, ესე კარგად როგორ წერ, აგარ მალოდინო რაააააა

 


№3 სტუმარი თა თუ

! ყოველ ჯერზე მაკვირვებ და მანცვიფრებ სასიამოვნოდდ! ძალიან მაგარი გოგო ხარ მარიამმ და უზომოდ მიყვარხართ შენ და შენი ისტორიის გმირები... გულში ხართ! ჩემი ტკბილი გოგო ^_^ ♥♥♥♥♥

 


№4  offline წევრი Unnamed

Dzalian kargia momwons... Kargad wer! Mainteresebs ra moxda 5 wlis win :) da shentan erti txovna maqvs... Agar gvalodino raaa!

 


№5  offline წევრი londoner

დამეფიცება ერთადერთი მოთხრობა, რომლის ლოდინი არ მღლის, არ მაღიზიანებს... პირიქით ყოველ დღე ვამოწმებ შენს სიახლეებს აქ თუ ფბ-ზე და ყოველი ახალი თავის დანახვისას ტანში ჟრუალტელი მივლის. მართლა მთელი არსებით ვიწყებ ხოლმე წინასწარ მომზადებას, რომ ემოციებმა არ განადგუროს. რა უნდა გითხრა იმის მეტი, რომ საოცრება ხარ! შეუძლებელია ასე წერდე და ცუდი სულის ადამიანი იყო. სამაგალითო ხარ!!!

 


№6  offline წევრი Bero)))

londoner
დამეფიცება ერთადერთი მოთხრობა, რომლის ლოდინი არ მღლის, არ მაღიზიანებს... პირიქით ყოველ დღე ვამოწმებ შენს სიახლეებს აქ თუ ფბ-ზე და ყოველი ახალი თავის დანახვისას ტანში ჟრუალტელი მივლის. მართლა მთელი არსებით ვიწყებ ხოლმე წინასწარ მომზადებას, რომ ემოციებმა არ განადგუროს. რა უნდა გითხრა იმის მეტი, რომ საოცრება ხარ! შეუძლებელია ასე წერდე და ცუდი სულის ადამიანი იყო. სამაგალითო ხარ!!!


სრულიად გეთანხმები

 


№7  offline წევრი casas

ბავშვებო მაროამის რო ბლოგი ქონდა თავისი გაკეთებული და იიქ კიდევ მარიამი რომ წერდა თავის ისტორიეეებს ხო არ იციიით იმის ისტორიეებიი სადმე იდება ისეევ?? თუ იციით მიითხარით რაა.ან ადრე რომ ნესიე იყო,უბრალოდის კიდევ თუ ვინმეემ იცით დამეხმარეეეთ love

 


№8 სტუმარი abaaaa

casas
ბავშვებო მაროამის რო ბლოგი ქონდა თავისი გაკეთებული და იიქ კიდევ მარიამი რომ წერდა თავის ისტორიეეებს ხო არ იციიით იმის ისტორიეებიი სადმე იდება ისეევ?? თუ იციით მიითხარით რაა.ან ადრე რომ ნესიე იყო,უბრალოდის კიდევ თუ ვინმეემ იცით დამეხმარეეეთ love

http://mar2ami.wordpress.com/ ეს საიტია, ნესის მგონი არ აქ თავისი ფეიჯი

 


№9 სტუმარი tamo

Ai rogorc iqna es nanatri tavi, rogor velodi ^_^ <3 miuxedavad imisa ro sashinlad mtanjav lodinshi sheni dadebuli erti tavi sxva nebismieri avtorus 10 tavs mirchevni 100_jer

 


№10  offline წევრი Svvaaaniii

londoner
დამეფიცება ერთადერთი მოთხრობა, რომლის ლოდინი არ მღლის, არ მაღიზიანებს... პირიქით ყოველ დღე ვამოწმებ შენს სიახლეებს აქ თუ ფბ-ზე და ყოველი ახალი თავის დანახვისას ტანში ჟრუალტელი მივლის. მართლა მთელი არსებით ვიწყებ ხოლმე წინასწარ მომზადებას, რომ ემოციებმა არ განადგუროს. რა უნდა გითხრა იმის მეტი, რომ საოცრება ხარ! შეუძლებელია ასე წერდე და ცუდი სულის ადამიანი იყო. სამაგალითო ხარ!!!

სრულიად გეთანხმები, ზუსტად ჩემი სათქმელი თქვი!
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№11  offline წევრი MariBal

ერთადერთი უკონკურენტო მწერალი საიტზე შენ ხარ. საუკეთესო ხარ,საუკეთესო! შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ საერთოდ აღარ მინდა სხვისი ისტორიები გავხსნა,ვეღარც ვხსნი ამ ბოლოს. ამ დღეებში წავიკითხე შენი 3-4 ისტორია და თავისუფლად შემიძლია ვთქვა,რომ შენზე მაგრად გრძნობებს ვერავინ ვერ გადმოსცემს. უშეცდომო მწერალი ხარ. ჩამოყალიბებულიდა სერიოზული.
ეს მოთხრობა მომწონს ძალიან, მიუხედავად იმისა რომ ჯერ არც ვიცით მკითხველებმა რა მოხდა, ან რა მოხდება, მაინც საუკეთესოა. არ მაქვს პრეტენზია,რომ მალე დადო. რადგან წელიწადში ერთჯერ რომ დადო,მაინც სიხარულით და უპრეტენზიოდ დაველოდები.
ხო და კიდევ მიხარია,რომ მაქვს იმის ბედნიერება წავიკითხო შენი რამდენიმე ისტორია,რომელიც წაუკითხავი დამრჩა.მიყვარხარ მე შენ,მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობ.

 


№12 სტუმარი სტუმარი ნელი

ეს გოგო ცოცხალია? რა მოხდა ასეთ ადგილზე რომ მიატოვა.რაღაც უბედურება შეემთხვა?.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent