შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის წესები 6


23-03-2015, 10:21
ავტორი sopiko
ნანახია 1 608

ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, მე უკანასკნელი იმედიც დავკარგე. იცით როგორი შეგრძნებაა როცა ყველა მარტო დაგტოვებს, როცა იგრძნობ რომ აღარავის სჭირდები? აი ასე ვიყავი მე და ვტიროდი, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა. უცბად ვიღაცის გაქცევის ხმა მომესმა და უკან გავიხედე, ვიღაც მამაკაცი მირბოდა მაგრამ დათა ნამდვილად არ იყო, დავინახე რომ დაბლა რაღაც დაუვარდა. იმ ადგილას მივედი და ხელში ნიკას მაჯის საათი შემრჩა. აზხლა მივხვდი რომ ნიკას სულ თვალს მადევნებდა. მას არ გაუგია ჩვენ რა ვისაუბრეთ მაგრამ ის დაინახა რომ მე და დათამ ერთმანეთს ვაკოცეთ. ფეხზე წამოვდექი და მთვარეულივით წავედი სახლში.
იმ ღამით სახლში ისევ მაერტო ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი. ვუყურებდი მეთქი ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ფირებში ვიყავი გართული. უცბად კარზე კაკუნი მომესმა და ფეთიანივით წამოვხტი ფეხზე. მხოლოდ ხალათით ვიყავი და არ ვიცოდი კარი გამეღო თუ არა. ძალიან შემეშინდა მაგრამ კარს მივუახლოვდი. კარის ჭუჭრუტანაში არავინ ჩანდა, ხმის კანკალით ვიკითხე:
-ვიინ ხარ?-კარის იქიდან ხმა არ იყო. კარს ჯაჭვი ჩამოვაცვი და კარი ისე გავაღე. მამაკაცი კარს ძლიერად მოაწვა და მე დავინახე მისი თვალები, ეს ნიკა იყო. კარის დაკეტვა ვცადე მაგრამ არ გამომივიდა.
-ჩამოხსენი ჯაჭვი-ბრძანებასავით გაისმა ნიკას ხმა. მე არ ვრეაგულირებივარ.
-ანა ჩამოხსენი ჯაჭვი სანამ კარი შემოვანგრიე.
-წადი, ახლავე წადი!-ჩემი უღუნო ხელებით კარს ვაწვებოდი მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ნიკამ უეცრად ხელი დამიჭირა და მიყვირა:
-ახლავე ჯაჭვი ჩამოხსენი-შიშისაგან გავფითრდი და ხელის კანკალით შევასრულე ბრძანება. ნიკამ უხეშად შემოაბიჯა, მე უკან დავიხიე, საძინებელში შევვარდი , კარი მივხურე და ჩავკეტე. ნიკამ კარს ერთი ფეხი ჰკრა და მაშინვე შემოანგრია, სწრაფად მომიახლოვდა და ხელზე ხელი ჩამავლო.
-გამიშვი მტკივაა...-ამოვიკრუსუნე მე. ნიკამ თვალებში ჩამხედა, თავი სახესთან მომიახლოვა მაგრამ უცებ გადაიფიქრა და ლოგინზე მიმაგდო.
-კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე. სანამ მე ცოცხალი ვარ შენს გვერდით მამაკაცი ვერ იქნება გასაგებია?!-მიღრიაალა.
-ცოტა ხმადაბლა რომ გეთქვა მაინც გავიგებდი მაგრამ რაც შეეხება მეორე ბრძანებას ანუ რომ უნდა დავიმახსოვრო ამას არ გავაკეთებ-სითამამაე მომემატა მე.
-რა?!-კბილები გააღრჭიალა ნიკამ და ფეხზე წამომაგდო-ამასაც ვნახავთ-უკან შებრუნდა მაგრამ ერთი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული რომ ისევ მომიტრიალა, წელზე ხელი მომხვია და ჩემს ტუჩებს მისი ტუჩები შეეხო. არ იცით ამ წუთს რამდენ ხანს ველოდი.. ჩემს თავს არ ვუტყდებოდი მაგრამ რაც ის უბედურება გადავიტანე ნიკას მოფერება ძალიან მენატრებოდა მაგრამ მეშინოდა იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა არ გამოვეყენებინე და მივეტოვებინე ამიტომ ხელი ვკარი და შევყვირე:
-წადი აქტედან , არ მომეკარო!-ნიკას თვალებში განრისზხებამ იელვა.
-თურმე როგორ არ გიცნობდი...-მიყვირა მაგრამ მაინც ვერ მოითმინა , კიდევ ერთხელ ვნებიანად მაკოცა, მერე არ ვიცი რა მოხდა თვალები რომ გავახილე , ნიკას გვერდით შიშველი ვიწექი და მის სხეულს ვეკვროდი. უკან დავიწიე მაგრამ ნიკამ კიდევ უფრო ძლიერად მომხვია წელზე ხელი და თავისკენ მიმიზიდა, მე მისი ხელის მოშორება ვცადე. გავიბრძოლე და მან თვალები გაახილა.
-რა იყო?-მკითხა მან ირონიოლად.
-არაკაცი ყოფილხარ ნიკა ნამდვილი არაკაცი-ზიზღიანად ჩავილაპარაკე მე და ფეხზე წამოდგომა ვცადე. მან მთელი ძალით დამაგდო ლოგინზე და ზევიდან მომექცა.
-მე მოგექეცი უნამუსოდ არა? მე ხომ? ის არ იკმარე სხვასთან რომ იწექი, ახლა შენს კურსელს დაუწყე შებმა? ახლა დგას და ჩემს წინ პატიოსანი გოგოს როლს თამაშობს, შენ რომ ჩემთან არ გნდომებოდა ახლა ამ მდგომარეობაში არ იქნებოდი. -ირონიულად შემათვალიერა მან. მე გავწითლდი. ნიკა ფეხზეც წამოდგა , წანსაცმელი ჩაიცვა და სახლიდან უხმაუროდ გავიდა. მე...მე რა გავაკეთე იმ წამს? უჯრიდან წამლის აბები ამოვიღე მაგრამ... ვერ შევძელი, ხმამაღლა ავქვითინდი და აბებიც დაბლა დაიყარა...

იმ შემთხვევიდან ორი თვე გავიდა, ახალი არაფერი მომხდარა, ერთადერთი ისაა რომ ლიზი ლამის ჩემთან გადმოსახლდა ჩემიმცდელობის შესახებ გაიგო და...დათამ თავისი პირობის შესრულება ვერ შეძლო რადგან მისი ძმა ლეიკემიით დაავადდა და რუსეთში წავიდნენ სამკურნალოდ. ნიკა ისევ საზღვარგარეთ წავიდა. მე კი დავრჩი ასე... მაგრამ ამ ბოლო დროს უცნაური რაემ მერთებოდა , გული მერეოდა, თავბრუ მეხვეოდა. მივხვდი ეს რისი გვერდითი მოვლენაც იქნებოდა და აფთიაქში წავედი. ტესტი გავიკეთე და ყველაფერი გვარკვიეე, მე ორსულად ვიყავი. ჩემსა და ჩემს შვილს შორის უკვე გაბმულიყო უხილავი ძაფი რომელსაც ვერაფერი გაწყვეტდა...
ამ ახალმა ამბავმა ისე გამაბედნიერა რომ ფიქრის უნარიც კი შემიზღუდა. უნდა გამეგო ვისგან მყავდა შვილი ნიკასგან თუ იმ ტირანისგან. გადავწყვიტე მეორე დღესვე წავსულიყავი ექიმთან მაგრამ ეს ამბავი ჯერჯერობით არავისთვის არ უნდა მეთქვა თვით ლიზიკოსთვისაც კი. ერთი სული მქონდა დილა როდის გათენდებოდა. ექიმს მორიდებით ვკითხე.
-ექიმო რამდენი თვის ორსული ვარ?-და გული ამიკანკალდა რადგან ამ პასუხს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
-სულ ორი თვის-გამიღიმა ექიმმა და ახლა უკვე გულწრფელად გავიღიმე. 4 თვე გავიდა იმ საშინელი შემთხვევიდან ანუ გამოდის ჩემი ბავშვის მამა ნიკაა. ღმერთო რა ბედნიერებაა. ექიმს სწრაფად დავემშვიდობე, გარეთ გამოვედი და ტაქსი გავაჩერე.

ლიზიმ უკვე ყველაფერი იცის, ჩემი ახალი გადაწყვეტილების შესახებაც იცის, ვიცოდი ნიკასთან ერთად ვერ ვიცხოვრებდი მაგრამ შვილს ვერ დავუმალავდი ამიტომ ვაპირებდი მისთვის წერილის დაწერას და მისივე სახლში დატოვებას. უფრო სწორად რომ ავხსნათ გადავწყვიტე სამშობლოდან გავქცეულიყავი... საზღვარგარეთ წავსულიყავი...

...........................................................................................
მალე დავასრულებ, ერთ-ორ თავში. იმედია ისტორია მოგწონთ, ახალი ვარ და გამოცდილება მაკილია მაგრამ ჩემს მთელ ფანტაზიას ამ ისტორიებში ვდებ.



№1  offline მოდერი sopiko

ბავშვებო ვისაც ჩემი დაწერილი მოთხრობა მოგწონთ დაალაიქეთ ეს გვერდი აქ ჩემი მოთხრობები იქნება გამოქვეყნებული
https://www.facebook.com/pages/სასიყვარულო-ისტორიებიlove-history/81368840534714
3?ref=hl

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent