შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დრო არ მჭირდება.! [ნაწილი მეექვსე];


7-03-2015, 02:28
ავტორი მარო-ამი
ნანახია 6 678

წარბები ოდნავ შეეჭმუხნა, ვერაფრით ხვდებოდა რას უპირებდა ცოტნე, კითხვასაც ვერ ბედავდა..
-წავედით. _ თათა აუჩქარებლად ჩაჯდა მანქანაში და ქმრისკენ გააპარა ანერვიულებული მზერა. ის არ შერხეულა, რამდენიმე წუთში მაღაზიასთან გააჩერა მანქანა.
-გადმოდი. _ თათა მორჩილად მიჰყვა. _ მოკლედ ავიღოთ ყველაფერი რაც ჩიზ ქეიქს სჭირდება.
-რა?
-რა და მინდა რომ მალინის ჩიზ ქეიქი გამომიცხო. _ ახლა მართლა ვეღარაფერს ხვდებოდა, ისე იყო აფორიაქებული მილიონჯერ გადაამოწმა ინგრედიენტები არაფერი გამომრჩესო. თან იმაზე ფიქრობდა სახლში თუ არ რჩებოდნენ აბა სად უნდა გამოეცხო ჩიზ ქეიქი. ისევ არაფერი უკითხავს, სანამ ცოტნეს მამის სახლთან არ აღმოჩნდნენ. ეს სახლი დედამიწაზე ყველაზე გამორჩეული ადგილი იყო მისთვის. ცოტნე მხიარულად მიესალმა დაცვის ბიჭებს და თათას ანიშნა შესულიყო. ყველაფერი ზუსტად ისევე იყო, როგორც წლების წინ. სახლს ეტყობოდა, რომ დაკეტილი არ იყო და ცოტნე ხშირად მოდიოდა აქ.
-სამზარეულო აქეთაა.. _ ხელით ანიშნა ცოლს.
-მახსოვს.. _ თითქოს არ გაუგონია ისე აუყვა კიბეებს. თათა ისე დაბოდიალობდა სამზარეულოში, თითქოს პირველად აცხობდა ნამცხვარს. ის იყო ცომს თავი მოაბა და გული გაკეთებას შეუდგა, ცოტნე რომ შევიდა.. მშვიდად მიუჯდა მაგიდას და ყურება დაუწყო. საშინლად აბნევდა ცოლს და ეს სიამოვნებდა. რაღაც უჩვეულო ხასიათზე იყო, უნდოდა საკუთარი თავისთვის მიჯნების დარღვევის, ბედნიერების უფლება მიეცა..
-გინდა რამეში დაგეხმარო? _ ჰკითხა ცოტათი დამთბარი, მაგრამ მაინც მკაცრი ხმით.
-არა.. არა რაში უნდა დამეხმარო.. თითქმის მოვრჩი, მალინის გარჩევაღა დამრჩა. _ წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, ცოტნე კი უკვე მის უკან იდგა, მკლავებს შორის მოექცია ცოლი და მასავით მალინის გარჩევა დაეწყო.. ცოტნეს არაფერი ეტყობოდა, მას კი სული ეხუთებოდა.. მალინას სულ ვეღარ ხედავდა..
-გთხოვ გამიშვი.. _ აკანკალებულმა ახედა ქმარს, რომელიც შესაძლებელზე ახლოს იყო.. ცოტნემ რამდენიმე წამს უყურა საკუთარ გამოსახულებას ცოლის ცრემლებით სავსე თვალებში და უხეშად აკოცა.. ისე, როგორც ჩვეოდა.. სულ ასეთი იყო, თითქოს ჰაერს არ გიტოვებდა და ამ დროს თვითონაც წყვეტდა სუნთქვას.. რაღაცას უნდა მიყრდნობოდი, ან საოცარი ძალისხმევა გამოგეჩინა მისი კოცნისთვის რომ გაგეძლო.. -ცოტნე.. _ ძლივს ამოთქვა თათამ.
-დღეს მე და შენ არაფერზე არ ვფიქრობთ. _ უთხრა საოცრად მოწყენილი ხმით..
უტვინო არასდროს ყოფილა, არასდროს მიუცია საკუთარი თავისთვის დაუფიქრებლად მოქცევის უფლება.. ახლა კი.. ახლა მზად იყო არაფერზე ეფიქრა, ისე უნდოდა ცოტნეს სიმშვიდის სუნი ჰქონოდა.. რამდენიმე წამით მაინც ჰქონოდა ისევ ის ძველი განცდა, როდესაც ერთმანეთის სიყვარულის სჯეროდათ.. თან ამ სახლში, მათი მომავლის სახლში.. მათ სახლში..
ცოტნეს ძლიერად ეჭირა მისი ხელი ხელში და ცერა თითით მის თითებს ეფერებოდა.. მის საძინებელშიც ყველაფერი ძველებურად იყო.. გული ისე უცემდა ეგონა ამ ყველაფერს ერთად ვერ გაუძლებდა, ცოტნესაც ზუსტად იგივე გამომეტყველება ჰქონდა.. როგორც არ უნდა სდომოდა ახლა ვერაფრით იქნებოდა უემოციო.. ვერაფრით დამალავდა, რომ დედამიწაზე ყველაზე მეტად უყვარდა.. ყველაზე მეტად უნდოდა შეხებოდა..
მძიმედ გადადგა ორი ნაბიჯი და ზუსტად მის წინ აღმოჩნდა.. ფრთხილად გადაუსვა თავზე ხელი და მისი სახე ხელებში მოიქცია..
-ზეგ დილამდე აქ დავრჩებით.. _ ცოტნეს ხმა მკაცრი იყო, მაგრამ ისევ ძალიან მოწყენილი.. რამდენიმე წამი თვალის მოუშორებლად უყურა მის თვალებს, მიხვდა, რომ თათა არ აპირებდა წინააღმდეგობა გაეწია.. ფრთხილად გახადა სპორტული ქურთუკი.. მზერა ისევ არ მოუშორებია.. ფრთხილად აკოცა ყურზე და ზუსტად ისე ჩაეხუტა, როგორც პირველ ღამეს.. მერე მისთვის უჩვეულოდ ნაზად შეეხო მის ტუჩებს.. ფრთხილად მოაშორებინა ცოლს მაისურის ქვეშ შეცურებული ხელები..
-ვერ გავიხდი.. _ ჩასჩურჩულა ხრინწიანი ხმით და მსუბუქად დააწვინა საწოლზე.
თათას ახსოვდა რომ ის ღალატობდა.. ცოტნემაც იცოდა, რომ მისი სიყვარულის გამო ამასაც კი გადააბიჯა მისმა ცოლმა.. უნდოდა, მაგრამ არაფრის თქმა შეეძლო..
ეს ყველაფერი იმდენად ჰგავდა მათ ყველაზე დიდ, ახდენილ ოცნებას, რომ არ შეეძლოთ იმაზე ფიქრი, რაც ამ სახლის მიღმა დატოვეს.. სიამოვნებდა ქმრის მჭიდროდ შემოჭდობილი ხელები შიშველ სხეულზე.. მისი აფორიაქებული სუნთქვა.. და მისი თვალები.. მისი მზრუნველი, სიცივეს ვერ ამოფარებული თვალები..
***

-რას აკეთებ? _ თათა შეკრთა მისი ხმის გაგონებაზე.. ჯერ ისევ ღამე იყო და ეგონა ეძინა..
-ვიფიქრე ჩიზ ქეიქს დავამთავრებ, დილით დახვდება-მეთქი.. ცივი ბევრად უფრო გემრიელია.. _ ისეთი ხმით ლაპარაკობდა, თითქოს თავს იმართლებდა..
-ვიფიქრე რომ წახვედი..
-წასვლა არ მინდა..
-მოხვალ ჩემთან?
თათა აუჩქარებლად მიუახლოვდა.. ის მშვიდი სახით იჯდა, მანამ სანამ მის თმებს შეეხებოდა.. ერთიანად შეკრთა.. მერე ისევ დამშვიდდა, ცოლი კალთაში ჩაიჯინა და ძლიერად მიიკრა გულზე..
-ძალიან მაგარი გოგო ხარ, თომამ მომიყვა შენი პირველი პროცესის შესახებ..
-მე ყოველთვის ვცდილობდი შენთვის მომებაძა..
-მე სამაგალითოდ არ გამოგადგები.. არც ისე მაგარი ვარ..
-შენ ძალიან მაგარი ხარ, მაგრამ თომამ მითხრა რომ შესაძლებლობების ნახევარსაც არ იყენებ.. რომ არასდროს გამოდიხარ პროცესებზე, რომ..
-მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.. _ შეაწყვეტინა ცოტნემ.
-არჩევანი არ გაგიკეთებია, უბრალოდ დანებდი.. შეეგუე..
-ბრძოლას მიზანი სჭირდება..
-ხომ შეიძლებოდა შენი მიზანი ჩემზე შურისძიება ყოფილიყო.. ყოფილიყავი ყველაზე კარგად ჩემს ჯიბრზე..
-თათა, შენ იცი, რომ ვერ ვიქნები ყველაზე კარგად შენს გარეშე.. მე კიდევ ის ვიცი, რომ ჩემი ყველაზე კარგად ყოფნა შენ ტკივილს კი არა, ბედნიერებას მოგიტანს.. _ თათა აკანკალებული ხელებით შეეხო მის სახეს, ცოტნეს მთელი სხეული დაეძაბა, შრამებზე შეხებისას. ხვდებოდა რომ ტკივილს აყენებდა..
-რატომ ვერ იჯერებ, რომ ამათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ? _ ნაზად გადაუსვა ხელი ლოყაზე.
-გთხოვ არ გვინდა დღეს ამაზე, მინდა ეს ორი დღე ჩვეულებრივი წყვილივით ვიცხოვროთ.
-ოდესმე ხომ უნდა ვილაპარაკოთ.
-დღეს არა.. ახლა წავედით, თორემ თითქმის გათენდა. დილით ცივი დაგვხვდება.
***
ცივი ჩიზ ქეიქი გემრიელი იყო.. ჩიზ ქეიქამდე მისასვლელი გზა კი რთული.. ცოტნეს ძალიან არ უნდოდა საწოლიდან ადგომა და არც თათას აძლევდა ადგომის უფლებას.. ფიქრობდა, როგორი რთული იქნებოდა უკვე ხვალ.. როდესაც სახლსაც დაუბრუნდებოდა და შურისძიების დასახულ გეგმასაც..
-დიტო და ნინო როგორ არიან? სულ მინდოდა მეკითხა და ვერ მოვახერხე. _ თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა ცოტნემ, როგორც კი ნამცხვრის ქებას მორჩა.
-კარგად არიან, იქ საქმეები ნორმალურად აქვთ და ძალიან შეეჩვიენ ამერიკას. სულ გკითხულობენ, მამა ამ პერიოდშიც სულ კითხულობდა ხოლმე შენს ამბებს.
-ვიცი..
-ძალიან ნანობს.. _ ცოტნეს ერთიანად ყველა ძარღვი დაემჩნა სხეულზე.. თათა მიხვდა რომ ამაზე უნდა გაჩუმებულიყო.. მამაისის გახსენებაზე, ცოტნეს მამის საათი გაახსენდა.. თბილისში ჩამოსულს ერთი სული ჰქონდა მისთვის მიეცა, მერე ქორწილის დღისთვის გადადო.. მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, რომ საერთოდ აღარ გახსენებია ეს საათი.. _ცოტნე, მამამ ცოტა ხნის წინ მამაშენის ნაქონი საათი მომცა.. თურმე წლებია ინახავს.. მინდოდა ქორწილის დღეს მეჩუქებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე.. ვერც მერე და სულ გადამავიწყდა.. _ თათა საშინლად ანერვიულდა, გაბრაზდა ასეთი მნიშვნელოვანი რამ რომ დაავიწყდა.. ცოტნეს კი ერთიანად აენთო თვალები..
-სად გაქვს?
-ჩემს სახლში, ახლავე გადმოვიტან.. ჩვეულებრივად მუშაობს. _ გაღიმებული წამოხტა სკამიდან. თათა თითქმის მირბოდა, სწრაფად მიესალმა დაცვას და სახლის გასაღები გამორთვა.. ეზოსი შესულ ცოტნეს, თათა უკვე საათით ხელში დახვდა. -მამას არასდროს ჰკეთებია, სულ ეშინოდა არ გაფუჭებოდა.. _ ცოტნეს ისეთი სახე ჰქონდა, თათა გული შეეკუმშა.. მერე ფრთხილად აკოცა საათს და მაშინვე გაიკეთა.. მიუხედავად იმისა, რომ საათი სულაც არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სტილი მოთხოვნებს, ცოტნე მარტივად შეელია თავის Rolex-ს..
-ძალიან დიდი მადლობა. _ მძიმედ მიუახლოვდა თათას და მთელი ძალით მიიკრა სხეულზე. დაძაბულ სხეულზე ეტყობოდა, რომ ძლივს იკავებდა თავს არ ეტირა.. ცოტნეს აგიჟებდა, მისი მუდმივი ზრუნვა. ახლაც თითქოს მისი სუნთქვის რიტმით სუნთქავდა, არ წუწუნებდა რომ გაიჭყლიტა, რომ ჰაერი არ ყოფნის.. რომ ნაგავია მისი ქმარი, რომლის გამოც ხვალ დილით კიდევ უფრო უნდა ეტკინოს.. საშინელებაა, როდესაც მთელი სიმძაფრით იაზრებ როგორაა ყველაფერი და როგორ შეიძლება ყოფილიყო.. ნაზად დაუკოცნა თვალები, მერე ცოტა ხანი მის ცხვირს მიადო ცხვირი და შეეცადა მშვიდად ესუნთქა.. არ ელოდა, რომ თათა აკოცებდა, გული აუჩქარდა და მაშინვე აჰყვა ცოლს.. მაშინვე დაეპატრონა მთელ მის ჰაერს.. მარტივად გახადა ზედა და გაშლილი მტევნები ბეჭებზე ჩამოუსვა.. თათას აღარ უცდია მისთვის მაისურის გახდა.. პატარა ბავშვივით ჩაბღაუჭებოდა მკერდთან მის მაისურს და ფეხისწვერებზე მდგარი ცდილობდა მისი კოცნაც ისეთივე მაგარი ყოფილიყო, როგორც ცოტნესი, რომელსაც მალევე გაახსენდა რომ ის ფეხის წვერებზე იდგა.. მსუბუქად აიყვანა ხელში, თათამაც მჭიდროდ შემოაჭდო ფეხები მის სხეულს.. ცოტნეს ჩაეღიმა, მისი სიწითლეშეპარული სახე რომ შენიშნა.. მშვიდად ჩამოჯდა საწოლზე, ფრთხილად მოშორდა მის ტუჩებს და მაისური გაიხადა..
თათა მიხვდა, რომ ეს ცოტნეს შესაძლებლობებს აღემატებოდა.. სახე საოცრად დაძაბვოდა, სუნთქვა გახშირებოდა.. თათას სხეული გაეყინა მის თვალებში შიშის დანახვაზე.. თვითონაც არასდროს შეშინებია ისე, რომ რაიმე არასწორად არ გაეკეთებინა.. ცოტნეს რაიმე ისე არ მიეღო, როგორც არ უნდა მიეღო.. კოცნიდა მასავით ძლიერად, მთელი გრძნობით.. გრძნობით, რომელიც საკუთარ განსაკუთრებულობას გაჯერებს.. მერე ფრთხილად ჩამოუსვა ხელები მის ბეჭებს.. იგრძნო როგორ გაეჩხირა ყელში ბურთი, როგორ შეზიზღდა პატივმოყვარეობას ვერმორეული საკუთარი თავი.. იგრძნო როგორ გაუთელავს ხუთი წლის წინ საკუთარი პრინციპები, შეხედულებები.. როგორ გაუნადგურებია ყველაფერი რაც მისთვის წმინდა იყო.. წინა ღამით კი იმაზე ფიქრობდა, რომ ქმართან დაწოლით საკუთარ ღირსებას გადააბიჯა, მოღალატე ქმართან.. იგრძნო რომ საერთოდ არაფერს ნიშნავდა, მას რომ მის გარდა არავისთან გაუყვია სარეცელი.. არაფერს ნიშნავდა აჯობო საკუთარ მოთხოვნილებებს, როდესაც შეგიძლია იმას უღალატო, ვინც შენს არსებობას ამართლებს.. უღალატო ყველაზე მნიშვნელოვან დროს.. კანკალმა და სიცივემ აიტანა.. საკუთარი თავის ზიზღმა.. მაგრამ იცოდა, რომ ახლა აღარ ჰქონდა ყველაფრის გაფუჭების უფლება.. ცრემლიანი თვალებით გაუღიმა ქმარს და აკანკალებული ხელებით ძლივს გაიხსნა ლიფის შესაკრავი.. უნდოდა ყველაფერი ისევე გაგრძელებულიყო, როგორც დაიწყო.. არ უნდოდა მას მიენიჭებინა მისი ჭრილობებისთვის მნიშვნელობა, როდესაც ერთი სული ჰქონდა ცოტნესთვის მათი უმნიშვნელობა დაემტკიცებინა.. ცოტნე, რომელიც მართლა ვერ ხედავდა მის თვალებში შეცოდებას, სიბრალულს, ვერც შიშს.. დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი კაცი იყო.. რაც არ უნდა მოეგონებინა, ყველაფერი ისე იყო, როგორც იოცნებებდა რომ ყოფილიყო.. მოუბეზრებლად უკოცნიდა ცოლს სხეულს.. საშინლად უნდოდა ყველა წამი მაქსიმალურად ეგრძნო..
თათა, ერთი წამით გააშეშა მისი ბეჭების დანახვამ, მაგრამ მხოლოდ ერთი წამით.. თითქოს შეხებისას წარმოიდგინა, მაგრამ ნანახი ბევრად საშინელი იყო.. ბეჭების სამი მეოთხედი დამწვრობის შრამებისაგან ჰქონდა დაფარული.. კანის უსწორმასწორო ნაწიბურები, მოწითალო და ცისფერ ზოლებად დამჩნეოდა.. ფრთხილად შეეხო ტუჩებით, ცოტნეს რეაქციის ძალიან ეშინოდა, მაგრამ თითქოს სჯეროდა, რომ ამით სულ ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა იმ ტკივილს, რომელიც არ გაუზიარებია.. ტკივილს, რომელიც შეუძლებელია გადაიტანო.. ცოტნეს გააჟრჟოლა.. თათა კი ისევ აგრძელებდა მის დამწვარი ბეჭების კოცნას, ფრთხილად შემოეხვია მუცელზე ხელები და მშვიდად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე..
იცოდა, რომ ტიროდა.. თვითონაც უკვირდა, მაგრამ ყველაფერს გრძნობდა გაღიზიანების გარდა.. თვითონაც მის ხელებს მოუჭირა ხელი..
-მანქანისგან მოშორება ვერ მოვასწარი, სანამ აფეთქდებოდა.. _ მძიმედ ჩაილაპარაკა ცოტნემ.. არადა მარიამმა იცოდა, რომ მანქანისგან მოშორება კი არა, გვერდით მჯდომი მგზავრის გადმოყვანისას უსაფრთხო ადგილამდე მისვლა ვერ მოასწრო.. მაშინ როდესაც ცოტნეს გარდა არავინ ჩაიგდო თავი საფრთხეში. ის კი თითქმის სრულიად უვნებელი გადაარჩინა..
ცოტნე მძიმედ შებრუნდა, ახლა ის უღიმოდა მის ცრემლიან თვალებს.. მსუბუქად აიყვანა ხელში და საწოლზე დასვა.. დიდხანს იწვნენ ხმისამოუღებლად, ერთმანეთზე ჩახუტებულები.. თათას არ უნდოდა მისი თვალებისთვის მზერის მოშორება..
-ვინ რეკავს? _ იკითხა მშვიდად, როდესაც შეამჩნია რომ მისი ცოლი უკვე მეხუთედ თიშავდა ვიღაცის ზარს..
-ანოა..
-მერე რატომ არ პასუხობ?
-დღეს ბექას დაბადების დღეა, დაგვპატიჟა.
-მერე?
-ხვალ ვნახავ და ბოდიშს მოვუხდი..
-რა სისულელეა, წადი..
-წამოხვალ?..
-ხომ იცი, რომ მსგავს რაღაცებზე არ დავდივარ..
-გთხოვ, შენ ხომ თქვი რომ ამ ორ დრეს არაფერზე ვფიქრობთ..
-მე ჩვენი ურთიერთობა ვიგულისხმე, ეს კი ამას არ ეხება..
-მაშინ არც მე წავალ..
-წადი, ხომ იცი რომ ეწყინება. მე თომას ვნახავ. _ სანამ თათა კიდევ იუარებდა, ანომ კიდევ რამდენჯერმე მოასწრო დარეკვა. _ უპასუხე და უთხარი რომ შენ მიხვალ, მე რაღაც აუცილებელი საქმეები გამომიჩნდა.. _ თათამ კიდევ იყოყმანა, მაგრამ ბოლოს მაინც ზუსტად ის უთხრა ანოს, რაც ცოტნემ უთხრა.. იძულებით ადგა საწოლიდან და სააბაზანოში გავიდა..
-რა კარგია ტანსაცმელი აქაც რომ დავტოვე.. _ ჩაილაპარაკა თავისთვის და კარადა უღიმღამოდ გამოაღო.. იქ დატოვილი არც თუ ისე დიდი არჩევანიდან შავი კაბა აარჩია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ოდნავადაც არ იყო გამომწვევი, საშინლად უხდებოდა.. შეუძლებელია ვინმეს ყურადღების მიღმა დაეტოვებინა..
ცოტნე მაშინვე წამოდგა..
-მგონი სჯობს დარჩე, რა უბედურებაა?!
-რატომ?
-ხომ იცი, რომ ორგანულად ვერ ვიტან როდესაც გიყურებენ.. შენ კი ისედაც გიყურებენ და არ არის აუცილებელი ეს კაბა გეცვას.. _ ცოტნემ სასაცილოდ დაიწყო გარდერობის დათვალიერება და ერთი შეხედვით სრულიად უღიმღამო ჭაობისფერი კომბინიზონი აარჩია..
-ეგ ცოტათი დიდი მაქვს..
-ხოდა ძალიან კარგი.. _ თათას ჩაეცინა მის ბავშვურ ბუზღუნზე, ძველი ცოტნე გაახსენდა, მისი ცოტნე.. გულის სიღრმეში ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზე იყო.. მიხვდა, რომ ამდენი უბედურებით გადატვირთულს არც კი გახსენებია საკუთარი გარეგნობითა და ჩაცმულობით მისი მანიპულირება რომ შეეძლო. თათამ მორჩილად ჩაიცვა კომბინიზონი, მისი ქვედა ნაწილი ე.წ. შლაქსის ტიპის, თითქმის თეძოდანვე ძალიან გაშვებული შარვალი იყო, ზედა ნაწილი კი, თითქმის ტიპური მაისური, მოკლე მკლავებით.. ცოტათი მართლა დიდი ჰქონდა, ამიტომ საკმაოდ თავისუფლად ადგა ტანზე, მხოლოდ თეძო იყო გამოკვეთილი.. თავიდან თითქოს მოეწონა ცოტნეს საკუთარი აღმოჩენა.. მაგრამ მსუბუქი მაკიაჟის, თმის მჭიდროდ შეკვრისა და ულამაზესი ქუსლიანი ფეხსაცმლის შემდეგ, რომელსაც სრულიად ფარავდა კომბინიზონის ჰაეროვანი ნაჭერი.. მიხვდა, რომ ახლა უფრო მეტი ჰქონდა სანერვიულო, ვიდრე იმ შავი კაბის შემთხვევაში.. საოცრად გამოიყურებოდა, ჯერ ისედაც გრძელი ფეხები, კიდევ უფრო გრძელი უჩანდა.. ნაზად ეკვეთებოდა ორივე ლავიწის ძვალი.. გადაწეული თმას, მისი სწორი წარბებს, ნაკვთებს, რომელსაც ოდნავადაც აღარ უფარავდა უმეტესად ჩამოშლილი თმა ჭკუიდან გადაჰყავდა.. ღრმად ამოისუნთქა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.. უხეშად დაწვდა მასიურს და გამოუცხადა მე წაგიყვანო..
-ტაქსს გამოვიძახებ.
-მე წაგიყვან და მოგაკითხავ კიდევაც, დამირეკე. _ თათა, ვერაფრით აძლევდა თავს გაცინების უფლებას, არადა მართლა სასაცილო იყო ცოტნეს მდგომარეობის ყურება, რომელიც ნერვიულად აპარებდა მისკენ მზერას ყოველ წამში.. რესტორანთან მისულმა ვერ მოითმინა და ქმარს, საოცარი, მხურვალე კოცნით დაემშვიდობა..
ცოტნეს პირველად ეტკინა, ცოლის გვერდით გაყოლა რომ არ შეეძლო.. ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ქმარივით, რომ არ შეეძლო მიეხედა.. იცოდა, რომ ამ საკითხში შეეძლო დაუეჭვებლად ნდობოდა, მაგრამ... მაგრამ ეს მაინც არაადამიანური ტკივილი იყო, რომელიც პირველად სულ ახლახანს იგრძნო მთელი სრულყოფილებით..
-ცოტნემ მოგიყვანა? _ ჰკითხა ანომ შესვლისთანავე.
-კი, ძალიან ეჩქარებოდა ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადათ.
-ტუჩებზე გეტყობა. _ ხმამაღლა დასცინა დაქალმა. - სანამ სუფრასთან მოხვალ, მგონი სჯობს საპირფარეშოში შეხვიდე.. _იცოდა, რომ საშინლად გაწითლდა.. რა ექნა, სულაც არ იყო მიჩვეული მსგავს სიტუაციებს, არც კი დაფიქრებულა, რომ შესაძლოა პომადა ისე აღარ სმოდა, როგორც წაისვა.. საშინლად უნდოდა ანო მოეკლა, ვერაფრით მოთავებული სიცილის გამო.



№1  offline წევრი Unnamed

Ox cotne tavsac itanjavs da am gogosac tanjavs ra :) kargia omwons

 


№2  offline წევრი vighaca

Cotne mosaklavia

 


№3 სტუმარი mari

Rato ara wer ra moxda rato dash ordnen da nu agvianeb nichieri go go xar gaixare

 


№4  offline წევრი ket-kat

მაროამ რა მაგარია რომ დადე, ყოჩაღ , ძალიან გამახარე <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე მაროამიი არვიცი რაგითხრა ვჰოჟდები შენს ყველა ისტორიაზე რაღაც საოცრება ხარ შემიძლია ვთქვა რომ შენნაირი მეორე არარის უნიჭიერესიი სულ სხვა წერის სტილი გაქვს და ამაზე ვგიჟდებიი უბრალოდ ვერაფელს ვწრვამბობ ისეთი მაგარი ხაარ სმ ისტორიამაც შოკში ჩამაგდოო რთულია. იყო საყვარელ ადამიანთან ასე ახლოა და თან ასე შირს :(( მალე დადეე რაა ხო ბევრი ავტორი მიყვარს ამ საიტზე მაგრამ შენ მაინც სხვა ხარ ისეთი რომ ვერ ვამბოობ ❤️❤️

 


№6  offline წევრი nestanuka13

როგორ ვგიჟდები ამ ისტორიაზე და ველოდები ხოლმე :*

 


№7  offline წევრი MariBal

აუ რა კარგი თავი იყო,როგორ მომეწონა <3
სასწაული ხარ.

 


№8  offline წევრი ket-kat

ვიწყებთ მე-7-ეს ლოდინს :)))

 


№9  offline წევრი Svvaaaniii

დედას გეფიცები მართლა ვტირივარ.. საერთოდ არ შემიძლია გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა და მითუმეტეს რამეს რომ, ვკითხულობ მაგ დროს ხომ, საერთოდ ვერ გამოვხატავ მაგრამ, შენ ხარ ადამიანი რომლის ნაწერებეი ჩემზე მოქმედებს აი არ ვიცი როგორ გითხრა "ზებუნებრივად"... ძალიან მაგარი გოგო ხარ და რამდენიც არ უნდა ველოდო ამ თავის ემოციები დარწმუნებული ვარ მომდევნო თავამდე აუცილებლად გამყვება <3 <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№10 სტუმარი inga surmanidze

აუუ ძაან მაგგარიაა უმაგრესიაა რაა .....ცოტნე მოსაკლავი ხარრ რაა

 


№11  offline წევრი varduka

ვინ ხარ ასეთი ნიჭიერი და შეუდარებელი love კი მქონდა შენი ისტორიები წაკითხული "ფერი მიცვალე" და "ნუ დაიჯერებენ" ,მაგრამ თურმე სად ვყოფილვარ lol ჯეერ წუხელ ერთიანად წავიკითხე 2010დან დაა გავათენე კითხვაშიი იმდენად ავივსე ემოციებით როომ გამთენიას საერთოდ ვერ დავიზინე დაა გავარძელე კითხვა "1+1=1" დაა რომ იტყვიან ყბა ჩამომივარდააააა დაა აზრებიი დამებლუკაა იმდენი რაღაც მინდა გითხრა,მაგრამ შენ უჩემოდაც გეცოდინება როომმ უუმაგრესიიიი ხააარ! ამ საიტზეე შენი დაა "ubralodis" ფანიი ვააააარ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent