შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიატრი-ფსიქოლოგი (თავი3)


4-03-2015, 21:15
ავტორი Gossipy girl
ნანახია 2 818

–პირველ რიგში კენტი უნდა მოიცილო თავიდან!
–კენტი რაშუაშია?
–კენტს ეწეოდა ტატიანაც!შენც ამიტომ დაიწყე კენტის მოწევა შენს გონებაში კენტიც კი ტატისთან ასოცირდება ამიტომ..!აუცივლებელიც კი არის რომ ეს მოიშორო და სხვა ნებისმიერი აიღო სასურველია არ აიღო!
–თუ რეაბილიტაციას გავდივართ მაშინ არ გვინდა არც კენტი ..მაგრამ აგარაკი?
–მაგასაც ეშველება..
–გასაღები ვინ მოგცა?
–ნიაკომ..
–იცნობთ ერთმანეთს?
–თუ გავითვალისწინებ რომ ჩემი დის კურსელია და ჩემთან ხშირად დადის კი ვიცნობთ ..
–რაღაც გაქვს ელენე... აი რაღაც რაც სხვებს არ აქვს..
–ჰოო? რა მაქვს ეგეთი?
–ყველაფერი იცი ... ყველაფერი გაგეგება.. წინასწარ იცი რა მოხდება.. მემგონი ისიც წინასწარ იცი მე რას გავაკეთებ და რას არა.. დავიჯერო ყველა პაციენტთან ასეთი ურთიერთობა გაქვს?
–ყველასთან არა.. შენ გარკვეული პრივილეგია გაქვს ..
–ნიაკოს ძმა რომ ვარ მაგიტო?...
–არ ვიცი ... შეიძლება ..თუმცა მეეჭვება ეგ მიზეზი იყოს მარტო..–სიგარეტი ამოიღო ვინსტონი იყო ლურჯი...მოაჯირს მიეყრდნო და გემრიელად გააბოლა .. გუგა დაიბნა .. სად წასულიყო არ იცოდა.. ზუსტად იქ იდგა .. და ზუსტად ისე როგორც ტატიანა წლების წინ.. კენტის მაგივრად ვინსტონი იყო .. აი რა ცვლიდა იმ სიტუაციას ამ სიტუაციისგან..
–იცი? ზუსტად იქ დგეხარ სადაც ის იდგა.. ზუსტად ისე..
– დაივიწყე ტატიანა.. ის შენი ცხოვრების ვეტოდადებულ თემად აღიქვი..
–არ არის იოლი..
–მაგრამ შეგიძლია ეს გააკეთო გუგა..
–დავლიოთ?...
–დავლიოთ...
ერთ ჭიქას მეორე მიჰყვა..მეორეს მესამე.. მესამეს მეოთხე და ასე მანამ სანამ სასმელი ბოლომდე არ დამთავრდა..
–ელენე გყვარებია?
–მყვარებია...
–მომიყევი..გავცვალოთ როლები..–თბილად ჩაეღიმა.
–17წლის ვიყავი ..სანდრო ერქვა..ის 19ის იყო..მიყვარდა ..ბავშური სიყვარულით უზომოდ მიყვარდა..ჭკუიდან გადავდიოდი როცა ვხედავდი და ის ჩემთან არ მოდიოდა..საერთოდ ძალიან მომთხოვნი ვარ... მერე ისე მოხდა რომ ერთად ვიყავით.. ჩემი ცხოვრების სასწაული ხარო ესე მეუბნებოდა.. ორი წელიწადი ერთად ვიყავით... ზუსტად ორი წლის თავზე .. ჩემთვის საჩუქარი უნდა მოეცა.. დიდი ფუმფულა დათუნია..უნდა მოეცა.. ჩემთან მოდიოდა სახლში.. ის სახლი ვარანცოვზე იყო.. გადმოსასვლელთან იდგა შემთხვევით უკან მიიხედა.. საბედისწერო აღმოჩნდა.. უკან მიხედვაც და ფუმფულა დათუნიაც..დიდი ტრაილერი მოდიოდა და.. –ელენეს ცრემლები გადმოსვივდა...
–ტრაილერმა გაიტანა?
–ჰო.. ვერ გადაარჩინეს..გუგა ვუყურებდი როგორ აქნევდნენ თავს ექიმები და ტყუილ უბრალოდ ვურტყამდი ხელებს მის საწოლს.. სულ ტყუილად ვკიოდი .. არ ესმოდა უკვე ჩემი .. სანდრო რომ გავიცანი დეპრესია ჰქონდა.. არ ვიცი როგორ მოვახერხე .. მაგრამ მასთან ერთად დავძლიე დეპრესია.. ამის შემდეგ გადავწყვიტე რომ აუცივლებლად ფსიქიატრი ..ფსიქოლოგი უნდა გამოვსულიყავი..ვარანცვზე სახლი გავყიდე...
–მაგათ შორის რამე განსხვავებაა?
–ჰაჰ.. არის კი ... თუმცა ასე გამოდის რომ მე ორივე ვარ.!
–ლამაზი ხარ როცა ტირი...
–ჰოო?
–ჰო ძალიან... სასწაული სანახაობაა მთვარის შუქზე შენ შენი მწვანე თვალები და ცრემლები..
–მადლობა..
–სხა დროს .. სხვა ადგილას და სხვა ვითარებაში რომ გამეცნე..
–დამიჯერე არაფერი მოხდებოდა..
–რატომ?
–შენ სხვა დროს უფრო გეყვარებოდა ტატიანა.. ადგილის მიუხედავად შენს გულში ტატიანა იქნებოდა ნომერ პირველი .. ვითარების არსებობასაც არსებითი მნიშნველობა არ ექნებოდა..შენ შენი ტკივილი გაქვს მე ჩემი..
–შენი თეორიიდან გამომდინარე სწორი დრო შეურჩევია ბედის მწერალს..
–რისთვის გუგა?..
–რისთვის არა ვისთვის..
–ჰო ვისთვის?
–ჩვენთვის ელენე..
–არ მინდა ჩემი შენდამი განწყობა სხვანაირად მიიღო .. უნდა იცოდე რომ მეგობრულად ვარ შენდამი განწყობილი..
–გულწრფელად მითხარი შენი სიტყვების გჯერა?
–არა..!
–არაუშავს პატარავ.. არც მე მჯერა..
–და მაინც არ გეჩვენება რომ მთვრალებთან შედარებით ზედმეტად ჭკვიანურად ვლაპარაკობთ?–გაეცინა ელენეს.
–ჩვენ ხომ განსხვავებულები ვართ! მაგაშიც ვიყოთ..!
ელენემ ფეხები მეორე სკამზე ასწია ..და პლედი გადაიფარა.. თავი უკან გადასწია და მთვარეს მიაშტერდა..
–ლამაზია ..
–შენსავით..
–ჩემზე ლამაზია..
–შენზე ლამაზი არაფერია..
–ეგრეც არ არი..
–არის .!
–რა გავაკეთო ის რომ დაგავიწყო?
–შენ ვერაფერს იზამ.. ყველაფერი თავისით მოვა..
–კარგი..
გუგამ ათავალიერა ელენე.. და მზერა მის ყელთან შეაჩერა.. ლავიწის ძვალი ისე გამოკვეთილად ეტყობოდა.. განსაკუთრებულად... მითუმეტეს რომ თავი უკან ჰქონდა გადაწეული.. საშინლად მოუნდა რომ ეკოცნა...იცოდა არ იყო ეს საუკეთესო იმ საქციელებს შორის რაც ახლა უნდა ექნა მაგრამ.. ადამიანები ხანდახან განზრახ ჩადიან ისეთ შეცდომებს რაც იციან რომ შეცდომაა თუმცა რომ არ გააკეთონ...მოკვდებიან!
და საერთოდ ვინ თქვა რომ ერთი ნახვით სიყვარული არ არსებობს?! სულელმა ვიღაცამ.!
–მიმდინარე მოვლენებს რატომ აჩქარებ გუგა?
–ნელა მიდის და ეს სინელე ჭკუიდან მშლის..
–ნასვამი ხარ ყველაფერი ამის ბრალია დამიჯერე ხვალ დილით .. ისევ ტატიანა .. ისევ ის გეყვარება ისევ ის მოგინდება.. ისევ მისი ტუჩები და არა ჩემი! ისევ მისი თმის სურნელი და არა ჩემი.. და საბოლოოდ აზრი ამაში მხოლოდ ის არის რომ ახლა ვნებას არ უნდა აყვე..
–ელენე! შენ მითხარი რომ დამეხმარებოდი მის დავიწყებაში!
–დიახ გითხარი! მაგრამ ასეთი ხერხებით დავიწყება არ მიგულისხმია ..! შენ არ თქვი ყველაფერს დრო მოიტანსო?ჰოდა აცადე დროს მოიტანოს..თავისი სათქმელი მანაც თქვას!
–კარგი როგორც გინდა... იმ ოთახში დაიძინე..)
–გუგა..!
–ჰო..
–ძილინებისა..
–ტკბილიძილი.. ელენიკო..
იმ ღამით მთვარე ელენეს სიყვარულს და გუგას ვნებას ვერ იტევდა..
მაინც ვერ იჯერებდა დოლიძე როგორ შეიძლება რომ ქალს ასე შეუყვარდეს.. და დღევანდელი ახალგაზრდობიდან გამომდინარე არ შერცხვეს მისი გამოაშკარავება.. მერედა როგორ! სასწაული არის მისთვის ელენე..! ციდან მოვლენილი სასწაული..!მისი თავი ყომარში კი არ მოიგია,ღმერთმა გამოუგზავნა...
საერთოდ იმისთვის კარგავენ რომ იპოვონ და რაიცის იქნებ ტატიანა ბედმა მისთვის იმიტომ არ გაიმეტა.. რომ გუგასთვის ელენეს ინახავდა.. არავინ იცის.. მხოლოდ ღმერთმა!
გუგასთვის ელენე შანსი იყო.. ყველაფერი ძველი ჯანდაბაში გაეშვა და თვითონ ხელგაშლილი შეხვედროდა ახალს..! მაინც რა საოცარია განგება...
დილით მუსიკის ხმამ გააღვიძა დოლიძე...
ელენე იყო სამზარეულოში ჭურჭლებს რეცხავდა და თან მღეროდა..
–დილას სულ ასეთ კარგ ხასიათზე ხარ?
–ჰაჰ! დილას გააჩნია..!
–ამის შემდეგ სად მივდივართ ქალბატონო ელენე?
–სადაც!
–ინტრიგანი ხარ რა!
–ჰაჰაჰ მართლა გუგა? ახლა გაიგე შენ ეგ ამბავი?
–თუ გავითვალისწინებთ ვადას რამდენი ხანია რაც გიცნობ ხო ეხლა გავიგე და დავასკვენი!ჩაი გვაქ?
–გვაქვს !

კარგით შეაფასეთ რა!თქვენი თითოეული კომენატრი სტიმულს მმატებს ! გთხოვთ არ დაიზააროთ შეფასება !თქვენი ჭორიკანა ლიზა კანდელაკი!



№1  offline წევრი Elle025

სასწაული ისტორიაა...უმაგრესი გოგო ხარ ლიზა შენ!!! ♥ ველოდები მოუთმენლად მომავალ თავს ♥

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Elle025
სასწაული ისტორიაა...უმაგრესი გოგო ხარ ლიზა შენ!!! ♥ ველოდები მოუთმენლად მომავალ თავს ♥


მადლობა ჩემო კარგო <3

 


№3  offline მოდერი mariiiiii

ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები ჯერ აქედან დავიწყებ. მივიდა, ესაუბრა, შეუყვარდა. ექიმი იმისაა რომ იყოს ექიმი და არა პაციენტს ეკურკუროს, ვთქვათ დროთაგანმავლობაში რამე მომხდარიყო, მაგრამ არა ასე მალე. ესეც თუ სიყვარულია რავიცი, ეგრევე მიადგა ამ ელენეს, ყალბია, მისი ცრემლების მიუხედავად. სიტყვის სწორი ფორმით წერას მიაქციე ყურადგება, მრავლად ვნახეე. ეს გუგა კიდე კაცია თუ ქალი ყოველწუთს რომ აღვარღვარებს ცრემლებს!!! მოკლედ ცოტა უფრო მეტად ბიჭის ენით წერეე, წარმატებები. )))*

 


№4  offline წევრი xatiaa

Mეც ვეთანხმები წინა კომენტარს ცოტა უფრო ნელა უნდა განვითარდეს მოვლენები და უფრო საინტერესო გახდება ისე ძალიან კარგია და გუგა მოიყვანე მამაკაცურ ჯნზე მერე რა რო დიდი ტკივილი გადაიტანა მაინც ძლიერი უნდა იყოს...ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად<33

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

აუ კარგიაა...
სათაურმა დამაინტრიგა რასაც ქვია.
მოკლედ ძალიან პატარაა და უკმარისობა დამიტოვა ძალიან დიდი.
ველი შემდეგ დიდ თავს..

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს ორი ერთმანეთის წამალია ...
სიცოცხლის ელექ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent